შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრის-მიაუ (5)


23-04-2016, 08:19
ავტორი პოლკოვნიკი
ნანახია 1 689

-შენს გამო ილოს მანქანა მივეცი და თუ დამილეწა, მე დაგილეწავ სახეს - მუქარით ჩავუჯექი ლევანს მანქანაში.
-ოოო, ნუ გიყვარს ეს ყველაფრის დრამატიზირება. - გაეცინა ლევანს.
10 წუთი ჩუმად ვისხედით, ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო.
-არ მივდივართ?
-ნწუ. - თავი გააქნია ლევანმა.
-მანქანაში საყურყუტოდ დამიბარე? - ავპილპილდი მე.
-რა იყო, რომანტიკულ ვახშამს ელოდი? - თვალი გამოაპარა ლევანმა.
-იდიოტო! - ლოყები ამიხურდა ეგრევე.
-თუ პირდაპირ ხელის თხოვნას - არ მომეშვა გამრეკელი.
-არ ვაპირებ ვიჯდე აქ და გისმინო როგორ დამცინი. კარგად - გაცეცხლებულმა გამოვაღე მანქანის კარი და ის იყო უნდა გადმოვსულიყავი ლევანის გრძელი ხელი მარწუხივით შემომეჭდო მარცხენა მაჯაზე.
-არ წახვიდე რა - მუდარით გადმომხედა და ახლოს მოიწია - მართლა იდიოტი ვარ.
ამოვიოხრე და მანქანის კარი დავხურე. ლევანმა ჩაიღიმა და ლოყაზე -მაკოცა.
-ლევან!!!!!!!
-კაი ხო - გადაიხარხარა და მანქანა დაძრა
***
-კიდევ ერთხელ, სად მივდივართ? - ლამის მეცხრეჯეს ჩავეკითხე ლევანს.
-“მარკოში” , ავეჯი უნდა ვიყიდოთ. ზაზამ ყველაფერი იყიდა რისი ყიდვაც შეიძლება ან არ შეიძლება და საწოლი და გარდერობი დაავიწყდა.
-საყვარელი - გამეცინა მე.
-ერთი მე მკითხე - წარბი შეიკრა ლევანმა.
ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით, ბოლოს ისევ გამრეკელმა დაარღვია სიჩუმე.
-ელე, მე და შენ სალაპარაკო გვაქვს.
-ჰო, ვიცი - ტუჩზე ვიკბინე მე -
-ის კოცნა…
-ის კოცნა არაფერს არ ნიშნავდა - დავასწარი შეშფოთებულმა - მთვრალები ვიყავით ორივე.
-კოცნა ყოველთვის ნიშნავს რაღაცას - სერიოზულად მითხრა ლევანმა და გადმომხედა - მაგრამ ამ შემთხვევაში იმდენად ბევრსაც არ ნიშნავს, რომ ჩემი და შენი მომავალი მეგობრობა გავწიროთ. მით უმეტეს, თუ ზაზას გუშინდელ საქციელსაც გავითვალისწინებთ.
-რა საქციელს? - შუბლი შევიჭმუხნე დაეჭვებულმა.
-იეჭვიანა…
-შანსი არ არის - ხელები გავასავსავე მე.
-არის - გაეცინა ლევანს - დარწმუნებული ხარ რომ ზაზა ვერ ხვდება რომ მოგწონს?
-ვერა რა თქმა უნდა - შიშისგან გული გამისკდა.
-ხვდება, ელე, უბრალოდ მანამდე არ იმჩნევდა, მაგრამ სრულიად აღფრთოვანებული იყო იმ იდეით რომ ვიღაც გოგოს მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული ჰყავდა, ძალიან მოსწონდა და დადიოდა ამ ფაქტით კმაყოფილი.
-რა სისულეებს ამბობ - შევუბღვირე ნაწყენმა.
-თან მიუხედავად იმისა, რომ ზაზას ძალიან ვუყვარვარ, სულ მეჯიბრებოდა ხოლმე, ბავშვობაში მე თუ სათამაშო მანქანა მქონდა, მას უფრო დიდი და უფრო ლამაზი უნდა ჰქონოდა, მე თუ ვიდეოთამაშს ვიყიდდი, მას აუცილებლად განახლებული და გაუმჯობესებული ვერსია უნდა ეყიდა, მე თუ გოგო მომეწონებოდა, აუცილებლად გაეფლირტავებოდა. ვფიქრობდი, რომ ამდენი ხნით განშორება რამეს შეცვლიდა , მაგრამ როგორც ვხედავ რაღაცები უბრალოდ არ იცვლება.
-გუშინ შენ რომ ჩამეხუტე, მთხოვა მასაც ჩავხუტებოდი - ხმა ჩამიწყდა მე.
-აი, ხომ გითხარი. ფრთხილად იყავი, ნოკასაც დაშორდა თან ახლა და არაფერი არ უშლის ხელს.
-ლევან, კარგი რა. - თვალები ცრემლებით ამევსო.
-ბოდიში - გული დაწყდა ლევანს.
-არა უშავს, წამო, ჰე, ავეჯი ვიყიდოთ. - თვალები მოვიწმინდე და მანქანიდან გადმოვხტი.
***
-არ მომწონს ეს მე - ცხვირი ავუბზუე ლევანს, რომელიც წითელი ხის საწოლზე კოტრიალობდა.
-შენ რა შუაში ხარ, მთავარია მე მომწონდეს - შემომცინა გამრეკელმა.
-თუ ჩემი აზრი არ გაინტერესებს, რას წამომათრიე აქ? - დავეკითხე ნაწყენმა.
-ნუ წუწუნებ, მოდი, წამოწექი შენც - უდარდელად მომიპატიჟა ლევანმა.
-არ მინდა - ფეხები დავაბაკუნე მე.
-მოდი, კაცო, რისი გერიდება.
-არ მინდა თქო.
სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი რომ გამრეკელმა ორივე ხელით დამითრია და საწოლზე დამაგდო.
-დეგენერატო, სირცხვილია - გავიბრძოლე მე.
-სულაც არა - სიცილით მოკვდა ლევანი.
ის იყო წამოწევა დავაპირე რომ გამრეკელი ზევიდან მომექცა. ღმერთო, -როგორ ვახერხებ ხოლმე ამ სიტუაციებში მოხვედრას.
-გამიშვი - ჯიუტად მოვითხოვე მე.
-არა.
-გამიშვი თქო - კიდევ ერთხელ გავუმეორე, მაგრამ ლევანმა ყურადღება არ მომაქცია. ტუჩებზე მომშტერებოდა სულელივით. უცებ ვიგრძენი რომ ჰაერი არ მყოფნიდა.
-სუნთქვა რატომ შეგეკრა? - უეცრად თვალი თვალში გამიყარა გამრეკელმა.
-მსუქანი ხარ და მიჭირს სუნთქვა - გავიმართლე თავი.
-აჰა, მარტო ეგ არის მიზეზი? - არ მომეშვა ლევანი.
-კი - ჩავილაპარაკე უმწეოდ.
-დარწმუნებული ხარ?
ის იყო ეს უხერხული პოზიცია კიდევ ერთხელ უნდა გამეპროტესტებინა, რომ ლევანის გახურებული ტუჩები კისერზე ვიგრძენი. წამის მეასედში ისეც დამავიწყდა, რომ შუა ავეჯის სახლში ვიყავით, ისიც რომ ახალგაცნობილ ბიჭს ორ დღეში უკვე ალბათ მესამედ ვკოცნიდი. ის იყო გამრეკელის ტუჩებმა ჩემამდე ამოაღწია, რომ ვიღაცის გაკვირვებული ხმა მომესმა.
-დე, რას შვრებიან?
ინსტიქტურად ვკარი ხელი საწყალ ლევანს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ სახით დაემხო იატაკზე და უხერხულად წამოვჯექი. თავს ხუთიოდე წლის ძალიან გაოცებული პატარა ბიჭი და მისი დაბნეული დედა დაგვდგომოდა.
-ისაა… - დაიბნა დედამისი და საშველად გადმომხედა.
-ვამპირი ვარ და ვკბენდი - ფეხზე წამოხტა ლევანი. რა იდიოტია, ღმერთო.
-დღე რომაა? - დაეჭვდა ბიჭი.
-მერე რა? - არ შეეპუა დეგენერატიც.
-მზეზე იწვებიან ვამპირები - მოუჯოკრა ბავშვმა.
-მზისგან დამცავი კრემი მისვია - ნიშნი მოუგო ლევანმა.
-კარგი ვამპირი ხარ თუ ცუდი? - დაეკითხა ამჯერად ცოტა დამფრთხალი ბიჭი.
-კარგი, კაცო. - აშკარად ეწყინა გამრეკელს.
-კარგი თუ ხარ რატომ კბენდი? - თითით ანიშნა ჩემზე.
-დამიჯერე, ისეთს არაფერს არ ვუკეთებდი, რაც თვითონ არ უნდოდა - თვალი გამოაპარა ჩემკენ ლევანმა.
-საკმარია - წამოვხტი გამწარებული - გვეჩქარება ჩვენ.
-სად მიდიხართ? - გული დაწყდა ბიჭს.
-კუბოში უნდა ჩავდო. ვამპირი ხომაა და… - გავეკრიჭე დედა-შვილს და გამრეკელი გასასვლელისკენ წავათრიე.
***
მანქანაში ჩავხტი თუ არა, ავყვირდი.
-უსირცხვილო ხარ, მერამდენჯერ უნდა ჩამაყენო ეგეთ უხერხულ სიტუაციში. არასდროს არ....
სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი და ისევ მაკოცა.კინაღამ ტირილი დავიწყე, რას მერჩის ეს ბიჭი? რა უნდა ჩემგან?
დიდი ხანი არ გაგრძელებულა, მსუბუქად შემახო ტუჩები თუ არა ეგრევე მომშორდა.
-დაწყნარდი? - შემეკითხა მშვიდად.
-რა გინდა ჩემგან? - აბღავლებას ცოტა მიკლდა მეც.
-ელენე, მომისმინე, ნუ იქცევი ისე თითქოს მოძალადე ვიყო. თუ მეტყვი რომ ოდესმე გაიძულე ჩემთვის გეკოცნა, ახლავე წაგიყვან პოლიციის განყოფილებაში და ჩემი ხელით შეგავსებინებ საჩივარს.
ჩუმად გადავიქნიე თავი და ცოტათი შემრცხვა კიდეც.
-მე და შენ ორი თავისუფალი, ზრდასრული ადამიანი ვართ - გააგრძელა ლევანმა - შენ ყურებამდე ხარ შეყვარებული ზაზაზე, მე ახლახან დავშორდი შეყვარებულს და მე მგონი არც ერთი არ ვეძებთ სერიოზულ ურთიერთობებს. ნუ, ყოველ შემთხვევაში შენ ჩემთან ნამდვილად არ ეძებ...
ისევ დავაქნიე თავი. რა უნდა მეპასუხა.
-თან მე მგონი ცოტა “ორთქლის გამოშვება” ნამდვილად არ გაწყენდა. -სულ დაძაბული დადიხარ, გარშემო ვერც ერთს ბიჭს ვერ ამჩნევ.
-ოოოო, აზვიადებ ახლა - გული დამწყდა მე.
-იმ სანდროს თუ ვიღაცას რომ მოწონხარ თუ შეამჩნიე?
-კაიშაურს?? - დავქაჩე თვალები.
-ჰო, ჰო მაგას. რა თქმა უნდა არ შეგიმჩნევია - გაეცინა ლევანს - მთელი საღამო დებილივით გიყურებდა.
-დებილივით იყურება ეგ ზოგადად - გავიმართლე საწყლად თავი.
-კარგი, ახლა ეგ ტიპი. ჩემთან წამოხვალ?
-რა მინდა შენთან - ტუჩზე ვიკბინე მე.
-სანამ მოვა ეგ საწოლი და რაღაცები, დამალაგებინე რა - ამომხედა ლეკვის თვალებით.
-კიდევ რაღა გინდა?
-უუჰ, ბევრი რამე, მაგრამ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ - ჩაილაპარაკა ლევანმა და მანქანა დაძრა.
***
-კარგი რა, შენთან რა მინდა? - უკვე ორმოცდამეათჯერ ვიკითხენ მე.
-ისევ უნდა გაკოცო და არ მინდა ბავშვებმა მიყურონ - სრული სერიოზულობით მითხრა გამრეკელმა და მანქანიდან გადავიდა.
-რაა? - გადმომოვხტი მეც.
-დამშვიდდი, ელე, რა ვქნა მთელი დღე მარტო, სანამ საწოლის მოტანას დაველოდები? ვუყუროთ რამეს. - ამოიოხრა ლევანმა და კიბეებზე ააბოტა.
-კაი, ხო - ჩავიქნიე ხელი.
ლევანმა ჯიბიდან გასაღები ამოძვრინა და კლიტეში მოათავსა, თუმცა ვერ გადაატრიალა.
-რა უცნაურია…
-რამე ხომ არ გაიჩხირა შიგნით? - მოსაზრება წამოვაყენე.
-შეიძლება - ჭკუაში ჩაუჯდა და მუხლებზე დადგა. არაფერი არ იყო…
დაბნეულმა მექანიკურად ჩამოვქაჩე სახელური და ჩემდა გასაოცრად კარი გაიღო.
-აქ დარჩი - ჩამჩურჩულა ლევანმა და ბინაში ფრთხილად შეაბიჯა.
რა თქმა უნდა არ დავემორჩილე და უკან გავყევი. უეცრად სამზარეულოდან საეჭვო წკრიალი მოისმა. შეშინებულმა ხელი ვტაცე ლევანს.
-ნუ გეშინია - ჩურჩულით დამამშვიდა და ხელი ჩამკიდა გამრეკელმაც.
ასე მეოთხეკლასელებივით ხელიხელჩაკიდებულს წამოგვადგა ძალიან ნაცნობი ფიგურა თავზე.
-მე ვარ, , საჭმელი მოვი… - სიტყვა გაუწყდა ზაზას და ჩვენს ჩაკიდებულ ხელებს დაბნეული დააცქერდა.
-ვა, ზაზა… - ყალბი ენთუზიაზმით წამოვიძახე მე და ლევან გამრეკელს ხელი ელვისებური სისწრაფით გამოვგლიჯე.
აი, სად დამერხა...



№1 სტუმარი m____m

აუ რა კარგია აღარ დააგვიანო ხოლმე და თავები გაზარდეე love

 


№2 სტუმარი sofiko

კარგია ასე გააგრძელე,მალე დადე ხოლმე რაა

 


№3  offline წევრი miss intriganka

როგორ მიატოვე აააასეთი სასწაული ისტორიის წერა ისე გამიხარდა ეხა რო დავინახე რო რავი ვერ გადმოვცემ ემოციას მოკლედ იცოდე მეტი აღარ დააგვიანო დზაან მაგარი ისტორიაა საინეტრედო და საყვარელი სჰენც ძაან მაგარი ხარ და ეს სჰ და რაღაცეები არ შეიმჩნიო ინგლისური კლავიატურით ვწერ და ითარგმნება
--------------------
be somebody who makes others feel like a somebody♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent