შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მარჯანიშვილზე" (სრულად)


22-04-2016, 00:16
ნანახია 8 944

"მარჯანიშვილზე"
უბრალო გამვლელისთვისაც რომ გეკითხათ ყველა გეტყოდათ როგორი იყო პირველების ოჯახი. განთქმული იყო დათა პატიოსნებით და ალბათ სწორედ ამიტომ განიცადა მთელმა დოლიძემ მისი გარდაცვალება.ბავშვობის ფრაგმენტებიდან მახსოვს,როგორ დადიოდნენ ქუჩებში შავებში ჩაცმული ადამიანები და იოანა.მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო და ნათელ ფერებში შემოსილი დააბიჯებდა გამვლელებს შორის.რომ შეგეხედათ იტყოდით ამხელა ტკივილს როგორ უმკლავდებაო.გულწრფელი ღიმილი იცოდა,აი ისეთი მთელ შინაგან სამყაროს,რომ ამოგიტრიალებდა და გრძნობების ქარბორბალას დაატრიალებდა.
მერე დრო გავიდა.
წლებმა სხვა ცხოვრება მოიტანა.გრძელთმიანი იოანაც გაიზარდა,მაგრამ ღიმილი უცვლელი დარჩა.ისევ ტკეპნიდა დოლიძის ქუჩებს,ისევ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი და ისევ ნახევრად დაობლებული.
თუ დოლიძეზე გაივლიდით ყოველთვის გაგახსენდებოდათ იოანა პირველი.ბავშვობიდან გამოირჩეოდა განხვავებული გარეგნობით.ალბათ ამიტომ იყო მამამისმა მასსავით ლამაზი და განსხვავებული სახელი რომ დაარქვა.დათასთვის იყო მხოლოდ იოანა,დანარჩენებისთვის უბრალოდ ანა.ლამაზი ტანის პატრონი იყო,შორიდანვე ეტყობოდა საკუთარი თავის მოვლას რამდენ დროს უთმობდა.
ოჯახი ყავდა მცირერიცხოვანი,მაგრამ ყველასთვის მისაბაძი და სასურველი.დედამისი ელენე ცნობილი დიზაინერი და იოანას ერთადერთი მეგობარი იყო.მიუხედავად იმისა,რომ უმცროსი პირველი ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო,დამეფიცება,რომ ეგოისტი ან ჭირვეული არასდროს ყოფილა.ყოველთვის აკმაყოფილებდა ის რაც ჰქონდა და არასდროს იბრძოდა რაღაც მიუღწეველისთვის.სამაგიეროდ ჰქონდა ამბიციები ესწავლა კარგად და უცხოეთში წასულიყო.დედის დახმარებით იცოდა ამას აუცილებლად მიაღწევდა,მაგრამ გადაწყვიტა ყველაფრისთვის თავისით მიეღწია.
სიახლეები არასდროს აშინებდა,პირიქით განახლების მოყვარული იყო და არასდროს უკან არ იხევდა. ახლა კი თავისუფალი უნივერსიტეტის შესასვლელში დგას და რაღაც ახლისთვის ემზადება.სუნთქვითი ვარჯიშები წვალებით ჩაიტარა,გულში სამამდე დაითვალა და შენობაში მყარი ნაბიჯით შევიდა.აუდიტორიის კარების შეღებას აპირებდა,ვიღაცამ მეორე მხრიდან რომ დაქაჩა და თან გადაიყოლა.მწარე დაცემამ და ცივმა იატაკმა თითქოს სხვა პლანეტაზე გაგზავნა და სულ დაავიწყა პირველი დღის მარცხი.მერე იგრძნო ვიღაცის ხელებმა როგორ აწიეს და შეანჯღრიეს.თვალები ნელ-ნელა გაახილა და ბავშვურ,შეწუხებულ სახეს რომ გადააწყდა ჯანდაბაში მოისროლა სალანძღავი სიტყვები და გაჭირვებით გაიღიმა.
-ძაან გატკინე?-შეწუხებულმა ამოიოხრა.
-არა,კარგად ვარ-ღიმილით ჩაიბურტყუნა.არადა თავი ჯერ კიდევ გაბრუებული ჰქონდა.
-ექიმის კაბინეტამდე მიგაცილებ-მხარზე ხელი შემოხვია და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-საჭირო არ არის-უხერხულად შეიშმუშნა და ხელი გააშვებინა.
-მაგრამ...
-დაივიწყე-თავი გადააქნია და გზა განაგრძო.

****
ლექციის ბოლომდე აწუხებდა თავის ტკივილი.ლექტორის ხმა ბუნდოვნად ჩაესმოდა.იმდენად გაწელილი მოეჩვენა,რომ ლექციის დამთავრებისთანავე ემოციები მძაფრად გამოხატა და ფეხზე წამოხტა.მხედველობა დაებინდა და წაბარბაცდა.წვალებით გაიარა მანძილი კარებამდე და შენობა დატოვა.
სეირნობა უყვარდახოლმე.განსაკუთრებით მაშინ,როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობდა.გზაზე აპირებდა გადასვლას რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა და გამაყრუებელმა ხმამ კიდევ ერთხელ შეაჯახა დედამიწას.მერე, დღეს უკვე მეორედ,ვიღაცის თბილი ხელები იგრძნო და საბოლოოდ შეერწყა წყვდიადს.

****
მაქსიმე ნაკანი სიცხისგან გაბრუებულ პლეხანოვზე ცხოვრობდა.ყველაზე „ვიდუხა“ სიცილი იცოდა.მიდი ერთი გამოხედვა და გადამწვარი იყავი.პლეხანოვივით ცხელი იყო.გოგოების მთელი ჯარი დასდევდა ხოლმე უკან.ტიპი იყო რა,მიუწვდომელი,სიმპატიური,განსხვავებული.ვერავინ რომ ვერაფერს უბედავდა ისეთი.ნახევარი სკოლა მასზე ირეოდა.რომ გეთქვათ ნაკანთან ერთად გამივლიაო თავს მოიკლავდნენ და არ დაგიჯერებდნენ.დაგიჯერებდნენ და შეგეტენებოდნენ.
თვალები?
თვალები ჰქონდა რაღაც სასწაული. ლურჯი, კამკამა,ამოუცნობი, აი ისეთი თხემიდან ტერფამდე რომ ჩაგძირავდა და დაგიმონებდა.
არ არსებობდა პლეხანოვი ნაკანის გარეშე.ერთი მთლიანი სრულყოფა იყო და ამტკიცებდა თეორიას,რომ 1+1=1.
დასასრული ხომ ყველაფერს აქვს? ხოდა ამ თეორიასაც ბოლო მოუღო რამოდენიმე წლით უცხოეთში რომ გადაიკარგა.არ ემეტებოდა პლეხანოვს გასაშვებად,მაგრამ მწყობრად დაწყობილმა ქვებმა ვერაფერი მოახერხეს.ასე და ამგვარად გაუცხოვდნენ პლეხანოელები მაქსიმესთვის.მაქსიმე პლეხანოვისთვის და თითქოს გაწვიმდა.გაწვიმდა თბილისში მხოლოდ მარჯანიშვილზე,ნაკანების ოჯახში.
დიმიტრი ნაკანი თმაში ჭაღარაშერეული,სერიოზული და გონიერი ბიზნესმენი კაცი იყო.უმცროსი ნაკანისთვის რომ გეკითხათ მომავალში როგორი გინდა იყოო დაუფიქრებლად მიგითითებდათ მამამისზე.ყველაზე მეტად აფასებდა მამას.
ჩამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა,უყვარდა თავისი საქმიანობა და სწორედ ამიტომაც დაამთავრა ყველაფერი მაღალ დონეზე.ისე როგორც მას შეეფერებოდა.გამომძიებელი ბიჭი და მამას სიამაყე იყო.
არც გუკა ჩამოუვარდებოდა სიმპატიურობით.უბრალოდ ეს ორი რადიკალურად განსხვავებულნი იყვნენ.გუკა ნაკანი ჯერ მხოლოდ პირველკურსელი და ძმისგან განსხვავებით სასწაულად მხიარული და გულთბილი ბიჭი იყო.ალბათ, ამიტომაც დაიმუხტა იოანა დადებითად მასთან პირველივე შეხვედრისას.
***
რომ გეკითხათ იოანასთის როგორი წარმოგიდგენია შენი მომავალიო , რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ გაგიღიმებდათ და სწრაფად გიპასუხებდათ .
- " ჩემი ცხოცრება ?! ჩემი ცხოვრება მხოლოდ დოლიძეზე მაქცს წარმოდგენილი , ისევე რიგორც ახლა . დედასთან , ბევრ ბაუნტთან , მეგობრებთან და სამსახურთან ერთადო . " - მერე თვალს ჩაგიკრავდათ და თავის გრძელ ნაზ თითებს , რომელსაც გრძელი ფრჩხილები ამშვენებდა უტიფრად აათამაშებდა .
***
მახსოვს ერთხელ სუხიშვილების დარბაზიდან ახალი გამოსული იყო , დაღლილობის მიუხედავად ნელა მიაბიჯებდა პლეხანოვზე და კიდევ უფრო აცხელებედა მისი ყოფნით აღმაშენებელს. გრძელი თმა, რომელსაც საღამოს სიბნელე უფრო მუქ ფერს მატებდა მხრებზე მიმიფანტვოდა და უმოქმედოდ დაჰყვებოდა თან . ბევრისთვის საოცნებო გოგო ნაკლებად ფუქრობდა სიყვარულზე და მხოლოდ სადაქალოში თუ განიხილავდნენ ამ თემას და ისიც სიცილ-ხარხარში .
***
თვალები რომ გაახილა და თავი დიდ საწოლზე , უცხო ოთახში ამოყო, მომხდარის გახსენებას შეეცადა. გონების დაძაბვის შემდეგ მხოლოდ "BMW"-ს მარკის შავი მანქანა გაიხსენა და ფიქრი მაშინვე შეწყვიტა, როგორც კი თავის ტკივილი იგრძნო. ჯერ კიდევ აწუხებდა კითხვა თუ სად იყო. ოთახის ინტერიერი ზედმეტად უცხო ეჩვენა, თუმცა ფუმფულა საწოლში მოკალათებულს ყველანაირი პრობლემა გადაავიწყდა და ბალიშს ჩაეხუტა. კარების გაღების ხმა, რომ გაიგო თავი სწრაფად წამოყო და სიმპატიურ მამაკაცს ჯიქურად ჩააშტერდა თვალებში.
- შეიძლება?- ბოხი ხრინწნარევი ხმა ამოუშვა სიღრმიდან.
-შემოდი .
-თავს როგორ გრძნობ? -საწოლთან მდგარ სავარძელში ჩაესვენა და შავი თვალები ინტერესიანი მზერით მიაბყრო.
-შედარებით კარგად. -ხმადაბლა ჩაილაპარაკა იოანამ
-გული წაგივიდა ჩემი მანქანის წინ. საგანგაშო არაფერია , შეგიძლია მოეშვა.
-გმადლობ. იოანა პირველი -ღიმილით გაუწოდა ხელი ახალგაზრდა ბიჭს.
-იოანა?
-ხო, იოანა მაგრამ შენ შეგიძლია ანათი მომმართო , რადგან ყველა მეგობარი ასე მომმართავს.
-ანუ მეგობარი ხომ?-შეპარული ღიმილით კითხა.
-მეგობარი!
-ნიკუშა უშხვანი.
-სვანი?-გახარებულმა წამოიძახა და საწოლში გასწორდა.
-მშვენიერი დამთხვევაა.- ღიმილით ჩაილაპარაკა ნიკუშამაც და ფეხზე წამოდგა.
-არ გშია?
-მშია. -თავი დაუქნია.
-გამომყევი.-კარი გახსნა და გაუჩინარდა. ტანზე მიკრული ტანსაცმელი შეისწორა და უკან გაყვა.
-რას საქმიანობ ანა? -ვსწავლობ , პირველი დღე მქონდა დღეს უნივერსიტეტში, მაგრამ რად გინდა ?! ისე წარმატებულად დაიწყო, მისული არ ვიყავი ვიღაცამ, რომ წამაქცია.
-არაუშავს, ყველას გვაქვს კრიტიკული დღეები. - სიცილით ჩაილაპარაკა მან.
-ხო, რა თქმა უნდა.
- უნივერსიტეტი? -თავისუფალში ვარ, დიპლომატიოს ფაკულტეტზე ვსწავლობ.
-მართლა ?! ჩემი მეგობარი სწავლობს მანდ.
-სასიამოვნოა- ღიმილით ჩაილაპარაკა ანამ.
მალევე გაისმა კარზე ზარის ხმა. სწრაფი მოძრაობით დადგა სპაგეტით სავსე ორი თეფში მაგიდაზე და გასასვლელეისკენ წავიდა.
-ახლავე დავბურნდები.
სამზარეულოს ღია კაბინეტიდან აშკარად და გასაგებად ისმოდა ახალმოსულის საკმაოდ ბავშვური ხმა.მიუხედავად იმისა რომ სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობად ითვლებოდა,ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი უნებურად ხდებოდა და დიალოგს მიაყურადა.პარალელურად კი გემრიელად მომზირალ, ლამაზად გაფორმებულ სპაგეტს ჩანგალი ჩაარჭო.
-ძმაო კარგი რა,ასე ვერ მოგვექცევი.
-გუკა გასაგებად ვთქვი , რომ დღეს არ გამოვა.
-ხომ იცი რომ გააფრენს?!-თითქოს დანებდა და ამოიხრა.
-ახლა სად არის?
-მანქანაში გველოდება.
-ამოვიდეს და მე ავუხსნი.
კარების დაკეტვის ხმამ და ჯერ კიდევ სავსე თეფშმა მიახვედრა, საუბარს მოსმენას ზედმეტად რომ შეჰყვა და ოდნავ დამორცხვილმა მეორე ლუკმა გაიქანა პირში.
***
რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ ფეხზე წამოდგა და ნიკუშას ღიმილიანი სახით მიუახლოვდა.
-დიდო მადლობა ყველაფრისთვის. ჩემი წასვლის დროა და თან მგონი მოგაცდინე. -ოხ,კარგი რა ანა საერთოდ არ შეგიწუხებივარ. ყოველდღე კი არ მისდით გული ჩემი მანქანის წინ შენნაირ ლამაზ გოგოებს.-ღიმილით ჩაილაპარაკა და ნაზად შეახო ტუჩები ლოყაზე.
-ნახვამდის და კიდევ ერთხელ გმადლობ.
როგორც ყოველთვის ახლაც ნელა ჩაიარა კიბეები. ვერასდროს ვერ იტანდა ლიფტს, კლაუსტროფობიის გადამკიდე. ბოლოს ექვსი წლის იყო ლიფტში ძალით, რომ შეიყვანეს , სამი საათი მოუწია გაჭედილი ყოფნა და მის მერე გიჟდება კიბეებზე. ვიღაცის დაყვირების ხმა რომ არა ვერც კი შეამჩნევდა ორ მაღალ სხეულს.
-შენ?! -დაკვირვებით შეხედა ბიჭს და როდესაც დილის ინციდენტი გაახსენდა სიცილით ჩაილაპარაკა.
-ხო, მე.
-გუკა ნაკანი
-იოანა პირველი .-უცხო სხეულმა , რომელიც ბიჭის გვერდით იდგა დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა, მერე გუკას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და სვლა განაგრძო.
-შენს აქ ნახვას არ ველოდი.- ნაკანი კიბეზე ჩამოჯდა და ქვემოდან ამოხედა. თავი უხერხულად იგრძნო და გვერდით მიუჯდა.
-შემთხვევით აღმოვჩნდი აქ
-ეგ როგორ?
-გზაში გული წამივიდა და...
-რატომ არ წამომყევი ექიმთან?!-ღიმილით გადაულაპარაკა და მხარი გაკრა.
-მთვარია ახლა კარგად ვარ
-კარგია, დილანდელი დანაშაულის გამოსასყიდად გაგიყვან სახლში, თუ დამელოდები ჩემს ძმას გასაღებს გამოვართმევ.
-არ არის საჭირო გუკა.
-რა არის საჭირო და რა არა მე უკეთ ვიცი.
***
კორპუსის შესასვლელში მოუსვენრად იდგა. ხელში ყურსასმენებს ათამაშებდა და შავ კედებს ინტერესით მისჩერებოდა, ნაბიჯის ხმა რომ მოესმა.მხედველობაში ერთის ნაცვლად სამი სილუეტი დალანდა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. მძიმედ გაუღიმა მის წინ მდგარ გუკას და თვალები დაბნეულად ააფახუნა.
-იოანა გაიცანი, ნიკუშა უშხვანი და ჩემი ძმა მაქსიმე ნაკანი- ნიკუშამ მეგობრულად დაკრა ცხვირზე თითი პირველს და ძმაკაცებს სიცილით გადაულაპარაკა.
- ეს, ის ანაა ჩემი და ჩემი მანქანის დანახვაზე გული, რომ მისდის.
-მორჩით ცანცარს და წამოდით გვაგვიანდება.- ბოხი ხმითა და სერიოზული სახით ჩაილაპარაკე მაქსიმემ და გოგონა ს თავის დაკვირით მიესალმა.
-წამოდი, წამოდი. როგორც ყოველთვის აუტანელია.- ძმის გასაგონად თქვა უმცროსმა ნაკანმა და როდესაც მისი გამყინავი მზერა შეამჩნია მაშინვე დასერიოზულდა.
- აუტანელი ?- დაეჭვებით იკითხა იოანამ და ღიმილით გადახედა გუკას, რომელმაც თავი მსუბუქად დაუქნია.
-ნამდვილად, ნამდვილად.
-არამგონია, ალბათ უფრო სერიოზული, ვიდრე აუტანელი.- არვიცი რა ატლიკინებდა ამ გოგოს, მაგრამ პირდაპირობა მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება იყო.
-თქვენ რა პირი შეკარით?- უკვე მანქანაში მყოფმა პატარა ნაკანმა დაეჭვებით გადახედა ძმას.
-როგორ მოისყიდე ? -არ ჩამორჩა უშხვანი .
მაქსიმემ კი შეპარული ღიმილით გადახედა უკანა სავარძელზე მოთავსებულ გოგოს და როდესაც მისი მომღიმარი სახე შენიშნა მოწყვეტით ჩაუკრა თვალი , მერე კი დაუფიქრებლად ჰკითხა:
- საით მივდივართ იოანა?
-დოლიძეზე.
***
დარწმუნებული ვარ, მისი კრიალა თვალები, ლაღი ხმა და ღიმილი რომ არა, იოანას დედა, ელენე ვერც კი გამოვიდოდა მდგომარეობიდან ქმრის გარდაცვალების შემდეგ. ყველაფერი იყო მისთვის მოწრიპული ანა, რა თქმა უნდა, დედისთვის შვილი ყველა სრულფასოვნებაზე მეტია, მაგრამ მათ შორის იყო რაღაც ერთი მხრივ ზედმეტად ამოუცნობი და ღრმად დაძარღვული. მათი ყველა დილა ფუსფუსით და იოანას ბაუნტით იწყებოდა. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ამ გოგოს ბაუნტი ისე უყვარდა ღამის ოთხ საათზე შეეძლო დედა გაეღვიძებინა და ბაუნტის საყიდლად გაეყოლებინა. მართალია, ეს იშვიათად ხდებოდა, რადგან პირველების ოჯახი უკვე წარმოუდგენელი იყო ბაუნტის გარეშე.
როგორც ყოველთვის დილა ერთფეროვნად დაიწყო. აქეთ-იქით სირბილით ალაგებდა ჩანთაში ლექციისთვის განკუთვნილ ფურცლებს და თან მაჯის საათს დაჰყურებდა. ყოველთვის გამოირჩეოდა პუნქტუალურობით, რამდენჯერ მოუწია ცეკვაზე დაგვიანება და ამის გამო მთელი დღე შეეძლო ენერვიულა.
***
იმ დღეს უნივერსიტეტში გუკა არ გამოჩენილა. ლექტორისა და კურსელების მოსმენით ისე გაერთო არც კი შეუნიშნავს როგორ გაიპარა დრო. თანაკურსელევს ღიმილით დაემშვიდობა და შენობა დატოვა
ტაქსში კომფორტულად მოთავსდა და აწკრიალევულ ტელეფონს სწრაფად უპასუხა.
-გისმენ-მხიარულად ჩასძახა.
-ანა ძვირფასო, შენს გეგმებში დავიწყებული დაქალის მონახულება არ შედის?- ტელეფონს მიღმა ზედმეტად ნაზი ხმა გაისმა.
-აი, სწორედ ახლა ვეუბნებოდი ტაქსის მძღოლს შენი სახლის მისამართს- ღიმილ შეპარული ტონით მოახსენა და თვალები დახუჭა, თითქოს ეს ისხსნიდა მოსალოდნელი პასუხისგან.
-მატყუარა, ახლავე შეცვალე კურსი და სასწრაფოდ ჩემთან !- სიტყვის თქმა არ აცალა ისე გათიშა.
-ჰე, ახლა, მე მთელი დღე აქ ვერ ვიდგები . სად მივდივართ? -გაღიზიანებულმა მძღოლმა სარკიდან გადმოხედა და გაყვითლებული ულვაშები ააცმაცუნა.
-ატენზე თუ შეიძლება.
***
დიდი ხნის უნახავ დაქალს მონატრებულად გადაეხვია და მისი საყვარელი რაფაელოს ნამცხვარი გაუწოდა.
-არ იყო საჭირო.
-ნუ ინაზები ხოლმე რა! - მოჩვენებითი სიბრაზით მიარტყა ტრაკზე ხელი და სამზარეულოში მოშინაურებულად გამოაღო მაცივრის კარი.
- თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.-არ დააყოვნა ტატიანამაც
-მშია, რა გვაქვს ოჯახში გემრიელი?- წუწუნით დაპრუწული ტუჩები მაშინვე გააჩერა, როდესაც გაზქურაზე მდგარი მექსიკური კარტოფილი შეამჩნია.
-კიდევ კარგი დაგირეკე
-შენ რომ არ მყავდე -ნასიამოვნებმა ამოიოხრა და პირველი ლუკმა გემრიელად ჩაღეჭა.
- სახლში საჭმელს არ გაჭმევენ?
-ბედნიერ მომენტებს ვერ ჩამაშხამებ ქალბატონო- თითი დაუქნია და თავისი საქმე განაგრძო. ტატიანამ ცოტა ხანს უყურა, მერე ხელი ჩაიქნია და მისაღებში ფილმის ასარჩევად გავიდა.
-მაცივარში ატმის წვენია და რომ წამოხვალ წამოიყოლე.- სასტუმრო ოთახიდან გასძახა დაქალს.

დასვრილი თეფში გარეცხა, მაცივრიდან წვენი, ხილის ასორტი და შოკოლადი გამოიღო, მერე კი დივანზე ტატას გვერდით ჩამოჯდა. საუბრის, ენის გადატყავების, ჭამის, ტირილის და თბილი ჩახუტების შემდეგ, აპარტამენტი დატოვა და სახლში წავიდა.
***
სახლში მისულმა სწრაფად აიღო ცეკვისთვის განკუთვნილი ნივთები და სუხიშვილებისკენ უკვე წარმოდგენილი ნაცნობი გზა განვლო. პატარაობიდან გიჟდებოდა ცეკვაზე, მაგრამ პირველად პროფესიად არასდროს მიიჩნევდა და ახლა, როცა უკვე დიდი გოგოა ბაუნტის შემდეგ ყოველთვის ცეკვაზე ფიქრობს.
***
დაქანცული ტანს მაინც ნარნარით მიარხევდა და დაქალებთან ერთად იცინოდა, როდესაც 'ლუკა პოლარესთან' მდგარი მამაკაცი შენიშნა , სახე დაუსერიოზულდა და გაკვირვებით დააკვირდა მის ძლიერ სხეულს.
ალბათ, არც მიესალმებოდა მამაკაცის თვალებს, რომ არ დაეჭირათ მისი მზერა.
-გამარჯობა, როგორ ხარ?-უცებ ნახა გამოსავალი და ნაკანისკენ წავიდა.
-გმადლობ, არამიშავს . თავად როგორ გიკითხოთ?- არც მაქსიმემ დააკლო ოფიციალურობა.
-ცოტა დაღლილი ვარ , ახლახანს დამიმთავრდა რეპეტიცია და...- როდესაც უფროსი ნაკანის მომღიმარი სახე უკვე მეორედ დალანდა სიტყვა პირზე მიეყინა. რა ქნას ამ ბიჭმა ასეთი სასწაული ღიმილი თუ აქვს?!
-გაგიყვან სახლში , მანამდე კი ნაყინზე უნდა დაგპატიჟო!-ბიჭის ოფიციალურობა და ბოხი ხმა აშინებდა კიდევაც, მაგრამ ამაში თავის თავს დანამდვილებით ვერ უტყდებოდა.
-არ არის საჭ...
-იცი, ახლა და აი ამ წამს მე ვფიქრობ, რომ საჭირო კი არამედ აუცილებელია და უბრალოდ ჩემს მანქანაში დამელოდე.-შეპარული ღიმილით უთხრა და მისი მანქანის გასაღები გაუწოდა.

მანქანაში მოუსვენრად ელოდა ნაკანის გამოჩენას.ყოველთვის გამორჩეულად მოსწონდა “X5”.ალბათ მამამისს რომ ჰყავდა ამან იქონია გავლენა, მაგრამ არასდროს გამოუჩენია სურვილი რომ მანქანის ტარება ესწავლა.ფეხით სიარული განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა.განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ცეკვიდან უწევდა გვიან გამოსვლა.კარების გაღების ხმამ რეალობაში დააბრუნა და მაქსიმეს გამოწვდილ ნაყინს ხელი შეაგება.
-გმადლობ-გარკვევით უთხრა და ღვედს დაწვდა.მოუხერხებლად ცდილობდა ღვედის შეკვრას. როდესაც ბიჭის სხეული მასთან ახლოს შეამჩნია , მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ხელების ცეცება და მოულოდნელად შეისუნთქა მისი სურნელი.
-საჭირო არ იყო.როგორმე თავად მოვახერხებდი.
-ნუ იქნები უმადური იოანა-მის სახელს ხაზი გაუსვა და ძრავა ააღმუვლა.
-უბრალოდ ანა კარგი? არ მიყვარს მასე რომ მომმართავენ-ნიშნისმოგებით გადახედა და კოვზი ნაყინის ჭიქაში ჩაარჭო.
-გემრიელად მიირთვი.
-აუცილებლად-რაღაც ირონია გაჟღენთილი ტონით ჩაილაპარაკა.ალბათ, მისი სახელის ასეთი ფორმით ხსენებამ გამოიწვია უცნაური შეგრძნებები.ალბათ, იმ გრძნობის შეეშინდა მისი ხმა რომ იწვევდა.იმანაც შეაშფოთა ასე ადვილად რომ დაყვა ვიღაცის ნებას.საბოლოო ჯამში მიხვდა, არ ჰქონდა მიზეზი ასე ალაპარაკებულიყო და ნაყინის მოზრდილი ნაწილი კოვზზე მოათავსა.
მანქანა მოულოდნელად გაჩერდა.
პირისკენ წაღებული კარამელის გემრიელი ულუფა თვალთახედვიდან გაქრა და სიდენიაზე მოთავსდა.
-რა ხდება?-გაკვირვებულმა გადახედა მაქსიმეს, რომელიც საქარე მინიდან იყურებოდა.
-მგონი კატას დავარტყი-ხმადაბლა თქვა და მანქანიდან გადავიდა.
-რა ქენი?-შეშფოთებულმა წამოიყვირა უმცროსმა პირველმა და უკან მიყვა.
ცივ ტრასაზე თეთრი კატა მოკუნტულიყო და გულისშემაწუხებლად კნაოდა.მასთან დაიხარა და ფუმფულა,ნაზ ბეწვზე ხელი გადაუსვა.
-მანქანაში დაგელოდები-მამაკაცის ხმამ შეაკრთო და თავი დაუქნია.
კატის შემხედვარე ბავშვობა გაახსენდა, მამამ სასაჩუქრე ყოთში ჩასმული კნუტი რომ მიუყვანა და კინაღამ ხმამაღლა აღრიალდა. ღრმად ამოიოხრა.იცოდა მისი სახლში მიყვანის ნებას დედა არ მისცემდა, თანაც ნაკანის მანქანაში ვერ ჩასვამდა,ეუხერხულებოდა, ამიტომ გამოსამშვიდობებლად ბოლოჯერ შეხედა და მანქანისკენ წავიდა.
-რას აკეთებ-ფანჯარაზე მიაკაკუნა და ანიშნა გააღეო.ღიმილით გააქნია თავი და გაწევაც კი არ აცადა ისე დაძრა მანქანა.გაშეშებული შეჰყურებდა სივრცეს და ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა ჯანდაბა მოხდა.
-სერიოზულად?-გაოცებულმა ჩაილაპარაკა და ტროტუარს გაუყვა.
თხუთმეტი წუთი გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობდა და მაინც ვერ გაეგო რა დაემართა მაქსიმეს.

*****
მანქანის ბორბლების ხმაზე თავი წამოსწია და ნაცნობი “X5”-ის დანახვაზე სიხარულისგან შეკივლა.
-არ დავიწყებ პანიკიორობას, მაგრამ როდესაც მეუბნები რომ შენ მიგყავარ სახლში, შუა გზაში არ უნდა დამტოვო, ან თუ მტოვებ ჩანთა მაინც უნდა დამიტოვო,გასაგებია?
-ახლა შენ მისმინე! მეორედ ჩემს მანქანას რომ დასვრი მართლა დაგტოვებ და უკან აღარ მოვბრუნდები. ჩაჯექი!
ხმისამოუღებლად მიუჯდა გვერდით.იცოდა უჩანთოდ ვერსად რომ ვერ წავიდოდა და იძულებული გახდა აეტანა, თორემ დამეფიცება ასეთ საქციელს არავის არასდროს მოუთმენდა. ასე იყო გაზრდილი. ასე ჩაუნერგა დედამ თავის დროზე. ასეთი ძლიერი გაიზარდა დედამიწაზე დედას, ცაში კი მამას რომ ეამაყა.
სახლამდე უხმოდ იმგზავრეს. დოლიძეზე რომ აუხვიეს ამოისუნთქა. მშობლიური გარემო იგრძნო გულმაც და აჩქარდა .მაქსიმემაც შეატყო გოგონას მოუსვენრობა და ცალყბად ჩაეღიმა. ალბათ მიზეზს მიუხვდა,ზუსტად მე არ ვიცი.
ნაცნობ კორპუსთან სვლა შეანელა. ჩანთას ხელი სწრაფად დაავლო და მანქანიდან გადავიდა. შენობისკენ წასულს მაქსიმეს სუსხიანი ხმა დაეწია და ადგილზე შედგა.
-ნახვამდის ანა.
უკანმოუხედავად დაუკრა თავი. მადლობაო ხმამაღლა დაუძახა და კიბეებზე აირბინა.

****
კარების გაღებისთანავე შეეგება ელენე და შვილს ლოყაზე თბილად აკოცა.
-როგორი დღე გქონდა?
-ცოტა დავიღალე. ყავას ხო დამალევინებ?-ეშმაკური თვალებით შეხედა დედას და სააბაზანოში გაუჩინარდა.
-ანა, დღეს ვინ მოგიყვანა?-ინტერესიანი მზერა მიაბყრო და ცხელი ყავა მაგიდაზე დადგა.
-ჩემი ნაცნობია, მაქსიმე ნაკანი. რამოდენიმე დღის წინ გავიცანი. სამკაოდ კარგი ბიჭია და ტყუილად ნუ ინერვიულებ, შენს შვილს თუ რაიმე გაუჭირდება პირად ცხოვრებაში აუცილებლად გეტყვის-სიცილით გაექანა ელენესკენ და კალთაში ორი წლის ბავშვივით ჩაუხტა.
-არ იზრდები შენ-სრიალა თმაზე მოეფერა და შუბლზე აკოცა.
-დე დებილი ვარ მე?-სიტყვა გაწელა და ყავა მოსვა.
-აბა რა ხარ?-მანაც სიცილით უპასუხა და ანას ნაწყენ მზერას თვალი აარიდა.
-აღარ გელაპარაკები-ფეხზე წამოდგა,ცხვირი მაღლა აიშვირა და უკანალის ქნევით ოთახისკენ წავიდა.
-დებილი ხარ აბა რა ხარ, ამხელა გოგო, რაზე ბრაზდები-კვლავ სიცილით ჩაილაპარაკა და სამზარეულოში საჭმლის მოსამზადებლად გავიდა.

****
რამდენიმე კვირამ სწრაფად განვლო. ანაც მიეჩვია უნივერსიტეტსა და ახალ სამყაროს. გუკასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.ყ ველაზე კარგად მასთან იყო და ყოველთვის გამოარჩევდა სხვებისგან. ალბათ უფრო მეტი დოზით უყვარდა და უფრო მეტი საერთო აღმოაჩინა. უმცროსი ნაკანის გვერდით მოწყენილი ვერასდროს იქნებოდით და არც იოანა იყო გამონაკლისი. ერთად დადიოდნენ ლექციებს შორის შუალედებში ან საჩაიეში, ანდაც კაფეში ყავის დასალევად. რამდენჯერმე მაქსიმეც შეუერთდათ. როგორც ყოველთვის ოფიციალური იყო და იშვიათად თუ გაიღიმებდა, მაგრამ ერთი ღიმილიც საკმარისი იყო სამყაროს დასატრიალებლად, ხოდა ხანდახან ისიც უდარდელად ატრიალებდა სამყაროს.
უფროსი ნაკანი ყოველთვის სამსახურის საქმეებს აგვარებდა და თავისუფალი დროც იშვიათად ჰქონდა. იმ შემთხვევაში კი თუ უქმე დროს გამონახავდა, ძმაკაცებს ნახულობდა და დროს მათთან ერთად ატარებდა. რამოდენიმეჯერ გუკამ რომ განაცხადა ‘დღეს მე და ანამ უნდა გავისეირნოთო’ და სასტავიდან „მოტყდა“ ყველას ეგონა აქ რაღაც სხვა ამბავიაო, მაგრამ ცრუ განგაში ატყდა. თვითონაც უკვირდა ამ ორს, ესე მალე რომ დამეგობრდნენ. ერთნაირად აფრენდნენ ხოლმე და ანას ყოველთვის ჩაესმოდა გუკას სიტყვები:
-ყოველთვის მინდოდა და მყოლოდა, მაგრამ ასეთი მაგარი თუ მეყოლებოდა რას ვიფიქრებდი.
ვინმე ახალი თუ ‘გაიჩითებოდა’ უნივერსიტეტში და მათ გაიცნობდნენ რეალურად იჯერებდნენ, რომ ეს ორი დედმამიშვილები იყვნენ.

'საშოპინგოდ' იყო წასული. თან გუკას საჩუქარს არჩევდა და ტატიანას აქეთ-იქით დაატარებდა, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობდა.
-იცი რა არის? ეგეც ხომ კარგია, მაგრამ მე უფრო დახვეწილი საათი მინდა რომ ვაჩუქო, ხომ ხვდები არა?
-ვხვდები ანა, მაგრამ ორი საათია დავდივართ და ვერაფერი აარჩიე. თან კაბაც ხომ გინდა?
-დიახ კაბაც მინდა, საჩუქარიც მინდა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ საუბარში მაკარგვინებ დროს ტატაჩკა-სიცილით უთხრა დაქალს და საათების დათვალიერება განაგრძო.
-ოდესმე გამოსწორდები ქალბატონო?
-ღმერთო ჩემო, არ არსებობს-სიხარულით შეჰკივლა.
-რა მოხდა?
-ვიპოვე-„როლექსის“ საათი ხელში შეათამაშა და მთელი ძალით გაიკრიჭა.
-ო,მამა მია. ჩემზე ბედნიერი მაინც ვერ იქნები-სავარძელში ჩაეშვა და სალაროსთან მდგომ დაქალს თვალებით ანიშნა არ იჩქაროო.
მოუსვენრად დააბიჯებდა სექციებს შორის, როდესაც მამაკაცის განყოფილებასთან მდგომი მაქსიმე შეამჩნია პერანგით ხელში. სწრაფად წავიდა მისკენ და დაუფიქრებლად უთხრა:
-ღია ვარდისფერი.
-მხოლოდ შენი ხათრით.
-ანუ ჩემი ხათრი გაქვს?-ჩუმად ჩაილაპარაკა და ტატიანასგან მოსული შეტყობინება გახსნა.
-ხვალ მექნება შენი ხილვის ბედნიერება?-კითხვა გაუტარა და პერანგი მკლავზე გადაიგდო.
-რა თქმა უნდა. წავედი,დაქალი მელოდება-ნაზად შეახო ტუჩები ნაკანის ლოყას.

****
საღამოს რვა საათს წუწუნით ელოდა. იმდენი ქნა დედამისი დაქალთან გააქცია. სარკის წინ ბევრი იტრიალა. ხან კაბა ვერ შეუხამა ფეხსაცმელებს, ხან ფეხსაცმელი კაბას. ბოლოს დედამისის მაღალქუსლიანები ოთახის ბოლოში მოისროლა და ყვითელ კედებს დაწვდა. თავისი ოთახისკენ კურტუმის ქნევით წავიდა. კარადიდან ყვითელი ტოპი და შავი კლასიკური შორტი გადმოიღო. კაბა ერთი ხელის მოსმით გადაიძრო და ახალ შერჩეულ ტანსაცმელში სწრაფად გამოეწყო. თმა ცხენისკუდად შეიკრა და ბოლოები დაიხვია.მსუბუქი მაკიაჟის შემდეგ ტაქსი გამოიძახა და სახლი დატოვა.
რესტორანში ფეხი რომ შედგა მაშინ მიხვდა ასე, რომ არ უნდა ჩაეცვა.ამის მიუხედავად არც სირცხვილის გრძნობას შეუწუხებია და არც სიწითლეს. თამამად გადადგა ნაბიჯი და ნაცნობი სილუეტისკენ გაექანა.
-გუკა ! გილოცავ, დიდი ბიჭი გაიზარდე. აი შენ რომ გაგისწორდება ისეთი და მალევე გეპოვოს შენი შესაფერისი გოგო, თორემ დამღალე-სიცილით შემოხვია წელზე ხელი უმცროსმა ნაკანმა და სუფრასთან მსხდომი ხალხისკენ წაიყვანა.
-იოანა როგორც ყოველთვის განსხვავებულად კარგად გამოიყურები-გადასაკოცნად გადაიხარა მაქსიმე და ძმას გოგო გაუცნობიერებლად წაართვა.
-თქვენ კიდევ როგორც ყოველთვის ზედმეტად ოფიციალური ხართ-სიცილით დაუსხლტა ხელიდან და თანაკურსელებს შეუერთდა.
უშხვანმა რომ დაინახა მაქსიმე და ანა ერთად, რაღაცამ გაკრა თავში და ძმაკაცს სერიოზული სახით უთხრა:
-ვაღიაროთ, სასწაული წყვილი ხართ!- ხელი მეგობრულად დაკრა ზურგზე და იოანას მოსაკითხად წავიდა.

****
სუფრასთან მოუსვენრად იჯდა. არ გეგონოთ ვერ ერთობოდა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ მაქსიმე ნაკანის თვალები არ ასვენებდა, მის ტანზე ურცხვად რომ დათარეშობდნენ.ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა თეფშს ვესვრიო, მაგრამ ქაჯი ხომ არ იყო? თავის იდიოტურ აზრებზე აფხუკუნდა, როდესაც ნაცნობი, მისთვის საყვარელი სიმღერა ჩაირთო. სწრაფად წამოხტა ფეხზე და ტანის ნარნარით წავიდა ცენტრისკენ. რომ გითხრათ გამომწვევად აქნევდა უკანალსთქო მოგატყუებთ, მაგრამ სიმორცხვეს ნამდვილად არ უჩიოდა. სწორედ ამის გამო უყურებდა მთელი დარბაზი და მაქსიმე ნაკანი. მერე იგრძნო ტანზე ცივი ხელების შეხება და მასში კვლავ გაჩნდა გრძნობა. გრძნობა გამორჩეულობის,თავზეხელაღებულობის, ცეკვის სურვილის,აღგზნების.
დარბაზს თვალი სწრაფად გადაავლო. ნახევარ წამში ყველა შესაძლო ვარიანტი გათვალა, მაგრამ როცა მიხვდა რომ ასე ვერაფერს გახდებოდა და შებრუნება გადაწყვიტა, ნაცნობმა ხმამ ტვინის უჯრედები აუწვა და გააკანკალა.
-მშვენივრად ცეკვავ.
-მეფლირტავები მაქსიმე?-ჩაიხითხითა.
არ იცოდა რა აცინებდა. ალბათ, ნერვული შეტევა რომ არ მოსვლოდა, სიცილით დაფარვას ცდილობდა მისივე მდგომარეობის. ფაქტი ერთი იყო, მისგან კვლავაც ზურგშექცევით იდგა და სივრცეს მიშტერებული იკრიჭებოდა. ის ადგილები კი სადაც ჯერ კიდევ იგრძნობოდა უფროსი ნაკანის ცივი ხელები, საშინლად ეწვოდა.
-ეს უფრო კომპლიმენტი იყო-ფაქტი აღნიშნა და მხრები აიჩეჩა.
-მასე იყოს-მაშინვე უპასუხა ანამაც და მისკენ შებრუნდა. დიდი ხნით მოუნდა მის ლურჯ თვალებში სეირნობა. არც სირცხვილის გრძნობა აწუხებდა,არც მაქსიმეს ირონიულად მომღიმარ სახეს იმჩნევდა, არც გარშემო დატრიალებულ ხმაურს აქცევდა ყურადღებას. მამაკაცის მხრებზე ხელები მჭიდროდ შემოეწყო და ნელ მუსიკას ტანი აყოლა, ხან მარჯვნივ,ხან მარცხნივ. მზერა მოუშორებლად შეისწავლიდა მისი სახის თითოეულ დეტალს და ნაკვთს. ვინ იცის იქნებ ამის შანსი მეორედ აღარც ჰქონოდა. თვალები ტუჩებზე რომ მიანათა ხმაურით გადაყლაპა ნერწყვიი და ხმამაღლა ამოიოხრა.იგრძნო როგორ მოუჭირა წელზე ხელი მის წინ აღმართულმა სხეულმა. ცხელი ტალღის დიდი ნაკადი იგრძნო და ლოყები შეეფარკლა. ალბათ კიდევ ცოტახანს რომ გაგრძელებულიყო ეს ინტიმურად გაჟღენთილი სიჩუმე, იოანას საკაცით გაყვანა მოუწევდათ, მაგრამ საბედნიეროდ უმცროსმა ნაკანმა შერცხვენას გადაარჩინა და ძმას მეწყვილე უნებართვოდ ჩამოართვა. მერე სიბრაზისგან აჭარხლებულ მაქსიმეს თვალი ჩაუკრა, დღეს ჩემი დღე არის მეპატიებაო, მიაყოლა და ზურგი აქცია.დაინახა,როგორ დატოვა შენობა, თითქოს დანაკლისიც კი იგრძნო, მაგრამ თავი ხელში აიყვანა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და იუბილარს გაუღიმა.
-კარგად ხარ?-მზრუნველად დაუსვა ხელი მზარზე გოგონას.
-აქაურობა მომწონს. კარგი ადგილია-სწრაფად შეცვალა თემა. იცოდა ბიჭი რაღაცას რომ იეჭვებდა და არასასურველ დიალოგს თავი აარიდა.
-მიხარია თუ მოგწონს-ხელი შემოხვია და მაგიდისკენ წაიყვანა.
ტორტის გაჭრის შემდეგ დიდი ხნით აღარ დარჩენილა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კომფორტული სამოსი ეცვა ფეხსაცმელებიანად, დაღლა მაინც იგრძნო და წასვლა გადაწყვიტა. გუკაში კავკასიურმა სისხლმა იყივლა, მარტო როგორ გაგიშვაო და მაშინვე გასაღებს დაწვდა, მე გაგიყვანო. ამან კინაღამ გააფრინა, საკუთარი დაბადების დღის წვეულებიდან ჩემს გამო ხომ არ წახვალო და გასასვლელისკენ გაიქცა. იცოდა ამ საქციელით ბიჭს რომ აწყენინებდა, მაგრამ რა ექნა, ცოტა ხნით მარტო გავლა და სუფთა ჰაერზე გასეირნება უნდოდა. როგორც კი რესტორანს საკმაო მანძილით მოშორდა, გუკასთან თბილი სიტყვებით გაჯერებული ბოდიშნარევი შეტყობინება აფრინა და ტელეფონი გათიშა.
სეირნობა რომ უყვარდა ეს მოთხრობის დასაწყისშივე აღინიშნა. ერთი ქუჩიდან მეორეზე, დილა-საღამოს დაუღალავად შეეძლო ევლო და არ შეაწუხებდა ის ფაქტი რომ მარტო იყო. არც ის, რომ შეიძლებოდა ქუჩის ნებისმიერი კუთხიდან ვიღაც გამომხტარიყო და რამე დაეშავებინა. სულელი იყო ეს გოგო. საკუთარ თავზე ხომ არ ფიქრობდა, მაგრამ არც დედამისზე ეფიქრებოდა. ვერც კი წარმოიდგენდა რა შეიძლებოდა მოსვლოდა ელენეს თუკი მისი შვილი თუნდაც მსუბუქად დაშავდებოდა.
რამოდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარა. კუნთების ტკივილის მიუხედავად წინ მიიწევდა. გულის სიღრმეში უნდოდა ერწმუნა, რომ რომელიმე ბუჩქიდან მართლაც გადმოხტებოდა ვიღაც ვისაც მაქსიმე ერქმეოდა და სახლამდე მიაცილებდა. რამოდენიმეჯერ უკან მიიხედა იქნებ მომყვება და მე არ ვიციო. ჰორიზონტზე არავინ ჩანდა. გულდაწყვეტილმა შემხვედრ ტაქსს ხელი დაუქნია და შიგნით მოთავსდა. მერე, ისე რომ მანქანის ფანჯრიდან გარეთ აღარც გაუხედავს, თვალები დახუჭა და რადიოში ამღერებულ ნაცნობ სიმღერას აყვა. შავი მერსედეს მოსახვევში გაუჩინარდა ანასთან ერთად,რომელმაც არც კი იცოდა, რომ იქვე კუთხეში მაქსიმე ნაკანი ხეს მიყუდებოდა და ‘პარლამენტს’ აბოლებდა.

***
არ ვიცი ამ დროს ვინ რას ფიქრობდა, მაგრამ იქ მაღლა სიყვარული ნამდვილად ყიოდა. რაღაც ახალს ელოდა, განსხვავებულს და არაბანალურს. ბევრი ცრემლითა და ბევრი ღიმილით, აჩქარებული გულისცემითა და ცხელი ჩახუტებით, აუხსნელი შეგრძნებითა და კიდევ ერთი ბედისწერით. პირველი სიტყვიდან უკანასკნელ წერტილამდე და უკანასკნელი წერტილიდან პირველ სიტყვამდე.
მერე ფერადი დღეებით.
ლურჯი თვალებით.
ათრთოლებული ტუჩებითა და გულისმომაკვდინებელი ღიმილით...
სიყვარული მცხუნვარე პლეხანოვს ემსგავსება.
შენ მას და ის შენ.
მერე კი დაუკითხავად იბადება „ჩვენ“.

***
გიჟია მარტი,როგორც იოანა.
მარტის ცამეტი ზოგისთვის სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავებულ დღეს ემსგავსება, მაგრამ პირველების ოჯახში მარტის ცამეტი ყველაფერია. ამ დღეს მათთან პირველად და უკანასკნელად დაიბადა ყვავილი.
ყვავილი სიცოცხლის არსებობისა და მოტივაციის.
მერე იყო პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯები, ბევრი წაქცევითა და ტირილით.
ახლა, როცა ყველაფრი შეიცვალა, ყველა შეიცვალა, დრო გავიდა, კვირები გაფრინდა და წლებმა გაირბინა, მაინც გრძნობს ტკივილს და დიდ მონატრებას. მამის ჩახუტებასა და მასთან ერთად გატარებულ დღეებს. თითქოს მისი ცრემლები გაქცევას ცდილობენ. კალაპოტიდან დაუდევრად გადმოდიან და მის ათრთოლებულ ტუჩებს უერთდებიან. გზას იკვლევენ ყელზე და ლავიწის ძვალს სინაზით ეპყრობიან.
ტელეფონის გამაყრუებელმა ხმამ ქაოსურ სამყაროში დააბრუნა და დაუხედავად უპასუხა.
-გისმენთ.
-მაქსიმე ვარ.როგორ ხარ?
-გმადლობ კარგად,შენ?
-მეც კარგად.
-რამე ხდება?
-აუცილებელია რამე ხდებოდეს რომ დაგირეკო?-მამაკაცის სიტყვებმა შეაკრთო.
-არა, მაგრამ ვფიქრობ ღამის თორმეტ საათზე უმიზეზოდ არ უნდა მირეკავდე.
-ხანდახან მიზეზი სულაც არაა საჭირო. მე უბრალოდ სურვილს დავემორჩილე.
-სურვილების მონა ხარ?
-გააჩნია როგორია სურვილი.
-მაგალითად?
-მაგალითად შენ !
-ხშირად გაქვს ასეთი სურვილები?
-იშვიათად, მაგრამ ასე მძაფრად ჯერ არ მქონია.
-როდის ჩამიფიქრე? ვარსკვლავი რომ ჩამოვარდა ციდან თუ დაბადების დღეზე ტორტში ჩარჭობილ სანთლებს რომ აქრობდი?-ჩაიხითხითა და საწოლში გასწორდა.
-მაშინ როდესაც პირველად დაგინახე მარჯანიშვილზე.
სერიოზული გაუხდა ხმა უფროს ნაკანს. იოანაც მიხვდა სახუმარო თემა რომ არ იყო და სიცილი შეწყვიტა.
-მეხუმრები?-ყურმილში ჩასძახა და ტუმბოზე შემოდგმულ ჭიქას გადაწვდა.
-რამე მეტყობა რომ გეხუმრები?-იოანა ჩაფიქრდა. მართლაც,მაქსიმეს ხმაში სულაც არ იგრძნობოდა ირონიის ნოტები. დაიძაბა. გადასაფარებელს ხელი ძლიერად ჩასჭიდა და თვალები დახუჭა. სიჩუმე ჩამოწვა.
-ანა-ხმამ მეორე მხრიდან თავი შეახსენა.
-გვიანია.უბრალოდ ახლა ზედმეტად დაღლილი და გათიშული ვარ იმისთვის, რომ რამე გითხრა ან შენი სიტყვები გავაანალიზო და რეალურად აღვიქვა. ვწუხვარ,მაგრამ უნდა გავთიშო. ხვალ ან ზეგ ან არ ვიცი,ოდესმე ვილაპარაკოთ. ძლინებისა-მიაყარა და ტელეფონი საწოლის ბოლოსკენ მოისროლა. რამდენიმეჯერ კიდევ ამღერდა, ბალიში თავზე ედო და ცდილობდა კონცენტრაცია მოეხდინა, მაგრამ Daughter-ის ხმა პირდაპირ ტვინში ურტყავდა. გაბრაზებულმა სიტყვები არეულად ამოიფრუტუნა და ტელეფონი გამორთო. მერე დამძიმებული თავით ბალიშს დაემხო და თვალები მიასვენა. ფიქრი და დასკვნები მეორე დღისთვის შემოინახა და სიზმრების სამყაროში შეცურა.

****
მეორე დღეს საღამომდე საწოლში აპირებდა ნებივრობას, მაგრამ არ დასცალდა. კარზე ზარის ხმამ არ მოასვენა და ძილბურანში მყოფი ფეხზე ძლივს წამოდგა. ტანზე მოკლე, თხელი ატლასის ხალათი მოიცვა და კარი გააღო. ძლივს გახელილი თვალები იმხელაზე დააჭყიტა ბუს შეშურდებოდა.
-აქ რა გინდა?
-შემომიშვებ?-ყოველი შემთხვევისთვის იკითხა და სახლში დაუპატიჟებლად შევიდა.
-მობრძანდი-მხრების ჩეჩვით მიყვა ანაც უკან.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები-ხარბი მზერა ააყოლა მის მოშიშვლებულ სხეულს და ნერწყვი მძმედ გადაყლაპა.
-მისაღებში დამელოდე.
უკვე სპორტულებში გამოწყობილი მიუახლოვდა მაქსიმეს და გვერდით მიუჯდა.
-ასე ჩაცმული ხშირად აღებ კარს?
-მხოლოდ მაშინ, როდესაც ძილს მიფრთხობენ და სახლში მივარდებიან.
-გასაგებია. სალაპარაკო გვაქვს.
-ვიცი-სამზარეულოსკენ ფეხისთრევის წავიდა-ყავა თუ ჩაი?
-აქ არა. სადმე გავიდეთ.
-კარგი,მაშინ დამელოდე.

****
კაფეში სულ ორი მაგიდა დახვდათ დაკავებული.ნაკანმა გეზი ფანჯრისკენ აიღო და ადგილი დაიკავა. იოანა წუწუნით მიყვა უკან და სკამი ხმაურით გამოსწია. გვერდით მაგდიდან წყვილმა უკმაყოფილოდ გადმოხედა და რაღაც ჩაილაპარაკა. მაქსიმემ გაღიზიანებულმა შეუღრინა ანაზე მიშტერებულ ბიჭს და მუშტი შეკრა.
-რა ჯენტლმენობაა, არ შემიძლია-მამაკაცის გასაგონად თქვა და მიმტანს მილქშეიქი შეუკვეთა.მერე ვალის მოხდის მიზნით მაქსიმესაც ჰკითხა რამე თუ უნდოდა და ჩანთიდან „მალბორო“ ამოაძვრინა.
-არ ეწევი ხომ ასეა?-ეჭვნარევი ხმით იკითხა და თითები მაგიდაზე აათამაშა.
-აქ ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვართ.
-არ მადარდებს, კითხვაზე მიპასუხე ანა.
-მე მადარდებს და თუ შენ არ გაინტერესებს მაშინ დაგტოვებ.
-არ მინდა დილიდანვე გავიფუჭოთ ხასიათი და ამიტომ დროულად დაბრუნდი უკან-ფეხზე წამომდგარ გოგონას თვალებში ჩააშტერდა და მანამ არ მოაშორა მზერა სანამ არ დაჯდა.
-კარგი, ამ ერთხელ იყოს ასე.
-ზედმეტი შესავლისა და ბანალური სიტყვების გარეშე მირჩევნია ყველაფრის თქმა. ნამდვილად არ ვარ იმ ასაკში, ახლა პრანჭიაობა დავიწყო და ამიტომ პირდაპირ გეტყვი,რომ ხანდახან ისეთ მომენტებში მახსენდები, უბრალოდ მინდება ჩემი ტვინიდან გაგაძევო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უშედეგოა. გუშინაც გითხარი რომ ამ ბოლო დროს მძაფრად ხარ ჩემს ფიქრებში და იცი რა?ეს ძალიან მომწონს. შენი ჩამოთლილი ტანიც,ნატიფი თითებიც,გრძელი კისერიც ღრმად შეჭრილი ლავიწით რომ ბოლოვდება და შენ მომწონხარ, იმდენად რომ რომანტიკოსი ბიჭივით ამალაპარაკე.
გაოცებული სახით შესცქეროდა იოანა მამაკაცს და ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რომ მის წინ მაქსიმე ნაკანი იჯდა, ყველასთვის სასურველი საქმრო თუ სასიძო.
-არ მინდა გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო.ყველაფერი გაიაზრე და დაფიქრდი. არ გვინდა გრძნობებით თამაში. მე გაძლევ დროს ფიქრისთვის და შემდეგ შენ იცი სადაც უნდა მიპოვო. იცოდე, არასდროს დავნებებულვარ და არც არასდროს წამიგია. უბრალოდ ეს ჩემი სტილი არაა-ლოყაზ ნაზად ეამბორა და სიტყვის თქმაც აღარ აცალა ისე დატოვა კაფე, ან რა ეთქმოდა, კაცმა ნორმალურად აუხსნა რომ არ უნდა იბავშვოს და დაფიქრდეს.

****
ერთი კვირის განმავლობაში დაშტერებული დადიოდა. დედამისი ჭკუიდან გადაიყვანა. ბაუნტის მეტს არაფერს ჭამდა. დაქალის მუქარის მერე მიხვდა, ასე თუ გააგრძელებდა არ წაუვიდოდა საქმე კარგად. უფროსი ნაკანის გადამკიდე ვეღარც გუკას უყურებდა თვალებში. ერიდებოდა, მაგრამ რა იცოდა ამ ჩერჩეტმა გოგომ, ნაკანები ერთმანეთის უთქმელად არაფერს რომ არ აკეთებდნენ. ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო და მაქსიმეს პირდაპირ სამსახურში მიაკითხა. იქ მხოლოდ უშხვანი დახვდა.მოკითხვის შემდეგ უთხრა, მაქსიმე შვებულებაში გავიდა ერთი კვირით და ამ დროს ტელეფონს თიშავს ხოლმეო.
მეოთხე დღე იწურებოდა მას შემდეგ რაც მაქსიმე გაქრა. იმ საღამოს რეპეტიციიდან გამოდიოდა, „ლუკა პოლარეს“ რომ ჩაუარა.მაშინვე ის ღამე გაახსენდა, პირველად რომ შეხვდა აქ და სახეზე ღიმილი მოეფინა.
-არ მითხრა ახლა სივრცეს იმიტომ უღიმი,რომ აქ ერთი ბიჭი ნახე და ვეღარ დაივიწყე-მამაკაცის ხმის გაგონებისთანავე თვალები გაუბრწყინდა. დაუფიქრებლად გადადგა მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი და ხელები ნაზად შეამოწყო კისერზე.
-მგონი მომენატრე.
მაქსიმეს ტუჩები კისერზე იგრძნო. არ ყოფილა მუცელში ზოოპარკი, არც ბევრი პეპლები. სამაგიეროდ ახალი შეგრძნებები და ემოციები თითქოს დაუცხრომელი შტორმივით შეიჭრნენ მასში და ქაოსურ მდგომარეობაში მყოფი სულ მთლად დაამშვიდეს.
ნაყინი ერთად მიირთვეს, ბევრიც იცინეს. პირველად იყო ასეთი ლაღი პირველი, ხოლო ნაკანი გულწრფელი. პირველად იყო, რომ მარჯანიშვილზე ასეთი წყვილი დაიარებოდა. მესამე თვალისთვის ყველაზე მისაბაძი იქნებოდა, მაგრამ მათ ურთიერთობას სახელი ისევ არ ჰქონდა. ის ფაქტი, რომ მამაკაცს ქალის მიმართ რაღაც გრძნობები გააჩნდა, არაფერს ცვლიდა. ეს ბუნებრივი მოვლენაა. ნებისმიერ გამვლელს შეიძლებოდა მოსწონებოდა ვიღაც, მაგრამ მთავარია რა იქნება მომავალში. რა სახელი და ურთიერთობა იქნება ერთი,ორი ან სამი თვის შემდეგ.
მანქანასთან რომ მივიდნენ იოანა, მიხვდა ახლა “X5”-ის სალონში გამომწყვდევა არ უნდოდა და კარის გაღებით დაკავებულ მაქსიმეს მიუბრუნდა.
-მეტროთი რა.
მაქსიმემ თავი გააქნია, ტუჩის კუთხე მომხიბვლელად ჩატეხა და მანქანა ხელმეორედ ჩაკეტა. სწორედ, მაშინ აუჩქარა გული ნაკანის ღიმილმა. მიახლოებულმა სხეულმა ხელი წელზე მოხვია და თვალთან ახლოს აკოცა.
-გმადლობ.
მარჯანიშვილის მეტროში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და გარე სამყაროს ყურადღებას არ აქცევდნენ. სამაგიეროდ იქ მყოფ საზოგადოებას არ გამორჩენია საკმაოდ სიმპათიური წყვილი. მერე მატარებელში ჩაკიდებული ხელებით, ღიმილიანი სახით და ნაკანის დაპირებული ბაუნტით დატოვეს იქაურობა და სიბნელიდან სიკაშკაშეში გადაინაცვლეს.
მთელი საღამო გაბადრული სახით დადიოდა. დედამისს საქმის გაკეთებას არ აცლიდა. სწავლითაც ვერ სწავლობდა, არ იყო ახლა მაგის ხასიათზე. ერთადერთი რაც მოიფიქრა ის იყო, რომ სასწრაფოდ გასცილდა სახლს. ტატიანას დაურეკა.
-მომენატრე უნამუსო.
-მეც ძალიან.
-გამოვალ, მაგრამ უნდა დავლიოთ. არ მაინტერესებს სამსახურები და სასწავლებლები.
-შენმა წამოვლებმა დამღალა. რას ავღნიშნავთ?-ჩაიფხუკუნა და ანას პასუხს დაელოდა.
-აბა წამოვლები, აბა დაღლა? ახალგაზრდა გოგო ხარ, სულ როგორ უნდა წუწუნებდე. ჩემი დაქალი მაინც არ იყო.-არც ქალბატონმა დააკლო ირონია.
-შენ ხომ ადამიანს არ დააძინებ.
-გამოვდივარ.
-ჩემი ნამცხვარი წამომიღე.
პასუხს აღარ დაელოდა. იცოდა ანას ხასიათი. ისიც იცოდა მისი ნამცხვრის გარეშე რომ არ ავიდოდა და ისიც, რამეს თუ აიკვიატებდა აუცილებლად გააკეთებდა. პირველად რომ უთხრა შუა ზამთარში ნაყინი მინდაო, არ გაკვირვებია. მერე რომ თქვა ახლა უნდა ვიყიდოო, საათს თვალებგაფართოებულმა შეხედა.დრო ღამის პირველს უჩვენებდა. მერე რომ უთხრა წამომყევიო, ხელები გაასავსავა და ბოლოს რომ დაამატა მარჯანიშვილზე გავისეირნოთ და თან ისე მივირთვათო, სულ გაფშიკა ფეხები. მაგრამ დღემდე ახსოვს იოანას გამომეტყველება. ახსოვს როგორ ჩამოუგორდა სახეზე ცრემლები. რას იფიქრებდა ეს გოგო ასეთი გულჩვილი თუ იყო, თორემ უთქმელად გაყვებოდა შუა ყინვაში მარჯანიშვილზე. მერე მწარედ ახსენდება, როგორ დასცინა პირველმა, რამ დაგაჯერა რომ მაგაზე ნამდვილად ვიტირებდიო. ასე იყვნენ რაც თავი მახსოვს. სულ ერთმანეთს ამწარებდნენ და მეორე წუთს ერთმანეთს უცინოდნენ. მართალი იყო იოანას დედა რომ ამბობდა, ეს ორი ერთნაირი რომაა იმიტომ არიან ასეო, ხანდახან მინდება ერთმანეთზე გადავაბა და ფანჯრიდან ვისროლოო. მერე არც საქალბატონე ჩამორჩებოდა და იყო ერთი ამბავი. ასე იყო თუ ისე, ერთმანეთზე რომ გიჟდებოდნენ დაქალები ეს ყველამ კარგად იცოდა და ზედმეტს ვერასდროს ვერავინ ლაპარაკობდა.
ათი საათი ხდებოდა დაქალს რომ მიადგა. იმდენი უბრახუნა სანამ ხელის ტკივილი არ იგრძნო.
-რა საჭიროა კარების ჩამოღება-გაბრაზებულმა გამოაღო კარები და სახლში შეატარა.
-ეტყობა საჭირო იყო.
ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ და ძველი ამბების გახსენებაზე სიცილით კვდებოდნენ. რომ გითხრათ დალევაზე გიჟდებოდნენთქო ნამდვილად მოგატყუებთ. იშვიათად სვამდნენ ხოლმე და თუ დალევდნენ ისიც ვინმეს დაბადების დღეზე. დათრობამდე არასდროს მისულან, მაგრამ დღეს ესეც დაუშვეს.
მერე ხელის ერთი მოძრაობით გადარეკა მისთვის მნიშვნელოვან ნომერზე.
-გისმენ ანა.
-რას შვები?-მოგუდული ხმით კითხა და სავარძელში ჩაეშვა.
-კარგად ხარ?
-სასწაულად. ცოტა გამოსახულება მერევა თორემ ისე ყველაფერი კარგადაა-ტატას გადახედა და გადაბჟირდა. ბარნოვამ პირზე ხელი აიფარა და სააბაზანოსკენ გაიქცა. ამის შემხედვარე პირველი უარესად გახდა და სავარძლიდან იატაკზე მოჯდა.ტელეფონს მიღმა მამაკაცმა ავისმომასწავლებლად ჩაიღრინა.
-სად ხარ?-მიუხედავად იმისა, რომ ანას სხეული ჩვეულ ტემპერაუტრას აჭარბებდა და ზედმეტად გადახურებული იყო, მაინც გააკანკალა.
-იქ სადაც კაი ’პონტია’.
-ანა! სად ხარ?-კბილებში გამოსცრა მისი სახელი.
-სულ ასეთი როგორ ხარ? გაიღიმე და გამხიარულდი რა. ცხოვრება ისედაც მოკლე და ყოველ ნაბიჯზე უბედურებითაა გაჟღენთილი.
-ახლავე მითხარი სად მოგაკითხო, თორემ ღმერთს გეფიცები, მე თვითონ მოგძებნი და დარწმუნებული იყავი კარგი არაფერი მოხდება-ყვირილზე გადავიდა. დახშული სმენის მიუხედავად კარგად გაიგო რაღაცის მსხვრევის ხმა და ადგილზე შეხტა. სააბაზანოდან გამოსულმა არეული მზერით შეხდა და რა ხდებაო ხმამაღლა კითხა. იოანამ გაჩერების ნიშნად ხელი აუწია და სანამ რაღაცის თქმას მოასწრებდა ტელეფონი გაითიშა. შოკში მყოფმა დახედა ჩამქრალ ეკრანს. მერე სასოწარკვეთილი მზერა შეანათა ტატიანას და ფეხზე წვალებით წამოდგა.
-ტელეფონის დამტენი მჭირდება,ახლავე!
ცოტა ხანში კარების შემონგრევის ხმა რომ გაუგო შეშინებული წამოხტა ფეხზე. იგრძნო როგორ დაეხვა თავბრუ და რომ არა ძლიერი ხელები, ძირს მოადენდა ზღართანს.
-მაქსიმე-გაოცებულმა შეჰკივლა და მამაკაცის გულ-მკერდს თავი მიაყრდნო.მერე ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და სასმლისგან გაბრუებული კიდევ უფრო გაბრუვდა.
იგრძნო მის წელზე შემოწყობილმა ხელებმა როგორ მოუჭირეს და ხმამაღლა ამოიკვნესა.ოთახში საწოლზე გართხმული როგორ აღმოჩნდა არ ახსოვს.გრძნობდა ცივი თითები რითმულად რომ ეთამაშებოდნენ თმებზე.თვალების გახელას არც ცდილობდა.უნდოდა ეს სასიამოვნო პროცესი უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო.
-გამოფხიზლდები და მერე მოგხედავ.ახლა უჩემოდაც საშინელ დღეში ხარ-შუბლზე აკოცა.
-ჩემთან დაწექი რა.
-დაიძინე-ბრძანებასავით გამოუვიდა ნაკანს.
-შენც დაწექი-სუსტი დაქაჩვით სცადა მისი საწოლზე მოთავსება.სხეული ხელიდან გამოეცალა. უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა. მეორე წამს მის გვერდით საწოლი ჩაიზნიქა. კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგეები და მის მკლავებში მოექცა.
-იცოდე ჩხუბს მაინც ვერ გადაურჩები-გამაფრთხილებლად დაკრა თითი ცხვირზე და გაჩუმდა.რამოდენიმე წუთში, ოთახში გამეფებული სიჩუმე იოანას ფშვინვამ დაარღვია.
თვალები ძლივს გაახილა. გარემოს გაჭირვებით მოავლო თვალი.მზერა მის გვერდით მდგარ ტუმბოზე მიეყონა, რომელზეც ნაბეღლავი,ლუდი და მჟავე კიტრი შენიშნა. ღიმილმა გაუპო ბაგეები და თავის ტკივლიისგან ამოიხვნეშა. ალბათ გამთენია იქნებოდა ან შუაღამე,ზუსტად არ იცის, უბრალოდ, მაშინ იგრძნო როგორ გაცივდა მისი გვერდი და შეაკანკალა. არ უნდოდა გაეშვა, თუმცა წამოდგომის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. სწრაფად დაავლო ხელი ნაბეღლავის ბოთლს და ფეხზე წამოიზლაზნა. აწრიალებულ ტელეფონს დახედა და როდესაც ნაკანის შეტყობინება გახსნა, შუბლი შეკრა: „რომ გაიღვიძებ მომწერე ან დამირეკე, საქმე მაქვს და გამოგივლი“.
ტელეფონი ისევ უკან ისროლა. ახლა ნამდვილად არ ჰქონდა ვინმესთან საუბრის თავი. ისე წამოვიდა ტატიანასგან სულ არ გახსენებია, მაქსიმეს რომ უნდა შეხმიანებოდა, ან რანაირად გაახსენდებოდა თავის ტკივილისგან კვდებოდა. საღამოს ტელეფონს რომ დაუწყო ძებნა მაშინ მიხვდა საქმე ცუდად რომ ჰქონდა. დედამისის ტელეფონით დაურეკა მაქსიმეს და ორ წუთიანი ლოდინის შემდეგ მისი ხმა ძლივს გაიგო.
-მაქსიმე.
-გისმენ.
-მაპატიე.
-სერიოზულად? რას მივაწერო შენი უპასუხისმგებლობა?
-გამომივლი?-შეპარვით კითხა.
-მოვდივარ.
ტელეფონის გათიშვის შემდეგ მიხვდა გასამზადებლად ცოტა დრო რომ ჰქონდა და სააბაზონსკენ გაიქცა. შხაპი ელვის სისწრაფით მიიღო და წინასწარ გამზადებული ტანსაცმელი ტანზე მოირგო.
-ანა შენთან არიან-აკიაფებული თვალებით შეაღო ოთახის კარები ელენემ და სარკესთან მოტრიალე შვილს უცნაური მზერით შეხედა.
-ახლავე გამოვალ.
-ანა, ვინ არის ის უსიმპათიურესი ყმაწვილი?-ვითომ სხვათაშორის იკითხა ქალმა.
-ახალა ამის დრო არაა. რომ დავბრუნდები აგიხსნი-ლოყაზე აკოცა და ოთახში გაწბილებული დატოვა.
შემოსასვლელში ნაკანი ნერვიულად დააბიჯებდა.წინა დღეებისგან განსხვავებით ახლა ბევრად თავისუფლად ეცვა. სპორტული ტანის სამოსი ისედაც სექსუალურ აღნაგობას, უფრო სასწაულს უჩენდა. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. გონებაში საკუთარი თავი შეაფასა და მიხვდა, ეს ბიჭი მისი იყო. მისი იყო ყველანაირი გაგებით, იმსახურებდა ამას თუ არა.
მაქსიმე ხმის ამოუღებლად წავიდა კარისკენ და გასასვლელში გაუჩინარდა.უსიტყვოდ მიყვა უკან. მიხვდა ჯერ კიდევ გაბრაზებული რომ იყო და არ უნდოდა მისთვის ნერვები უფრო მოეშალა. შავ 'X5'-ში ნაკანის გარდა ნიკუშაც იჯდა, რომელსაც სახეზე ხელები შემოეწყო და გულწრფელი ღიმილით შეჰყურებდა პირველს.
-როგორ ხარ ნიკუშ?-თბილად მოიკითხა ბიჭი.
-მაგრად, შენ?
-ვცოცხლობ-მხრების აჩეჩვით უპასუხა და მაქსიმეს ზურგს თვალები შეანათა.
-მარჯანიშვილზე დაგვტოვე-განკარგულება გასცა მამაკაცმა.
-არის სერ-სიცილით მიიტანა ხელი შუბლთან, იოანას თვალი ჩაუკრა და ძრავა ააღმუვლა.
თამარ მეფიდან აღმაშენებელს ჩაუყვნენ. სიჩუმე სუფევდა მათ შორის.ზედმეტი სიტყვები ისედაც არ იყო საჭირო.
-სადმე დავსხდეთ.
„მაკდონალდსზე“ რა აზრის ხარ?-შეპარვით იუთხრა.
-იყოს.
-დიდხანს უნდა ვიყოთ ასე?-აფორიაქებულმა შეხედა.
-ასე როგორ?
-გაბუსხულები.
-ჩვენ გაბუსხულები ვართ?-ირონიული ხმით კითხა.
-ჩვენ არა, შენ.
-შენი აზრით ამხელა კაცს მებუსხება?
-აბა რამხელას?-სიცილით ჩაკიდა ხელი მის გრძელ თითებს.
-დიდს.
-ანუ შენ რადგანაც დიდი ხარ არ იბუსხები? რა გამოდის ახლა-სერიოზულად კითხა და როგორც კი მისი სიცილი გაიგო მოიღუშა.
-რა გამოდის და ახლა გაბუსხული შენ ხარ.
-რას გადაეკიდე ამ გაბუსხვას ამხელა კაცი-ისე უსაყვედურა მაქსიმეს თითქოს მისი წამოწყებული არ ყოფილიყო ეს საუბარი.
-დღეს რაღაც ვერ ხარ ხასიათზე. ეტყობა დალევა ცუდად მოქმედებს შენზე.
-მორჩა გადავწყვიტე, აღარ გელაპარაკები-ორი წლის ბავშვივით ჩაილაპარაკა გაბუტულმა და მამაკაცს გაასწრო.
-ღმერთო ჩემო, ამას როგორ უნდა გავუძლო.
-მე ყველაფერი მესმის.
-მოდი ჩემთან.
დიდხნიანი წუწუნის შემდეგ ძლივს შემოირიგა. არადა ვერ იტანდა ხვეწნა-მუდარას, მაგრამ საყვარელი ქალის გამო ყველაფერს ჩაიდენს ადამიანი. ბევრისთვის შეიძლება ეს ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. ზოგისთვის უბრალოდ ცხოვრების დინებას მიჰყვა. არ ვიცი რას ფიქრობენ სხვები, მაგრამ ბედს მხოლოდ ადამიანებით თამაში უყვარს. ბედი არ ინდობს გულსა და ღიმილს. მას არ ადარდებს შენი გრძნობები, გიყვარს თუ არა.ის მხოლოდ თავის კანონებს ემორჩილება და ახლა როცა იქ მაღლა ყველაფერი გადაწყვეტილია მე, შენ და ის ვერაფერს გავაწყობთ, რადგან ხანდახან სურვილი ნდომაზე მეტია. მერე თითქოს დაძაბულობა ქაოსში ირევა და დიდ ჩამთრევ თამაშს ემსგავსება, ისე როგორც სიყვარული. და მაინც, რა იქნებოდა მარჯანიშვილი წყვილების გარეშე? ალბათ, არაფრით განსხვავებული, უბრალო ადგილი გადამწვარი შენობებით. ახლა როცა გავყურებ ნაკანსა და პირველს ვხვდები, რომ ტყუილად არ მიწვალია.
'მაკდონალდსში' ერთმანეთის პირდაპირ სხედან. მათ გარშემო გარე სამყარო ჩერდება და მხოლოდ მათით ივსება.
-მგონი შენი თვალები შემიყვარდა.
-მგონი?-ღიმილით კითხა იოანამ და კოკა-კოლა მოწრუპა.
-არ ვარ ჯერ დარწმუნებული.
-არ მიყვარს სიტყვა 'მიყვარხარ'.
-მე შეგაყვარებ.
-მპირდები?
-გპირდები.
-გაგიჭირდება.
-ვიცი, მაგრამ არ მეშინია.
-მე კი შენი მჯერა.
მხოლოდ ნაკანმა იცოდა მისთვის რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იოანას ბოლო სიტყვებს. ახლა ყველაზე მეტად უნდოდა მისი გამხდარი სხეული გულში ჩაეკრა და გოგოს ტანზე არსებული ქოქოსის სურნელი შეეგრძნო. ახლა რომ საზოგადოებრივ დაწესებულებაში არ ყოფილიყო ზუსტად იცოდა, რომ ჩახუტებით გაგუდავდა და მანამ არ გაუშვებდა ხელს, სანამ ძვლების ჭრიალს არ გაიგებდა.მის ფიქრებზე უნებურად ჩაეცინა და ანას ყურადღება წამსვე მიიბყრო.
-რა გაცინებს?-დაეჭვებულმა კითხა მაქსიმეს და კარამელის ნაყინი დააგემოვნა.
-არაფერი.
-ოხ, ვერ ვიჯერებ როგორ შეგიძლია შოკოლადის ნაყინი ჭამო, როდესაც კარამელი არსებობს.
-ამის შემდეგ დაიჯერებ.
-არამგონია-სიცილით გააქნია თავი.
ნაცნობი სილუეტის შემჩნევისას მამაკაცს მზერა გაეყინა. ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა მოსალოდნელი საფრთხისგან თავი დაეღწია, მაგრამ არ გამოუვიდა. ვულგარულად შემოსილი ქალი მოურიდებლად მიუახლოვდა მათ მაგიდას და ისე ჩაეხუტა ნაკანს ლამის სკამიდან გადმოაგდო. სულ არ შეუმჩნევია ის ფაქტი, გვერდით გოგო რომ ეჯდა და საუბარი გაუბა. მაქსიმე მოკლე, კონკრეტულ პასუხებს სცემდა ქალს რაც საკმაოდ უხეშადაც გამოსდიოდა.ვერ იტანდა ასეთ სიტუაციებს. რა ქნას კაცია და ერთხელ გაერთო, მაგრამ ეს გოგო მის მერე ვერ მოიშორა თავიდან. არც იოანა იყო სახარბიელო მდგომარეობაში. აღარ იცოდა თავი საით გაებრუნებინა. როგორც კი ქალმა სექსუალური მიხვრა-მოხვრით ტერიტორია დატოვა, მაშინვე თვალები მიანათა მამაკაცს.
-ბოდიში უხერხულობისთვის-სრული სერიოზულობით მოუბოდიშა.
-არაუშავს. წასვლის დროა.
-როგორც გინდა.
მარჯანიშვილის მეტროსკენ მიდიოდნენ მამაკაცმა წელზე ხელი რომ მოხვია და დენდარტყმულივით წინ გახტა. ვერ გაეგო რაზე იეჭვიანა, მაგრამ ეწყინა და ამას ნამდვილად არ მალავდა. მის საქციელს მამაკაცის ჩაცინება რომ მოყვა სულ მთლად გადაირია. ვაგონში ერთად შევიდნენ იმ განსხვავებით რომ გვერდიგვერდ არ იდგნენ.
-პატარა ბავშვი.
ადგა და ზურგი შეაქცია. შეიძლება მისი საქციელი ახლა არასწორად მოგეჩვენოთ და გაკრიტიკება დაუწყოთ, მაგრამ მგრძნობიარე და გულჩვილი გოგო იყო ყოველთვის. ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა და მერე ამის გამო მთელი ღამე ნერვიულობდა. ახლა იმაზე გაბრაზდა ასეთი ყურადღება რომ გამოიჩინა სხვა ქალმა მისი საკუთრების მიმართ და ლამის კალთაში რომ ჩაუხტა. იგრძნო როგორ შემოაჭდეს წელზე ხელები და პირი საყვირლად მოაღო. ნაცნობმა სურნელმა ცხვირში შეუღიტინა და მომენტალურად დამშვიდდა. სწრაფად მოტრიალდა მისკენ და სახე მაქსიმეს ყელში ჩამალა.
-ბატი-კომპლიმენტით შეამკო და შუბლზე აკოცა.
-არ ვარ ბატი.
-ხარ, თან როგორ- თავისქნევით უპასუხა და გაჩერებული მატარებლიდან ჩახუტებულები გავიდნენ.

***
მათთვის ცხოვრება უფრო ფერადი და სასიამოვნო გახდა. ყოველ საღამოს თუ არა ყოველ მეორე დღეს ნახულობდნენ ერთმანეთს. სეირნობდნენ და დაუღალავად იცინოდნენ. ამ ბოლო დროს მისმა ყოფილმა კლასელმა და თაყვანისმცემელმა მოუხშირა იოანასთან შეხვედრას. არ იცის ეს შემთხვევით ხდებოდა თუ ბიჭმა მისი გრაფიკი ზეპირად იცოდა. ყველანაირად ცდილობდა ჩამოეშორებიდა და მაშინ, როცა ეგონა რომ ხვადაგიანი საბოლოოდ მოიშორა, უნივერსიტეტის წინ გამოეცხადა ყვავილებით ხელში. გუკასთან ერთად მოდიოდა. რაღაცაზე გამეტებით იცინოდნენ. შემთხვევით გაიხედა ეზოში მდგარი შავი მანქანისკენ, რომელიც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა და სულ შემთხვევით შენიშნა ხვადაგიანი.წამში რამდენი ფერი დაედო სახეზე ვერ გაარჩევდით. მერე თითქოს ხელ-ფეხიც მიეყინა. არ უნდოდა მაქსიმესთან პრობლემები. ახლა კი ფიქრობდა რომ ეს ამბავი წყნარად არ ჩაივლიდა. არ ახსოვს როგორ გამოართვა მამაკაცს ყვავილები, მაგრამ ის ზუსტად ახსოვს უმცროსმა ნაკანმა რომ დაუძახა, სწრაფად წამოდი გვაგვაინდებაო. მასზე მიშტერებულ თირნიკეს ყვავილები ხელში შეაჩეჩა და იქაურობას გაეცალა.
-ხომ იცი თამაში ჩემი სტილია,ხოდა ვითამაშოთ-გამოსამშვიდობებელი სიტყვები მიაძახა გოგონას და მანქანისკენ წავიდა.

***
საღამოხანს უფროს ნაკანს შეხვდა. ხელებს ნერვიულად ათამაშებდა.ზუსტად იცოდა გუკა ყველაფერს რომ ეტყოდა.
-რატომ ნერვიულობ ანა?
-არ ვნერვიულობ-მამაკაცის პერანგის ღილებს წვალება დაუწყო.
-ჯიუტი ბატი-სიცილით ჩაილპარაკა მაქსიმემ, ხელი ნაზად წაავლო ნიკაპზე და ყველაზე მოულოდნელად მოპარა პირველი კოცნა. რამდენი პეპლები და ფეიერვერკები იყვნენ მის მუცელში არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ პირველად იყო ასეთი ბედნიერი. რაღაც სხვა იგრძნო, დახვეწილად გემრიელი და ჩამთრევი. ხელები თამამად შემოაწყო კისერზე და კბილებით წაეთამაშა.
-ხომ იცი რომ იმ ბიჭს შენთან მეგობრობა არ უნდა?
-ვიცი.
-მაშინ ამ თემაზე საუბარი აღარ დამჭირდეს-ცხვირზე თითი დაკრა და ტუჩზე მოწყვეტით აკოცა.
***
საღამოხანს უფროს ნაკანს შეხვდა.ხელებს ნერვიულად ათამაშებდა.ზუსტად ოცოდა გუკა ყველაფერს რომ ეტყოდა.
-რატომ ნერვიულობ ანა?
-არ ვნერვიულობ-მამაკაცის პერანგის ღილებს წვალება დაუწყო.
-ჯიუტი ბატი-სიცილით ჩაილპარაკა მაქსიმემ, ხელი ნაზად წაავლო ნიკაპზე და ყველაზე მოულოდნელად მოპარა პირველი კოცნა.
რამდენი პეპლები და ფეიერვერკები იყვნენ მის მუცელში არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ პირველად იყო ასეთი ბედნიერი.რაღაც სხვა იგრძნო, დახვეწილად გემრიელი და ჩამთრევი.ხელები თამამად შემოაწყო კისერზე და კბილებით წაეთამაშა.
-ხომ იცი რომ იმ ბიჭს შენთან მეგობრობა არ უნდა?
-ვიცი.
-მაშინ ამ თემაზე საუბარი აღარ დამჭირდეს-ცხვირზე თითი დაკრა და ტუჩზე მოწყვეტით აკოცა.
***
აღდგომის ერთ კვირიან არდადეგებზე გამოუცხადა დასასვენებლად მივდივართო და ბარგის შეკვრა უბრძანა. გაკვირვებულმა გათიშა ტელეფონი და საწოლზე ვარსკვლავის ფორმით გაწვა.
-და დედაჩემს რა ვუთხრა?- ღრმად ამოიოხრა და თვალები დახუჭა. ბოლოს იმ დასკვნამე მივიდა, რომ წასვლას ვერ შეძლებდა და მაქსიმესთან გადარეკა.
-შეხვედრაზე ვარ, ცოტახანში გადმოგირეკავ- ტელეფონს მიღმა ხმამ ჩასძახა და სანამ რამის თქმას მოასწრებდა იქამდე გათიშა.
-ამ საბათ დღეს რა შეხვედრა აუტყდა- ისევ აბუზღუნდა და ტექსტური შეტყობინებით ამცნო, რომ წასვლას ვერ შეძლებდა. საწოლიდან ფეხები გადმოყო, ტანი გააქნია და ჩამოსრიალდა. მოპირდაპირე მხარეს სარკესი საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა და გაბურძგნულ თმაზე ხელი გადაისვა. დილის პროცედურები სრაფად ჩაიტარა და სახლის ტანსაცმელი ტანზე მოირგო.
ელენე სამზარეულოში ფუსფუსებდა და გაზზე შემოდგმულ წვნიანს აგემოვნებდა.
-მარილი აკლია.- დაასკვნა და თაროდან მარილის შეკვრა გადმოიღო. იოანამ კი ვაზიდან ვაშლი ამოიღო და გემრიელად ჩაკბიჩა.
-ანა მომეხმარე რა. - შეწუხებული სახით გადმოხედა შვილს და დასაჭრელად გამზადებული მწვანილი გაუწოდა. საქმეს მაშინვე შეუდგა. იმდენად გაერთო დანის ქნევით, რომ თთ გაიჭღა. ტკივილისგან სახე დაემანჭა, ელენემ ერთ წამოიყვირა და ხელში ეცა. გაჭრილი თითი წყალს მიუშვირა.
-მტკივა. -ტირილნარევი ხმით თქვა და ადგილზე ხტუნაობა დაიწყო.
-ნუ მოძრაობ!- ბრძანება გასცა და თითზე ძლიერად მოუჭირა. მისაღებიდან სამედიცინო ყუთი გამოიტანა და ჭრილობის დამუშავება დაიწყო.
კარებზე ზარის ხმა გაისმა.
- აქ იჯექი და თითზე ბამბა კარგად დაიჭირე- ფეხზე წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა. რამდენიმე წუთი ხმის ამოუღებლად იჯდა. ბოლოს რომ აღარ დაბრუნდა ვეღარ მოითმინა , ფეხზე წამოხტა და შემოსასვლელისკენ წავიდა. კარებში მაქსიმეს მაღალი სხეული იდგა და მომხიბვლელი ღიმილით დაჰყურებდა პირველების დიასახლისს. რაღაც მომენტში მზერა იოანასკენ გამოაპარა და ღიმილი სახიდან მოიშორა.
-ანა!- მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა. უნებურად მოიბუზა და წამწამები ააფახუნა.
-იოანა ვინ არის ეს უსუმპათიურესი არსება?- ჩუმად გადაულაპარაკა დედამისმა და ნაკანი სახლში შეატარა.
-ღმერთო ჩემო დე, საჭმელი დაგეწვა.- გესლი გადმოანთხია , წარბები შეკრა და მამაკაცს უკან მიყვა.
- რა ცუდი გოგო ხარ- მიაძახა და სამზარეულოსკენ გაიქცა.
მაქსიმე სავარძელში მოკალათებულიყო და იბღვირებოდა, გოგონა გვერდიტ რომ მიუჯდა, მხოლოდ მაშინ შეხედა და კოპები უფრო შეკრა.
-შეხვედრა არ გქონდა?
-ტელეფონი სად გაქვს?-კითხვა დააიგნორა
-ზემოთ ოთახში- მხრების ჩეჩვით უპასუხა.
-ასეთი უპასუხსიმგებლო როგორ ხარ? როცა იცი, რომ უნდა დავრეკო ხომ შეგიძლია რომ თან გქონდეს! ან ის შეტყობინე რა იყო საერთოდ შეგიძლია რომ ერთხელ მაინც ის რასაც გეუბნები?-ღრენით უთხრა
-მაქსიმე გაიგე რა, დედაჩემს ვერ ავუხსნი მეწყვილესთნ ერთად დასასვენებლად მივდივარ ერთი კვირათქო- მშვიდი ხმით უთხრა და ბამბა შემოხვეულ თითს თვალი შეავლო.
-ჯანდაბა, ახლავე მოვალ- სისხლით გაჟღენთილი ბამბა მოიძრო და ელენესთან გავიდა. დედამის თითი შეახვევინა და სანამ კითხვების კორეანტელს დააყენებდა იქიდან გამოიქცა.
-თითზე რა მოგივიდა?- შეშფოთებულა ხელი მის ხელში მოიქცია და შეათვალიერა.
-არაფერია, დანით გავიჭერი.
-ასეთი ბატი რატომ ხარ?- ხმა დაუთბა ნაკანს და შუბლზე აკოცა.
ჩახველების ხმა მოესმა. ელენე ღიმილნარევი სახით მიუახლოვდა წყვილს და ხილის ასორტი მაგიდაზე დადო.
-ყავა თუ ჩაი?- ნაზი ხმით კითხა სტუმარს. ანამ წარბები შეკრა და დედამისს უცნაური მზერით გადახედა.
-ნე შეწუხდებით უკვე მივდივარ.-ფეხზე წამოდგა და წელზე შემოხვეული ხელით კარისკენ უბიძგა.
-ასე მალე?-თითქოს გულდაწყვეტით ამოიოხრა ქალმა.
-კიდევ შემოგივლით. - პირობა დადო მამაკაცმა და გაიღიმა.
-დიდი სიამოვნებით მიგიღებთ
კარებთან მისულმა ვეღარ მოითმინა და ცხვირი მის ყელში ჩამალა და სიამოვნებისგან ჩაიცინა.
-წამოდი გთხოვ- მისი ხმა გულზე მოხვდა პირველს
-ხომ იცი რომ არ შემიძლია.
-გთხოვ-მის წვალებას განაგრძობდა. ეუცხოვებოდა მისი ასეთი ხმის ტემბრი და საშინლად არ მოსწონდა რაღაცაზე უარის თქმა რომ უწევდა.
-კარგი, რამეს მოვიფიქრებ.-ფარ-ხმალი დაყარა და მოშორდა.
-გმადლობ.-შუბლზე კიდევ ერთხელ აკოცა, დაგირეკავო დაუბარა და სახლიდან გავიდა.
ოთახში ზედმეტად ბედნიერი და გაბადრული შევიდა. დედამისს სუფრა გაეშალა და სკამზე მოუსვენრად ცქმუტავდა. შესვლისთანავე გაბრწყინებული თვალები შეანათა შვილს და მზერით ანიშნა დაჯექიო.
-ეს ის არის ხო?- უთქმელად მიუხვდა ყველაფერს.
-კი დე ის არის.- შეფაკლული ლოყებით გამოეცხადა და წვნიანით სავსე თეფშს დააშტერდა.
-კარგი, დაიწყე თორემ გაცივდება.-მისდა გასაოცრად თემა გადაიტანა და ჭამას შეუდგა.
-და სულ ეს იყო?- ყურებს არ დაუჯერა
-როცა საუბარი მოგინდება თავად მომიყვები.
საუბარი საასრულეს, ჭამის დროს ლაპარაკი არც ერთს იზიდავდა. საუზმის შემდეგ მაგიდა მიალაგა და ოთახში ავიდა. საწოლზე მიგდებული ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ტატას დაურეკა.
-ახსნის თავი არ მაქვს. ახლავე ჩემთან სახლის ტელეფონზე გადმორეკე, დედაჩემი გიპასუხებს, ცოტახნით საუბარი გაუბი და უთხარი,რომ წასვლა გინდა და არ მოგყვები.
-ხომ კარგად ხარ?-სერიოზული ხმით კითხა მეგობარს.
-უბრალოდ გააკეთა ის რასაც გეუბნები. შეეცადე, ისე ქნა რომ წამოსვლაზე დამიყოლიოს კარგი?
-კარგი, ოღონდ ახსნა მოგიწევს.
ორ წუთში სახლის ტელეფონი ახმაურდა. ოტახში აქეთ-იქით ნერვიულად დაიწყო სიარული, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კარები ელენემ შემოხსნა და ანასკენ წავიდა.
-ტატა იყო. რატომ არ მიყვები ბათუმში?
-მერე შენ აქ მარტო ხო არ იქნები- თავი მოისწაყლა მან.
-ნუ სულელობ, ბარგი ჩაალაგე. დაგიბარა ნახევარ საათში ჩემთან იყოსო.
ვერავინ მიხვდება, როგორ გაუხარდა დედამისის სიტყვები და ზედმეტი ბედნიერებისგან ყელზე შემოეხვია. ლოყაზე ხმაურით აკოცა და სააბაზანოსკენ უკანალის ქნევით წავიდა.
-ხო და კიდევ ანა- დედამისის სიტყვებმა შეაჩერა-ამის შემდეგ, როცა რაღაც დაგჭირდება პირდაპირ მე მთოვე და იმ ვაჟბატონს გადაეცი რამე ზედმეტი თუ გაბედავს საქმე ჩემთან ექნება.-თვალი ჩაუკრა და პირდაღებული შვილი ოთახში დატოვა.
****
მაქსიმეს მანქანაში ხუთივე ერთად ისხდნენ, წინ უშხვანი იჯდა და უფროს ნაკანს შეუჩერებლად ესაუბრებოდა. უკან გუკა, იოანა და ტატიანასიცილით კვდებოდნენ. გუკას გადამკიდე ნამდვილად ძნელი იყო სერიოზული სახით ჯდომა. ტატიანასთან საქმე იოლად მოაგვარა ან რაღა იყო მოსაგვარებელი დედამ უკვე ყველაფერი იცოდა.
-აუუ, იოანკა გუშინ შემხვდა ჩვენი კურსელი შენ რომ ძაან ევასები- თვალი ჩაუკრა გოგოს და ჩუმათ ანიშნა საუბარში ამყევიო.
-ძაან სიმპათიური ტიპი კია და...-წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული მაქსიმეს მზერა, რომ იგრძნო და გაგრძელება აღარც უცდია.
-წინა დღეს რომ გითხრა მომწონხარო შენ რა უპასუხე?- არაფრით არ ეშვებოდა უმცროსი ნაკანი დათან ირონიულად იღიმოდა ანას გაბრაზებულ სახეზე.
-რა და ნაკანმა თუ გაგიგო სახეს აგაცლისთქო!- ძლივს შეიკავა მაქსიმემ სიცილი და გოგოს აწითლებულ სახეს სარკიდან გადახედა.
-მაგიტომაც დადიას ახლა სახე აცლილი-ხარხარით ჩაილაპარაკა და იოანას მხარი გაკრა.
-ხანდახან ისეთი აუტანელი ხარ გუკაჩო მინდა, რომ გაგგუდო-გაბრაზებული ხმით ჩაიდუდღუნა და დაქალს თავი რბილად მიადო.
-მე მეგონა გიყვრდი- თავი მოისაწყლა და სახე სატირლად დაბრიცა.
-ღმერთო ჩემო, სახლში ამას როგორ უძლებთ?- დაეჭვებით კითხა მაქსიმეს
-ვუძლებთ, რომ?!-ირონიით უპასუხა გოგოს.
-გახდები ჩვენი რძალი და ნახავ-დაელმებული თვალებით გაუსწორა გუკამ ანას სახე და ძმას ენა გამოუყო.
-ნუ გამიწითლე გოგო- სიცილით ჩაბჟრებულმა უფროსმა ნაკანმა ძლივს მოითქვა სული.
-ერთმანეთზე უარესები ხართ ძმები, ვსო არცერთს აღარ გელაპარაკებით.- ტატიანას კიდევ უფრო მიეკრა და თვალები მილულა.
ძილბურანიდან დაქალის საუბარმა გამოიყვანა, რომელიც ბიჭებს სიცილით ესაუბრებოდა. მერე გაიგო გუკამ რომ იკითხა უშხვანს რა სჭირს რამ დააძინაო და მაქსიმემ რომ უთხრა: -შეყვარებულია მგონიო
-დეპრესია აქვს?-თავის პოზიციას არ თმობდა უმცროსი ნაკანი და ყველაფერზე ხუმრობდა.
-დამღალე გუკა_ ღრენით უპასუხა ძმას და მალევე მიიღო საპასუხო დარტყმა.
იოანამ კი თავი სიცილით გააქნია და ძმებს ინტერესიანი მზერა მიაბყრო.


ბათუმში ჩასულები სახლში განაწილდნენ და ერთმანეთს საღამომდე დაემშვიდობნენ. მოწყვეტით გადაწვა საწოლზე და ფანჯარაში არსებულ ხედს თვალი გაუშტერა. კარების ხმაზე გვერდზე გაიხედა და დაქალს ანიშნა მასთან მისულიყო.
-დავიღალე ტატიანა
-რამ დაგღალა?
-მგზავრობამ- თვალები დახუჭა და ტუჩები აცმაცუნა.
-დაიძინე და რომ გაიღვიშებ გარეთ გავიაროთ
-თანახმა ვარ- მხარი იცვალა და პლედში გაეხვია.
საღამოს მაქსიმეს დაუბარა მე და ტატიანას გასეირნება გვინდაო და ბათუმის ნაპირი ფეხით შემოიარეს. სეირნობა სეირნობაში კი შემოაღამდათ, მაგრამ ახლა ისეთ ჯანზე იყო კიდევ დიდ ხანს ვერ დაიძინებდა. ამიტომაც ვერ იტანს შუა დღე ძილს. იმდენი იჭორავეს ენა ლამის გადატყავდათ. რამდენჯერმე მოიკითხა ბიჭმა და ესეც სიცილით პასუხობდა უკვე დიდი გოგო ვარ არ დავიკარგებიო.
სახლში ფეხის შედგმის თანავე დაემშვიდობა ტატიანა და საძინებლის კარი ხმაურიანად გაიხურა.
მაქსიმეს ოთახს ნელი სვლით ჩაუარა და ვერანდაზე გავიდა. თბილმა ჰაერი ახურებულ სხეულზე შემოეხვია და ნაზი მოძრაობით გაეთამაშა. იქვე დადებულ ძველ დივანში ჩაეფლო და ტანზე თელი პლედი მიიფარა. პლედს ძველებური სახლის და ბევრი მოგონების სუნი ასდიოდა. სადღაც გონების სიღრმიდან ბებიამისის სახელი წამოტივტივდა, მერე სვანეთში გატარებული ლაღი ბავშვობის ფრაგმენტები გაცოცხლდა და მოჭარბებული ემოციებისგან აცრემლიანებულ თვალები ნეტარედ დახუჭა. კისერზე მამაკაცის გრძელი თითების შეხება იგრძნო და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ქვემოდან ახედა მომცინარ მაქსიმეს და ხელი ხელზე მოუჭირა.
-სად იყავი?
-ვსეირნობდი-ხრინწიანი ხმა ჩაიწმინდა და თვალი ისევ სივრცეს გაუშტერა.
-რა გჭირს ანა?-ცრემლიანი თვალები თითით შეუმშრალა.
-უბრალოდ, ვფიქრობდი და გამახსენდა რა კარგი იყო ბავშვობა ჩემს სოფელში, მაშინ ბებო ჯერ კიდევ ცოცხალი მყავდა. მისი თმის სუნი კიდევ შემორჩენილი მაქვს გონებაში. მახსოვს თავისი დაბერებული ხელებით როგორ მეფერებოდა ხოლმე. მინდა ისევ იმ დროში დავბრუნდე ცოტა ხნით მის კალთაში მაინც ჩამსვა და ისე ნაოჭბიანი სახე დამაკოცნინა ამ წამს ასე, რომ მენატრება. ემოციის დიდმა ტალღამ გადაუარა, ტანი ტირილისგან აუცახცახდა. მაქსიმეს მკერდს თავი მიადო და ჩუმად აკრუსუნდა.
-რა თბილი ხარ ანა.-ბოხი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და იოანას ყველში წვერიანი სახე ნაზად ჩარგო.
-მინდა, რომ სულ ასე ვიყოთ. მე, შენ და ბუნება.
-ჩვენ და ბუნება!
-ხოო, ჩვენ!-ღიმილი შეპარული ხმით დაიჩურჩულა და მაქსიმეს ყბას ტუჩები შეახო.
მათ დანახვა ერთი დიდი ბედნიერება იყო. სახლის ვერანდაზე ორი სხეული ერთმანეთზე მიწეპებული ისხდა. გარინდულ გარემოს და მღელვარე ზღვას თთქოს სიყვარულის ფერი დაკრავდა. ვიღაცას ტუჩები უთრთოდა და გულის დაწყნარებას ლამობდა. მათი ხელები კი ერთმანეთს ეჭიდებოდა, სულს ემოციებისგან ძარცვავდა, როგორც ქურდი, რომელიც დაუკითხავად იჭრება შენში. მერე ყველაფერს სიყვარულის ფერი დაკრავდა, მომნუსხველი ცივი და ყველაზე მწიფე. ფორთოხლის არომატივით ვრცელდებოდა დედამიწაზე და მათ გულებში შეღწევას ცდილობდა. არვიცი, ამ დროს რას ფიქრობდნენ სხვები, მაგრამ ბათუმი სიყვარულის ქალაქს დაესგავსა. არავინ არ თვქას, რომ ორ ადამიანს არ შეუძლია სამყაროს გაორმაგებული დატრიალება. იმ ღამეს მათი გულებიც, ხუსტად ასე, გაორმაგებულად ცემდა.
თვალი რომ გაახილა და გარემო შეათვალიერა მოულოდნელად გაეღიმა, მაშინ მიხვდა, რომ მაქსიმეს გარეშე ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა. მამამისის მერე ასე მძაფრად პირველად ენდო მამაკაცს. ფეხზე სწრაფად წამოდგა, მოწესრიგდა და სამზარეულოში "დატრიალდა" ყველიანი სპაგეტისთვის სოუს ამზადებდა, ხმაურით, რომ შემოვიდა გუკა და სიცილით უთხრა ანას:
-მომესწრო გოგო
-მოგესწრებოდი გენაცვალე, ხუმრობასა და სხვის დაცინვაში გაგყავს დრო.
-ხოდა სიცოცხლეს ვიხანგრძლივებ სიცილით.
-არა მგონია შენმა სიცოცხლემ დიდხანს გასტანოს.-ფხუკუნით გააქნია თავი და გუკას სერიოზული სახით შეხედა.
-რატომ ვითომ?
-იმიტომ-მეგობარს ლოყა გაუწელა და მაგიდის გაშლა დაიწყო.
-რა უნდა მაჭამო?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო იოანას.
-საჭმელი
-კარგი რა, ანა! მიგახრჩობ ახლა.
-შენ მე? ვერ მოგართვი!
-რა გაჩხუბებთ ამხელა ხალხს დილაუთენია- უფროსი ნაკანი თავის გოგოს მიუახლოვდა და ხმაურით აკოცა ლოყაზე.
-დედაა, რას მაყურებინებთ ამ პატარა ბავშვს?!-ქალივით შეჰკივლა გუკამ და როდესაც ძმის სერიოზული სახე დააფიქსირა პირველ სართულზე ჩამოსულ უშხვანს შეახტა.
-არ არსებობს- ტკივილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ძმაკაცი მოიშორა.-რატომ არის ეს შენი ძმა მაქსიმე?!
-ჩემს მშობლებს ჰკითხე.
-ტატიანას გავაღვიძებ და ვისაუზმოთ.
ერთად ისხდნენ მაგიდასთან და ძველ ამბებს იხსენებდნენ, პირველის ტელეფონი რომ აწკრიალდა.
-ახლავე მოვალ-სამზარეულო დატოვა და ვერანდაზე გავიდა.
-გისმენთ
-ანა შენ ხარ?
-დიახ მე ვარ.
-თორნიკე ვარ ხვადაგიანი, შენი მოკითხვა მინდოდა.
-როგორ ხარ?
-გმადლობ, არამიშავს. რას შვები?
-რავიცი ვისვენებ.
-ძალიან კარგი, შენი სახლის მისანართი მითხარი და გამოგივლი!- ბრძანებასავით გაისნა მისი ხმა მობილურს იქით.
-არ ვარ თბილისში და რომც ვყოფილიყავი დარწმუნებული ვარ, ვერ მოვახერხებდი.
-ვიცი, რომ თბილისში არ ხარ და თუ არ მეტყვი მისამართს არც ეგ არის პრობლემა, არ გამიჭირდება გარკვევა.-როგორც კი ზურგს უკან მდგომი სხეულის ჩახველების ხმა გაიგო, მაშინვე გათიშა ტელეფონი და ადგილს მიეყინა.

-ანა, ანა, ანა- იგრძნო, როგორ შეეხო მაქსიმეს გრძელი თთები კანზე და წამსვე გააჟრჟოლა.- რას მიმალავ ან რისი გეშინია?-ღიმილნარევი სახე აიკრა და გოგოს ტუჩები შუბლზე შეახო.-იცი რა, ყველას არ აქვს უფლება იოანა პირველი უყვარდეს, მაგრამ მე ყველა არ ვარ.
-შენ ყველა არ ხარ! შენ მაქსიმე ნაკანი ხარ!-ბიჭის კისერში ჩამალა თავი და ჩუმათ გაიღიმა.
-ხოდა ხვადაგიანის და მსგავსების დედ*ც, მე მოვაგვარებ მაგ პრობლემას. არ მინდა, რომ ვიღაც ს*რების გამო ინერვიულო.
-ახლა ვგრძნობ, რომ უფრო მეტად მჭირდები, ვიდრე ოდესმე. ხვდები, რომ სიყვარულმა ფრთები აისხა და ' მე და შენ ჩვენ ხდება'.
-ჩვენ!
-ხო, ჩვენ!
-მომწონს!
-მეც
-მეც ძალიან მომეწონა შენი გაკეთებული საჭმელი.-სიცილით დაიძახა გუკამ და ვერანდაზე ტატიანასთან ერთად გავიდა.
-ამ საღამოს სადმე გავიდეთ- ვასლი ჩაკბიჩა უმცროსმა ნაკანმა.
-კლუბში წავიდეთ- პუფში ჩაეფლო ტატიანა
-კარგი იდეაა, წავედი მე და ცხრა საათზე გნახავთ.-ხელი აუწია გუკამ ბავშვებს და კარი გაიხურა.
საღამომდე დიდი დრო ჰქონდათ. სიცხისგან გადახურებულ ქალაქში მოსვენება დაკარგულები დაბოდიალობდნენ. ბოლოს საშველი საშხაპეში იპოვეს და ცივი წყლის ქვეშ შეძვრნენ. რომ მოსაღამოვდა კარადიდან კაბები გადმოყარა და საწოლზე მიაწყო. დიდი არჩევანი არც ჰქონია, ნახევარზე მეტი თბილისში დატოვა. შავი წელში გაკოყვანილ კაბას ხელი დაავლო და ტანზე მოირგო. სახლი ბარნივასთან ერთად დატოვა. ბიჭებმა ჩვენ ცალკე მოვალთო და ისე აორთქლდნენვარაფერი აუხსნიათ.
კლუბში საკმაოდ ბევრი ადამიანი ირეოდა. ზოგიერთ მათგანს ალკოჰოლოს კვალი სახეზე აღბეჭვდვოდათ. ხალხის მასაში გზა ძლივს გაიკვალეს და ბარს მიუჯდნენ.
-ორი ვისკი თუ შეიძლება.
ბარმენმა წარბაწეული მზერით გადახედა ორივე გოგოს. ჯერ ერთს შეავლო თვალი, მერე მეორეს. ბოლოს მხრები აიჩეჩა, ამათ რას გაიგებო ჩაიბურტყუნა და შეკვეთა მაგიდაზე დადგა.
სიტუაცია გახურდა. სასმელმა ყელი ჩაუწვა, უსიამოვნო შეგრძნებისგან გააკანკალა. ერთ ჭიქას მეორე მიყვა, მეორეს მესამე და ასე გაგარძელდა იქამდე, სანამ მხედველოვა არ დაეძაბა და ფიგურები გაითხაპნა. სადღაც სიღრმიდან ტატას ხმა ჩაესმა, რომელიც ცენტრისკენ უბიძგებდა და ფეხზე წამოდგა. ბრბოს ტანის რხევით შეერია. ნელი მოძრაობით შემოაწყო ბარნოვს მხრებზე ხელები და გვერდები გამომწვევად აათამაშა.
უკნიდან სივრცე დაიხუთა. უეცრად ჩამოვარდნილმა დაძაბულობამ ტანი აიცახცახა და მხრები ძირს ჩამოყარა. იგრძნო როგორ შეახეს ცივი თითები ბარძაყზე და სიამოვნებისგან თვალები მინაბა. ყვლელზე მიკრობილი ტუჩები უხეშად დაცოცავდნენ ყოველ წერტილში. მაშინვე გამოფხიზლდა, როგორც კი ყრუ ტკივილი იგრძნო მხარზე და ნაკბენ ადგილს თითები შეახო.
-ასეთი ცეკვით მამაკაცების უმეტესებოას ჭკუიდან გადაიტვან. მე კი ეს არ მაწყობს, საერთოდ არ მაწყობს.- ბოხმა ხმამ გადაფარა სიმღერის ხმა და წამალსვე ტაომ დააყარა ტანზე.
უფრო მეტად მიეკრა მაქსიმეს სხეულს და მასში კვლავ თავიდან დაიბადა სურვილი. სურვილი მაქსიმესთან ყოფნის და ერთად გაქცევის.თითქოს ხელებმა თავისით იპოვეს პარტნიორის მხრები და მერე გულმაც მშვიდი ფეთქვა განაგრძო.
-ჩემი შოკი-მოკი ხარ!-ხრინწიანი ხმით ჩასჩურჩულა ანას და მის ყურს წაეტანა. სხეული დაეკლაკნა, ქვედა კიდურები მოუდუნდა და ჩაკეცვა დაიწყო. ძლიერმა ხელებმა გაერში ნაზად ააფრიალეს და გასასვლელისკენ წაიყვანეს. სახეზე ცივი ჰაერის შეხება ესიამოვნოა. ზღვის სუნმა ცხვირის ნერლსტოები აუწვა. მამაკაცია თითებს თავისი შეაგება და გადახლართული ხელებით გზას გაუყვნენ.
ჰაერში გაზაფხულის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. გაშავებულ ზღვას შიშის მომგვრელად ბობოქრობდა და მსხვერპლს ელოდა. ჩამოვარდნილ სიჩუმეს ტალღების ხმა აპონდა. საამლისგან გაჟღენთილი სხეული ნელ-ნელა იწმიმდებოდა.
ლოყები აუვარდიაფრდა. გაახსენდა, როგორი ჟინით ცეკვავდა და შერცხვა. ნაკანის მხარს თავი მიადო და ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა.
-მაპატიე.- ვიბრაციის მიხედვით მიხვდა, როგორ ჩაეცინა მამაკაცს და თავისუფლად ამოისუნთქა.
-ისევ ქართულ ცეკვას მიაწექი.-ირონია გაჟღენთილი სიტყვები მოს ყურთასმენას მისწვდა.
-აღარაფერი მითხრა-გაფრთხილების ნიშნად ხელი აუწია და სანაპიროსკენ წავიდა.-როგორ ფიქრობ ღმერთი არსებობს?
-ხომ მითხარი,არაფერი აღარ მითხრაო?!- თავისივე ნათქვამი შეახსენა და ქვებზე მის გვერდით ჩამოჯდა.
-მუპასუხე რა.
-ღმერთი თუ არსებობს ჩვენ სულ ასე ვიქნებით.
-ანუ არსებობს.-თავის თავში დარწმილუნებულმა თქვა და მამაკაცის ყელში შეძვრა. სიცივისგან ათრთოლებული ტუჩები მიაკრო და ძლიერად აკოცა. მაქსიმეს სხეულმა მაშინვე რეაგირება მოახდინა და შესამჩნევად დაიძაბა. კმაყოფილებისგან გაიბადრა და მოქმედება ისევ გაიმეორა.
-შეწყვიტე-ვნება მორეულმა ამოიოხრა
-მომწონს ის ფაქტი, რომ შენზე ასე ვმოქმედებ.
-იმაზე უფრო მეტად, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მხრებში წვდა და გადააწვინა. თავი გულზე დაადო და გაჩუმდიო ტუჩების მოძრაობით ანიშნა.
თითქოს ზღვამაც კი შეწყვიტა მოძრაობა და გაუშტერა მზერა.
-მინდა, რომ ეს ყველაფერი სამარადისოდ გაგარძელდეს.
-სამარადისო არაფერია, არც ჩვენ.
-ხანდახან ვფიქრობ, რომ მხოლოდ ბაუნტისადმი სიყვარულია სამარადისო.-სიცილით ჩაილაპარაკა და მაქსიმეს ტუჩებს დააკვდა.
***
ბათუმში ბოლო ერთი დღეღა ჰქონდათ დარჩენილი და ერთად ატარებდნენ დროს, უფროსი ნაკანის მობილურზე უცხო ნომრიდან რომ შემოვიდა ზარი, სწრაფად დატოვა სასტუმრო ოთახი და ნახევარი საათი აღარც გამოჩენილა.
გაფითრებული სახით შეაბიჯა და მოწყვეტით დაჯდა დივანზე. უფროსი ნაკანის აფორიაქებული სახე არ გამოპარვიათ და მომლოდინედ შეჰყურებდნენ.
-თბილისში უნდა წავიდეთ.თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ-გოგოებს მიმართა.
-რა ხდება?-ინტერესით იკითხა გუკამ.მაქსიმემ თავზე ხელი გადაიტარა და ღრმად ამოისუნთქა.
-მამაა ცუდად.საავადმყოფოში გადაუყვანიათ.მეტი არაფერი ვიცი, აუცილებლად უნდა წავიდეთ.
-ჩვენც წამოვალთ-ხმამაღლა თქვა პირველმა და მამაკაცს მიუახლოვდა-მაღლა ავიდეთ, ჩანთას ჩავალაგებ.გთხოვ არ ინერვიულო.ყველაფერი კარგად იქნება-გამამხნევებლად დაუსვა მხარზე ხელი.
თბილისში ჩასულებმა ტატიანა სახლში მიიყვანეს.იოანას დიდი სურვილის მიუხედავად მაინც არ წაიყვანეს საავადმყოფოში.დედა მონატრებულმა გულში ჩაიკრა და პატარა ბავშვივით ჩაუკაკლა ყველაფერი.მთელი საღამო ელოდა მაქსიმეს ზარს, მაგრამ ტყუილად.ღამის სამ საათზე გაეღვიძა და ტელეფონს დაწვდა.რამოდენიმე ზარის შემდეგ მამაკაცის დაღლილი ხმა გაისმა.
-მომენატრე-ჩუმად ჩაილაპარაკა პირველმა.
-იოანა,რატომ არ გძინავს?
-იმიტომ რომ მომენატრე.
-მეც ძალიან.
-მამა როგორ არის?-იმდენად თბილი ხმით იკითხა,მაქსიმეს ჟრუანტელმა დაუარა.
-იმედს არ იძლევიან.შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
-მაქსიმე-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიოხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
-ვიცი ანა.შევეცდები ამ მდგომარეობას შევეგუო, მაგრამ ძნელია.მამაჩემი ჩემთვის ყველაფერია.ის რომ არა დღეს ასეთი ვერ ვიქნებოდი.
-მიყვარხარ! - ტირილით ჩაილაპარაკა.რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მძიმედ ამოიოხრა ნაკანმა.თითქოს ამოსუნთქვას ყველანაირი ტკივილი ამოაყოლა.
-ახლა უნდა წავიდე.შეგეხმიანები-ტელეფონი მაშინვე გათიშა.
თითქის გულში რაღაც ჩაწყდა.ყველაზე ცუდად იგრძნო თავი, მაგრამ მერე გაახსენდა რამხელა დარტყმა მიიღო დათას ჯანმრთელობის შესახებ რომ გაიგო და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.საწოლზე მოუსვენრად იწვა და თვალს ვერ ხუჭავდა.კედლის საათი ოთხს უჩვენებდა.ტელეფონის ზარზე შეხტა და ნელა გადაუსვა სენსორს ხელი.
-გისმენთ.
-ანა.
-მაქსიმე.
-ვიცი რომ ძალიან გვიანია, მაგრამ ახლა რომ არ გნახი მოვკვდები.სადარბაზოსთან ვარ.
-ორ წუთში მანდ ვარ- შორტზე გრძელი მაისური გადაიცვა და სახლი ჩუმად დატოვა.
ბიჭს ფრთხილად გადაეხვია.
-იმის მიუხედავად რომ საშინელ ხასიათზე ვა, შენ მაინც შეძელი და გამაბედნიერე.პირველად ვიგრძენი თავი ასე საშინლად და ამასთან ერთად საუკეთესოდაც.სასწაული ხარ იოანა პირველო.ჩემი პირადი შოკი-მოკი.
-ყველაზრ ბედნიერი წუთებია ჩემს ცხოვრებაში.შენ შეძელი და შემაყვარე.
-არასდროს არ მავიწყდება დაპირებები.
-მე კიდევ ადამიანები, რომლებიც თავის პირობას ღირსეულად ასრულებენ-ნაზად შეახო ანას ტუჩები და გრძელი თითები სახეზე გადაუსვა.
-მანქანაში რაღაც მაქვს შენთვის-მანქანიდან კალათი გადმოიღო და თვალებგაფართოებულ ანას ხელი აუფრიალა.
-ღმერთო ჩემო.ამდენი ბაუნტი რამ გაყიდინა.
-რამ არა, ვინ !- სიცილით უთხრა და გოგონა სხეულზე აიკრა.
-ბაუნტზე მეტად მიყვარხარ! -ყურში ჩასჩურჩულა და ღიმილიანი სახე შეანათა.
მოუსვენრად შეჰყურებდა ჭერს და სულელივით იღიმოდა.ზუსტაფ იცოდა დიდი დაღლილობის მიუხედავად მაქსიმეს რომ არ ეძინა და მაშინვე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მობილურზე.
"მადლობა ბაუნტებისთვის და უფრო დიდი მადლობა იმისთვის რომ ასეთი კარგი ხარ"
პასუხმაც არ დააყოვნა:"ამის მერე სამუდამოდ გეცოდინება, რომ ჩემი ნაყიდი ბაუნტები უფრო გემრიელია.ძილინებისა ანა!"
ტელეფონის ზარი კიდევ ერთხელ შემოვიდა და გაკვირვებულმა დახედა, ახლა ნამდვილად აღარ ელოდა მაქსიმეს.
-ანა, ღმერთო ჩემო, როგორ დამავიწყდა.
-რამე ხდება მაქსიმე?-შეშფოთებული ხმით ჰკითხა ბიჭს.-მამაშენი ხომ კარგადაა?
-სტაბილურია ახლა მისი მდგომარეობა,მაგრამ ამ საკითხზე სასაუბროდ არ დამირეკავს. ტელეფონით თქმა არ მინდოდა, მაგრამ სავაადმყოფოდან გამოსვლას ვერ ვახერხებ, დედას მარტო ვერ დავტოვებ. ეს რომ გითხრა, მთელი ცხოვრება ვინანებ.
-გისმენ.-ანერვიულებულმა დაუწყო ლოდინი.
-მინდა, რომ სამუდამოდ იცოდე და არასდროს დაგავიწყდეს?! მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ!- ჟრუანტელმა თხემიდან ტერფამდე დაუარა ანას და ბოლოს გულის ყველაზე თბილი და დიდი ადგილი დაიკავა. პირველად იგრძნო მოზღვავებული ენერგია და მაშინ, მიხვდა, რომ ნაკანიზმით იყო დაავადებული.
ნაკანიზმი- დაავადება, რომელიც არ იკურნება, არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, შეხებითა და კოცნით. სამარადისოა. ახასიათებს გონების შეპყრობა, ჟრუანტელი და ბევრი ღიმილი. ხშირ შემთხვევაში იწვევს ნაკანების მიმართ სიყვარული, რომელიც გაურკვეველი გზით მოდის და სახლდება ჩვენში.
-ბედნიერი ვარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად.-ნამრირალევი ხმით უთხრა ნაკანს.
-კარგი რა, სერიოზულად რა გატირებს ამხელა გოგოს?!
-ბედნიერება მაქსიმე, ბედნიერება.- ჩუმათ ჩაიცინა მამაკაცმა
-ძილინებისა, გვიანია უკვე და ხვალ ვეღარ ადგები.-ბავშვივით დაარიგა და ყურმილი გაუთიშა.

ღამე განათენებულმა თავი მაღლა ძლივს ასწია. ზლაზვნით შევიდა აბაზანაში და სავაადმყოში წასასვლელად მოემზადება დაიწყო. შემდეგ, უშხვანს გადაურეკა და ზუსტი ადგილმდებარეობა გაიგო.
როგორც კი დერეფანში შეაბიჯა, მაშინვე დაინახა ნაკანებთან მდგარი დახვეწილი ქალბატონი, რომელიც დარდს ერთ დღეში გაენადგურებინა, მაგრამ მაინც შემორჩენოდა მომნუსხველი სილამაზე.
-გამარჯობა-მორიდებული ხმით მიესალმა იქ მყოფთ.
-გამარჯობა, შვილო- დადარდიანებულობა ხმაშიც კი ეტყობადა ქალს.
-ანა, აქ რა გინდა?-გაკვირვებით შეხედა მაქსიმემ და როგორც კი მისკენ წავიდა ძმამ გადაუჭრა გზა და გოგოს გადაეხვია.
-გუკა-ნელა დაუსვა ბეჭზე ხელი და თბილად ჩაეხუტა.
-მეშინია,ანა.
-არაფერი არ მთავრდება ახლა, არ მიყვარს ტყუილი დაპირებები, უნდა გაუძლო და ცოტა უნდა ინერვიულო!-უფროსმა ნაკანმა იოანა ხელებიდან 'ააცალა' და დედამისისკენ გაუძღვა.
-დედა გაიცანი იოანა პირველი.
-მართლაც რა ლამაზი ყოფილა, ამას მიმალავდი?!-ღიმილიანი სახით უთხრა ბიჭს და ანა ჩაიხუტა.-ძალიან ვწუხვარ ასეთ დროს, რომ გვიწევს ერთმანეთის გაცნობა. ეკატერინე ნაკანი.-დანაოჭებული ხელები გოგოს სახეზე დაუსვა.

არავინ არ იძლეოდა პასუხს ოჯახის უფროსის სიცოცხლის შანსებზე. რამდენიმე დღემ ისე უფერულად განვლო, რომ ამის გაძლება უკვე აუტანელი იყო. აპრილი იწურებოდა, 29 რიცხვი იყო,მაქსიმე რომ დაურეკა და ჩახრენწილი ხმით უთხრა: 'მამა აღარ მყავსო'.
მაშინ მეორედ იგრძნო ყველაზე დიდი ტკივილი, ისე ეტკინა როგორც მამამისის დაკარგვისას. თითქოს ჭრილობებმა ხელახლა იწყეს ხსნა. არ იცნობდა, მაგრამ ზუსტად იცოდა უთბილესი და უპატიოსნესი კაცი რომ იყო. ჯერ მარტო შვილები ჰყავდა ერთმანეთზე უკეთესი,მერე მთელი მარჯანიშვილი პატივსცემდა. გაბრუებილი, ელვის სისწრაფით იცვამდა ტანსაცმელს და მაქსიმეს ებუტბუტებოდა ახლავე გამოვალო.
ახლა ყველაზე კარგად მხოლოდ მას შეეძლო გაეგო, როგორია უმამობა, როცა ხედავ მთელი ბავშვობა, როგორ დადიან ხელჩაკიდებული ბავშვები მამასთან ერთად და მონატრება შტორმივით გიტევს. არ შეგწევს ძალა კიდევ ერთხელ შეახტე გულზე და მის თითებზე დაუსრულებლად ითამაშო.
თითქოს მონატრებ სიკვდილის ფერი მიიღო და მარჯანიშვილზე ყველაზე მეტად მოიღრუბლა. შავებში გამოწყობილი იოანა პირველი მთელი სისწრაფით მიქროდა ნაკანების სახლისკენ. მის ცრემლიან სახეს წვიმა უარესად ასველებდა და თავისუფლებას სთხოვდა.
ნელი ნაბიჯებით შევიდა სახლში და იქ მყოფი ხალხის ყურადღება მაინც მიიბყრო. ეკატერინეს ნაზად მიუახლოვდა და ათრთოლებული ტუჩები ყურთან მიუტანა.
-თქვენი ქმარი ყველაზე ამაყია, რადგან ყავხართ თქვენ და ორი ერთმანეთზე უკეთესი ვაჟი. ამ სამყაროსი ამაზე დიდი ბედნიერება არ და ვერ იარსებებს. არ გაქვთ უფლება თქვენს შვილებს დანებების და მდორედ ცხოვრების საშულება მისცეთ. აიძულეთ თქვენი თავი და ბიჭები, ტომ ცხოვრების დინებას არ გაჰყვნენ. იბრძოლონ და მამის სახელი სამარადისოდ გააცოცხლონ.-აქვითინებული ეკატერინე სწრაფად გადაეხვია ანას და ჩუმათ ჩასჩურჩულა.
-ახლა მაქსიმეს ყველაზე მეტად სჭირდები.

როგორც კი აივანს მიუახლოვდა, მაშინვე დაინახე ბრგე სხეული, რომელიც გაუნძრევლად გადაჰყურებდა ქუჩას.
-მაქსიმე
-ანა-ცრემლი მოიწმინდა და მჭიდროდ შემოაჭდო ხელები.
-ვიცი, ახლა როგორ გტკივა და როგორ გწიწკნის გული ხორცს, მაგრამ უნდა გაუძლო, სხვანაირად არაფერი გამოვა.
-აქამდე როგორ გაძელი და არ დაკარგე თავი?! დარწმუნებული ვარ,მამასენი შენით იამაყებდა, სასწაული გოგო ხარ!-ანას ტუჩზე მოსრიალე ცრემს თითი გაუსვა უფროსმა ნაკანკმა და თავი მის კისერში ჩამალა.

***
ყველაზე საშინელი დღეები იყო. მარჯანიშვილი ჩაქვრა და სინათლე დაკარგა. მაქსიმემ მამა, ეკატერინემ ქმარი, გუკამ მისი ეტალონი, ხოლო უშხვანმა ასაკოვანი მეგობარი. გაზაფხულს უსიცოცხლობა დატყობოდა, პირველს უნაკანობა იმის მიუხედავად, რომ გვერდიდან არ მოშორებია არც ერთი წუთი მაინც იგრძნობდით, რაღაც სხვას, ამოუხსნელს.
მარჯანიშვილზე მიაბიჯებდნენ ნელი სვლითა და აცრემლიანებული თვალებით.
-ანა არვიცი როგორ უნდა დავიწყო, ამის თქმა მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. მამაჩემი როგორც იცი ამერიკაში მოღვაწეობდა, ცხოვრების დიდი ნაწილიც იქ აქვს გატარებული. ახლაც სამი კვირით იყო ჩამოსული, მაგრამ არ დასცალდა. არ მინდა, იფიქრო, რომ შენტან ურთიერთობა აღარ მინდა, პირიქით ახლა ყველაზე მეტად შენთან ყოფნის სურვილი გამძაფრებული, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, აქ ვერ დავრჩები. მისი სიკვდილის მერე იქ საქმე ფუჭდება, უნდა წავიდე.-ნაკანის სიტყვებმა მთელი მისი ორგანიზმი შეძრა, ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს სვლა, დედამიწამ ტრიალი შეწყვიტა, მარჯანიშვილზე მოძრაობა შენელდა, უცხო სხეულები სტატიკას მიეცნენ.
-მხოლოდ საქმე რომ იყოს , დავიკიდებდი, ჯანდაბამდე გზა ჰქონდეს ყველაფერს, მაგრამ აქ სუნთქვა მიჭირს, შეიძლება ახლა ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებ და თვითმფრონავში ასვლიდან იმ წამსვე ვინანო, მაგრამ დაგტანჯავ ანა, დაგტანჯავ გესმის?! მე კი არ მინდა ჩემს გამო ვინმე იტანჯებოდეს განსაკუთრებით შენ!
-არ თქვა არასდროს, რომ სხვა გზა არ არსებობს. ყოველთვის, ყოველთის არის გზა, რომელიც რთული გასასვლელია, მაგრამ ნამდვილად შენი. არ მინდოდა ეს ურთიერთობა ასე დასრულებულიყო, მაგრამ ბედნიერებას გისურვებ! იმის მიუხედავად, რომ ძალიან გამიჭირდება უშენობა მე არ შევუშინდები ჩემს ბედს.-ცრემლები მოიწმინდა და მაქსიმე ნაკანის სახეს კიდევ ერთხელ დააკვირდა.
-საუკეთესო ხარ, ანა!-აუცილებლად გიპოვი და დაგიბრუნებ, დედამიწის გადატრიალება რომ დამჭირდეს მაინც!
-როდის მიფრინავ?
- ხვალ.
-ყველაფერი დაგეგმილი გაქვს-ათრთოლებული ტუჩები აამოძრავა და უკანასკნელად შეეხო ნაკანის ტუჩები.
-მინდა, რომ მეტროში ერთად ჩავიდეთ და ეს მოგონება ჩემს სულში ღრმად ჩაიბეჭდოს, როგორც ჩვენი პირველი შემთხვევითი პაემანი.
***
მე და შენ მარჯანიშვილის მეტროში ვსხედვართ, შენ ჩემგან მოშორებით, ალბათ რამდენიმე სანტიმეტრი თუა ჩემსა და შენ შორის. შენ ისევ მიყურებ კამკამა ლურჯი თვალებით და მე ისევ გიღიმი.
მიყვარს ღიმილი, შენი ნათქვამი 'შოკი-მოკი' და ბაუნტი. ალბათ, ხუთი ექვსი ან შვიდი წუთია, რაც გაუნძრევლად ხმის ამოუღებლად ვსხედვართ და არ გვაწუხებს გარემო, მომაბეზრებელი ხმაურითა და ზედმეტი ყურადღებით.
უკვე ვაგონში ვდგავართ მე ისევ გიღიმი შენ, შენ ისევ მიყურებ მე.
და ახლა მე და შენ ზუსტად ვიცით, რომ შემდეგი სადგური არასდროს იქნება "ჩვენ".

დასასრული 14/04/2016
გვანცა & სალომე



№1 სტუმარი ok

Gagrdzeleba arikneba ? :o

 


№2 სტუმარი taso

Ai, ubralod sitkvebi ar mkofnis. Sheudarebeli, ai es ro ar gaagrdzelo chemi codva ar mogasvenebs, gtxov gaagrdzele raa.

 


№3  offline წევრი KGB

Gaagrdzeleaucileblad gtxov

 


№4  offline წევრი marqetele

ვაიმეე გააგრძელეე რაა <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გვანცა,სალომე,თქვენ არ იცით რა მაგარი გოგოები ხართ,როგორ მომწონხართ.ეს პირველი მოთხრობაა თქვენი,რომელიც წავიკითხე,იცოდეთ დღეიდან თქვენი მკითხველი ვარ.რაც შეეხება მოთხრობას,კარგი იყო,ძალიან,მაგრამ მეტი მიზეზი მჭირდებოდა დაშორებისთვის,არ ვამბობ,რომ ცუდად დასრულდა,მიზეზის უმნიშვნელობამ არ დამაკმაყოფილა მხოლოდ.ველი თქვენგან ახალ მოთხრობას,საინტერესო ტანდემი ხართ ნუ დაიშლებით.

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

კარგი რა ასე რატომ დაამთავრე იმედია მეორე თავს დადებ თორე ესე ძალიან უაზრობა გამოვა recourse

 


№7 სტუმარი stumari77

საოცრად მომეწონა, ასეთი დასასრული უბრალოდ არ მეყო, ამ საიტისათვის ცოტა უცხოა, რეალობაში კი ყველაფერი ხდება,თუ გააგრზელებ უბრალოდ გამეხარდება, კარგები ხართ..

 


№8 სტუმარი მონიკა

ძალიანნ მაგარი იყო ♥♥ მთელი ემოციით ვკითხულობდი,მაგრამ გააგრძელე რა (( ეს არაა ჩემთვის დასასრული...ველოდები ახალ მთელი გრძნობებით დაწერილ გაგრძელებაას ♥♥ :-*

 


№9 სტუმარი eto

saocari istoriaa magram boloshi eset dasasruls ar velodi rom gaagrdzelo kargi iqneba

 


ლორელაი
გვანცა,სალომე,თქვენ არ იცით რა მაგარი გოგოები ხართ,როგორ მომწონხართ.ეს პირველი მოთხრობაა თქვენი,რომელიც წავიკითხე,იცოდეთ დღეიდან თქვენი მკითხველი ვარ.რაც შეეხება მოთხრობას,კარგი იყო,ძალიან,მაგრამ მეტი მიზეზი მჭირდებოდა დაშორებისთვის,არ ვამბობ,რომ ცუდად დასრულდა,მიზეზის უმნიშვნელობამ არ დამაკმაყოფილა მხოლოდ.ველი თქვენგან ახალ მოთხრობას,საინტერესო ტანდემი ხართ ნუ დაიშლებით.

დიდი, დიდი მადლობა შენ <3 love ჯერ იმიტომ რომ წაიკითხე ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩვენთვის და მერე იმიტომ ეს სიტყვები ჩვენთვის სტიმულის მომცემია. დღეს მთელი დღე დებილივთ ვიღიმი love

 


taso
Ai, ubralod sitkvebi ar mkofnis. Sheudarebeli, ai es ro ar gaagrdzelo chemi codva ar mogasvenebs, gtxov gaagrdzele raa.

გმადლობ love love შესაძლებელია ახლო მომავალში იხილოთ wink

მონიკა
ძალიანნ მაგარი იყო ♥♥ მთელი ემოციით ვკითხულობდი,მაგრამ გააგრძელე რა (( ეს არაა ჩემთვის დასასრული...ველოდები ახალ მთელი გრძნობებით დაწერილ გაგრძელებაას ♥♥ :-*

დიდი მადლობა love იმედი მაქვს ვიხილავთ მეორე ნაწილს winked love

stumari77
საოცრად მომეწონა, ასეთი დასასრული უბრალოდ არ მეყო, ამ საიტისათვის ცოტა უცხოა, რეალობაში კი ყველაფერი ხდება,თუ გააგრზელებ უბრალოდ გამეხარდება, კარგები ხართ..

მადლობბა დიდი love love

ok
Gagrdzeleba arikneba ? :o

სავარაუდოდ ექნება request მაგრამ ჯერ არა love

 


№12  offline წევრი enana

Iseti tkbili motxroba iyo iseti kargi dasasrulit, ROM geubneba, es mxolod pirveli nawili iyovooo :d Anu veli gagrdzelebas... Es konkretuli mizezi AR myopnis am cyvilis dasashoreblad....

 


№13  offline წევრი mako-makako

ძალიან მომეწონა ისე ლამაზად და კარგად იყო ყველაფერი გადმოცემული რომ რეალურ სამყაროში დავაბიჯებდი მეგონა..ასე გააგრძელეთ და ბევრს მიაღწევთ რადგან დიდი მომავალი გაქვთ...ველი კიდევ უფრო ლამზ ისტორიებს...წარმატებებიი <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


enana
Iseti tkbili motxroba iyo iseti kargi dasasrulit, ROM geubneba, es mxolod pirveli nawili iyovooo :d Anu veli gagrdzelebas... Es konkretuli mizezi AR myopnis am cyvilis dasashoreblad....

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა<3

mako-makako
ძალიან მომეწონა ისე ლამაზად და კარგად იყო ყველაფერი გადმოცემული რომ რეალურ სამყაროში დავაბიჯებდი მეგონა..ასე გააგრძელეთ და ბევრს მიაღწევთ რადგან დიდი მომავალი გაქვთ...ველი კიდევ უფრო ლამზ ისტორიებს...წარმატებებიი <3

მადლობა თქვენ ასეთი თბილები რომ ხართ. თქვენ არ იცით ჩვენთვის ეს რამდენს ნიშნავს <3

 


№15  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee ra magarii iyooo... auu gagrdzeleba ar eqneba? sayvarlebiii am bichze vgijdebi auu gaagrdzelet raaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent