თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (10)
წინა თავის შეცდომებგასწორებული ვერსია: "ჩქარა დამეწია, ზურგიდან მომეხუტა, ჩქარა დამატრიალა და ჰაერში ამიტაცა. -მართლა ბოლოს მომიღებ, ჩემო უკარება.-მაგრად მაკოცა, მერე დამსვა. -უკარება?-გაკვირვებულმა შევხედე. -ხო, უკარება...შენ ჩემთვის ყოველთვის ის უკარება იქნები, რომელსაც მე მაშინ ბურთი მოვარტყი...-წელზე მომხვია ხელები და ჩემი ყურისკენ დაიხადა.-ახლა კიდე...წამოდი, გავისეირნოთ, სანამ გადავიფიქრე.-ხმამაღლა გაეცინა. სახლიდან გავედით. უზომოდ სასიამოვნო საღამო იყო, აი ისეთი, საყვარელ ადამიანებთან ყოფნისას რომ არის ხოლმე. სტადიონზე, რა თქმა უნდა, ლუკას მთელი საძმაკაცო იყო. -ჰეეეი, ახალბედებო, ქორწილი როდისაა?-ლაშამ დაგვიძახა და ხმამაღლა გაიცინა. -მალე.-ლუკაც აყვა, ხელი გადამხვია და მერე ჩემკენ გადმოიხარა.-მართლა ძალიან მალე.-ლოყაზე მაკოცა. -ნუ იდიოტობ.-მეც ვაკოცე და სეირნობა განვაგრძეთ. -ლუკა- სტადიონიდან ნიკა გამოვარდა. -ლუკა, საქმე მაქვს.-გვერდზე გამიყვანა.-ნინა, ბოდიში, ერთი წამით მჭირდება უბრალოდ.-მიაძახა. -რა ხდება?-ცოტა გამიკვირდა. -თამო არ გინახავს? 2 დღეა ვურეკავ და არ მპასუხობს. გუშინ თქმა არ მინდოდა, უბრალოდ დღეს უკვე აღარ ვიცი რა ვქნა, სახლშიც არაა. -დასასვენებლად ხო არ წავიდა? -შეიძლება, მაგრამ ტელეფონი სად უგდია?-ძალიან ნერვიულობდა. -რა გჭირს? -არაფერი ისეთი, უბრალოდ ცოტა ვნერვიულობ. ბოლო დროს სულ უხასიათოდ იყო ხოლმე. -უხასიათოდ?-რაღაც ჩამწყდა გულში და ცოტა ავნერვიულდი. -ხო და იმედია კარგადაა. ბოდიში რომ შეგაწუხე. -ნიკა, ძაან იდიოტობებს ნუ მეუბნები ხოლმე, თორემ გაგინებ. თუ შევხვდები გეტყვი. -კარგი, ძმაო, მადლობა.-გამიღიმა.-ახალი მიწის დაპყრობას გილოცავ.-გაიცინა. -აუ, ნიკუშ, მოგკლავ.-მეც ავყევი. -აბა შენ იცი ძმაო, აბა შენ იცი.-მხარზე დამარტყა ხელი და სტადიონისკენ წავიდა. სად გაქრა? ჩემ გამოა ასე? ყველაზე საშინელი შეცდომა დავუშვი მგონი.. -ლუკაა...რაზე ფიქრობ...აეე...-უკარება ხელებს მიქნევდა. -არაფერზე, დაიკიდე.-გავუღიმე და ხელი გადავხვიე.-სად გინდა გასეირნება? -ყველგან მაწყობს.-გაიცინა და ჩვენი ქუჩის მოპირდაპირე ეზოში გადავედით. -მაშინაც აქ ვიყავით, როცა წვიმდა.-გამეცინა. -ხო...-თავი ჩახარა და გაეცინა.-შენი სიტყვები მახსოვს. -ეგეთ რაღაცას ვერც ვერასდროს დაივიწყებ.-მივიხუტე და ვაკოცე. -სანდრო- ყველაზე უცნაურად ვგრძნობ თავს. უბრალოდ უცნაურად, იმიტომ რომ თავიდან ვერ ვიგდებ ნინას სახეს. როგორ გაიზარდა, როგორ შეიცვალა. სულ სხვანაირია. სხვანაირად ლამაზია და უბრალოდ...უბრალოდ გავგიჟდები ეგ რომ შემიყვარდეს. რატომ ვერ ვიგდებ თავიდან? მთელი ბავშვობა ჩემთან ერთად გაატარა და ახლა გამიჩნდა გრძნობები? საოცრება. აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. არა, ნინა არ შემყვარებია... უცებ ვხედავ...კოცნის...არა...რატომ მაღელვებს? არ ვიცი..." კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს წინა თავის გაუგებრობისთვის. ჩქარა ვწერდი და როცა შევცვალე გასწორება დამავიწყდა. მადლობა რომ კითხულობთ. ახლა კიდე ახალი თავი. -ნინა- სახლში გვიან ავედით. თავს უბედნიერესად ვგრძნობდი, მხოლოდ იმიტომ რომ ლუკა გვერდით მყავდა. დავიძინეთ. ღამე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ეკრანისთვის არც შემიხედავს, პირდაპირ ავიღე. -გისმენთ.-ძლივს ამოვილუღლუღე. -ნი, როგორ ხარ, ჩემო პატარა?-სანდროს სიყვარულით სავსე ხმას ყოველთვის გავარჩევ. -კარგად, შენ? -კარგად. მაპატიე, ალბათ გაგაღვიძე. -არაუშავს. რამე მოხდა?-ლოგინიდან წამოვდექი და აივანზე გავედი. -არა, არაფერი ისეთი, უბრალოდ უაზროდ ვარ. -და მე მირეკავ?-გამეცინა. -არ შეიძლება?-ისეთი ხმით მითხრა მეგონა დანაშაული ჩავიდინე იმ კითხვის დასმით. -კი, შეიძლება.-გავიღიმე, თუმცა ვიცი რომ ამ ღიმილს მაინც ვერ დაინახავდა. -დღეს დაგინახე. -რა? სად? -ჩემთან ეზოში.-ამ პასუხზე მთლიანად ავხურდი. -...და...რა დაინახე? -აბა გამოიცანი.-გაეცინა, საკმაოდ ხმამაღლა. -შეყვარებულთან ყოფნასაც არ გაცლიან რა.-მეც ავყევი. -ეს ის ბიჭია? მაშინ რომ გაგაგიჟა და რომ მეფიცებოდი არ მიყვარსო. -ხო, ეგაა. -აბა არ მიყვარსო? -ნუ... -ყველაფერი ხდება ხო?-გაეცინა. -ხო... -...ბედნიერი ხარ? -კი, უზომოდ. -მაშინ მეც ბედნიერი ვარ. -შენ რატო?-გამიკვირდა. -რავი, უბრალოდ.-ჩაიცინა.-კარგი ნი, წადი დაიძინე. -აა...ხო, კარგად.-თბილად დავემშვიდობე და ყურმილი დავუკიდე. "მაშინ მეც ბედნიერი ვარ"...და რას ნიშნავდა ეს? ლუკასთან მივედი და გვერდით მივუწექი. ავტომატურად გადმობრუნდა ჩემკენ და ხელი გადმომხვია. მიყვარს. -სანდრო- რატომ ვარ ასე საშინლად? თითქოს საერთოდ არ მინდოდა გამეგო ნინას ეს ბედნიერება. გული მტკივა და რატომ? უბრალოდ ვერ ვხვდები. მიყვარს? როდის მოვასწარი. რა უცნაური გრძნობაა, როცა მასზე ვფიქრობ, თითქოს მაგის გარდა სხვა არავინ მინდა. აი, ერთადერთ ნათელ წერტილს რომ ხედავ, ეგრე ვხედავ მე ახლა ნინას. ვერ დავიძინე. აივანზე გავედი. ახლა ყველაზე მეტად მინდა ჩემთან იყოს და მელაპარაკებოდეს...მაგრამ ასე არ იქნება. მგონი ვაფრენ. რაზე ვფიქრობ. ჩემი საუკეთესო ძმაკაცის უმცროსი და. ისე საშინლად ჟღერს, მინდა გავაქრო ეს ფიქრები. სავარძელზე გადავწექი და ღამის ცას ავხედე. ნინას თვალებს ჰგავს. მასსავით ლურჯი და მუქია და როგორც ცაზე ვარსკვლავები, ისე ციმციმებს ნინას თვალებში მისი სული. უკვე გათენება დაიწყო, მე კი ნერვიულობისგან უკვე მეორე კოლოფი სიგარეტი ჩავცალე. გათენდა. -ნინა- მე და ლუკას ჩახუტებულებს გვეძინა, ძალიან ტკბილად. ავდექით. საუზმე გავაკეთე. ლუკა მეხუტებოდა და არ მიშვებდა. -ყველაფერს მივცემ, ოღონდ შენ ჩემი მუდმივი თანამგზავრი იყო.-კისერში მაკოცა. -ასე გიყვარვარ?-ჩამეცინა. -საოცრად.-ღრმად ჩაისუნთქა. ვერც მოვასწარი იმის გააზრება როგორ ან როდის შემიყვარდი. -ვერც მე. სახე შემომიბრუნა და მაკოცა. -პირველად ვის აკოცე?-უეცარი კითხვა იყო. -შენ. -სერიოზულად? საერთოდ არავინ გყოლია? -დაგავიწყდა როგორი ვიყავი?-გამეცინა. -სამაგიეროდ ახლა ასეთი ხარ.-ამყვა. -იცი, შენ შემცვალე. -ვიცი. -ყველაფერი იცი? -არა. -რა არ იცი? -როგორ გიყვარვარ. -გინდა გითხრა?-ჩამეცინა. -მე მარტო სიტყვების არ მჯერა. -არც მე. ისევ მაკოცა. ახლა უფრო ვნებიანად. მთელი გონება დამებინდა. ჩაიდანის ხმა რომ არა, აზრზე ვერც მოვიდოდი. ვისაუზმეთ და ლუკას ეზოში ჩავყევი. -დღეს ვთამაშობთ და მინდა მიყურო.-გამიღიმა. -ისედაც სულ გიყურებდი. -ვიცი, მაგრამ ახლა მინდა მარტო მე მიყურო.-კისერზე მომკიდა ხელი, ძალიან ნაზად აასრიალა სახემდე, თმა ყურზე გადამიწია და სტადიონზე შევიდა. მარტო მას ვუყურო? ისედაც მარტო ლუკას ვხედავ და სხვას არავის. უბრალოდ ერთადერთია და მორჩა. თამაში დამთავრდა. რა თქმა უნდა, ლუკას გუნდის გამარჯვებით. სახლში ავედით, ტანზე გადაივლო და სასეირნოდ გამოვედით. ისევ ჩვენი ქუჩის მოპირდაპირე ეზოში გადავედით. ახლა უკვე კარგად მახსოვდა რომ სანდრო აქ ცხოვრობს. -ნინა...-ლუკამ თავი გადახარა და ცას ახედა. -გისმენ.-შევხედე. -ნაკრებში მოვხვდები? -ეჭვი გეპარება? -ცოტა ვნერვიულობ. -შენ და ნერვიულობა?-გავიკვირვე. -მეც ადამიანი ვარ.-ჩაეცინა, მაგრამ ცისთვის თვალები არ მოუშორებია. -მე მჯერა რომ მოხვდები. მჯერა და ვიცი. -შენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად მჭირდება. -ყოველთვის გექნება. -რაც არ უნდა მოხდეს? -რაც არ უნდა მოხდეს. -იცი რომ საოცარი ადამიანი ხარ? -მე?-გამეცინა. -ხო, შენ. მიკვირს, რატომ მალავდი ასეთ პიროვნებას უკარებას ნიღბის ქვეშ. -არც მე ვიცი. მეც ცას ავხედე. უკვე საღამოა. ულამაზესია. -შენებთან არ გილაპარაკია?-ლუკამ სიჩუმე დაარღვია. -არა და არც ვაპირებ. -იქნებ შეიცვალონ აზრი? -ეგეთი რაღაც მთელი 18 წლის განმავლობაში არ მომხდარა და ახლა რა შეიცვლება? -იქნებ მიხვდნენ რომ შეცდომა დაუშვეს. გამეცინა. -სიმართლე გითხრა, ძალიან მინდა მიხვდნენ. არასდროს, ბავშვობიდან მოყოლებული, უბრალოდ არასდროს არ განმიცდია ის სითბო, რასაც ოჯახური სითბო ეწოდება. -არც მე. მუდამ დაკავებული მშობლები. -და მუდამ დამოუკიდებელი შვილები. გავჩუმდით. ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ აკაკის ხმა არ გავიგე. -ნინა, აქ რა გინდა?-მკითხა გაკვირვებულმა. -შენი საქმე არაა.-სკამიდან წამოვდექი, ლუკაც ადგა. -რას ნიშნავს ჩემი საქმე არაა, ჩემი და ხარ.-გაღიზიანდა. -მგონი მაგაზე გელაპარაკე. თქვენ მე დამკარგეთ. -რა მოხდა?-საუბარში სანდრო ჩაერთო. აშკარად ძალიან გაუკვირდა ჩემი და აკაკის ასეთი დამოკიდებულება. ბოლოს რომ გვნახა ერთად მოსიყვარულე და-ძმა ვიყავით. -შენს ძვირფასს ძმაკაცს ჰკითხე. იქნებ გითხრას, როგორ გამიწია ნამდვილი ძმობა. -ნინა...-აკაკის ხმა აუკანკალდა. -შენი დანახვაც არ მინდა.-გვერდი ავუარე. -მაპატიე...-გავიგე როგორ ჩაილაპარაკა ჩუმად.-მაპატიე!-ხმას მოუმატა.-ვიცი, საშინელი ძმა ვარ. მაგრამ ერთი იცოდე, მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ არ მომისმინეს. -მაშინ აქამდე რატომ არ მითხარი?-გავმწარდი. -იმიტომ რომ იქვე აფეთქებულიყავი. ყველაფერი ჩაიშლებოდა. -რა წინდახედული ხარ.-მწარედ გამეცინა.-უბრალოდ რომ გეთქვა, შეიძლება მშობლები ასე ძალიან არ შემზიზღებოდა. -დედა ძალიან განიცდის. გთხოვ, დაელაპარაკე. -არ ვაპირებ! -დარწმუნებული ვარ მიხვდა თავის შეცდომას. მეც ვხვდები და მამაც მიხვდება. -ხოდა რომ მიხვდებით ყველაფერს მერე მოდით და თქვენ დამელაპარაკეთ. მე ვალდებული არ ვარ.-უკანმოუხედავად წავედი. ლუკაც გამომყვა. ვკანკალებდი მთელი სხეულით. ლუკამ გამაჩერა და ჩამეხუტა. -აქ ვარ, დამშვიდდი.-თავზე მაკოცა და უფრო მაგრად მიმიხუტა. ცოტა ხანი ასე ვიდექით. სიბრაზემ და აღელვებამ ნელ-ნელა გადამიარეს. ღრმად ჩავისუნთქე. ლუკას გულისცემა მესმოდა და მამშვიდებდა. გათანაბრებული, ჩუმი და ამ დროს გრძნობით სავსე გულისცემა. მინდოდა ეს მომენტი არ დასრულებულიყო, მაგრამ ყველაფერი წამიერია. უცებ ვიღაც გოგოს ხმა გავიგე. -ლუკა?-გაკვირვებული იყო. -თამო?-აშკარად ლუკაც გაოცდა და მშვიდი გულისცემა ოდნავ აუჩქარდა.-სად იყავი? -დასასვენებლად. თამოს შევხედე. ისევ ისეთი სახე ჰქონდა და ისევ ისე მაღიზიანებდა. -ნიკა გეძებდა, გაგიჟდა. -შენ არა? -რა პასუხს ელოდები. -პრინციპში, არანაირს.-ჩაეცინა.-ვხედავ ძალიან ბედნიერები ხართ ერთად. -რა გინდა?-ლუკა ცოტა გაღიზიანდა. -ისეთი არაფერი. უბრალოდ არ დაგავიწყდეს რაც იყო და ვიცი რომ არც ის დაგავიწყდება, რაც მერე იქნება.-ჩაიცინა და გაგვეცალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.