შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი(9)(თვით უჟმურებავ)


23-04-2016, 21:01
ავტორი nutsa214
ნანახია 3 061

დათი ჩვენსკენ მოდიოდა. ალექსანდრემ გვიან შეამჩნია, ცეკვა შევწყვიტეთ თუმცა ხელს არ მიშვებდა.
-მოდი თაკოს დავიბრუნებ-წარმოთქვა დათიმ. სულ დაჭიმული იყო, ყბების ძვლებზე აშკარად ეტყობოდა, ვიგრძენი რომ თავის შეკავებას ბოლო დონეზე ცდილობდა, სხვაგან, სხვასიტუაციაში დიდი სიამოვნებით ასწავლიდა ჭკუას ალექსანდრეს თუმცა ამ მომენტში თავს იკავებდა.
-მგონი ჯერ ცეკვა არ დაგვიმთავრებია-ჩვეული ცინიკური ღიმილით წარმოთქვა ალექსანდრემ. დათის აღარაფერი ვაცადე არ ღირდა საქმის გაწელვა თორემ თავის შეკავებას ვეღარ შეძლებდა, მგონი ალექსანდრესაც ეს უნდოდა.
-არა მე აშკარად დავამთავრე.-უხეშად წარმოვთქვი დათის სწრაფადვე გამოვდე ხელმკლავი და ძლივს შემოვატრიალე, გაბრაზებული თვალებში მიშტერებოდა ალექსანდრეს. ის იყო საცეკვაო მოედნიდან უნდა გამეყვანა რომ, წამში შემატრიალა თავისკენ, წელზე ხელი მომხვია.
-ვიცეკვოთ?-მკითხა თუმცა სახე კვლავ ისეთი ალეწილი ჰქონდა.
-კი-გავუღიმე მე. თითქოს სახე მოადუნა და ოდნავი ღიმილიც კი შეეტყო. ერთი ხელი მხარზე დავადე მეორე ხელი კი მის გაყინულ ხელს შევახე. შეხება და ისევ წეღანდელი რეაქცია ერთი იყო. ვიგრძენი ერთიანად როგორ მოდუნდა თითქოს ყველა კუნთი მოადუნაო. ცეკვა დავიწყეთ. ხელი მალევე გაუთბა მე კი მის ხელს ვგრძნობდი ჩემს წელზე და თავს საკმაოდ ბედნიერად ვგრძნობდი.
-კიდევ კარგი მალე დაბრუნდი-დავიჩურჩულე და თან დათის თვალებში შევხედე. ისეთი იდუმალი თვალები ჰქონდა, რაღაც სასწაულად მიცქერდნენ არ ვიცი როგორ.
-რა იყო რამე ცუდი ხომ არ გითხრა მაგ ნაბი#ვარმა? მოვკლავ.-აქეთ იქით დაიწყო ყურება დათიმ თვალებით ალექსანდრეს ეძებდა.
-არა უბრალოდ...-დავიწყე მე, მინდოდა ისევ ჩემთვის შემოეხედა ამიტომ მარცხენა ხელის თითების სახეზე ოდნავ შეხებით თავი შემოვატრიალებინე. ოდნავ გაეღიმა ჩემს მოქმედებაზე.
-...უბრალოდ ისეთი ტიპია შანსი არაა მოგეწონოს.-დავამთავრე ჩემი სათქმელი. მივხვდი რომ ძალიან მცხელოდა დათიზე აკრულს გული კი ორმაგად მიცემდა. მომდევნო რამოდენიმე წუთი უხმოდ ვცეკვავდით. ხმა აღარ ამომიღია. დათის თავი ოდნავ დახრილი ჰქონდა და მის სუნთქვას ყელში ვგრძნობდი. მეც მაბრუებდა მისი სასიამოვნო სურნელი ტვინი გათიშული მქონდა და აღარაფერზე ვფიქრობდი.
ცეკვა რომ დავამთავრეთ ისევ ჩვენს ადგილებზე დავბრუნდით. მე იმჯდომების საუბარს ყურადღებას აღარ ვაქცევდი არ ვიცი რა დამემართა მაგრამ იმ რამდენიმე წუთმა რაც დაძაბულობაში და შემდეგ დათის მკლავებში გავატარე ძალები გამომაცალა. ახლა მხოლოდ ძილი მინდოდა. დიდხანს აღარც გავჩერებულვართ მალევე წამოვედით. მანქანაში ჩავსხედით. მძღოლმა მანქანა დაძრა მე მანქანის საზურგეს თავით ვეყრდნობოდი და უკვე თვალები მეხუჭებოდა.
-ღამემშვიდობის-მითხრა დათიმ ოთახში შესვლამდე.
-ძილინებისა-ამოვიბუტბუტე მე და ჩემს ოთახში შევედი. დათი კვლავ გაბრაზებული და დათრგუნული ჩანდა. როგლრც ჩანს ალექსანდრესთან საკმაოდ ცუდი წარსული აკავშირებდა და საქმე მხოლოდ ურთიერთ ვერ გაგებაში არ იყო.
ორშაბათს საკმაოდ გამიხარდა როცა გავიგე რომ საჭიროება აღარ იყო ხუთშაბათამდე დავრჩენილიყავით ბათუმში და შეგვეძლო სამშაბათს საღამოს ან ოთხშაბათს წავსულიყავით თბილისში.
სამშაბათს მხოლოდ ნახევარი დღე ვიმუშავეთ. ძირითადად დათის ვერ ვხედავდი, ბევრი საქმეც აღარ იყო და ხშირად აღარ მიწევდა მის კაბინეტში შესვლა.
საღამოს დათის გადავურეკე.თან ფანჯარასთან დავდექი გარეთ წვიმა დაწყებულა თან მაგრად წვიმდა.
-ალო.-მიპასუხა ბოხი ხმით.
-გამარჯობა დათი...
-გამარჯობა.
-მინდოდა მეკითხა ხვალ მივდივართ თუ არა?
-კი მივდივართ.
-კარგი დილითვე?
-კი დილითვე.
-კარგი კარგად.
-მეც მაქვს შენთან კითხვა.
-გისმენ?
-ცურვა იცი?
-კი...-დაეჭვებულმა ვუპასუხე რადგან ამ კითხვას არ ველოდი.
-და წვიმაში ოდესმე გიცურავია?
-არა...
-კაი მაშინ ჩაიცვი საცურაო კოსტუმი და გავიდეთ.
-რაა? საად?-ღიმილი მომერია. მეცინებოდა ვერ ვიჯერებდი რომ დათი მთავაზობდა ამას.
-სად და პლაჟზე. ხომ არასდროს გიცურავია წვიმაში ჰოდა უნდა გამოსცადო.
-გარეთ ცივა.
-არ ცივა საერთოდ, მიდი ხუთ წუთში მოგიკაკუნებ იცოდე.
-კარგი ჰოო...-წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა მობილური გავთიშე, და ჩაცმა დავიწყე. თან იდიოტივით მეცინებოდა ვერ გამეგო დათის რა სჭირდა ან ასე უცებ ტვინში რა გადაუტრიალდა. ალბათ უბრალოდ მოიწყინა. ზუსტად ხუთ წუთში კარზე მომიკაკუნა. კარი გავაღე რათქმაუნდა დათი იყო.
-დათი.
-რა?
-რამე გჭირს-გამომცდელი მზერით შევათვალიერე.
-არა რატო მემითხები?-სრულიად სერიოზული იყო.
-რავიცი აბა... უცნაურად იქცევი.
-სულაც არა.
გარეთ რომ გავედით საერთოდ არ ციოდა სითბო იყო. პლაჟზე რომ გავედით კიდევ, ლამის ეგრევე უკან გამოვიქეცი იმხელა ტალღები იყო.
-ვაიმე რამხელა ტალღებია.
-ეს თუ დიდი ტალღებია-დამცინა დათიმ და მაიწური გაიხადა . ისე წვიმდა უკვე გალუმპული ვიყავი. ვერ ვიჯერებდი ამას რომ ვაკეთებდი! მე თვით უჟმურებასთან ერთად უნდა მეცურავა თავსხმა წვიმაში და ამის მიზეზი თავად ის იყო. გავიხადე თან მეცინებოდა ლამისაა გადავბჟირებულიყავი, ისტერიულად მეცინებოდა.
-რა გჭირს უცნაურად შემომხედა დათიმ.
-დათი ეს შენ ხაარ?-სახე დავმანჭე თან სიცილს ვერ ვწყვეტდი.
-ხომ ხედავ რა მრავალფეროვანი ვარ.-გაიღიმა და ხელით მანიშნა გავყოლოდი. არვიცი ასე უცებ რა ეტაკა მაგრამ აშკარად მომწონდა ასეთი დათი. ვინიცის შეიძლება მხოლოდ ერთი დღითაა ასეთი და ხვალ ისევ უჟმურებად იქცეს ასე რომ მეც უკან გავეკიდე. დათიმ მალევე შეცურა მე კიდევ ნაპირზევე გავჩერდი ისეთი დიდი ტაკღები იყო ზღვაში შესვლის მეშინოდა. მერე თვალი მოვკარი დათი როგორ დამცინოდა და შეუპოვრად გავექანე ტალღებისკენ.მასთან მივცურე ტალღები აქეთიქით მარწევდა ეს ყველაფერი წვიმასთან ერთად კი მართლაც მაგარი იყო.
-როგორია?-გაღიმებულმა მკითხა დათიმ.
-მაგარია ბოს!-მხიარულად წამოვიძახე მე დათიმ ხარხარი ატეხა. ღმერთო როგორ უხდება სიცილი. ასეთი დათი არასდროს მინახავს.
-დათი.
-რა?
-ალექსანდრე საერთოდ ვინაა?-დათის ალექსანდრეს ხსენებაზე სახე მოეღუშა.
-ერთ-ერთი ბიზნესმენია.
-ვსო?
-რა ვსო?
-მეტი არაფერი შენთვის?
-არა.
-რავი მგონი ერთმანეთში ვერ ხართ. რაიმე პირადულია?
-არა არაფერი. და საერთოდ რატო გაწუხებს ალექსანდრეზე კითხვებიახლა?-თქვა დათიმ და ნაპირისკენ აიღო გეზი. ვერ მივხვდი რატო გაბრაზდა რა ვკითხე ასეთი, თუ პასუხის გაცემა არ უნდოდა ვინ აძალებდა?
-დათი მიდიხარ?
-ჰო გამოდი შენც-ცივად მიპასუხა. ღმერთო ეს ვინ არის ხან ჭრის ხან კიდე კერავს. ფიქრებში გავერთე დათი უკვე ნაპირამდე რომ იყო მისული. თითქოს ტალღები უფრო გაძლიერებულიყო, შიშმა შემიპყრო და თან გავბრაზდი. ასეთ ტალღებში მარტო დამტოვა რას გამოვყევი საერთოდ. ნაპირისკენ ცურვა დავიწყე მაგრამ არაფერი გამოდიოდა თითქოს ერთ ადგილზე ვიყავი მიბმული. დათი უკვე ნაპირზე იყო ასული. როგორც იქნა ცოტა ნაპირს მეც მივუახლოვდი ტალღამ უკან რომ შემითრია. ძალიან ძლიერი ტალღები იყო. დათი უკვე მე მიყურებდა და მელოდებოდა როდის გავიდოდი. მეორეჯერაც იგივე მოხვდა ტალღამ უფრო ღრმათ შემიყვანა ოღონდ ამჯერად დამატრიალა. ჩემს შიშს უკვე საზღვაეი აღარ ჰქონდა როცა დავინახე როგორ მოცურავდა დათი ჩემსკენ. მოცურდა თუ არა ფიქრი შევწყვიტე. არაფერზე არ მიფიქრია პირდაპირ ზედ ავეკარი. ხელები კისერზე მოვხვიე ფეხები კიდევ წელზე. ჩემი მოქმედებით მიხვდა რომ შემეშინდა თან ძალიან.
-შეგეშინდა სულელო?
-კი, რატო დამტოვე? ხომ იცი რომ მეშინია?-პატარა ბავშვივით ბუზღუნით წარმოვთქვი და ისეთი სახე მივიღღე როგორსაც პატარა ბავშვები იღებენ ტირილის დაწყებამდე.
-ბოდიში...-მითხრა ჩუმად. გავითიშე. მე კი არა ყველაფერი გაითიშა ჩემს ირგვლივ. ყველაფერი, ხმაური, წვიმა, ზღვა... იყო მხოლოდ დათი.მას ვგრძნობდი, ვგრძნობდი მთელ მის სხეულს და ვეღარ ვგრძნობდი შიშს, აღარავითარი შიში, ჩემი გულის ცემა მესმოდა, მხოლოდ ჩემი კი არა დათისიც. თავი მის კისერში მქონდა ჩარგული და გარშემო აღარაფერი არსებობდა მის გარდა. რა ხდებოდა? პასუხი ისაა რომ წარმოდგენა არ მქონდა რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს. ფსკერზე ფეხი რომ დადგა წელზე ხელები მომხვია რამაც სასიამოვნო ჟრუანტელი მომგვარა, მალევე მოვშორდი რადგან დებილივით დათიზე მიწებებული არ დავრჩენილიყავი.
-გადავრჩი...-ჩავიბუტბუტე.
-კი არ გადარჩი გადაგარჩინე-ცალი წარბი აწია დათიმ და ხელი ჩამჭიდა რადგან ზღვიდან ასვლაში დამხმარებოდა.
სასტუმრომდე ნორმალურად ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მე სულ გალუმპული ვკანკალებდი.
-ხვალ მივდივართ ხომ?
-კი. დილით.
-გაგაღვიძო?
-კი.
-კარგი მაშინ წავედი.-ვთქვი და ჩემი ოთახის კართან მივედი
-კარგად-თქვა და ოთახში უკანმოუხედავად წავიდა. მთელი საღმო და თითქმის მთელი ღამე დათიზე მეფიქრებოდა მეფიქრებოდა მის სრულყოფილ სხეულზე, მის ხასიათზე და მთლიანად მასზე. სანამ არ ჩამეძინა სახიდან იდიოტურ ღიმილს ვერ ვიშორებდი.


--------------------------
შეაფასეთ დათის ტვინის გადატრიალება



№1  offline წევრი nasia

აუუუ კარგია მაგრამ პატარაა,ხვალ დიდი თავი დადე რაა,ძაან მომწონს love

 


№2  offline წევრი nineli

პირველიი ვაარ <3 love love love გმერთო როოგორ მომწონს ეს ისტორიააა... და პერსონაჟებიიი.... პატარა თავი იყო, საერთოდ არ მეყო, თვალისდახამხამებაში წავიკითხეე... love love love მალე დადეეე

 


№3 სტუმარი მარიკუნა ))

ძალიან კარია ❤️❤️❤️მაგრამ ძალიან პატარა ხვალ დიდი დადე რა ❤️❤️

 


№4  offline წევრი nutsa214

nasia
აუუუ კარგია მაგრამ პატარაა,ხვალ დიდი თავი დადე რაა,ძაან მომწონს love

კიი ხვალ მომდევნო თავი დიდი იქნება.

nineli
პირველიი ვაარ <3 love love love გმერთო როოგორ მომწონს ეს ისტორიააა... და პერსონაჟებიიი.... პატარა თავი იყო, საერთოდ არ მეყო, თვალისდახამხამებაში წავიკითხეე... love love love მალე დადეეე

ძაან მიხარია რომ მოგწონს. მომდევნო თავი უფრო დიდი იქნება♥♥♥♥

 


№5  offline წევრი nineli

nutsa214
nasia
აუუუ კარგია მაგრამ პატარაა,ხვალ დიდი თავი დადე რაა,ძაან მომწონს love

კიი ხვალ მომდევნო თავი დიდი იქნება.

nineli
პირველიი ვაარ <3 love love love გმერთო როოგორ მომწონს ეს ისტორიააა... და პერსონაჟებიიი.... პატარა თავი იყო, საერთოდ არ მეყო, თვალისდახამხამებაში წავიკითხეე... love love love მალე დადეეე

ძაან მიხარია რომ მოგწონს. მომდევნო თავი უფრო დიდი იქნება♥♥♥♥

<3 მიყვარხარ

 


№6  offline წევრი nineli

Auu axal tavs rodis dadeeeb? :((

 


№7  offline წევრი nineli

აუუ შენ რომ ეს ისტრია არ გააგრძელო არ ვიციიი რააა ;დ :((((

 


№8 სტუმარი მარიკუნს ))

რატო აღარ დებ ახალ თავსს (( ძალიან გთხოვვ გააგრძელეე

 


№9  offline წევრი nineli

გააგრძელეე რაა :(

 


№10 სტუმარი nino

Auu agar deb?

 


№11  offline წევრი ketia

კარგია და გაგრძელება არ უნდ აქონდეს

 


№12 სტუმარი etiko

kargia da aucileblad gaagrdzele ra momwons datis da takos wyvili gaagrdzele ra

 


№13 სტუმარი lana

მალე დადე რა

ძაან მომეწონა კარგი იყო ოგონდ შემდეგი თავი უფრო დიდი დადე ეს თავი ძაან პატარა იყო

 


№14 სტუმარი Tiko

გააგრძელე რა disappointed_relieved

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინიკო

გააგრძელე რა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent