შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალქაჯი ანგელოზების სამყაროში –7–


19-04-2016, 19:42
ავტორი sopiko
ნანახია 2 518

[თავი 7]
–თომა დაღლილი იყო და ცხელ ჩაიზეც კი უარი თქვა.–ამ სიტყვებით მიდებს პლასტმასის ბოთლს ცისია წინ და ტახტზე ჯდება.
უფინჯნობის გამო ალბათ აქ ჩაის ასე სვამენ... ბოთლს თავსახურს ვხსნი და წყალივით ვიყუდებ. ენა რაჭველივით მაშინ მეწვება, ჩაი მხოლოდ ძირში რომაა დარჩენილი. ცხელმა სითხემ როგორ გაიარა ყელი და როგორ ჩამიწვა ყველაფერი, ისიც ვერ ვიგრძენი. რაღა თქმა უნდა, მე ისევ ჩემს სისულელეზე ვფიქრობ! კიდევ კარგი ლეო გამოჩნდა და თომას საუბარი გაუბა... თუმცა ამას საუბარი არ ერქვა. ამ უკანასკნელმა რაღაც ჩაიდუდღუნა და სახლში მოსვლამდე ხმა აღარ ამოუღია.
ვის რაში სჭირდებოდა ჩემი ტუჩების დაგემოვნება? ისე, თუ მამაკაცები მართლა ისეთი ხამები არიან, როგორც გამოცდილი ქალები ახასიათებენ ხოლმე, კიდევ კარგ დროს გაუთქვია თავი. ასეთი რომ არ ჩანდა? მისი კოცნა მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის რომ ყოფილიყო განკუთვნილი, მაშინ სიამოვნებას კი არა, ტკივილის ვიგრძნობდი... სისულელეა! ყველაფერი სისულელეა! ამგვარ სისულელეზე წამების დაკარგვაც კი არ ღირს!
–კიდევ გული გატკინა თომამ?–ჩემს დუმილს თომას სახელს აწერს ცისია.
აწერს რა? ასე არ არის, თუ...
–ცისია, მეძინება.–ძილს ვიმიზეზებ და ჭიაყელასავით... აჰა, ხო! გამახსენდა! სწორედ ჭიაყელას მივამსგავსე ეს კიბე პირველივე დანახვისას... არანაირი ზიზღი არ მიგრძვნია! არც თომა მეზიზღებოდა! უბრალოდ ახლა იმაზე მეტად არ მინდოდა მასთან შეხვედრა, ვიდრე გუშინ... უამრავი საშუალება რომ გამოიყენა, ოღონდ ამ სახლიდან გავესტუმრებინე...
საწოლში საბანზევე ვწვები და ატკივებულ მუცელზე ხელებს ვიჭერ... ამ ტკივილს კარგად ვიცნობ! ნერვიულობისა და სიყვარულის გვერდითი მოვლენაა... ვნერვიულობ... ხვალინდელ დღეზე... იმაზე, ვიპოვით თუ არა აქედან გასასვლელს... რა იქნება ხვალ... მშვიდობიანი დილა გაგვითენდება თუ არა...
ძილი ჩემი მშველელი ხდება... მადლობას ვუხდი, სანამ საბოლოოდ დავკარგავდე თავს და სხვა სამყაროში ვეშვები...

ძილში სუნთქვა მიჭირს... გაღვიძება მინდა, მაგრამ ვერ ვიღვიძებ...
''გაიღვიძე! გაიღვიძე!''–ალტერეგოც ამაზე მიმითითებს...
გული ყელში მაქვს მობჯენილი... ასე მგონია, რომ დავახველებ, ამომივარდება... ვახველებ და... მეღვიძება!
–ინა, კარგად ხარ?–საწოლზე ჩამომჯდარი ცისია აჩეჩილ თმებზე მეფერება და გვერდით დასჯილი ბავშვივით ატუზულ თომას უბრუნდება.–ხომ გითხარი, ისეთი არაფერი იქნება_მეთქი... ეტყობა ამ სამ დღეში მომხდარმა მოვლენებმა თავგზა აურია და შეაშინა.
თომასკენ თავისით გამირბის თვალი... დარწმუნებული ვარ ჩემს მზერაში მხოლოდ წყენა გამოსჭვივის, ამიტომ დიდხანს არ ვაშტერდები.
სიზმარი ვნახე... ვითომ ანგელოზების სამყაროში ვიყავი... მხოლოდ მე არ მეცვა თეთრი კაბა და მხოლოდ მე არ მეხურა თავზე გვირგვინი... მხოლოდ მე მქონდა შავი თმა, ისინი კი ოქროსფერი კულულებით იწონებდნენ თავს. უცებ წინ თომა გამომესახა... სიყვარულით მიღიმოდა და წრეებს მივლიდა... მე მოულოდნელად ღრუბელზე ფეხი დამიცურდა და ის იყო უნდა გადავვარდნილიყავი, რომ მან მტაცა ხელი და დამიჭირა...
ანგელოზს ვუწოდებდი და ეს ზმანებაც ამან განაპირობა...
''რეალობაშიც ის და სიზმარშიც ის! შესანიშნავია!''–მწარედ ვფიქრობ და ბევრი არ მიკლია თავში ხელების წაშენამდე.
ინა, გუშინ ტყუილად ჩაგიტარე ლექციები? ვინ არის ეს თომა ქისტაური, შენი ცრემლების ღირსი რომ იყოს? არც არავინ! ანგელოზი არა, ის! ერთი გამოიდიოტებული კრეტინია, ალქაჯის მნიშვნელობაც რომ არ იცის, ისეთი!
–ინა, ადგომა საჭირო არ არის. დღეს ისედაც ვერ წახვალთ გზის საძებნელად. თავსხმა წვიმაა.–ისევ ლოგინში მაბრუნებს ცისია და თომასთან ერთად მეორე სართულს ტოვებს.
***
მე რომ დავიბადე, იმ დილით ისე წვიმდა, კაცი ძაღლს არ გამოაგდებდა გარეთ. დედაჩემი კი კიოდა და კიოდა... მერე მე ვტიროდი და ვტიროდი... ჩემს ნათესავებს ეგონათ, წვიმა ძალიან ეყვარებაო, მაგრამ როგორც მერე ღმოჩნდა, თურმე ყველა ცდებოდა.
წვიმა მძულს! მისი რაკა–რუკის ხმა... ატალახებული მიწა... სიცივე... ღრუბლები... დამალული მზე... ხასიათითაც აუტანელი ვხდები ხოლმე. ახლაც იგივე დამემართა!
ტახტზე ვარ გადაწოლილი და მამაკაცების უაზრო მუსაიფს ვუსმენ. ამბობენ, რომ ძალიან მოენატრათ ფეხბურთის ყურება... თქვე კაი ადამიანებო, რაღა ფეხბურთი მოგენატრათ... უშიშრად ცხოვრება არ მოგენატრათ? ახლა ვითომ დარდიმანდად გავიშხლართე, მაგრამ ყოველ წუთს მგონია, რომ კარი შემოიღება და მაშინვე შიგ გულში მომხვდება ტყვია...
თომა ეულად ზის ფანჯარასთან და გარეთ იყურება. ალტერეგოს თუ დავუჯერებთ, მას ჩემკენ შემობრუნება ძალიან უნდა და ამ სურვილს მთელი ძალით ეწინაამღდეგება... მინდა ავდგე, მივუახლოვდე და ზუსტად ისე დავაცხრე ტუჩებზე, როგორც გუშინ ის მე, თუმცა ამას პრინციპულად ვერ გავაკეთებ... იმის შემდეგ, რაც მითხრა, ინა ალქაჯელი ვერ გადააბიჯებს უზარმაზარ ქვის კედელს და საოცრებებს ვერ მოახდენს!
–იარაღი გვაქვს?–ყველასათვის მოულოდნელად მებადება ეს კითხვა.
–იარაღის მეტი რა გვაქვს, მაგრამ ტყვია არა.–გულდაწყვეტით ქინდრავს თავს ლეო.
–საიდან?
–საიდან და ამ სახლის სარდაფში მარტო საჭმლის მარაგი კი არ არის, პისტოლეტებიც მოიპოვება.
–აჰამ, გასაგებია.
ცისია გამჭოლ მზერას არ მაშორებს. გუშინდელი საღამოდან მოყოლებული მატყობს, რომ უჩვეულოდ უხალისოდ ვლაპარაკობ, ვჭამ, დავდივარ, მძინავს. მართალია ერთი კვირა გაცნობის დღიდან ორ დღეში შეგვისრულდება, მაგრამ მან საკმარისად გამიცნო იმისთვის, რომ ეს ცვლილება შენიშნოს.
ეტყობა თავის ეჭვებში დარწმუნებას ელოდება და ამიტომ არ მაყრის კითხვებს. რომ გაიგოს ჩემსა და მის მაზლს შორის რა მოხდა, გადაირევა...
–ალქაჯს შავმა აზრებმა შემოუტია...–ტუჩის კუთხე ეჩვრიტება ქისტაურსს. ოჰ, მთელი ''ფილარმონია'' ჩვენ რომ არ გვიყურებდეს, მივვარდებოდი და იმ მიმზიდველ ნაკვთებს ისე ავუზელდი ერთმანეთში, მისი ყურება ქათმის უკანალის ყურებაზე შესაზარი იქნებოდა!
–მე შავი ფერი მიხდება, ანგელოზო! შენ კი იმდენი არ ქნა, რომ ეგ თეთრი მოსასხამი გაგიცვდეს...–იქედნურად ვეპასუხები და ჩემი სიზმარი მახსენდება.
–შავი და თეთრი კი ერთმანეთს უხდება, ალქაჯო!–არც ის მრჩება ცინიზმის შეჯიბრებაში.
ცხვირს ვაქსუტუნებ, ვითომ შენ თავს არ გაგიყადრებ_მეთქი... ჩვენი შემდგომი პაექრობით გიორგისა და ლეოს ყურადღებასაც ვიმსახურებთ.
–კარგით რა. რა იყოთ! თუ ასე ძალიან გინდათ გაიგოთ, ვინ უფრო მაგარია, ალქაჯი თუ ანგელოზი, ჩვენ დაგეხმარებით.–ბიძაშვილსა და სიძესაც რევს წამოწყებულ საქმეში ლეო და ფეხზე დგება.–თასი! წყალი! მონეტა!
–რა? რა თასი? რა წყალი? ლეო, შემდეგი სიგიჟე შენთვის შეინახე! ესენი საკმარისად ჭამენ ერთმანეთს.–ტუქსავს ცისია. აშკარად არ მოსწონს ის, თუ როგორ ''გვეხმარება'' ლეო.
–რატომ ვითომ? მიდი, გვითხარი, აბა, რა მოიფიქრე!–ჩემდა გასაოცრად თომა უარზე არაა.
სულ მალე ქისტაური ჩემს გვერდით ენარცხება და მაგიდაზე დადებულ ჭუჭყიან ჯამს, რომელიც არავინ იცის, საიდან მოიტანა ლეომ, წკიპურტს არტყამს. მასში წყალს ასხამს და ჩემი პერანგის ღილს, ვინაიდან მონეტა ვერ ვიშოვნეთ, ფერშეცვლილ სითხეში აგდებს.
–ალქაჯს დავუთმობ!–''რაინდულად'' აცხადებს ის,
–ჯერ თამაშის წესები ამიხსენით დაწვრილებით.–მე ხომ ყველაფრის დაწვრილებით ცოდნა მიყვარს.
ლეოს მონაყოლიდან გავიგე, რომ თამაშის წესები ასეთი ყოფილა: მოთამაშემ წყლიდან პირით უნდა ამოიღოს ღილი, ხუთჯერ შემოუაროს მაგიდას, ავიდეს მეორე სართულზე და იქიდან გადმოაგდოს კბილებში გაჩრილი ნივთი. გიორგი ხმამაღლა დაითვლის და რომელი მონაწილეც უფრო მალე გააკეთებს ყველაფერს, ის იქნება გამარჯვებული.
მონეტის წყლიდან ამოღება! მთელი სახე მისველდება და ჭუჭყიან წყალსაც კარგად ბლომად ვყლურწავ. ასეა თუ ისე, მიზანს მაინც ვაღწევ, მაგიდას ოთხჯერ ვუვლი და იმასაც მოგვიანებით ვიგებ, რომ ეს ოთხი შემოვლა იყო და კიბეებზე ავრბივარ. ყველაზე ადვილი ამ თამაშში ღილის გადმოგდება იყო... ისე გემრიელად ამოვისუნთქე, თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა!
–50 წამი!–თვლას წყვეტს გიორგი და თომაც ემზადება თავისი ''გამოსვლისთვის''.
–მოიცადე, მოიცადე!–აჩერებს ლევანი მას.–ქალბატონმა მომიტევოს, მაგრამ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან გამკლავება მეც კი არ შემიძლია...
მის ნათქვამზე ყველას სიცილი გვიტყდება. ლეო სახლიდან გადის და თამაში ჯერჯერობით წყდება.
კარი ჭრიალით ათიოდე წუთში იღება... თვალში უხეშად მხვდება რაღაც... ხო, ეს იმის გამო, რომ ოთახში ერთი კი არა, სამი მამაკაცი შემოდის... ამასთან ერთად ლეო სულაც აღარ იღიმის ისე, როგორც გასვლისას...
ეს დღეც დადგა! ბოროტმოქმედებმა ბოლოს და ბოლოს მოგვაგნეს!

^^^
ძლივს არ მოაგნეს, კაცო?!
ხოდა ახლა ვნახოთ, რა იქნება... იქნებ რომელიმე პერსონაჟი მოკვდეს კიდეც? ისტორია ცოტა ხომ არ გავაბანალუროთ? არ ვიცი, არ ვიცი... არც თქვენ იცით და ამას ხვალ გაიგებთ!
ცოტა ნაწყენიც კი ვარ თქვენზე... არც ერთი დაგვიანება, არც ერთი პატარა თავი, ამდენი ნახვა და ერთი კომენტარი? გული დამწყდა... არ მინდოდა დღეს ახალი თავი დამედო და მაინც დავდე... თუ იგივე გამეორდა, ხვალ მართლა დასასრულის გარეშე დაგტოვებთ! {მკითხველების გამო ისტორია არასდროს შემიწყვეტია და ჩემთვის ყველა შემთხვევაში დავასრულებ, მაგრამ მაშინ, როცა ისტორია ისე არ მოსწონთ, რომ კომენტარსაც არ დებენ, მე მისი საიტზე ბოლომდე გამოქვეყნების მიზეზს ვერ ვხედავ...}
რაც არ უნდა იყოს, მაინც ველოდები შეფასებებს და...
მაინც მიყვარხართ!



№1  offline წევრი milangirl

რომ არ მომწონდეს ამდენ თავს არც წავიჯითხავდი. საინტერესო მომენტზე გაწყვიტზე რა მოიცდის ხვალამდე

 


№2 სტუმარი Demetre luka

sheni yvela istoria maqvs wakitxuli,tumca komentars ar vtoveb.radgan guli gwydeba dges davtoveb.getyvi rom amoucnobi xar,verc ki vxvdebi ra iqneba momdevno tavshi.weris stili zalian momwons,ase gaagrzele.

 


№3 სტუმარი Koki

ველოდები შემდეგს

 


№4  offline წევრი cisa

kargii xaar ♥♥

 


№5  offline წევრი teddy))

Vin mokvdes, ra mokvdes?! Albat mxolod gvashineb... Imedi, imedi! Sheni gadasawyvetia, magram... Saxalisoa dzalian! Yvela gmiri shemiyvarda da eg ki ara borotmokmedebebic ukve :D

 


№6  offline წევრი cisa

sakvareloo me sheni kvela istoria momwons :* kvelas vkitxulob..maxarebs sheni istoriis danaxvaa.. arasdros vtoveb komentars da ar nishnavs ro ar vkitxulob albat chemnairaad bevri ar wers komentars mara kitxulobs koveltviis..dzaliian nichieri xar ase vtqvat sauketeso..ase gagrdzelee..weriis stili gaqvs gamsxvavebulii rac dzaalian momwoons.. ♥♥♥♥ukvarxar ertgul mkitxvels damijjere mat shoris meec♥♥♥ xo rac shexebaa istoriaa kvelaa kargiaa arcerti ar mokla raa ♥♥♥ daa chvenii tomaa datkbe raa cotaa ♥♥♥ velodebi shemdeegs ♥♥♥

 


№7  offline წევრი Teka

Dzalian momwons da armokla romelime da martla ar gaabanaliro

 


№8 სტუმარი Black

Mgoni sklerozi damewyo?! Maxsovda rom komentari davtove da..mokled da konkretulad magari tavia sopachka;) veli shemdegs

 


№9  offline მოდერი sopiko

milangirl
რომ არ მომწონდეს ამდენ თავს არც წავიჯითხავდი. საინტერესო მომენტზე გაწყვიტზე რა მოიცდის ხვალამდე

უკვე მოვიდა ''ხვალ'' wink მახარებს თქვენი მოლოდინი...
Demetre luka
sheni yvela istoria maqvs wakitxuli,tumca komentars ar vtoveb.radgan guli gwydeba dges davtoveb.getyvi rom amoucnobi xar,verc ki vxvdebi ra iqneba momdevno tavshi.weris stili zalian momwons,ase gaagrzele.

გმადლობ, ლუკა! სიტყვა ამოუცნობმა ყველაზე მეტად გამახარა request
Koki
ველოდები შემდეგს

cisa
kargii xaar ♥♥

გმადლობთ love
teddy))
Vin mokvdes, ra mokvdes?! Albat mxolod gvashineb... Imedi, imedi! Sheni gadasawyvetia, magram... Saxalisoa dzalian! Yvela gmiri shemiyvarda da eg ki ara borotmokmedebebic ukve :D

ბოროტმოქმედები... უჰჰ! angry ვნახოთ, ვნახოთ... love
cisa
sakvareloo me sheni kvela istoria momwons :* kvelas vkitxulob..maxarebs sheni istoriis danaxvaa.. arasdros vtoveb komentars da ar nishnavs ro ar vkitxulob albat chemnairaad bevri ar wers komentars mara kitxulobs koveltviis..dzaliian nichieri xar ase vtqvat sauketeso..ase gagrdzelee..weriis stili gaqvs gamsxvavebulii rac dzaalian momwoons.. ♥♥♥♥ukvarxar ertgul mkitxvels damijjere mat shoris meec♥♥♥ xo rac shexebaa istoriaa kvelaa kargiaa arcerti ar mokla raa ♥♥♥ daa chvenii tomaa datkbe raa cotaa ♥♥♥ velodebi shemdeegs ♥♥♥

დიდი მადლობა, ცისა love შენი მოსახელე პერსონაჟი რომ მყავს ისტორიაში?!
Teka
Dzalian momwons da armokla romelime da martla ar gaabanaliro

წინასწარ ვერაფერს გეტყვით... დასასრული წაიკითხე და მერე მითხარი, გავაბანალურე თუ არა love
Black
Mgoni sklerozi damewyo?! Maxsovda rom komentari davtove da..mokled da konkretulad magari tavia sopachka;) veli shemdegs

სკლეროზი? ადრე არაა შენთვის? wink გმადლობ, ბლექ!

პ.ს. დიდი მადლობა თქვენ, სოციალური ქსელის მკითხველებო love

 


№10  offline წევრი cisa

cisia ara maraa cisaa kii vaar ♥♥♥ magiitoo momwons da mixariia aseti kargi istoria ro ariis ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent