ჩემი მორაგბე (დასასრული)
თვალები ნელ-ნელა გაახილა . ჩემს დანახვაზე გაეღიმა , ტუჩები ყელზე მომაწება . - დილამაშვიდობისა დეაკო , - არასდროს მომწონდა სახელებს "კოს" ,რომ უმატებდნენ . ლაშას ნათქვამი სულ სხვა ემოციებს იწვევდა ჩემში . ისეთი შეგრძნება მრჩებოდა თითქოს სახელში აქსოვდა ყველანაირ ნაზ და წრფელ გრძნობებს . კიდევ უფრო ძლიერად მომიქცია მის მკლავებში . - ასე კარგად მგონი არასდროს მძინებია , - ბედნიერმა ამოვილაპარაკე , - შენ როგორ გეძინა ? - ძალიან მშვიდად , ასე ტკბილად ბავშვობაში დედაჩემის მკლავებში მეძინა მარტო . *** შუადღემდე არაფერი გვიკეთებია , ყველაფერზე ვილაპარაკეთ , მის მკლავებს არ მოვშორებივარ. ტოსტები რომ არ გამეკეთებინა შიმშილით დავიხოცებოდით . - ცოტახნით სახლში უნდა გავიარო , მოსაწესრიგებელი ვარ . მერე მოგაკითხავ და ჩემს სახლში წავიდეთ . ჩემი მშობლები მინდა გაგაცნო , - ვიცოდი რომ ჩემზე სერიოზულად ფიქრობდა ,მაგრამ მაინც საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი . თან ცოტა არ იყოს მრცხვენოდა მათთან შეხვედრა . - რა იყო დეა ? - მდა ... არაფერი , უბრალოდ გამიკვირდა . ჩემი აწითლებული სახის დანახვაზე უცნაურად ჩაეღიმა. - რა არის გასაკვირი მაგაში ? აქამდეც წაგიყვანდი ,რომ არა ამხელა მანძილი . შენ ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი ხარ ! მინდა ,რომ არასდროს შეგეპაროს ეჭვი იმაში , რომ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ , კარგი? - იცი , მე ადრე შენი მშობლები ნიკამ გამაცნო ,მაგრამ მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო და ... - ჩემი ლომი , - თვალებ აციმციმებული მისკენ გავიქეცი და ძალიან ძლიერად ჩავეხუტე , ისე ძლიერად ყველა ნეკნის ტკაცუნი მესმოდა . ვეკო მალევე მოვიდა ლაშას წასვლიდან . ორივეს გარდერობი გადმოვყარეთ და საღამოსთვის სასურველ კაბას ვეძებდით . ვეკო უფრო გამომწვევ ტანსაცმელებს მირჩევდა , მე კი უბრალოდ რამე სადა მინდოდა . - კარგი რა , ამ კაბას რას უწუნებ ? - ძალიან მყვირალა ფერის კაბა დამანახა . - განა რამეს ვუწუნებ , უბრალოდ ახლა სულ სხვა რაღაც მჭირდება. საბოლოოდ არჩევანი ხორცისფერ მუხლებამდე კაბაზე შევაჩერე, რომელზეც ძალიან ლამაზი პატარ-პატარა წითელი ფერის ყვავილები ეხატა , წითელი ბალეტკები მოვირგე ფეხზე. თმები ვეკომ დამიწნა ძალიან სადად . შეუმჩნეველი მაკიაჟი გავიკეთე და მზად ვიყავი . შემეძლო თავისუფლად მეთქვა, რომ კარგად გამოვიყურებოდი. ჩემი საყვარელი სუნამო შევისხი , ნარცისოს სუნნელმა საოცარ განწყობაზე დამაყენა. ლაშაც მალევე მოვიდა , ძალიან მოეწონა ჩემი ჩაცმულობა და რა თქმა უნდა, მე. ვერ ვიტყვი , რომ არ ვნერვიულობდი მანქანაში სანამ ლაშას სახლში მივიდოდით . უბრალოდ ჩემი ლომი იმდენად მარწმუნებდა ,რომ სანერვიულო არაფერი იყო მალევე დავმშვიდდი . როგორც გავიგე მათმა ოჯახმა ჩემს შესახებ ძალიან ბევრი რამ იცოდნენ. ყველა ძალიან თბილად შემხვდა , მითხრეს რომ აეროპორტში რამდენჯერმე დამინახეს ლაშას ჩამოსვლის დღეებში . მთელი ოჯახი დიდ სინათლეს ასხივებდა . ნიკა ჩემი იქ ყოფნის მანძილზე ჩემს სახეზე იცინოდა . მაკას და ოთარს საოცარი იუმრის გრძნობა აღმოაჩნდა . ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. - როდის აპირებთ უფრო სერიოზული გახადოთ ურთიერთობა ? - მალე , - ხმამაღლა ამოილაპარაკა ლაშამ , - ველოდები როდის დაასრულებს დეა უნივერსტეტს რომ შუაზე არ გავიხლიჩოთ , ზაფხულამდე ეს არ მოხერხდება .მერე მეც ივნისის ტესტები მეწყება და თავისთავად აქ საერთოდ არ ვიქნები ... როცა ორივეს არაფერი შეგვიშლის ხელს მაშინ დადგება ეგ დღე , - ძალიან გამეხარდა , რომ ჩემზე ასე ფიქრობდა , მესიამოვნა რომ მელოდებოდა ,მანამ სანამ მზად არ ვიქნებოდი ... - ძალიან მიხარია თქვენი ამბები , ასეთი საყვარელი გოგო შენს ხელში მეცოდება დედა , - მაკამ ისე სასაცილოდ თქვა ეს სიტყვები რთული იყო არ გამცინებოდა . - ოჰ , დედა . ოჰ , დედა , მე როდის დამაფასებ ერთი ? - ლაშაც ამყვა სიცილში . - მთელი ცხოვრებაა გაფასებ ! *** მერე ისევ ის განმეორდა რაც ყველაზე მეტად არ მიყვარდა . ისევ აეროპოტი ... დამშვიდობების მომენტი იყო გაუსაძლისი ,მაგრამ ვიცოდი რომ ეს უნდა მომხდარიყო . ამაყი ვიყავი მისით . უბრალოდ გულს ვერაფერს ვუხერხებდი . მის გარეშე ყველაფერი სისულელედ მეჩვენებოდა . ერთადერთი რაც მამშვიდებდა - ვიცოდი , რომ მალე დაბრუნდებოდა . უხმოდ გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს . არანაკლებ განიცდიდი თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს ჩემს გარეშე. მერე ისევ გაიშვიათებული ზარები . აუტანელი მონატრება... რამდენიმე დღე საერთოდ არ ეცალა , იშვიათად თუ დამირეკავდა ხოლმე ისიც საღამოობით , ვარჯიშის შემდეგ . ის დრო კი ყველა თბილ სიტყვას ვეუბნებოდი რაც კი ვიცოდი , თითოეული ბგერით ვეფერებოდი ასე შორიდან . ისე სევდიანად მიყურებდა ხოლმე მე რომ გულს ძალიან მტკენდა. მერე იყო ლაშა კიდევ უფრო ემოციური . ძალიან მაგრად ჩაიარა მატჩმა . 24-7 დაამარცხეს ბორჯღალოსნებმა რუსეთი . სიამაყის გრძნობა ბატიბუტებივით მასკდებოდა სხეულზე. ლაშა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა . აღარ ვიცოდი იმ გრძნობისთვის რა მექნა რასაც ვგრძნობდი . ყველას ვუმეორებდი რომ ლაშა ჩემი იყო . მერე იყო მორიგი შეხვედრა და- ჩვენ რომლებიც ერთმანეთის გარდა ვერავის ვამჩნევდით . მომდევნო დღეები ხშირად ვერ ვნახულობდი სულ ვარჯიშები ჰქონდა . რამდენჯერმე ვესტუმრე მაკას და ოთარს. ვამჩნევდი რომ მათ ძალიან მოვწონდი . დედა და მამა რუმინეთის მატჩამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდნენ . დედას ყველაფერს ვუყვებოდი ლაშას შესახებ , მამაც ასე თუ ისე ყველაფერი იცოდა .ორივე ძალიან გახარებული იყო ჩვენი ამბებით . მატჩის წინა ღამეს ლაშამ დამირეკა ტელეფონზე , მთხოვა მამასთვის მიმეცა ტელეფონი . დიდხანს საუბრობდნენ , ბოლოს მამამ მითხრა რომ მოვმზადებულიყო . გაურკვევლობაში ვიყავი , არ ვიცოდი რა ხდებოდა ან რატომ უნდა გამოვპრანჭულიყავი . ბევრი არ მიფიქრია ტანსაცმელეზე , ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი და თმები გავიშალე . მისაღებში დაბრუნებულს ლაშა დამხვდა სავარძელში მჯდომი , ჩემს მშობლებს ესაუბრებოდა . ასეთი სერიოზული ცხოვრებაში არ მენახა . ჩქარი ნაბიჯით წავედი მისკენ და ძალიან ძლიერად ჩავეხუტე . გამიღიმა და წავედითო... *** როცა თვალები გავახილე ჩემთვის უცხო ბინას მოვავლე თვალი . ყველგან წითელი სანთლები ენთო . ერთი მაგიდის და ორი სკამის გარდა მისაღებში არაფერი არ იყო . სახლს ეტყობოდა რემონტდებოდა . გაურკვეველი მზერით შევხედე . - მოდი აქ დაჯექი . სკამზე ჩამოვჯექი , თვითონ მუხლებზე დადგა , ხელები ჩემს მუხლებზე დააწყო და ძალიან დიდხანს მიყურა თვალებში . - მინდა როცა შენთან ჩახუტება მომინდება მანძილი არ გვაშორებდეს ერთმანეთს . მინდა სულ ვგრძნობდე შენს შეხებას . მინდა ყოველთვის მათრობდეს შენი სურნელი. პატარ ბიჭი აღარ ვარ უკვე , ვიცი რა მინდა , ისიც ვიცი რა მჭირდება . მე კიდე შენს გარდა არაფერი მჭირდება .დავიღალე , თვეში რამდენჯერმე შენი ნახვა არ მყოფნის . ვიცი შენც ჩემსავით როგორ გიჭირს . ასე გაგრძელებას აღარ ვაპირებ იცოდე. - მოიცა ... რისი თქმა გინდა? - მადროვე. როგორც კი გამოცდებს ჩააბარებ და სწავლას დაამთავრებ მინდა ჩემთან გადმოხვიდე . უბრალოდ საქართველოში დიდ დროს ვეღარ გაატარებ . უმეტესად სულ საფრანგეთში იქნები ჩემთან ერთად . ეს ბინა კი ჩვენი მომავალი ბუდეა . ზაფხულზე დასრულდა რემონტი. მე უბრალოდ შენი თანხმობა მჭირდება . დეა ,ცოლად გამომყვები? - მთელი ხმით ავზლუქუნდი , თვალებზე დავუწყე ფერება . დავიხარე და მთელი გრძნობით ვაკოცე . - ანუ ? - ანუ გამოგყვები ! ოღონდ ერთი იცოდე გამოცდებამდე გავხდები შენი ცოლი . რატო უნდა გავწელოთ დრო ტყუილად . როგორ მიყვარხარ ლაშა ნეტავ იცოდე . მთელი გრძნობით მეფერებოდა. იცით იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო ... *** 19 მარტს მთელი დინამო გადაჭედილი იყო . უამრავ ადამიანს სახეზე საქართველოს დროშა ეხატა . ასე ერთიანი არასდროს ვყოფილვართ . ამინდიც ხელს უწყობდა ბიჭებს მოსაგებად . ჩემს გვერდით ლაშას მშობლები ისხდნენ და ჩემი მშობლები . ცოტა იქით ჩვენი მეგობრები . ყველა ერთად ვგულშემატკივრობდით '' ბორჯღალოსნებს" . თამაშის დაწყებიდანვე უპირატესობა გვქონდა რუმინეთთან . თითქმის უშეცდომოდ იბრძოდნენ . ჩემი თბილი და მშვიდი ლაშასგან აღარაფერი იყო შემორჩენილი . თამაშის დროს სულ სხვანაირი ხდებოდა . რამდენიმე ლელო დადო . ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა .თითოეული ბორჯღალოსნები ნამდვილი გმირი იყო 19 -ში . მერე იყო ის ყიჟინა რასაც იმსახურებდნენ . მთელი ხმით მათ სახელებს გავყვიროდი , თითქმის ყველა ასე იყო . ჩემი მშობლებს სახეზე უზარმაზარი სიამაყე ეწერათ . საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 38: 9 დარჩა . არავინ უშვებდა ლაშას ჩემამდე . ერთი ჯურნალისტიდან მეორე ჟურნალისტთან "გადადიოდა" . მთელი გულით უცინოდა ყველას . ვხედავდი ჩემთან ერთად ისიც არანაკლებ ამაყი იყო . მერე იყო მისი გაოფლილი სხეული ჩემზე აკრული ... ერთ დღეს მე და ლაშა კაფიდან გამოსულები სახლში ვბრუნდებოდით , როცა მგზავრობის დროს ძალიან მაგარი იდეა გამიჩნდა . - ლაშუკა , - აღტაცებულმა ვუთხარი. - ოხ დეა , ეს ლაშუკა რა არის ეგ გამაგებინა , - ამოიბუზღუნა . - მაშინ დეაკო რა არის ? - ჩემი ირონიული სახის დანახვაზე ჩაეღიმა. - შენ გიხდება კიდეც , მაგრამ ლაშიკო ძალიან ცუდად ჟღერს . - ოხ , შენ ვინ ხარ . იცი , რა მოვიფიქრე? - ჰო , ვიცი . - მოიცა , - ენა დამებანა , - საიდან იცი ? - ზოგჯერ რა სისულელეს იტყვი ხოლმე , საიდან უნდა ვიცოდე რაზე მეუბნები . ვანგას ვგავარ ? - ჩაეღიმა , მეც გამეცინა . ზოგჯერ მართლაც რა სისულელეს ვიტყვი ხოლმე. - იცი სად მოვაწეროთ ხელი ? - აღტაცებულმა ვუთხარი . - დეა , ნუ გადამრიე . საიდან მეცოდინება . - სად და მოედანზე , - რაღაც ძალიან უჩვეულო სახე მიიღო ჩემს ნათქვამზე , თავიდან გაეღიმა შემდეგ გადაიხარხარა. - მოიცა , მეღადავები? - არა , რატო უნდა გეღადავებოდე ? მინდა რომ ჩვენი ქორწილი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს . წარმოიდგინე რა მაგარი იქნები შორტებში , ''გამაშში'' , პერანგში და ბაბთაში . მე კიდევ შორტში და შენი მაისურში . ჰო კიდევ გვირგვინი და ფატა მეკეთება . დამსწრეებიც კი ჩვენსავით უნდა იყვნენ . მოედანიც ისე მოვრთოთ როგორც შესაძლებელი იქნება . , - გაოცებული მიყურებდა . ბოლოს იქამდე მივიყვანე ყველაფერი სანამ ეს დეა თვითონაც არ მოეწონა . დიდი დრო არც გვქონდა ამ ყველაფრის გასაკეთებლად , მხოლოდ 5 დღე . ერთ კვირაში ისევ საფრანგეთში ბრუნდებოდა . ასე შეიძლებოდა უფრო გაგვჭირვებოდა ,მაგრამ ამასაც გადავიტანდით . ივლისში კი ერთი წამითაც ვერ მომიშორებდა . ზაფხულში ივნისის ტესტები ეწყებოდა ლაშას , ივლისის დასაწყისში საქართველოში ბრუნდებოდა მე კი იმ დროს უნივერსტეტი დასრულებული მექნებოდა და თავისფულად შეგვეძლებოდა ერთად ცხოვრება. ჩვენი იდეით დიდად ჩვენი მეგობრების გარდა არავინ აღფრთოვანებულა . დედამ და მამამ როცა ეს ამბავი გაიგეს იმ დღესვე თბილისში ჩამოვიდნენ . ყველა ერთად ცდილობდა დაგვხმარებოდა. ზოგი ფატის ამბავს აგვარებდა , ზოგი შორტების , ზოგი დეკორაციების გაკეთებას მოედანზე . ყველას გადანაწილებული ჰქონდა თუ რას გააკეთებდნენ . ლაშამ ყველა ბორჯღალოსანს გააგებინა ქორწილის შესახებ . ზოგი საგანგებოდ ჩვენთვის ჩამოვიდა საფრანგეთიდან . მთელი ხუთი დღე რომელ "ბაზრობაზე" არ დადიოდნენ დეკორაციებისთვის . მაისურებზე ლაშა და დეა ეწერა . მე ლაშას მაისურზე დამიწერა მკერავმა ჩემი სახელი . ორივეს 8 ნომერი უნდა გვცმოდა . ჩემი ზომის ბუცები ძლივს ვიპოვე. დიზაინერები დავიქირავეთ , მათთან ერთად ვატო და ნიკა იყვენენ უმეტესად . თითქმის ყველაფერს იწუნებდნენ . ხან რა მოწონდათ , ხან რა არ მოწონდათ. ძალიან რთული გასაკეთებელი იყო ეს ყველაფერი , რადგან არავინ იყო დიზაინერი ისეთი რომელსაც ოდესმე სტადიონის დიზაინი გაეკეთებინა . სანამ ჩვენი ბინა გარემონტდებოდა მანამდე ლაშას მშობლებთან გადავიდოდით . ლაშამ მითხრა სანამ მე ჩამოვალ ისევ ვეკოსთან იყავიო ,მაგრამ მერჩივნა ჩემი ბიჭის სახლში მეცხოვრა . წინა დღეს იმდენი საქმე მქონდა სახლში როგორც კი შევედი მაშინვე ჩამეძინა . დილის ცხრა საათზე გამეღვიძა ... დედა და მაკა აქეთ იქეთ დარბოდნენ , რაღაცებს აწესრიგებდნენ . სააბაზანოში შევედი , დიდხანს ვინებივრე წყლის ქვეშ . სახის და ტანის კრემი წავისვი და საძინებელში დავბრუნდი . ვეკო იქვე მელოდებოდა. - გოგო , რით ვერ გადაეჩვიე საათობით სააბაზანოდან გამოსვლას? - შენღა მაკლიხარ , - გავუცინე , დილიდან მშვენიერ განწყობაზე გამეღვიძა. - ვიზაჟისტები არიან მოსულები და გელოდებიან . მერე იყო საშინლად დამღლელი პროცედურები , მაგრამ ამად ღირდა . იმდენად მომეწონა ჩემი თავი ლამის სარკეში შევვარდი . შორტები და მაისური ჩავიცვი , ფატა გავიკეთე . - ვეკოო , -მთელი ხმით დავიყვირე ,- შემოდი ერთი წუთით . მალევე გაჩნდა საძინებელში , ჩემს დანახვაზე იმხელაზე იყვირა "ვაუ" ცოტა არ იყოს შემეშინდა . აღტაცებული მიყურებდა. - ყველაზე მაგარი პატარძალი ხარ ! , - მთელი ძალით მომეხვია . - მადლობა, გოგო , არ იცი გვირგვინი სად არის? - კი , მოიცა , - კარადიდან ყუთი გადმოიღო , გახსნა და ჩემი პატარა ,მაგრამ ულამაზესი გვირგვინი მომაწოდა . - ასეთ რამეს შენს გარდა ვერავინ მოიფიქრებდა . ოთახში ყველა ჩემი ნათესავი შემოლაგდა . დედა და მაკა მთელი გულით მიკრავდნენ გულში . "ჩემი პრინცესა" - ყურში ჩამჩურჩულებდნენ ... *** მოედანზე შესულს სრული შოკი დამემართა ვერც კი ვიფიქრებდი ყველაფერი ასე კარგი რომ გამოვიდოდა . ლაშას მეჯვარე "ბორჯღალოსანი" იყო , ჩემი კი ვეკო. იმდენად სიმპატიურად გამოიყურებოდა ლაშა სული შემეხუთა . ბიჭებს ყველას ერთნაირად ეცვა , ქალებს ბორჯღალოსნების მაისურები და შორტები მხოლოდ . იდგა და მელოდებოდა , ვუღიმოდი და ისიც მიღიმოდა . ვთხოვდებოდი იმ ადამიანზე რომელიც ყველაფერს მირჩევნია . მისი ერთი გაღიმებაც ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის . აღტაცებული მიყურებდა , მივუახლოვდი თუ არა ყელში მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა : - საოცრება ხარ , ჩემი საოცრება ! - ხმა ჩახრიწიანებოდა . მერე თითქოს ვეღარაფერს აღვიქვამდი , თითქოს სიზმარში ვიყავი . ძლივს გავარჩიე ჩემი ნათქვამი "თანახმა ვარ " . ჩემი ცხოვრება ნამდვილად წარმოუდგენელ სიზმარს ჰგავდა . იმდენად ბედნიერი ვიყავი ბედნიერებამ დამამუნჯა. ახლა ის ხდებოდა რაზეც ოცნებაც არ ღირდა . მე მყავდა ქმარი , რომელიც ყველაფერს მერჩივნა . ჰო , ქმარი ! ჩემი ქმარი! ეს ისე უცხოა ჩემთვის და იმდენად უცნაური ... მინდოდა მთელ ხმაზე მეყვირა რომ ჩემი ქმარი იყო .სამაგიეროდ თვითონ გააკეთა ის რისი გაკეთებაც მე მინდოდა . - დეა , ჩემია . ჩემი ცოლიააა! - მთელ ხმაზე ყვიროდა , ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს . სულ სხვანაირი იყო ახლა . ორჯერ მეტად ამაღლებულიყო ჩემთვის . სინათლეს ასხივებდა . - ლაშა ,ჩემია ! ჩემი ქმარია , - მართალია მისნაირი ხმა არ ამომსვლია ,მაგრამ არც არაფერი დაკლებია . ჩემს ყვირილზე ორივეს გულიანად გაგვეცინა . ჩამეხუტა და მთელი სინაზით მაკოცა. ყვავილი ვეკომ დაიჭირა . "ბორჯღალოსნებმა" ორივე მაღლა აგვაგდეს რამდენჯერმე და დაგვიჭირეს . შამპანიური გავხსენით და ცოტა დავლიეთ . მერე კლუბში წავედით , რომელზეც ვეკო ზრუნავდა . ყველაფერი ისე ლამაზად გამოიყურებოდა მეშინოდა რამე არ გამეფუჭებინა . იმდენი ვიცეკვეთ მე და ლაშამ ფეხზე ძლივს ვიდექით . სასმელიც საკმაოდ ბევრი დავლიეთ , იმის მიუხედავად რომ ლაშას სასმელი არ უყვარდა . ყველა ძალიან ერთობოდა . არ ყოფილა ჩემთვის უაზრო ტრადიციები და საბოლოოდ ჩხუბით დასრულები ქორწილი. ეს იყო ქორწილი სადაც არავინ იყო მოწყენილი . უკლებლივ ყველა ასაკის მიუხედავად იდგა და ცეკვავდა . შემდეგ ბორჯღალოსნებმა მე და ლაშას საოცარი სიმღერა მოგვიძღვნეს . ვერც კი ვიფიქრებდი ასეთი ხმები თუ ჰქონდათ . სულგანაბულები ვუსმენდით , ბოლოს იმდენი ვიტირე ძლივს დავწყნარდი , ამდენი ემოცია ერთ დღეში ჩემთვის რთული "ასატანი" იყო . ტაქსით წავედით წყნეთში , იმდენად მთვრალი იყო ყველა საჭესთან ვერავინ დაჯდებოდა . საოცრად ლამაზ სახლში ამოვყავი თავი . სინათლე აანთო თუ არა თვალში ეგრევე ლამაზად გაშლილი პატარა სუფრა მომხვდა . სავარძელი დავინახე თუ არა მთელი სისწრაფით დავხტი ზედ . ჩემს დანახვაზე ლაშამ კარგახანს იცინა . ბუხარში შეშა შეალაგა და აანთო , საოცრად კარგი გარემო შეიქმნა წამებში . პატარა ,მაგრამ ძალიან კომფორტული და მყუდრო იყო სახლი . პირველი სართული მთლიანად მისაღები და ერთი კუთხე მთლიანად ბარი იყო . იქვე მოწყობილი სამზარეულოს მსგავსად პატარა კუთხე, მეორე სართულზე ორი ოთახი და სააბაზანო . მაღლა ასასვლელად ამ ოთახიდან კიბე ადიოდა . ორივე ბუხართან ერთმანეთზე ჩახუტებულები ვიწექით , ხმას არცერთი ვიღებდით . არც გვქონდა რამის თქმის თავი იმდენად ვიყავით სასმელისგან გაბრუებულები . თვალებს ძლივს ვახელდით იმდენად გვეძინებოდა . ძლივს ავწიეთ ტანები და საძინებელში ავედით . არაფრის თავი გვქონდა საერთოდ . წყალიც ვერ გადავივლეთ . ძალიან უცნაური წყვილი ვართ ... დავწექით თუ არა მაშინვე ჩაგვეძინა . საოცრად ტკბილად მეძინა მის მკლავებში მომწყვდეულის კვალობაზე . რაღაც მაწუხებდა ,მაგრამ რა ვერ ვხვდებოდი . თვალები ,რომ გავახილე უკვე გათენებულიყო . ვერაფრით მოვისვენე , მერე აღმოვაჩინე რომ ფატით ჩავწოლილიყავი . პრინციპში როგორ მეძინა ამხელა ფატით ასე ტკბილად ეგეც მიკვირს . ლაშასკენ გადავბრუნდი ძილში ტუჩები გაბუშტოდა , იმდენად მინდოდა მისი ბაგეების დაგემოვნება ვერაფრით მოვითმინე და ვაკოცე . ოდნავ შეიშმუშნა და ძილი განაგრძო . საწოლიდან მალევე ავდექი წყლის გადასავლებლად წავედი სააბაზანოში . დიდხანს ვინებივრე წყლის ქვეშ . ტანი გავიმშრალე თხელ საკმაოდ მოკლე ხალათს დავწვდი და მოვიცვი . საძინებელში დაბრუნებულს ლაშა გაღვიძებული დამხვდა . საწოლზე იწვა და ნებივრობდა . - რაო გაიღვიძეთ პრინცო? - გადავიხარხარე და საწოლზე დავახტი . - ოჰ, როგორ გაცუღლუტი , - თვალებში ორივეს ბინდი ჩაგვდგომოდა . მკლავზე ნაზად დამისვა ხელი , გავინაბე . ხელებს უმისამართოდ დაატარებდა ჩემს ტანზე . მთელ სხეულზე ჟრუანტელი მივლიდა . - საოცარი ხარ, ყველაზე ლამაზი , - ჩუმად ბურტყუნებდა ...ძალიან ნაზად მიკოცნიდა ჯერ ერთ ბაგეს შემდეგ მეორეს . ნელ-ნელა ვეღარაფერს ვუხერხებდი ჩემს ემოციებს ... *** - სულ რატომ ბურდღუნებ? მაცადე , დეა მოგეფერო . - კარგი რა , ახლა რომ ჩვენები ამოვიდნენ საძინებელში მაინც ავიდეთ , - ამოვიწუწუნე. - ნუ , გადამრიე , - გაეცინა , - ვინ უნდა მოვიდეს? ყველა გავაფრთხილე ეს ორი დღე არავინ დამენახოს ; ეს ორი დღე მხოლოდ შენი ვარ გოგონი , - მთელ ხმაზე გადაიხარხარა და ჩემი ფერება განაგრძო . იმდენად კარგი იყო მასთან რომ შეიძლება აღარსად გამეშვა . რა თქმა უნდა, ვხუმრობ . ვხვდები ,რომ ხელი არ უნდა შევუშალო იმ საქმეში რაც უყვარს . რაგბი მისი ოჯახია , ერთი დიდი ოჯახი... ლაშას დიდი ოჯახი ყავს - ჩვენი პატარა ოჯახი რომელიც ჯერ-ჯერობით ორი ადამიანისგან შედგება, მშობლები , ნიკა და რაგბი . მთელი ეს ორი დღე ერთმანეთით ვერ ვძღებოდით , სახლიდან თითქმის არ გავსულვართ . გვინდოდა ამ ორ დღეში ყველაფერი მოგვესწრო , რაც შეუძლებელი იყო . რამდენჯერმე ფილმსაც ვუყურეთ . კომედიური ჟანრის , იმდენი ვიცინეთ ახლა მტკივა მუცელი . საჭმელების კეთებას მასწავლიდა , კიდევ ვიტყვი საკმაოდ უცნაური წყვილი ვართ . რა ვქნა მას ჩემზე უკეთესი ხელი აქვს , მე სალათებიც იშვიათად გამომდის კარგი ,მაგრამ მთელი გულით ვცდილობდი რამე ნორმალური გამეკეთებინა მისთვის . თვითონ ხაჭაპური გააკეთა , მე სალათები . ის ერთი ნაჭერი ხაჭაპურიც ჯობდა ჩემ სალათებს ,მაგრამ ამას როგორ ვაღიარებდი მასთან . - ნელ-ნელა ისწავლი , - გაეცინა. - ასეთ გემრიელ ხაჭაპურს მეგონა ბებოს გარდა ვერავინ აკეთებდა , სად ისწავლე? - კაცი , რომელიც მარტო ცხოვრობს ის ყველაფრის კეთებას სწავლობს . - ჩემი მაგარი ბიჭი , - ჩუმად ამოვიჩურჩულე და ტუჩები ყელში მივაწებე , - მინდა რომ ჩვენი ოჯახი ძალიან დიდი იყოს . - ასეც იქნება , ვიმუშაოთ ამაზე , - გაეცინა და მერე ისევ საძინებელში ამოვყავი თავი ... ესეც დასასრული ... შეიძლება ბანალური გამომივიდა , არ ვიცი ... მადლობა ვინც მომყვებოდა , შევეცდები ახალი ისტორიით მალე დავბრუნდე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.