შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ბედნიერი - სრულად


18-04-2016, 23:56
ავტორი D-roni
ნანახია 16 007

ცხოვრებაში ერთხელ მოდიანო ამბობენ .
მეორე ვერსიით თურმე მეორედაც მოდიან (რეინკარნაცია)
მაგრამ მე აშკარად არც პირველ შემთხვევაში გამმართლებია და არც მეორეში გამიმართლებს დარწმუნებული ვარ , რომ რამე იყოს
ბედი მაქვს , რომ იტყვიან ძაღლის .
არა განა ცუდად ვცხოვრობ ან უბედური ვარ , არა არა რა სისულელეა ( ირონია , რომ არ არსებობდეს) ... უბრალოდ ...
უბრალოდ არ მიმართლებს იმ საქმეში , რომლის გამოც თავი გავიგიჟე თინეიჯერობის პერიოდში , ქვას ვურტყი კინაღამ თავი მინდა , მიყვარს და მორჩათქო , რას გახდებოდნენ ჩემი მშობლები ? ვერც ვერაფერს ... ბევრი ჩხუბის და დავიდარაბის შემდეგ მაინც გავთხოვდი .
გავთოხოვდი ადამიანზე , რომელიც მთელ სამყაროს მერჩივნა , გავთხვდი ადამიანზე , რომლის ერთი გაღიმებაც კი ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის .
ქორწილამდე გამოკვლევები ჩავიტარეთ , ეს ისე უბრალოდ რატიმ აიტეხა თუ რამე ერთად გადავლახავთ ყველაფერსო.
ვერ გადავლახეთ ...
დღემდე არ ვიცი რა ხდება , რატომ მაგრამ 3წელია გათხოვილი ვარ და დღემდე არ მეკარება ჩემი ქმარი ზედმეტად.
დღემდე არ ვიცი იმის მიზეზი რატომ იქცება ასე ... როგორ შეუძლია იყოს ასეთი სუფთა და ამავროულად ბინძური , ასეთი თბილი და ხშირ შემთხვევაში ცივი .
დღემდე ვეჭვობ , რომ ამ ყველაფრის მიზეზი ისევდაისევ გამოკვლევების პასუხია .
ერთ ღამეს , როცა ...
მიჭირს გადმოცემა იმ ყველაფრის რასაც იმ დღის მერე ვგრძნობ ... ზუსტად 4 წლის შემდეგ ...
ერთ ღამეს როცა სახლში მოვიდა მეგონა ისევ აგრესიული ტონით შემოვარდებოდა სახლში ნასვამი , უკაცრავად შესწორებას შევიტან მისი ძმაკაცები შემოიტანდნენ ...
და ბოდიშს მის მაგივრად მომიხდიდნენ ...
ასე არ მომხდარა , ზომიერად ნასვამი შემოვიდა დინჯი ნაბიჯებითა და ჩემი საყვარელი ღიმილით სახლში და ჩემს გერდით დაჯდა .
ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თავი მკერდზე მომადო .
- ჩემი ცხოვრების აზრი ხარ - ჩუმად მიჩურჩულა და სახეზე თითებით მომეფერა - შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია გესმის ? ვგრძნობ , რომ თანდათან გკარგავ და ... - საყვარლად და ბავშვურად ამოისუნთქა და თმაში ხელი შეიცურა ნერვიულად .
- რატი - თბილად გავუღიმე და სიტყვის გაგრძელების უფლება აღარ მივეცი - სულ , რომ მოვკვდე !შენ მე ვერასდროს დამკარგავ გესმის ?! ვერასდროს ! რადგან შენი ღიმილის გარეშე არც ერთი დღის გატარება არ მინდა , არ ვიცი რა გჭირს , გიცნობ და ვიცი ჩაცივება არ გიყვარს , ვიცი უარესად გატკენ , რომ გკითხო რა ხდება შენს თავს ... ამიტომ ვარ ამდენი წელი ჩუმად ... იცი ? სულ სულ არაფერი მინდა , უბრალოდ შენთან ყოფნის გარდა ხო ? გამიღიმე ისე როგორც მე მიყვარს ! - ვუბრძანე და ჯერ მისი ღიმილი დავინახე , ხოლო შემდეგ მისი ტუჩები ვიგრძენი ჩემს ტუჩებზე , ამდენი ხნის შემდეგ .
- არ შემიძლია პატარა ... არ შემიძლია გატკინო გესმის ? ვიცი მერე უფრო გეტკინება ასე , რომ მოვიქცე .
- რატი ვის არ ტკენია ქალიშვილობის დაკარგვა ? - თავი გავისულელე , ვითომ ვერ მივხვდი , რომ სხვა რაღაცაზე თქვა და ჩემსავე უხამს რეპლიკაზე ავწითლდი .
რატის სახეზე მწვანე ფერი დაედო და სულ რამდენიმე წამში ისე ახარხარდა როგორც ქორწილამდე ხარხარებდა , მთელი გრძნობით და გულით .
თვალებში ცრემლები ჩამიდგა ... ვგრძნობდი , რომ გული მტკიოდა , ცუდი წინათგრძნობა მქონდა და თავბრუ მეხვეოდა .
რატი ღიმილით დამიჯდა გვერდით და თავი ჩემს მუხლებში ჩადო , მე კი ჩემი თითები მის თმაში ავხლართე და თვალებდახუჭულმა გადავდე საზურგეზე თავი.
შუა ღამეს გამეღვიძა შუქი ანთებული დამრჩენოდა , ფეხზე ადგომა მინდოდა და საწოლში გადაწოლა მაგრამ რატი არც ირხეოდა .
- საყვარელო გაიღვიძე ... საწოლში დავწვეთ - ხელით შევანჯღრიე მაგრამ ძვრა არ ჰქონდა - რატი ნუ მეთამაშები - ნერვიულად გავიცინე და თავი მის გილმკერდზე მოვათავსე ჩაკეცილმა - გაიღვიძე ჩემო სიცოცხლე გთხოვ - ცრემლები წამომივიდა და უნებურად ამომიტივტოვდა თავში საღამოს ნაგრძნობი ცუდი წინათგრძნობა.
უნებურად დავუგდე ყური გულის რითმას და ვერაფერიც ვერ გავიგე.
პანიკაში ჩავარდნილმა მხოლოდ რეზისთან დარეკვა მოვახერხე , რომელიც ჩემი ქმრის ძმაკაცია.
მერე უბრალოდ პანაშვიდი , დაკრძალვა და შავი ფერი მახსოვს , მეტი არაფერი ...
ნეტავ სიზმარი იყოსთქო ,ყოველ ღამით ვიღვიძებდი
ამის მოლოდინში მაგრამ ... მაგრამ მე ვინ მომცა მაგის ბედი.
ხომ გითხარით ცუდი ბედი მაქვსთქო ? არ მომიტყუებიხართ .
კიდევ კარგი უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა თორემ მერე მშობლების დარიგების თავიც კი აღარ მქონდა.
ვფქრობდი და ვრწმუნდებოდი როგორი სწორი გადაწყვეტილება მიმიღია თავის დროზე რატის , რომ გავყევი ცოლად .
ადამიანი, რომელმაც იცოდა , რომ უნაყოფოსთა ერთად სიმსივნით ...

დაავადებულიც იყო , თითს არ მაკარებდა ...
მხოლოდ ჩემთან ყოფნით ტკბებოდა და ჩუმად ებრძვოდა ყველაფერს , ნერვიულობას სასმელში ახრჩობდა და ამან მოუღკ საბოლოოს ბოლო.
გარესამყაროსთან სრულიად შეწყვწტილი მქონდა კავშირი.
არავის დანაზვა არ ნინდოდა , მთელ ბრაზს ცხოვრებაზე და მინატრებას ჩემი საყვარელ კაცის ვარჯისში ვახრჩობდი.
დილით ადრე ვდგებოდი , უკვე მეოთხე წელი იყო რაც ეს ტრადიციათ მექცა.
ცრემლები ოთხი წელი იყო რაც არ წამომსვლოდა.
სულ , რო. გავგიჟე ულიყავი ტკივკლისგან მაინც არ მომდიოდა.
ფიქრები მჭამდა , მეკითხა ... ვნანობდი ... გამერკვია !
სტკენოდა ... უფრო რაღა ეტკინებოდა...
შევძლებდით ერთად ყ ელაფერს შევძლებდით ...
მაგრამ მაინც ასე მოხდა , ასე დასრულდა და ესეც ჩემი უბადრუკი ბედის ბრალია !
რეზი და გეგა არასდროს მარტო არ მტოვებდნენ .
ყოველთვის ჩემთან იყვნენ .
ერთხელ ისიც კი მითხრეს ...
° რატიმ დაიბარა , თუ შეუყვარდება მხარში დაუდექითო °
არ იყო ეგოისტი , ყოველთვის სხვაზე ფიქრობდა ჩემი რატი .
მაგრამ ცხობრება მაინც დაუნდობლად მოექცა ...
° ღმერთს კარგი თავისთვისაც უნდაო °
ამბობენ ... არც ცდებიან .
რატი ყველაზე თბილი , სუფთა და კეთილი იყო ვინც კი ოდესმე გაუჩენია ღმერთს ქვეყანაზე
... და ის დღეს ანგელოზია , ფრთები აქვს და ყოველ ღამით ჩემთან მოფრინავს სიზმარში და მიმეორებს .
° იყავი ბედნიდნიერი ... მე შენთან ვარ ! °
არაფერი ყოფილა ტკიბილზე უფრო ძნელად დასამარცხებელი სენი...
სულიერ , შინაგან ტყუილზე !
°°°
ღამით სიზმარი ვნახე , როგორც ყოველთვის რატი მესაუბრებოდა და ისე იღიმოდა , როგორც მაშინ ჩემთვის თავის შეყვარებას , რომ ცდილობდა.
მეუბნებოდა :
° თათა გულს მტკენ ! ასე ნუ იქცევი ... მიეცი თავს ბედნიერების შანსი , შენ ამას იმსახურებ-ო °
მოწყენმა წამოვყავი თავი და აზუზუნებული მობილური ავიღე.
- რძალო კაფეში იჯექი 15 წუთში კარგი ? - მომესმა რეზის ხმა და გამეღიმა მის ნათქვამ °რძალოზე°
- აუ რეზი ...
- აუ რეზი და უი რეზი არ მიიღება , ვთქვი და მორჩა ! - მ
მკაცრ ხმაზე მივხვდი , რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა ამიტომ აწრაფად შევედი სააბაზანოში , წყალი გადავივლე და გარდერობში შევძვერი.
შავი უბრეტელო მთლიანი გრძელი კოჭამდე კაბა გამოვიღე , რომელიც რატის ნაჩუქარი იყო.
მენჯის ძვლიდან კოჭამდე პრარეზით ( ჩახსნილით ) ...
ფეხზე შავი , თხელი სანდლები ამოვიცვი და გრძელი თმა გავიშალე , რომ ამოღებულ ზურგზე ვიგრძენი თმით მომეღუტუნა.
გამეღიმა ... ეს კაბა ძალიან უყვარდა რატის ...
მაკიაჟი არ გამიკეთებია , მომწონდა ჩემი თეთრი ფერის სახე და როგორც რატი იტყოდა პატარა ცხვირის წითელი წვერი , გოჭს მეძახდა ...
ღია ფერია ტუჩსაცხი გადავისვი და მზის შავი სათვალე დავიკოსე.
სახლიდან გავედი და ერთი აღმართის ჩაის შემდეგ მარცხნივ შევუხვიე.
გეგასკენ და რეზისმენ წავედი , რომლებმაც ხელი დამიქნიეს , გაბუღიმე და მათ წინ დავსკუპდი , სათვალე მოვიხსენი და ფრჩხილები მაგისაზე ავაკაკუნე.
- რა სხვანაირი ხარ - გამეკრიჭა გეგა - ხდება რამე ?
- არ ვიცი ... ამ ბოლო დროს ხშირად მეჩხუბება სიზმარში რატი ... მიეცი თავს ბედნიერების უფლებაო ...
დღეს სხვანაირ ხასიათზე გავიღვიძე ...
- აი ხომ ხედავ ?! ჩვენც მაგას არ გეუბნებით ? აბა მთელი ცხოვრება მარტოობას აპირებ სახლში გამოკეტილი ?! - ისევ რეზიმ ითავა რატის სიტყვების გამოერება - ასე დაიბარა არ მიაცეთ მარტოობის უფლებაო!
- არ ვიცი ... - თავი ოდნავ გავატრიალე მოწყენილმა და უნებურად შევეჩეხე ორ მუქ შავ თვალს , რომლებმაც ისე გამიტაცეს ვერც კი მოვზომე , რომ მამაკაცა ვიყურებდი ასე მიშტერებული - გაუსაძლისად მენატრება გესმით ? გაუსაძლისად ! - თავი მაგიდაზე დავდე და მოწყურებულმა ავწიე სახე - მთაწმინდაზე ავიდეთ რა ამ დღეებში გთხოვთ ...
- იქ უფრო დაიგრუზები თათ - გეგამ თავზე აკოცა და მის ხელს დახედა - იცი შენ ამით - არა თითზე წამოცმულ ნიშნობის ბეჭედზე და კალიცოზე მიანიშნა - მამრებს, რომ აფრთხობ ? - წარბები შეუკრა და ახარხარებულ გეგას გაუცინა მუხლების თამაშით .
- გავედით კუსკუს და გაერთე შენ - რეზიმ იქით მაგიდასთან მეგობრებთან მჯდომი შავი თვალების პატრონისკენ მინანიშნა .
- დავაი რა - წარბები შეკრა და მობუზული მიეყრდნო კედელს ... რას მომიყვანეს თუ უნდა წასულიყვნენ ...
ოფიციანტ ხელი დავუქნიე და ვანიშნე მოსულიყო .
- ერთი ალუბლის შოკოლადიანი ტორტის ნაჭერი და ფირთოხლის წვენი - მობილური იქვე დავდე და მოწყენილმა თავი მაგიდაზე ° დავაგდე °
- კარგად ხარ ? - მომესმა პატარა ბავშვის ხმა და თავი ავწიე .
ჩემს წინ პატარა ვაჟკაცი იდგა , რომელიც წარბებს ხან კრავდა ,ხანაც ხსნიდა.
გულში სითბკ ჩამეღვარა.
რა იქნებოდა ასეთი

მეც დამრჩენოდა რატისგან ...
ბავშვს ტკივილიანი ღიმილით გავუღიმე და კალთაში ჩავისვი.
- კარგად ვარ ... მადლობა - ლოყაზე ვაკოცე და თმაზე წავეთამაშე .
- რა გქვია ?
- თათა შენ ?
- რატი - მოსმენილმა სახეზე ღიმილი შემახმო .
უაზროდ დავბრიცე ტუჩები სატირლად მაგრამ ვერ ვიტირე ...
- რატი - ჩვენსკენ ახალგაზრდა გოგო წამოვიდა , რომელიც თეორიულად მისი დედა უნდა ყოფილიყო მაგრამ ... პრაქტიკულად საერთოდ არაფერჯ ეტყობოდა დიდი ასაკის , იმდენად ლამაზი იყო.
- დე მოდი შენც - ხელი სკამზე დაატყაპუნა , გოგონას უკან მისნაირად თუ უფრო ლამაზი ორი გოგო მოჰყვა და სამივე ჩენთან ჩამოჯდა . რატიმ გაიცინა და ამდენ გოგოში რა მინდაო , ადგა და მამიკოსთან მიირბინა იმ მაგიდასთან იჯდა ის შავ თვალებიანი.
- კარგად ხარ ?

- დიახ - მორცხვად ჩავხარე თავი და თვალები ისევ მისკენ გამექცა , შავი თვალები ისევ მე მიმზერდნენ.
- სიმპატიურია არა ? - გამიღიმა ერთ-ერთმა გოგონამ და ვიგრძენი , როგორ დავიბენი და წამოვწითლდი სახეზე.
- ვინ ? - თავი გავისულელე და ფრჩხილები ნერვიულად ავაკაკუნე მაგიდაზე.
- ნიკა - გამიღიმა და ეშმაკურად აათამაშა წარბები.
- იცი ... - ენა დამება და მობილურს მივაკდი , ეკრანზე გეგას გაკრეჭილი ფოტო მეყენა და უნებურად გამეღიმა , გადამრჩინა !
- ხო გეგა - ვუპასუხე და გოგონებს გავუღიმე .
- ხდება რამე ახალი ? - გადაიხარხარა და როგორც ჩანს რეზის გადაუჩურჩულა რაღაც.
- დავაი რა - გამეცინა და გავთამამდი.
- ჩემი დაიკო ... მიყვარხარ !
- მეც რეზიკუნა - გავიკრიჭე და მობილური მივაგდე მაგიდაზე გათიშული.
- შენი შეყვარებულია ? - დაბნეულმა მკითხა ერთ-ერთმა.
- არა ქმრის ძმაკაცი - თავი ჩავხარე და ვიგრძენი ტირილი მინდოდა.
არ შემეძლო ...
- ქმარი გყავს ? - გაიოცა მეორემ.
- მყავდა - ჩაწითლებული თვალებით ავწიე თავი და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.
- თუ გინდა ნუ იტყვი - გამიღიმა და ხელზე მომეფერა.
- გარდამეცვალა ... 4 წლის წინ - ტკივილიანი ღიმილით გავუღიმე და საზურგეზე გადავწექი.
ჩემს გვედით მჯდომმა მაგრად ჩამიხუტა და ზლუქუნი ატეხა.
მის სითბოზე და სისაყვარლეზე გამეღიმა და მეც მაგრად მოვხვიე ხელები.
ის სითბო ვიგრძენი , რომელიც აქამდე მაკლდა , რომელიც აქამდე მჭირდებოდა , რომელიც სიცოცხლეს გამიფერადებდა და რომელიც სტიუმულს მომცემდა ცხოვრება გამეფერადებინა.
- ვწუხვარ - ოდნავ მომშორდა და ლოყაზე მაკოცა.
- ახლა ისე გამიხარდა შენი ჩახუტება . თავი ლამის სხვა ორიენტაციის მეგონოს - გადავიკისკისე პირველად ამ 4 წლის მანძილზე რწფელად და მთელი გრძნობით.
- იცი რა ? წამოდი ჩვენს მაგიდასთან ! ჩვენებს გაგაცნობ დარწმუნებული ვარ მოგეწონება - გამიღიმა - უი მე ასია - გამეკრიჭა და გოგონებს გახედა - ესენი ჩემი დაქალები , ანა და მარიამი არიან , რატი მარიამის შვილია - მითხრა და მათთან ერთად მათი მაგიდისკენ წამიყვანა
- სასიამოვნოა თათა.
ნივთები ავიღე და მიმტანს ვანიშნე შეკვეთა იქ მოეტანა , ცოტათი უხეხულად ვგრძნობდი თავს , მოსალოდნელი შეხვედრა მანერვიულებდა , როგორც გავიგე ნიკასთან .
- ფიფლ - ანა დასკუპდა , სავარაუდოდ ქმრის გვერდით და მაგრად აკოცა ლოყაზე . - ეს თათაა , ჩვენი ახალი მეგობარი - წარბები აათამაშა გოგონამ - ეს კი მიშოა , ჩემი ქმარი , ეს კაკია ... მარიამის ქმარი და რატის მამიკო ... ეს აკოა , ჩემი ძმა და ჩემი დაქალის ქმარი - გამეკრიჭა ბედნიერი - ეს კი , მუდამ მარტო მოსიარულე , ქალების მუსუსი , მზერით მკვლელი ნიკაა , სტაჟიანი მასხარა და ყველასთვის სასურველი სასიძო - შავთვალებას მზერა გავუსწორე და თვალებით გავუღიმე.
გაცნობის ცერემონიალი , რომ დაასრულა ანამ მაგიდასთან დავჯექი და ფორთოხლის წვენს დავავლე ხელი , ნელნელა ვსვამდი და მათ საუბარს ვუსმენდი.
ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდათ , რომ ერთმანეთი გასაგიჟებლად უყვარდათ.
- თათა , შენ არ გყავს ვინმე ? - სრულიად მოულოდნელად დასვა კითხვა მიშომ და ნიკას ღიმილით გახედა.
სასულეში გადასასვლელი წვენი , ისე გადამცდა კინაღამ დავიხრჩვი.
გაუბედურებულმა და თვალებჩაწითლებულმა შევხედე მიშოს და შემდეგ ანას , რომელიც ხელზე უხერხული ღიმილით დაექაჩა.
ყველა მე მიყურებდა , ისე თითქოს სამუზეუმო ექსპონატი ვყოფილიყავი.
ვიგრძენი უხერხულობისგან როგორ დამცხა და წვენი ძლივს გადავუშვი სასულეში.
აწითლებულმა დავდგი ჭიქა ადგილზე და მაგიდაზე ისევ ნერვიულად ავაკაკუნე ფრჩხილები , ჩემი ნერვიულობის ნიშნებია.
- აღარ - ძლივს ამოვღერღე ერთი სიტყვა.
- შენ თუ ასე ნერვიულობ ყველაფერზე , კიდევ დიდხანს გაუძლიათ შენთვის - ირონიული ტონით გამომაჯავრა ნიკამ და მის სიტყვებზე ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული.
მისმა ბოხმა ხმამ გამიტაცა , თან მომინდა პირდაპირ შუბლში მესროლა ჭიქა , რომელსაც სიბრაზისგან მთელი ძალით ვუჭერდი ხელს.
- მე გავალ , სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - ფეხზე წამოვდექი ჩანთას და მობილურს დავავლე ხელი და სასწრაფოდ გამოვვარდი იქიდან.
დავინახე როგორ გამომეკიდა ანა და მარიამი.
- გარდაცვლილი ყავს ქმარი - თვალები უბრიალა ნიკას ასიმ.
- რა ? - მასაც გადასცდა წვენი და ფეხზე წამოიჭრა - ვერ მითხარი გოგო აქამდე მერე ? - საყვარლად ააპაჭუნა თვალები და კაფიდან გავარდა ...
გ ა ე კ ი დ ა ...

--

°°°
გარეთ გავარდნილი , უმისამართოდ ვიქნევდი ჩანთიან ხელს და ვვოცნებობდი ცრემლები წამომსვლოდა .
მეშინოდა რდესღაც ამოხეთქავს მეთქი მაგრამ ასე იოცნებოს კაცმა და მერე აუხდეს ? კიდევ ერთხელ მოვიკითხავ ჩემს უბედურ ბედს .
- თათა ! გაჩერდი ! - გახშირებული სუნთქვა და სიტყვები მომესმა ზურგსუკან და ვიგრძენი , როგორ ჩამავლეს მაჯაში ხელი , დაფეთებულმა მოვატარე მზერა გარშემო და მივხვდი ჩიხში დავდიოდი გამწარებული ამდენი ხანი .
- რა ! - შევუბღვირე და ვანიშნე ხელი გაეშვა .
- მაპატიე ... მე არ მეგონა და ვიცოდი თუ შენ ქმარი გარდაცვლილი გყავდა ... მომისმინე ! წამით არ მიფიქრია მისთვის შეურაწყოფის მოყენება , უბრალოდ მინდოდა მიმეხვედრებინე , რომ ასეთი ნერვიულობით ვერაფერს უშველიდი , ღმერთო ჩემო ამდენი მგონი საერთო ჯამში მეგობრებთა არ მილაპარაკია , ახლა ვდგავარ და გიხსი რას ვგულისხმობდი , რაც არასდროს გამიკეთებია გესმის ? - ძლივს მოითქვა სული და ხელი შემიშვა.
- გასაგებია ... ნუ ნერვიულობ დიდი ხანია რაც ეს მოხდა მაგრამ , მაგრამ მაინც მიჭირს თავის შეკავება , როცა ამ ამბავს ეხებიან ...
მშვიდად ამოვიქშინე და იქვე გრძელ ხის სკამზე ჩამოვჯექი , სულ აღარ მაინტერესებდა მისი სისუფთავე .
- დიდი ხანია ? - ცალი თვალი მოჭუტა და გვერდით მომიჯდა.
- 17 წლის ვიყავი , რომ გავყევი ... 3 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით ... 4 წლის წინ გარდაიცვალა .
- იტირე თუ ჩემი გცხვენია - თავი ჩემსკენ მოაბრუნა და ცალი ტუჩის კუთხე ჩატეხა .
არ ვიცი რა დამემართა მაგრამ იმაზე ბევრად დიდი სიმძლავრით დამიარა ჟრუანტელმა ვიდრე რატის პირველი შეხებისას .
თვალები დავხუჭე და წამიერად რატის კმაყოფი სახე დამიდგა თვალწინ.
მაშინვე ვჭყიტე და დანენბით მოვბრიცე ტუჩები , რომ ცხადში არ ვიყავი.
- 4 წელია თვალებიდან თითო ოროლა ცრელიც კი აღარ წამომსვლია.
თავი ჩავხარე და პირველად დავფიქრდი ცხოვრების რაობაზე და ჩემი ბედის დადებით მხარეებზეც .
- მოდი წამოდი - ადგა და ხელი გამომიწოდა , ისე მიღიმოდა უარი ვერ ვუთხარი და ხელი მის ხსლს ჩავჭიდე .
კაფეში შებრუნებულებს ერთმანეთისთვის ხმა აღარ გავიცია , ვერც ერთხელ დავაფიქსირე მისი მზერა , ჩვეულბრივად ოდნავ ახსნა ვააუბრობდი მათთან და ახლა გამახსენდა ის , რომ გეგი და რეზი დამვიწყებიან .
მობილური ავიღე თუ არა გეგის ზარი განხლრიელდა.
ღიმილით ვუპასუხე და მის შეცხადებას ( ისევ კაფეში ზახარ-ზე) გამეღიმა.
ცოტა ხანში ოირვე შემოვიდა კაფეში , ბიჭები გაიცნეს და გვერდით მომიჯდნენ.
რეზის მხარზე მედო თავი და თმაზე მონატორულად ჰადასმულ ხელებზე თვალები უფრო მეხუჭებოდა.
- წამო გაგიყვან სახლში გეძინება შენ - შუბლზე მაკოცა და მაშინვე ვჭყიტე თვალები .
რეზის გაეღიმა , უნებლიედ გამექცა ნიკასკენ მზერა და გოგონებს შევხედე.
- დღეს დარჩებით ჩემთან ? - სამივე წრეში მოვიქციე და ნუკრის თვალებით შევხედე.
- აკო მიხედავ ბავშვებს ხვალ დილამდე ? - ქმარს ლოყაზე აკოცა ასიამ - გოგოებს თათასთან დარჩენა გვინდა - მის ყელში ჩარგო თავი .
- კი პატარა დარჩი - შუბლზე აკოცა და ხელი გადახვია
ამასობაში მარიამი კაკის აბავდა მაგ თემაზე , ანა კი მიშოს .
ორივემ ადვილად დათმო პოზიცია.
- ხო და საღამოს ბიჭები ჩვენთან წამივლენ არა გ... თუ რ ? - ახარხარდა მიშო .
- რ რ - გაიკრიჭა რეზიც.
- ხო და რ და ჩვენთან ამოლენ საღამოს - მიშომ ანას თავზე აკოცა და ამდგარს ყველასთვის შეუმჩნევლად მისცხო უკანალზე ხელი.
- მე გაგიყვანთ და მოვბრუნდები უკან - ფეხზე წამოდგა ნიკა და მანქანის გასაღები , საფულე და მობილური ხელში აიღო.
- წამო ბრატ - მარიამი ნიკას მხარზე ჩამოეკიდა და სიცილით გაყვნენ გოგონებიც უკან.
ცოტა გახარებული მივყევი უკან მათ და ჩანთა მივიკარი თეძოზე ხელით .
შავ მანქანასთან მივიდნენ , ყველა უკან დასხდა , მე კი წინ დავიკავე ადგილი , რატო.ღაც ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
ნიკამაც თავისი ადგილი დაიკავა საჭესთან და მანქანა დაძრა .
- სად მიგიყვანოთ ? - გვერდით მჯდომს გადახედა წამით.
- აი წინ იარე და პირველივე ასახვევში აუხვიე , ხელმარცხნივ .
მისთვის არც შეუხედავს ისე ასწავლიდა გზას.
გოგონებს გახედა უკან და გაეღიმა , სამივე ერთმანეთზე მიხუტებულები იყვნენ და უაზროდ იკრიჭებოდნენ.
შემდეგ ბებიებთან გადარეკეს , ბავშვების მდგომარეობა იკითხეს და ახლა მშვიდად იკრიჭებოდნენ.
ღინილით გადავაქნიე თავი და გზას გავხედე .
- აი , მარჯვენა მხარე დაიჭირე .
სწრაფად მივუთითე და როგორც კი ნაცნობი კორპუსი დავინახე ღვედი შევიხსენი , ვანიშნე გაეჩერებინა და ჩანთა მხარზე მოვიკიდე.
დავიბენი , არ ვიცოდი რა მექნა , უნდა გადამეკოცნა ?
გოგონები მანქანიდან გადახტნენ , მე კი უბრალოდ გავუღიმე და დავემშვიდობე.

- მადლობა და კარგად - გავიღიმე და მანქანის კარი გავაღე.
მან უბროლოდ გამიღიმა და გოგონებს ხელი დაუქნია.
°°°
- შემოდით - ხელით ვანიშნე გაღებულ კარზე და შიგნით შესულმა აბაზანის კარი მივხურე.
- რა მყუდრო ბინაა - ღიმილით დაადო ანამ მარიამს ნიკაპაპი მხარზე და უკანალი უკან გაბზიკა.
ასიმ სიცილით მისცხო ხელი და კარი დახურა.
- რამეს დალევთ ?
- სამზარეულოში შევედი და სიცხოსგან შეწუხებულმა ფანჯარა გამოვაღე.
- წვენს რა - ყელი გამოიელა ასიამ და სკამის სარგეს მიეყრდნო , მაგიდაზე დადებულ რატის და ჩემს ფოტოს დასწვდა და ღიმილით გადაუსვა საჩვენებელი თითი დამტვერილ ფოტოსურათს...- ეს რატია ?
თავი დავუქნიე და დახლს მივეყრდენი.
- აქ კიკეთში ვიყავით რეზის სახლში - თავი გადავაქნიე და თმა უკან გადავიწიე.
- არ მოიწყინო რაა - ფეხზე წამოდგა ანა და მიმიხუტა .
- დავჯდეთ საღამოს მყუდრკთ სიგრილეში ვერანდაზე და მოგიყვებით ყველაფერს.
°°°
-17 წლის ვიყავი , რომ გავიცანი - გამეღიმა ყველაზე ძვირფასი მოგონების გახსენების დროს და თავი განადრულმა გადავაქნიე აქეთ იქით - კლასელის დაბადებისდღეზე გავიცანი , ჩემთან მოვიდა და ლაპარაკი დამიწყო , თანდათან ამიყოლია , ისე მიღიმოდა - თავი ჩავხარე ... ტირილი მინდოდა - თავს მაკარგვინებდა ! ყველა გოგო მას უყურებდა , ის კი ჩემთან იყო და სიყვარულზე კი არა გლობალურ დათბობაზე მეკამათებოდა ... იცოდა როგორ უნდა ავეყოლიებინე და ამით დაიწყო ურთიერთობა ... ძალიან სიმპატიური იყო , ზედმეტადაც კი ... აზიატი და ხისთავიანი ! მაგრამ ისეთი მზრუნველი და თბილი , ეგოისტი მაგრამ ყველაზე კეთილი ... ყ ელა ნაბიჯი წინასწარ ჰქონდა გათვლილი მე , რომ არ დავეზიანებინე ... 3 თვე ვხვდებოდით , სახლთან მოდიოდა და ყოველ დღე სადღაც დავყავდი ... დედა და მამა გაგიჟებულები იყვნენ და მაგრამ ყურს არ ვუგდებდი , მერე რატი ასულა და დალაპარაკებია , ორივე დაწყნარდა და ენდო მას , მე ხომ ვენდობოდი და ვენდობოდი ... ერთ დღეს აიტეხა მინდა ცოლად გამომყვეო , გამეცინა რადგან სერიოზულად არ აღმიქვია მაგრამ მართლა მომიყვანა - ღიმილით გადავდე თავი გრძელი სკამის სათავეზე.
- სამზადისის დროს აიტეხა გინდა თუ არა გამოკვლევები ჩავიტაროთო , ყოველი შემთხვევისთვისო , ნუ გეშინია მე და შენ ... ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთო ...
ცუდად იყო ... ძალიან ცუდად მაგრამ არაფერს მეუბნებოდა , 3 წელი ჩუმად იჯდა და დარდს სასმელში კლავდა ... ერთ ღამეს როცა სახლში დაბრუნდა ისევ ისე თბილად მექცეოდა როგორც იმ დაწყევლილი გამოკვლევების პასუხის გაგებამდე , ისევ ისე მიყურებდა , იზევ სიყვარულით მავსებდა , ღმერთო გავგიჟდები ძალია მენატრება - ხელები მთელი ძალით მოვუჭირე ჩემს ფეხებს და თავი შიდ ჩავმალე - ისევ ისე მესიყვარულებოდა , ისევ ისე მეფერებოდა და მესაუბრებოდა ისევ იმ ღიმილით მიღიმოდა მე , რომ მაგიჟებდა , ისევ ისე გულიანად ხარხარებდა მე , რომ მიფერადებდა ცხოვრებას , ჩემს მუხლებშუ ჩაეძინა , შუა ღამეს მივხვდი , რომ გარდაიცვალა მხოლოდ ის მახოვს გეგის და რეზის , რომ დავურეკე ... მხოლოდ ის მახსოვს ჩემთან დარჩენას , რომ ვევედრებოდი მერე ყველაფერი უფერული და შავი ფერით შეიმოსა ირგვლივ და ოთხი წელი ასე გავატარე ...
- შვილი ? შვილი არ დაგრჩათ ხო ? - ასლუკუნებულმა მარიამა ჩემი ხელები თავისაში მოიმწყვდია.
- ჩვენ ... ერთად არც კი ვწოლილვართ - ეს , რომ ვთქვი დავინახე როგორ გადასცდა დასამშვიდებლად დალეული წყალი ასის და ანამ , როგორ მიარტყა ხელი ზურგზე .
- რა ?
- არ უნდოდა , იცოდა რომ ასე უფრო გამიძნელდებოდა მისი გაშვება ... მე მიფრთხილდებოდა - უკვე ძალა აღარ მყოფნიდა გაგრძელების.
სამივე მთელი ძალით ჩამეხუტა და ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც.
ისევ რატი დამესიზმრა ... ისევ რატი და მისი გასაგიჟებლად ლამაზი ღიმილი , მისი ცისფერი ზღვასავით სუფთა თვალები.
და ისევ ვიგრძენი როგორ გაუსაძლისად მენატრებოდა ის ერთადერთი და ვიწამე პირვრლი სიყვარულის მარადიულობა და სიძლიერე .
სიზმარში მესაუბრებოდა ...
° მიეცი თავს სიგიჟის უფლება , გაარღვიე საზღვრები , მოეშვი მიყევი დინებას ... მიეცი თავს ბედნიერების უფლება და აუცილებლად მიგრძნობ თუ მე შენთვის თვით სიყვარული ვარ , მინდა მეორედ მოვიდე შენთან , მიმიღე ! მიიღე სიყვარული, მიეცი გულს უფლება ისევ იფეთქოს ამ გრძნობით და ისევ მოგცეს შანსი , იგრძნო და მიგრძნო! °
უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გამომეღვიძა ...
ჯერ ერთი თვალი მოვჭუტე , მერე მეორე და საბოლოოს თვალებდაჭყეტილი დავაკვირდი გაკრეჭილ სამ არსებას , რომლებიც თავზე ყვავებივით დამყურებდნენ .
- რა ხდება ? - მხრების ჩეჩვით წამივჯექი და მათ სახეებზე ავკისკისდი .
- ისეთი გაბადრული ნახულობდი სიზმარს გამივშტერდით - ახითხითდა

ანა და ვერანდის მოაჯირს მიეყრდნო ზურგით .
- ხო , რატი ვნახე როგორც ყოველთვის - ფეხზე წამოვდექი და პლედი დავკეცე.
- თქვენი არ ვიცი და ძალიან მომშივდა - ტუჩები გააწკლაპუნა ასიამ .
- შენ რაღაც ძალიან ბევრს ჭამ ამ ბოლო დროს , მაგრამ წონაში მაინც არ იმატებ და რა ხდება ? - წარბი აუწიე მარიამმა დაქალს.
- ორსულად ხომ არ ხარ ? - გაბადრულმა მივადე მუცელზე ხელი .
- ვითომ ? - თვალებაციმცინებულმა გადაისვა ხელი მუცელზე - რაც ილია დაიბადა იმის შემდეგ აღარ დავფეღმძიმებულვარ - თავი ჩახარა მოწყენილმა - ვატყობ აკოსაც როგორ უნდა პატარა მაგრამ ვერაფერს ამბობს ...
- კარგი რა ... ჯერ მხოლოდ 25 წლის ხარ ... ყველაფერი წინ გაქვს - გავუღიმე და წარბები ავათამაშე - ტესტი ხომ არ გვეცადა ?
- მე ჩავალ და ვიყიდი თან რაიმე ტკბილს წამოვაყოლებ - ანამ კედები ამოიცვა და კარს მივარდა.
°°°
- შევღონდი - კარზე მეათედ მივუკაკუნე ასიას - გოგო რას აკეთებ ამდენ ხანს თავიდან ორსულდები ? - შევძახე და გოგონებთან ერთად ავკისკისდი.
მოწყენილი სახით , რომ გამოვიდა ასია აბაზანიდან ანას და მარიამს სახე წაეშალათ .
- გილოცავ დედიკო - ტესტზე მოჭული თვალებით პასუხი , რომ დავინახე და ეშმაკობას მივუხვდი მაშინვე მივახტი და მაგრად მოვხვიე ხელები - იგრძნო ჩემი თქვენთა ჩადაქალების ამბავი და დამეთხვა , პატარა ეშმაკუნა გიზის მუცელში - გადავიხარხარე და გოგონებსაც ვაცადე ჩახუტება .
- ნუ ვიზუალზე აღარ ვლაპარაკობ , ფეხები კისრიდან , რო გეწყება მაგრამ ... ასეთი კარგი ფეხი თუ გქონდა რას წარმოვიდგენდი ჰა ? - გაიცინა და მუცელზე ხელები მოიჭირა - რაო დე კარგად ზიხარ მანდ ? მალე გამოძვერი ჩემო ცხოვრება რა - ბავშვს ელაპარაკებოდა თან ბედნიერებისგან ანათებდა.
- აბა მამიკოს როდის ეუბნები ? - ფეხი ავაბაკუნე და იქვე დადებულ ქლიბს ხელი დატაცე - მგონი დროა ფრჩიხლებს მივხედო - უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი ... ფორმა არ მომწონს.
- ვაიმე აკო კი არ გამხსენებია - გადაიკისმისა ასიმ და სიცილი ავტეხეთ მის ასეთ ბავშვურ საქციელზე .
- რეზი მირეკავს გინდა ჩაგიწყო ? - ვკითხე და მობილური ავჯღე ხელში .
- მიდი - გამიცინა ასიმ
.

- რეზუნზულ - ჩავძახე მხიარულად მობილურში.
- ვა ვა ჩემი კრასავიცა კაი ხასიათზეა ? - გეგის ხმა მოესმა , რომელსაც სავარაუდოდ რეზიმ თავში წაუთაქა და წიხლით გააგდო იქით .
გამეღიმა...
- აუ რეეზ , მისმინე რაღაცას გეტყვი და მანდ არ თქვა კარგი ? - თვალები ავაპაჭუნე ისე თითქოს დამინახავდა.
- შენ ოღონდ მთხოვე ციცქნა და აი ძალით მივდგავ მუჰამედს იმ მეორე მთასთან - გადაიხარხარა და მეც გამეცინა.
- მოკლედ ... აკოს ცოლი ასია .
- ხო მერე ? - ჩამეჩრა როგორც იცის ხოლმე .
- მაცდი ბიჭო ? - დავიბღვირე და გამეცინა - მოკლედ ასია არის ორსულად.
- კაი ტოო მართლა ? - შეიცხადა და გახარებულმა გადაიხარხარა.
- შემომაკვდები - ცისფერი თვალები ისე დავქაჩე ეჭვი მაქვს აქ , რომ მდგარიყო მეტყოდა ... და მაოიცათ უკვე მითხრა.
- ნუ დამილაგე ეგ ლამაზი თალები მაგიდაზე შენი ჭირიმე არაფერს ვიტყვი ცალკე ოთახში ვარ - გაიცინა .
ისევ გამეღიმა ...
- მოკლედ აკოს უნდა , რომ ცოტა ორიგინალურად უთხრას რა.
- ოთხიგინალურად არ ჯობს ტოო ? .
- ვიბღავლებ - გაგიჟებულმა მოვუჭირე მობილურს ხელი მთელი ძალით - გეგი დამალაპარაკე რა - გეგის , რომ კაცი ინატრებს სერიოზულ ამპლუაში , წარმოდგიდგენიათ როგორ მიჭირს ?!
- კაი ხო დავსპაკოინდი უკვე , მოკლედ მე რა შემიძლია აბა ?
- რა და კიკეთში ადით თქვენთან და დანარჩენი მე მომანდეთ .
- კიკეთში ? აუ აკომ აიტეხა წყნეთში ავიდეთო .
- მერე კიკეთში აიტეხე შენ რა გიდგას წინ ? - წარბი ავწიე ჰაერში.
- რა და დიდი ძუძუები - გადაიხარხარა და ისევ გამეცინა .
- არ შეიცვლები - სიცილით გადავაქნიე თავი - მოკლედ ადით კიკეთში და დანარჩენს ასია მოაგვარებს , ოღონდ ჩვენ რომ ამოვალთ ერთად წამოვიდეთ , ბარტყები მარტო დავტოვოთ .
- ბაზარი არის ზერო შენთავს ვფიცავარ მაგაზე გაგიტეხავ ? ახლა მე ამათ შევაბამ ვითარც ნემსი და ძაფი ნაჭერს და დანარჩენი თქვენზე იყოს ხარაშო ? - ალაპარაკდა ისევ იდიოტურად და რაღა თქმა უნდა ისევ გამეცინა.
- ოქსიი - კოცნა გავუგზავნე და მობილური გაბადრულმა მივაგდე - მოწოდების პიკზე ვარ ! კარგა ხანია ასეთ ხასიათზე აღარ ვყოფილვარ !
- ხო და ძალიან კარგი ! ბედნიერება შემოიტანე ჩვენს ცხოვრებაში - ლოყაზე მაკოცა ასიამ და გოგონების მაგრად ჩამეხუტნენ.
- თქვენ არც კი იცით როგორი დანაკლისი ამინაზღაურეთ , ახლა ვხვდები რა მაკლდა ამდენი ხანს!
***
საღამომდე , მოვემზადე და მშობლებთან წავედი.
ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა , მითუმეტეს ასეთი ბედნიერის.
მეც კი არ ვიცი რა მჭირდა მაგრამ რატის ამდენჯერ ნახვამ სიზმარში და მისმა ნათქვამმა სიტყვებმა ჩემზე საოცრად იმოქმედა.
და ახლა ვგრძნობ , რომ თავს ბედნიერების უფლებას ვაძლევ ...
ვგრძნობ , რომ თავიდან იწყება ცხოვრება ჩემთვის.
- მა სამსახურის შემოთავაზება ისევ ძალაშია ?
- კი მა გიშოვი რაიმეს , ოღონდ შენ მოინდომე - გამიღიმა და პულტი ნიკაპზე მიიბჯინა.
მიყვარს მამაჩემის ასეთ პოზაში ყურება.
მომნატრებია დედის სიტყვები " თათა დე , ხელები დაიბანე და მოდი ჭამე , სადილი მზადაა"
^^^
ასია , რომ ავიყვანეთ ცოტა ხანში ყველა წამოვედით იქიდან ჩუმად.
დარწმუენბული ვარ საჩვენო დღეს იქ არაფერი დატრიალდებოდა.
როგორც კი ისინი იქ დავტოვეთ ჩვენ წყნეთში ავედით .
ნიკა მოსულიც არ იყო.
ერთი ორჯერ მომელანდა კიდეც მისი შავი , ჩამთრევი სფეროები ,მაგრამ ეს მხოლოდ მომეჩვენა.
კართან ვიდექი და დედას ველაპარაკებოდი , როცა შემოაღეს და უცებ შემოვარდნენ .
- წვიმას იწყებს - გაიცინა ნიკამ და ქურთუკი იქვე დაკიდა - როგორ ხარ ? - მკითხა ერთიანად დაბნეულს და ლოყაზე მაკოცა - შევალ მე - გამიღიმა მომაკვდინებლად და მეგობრებს შეუერთდა.
კარგა ხანს მეძახდა დედა მობილურზე , მაგრამ არაფერი მესმოდა .
შემდეგ დავამშვიდე და ვუთხარი , რომ აუცილებლად დავურეკავდი მობილურზე ხვალ .
ერთი ორჯერ ღრმად ამოვისუნთქე და მისაღებში შევედი.
ღიმილი ავიკარი სახეზე და იქვე მიდებულ წყლის ჭიქას დავავლე ხელი.
როგორც კი დავინახე როგორ ლამაზად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა ნიკამ მაშინვე პირი დავმუწე და გამწარებულმა მოვიყუდე ჭიქა.
რომ მივხვდი არაყი აღმოჩნდა სახე საცოდაობისგან მოვმანჭე და თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.
სითხემ მთელ ორგანიზმში გაიკვლია გზა და წვეთ-წვეთად ჩავიდა მუცლამდე.
მთლიანად ამიხურდა მთელი შიგნეულობა და მწარე გემო ვიგრძენი პირის ღრუში.
სწრაფად გავედი სამზარეულოში და წყალი მოვიყუდე.
ეს მაინც აღმოჩნდა წყალი... გამიმართლა !
- მშვიდობაა ? - სამზარეულოში თავი ანამ და მარიამმა შემოყვეს.
- კი ... წყლის მაგივრად არაყი დამილევია - გავიღიმე და ახლა ამომიტივტივდა თავში აკო და ასია - რა ხდება იმასთან მშვიდობა აქვთ ?
- კი ... დავრეკე და ისეთი ხმით გამაგონა ასიამ , აშკარად ცუდ დროს დავრეკეთ - გადაიკისკისა მარიამმა და უცებ შეხტა როგორც კი ზურგზე გახურებული ხელები იგრძნო.
- არ გინდა ჩვენს გვქონდეს ეგ დრო ? - ყურში ჩასჩურჩულა , მაგრამ როგორც კი დავინახე როგორ აწითლდა სახეზე მარიამი და სიმაოვნებამ გადაჰკრა სახეზე მაშინვე ამიტყდა სიცილი ანასთან ერთად.
- ეგეთები იქით - გავიცინეთ და სამზარეულოდან გავედით.

აშკარად დაძველებულ ჰამაკში დავწექი , ვისარგებლე იმით ,რომ ჯერ წვიმას არ აპირებდა.
სულ ტყუილად გამიხეთქა გული ნიკამ .
ცა სულ მოწმენდილია .
პლედი დავიფარე ფეხებზე და ბალიში კომფორტულად ამოვიდე თავქვეშ.
თვალები დავხუჭე და მოგონებებს გავუღმე.
ისევ რატი გამახსენდა.
გამახსენდა კიკეთში როგორ დამაქროლებდა ხელში აყვანილს ბედნიერი.
ქორწილამდე ...
აქეთ იქით დაქროდა ჩემიანად ხელში და ყვროდა - ჩემი ცოლი გახდები მალეო.
ის გამახენდა როგორი მონდომებით ვჭამდი წითელ ვაშლს და როგორ მოკბიჩა ჩემი ტუჩებიდან ნახევარზე მეტი.
მისი კოცნა გამახსენდა და კინაღამ ჰამაკში ჩავდნი.
თვითონ ის გამახსენდა და ისევ გაუსაძლისი მონატრება დაეფულა ჩემს სულს და გულს.
ვიცოდი მეტჯერ , რომ ვერასდროს ვნახავდი და მთელი ძალით მინდოდა ტირილი.
კარგ დროს გამოვიდა პატარა სარწეველა სკამით ხელში ნიკა და გვერდით დამიჯდა.
წინიდან მიყურებდა და იღიმოდა.
მეც მეღიმებოდა ,მისი ღიმილი მომწონდა , მეღმებოდა იმაზე ,რომ ამხელა კაცი ამ პატარა სარწეველა სკმაში ეკვეხებოდა.
- გატყდება და დაეცემი - ვუთხარი ჩუმი ხმით და ეზოში დადგმულ მხოლოდ ერთ გამანათებელ დიდ ბოძს გავუსწორე თვალი.
შუქმა თვალი მომჭრა და სწრაფად დავხუჭე თვალები.
ისევ რატის ღიმილიანი სახე დამიდგა თვალწინ და მოწყენილმა გავახილე თვალები.
- მასზე ფიქრობ არა ? - მკითხა და ჩემს გაოგნებულ სახეზე უფრო ნაღვლიანად გაეღიმა.
- საიდან მიხვდი ?
- ალბათ კარგად გიცნობ ...
- ფსიქოლოგი ხარ ? - ცალი წარბი ჰაერში ავუწიე.
- არა ბიზნესმენი - გამიცინა და მეც გამეღიმა.
- ანუ აფერისტი - ცალი თვალი მოვჭუტე ღიმილით.
- ნწუ - თავი გამიქნია და ჰამაკს ხელი დაადო - აქ , ამ ჰამაკში დაახლოვდნენ აკო და ასია - ჩემი სახისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ხო ? - გამეღიმა მის ნათქვამზე - ჰამაკი - თავი გადავაქნიე და მივხვდი ,რომ ეს ერთადერთი იყო რაზეც ამ დროს არაფერი მახსენდებოდა რატისთან დაკავიშრებით .
ისევ დავხუჭე თვალები და მივხვდი , რომ რატი საგრძნობლად ბედნიერი ღიმილით მიღიმოდა.
- ხო - მითხრს და გაღიმა - არ გცივა?
- არა - ეშმაკურად გამეღიმა , რადგან მივხვდი ჩემზე ზრუნავდა.
არასწორად მიმაჩნდა ჩემი საქციელი.
ვფიქრობდი სხვა მამაკაცზე , ხო ვიცი მიუხედავად იმისა , რომ ვიცოდი რატის ეს ახარებდა , რატი ამას უბარებდა ძმაკაცებს , მაინც დამნაშავედ ვთვლიდი თავს.
არ მომწონდა ის ფაქტი, რომ სხვა მამაკაცს ვუყურებდი ისე როგორც რატის.
მეშინოდა იმის , რომ შემიყვარდებოდა და ისევ დავკარგავდი.
მეშინოდა იმის , რომ რატიზე მეტად შევიყვარებდი ნუი ეს შესაძლებელი იყო , ნუ თუ ეს შეიძლებოდა ? მეტი სიყვარული ?
იმაზე დიდი სიყვარული ? იმაზე დიდი გრძნო , როგორიც მე და რატის გვაკავშირებდა ?
შეუძლებლად მიმაჩნდა , ვუყურებდი გოგორელიანის ხელს , რომელიც ჩემს ხელს ეხებოდა და სითბო დიდი დოზით მეღვრებოდა სულსა და გულში.
მთელს ორგანიზმში , მთელი სხეული მიხურდებოდა და ეს უფრო მაღიზიანებდა !
მაღიზიანებდა ის ფაქტი,რომ მასთან სიახლოვე მომწონდა და მაგიჟებდა.
თვალები მიმელულა სიამოვნებისგან და გველნაკბენივით ვჭყიტე თვალები , როცა გავაცნობეირე , რომ პირველად 4 წლის შემდეგ რატის ღიმილი გაქრა.
რატიმ გამიღიმა ,ხელი დამიქნია და გაქრა.
სიშავეში გაუჩინარდა და მხოლოდ სამი სიტყვა დამიტოვა.
"იყავი ბედნიერი მასთან "
- მოხდა რამე ? - მკითხა შეშინებულმა და აკანკალებული გულზე მიმიხუტა.
- არ ვიცი - ამოვილუღლუღე და თვალები ისევ დავხუჭე.
ისევ არაფერი , მხოლოდ სიბნელე.
უკუნითი სიბნელე , რომელიც შიშს მგვრიდა.
მეშინოდა , რომ ამ სახითაც კი ვეღარ ვნახავდი მას.
მამშვიდებდა გოგორელიანის მკლავებში მოცუცქნვა და ღერთს მადლობას ვუხდიდი , რომ ასე ხშირად მიმტკიცებდა
"არც ისე უბედური ვარ"
ისევ ავკანკალდი , ისევ დამეხუჭა თვალები და ინსტიქტურად მივენდე დინებას , როგორც ეს "შპარგალკასავით" მიკარნახა რატიმ.
- ვიცი ახლა რასაც გრძნობ - ჩამჩურჩულა ყურში ნიკამ და ოდნავ გამწია უკან , სახე სახესთან გამისწორა და ახლოს მომიტანა , შუბლი შუბლზე მომადო და ტუჩები ცხვირის წვერზე გამისვ გამომისვა. - იცი , რომ ძალიან ლამაზი ხარ ? - თვალებში ჩამაშტერდა - ჯანდაბა ! - ესღა თქვა და სკამიდან წამოდგა , იგივე პოზაში გაშეშებულმა ავეხედე და თვალები ამემღვრა - ჯანდაბა ! არ ვიცი როგორ გელაპარაკო ... ცხოვრებაში პირველად დავიბენი ! არ ვიცი როგორ გელაპარაკო გული , რომ არ გატკინო.
- ნიკა რას ამბ ... - სიტყვა ვერ დავამთავრე უცებ მომვარდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
პირველად ამაღელვა ასე რატის შემდეგ მამაკაცის სიახლოვემ.
პირველად ვიგრძენი დაუკებელი სურვილი მისი შეხების.
- სურვილი მკლავს - გამომშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა და უფრო გამაგიჟა - ძილის დროა - შუბლზე მაკოცა დამშვიდებულმა და ოდნავ დამწია ქვემოთ , ხელში ამიტაცა და რომელიღაც ოთახში შემიყვანა.
- კი მაგრამ ...
- ხვალ ადრე უნდა ავიდეთ კიკეთში , დაიძინე - გამიღიმა და მეც დავნებდი.
უცებ შევხტი ჭექაქუხილის ხმა , რომ მოსწვდა ჩემს ყურთასმენას.
- შეგიძლია რეზის და გეგის დაუძახო ? - ვთხოვე შეშინებულმა.
- გეშინია ? - გამიცინა.
- ხო - თვალები დავხარე და პლედზე ფრჩხილებით თამაში დავიწყე.
- თუ გინდა ... - ლაპარაკი დაიწყო მაგრამ თვითონვე გაჩერდა და ორ წამიანი შუალედის შემდეგ განაგრძო - ანდა სისულელეა , ახლავე დავუძახებ.
- ხო ასე ჯობს - ჩავიჩურჩულე და წამში შემომხტარ რეზის და გეგის გავუცინე შეძლებისდაგვარად.
- ნიკამ გეძახითო რა ხდება ? - რეზი მომიჯდა და თმაზე მომეფერა.
- რაო პრინცესა ისევ მოიწყინე? - გეგიმ მიმიხუტა და მეც დამშიდებულმა დავადე გულმკერდზე თავი.
- თავს დამნაშავედ ვგრძნობ - ჩავიჩურჩულე .
- ჯანდაბა , ამის ეშინოდა რატისაც ! - შეიკურთხა რეზიმ და გაოგნებულმა ავხედე.
- რა ? - ვიკითხე შეშინებულმა.
- რატი სანამ გარდაცივლებოდა , ჩვენ გვეუბნებოდა "მეშინია თათამ ჩემს გამო ცხოვრებაზე ხელი არ აიღოსო , მეშინია სიყვარულზე უარი არ თქვასო ! და თუ თქვენ როდესღაც მისგან "მეშინიას" მოსმენთ და გეცოდინებათ მისი არჩევანი , თუ დარწმუნებულები იქნებით მის უსაფრთხოებაში , ხელი შეუწყვეთო " - გეგიმ სიტყვა - სიტყვით ჩამოარაკრაკა ჩემი გარდაცვლილი ქმრის სიტყვები და მეც უხმოდ ავკანკალდი , ასე ვიცოდი როცა ვნერვიულობდი.
-მენატრება ! საშინლად მენატრება ! ვგრძნობ მეტს ვერ ვუძლებ მასთან მინდა ! მეორეს მხრივ კი ... უკვე ვიბნევი ... აქამდე არასდროს მიგრძვნია ისეთი რაღაც რასაც მასთან სიახლოვეს ვგრძნობ ... თითქოს ჩემს გულს ვიღაც დრამად იყენებს და ჯოხებს მთელი ძალით ურტყავს ... თითქოს საერთოდ არ არის ეს მტკივნეული ... ის , რომ მიახლოვდება ისე ვიბნევი ...
- ვითარც ბრიჯი არა ? - გაეღიმა რეზის და გეგიც აკაკანდა.
- დავაი ბიჭო რა - დავუბღვირე და გეგის კისერში თავი ჩავრგე - რატის სუნი აგდის.
- მისნაირი სუნამო მასხია - გამიღიმა და მეც უფრო დიდი მონდომებით დავყნოსე.
არა ! მას მაინც უფრო განსხვავებული , თავისებური სურნელი ჰქონდა.
ნეტავ ნიკას როგორი სურნელი აქვს ?
ჯანდაბა თათა ! რეებზე ფიქრობ !

^^^
ორი კვირა იყო გასული წყნეთიდან ჩამოსვლიდან.
ორი კვირა იყო გასული , რაც ნიკა არ მინახავს.
ორი კვირა იყო გასული , რაც რატი გაქრა ჩემი სიზმრების სამყაროდან , რაც თვალდახუჭული მის მაგივრად სიბნელეს ვუცქერ.
თითქოს სიმშვიდემ მომიცვა.
თითქოს ყველაფერი ჩეულ კალაპოტში ჩადგა.
ყოველ დღე ვნახულობდი ბავშვებს , მაგრამ ნიკაზე არავინ სიტყვას არ ძრავდა.
რეზი და გეგიც დუმდნენ , მიუხედავად იმისა ,რომ მთელ დღეს ბიჭებთან ერთად ატარებდნენ მაინც დუმდნენ.
კითხვისაც კი მეშინოდა.
ალბათ არ უნდოდა ქვრივ ქალთან ურთიერთობა , ალბათ ეს იყო ხელის შემშლელი და დამაბრკოლებელი ფაქტიმისთვის.
მე კი ? მე კი რაზე ვფიქრობდი.
ვცდილობდი მისიდან ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა მაგრამ არც ეს გამომდიოდა.
დღე რატიზე ფიქრით კი არა ნიკას მონატრებით იწყებოდა.
ღამეც მასზე ფიქრებში იწურებოდა.
სურათები ,რომლებიც რატისთან ერთად მქონდა შენახული , უბრალოდ ავიღე და ყველა ერთ ოთახში შევაწყვე ...
ყველა ლამაზად გამოვფინე კედლებზე .
რეზის და გეგის მკაცრი მოთხოვნით ...
მინდოდა ისევ ის ლაღი თათა ვყოფილიყავი ,როგორიც ქორწინებმადე ვიყავი , როგორიც რატისთან ერთად ყოფნის დროს ვიყავი.
მინდოდა თამამად მოვქცეულიყავი ისე როგორც მესიავმოვნებოდა.
მინდოდა აღარ მეფიქრა "რას იტყვის ხალხი ... მე ხომ ქვრივი ვარ"
რეზის და გეგის ნათქვამის არ იყოს "არ გავკ*რი ხალხს ? როცა თვით რატი ოცნებობდა შენს ბედნიერებაზე და იმაზე , რომ კიდევ შეგყვარებოდა?"
ხალხს თუ რამის თქმა უნდა , მაინც იტყვის.
რომც არ მივცე მიზეზი მაინც იტყვის !
ადამიანს , რომელსაც თავისი აქვს განსახილველი მაინც სხვის ცხოვრებაში ჩაყოფს ცხვირს და მე ? მე ვზივარ სახლში და ვგრძნობ როგორ ვაბრაზებ ამით რატის , გოგონებს , ბიჭებს და საერთოდ ჩემს თავს დაღს ვასმევ.
არ კმარა დეპრესია ?!
არ კმარა შეზღუდვა?!
არ კმარა საკუთარ თავზე ფიქრის ნაცვლად სხვაზე ფიქრი ?!
კმარა , ნამდვილად კმარა.
პირველ რიგში დედათა მონასტრეში წასვლა არ მაწყენდა.
ასეც მოვიქცევი , სულიერად უნდა დავმშვიდდე !
^^^
სახლში ვბრუნდებოდი , ღამით მაღაზიიდან.
ძალიან მშიოდა, თანაც ხვალ გოგონებს ველოდი , ზეგ კი მონასტერში მივდიოდი.
როგორც კი გეგისთან და რეზისთან საუბარს მოვრჩი მობილური ჩავიცურე ჯიბეში და ღიმილით შევედი სადარბაზოში.
ვიგრძენი ზურგს უკან როგორ მომყვებოდნენ.
ნაბიჯების ხმაც მომესმა.
შემდეგ კი გახშირებული სუნთქვა და ადგილზე გავშეშდი.
ნაცნობი სურნელი და ტვინში განგაშისავით ზარების ჩამორეკვის ხმა.
ნერვიულად ავკანკალდი და ღიმილი სახეზე შემახმა.
ვიგრძენი , თეძოებზე როგორ ჩამავლეს ხელი და სადაბრაზოს კედელზე , როგორ მიმაჯახეს.
წელში შეცურებული ხელით სხეულე ამიწეპეს და კისერში შეცურებული ხელით სახე სახესთან გამაჩერებინეს.
ნერვიულად ავაფახუნე წამწამები და სიამვონებისგან თვალები მივლულე.
პარკები ხელიდან ჩამომცურდა და ხელები ინსტიქტურად მოვხვიე კისერზე მონატრებულ სხეულს.
- რ ... -ლაპარაკის დაწყებას ვაპირებდი ბაგეებზე რაღაც ცხელი და ფაფუკის შეხება , რომ ვიგრძენი.
მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი კანის დახორკვლა.
პირველად ! პირველად ამდენი ხნის შემდეგ ვიგრძენი ამხელა სიამოვნება და მივეცი თავს კიდევ ცოტა ხანს ამხელა სიამოვნების მიღების საშალება.
თავი გადავაგდე და რაღაც ბგერები ამოვუშვი გაპობილი ბაგეებიდან.
დანაშაულის გრძნობა კი არა საკუთარი სახელი აღარ მახსოვდა.
მხოლოდ ჩახშული და ხრიწიანი ტემბრით ნათქვამი სიტყვები მოხვდა ჩემს ყურთასმენას და შემდეგ ცივი ჰაერი , რომელსაც ჩემთვის საყვარელი სხეული ფარავდა.
"მომენატრე პატარა"
^^^
საწოლში ვიწექი და თვალებს ვერ ვხუჭავდი , მეხუჭებოდა და სიამოვნებისგან ვკრუსუნებდი.
ბალიშზე მედო თავი და ჭერში ვიყურებოდი.
თითქოს სანამ სახლამდე ამოვედი ის პარკებიც კი ძალიან მჩატეთ მომეჩვენა.
თავს ძალიან მსუბუქად ვგრძნობდი და ზოგჯერ სიამოვნებისგან სულგანტევებული წელს ნეტარედ ვაშრებდი საწოლს,რომელიც ჩემი სიმხურვალისგან გახურებული მეჩვენებოდა.
დაღლილმა მივლულე თვალები და თითქოს სიზმარიც რუტინული გახდა.
სასიამოვნოდ რუტინული .
მთელი ღამე , თალწინ მხოლოდ ერთი სცენა მახსენდებოდა.
და მივხვდი "დღურის წერა" უნდა დავიწყო.
^^^
გოგონები , რომ ამოვიდნენ არაფერი მითქვამს , მხოლოდ მათ ამბებს ვისმენდი და ასიას მუცელს ვეფერებოდი.
გადავწყვიტე მონასტრიდან , რომ ჩამოვიდოდი მერე მეთვა.
1 კვირა ჩემთვის მისწრება იქნებოდა !
^^^
იქ ჩასულს , უზადო სილამაზე დამხვდა.
ცოტა კი მეშინოდა ღამით ასეთ სიწყნარეში ყოფნა , მაგრამ სულელური ფიქრები მთელი ძალით უკუვაგდე.
იმდენად ვიღლებოდი საქმით , იმდენად ვიღებოდი იქაური გრაფიკით მაგრამ იმხელა ბედნიერებას და შვებას მგვრიდა ეს ყველაფერი , ამად ნამდვილად ღირდა.
ვხვდებოდი ... "ღმერთთან სიახლოვე რამხელა ბედნიერებას ნიშნავდა და ვცდილობდი აქ გატარებული ყოველი წამი კარგად ჩამებეჭდა გონებაში , რადგან ამხელა შვებას ვერასდროს ვიგრძნობდი"

თბილისში დაბრუნებულმა მშვიდად შევაღე სახლის კარი და მაშინვე ძველ ოთახში შევედი.
ჩემი და რატის ფოტოები მოვათვალიერე , გავიღიმე და კარი გამოვიხურე.
საგულდაგულოდ ჩავკეტე და გასაღები თაროზე დავდე.
კარი კარგად დავკეტე და სამზარეულოში შევედი , ნანახმა გამაოცა.
გულზე ხელი მივიდე და ღრმად ამოვისუნთქე.
ფანჯრის რაფაზე ნიკა იყო მიყრდნობილი და მშვიდი ღიმილით მიმზერდა.
თვალებმოჭუტულმა გავუსწორე მზერა და კარის სახელურს ჩამოვეკიდე.
სიგარეტს ბოლო და რღმა ნაპასი დაარტყა და ფანჯრიდან ჩამქვრალი გადააგდო.
მის ამ "მამაკაცურ" თვისებაზე თვალები დავჭყიტე და გამეღიმა.
მივხვდი , როგორ მომნატრებია.
მის ტუჩებს გავუსწორე მზერა და ისევ შავ თვალებში ჩავიკარგე.
უსიტყვოდ წამოვიდა ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ , შემეძლო გაქცევა მაგრამ არ გავიქეცი,ვერც გავიქცეოდი ... ერთ ადგილზე გავშეშდი და მის მოქმედებას დაველოდე.
მეგონა ,როგორც მაშინ მეცემოდა და მაკოცებდა მაგრამ ასე არ მომხდარა.
ხელები მაგრად შემომხვია და მძლავრად ჩამიხუტა.
გამეღიმა და მეც იგივე გავაკეთე.
სუსტი ხელები მის განიერ მხრებს მოვხვიე და შედარებით წვრილ წელზე ჩამოვაცურე.
საყვარელი და დასაკუთრებული სურნელი კარგად შევისუნთქე და ღრმად ამოვისუნთქე.
- მომენატრე - ამჯერად მე გავბედე პირველი სიტყვის თქმა და ღიმილით ავხედე მის შეცვლილ სახეს.
დამეფიცება არ ელოდა ! მაგრამ სიამოვნება სახეზე დაეტყო.
ღიმილით მაკოცა , ჯერ შუბლზე შემდეგ ცხვირზე და ერთი ნახტომით გამოტოვებულ ნიკაპზე მომაწება გახურებული ტუჩები.
- მეც ძალიან მომენატრე - ჩახლეჩილი ხმით მითხრა და უფრო მიმიკრა სხეულზე.
- აქ როგორ შემოხვედი ? - ცალი თვალი მოვუჭუტე.
- სანამ ფოტოებს დახედე და მტვერი გადაწმინდე მე სახლში შემოვიპარე და ნახევარი კოლოფი სიგარეტი ჩავცალე .
თავი აწითლებულმა და უხერხულობისგან შეწუხებულმა ჩავხარე .
არ ვიცოდი ამ დროს მისთვის რა მეთქვა.
- იცოდე ახლა რასაც მე ვფიქრობ , იმაზე თუ კიდევ ერთხელ ინღავლებ ძალიან ვიჩხუბებთ ! - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და დახლს მიეყრნო , ხელები წელზე შემომხვია და სხეულზე ამიწეპა ფეხებგადაჯვარედინებულმა ... - ის შენი წაუშლელი წარსულია ! მე თვითონ არ გაპატიებ ჩემს გამო იმ ფოტოებს თავისი ადგილი ,რომ დაუკარგო , მე თვითონ მაგრად გამიტყდება შენს გულში არსებული მისი ადგილი მე , რომ დამაკავებინო ! ის პირველი სიყვარული იყო გესმის ?! ამაში სასირცხვილო არაფერი არაა დამიჯერე - შუბლზე მაკოცა და ვიგრძენი როგორ ავივსე სიამაყით ... - ის შენთვის სულ სხვა იყო ! მან გასწავლა სიყვარული ! და დამიჯერე ... მის ადგილს ვერავინ დაიკავებს ! მე სხვა ადგილი მიჭირავს შენს ცხოვრებაში , მას კი სხვა , ამაზე აღარ იფიქრო ! მე შენი მომავალი ვარ გესმის ?! ის კი წარსული ! გული დიდია ... ორივეს დაიტევს - ცხვირზე მაკოცა და ტუჩებზე ძალიან ნელა შემეხო - აბა ... ყავას არ დამალევინებ ? - ეშმაკურად ამითამაშა წარბები და სახე უკან გასწია ,დაბღერილი მოვშორდი და ის ის იყო უნდა გავთავისუფლებოდი , რომ წელზე შემოხვეული ხელით თავისკენ დამქაჩა და ისევ ისეთი სინაზით და ამავდროულად ველურულად დამეტაკა ბაგეებზე , როგორც პირველად ! ბევრად სასიამოვნოდაც კი ...
ყავაც მოვუდუღე და ჰორმონებიც !
მერე რა , რომ ჰორმონები გადადუღდა ? არაფერიც !
სხვა დროს ბოლომდე ავადუღებთ !
როცა მზად ვიქნები ... როცა მზად ვიქნები !
ამიტომ მიყვარს მთელი გულით გოგორელიანი !
ჩემი ესმის ... "როცა მზად იქნები"
როცა მზად იქნები !
^^^
- მა ხდება რამე სამსახურზე ?- თვალებაციმციმებული ვუსკუპდები დედას და მამას შუაში.
- რამეს ხომ არ გვიმალავ ქალბატონო ? - ცალი წარბი ასწია ნაღვლიანი ღიმილით დედამ.
რატი ხომ მამას და დედას საყვარელი სიძე იყო.
მეორე შვილი , მეორე ცხოვრების მიზანი , მეორე ბედნიერება , და პირველი დაკარგული სიცოცხლე.
- შეიძლება ასეც ითქვას - მათ წინ დავსკუპდი მინის პატარა მაგიდაზე - ნიკა ქვია ... მამა ასე ნუ მიყურებ , აუცილებლად გაგაცნობთ , უბრალოდ ასე მალე გასერიოზულება არ მინდა ...
^^^
ფეხების ბაკუნით ველოდებოდი სადარბაზოსთან ნიკას მოსვლას.
მანქანამ დაამუხრუჭა და გახარებული შევხტი წინა კარში.
მაგრად ვაკოცე და მთაწმინდისკენ დავიძარით.
და ესეც ასე ...
გზაში გადაღებული პირველი სელფი !
პირველი , სახსოვარი და რაც მთავარია ჩვენი ... ჩვენი ფოტოსურათი!
- დღეს ასია ექოზე არ უნდა წასულიყო ? - მობილური მუხლებზე დავიდე და მუსიკას ოდნავ ჩავუწიე.
ნიკამ ღიმილით გადმომხედა და საბურთალოს სასაფლოებისკენ გაუხვია.
- აქ რა გვინდა? - ცალი წარბი ავუწიე და უკან გავიხედე , უკანა სავარძლებზე დადებულ თეთრ ტიტებს უნებლიედ ვკიდე თვალები და ისევ გამეღიმა - შენ რა ... რატის სასაფლაოზე მიგყავარ ? - ვკითხე და მის ღიმილზე ისევ გულიანად ამიხურდა გული ... - უკვე მითქვამს , რომ პიკურად მიყვარხარ ?! - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე - ყველაზე საყვარელი , გამგები და თბილი მყავხარ - კისერში ვაკოცე და ოდნავ წავავლე კბილები.
- ნუ ცუღლუტობ , მეც მიყვარხარ - გამიცინა და ოდნავ მოაშორა გზას თვალი , მაგრად მაკოცა და სასაფლოებთან გააჩერა მანქანა.

^^^
კიკეთში ვიყავით ასულები ,მთელი სამეგობრო.
ყველა ერთად ვერთობოდით როცა რაღაც განწირული ღრიალი გავიგე.
ხმაში ნიკას ხმა , რომ ამოვიცანი დაფეთებული წამოვხტი ფეხზე და ბავშვებს თვალი შევავლე.
მიშო აკლდათ .
მე და მარიამი გარეთ გავვარდით , უკვე ღვარღვარად მომდიოდა ცრემლები ...
ვერც კი ვგრძნობდი , ვერც კი ვიაზრებდი 5 წლის შემდეგ ! 5 წლის შემდეგ პირველად ვტიროდი , ისიც ვის გამო ?! ჩემი სიყვარულის გამო !
როდესღაც ხომ ყველაფერი უნდა მოხდეს ?!
უნებლიედ ჩამომიგორდა ჯერ ერთი , შემდეგ კი მეორე ცრემლი და სულ ბოლოს მთელი ძალით ავტირდი , კანკალმა ამიტანა.
დავინახე როგორ ხარხარებდნენ მიშო და ნიკა .
უფრო მომეშალა ნერვები , მე აქ მის გამო ვტირი და ესენი თურმე რაღაც სისულელეზე ხარხარებენ და ღრიალებენ.
გაბრაზებული გავვარდი სახლის უკან დიდ ეზოში და მინდორზე ფეხმორთხმით დავჯექი.
სახე ხელებში ჩავმალე და მოხდა ის რისიც მეშინოდა !
გაუჩერებლად ვტიროდი , ამდენი წლის ნაგროვებ სევდასა და ბრაზს ამ ცრემლებს ვატანდი და ვგრძნობდი , როგორ მშორდებოდა გულიდან რაღაც დიდი ლოდი.
ცას ავხედე და თვალები დავხუჭე.
ისევ მომეჩვენა , რომ რატი დავინახე ...
მაგრამ მხოლოდ მომეჩვენა ... ის ისევ იღიმოდა , ბედნიერი იღიმოდა და მეც მეღიმებოდა.
- შენ რა ამდენი წლის შემდეგ ჩემს გამო იტირე ? - ზუგსუკან საყვარელი ხმა გავიგე და ვიგრძენი ყელში გახურებული ტუჩები.
- შენ ... მე ძალიან შემეშინდა - თავი მის მხარს დავადე და მისი ხელები , რომლებიც ჩემს მუცელზე დაცოცავდნენ ხელები გადავუსვი.
- ჩემი ციცქნა ფერია - ლოყაზე მაკოცა და პირველად მომინდა ყველაზე პირადულზე მესუბრა მასთან.
- მინდა რაღაც გითხრა ... - მისკენ შევბრუნდი , ფეხები წელზე შემოვხვიე და სახე სახესთან ძალიან ახლოს მივუტანე.
- რა ? - წარბი ამიწია და ტუჩებზე ძალიან ნელა შემეხო.
-მე ... ისევ ... მოკლედ რა ...
- რა ? - გაეცინა და მხრები აიჩეჩა.
სირცხვილისა და სიამოვნების გრძნობა ერთად იყრიდა ჩემში თავს და გაგიჟებული დავაცოცებდი თითებს მის თქმაში , ის კი კოცნას უფრო ვნებიანს ხდიდა რითაც უფრო მაგიჟებდა და ჯერ არ განციდლი გაძლიერებული გრძნობებით უფრო და უფრო მაგიჟებდა.
- ჯერ ისევ ქალიშვილი ვარ - ვიგრძენი ქვედა ტუჩზე ტკვილი და მივხვდი გაოცებისგან მთელი ძალით დამასო ისედაც დიდ ტუჩებზე კბილები.
- რა თქვი ? - გაოგნებულმა შემომხედა და მენჯის ძვლებზე ხელები მომიჭირა.
- ხო ... რატის და მე ინტიმური ურთიერთობა არ გვქონია , ის მხოლოდ კოცნით კმაყოფილდებოდა , დასაწყისშივე ჩერდებოდა და მეუბნებოდა "არა , ასე არ შემიძლია ვიცი მერე უფრო გაგიძნელდებაო" , ვერასდროს ვხვდებოდი რას გულისხმობდა, მაგრამ ახლა უფრო ვაფასებ მას...
- მეკაიფები? - ვერ იჯერებდა ჩემს სიტყვებს და მენჯებზე , უფრო კარგად მიჭერდა საჩვენებლ და ცერა თითებს.
- არა და ასე ნუ შვები - კისერი გადავაკონწიალე და ქვედა ტუჩზე კბილები დავისე.
- უნა ვშვრაა - გაიციინა და ისეთი გრძნობით წამეტანა ტუჩებზე მეგონა სულს განვუტევებდი სიმოაბნებისგან.
- მგონია ,რომ ... - ავლუღლუღდი და ამოვიკვნესე .
- რომ ? - ირონიულად აწია წარბი და კოცნა უფრო გააძლიერა , ხელები კი ჩემს ფეხებზე გადაიტანა.
- რომ ამხელა სიამოვნებისგან სულს განვუტევებ - კისერი უკან გადავაკონწიალე და უდაოდ დიდ ხმაზე ავკვნესდი.
- ხო არა ? - გამიღიმა ცინიკურად , რამაც ძალიან გამაბრაზა.
მთელი ძალით ვკარი ხელი და მინდორზე გადავწვინე , ზემოდან მოქცეული მისი ტუჩებისკენ დავიხარე და ახლა მე წავეტანე მის ვნებიან და დიდ წითელ ტუჩებს ნეტარედ. - ახლავე მინდა შეგიგრძნო - ხელები ჩემს უკანალზე მოაკალათა და მაგრად მომიჭირა.
- ხო არა ? - ახლა მე გამიხდა ტონი ცინიკური და მისი ტუჩები კისერში , რომ ვიგრძენი ისევ ამოვიკვნესე.
- არ მითხრა არ მინდაო - მისი ტონი არ იცვლებოდა .
- მინდა , თანაც როგორ მინდა - 25 წლის თათას ნიკასთან უნდა !
წარმოვიდგინე ასეთი სტატუსი სოციალურ ქსელში და სიცილი წამსკდა.
-მაგის დროა ? - დამიბღვირა და ფეხზე წამომდგარმა კარგად შემომიჯინა წელზე.
სახლს მოუარა და მეორე კიბით ავიდა მის ოთახში.
"ნაზად მისროლა" საწოლზე და ჩემს მკერდს დაეპატრონა ტუჩებით.
თითები ჩემს თითებში ახლართა და ზემოდან ამაწევინა , შიშველ სხეულზე , შიშველი სხეულით მომექცა ზემოდან და ის ის იყო სიამოვნებისგან სხეული მომიდუნდა ,ტკივილი ვიგრძენი.
არა გაუსაძლისი ტკივილი , გაუსაძლისი სიამოვნება !!!
მისი ხელები ჩემს სხეულზე და "უხერხულ" ორგანოზე სრიალს არ წყვეტდნენ , ჩემი გაპობილი ბაგეები კი ნასროლ ბგერებს ...
გრძნობების ზეიმი მხოლოდ ჩვენ .
მე და ის ...
ჩვენ !
ყველა გაგებით ჩვენ !

ჩემთვის ,რომ გეკითათ ცხოვრებაში რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასიო თამამად გიპასუებდით ...
ჩემი ოჯახი!
ჩემი ქმარი , რომელიც დედაჩემის და მამაჩემის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ჩემი შვილი , რომელიც მამის და დედის ასლია და ჩემი მეორე სიცოცხლის წერტილი , რომელიც მუცელში მიზის.
ადამიანი... ადამიანი , რომელმაც ცხოვრება და სიყვარული მასწავლა.
დათმობა მასწავლა !
ადამიანი ,რომლიც საფლავზეც ყოველ კვირა თუ არა ყოველ ორ კვრიაში ერთხელ , ოჯახი მთელი შემადგენლობით ავდიოდით თეთრი ტიტებით.
ადამიანი , რომელსაც ჩემს გულში უდიდესი ადგილი ეჭირა.
როგორც რატი იტყოდა ° მიეცი თავს სიგიჟის უფლება , გაარღვიე საზღვრები , მოეშვი მიყევი დინებას ... მიეცი თავს ბედნიერების უფლება და აუცილებლად მიგრძნობ თუ მე შენთვის თვით სიყვარული ვარ , მინდა მეორედ მოვიდე შენთან , მიმიღე ! მიიღე სიყვარული, მიეცი გულს უფლება ისევ იფეთქოს ამ გრძნობით და ისევ მოგცეს შანსი , იგრძნო და მიგრძნო! °
როგორც გოგორელიანი იტყოდა " ის წარსულია , მე კი შენი მომავალი"
ეს დასასრული არ არის !
დასასრული ნამდვილ სიყვარულს არასდროს ექნება !
გაიღიმეთ , ცხოვრება მშვენიერია ...
არასდროს დაუშვათ , რომ ყველაფერი დამთავრებულია , ზედმეტია გაცვეთილი ფრაზები.
მე კი მხოლოდ ერთს გირჩევთ , არასდროს დაივიწყოთ ამ ქვეყნიდან წასული და ოდესღაც თქვენთვის უმნისვნელოვანესი ადამიანი ! თქვენს გულში მათთვის გამოყოფილი ადგილი , რომც შემცირდეს არ გააქროთ ... რადგან , ის არ იმსახურებს ამას...
ხოლო ცხოვრების მეგზურად აირჩიეთ ისეთი ადამიანი , რომელიც გაგიგებთ და დაგაფასებთ ...
რადგან სიყვარული ნდობის , გაგების და გვერდით დგომის გარეშე , გაცვეთილი სიტყვა და დაუფასებელი გრძნობაა !


____

იმედია ეპიზოდები არ ამრევია და კარგად მქონდა დალაგებული ...
ეს ისტორია თავებად მედო მაგრამ , მომინდა და სრულადაც დავდე !
ძალიან მომენატრეთ და სულ მალე ახალი ისტორიით დაგიბუნდებით!
მიყვარხართ!!!
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ...



№1 სტუმარი LaNa

Tata da me ert dgheshi aghmovchndit... didi xania ar mitiria da exla vitire gul amoskvnili... dzalian magari motxrabaa.. dzalian magari ki ara udzalian magresi... warmatebebs gisurveb... miyars es xalxi.. :-*

 


№2  offline წევრი tatalia

კარგი მაგალითია იმ ხალხისთვის ვინც მეორე ნახევარი დაკარგა. ლამაზი ამბავია ♥

 


№3 სტუმარი Teo..

Es istoria bevrjer maqvs wakitxuli da dzalian momwons.ar momwyindeba amis da bevri sheni istoriebis kitxva.yvela dzalian miyvarsssss.gelodebi axali istoriit.imedia male dabrundebi.

 


№4  offline წევრი PARVENU

Aimeee gavtbi^_^ ratize damwyda guli saswaulad;( shen kide saswauli bovshi xar<3
--------------------
Parvenu

 


№5 სტუმარი qeti

სიამოვნებით წავიკითხე, კარგია მთლიანად რომ დადე. ყოჩაღ ველოდები ახალ ისტორიებს.

 


№6  offline მოდერი bibo

აი აი ცუდად ვარ ამის წაკითხვის მერე გულია აღარ მივარგა იმდენი ვიტირეე უ ვსლუკუნებდი :დ :დ სასწაული ხარ ნუციკუნკულისო ვაფრენ შენზეე ჩემო მარწყვის გოგოვ ტკბილო ქიშმიშო ვაშლატამავ ალუბლის წვენო და კიდო ბევრობავ love love

 


№7 სტუმარი avadmyofi

ვაიმეეეეეე ეს რაიყო.. კარგი რა ასეთი კარგიც არშეიძლება იყო :დ მაგარი ხარ კარგად წერ და მითუმეტეს განსხვავებულ და საინტერესო ისტორიებს გვთავაზობ... წარმატებებს გისურვებ <3

 


№8  offline წევრი mimimimo

დღეს საოცრების დღეა? wink
ძალიან მაგარი ხარ!
მომეწონა...
მომეწონა?!
არა ეს მოწონებაზე ბევრად მეტი იყო.
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით. love

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა ცხოვრება დაუნდობელია , მაგრამ ბედნიერებასაც გვჩუქნის თუ დაეცემი უნდა შეძლო წამოდგომა, ტკივილის შემდეგ ბედნიერებაც ახლოსაა როგორც თათამ შეძლო.

 


№10  offline წევრი Nate

საოცრება
ვიტირე კიდეც
მადლობა.

 


№11  offline მოდერი ჯია

რა კარგი იყო
ერთ ამოსუნთქვაში ჩავიკითხე
მადლობა ამ სიამოვნებისთვის
❤️

 


№12  offline წევრი enana

მომეწონა და თან როგოოორ... როგორი ღრმა იყო თითოეული პერსონაჟის ქცევა, როგორ ძალიან დამაფიქრებელი... რატისა და ნიკას ბუნების ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა. რამდენი ისტორია მაქვს წანაკითხი და თითქოს ყოველ ჯერზე ვამბობ, განსხვავებული რაღა უნდა დაიწეროს თქო, მაგრამ ყოველთვის ვაკეთებ ახალ-ახალ აღმოჩენებს და მიხარია ძალიან. ავტორების უმრავლესობას ფანტაზია და შესაძლებლობები ამოუწურავი გაქვთ. რამდენი ხართ (ღმერთმა გამრავლოთ :) და ყველას მაინც თქვენებური განსხვავებული ხელწერა გაქვთ. თქვენნაირი სულის ადამიანებს ვისურვებდი სამეგობრო წრეში ბეევრზე ბეევრს... :) :)

 


№13  offline მოდერი D-roni

ძალიან დიდი მადლობა ყველას ! მაბენდიერებთ ❤❤❤

 


№14 სტუმარი mari

Dzaan momewona. Dzaan magari gogo xar. Kargi iyo. Gimilit vkitxulibdi

 


№15  offline აქტიური მკითხველი uchveulo

es istoria iyoo saocreba ubralod arvici ra vtqva imdenad vgijdebi am istoriazee wanakitxi mqonda magram siamovnebit wavikitxe kidev ... warmatebebii

 


№16  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეეე არ ვიცი სიტყვები არ მყოფნიიის სასწაულიიი ხარ მატირეე ამ ისტორიიით ♡♡♡ჩემიიი უსაყვარლესიიიი მწერალი ხარ უკვეე♡♡♡

 


№17  offline წევრი Hela

რა კარგია
როგორ მომეწონა
მეც გავიზირე ჩემი გოგოს ტკივილი
საოცრება იყო

 


№18 სტუმარი Guest Keti

Dzalian momwons es nawarmoebi

 


№19  offline წევრი Laliashvili009

Umagresi iyo! ❤❤❤

 


№20 სტუმარი ეკა 5

კარგი იყო, ძალიან ❤️ ხშირად რატის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ეგოისტები ხდებიან, შენ მისი მაგალითით სუფთა აფამიანი აჩვენე, რომ არ უნდა ატკინო სხვას, პირიქით, საყვარელ ადამიანს უნდა მისცე ბედნიერების უფლება ❤️???? წარმატებებს გისურვებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent