თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (13)
დილით იმაზე ბედნიერს გამეღვიძა ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება... მაშინვე ვიგრძენი წელზე დაძარღვული ხელი და ტანში სასიამოვნოდ გამცრა.... ცხვირი კანზე გავუხახუნე და მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა... მაშინვე დაუბუსუსდა კანი და გამარჯვებულის ღიმილით ავხედე.. -დილამშვიდობის ენამწარევ! ჩვეულებრივზე ბოხი ხმით მომესალმა და წელზე თითები აათამაშა.. -შენ რო დაგინახავ დილით პირელს ის დღე მშვიდობიანი ვერ იქნბა... უცებ წავკბინე და მის გაბრაზებულ სახეზე გამეცინა.. -ეგრე ხო! შეპარული ღიმილით მითხრა და მაშინვე ტუჩებზე მეცა... უჰაერობამ რო შეგვაწუხა მხოლოდ მაშინ მომშორდა და ტუჩებზე ენის წვერი გადაისვა... -ეხლა მე წავალ, თორემ ის შენი დარტყმული ძმა შემოვარდება და არ მაქ აქ "რაზბორკების" თავი... წასვლისას კიდევ ერთხელ მაკოცა და ფანჯრიდან გადაძვრა... დებილივით ვიჯექი ლოგინში და მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი... მეღიმებოდა, მაგრამ რაზე მეთვითონაც არ ვიცოდი... უცებ წამოვდექი ლოგინიდან თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი.. -დილამშვიდობის დე, ყავა გამიკეთე რა... -კარი რა მარიამ, რამდენ ყავას სვამ თან უშაქროს, არ შეიძლება დედა ასე.. დილიდან დაიწყო ლექციების კითხვა და ხასიათიც წამებში მომიშხამა... -კარგი რა დედა არაფერი დამემართება ნუ ნერვიულობ.. მამა სადაა? უცბ გადავიტანე ლაპარაკი სხვა თემაზე... -ოთახშია... მოკლედ მიპასუხა და თავის საქმე განაგრძო... მეც უცებ წამოვხტი ფეხზე და ოთახისკენ გავიქეცი... -მამიკო როგორც კი კარები შევაღე მაშინვე მოთაფვლა დავიწყე და მისი ღიმილიც დავიმსახურე.. -რამდენი გინდა? სიცილით მითხრა და ჯიბიან საფულე ამოიღო.. -რამდენს მომცემ? თვალები ეშმაკურად ავათამაშე და გვერდზე მივუჯექი... -ორმოცდაათი გეყფა? -ვიმყოფინებ... უცებ ვუთხარი, ფული გამოვართვი და ლოყაზე ვაკოცე.. -წავედი მე შემოსასვლელიდან გავძახე და კარები გამოვაღე... -და ყავა მარიამ? სამზარეულოდან გამოყო თავი დედაჩემა და ჭიქა დამანახა -გოგოებთან ერთად დავლევ უცებ მოვძებნე გამოსავალიც და კარები გამოვიხურე... ღიმილით ჩავირბინე კიბეები, ტელეფონი ამოვიღე ნინუცასთვის უნდა დამერეკა, უცებ რაღაც მკვრივს რომ შევასკდი და რომ არა მისი ძლიერი ხელები აუცილებლად ძირს დავეცემოდი... -უკაცრავად ვერ დაგინახეთ.. ლოყებ აწითლებულმა ვუთხარი და ნელა ავწიე თავი.. როგორც კი ნაცნობი სახე დავინახე უცებ გამეღიმა.. -დემეტრე? ცოტახანი გაკვირვებულმა მიყურა, მერე მიხვდა ვინც ვიყავი და რაღაცნაირად გამიღიმა... -ააა გოგონა პლიაჟიდან რომელსაც მეგობარში ავერიე... მარიამი ხომ? ეჭვის თვალით გამომხედა და ტუჩის კუთხე ღიმილის ნიშნად ჩატეხა... -კი მარიამი ღიმილით დავეთანხმე და სიჩუმემაც დაისადგურა... -ხო აქ საიდან მოხვდი? ღიმილით შემოავლო თვალი.. -მე აქ ვცხოვრობ და შენ? -რა პატარაა საქართველო? -რატომ? გაოცება ვერ დავმალე და კითხვის ნიშნის თვალებით გავხედე.. -უკვე მეც აქ ვცხოვრობ, რამდენიმე დღის წინ ვიყიდე ბინა მეექვსე სართულზე.. უცებ ამიხსნა სიტუაცია და გაღიმებულმა გამომხედა... -ჩემზე ერთი სართულით ქვემოთ ყოფილხარ... კარგი ეხლა წავალ... -კარგი შეხვედრამდე.. სიცილით დავემშვიდობეთ ერთმანთს და ჩვენ-ჩვენ გზაზე წავედით... -ნინუცა დაურეკე გოგოებს და კაფეში შევიკრიბოთ რა... როგორც კი ტელეფონში ზუმერის ხმა შეწყდა მაშინვე დავიწყე ლაპარაკი და ვეღარც გავჩუმდი... -აე.. აე.. ამოისუნთქე და ნინიასთან და ვატოსთან ამო აქ ვართ ყველანი, ოღონდ ერთი შენნაირი დარტყმული რო გვყავს კიდე იმას დაურეკე და ორივე ამოდით... -ეხლა შენ ამოისუნთქე და ოც წუთში მანდ ვარ... სიცილით ვუთხარი და ტელფონი გავუთიშე.. მაშინვე ავკრიფე უკვე კარგად ნაცნობი ნომერი და სასურველი ხმის გაგონების მოლოდინში გავიყუსე... -ზუკა სად ხარ? როგორც კი გავიგე ხმა მაშინვე ლაპარაკი დავიწყე და უნებურად გამეღიმა... -რა იყო მარიამ, ჯერ ერთი დღეა შეყვარებულები ვართ და უკვე მაკონტროლებ?! სიცილით მითხრა და რომ წარმოვიდგინე ეხლა რა სახით იქნებოდა ნერვების მოშლის მაგივრად გულიანად გამეცინა... -კარგი მოვრჩეთ სისულელეებს მართლა სად ხარ? -სახლში რა იყო? -ვატოსთან და ნინიასთან მივდივარ და შენნაირ დარტყმულსაც დაურეკე ამოვიდესო და გირეკავ... -აჰამ ანუ თუ იმათმა არ დაგირეკეს და არ გითხრეს შეყვარებულს დაურეკეო ისე არ დამირეკავ ხო? -აუ ზუკა კარგი რა... ნერვებ მოშლილმა გავუთიშე ტელეფონი და ფეხით დავუყევი გზას ახლად შეუღლებულებისკენ... ხუთი წუთიც არ იყო გასული ჩემი ტელეფონი, რომ ამღერდა... ზუკას ნომრის წაკითხვისას გამეღიმა, მაგრამ ვითომ მკაცრი ტონით ვუპასუხე... -სად ხარ? -რა იყო მაკონტროლებ? მისი პასუხი გავუმეორე და თვითკმაყოფილს გამეღიმა... -კაი რა მარიამ მართლა სად ხარ გამოგივლი ერთად წავიდეთ... უცებ დაუტკბა ხმა და ჩემი გაღიმებაც მოახერხა... -ჩემ სახლთან ახლოს რომ პარკია იქ ვარ მალე მოდი... უცებ ვაჯახე და ტელეფონი გავუთიშე.. დაახლოებით ათი წუთის ლოდინის შემდეგ პირდაპირ ჩემ წინ გაჩერდა მანქანა... -საით გაგიყვანოთ ლამაზო? -აუ რას ცანცარებ ამხელა ბიჭი რა... დროზე წადი თორემ მოგვკლავენ ორვეს.. მოჩვენებითი სიბრაზით ვუთხარი და მანქანაში ჩავხტი... -როგორც მიბრძანებთ ქალბატონო.. თეატალურად წარმოთქვა და სიცილით დაქოქა მანქანა.. მალევე მივედით წყვილის სახლამდეც, როგორც თბილისის კორპუსებისთვისაა დამახასიათებელი, ლიფტი არ მუშაობდა მეშვიდე სართულზე კი ფეხით ასვლა მოგვიწია, რაც არც ისე სასიამოვნო იყო... ბოლოს აქოშინებულები მივადექით ბინას და მანამ ვაკაკუნეთ სანამ კარები არ გაგვიღეს.. -წყალი... უდაბნოში მყოფივით ამოვილაპარაკე და მისაღებში შევესვენე.. -დაგაყარეთ ქისები ყველას და ვატატუნა ლიფტი რატო არ მუშაობს? როგორც კი სულ მოვითქვი მაშინვე გადავედი მთავარ სქმეზე და სავარძელში ოდნავ გავსწორდი... -მე რა ვიცი... -ხოდა მეორეჯერ მე აქ მომსვლელი არ ვარ.. უცებ გამოვიტანე განაჩენი და წყალი ბოლომდე გამოვცალე.. -ჩაიწი გოგო იქით დავიღალე ფეხზე დგომით.. უცებ გადაიტანა ზუკამ ლაპარაკი სხვა თემაზე და ისედაც პატარა სავარძელში ჩემთან ერთად დაჯდა... ხელბს კი უმისამართოდ დააცოცებდა ჩემ ზურგზე.. ბურუსიდან გოგოების ფხკუნმა გამომიყვანა და უცებ გავიაზრე აც ხდებოდა, ფეხზე წამოვხტი და სამზარეულოში გავედი.. ჩემი გასვლა და ხუთვეს შემოვარდნა ერთი იყო... -გუშინ რატომ წახვედი? -ზუკა რატო გამოგყვა? -ეხლა ერთად რატომ მოხვედით? -სხვანაირად რატომ იქცევით? -ან ეს ერთად ჯდომა რას ნიშნავს? -ან საერთოდ რა ხდება გაგვაგებინე! ბოლოს ხუთივემ ერთ ხმაში მკითხა და სიცილიც ვეღარ შევიკავე.. ბოლო ხმაზე ვიცინოდი და კითხვებზე პასუხის გაცემას არც ვაპირებდი.. სიცილი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა, უცებ გავხსენი და ზუკას ნომრის დანახვისას გამეღიმა.. <<რა გაცინებს ეგრე ძალიან რომ აქ ისმის შენი ხმა?>> <<შენ უნდა ნახო რამდენი კითხვა დამაყარეს>> <<იგივე მდგომარეობაში ვარ>> <<ღმერთმა გაძლება მოგცეს>> <<შენც, აშკარად გვჭირდება>> ღიმილით მოვრჩი მესიჯობას და გაბრაზებულ გოგოებს გადავხედე.. -რა იყო? ვითომც არაფერი ისე ვკითხე და სამზარეულოს ბარზე შემოვჯექი.. -დაგისვათ კითხვები თუ შენით მოგვიყვები? სიტყვით გამოვიდა მარი და ყავის ჭიქა მომაწოდა... -რა უნდა მოგიყვეთ? ისევ ვაგრძელებდი თავის მოსულელებას, მაგრამ ისე მეცინებოდა დიდხანს ვერ გავძლებდი.. -მარიამ! -რა? -დროზე! ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი გოგონებს და მათ სახეებზე გულიანად მეცინებოდა... ერთი სიტყვის თქმა და მათი ათასი კითხვა ერთი იყო.. -მოკლედ ესე და ამგვარად მე და ზუკა ერთა ვართ ეხლა... -ვააა ხუთივემ ერთხმად შეიცხადეს და გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს... -აწი რა იქნება? დუმილი ნინამ დაარღვია და ეჭვისთვალით შემომხედა... -მე რა ვიცი ნინა?! ჯერ-ჯერობით ვართ ერთად და ვიქნებით და მერე აღარ ვიცი... -კარგით მოვრჩეთ ეხლა ამაზე ლაპარაკს და გავიდეთ გარეთ... უცებ წამოხტა ფეხზე მარი და სამზარეულოდან გავარდა... -ამან რო ერთი წამით დატოვოს მისი მიშო არ შეიძლება რა... მობეზებულად თქვა ნუკამ და თავ გააქნია... -მესმის... უცებ დაუბრუნა პასუხი მარიმაც და ყველას გაგვეცინა.. მისაღებში შესვლა და ბიჭების მოშტერება ერთი იყო.... -კარგით რა სიფათებით მიყუებთ, არ გამირეკია და სრულ ჭკუაზეც ვარ... უცებ წავიკითხე მათი ფიქრები და პირდაპირ ზუკას კალთაში ჩავუჯექი.. -ეს ნახეთ რა ყველაზე პატარაა და უკვე რა დღეშია.. -კაი რა მირო, ნუ აგივარდება თავში შენი შეყვარებული ჩემზე სამი თვი დიდი როა... მალევე დავუბრუნე პასუხი და ენა გამოვუყავი... -კარგით მოვრჩეთ კინკლაობას და დარწმუნებული ვარ ჩვენ ვატატუნას ექნება რამე დასალევი და ახალ წყვილს დაგვალოციებს ახალ სახლში... აციმციებული თვალები შეანათა ნიკუშამ ვაკოს და დარენილი ბიჭებიც აყვნენ... ოც წუთში უკვე ყველაფერი მზად იყო და დაწყვილებულები მივუსხედით სუფრას... პირველი როგორც ყოველთვის ღვთის სადღეგრძელო თქვეს, მერე მიყვა, მიყვა და კარგად შემთვრალები ვიყავით ჯერ სიყვარულის სადღეგრძლოზე რომ მიდგა... -ეხლა იცი რას გაუმარჯოს, გრძნობას რომლის გამოც ჩვენ ყველანი აქ ვსხედვართ და გრძნობას, რომელმაც ჩვენ ესე დაგაახლოვა ერთმანეთთან... -უცებ დაიწყო აჩიმ და ფეხზე წამოდგა - დიდხანს რო არ გავაგრძელო, სიყვარულს გაუმარჯოს, იმ სიყვარულს რომლითაც მე მიყვარს ჩემი ნინა, იმ სიყვარულს, რომლითაც მინდა რომ ის ჩემი ცოლი იყოს, იმ სიყვარულს, რომლითაც მინდა რომ ის ჩემი შვილების დედა გახდეს... ნინა, გამომყვები ცოლად? ჯიბდან პატარა, წითელი კოლოფი ამოიღო და ნინას წინ ცალ მუხლზე დადგა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.