თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (12)
ნახევარ საათში აეროპორტში ვიყავით და წყვილს ველოდებოდით... საშინელი სიჩუმე და დაძაბულობა იყო ჩვენ შორის... გვრდი-გვერდ ვიდექით, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩვენ შორის მთელი თბილისი იდგა... -რომელზე ჩამოდიან? სიჩუმე ზუკამ დაარღვია და გვერდულად გამომხედა... -ათ წუთში დაჯდება თვითფრიავი.. სხვათაშორის ვუთხარი და ნერვიულად განვაგრძე თითების მტვრევა.. -კიდე დიდხანს უნდა გააგრძელო? გაბრაზებული სახით გადმომხედა.. -რაზე მეუბნები? -აი ამაზე.. თვალებით თითებისკენ მანიშნა და წარბაწეულმა გამომხედა... შეპასუებას ვაპირებდი, მაგრამ მონატრებული ხმის გაგონებისთანავე სიტყვა პირზე შემახმა და მაშინვე ჩასახუტებლად გავიქეცი.. -ჩემი ნინია ჩამოვიდა... როგორ მომენატრე... ვკიოდი და მონატრებულს მთელი ძალით ვეხუტებოდი.. -მარიამ მეც აქ ვარ.. ხელები თვალწინ ამიფრიალა ვატომ და გამიღიმა.. ამჯერად ნინიასგან ვატოზე გადავბობღდი და მას ჩავეხუტე... -როგორ ხარ სიძე შე ძველო? მხარზე ხელი დავკარი და ზუკას გერდზე დავდექი.. -აუ ეს ისევ ისეთია?! თითის აწევით კითხა ნინიამ ზუკას და ღიმილით გადმომხედა... -კარგით მოვრჩეთ ეხლა ლაპარაკს, თქვენ სახლში წაგიყვანთ მერე კი მისამართს მოგწერ და იქ მოდით... უცებ გადავიტანე ლაპარაკი სხვა თემაზე და გასასვლელისკენ წავედი... ათ წუთში ყველა მანქანაში ვისხედით და ნინიას და ვატოს ახალი სახლისკენ მივდიოდით.. -აუ იცი პარიზი რა მაგარია.. ეიფელის კოშკი რო ვნახე ახლოდან -ვიცი ნინია შოკში ჩავარდი... დავამთავრე მისი ტექსტი და მობეზრებული სახით გავხედე ზუკას, რომელიც ჩემი სახის დანახვისას ღიმილს ვერ იკავებდა.. -და რომში რომ ვიყავი -ეგეც ვიცი პიზის კოშკი საოცრება იყო და სურათიც გადაიღე ვითომ ხელით გიჭირავს.. -და ის... -და ისიც რომ სიცილა ულამაზესია... ღრმად ამოვიოხრე და დაღლილი სახით გავხედე ნინიას... -აუ ყველაფერი მოგიყევით უკვე? შეწუხებული სახე მიიღო და თითები მუხლებზე აითამაშა... -ოცი წუთია მოვდივართ და ყველაფრის მოოლა მოასწარი, თუ რამე გამოგრჩა გოგოებს ხო უნდა მოუყვე და მაშინ მოვუსმენ მეც და ბიჭებიც, ხო ზუკა?! მიშველე თვალებით გავხედე ზუკას და მისი სახის დანახვისას გამეღიმა.. თავი ოდნავ დამიქნია და შვებით ამოვისუნთქე.. -კარგი ხო, ეხლა მალე მიმიყვანეთ სახლში დავიღალე... დანებების ნიშნად ხელები მაღლა აზიდა და თავი საზურგეს მიადო... მალევე დავტოვეთ ახლად დაქორწინებულები თავიანთ სახლში და ჩვენ რესტორნისკენ წავედით... -დაიღალე? სიჩუმე ზუკამ დაარღვია და წამით გადმომხედა.. -არც ისე უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და ფანჯარაში ყურება დავიწყე... რესტორანში მისვლამდე აღარ გაგვიცია ხმა ერთმანეთისთვის... რამდენჯერმე ვცადე ლაპარაკის დაწყება და სანამ სიტყვას ვიტყოდი მანამდე ვჩუმდებოდი.. როცა ზუკასთან ერთად ვიყავი, ის მარიამი, რომელსაც ყველა იცნობდა ჯანდაბაში მიდიოდა... თითქოს ვკარკავდი ყველა იმ თვისებას, ვეღარც ენამწარე ვიყავი და უკვე ვერც მას ვეღარ აღვიქვამდი ირონიად... -მარიამ, მოვედით გამოფხიზლდი... გონზე ზუკას ხმამ მომიყვანა და თავი უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად გავაქნიე.. -კარგად ხარ? შეშინებული თვალებით გადმომხედა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა... ერთიანად დამიარა ტანში ჟრუანტელმა და შეხების ადგილი მთლიანად ამეწვა... დენდარტყმულივით გავწიე სახე უკან და მანქანიდან გადმოვედი... -კი... კი კარგად ვარ.. უცებ ვუპასუხე და რესტორანში შევედი... გოგოების გაკვირვებული სახეები დავაიგნორე და მაშინვე საპირფარეშოში შევვარდი... -რა ხდება კარგად ხარ? მაშინვე შემომყვა ნინუცა უკან და ანერვიულებულმა გამომხედა... -არა! არ ვარ კარგად... უკვე დიდიხანია კარგად აღარ ვარ , მაგრამ სანამ არ მომენატრა მანამ ვერ მივხვდი... სანამ არ დამაკლდა, მანამდე ვერ მივხვდი რომ იმაზე ძვირფასი იყო ჩემთვის ვიდრე მეგონა... ძლივს შეკავებულმა ემოციებმა ერთიანად იფეთქა და ცრემლებმაც თავისი გზა იპოვეს.. -კარგი არ იტირო რა, მოდი მაკიაჟი გავიკეთოთ და კაბა ჩავიცვათ მალე მოვლენ სტუმრბი... თავის დაქნევით დავეთანხმე და ცრემლები მოვიწმინდე... ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი და სტუმრებით სავსე დარბაზში გავედი... -სად იყავი აქამდე? გვერდზე ამომიდგა და ჭიქა შამპანიური გამომიწოდა.. -ვიცვლიდი სხვათაშორის ვუპასუხე და სტუმრებს მივესალმე.... -ისევ ენამწარე გავხდით?! -ჩვენ ისევ ირონია?! სხვათაშორის ვუთხარი და გოგოებთან გავედი.. -სად არიან ნინია და ვატო ამდენხანს? მალევე შემოგვიერთდა ნინა და დარბაზი კიდევ ერთხელ მოათვალიერა... -მოვლენ ცოტახანში... უცებ უპასუხა მარიმ... -ყველა აქაა? ინტერესით იკითხა ნუკამ და სათითაოდ გადმოგვხედა... -ვატოს დედაშვილი დარჩა მოსასვლელი მარტო და ვსო.. რაღაცის თქმას ვაპირებდი, თუმცა დარბაზში ისეთი ამბავი ატყდა სიტყვის გაგება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ჩვენც ხალხის ჯგუფისკენ წავედით და ახლად შემოსულ ნინიას და ვატოს გადავხედეთ... ყველა ცალ-ცალკე მიდიოდა და ულოცავდა... -ეს რას ნიშნავს? ღიმილით მოგვიახლოვდა ნინია და გოგოებს გადაეხვია.. -დახვედირის თუ რაც გინდა ის დაარქვი იმის საღამო... ღიმილით უთხრა ნინამ და კიდევ ერთხელ გადაეხია... -გოგოებო ეხლა მოაყოლეთ როგორი დრო გაატარა... ღიმილით ვუთხარი და ზუკასკენ წავედი... -ძალიან ეშმაკურად იცინი მარიამ და რა მოხდა?! მისვლისთანავე მკითხა ზუკამ და შეუმჩნევლად გამკრა ბეჭი... -ეხლა უყურე ამათ დატანჯულ სახეებს სიცილით ვანიშნე გოგოებისკენ და უკვე ნინუცას მამისმკვლელი სახის დანახვისას სიცილი ვეღარ შევიკავე... -ბოროტი ხარ! ჩემთან ერთად იცინოდა ზუკაც.. -აუ კაი რა ცოტახანი კიდვ ვუყუროთ და მერე გამოვიყვან ნინიას აქეთ.. რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ზედმეტად გაწელილმა ხმამ ლაპარაკის კი არა ფიქრის უნარიც წამართვა... -ზუუკა... როგორ მომენატრე.. რამდენი ხანია არ მინაიხარ.. მოვარდა და ეგრევე ტუჩებზე ეტაკა ზუკას -ვაა ნატა აქ რას აკეთებ? გაოცებულმა შეხედა ზუკამ და ძლივს მოიშორა ... -ვატო ჩემი დეიდაშვილია და ამას გავმაზავდი?! ღიმილით უთხრა და თითი ლოყაზე ჩამოუსვა.. -მე დაგტოვებთ.. ძლივს შეკავებული ცრემლებით ვუთხარი და გარეთ გამოვვარდი... დიდხანს მესმოდა ჩემი სახელი, მაგრამ მანქანაში ჩავჯექი და მაშინვე მოვწყდი იქაურობას.. მთელი სიჩქარით ვმართავდი მანქანას და ცრემლების შეკავებას ვცდილობდი... უაზროდ დავდიოდი თბილისის ქუჩებში... უცებ თავში რაღაც იდეა მომივიდა, მანქანა უცებ მოვატრიალე და სასურველ მისამართზე მივედი, კარი ნელა გავღე და მიტოვებულ სახლში შევედი... იმდენი ხანია აქ არ ვყოფილვა ყველაფერი მტვერში იყო ამოსვრილი... კაბაზე უცებ გადავიცვი ჩემი ძმის ძველი პერანგი და ხატვას შევუდექი... სამ საათში ყველაფერი მზად მქონდა... კმაყფილმა გავხედე ნამუშევარს და გამეღიმა... არ მეგონა თუ ხატვა ისევ შემეძლო, სიმართლე ვთქვა ჩემი და ზუკას პორტრეტი იმაზე უკეთესიც იყო ვიდრე ეს სურათში ჩანდა... უცებ ავიღე დიდი ფორმატი და სახლის კარები ისევე ნელა გამოვიხურე როგორ გავაღე... მალევე მივედი სახლში და მაშინვე ჩემ ოთახში შევვარდი... საწოლზე ნელა შებდექი და პირდაპი ჭერზე გავაკარი ჩემ ნამუშევარი... ძილის წინ ბოლოს მის სახეს დავინახავ და გაღვიძებისას პირველს მის სახეს ვნახავ... ჩემ სისულელეზე გამეცინა და მოსაწესრიგებლად აბაზანაში შევედი... გამოსვლა და მკვირვ სხეულზე შეჯახება ერთი იყო... ნელა ავწიე თავი და გაბრაზბული ზუკას დანახვისთანავე უკან დენდარტყმულივით გამოვიწიე და მაშინვე შეტევაზე გადავედი... -აქ რას კეთებ? რატომ არ ხარ წვეულებაზე ან... -ნუ წიკვინებ და ამიხსნი სად გაიქეცი? არც მან დამაკლო ყვირილი და სავარძელში ჩაჯდა... -ბატონი? გაკვირვება ვერ დავმალე და გაფართოებული თვალებით გავხედე... -სად გაიქეცი თქო? ჯიუტად გამიმეორა კითხვა, ისე რომ ერთი ძარღვიც არ შერხევია... -როგორც ხედავ სახლში... მეც უდარდელად ვუპასუხე და ცივ ლოგინში შევწექი... -მარიამ ნუ ცდი ჩემ მოთმინებას... კბილების ჭრიალით მითხრა და ჩემკენ წამოვიდა... -შენი ჭირიმე რა.. ხელი ავიქნიე და გადასაფარებელი მჭიდროდ მოვიხვიე... -მარიამ -რა გინდა?! -რატომ ხარ ჯიუტი და გაუგონარი?! -რავი ვარ.. -მარიამ -რა? -არაფერი... ეს რა არის? ცოტახნიაი დუმილის შემდეგ მკითხა და თვალი ჭერზე გაკრულ ნახატს გაუშტერა... -ნახატი -მართლა? მე წიგნი მეგონა.. -ირონია არსად დაგეკაროს... გაბრაზებულმა ვუთხარი და გვერდი ვცვალე... -შენ დახატე? მაინც თავისას აგრძელებდა და ნახატს ახლოდან ათვალიერებდა... -კი -რატომ? -რა მნიშვნელობა აქ... უდარელად ვუპასუხე -თუ გეკითხები ესე იგი აქვს.. მკაცრად მიპასუხა და ჩემ გვერდზე დაწვა... -ძალიან გაინტერესებს? ნერვებ მოშლილმა ვუთხარი და მისკენ გადავტრიალდი.. -კი -დაივიწყე არ აქვს მნიშვნელობა... დამწუხრებულმა ვუთხარი და ხელი ჩავიქნიე... -მარიამ მითხარი... მკაცრად მითხრა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა.. -იმიტომ, რომ მინდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყავი, მინდოდა ძილის წინ ბოლოს შენი სახე დამენახა და გაღვიძებისას პირველად შენთვის შემეხედა, მინდოდა როცა ოთახში მარტო ვიქნებოდი არ მეგრძნო ეს სიმარტოვე და შენ ყოფილიყავი ჩემთან, იმიტომ რომ მიყვარხარ იმაზე ვეტად ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია... თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ... ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი ყველაფერი და ცრემლები მოვიწმინდე... ზურგი ვაქციე და თავი ბალიშში ჩავრგე... მალევე ვიგრძენი ბეჭზე ძლიერი ხელის შეხება, წამებში კი უკვე ზუკას აწითლებულ თვალებს ვუურებდი... ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემსაზე და სხეულში სასიამოვნოდ გამცრა... -მიყვარხარ იმაზე მეტად,ვიდრე რომეოს უყვარდა ჯულიეტა... ვიდრე კვაზიმოტოს ესმერალდა ვიდრე ტეარიელს ნესტანი... ვიდრე შოთას თამარი! მიყვარხარ ენამწარევ! ყურთან მიჩურჩულა და ისე ჩამეხუტა ძვლებმა ტკაცანი დაიწყეს... მეც ბედნიემა მოხვიე ხელები და საყვარელი სურნელით გაბრუებულს ჩამეძინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.