შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #9


26-04-2016, 18:10
ავტორი ჯია
ნანახია 4 011

მგონი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი კოშმარი იწყება. ჩემს თავში არაულობა კიდევ უფრო ქაოსური გახდა. ვერ ვხვდები როგორ მოვიქცე, ასეთი დაბნეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
ცრემლები შევიმშრალე და ჩემი ზურგჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე. სარკეში ჩავიხედე, საშინლად მქონდა თვალები ჩაწითლებული, არ მინდოდა ლაშას შეემჩნია, არადა არც სანთებელა მქონდა და არც საფერფლე, ოთახიდან გასვლა უეჭველი მიწევდა. კარები გავაღე და გავიხედე, არავინ იყო. ამიტომ თამამად გავაბიჯე დერეფანში და პირველ სართულზე ჩავედი.
-არ გძინავს? -გაისმა ლაშას ბოხი ხმა და ადგილზე მიმყინა.
-არა. -მივტრიალდი მისაღებისკენ. ლაშა ზურგით იჯდა და წიგნს კითხულობდა. რანაირად მიხვდა, რომ მე ვიყავი.
-სანთებელა ხომ არ გაქვს? -თავზე დავადექი.
-არ ვეწევი. -წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მიპასუხა.
-Cool. -ვუთხარი ირონიულად და სამზარეულოში გავედი. ყავა გავიმზადე, ძლივს მოვძებნე საფერფლე, ასანთიც ავიღე და ისევ მისაღებში დავბრუნდი.
სავარძელში მოვთავსდი, ჭიქა და საფერფლე ჟურნალის მაგიდაზე დავდე და სიგარეტს მოვუკიდე.
-ცხელი ჭიქა ნუ გიდევს მაგიდაზე, გააფუჭებს. -მითხრა ისევ იგივე მდგომარეობაში მყოფმა, გაოცებულმა გავხედე, თუმცა არაფერი მითქვამს. ძირს ჩავცოცდი, ყავაც გვერდით მივიდგი საფერფლესთან ერთად.
-იატაკსაც ხომ არ გააფუჭებს? -სარკაზმი არ დავიშურე ლაშას მიმართ, წარბაწეულმა
გადმომხედა, თუმცა ამჯერად მან დამტოვა უპასუხოდ.
ჩუმად ვისხედით. ის კითხულობდა, მე ვაიბერში ლისას ვწერდი. მოვუყევი დღევანდელი ამბები და ცოტა შოკში იყო. ვერ გაიგო რა ერჩია ჩემთვის, დარჩენა თუ იმ წამსვე აქედან გაქცევა. მეც ეგრე ვარ, სხვამ რა უნდა მირჩიოს.
-ზეგ ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვართ მიწვეულები. -წიგნი დახურა და დამხედა.
-გასაგებია. დრეს კოდი რა არის? -ავხედე და მის გაურკვეველ მზერას წავაწყდი.
-რა?
-ანუ რა უნდა მეცვას მეთქი.- სულ გადამავიწყდა მისი ასაკი.
-წვეულებებზე რა აცვიათ ხოლმე?
-ივენთს ხომ გააჩნია, მე სადაც დავდივარ იქ...
-მსგავსი არაფერი იქნება. -არ მაცადა დასრულება. -ხვალ წავალთ და შესაფერისს კაბას ავარჩევთ. ცოტა ადრე გაიღვიძე. წავალ დავიძინებ. ტკბილი ძილი. -წამოდგა და წავიდა.
როგორ ვერ ვიტან ამ მდიდრულ და ბებრულ წვეულებებს. მეც ავდექი და ოთახში ავედი დასაძინებლად.

დილით 10 საათზე გამეღვიძა. მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი, ლაშა უკვე მელოდებოდა.
-ქუდი დაიხურე, გარეთ ძალიან ცივა. -მეჩვენება თუ ჩემხე ზრუნავს?
-არ მაქვს.
-კარგი, ვიყიდით. -მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გავედით. მართლა ძალიან ცივა.
ნახევარი გზა არც ერთს არაფერი გვითქვამს.
-წვეულებას რომ მოვილევთ, შემდეგ ქალაქის დასათვალიერებლად წაგიყვან. -გადმომხედა და გამიღიმა. კარგი ღიმილი აქვს.
-მადლობა, პირველად არ ვარ რომში. -ცოტა უხეში ტონი მქონდა, ჩემდაუნებურად.
-კარგი, მაშინ უბრალოდ გავისეირნოთ სადმე.
-კარგი.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. დავიტანჯე, რით ვერ მივაღწიეთ. პრინციპში, არ მიკვირს, ლაშას სახლი ხომ ქალაქ გარეთ მდებარეობს.
-კაბა არასდროს მცმია. -გადავწყვიტე ეს დაძაბული დუმილი დამერღვია.
-ჩემი შვილიც მეყოფოდა ბიჭურად ჩაცმული. -ჩაეცინა ლაშას.
-მე ბიჭურად არ ვიცმევ, უბრალოდ სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას.
-გასაგებია, რასაც გინდა იმათ ვიყიდით. მაგრამ წვეულებისთვის კაბა ავარჩიოთ.
-მაღლები აუცილებელია? -გავხედე მუდარით, იქნებ შევეცოდო მეთქი.
-აუცილებელია.
-ფეხს მოვიტეხავ. -ჩავიბურტყუნე ჩემთვის და გზას გავხედე.
-ნუ გეშინია, ხელს არ გაგიშვებ.
აღარაფერი მითქვამს, უკვე ქალაქში ვიყავით, ქუჩები ვიცანი და სავაჭრო ცენტრთანაც მალე მივალთ. თვალებს ჩუმად ვაპარებდი ლაშასკენ, ნაკვთებს ვაკვირდებოდი. მართლა
არ ეტყობა ასაკი, ზედმეტად სიმპატიურია და მშვენიერ ფორმაშიც არის. ერთი 14-15 წლით ახალგაზრდას უფრო გავს.
-მაიკლ კორსის მაღაზიაში შევიდეთ ჯერ, წელს კარგი კოლექცია აქვს, თან შედარებით ახალგაზრდული კაბების არჩევა შეიძლება. -მითხრა და მანქანა პარკინგზე გააჩერა. ნახე შენ, როგორ ერკვევა მოდაში. მე კიდევ აზრზე არ ვარ, არც არასდროს
დავინტერესებულვარ. რაც მომწონდა ყოველთვის იმას ვიცმევდი.
-არ ვარ კომპეტენტური. -გავუღიმე და მანქანიდან გადავედი.
-ხოდა მენდე. -თვალი ჩამიკრა და სავაჭრო ცენტრში შევედით.

-აი, ესენი ნახე. -ხელში სამი კაბა მომაჩეჩა და გასახდელისკენ მიბიძგა.
უკმაყოფილოდ წავჩოჩიალდი, წარმოდგენაც არ შემეძლო ჩემი თავის კაბაში. გამოვიცვალე და
სარკეში ჩავიხედე. კაბა მართლა ძალიან ლამაზი და ახალგაზრდული იყო. ზედა ნაწილი პერანგის ტიპის იყო, ღია ცისფერი, ქვემოთ კი წელიდან იშლებოდა შიფონის გამჭირვალე შავი ნაჭერი ზემოდან დაკრული ლამაზი ლურჯი ყვავილებით. დანარჩენი ორიც ასეთივე სტილის იყო, ოღონდ სხვა ფერებში.
-დამენახე. -შემომძახა გარედან ლაშამ, მეც ფარდა გადავწიე და გარეთ გავედი. -ძალიან გიხდება. -შემათვალიერა და გამიღიმა.
-დისკომფორტს ვგრძნობ. -ამოვიწუწუნე და ტანზე დავიხედე.
-არაუშავს, მიეჩვევი. მოგწონს თუ არა?
-კი, ძალიან ლამაზი კაბაა, თან ეს ფერები ძალიან მომწონს. უბრალოდ ძალიან გამჭირვალეა ქვემოთ.
-იდეალური ფეხები გაქვს, შენ მაგაზე არ იდარდო. -თვალი ჩამიკრა და გასახდელში შეიხედა. -იმათ აღარ გაისინჯავ?
-არა, ეს ფერი კარგია. -ცოტა გაოცებულმა ვუპასუხე, მე ძალიან აზიატი მეგონა.
-თუ გინდა სხვა მაღაზიებშიც გავიაროთ.
-არა, გთხოვ. ვიყიდოთ ეს. -სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებდა რა მეცმებოდა იმ დებილურ წვეულებაზე. თან ისედაც, მართლა ძალიან კარგი კაბა იყო.

-ახლა მაღლები ვიყიდოთ და შემდეგ რაც შენ გაგეხარდება. -ლაბუტენის მაღაზიის კარები გამიღო და შემატარა.
ახლა მართლა ტირილს დავიწყებ.
-რა უცნაური ხარ, ეს ფეხსაცმელები ყველა ქალის ოცნებაა. -გაეცინა ჩემი სახის დანახვისას ლაშას.
-ალბათ, მე ქალი არ ვარ. -ამოვიქვნეშე და კრემისფერ ლაკის მაღლებს მივაშტერდი.
-ქალი ხარ, თან ძალიან ძალინ ლამაზი და სექსუალური. -უცებ გვერდი ამიარა და კონსულტანტს რაღაც უთხრა იტალიურად. რამოდენიმე წუთში გოგონა რამდენიმე ყუთით დაბრუნდა, კაბასთან შესაფერისი ვარიანტებით. ერთ-ერთი ავიღე, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა და მოვიზომე.
-კარგია. -ვთქვი და ფეხზე დავიხედე.
-ადექი, ეგრე რას მიხვდები. -ისეთი სახით ავხედე ლაშას, თითქოს რამე შეუძლებელს მთხოვდეს. -მომკიდე ხელი. -გაეცინა და წამოდგომაში დამეხმარა. ძლივს შევინარჩუნე წონასწორობა და თავი მაქსიმალურად შევიკავე, ძირს რომ არ გავშხლართულიყავი. -გადმოდგი ახლა ნაბიჯი. -რამოდენიმე ნაბიჯი ისე გადავდგი, თავი ახალდაბადებული კვიცი მეგონა.
-წვეულებიდან უვნებელი დავბრუნდები ვითომ? -ამოვიკნავლე ჩემთვის.
-კარგი გაიხადე ახლა და სახლში ვივარჯიშოთ. -გაეცინა ლაშას და სკამზე დამაბრუნა.
რომ გამოვიცვალე და ფეხზე ავდექი, მეგონა ციდან დავეშვი მიწაზე. თავისუფლად რომ გავიარე, ლამის ფრენა დავიწყე.
-ამათზე მაგარი არაფერი მოუფიქრებიათ. -სიყვარულით დავხედე ჩემს ყვითელ კედებს და გავუღიმე.
-წამოდი ახლა, შენი თინეიჯერული გარდერობი განვაახლოთ. -ხელი გადამხვია და მაღაზიიდან გავედით.
ცოტა მეუხერხულა ეს მდგომარეობა, არც მესიამოვნა მისი ხელის გადახვევა და მალევე
მოვიშორე. შევატყვე როგორ ეწყინა, მაგრამ რა ვქნა. მეც ვერ გავუგე ჩემს თავს, გუშინ რაღაცნაირად დამაბნია მისმა ხელებმა ჩემს სახეზე, დღეს კი საშინლად გამაღიზიანა ხელის გადახვევამ. მგონი გაორება მაქვს.
საკმაოდ ბევრი რამ მიყიდა, ერთი-ორი ყოველდღიური კაბაც მაყიდინა, ბევრი ჯუჯღუნის შემდეგ. მიუხედავად ბევრი ხვეწნისა, რომ საკმარისია და მეტი აღარ მინდა, მაინც არ ჩერდებოდა. თან აშკარად შემისწავლა და უკვე ჩემს უკითხავად არჩევდა ყველაფერს და ყიდულობდა. გემოვნებას ნამდვილად ვერ დავუწუნებ, თვითონაც საკმაოდ გემოვნებით ეცვა.
-შენთვის არაფერს არჩევ ხვალისთვის? -ვკითხე, როდესაც როგორც იქნა სახლში წასვლა დავაპირეთ.
-მე უკვე მზად ვარ. -მითხრა და მანქანის საბარგული დახურა. -გინდა სადმე პიცა ვჭამოთ?
-ძალიან დაღლილი ვარ, სხვა დროს იყოს. -გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი. სულ არ მახარებდა მასთან კიდევ რამოდენიმე საათით მარტო ყოფნის პერსპექტივა.

-დაისვენე, ამასობაში სუფრასაც გააწყობენ და ვისადილოთ.
-მადლობა. -გავუღიმე და საყიდლებზე ვანიშნე. ლაშას გაეცინა და ოთახებში დავიშალეთ.
საწოლზე წავკოტრიალდი და ნინას დავურეკე.
-უკვე საშინლად მენატრებით და მაკლიხართ. -წავეწუწუნე, როგორც კი მიპასუხა.
-ჩვენც საშინლად. -მითხრა მოწყენილმა.
-რამე ახალი ხომ არ მომხდარა ამ ორ დღეში? -ვკითხე ინტერესით.
-კი, ლისა და დათა ერთად არიან. -ჩაიცინა ნინამ.
-ხო, მითხრა ლისამ. როგორც იქნა ეღირსათ. -გამეღიმა მათი წარმოდგენისას.
-მომიყვა ლისამ შენი ამბები, დღეს როგორ ხარ?
-ცოტა დაღლილი ვარ. დილიდან საყიდლებზე ვიყავით.
-რა გენაღვლება, ქალბატონო.
-არ ვიცი როგორ მოციქცე ლაშასთან. თვითონ ისეა, რომ.. რომ არ ვიცი. არ გამომდის უხეშობა.
-მიეცი შანსი.
-კი მაგრამ...
-დაივიწყე რაც იყო.. გაიცანი. მგონი არ არის ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. მიეცი საშუალება თავი გაგაცნოს, შენც გაეხსენი. -შემაწყვეტინა ნინამ წინადადება და თავისი აზრი გამანდო.
-არ ვიცი.
-რა აზრი აქვს სიჯიუტეს? არ გაგიშვებს არასდროს, შენც ხომ ხვდები?
-ვხვდები.. ვერ გავიგე კოშმარი იწყება თუ ზღაპარი.
-ეგ შენზეა დამოკიდებული.
-გიო რას შვება?
-ცუდად არის, გეძებს. არ მოვისვენებ უნდა დავიბრუნოო.
-იქნებ როგორმე გადაატანინოთ რა.. -გულში რაღაც ჩამწყდა, რომ წარმოვიდგინე რა მდგომარეობაშიც იქნებოდა.
-შევეცდებით...

კოშმარი თუ ზღაპარი? მე ზღაპარი ავირჩიე. 6 თვე გავიდა რაც აქ ვარ. წყნარად და მშვიდად ვცხოვრობ. ლაშა ყველაფერს მიკეთებს. ოთახიც ჩემი გემოვნებით გადავაკეთე. იმ დღის შემდეგ ემა აღარ მეუხეშება, მაგრამ კონტაქტშიც არ შემოდის. ისედაც იშვიათად გვიწევს შეხვედრა, ორივე ვარიდებთ ერთმანეთს თავს. მე და ლაშა კი, არ ვიცი.. დავმეგობრდითსავით. ხშირად დავყავარ სხვადასხვა ადგილას, სამწუხაროდ წვეულებების ატანაც მიწევს და
აქედან გამომდინარე ჩემი გარდერობი კლასიკურმა ტანსაცმელმაც შეავსო. იშვიათად თუ წავიკამათებთ რამეზე, ხშირ შემთხვევაში ლაშა მითმობს. ამდენი ხნის განმავლობაში მაინც ვერ გავიგე როგორია. მისი ყველას ეშინია, მაგრამ ჩემთან თბილია. თუმცა ხანდახან მეც მეშინია.
6 თვეა არანაირი ნარკოტიკი არ მიმიღია, მაგრამ მოთხოვნილებები მაქვს და მინდა, ძალიან მინდა. ლაშამ ვარჯიშიც კი დამაწყებინა, თუმცა სიგარეტისთვის მაინც არ დამინებებია თავი და ალკოჰოლსაც მოზღვავებულად ვეძალები. ძირითადად ეს არის ჩვენი საკამათო თემა, რადგან ლაშა სასმელსაც არ
ეკარება.
ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უცდია მოახლოვება ზედმეტად, გრძნობებზე და მომავალზეც არ მელაპარაკება. ყველაზე დიდი დოზით მისი ამ საქციელით დაიმსახურა ჩემი პატივისცემა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია.
ენის კურსები გავიარე და იტალიური ვისწავლე, მომდევნო სექტემბრიდან უნივერსიტეტშიც ჩავაბარებ. თუმცა ჯერ ფაკულტეტი არ შემირჩევია, არც ვჩქარობ წინ მთელი 1 წელი მაქვს გადასაწყვეტად. მოკლედ, ასე თუ ისე დალაგდა ყველაფერი, რასაც ცოტა არ იყოს ვერ ვიჯერებ. რთულია დაჯერება, იმ არეულობიდან ასეთ სიწყნარეში რომ ამოვყავი თავი. მომწონს ასე, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ. რაღაც მაკლია...
დათა და ლისა ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. ნინა ისევ სანდროსთან არის, გიო კი.. გიომ შეწყვიტა ჩემი ძებნა და საერთოდ აღარც მახსენებს.. რაღა დაგიმალოთ და მეწყინა.. ვიცი ხო, საშინელი ეგოისტი ვარ.

-დილა მშვიდობისა. -ლაშას შევაკითხე კაბინეტში, წიგნს კითხულობდა.
-დილა მშვიდობისა. -წიგნი დახურა და გამიღიმა.
-რაღაც მინდა და არ ვიცი რა. -ვუთხარი და მაგიდაზე შემოვსკუპდი.
-მაგ უნაირო ქცევებს ხომ ვერ გადაგაჩვიე. -უკმაყოფილოდ წაიბუზღუნა და სავარძელს მიეყრდნო.
-ოოო, კარგი რა. შენ ჯობია ის მომაფიქრებინო რა მინდა.
-ზეგ 20 წლის ხდები და იმაზე იფიქრე როგორ გინდა აღნიშნო. -მითხრა და ცხვირზე თითი ჩამომკრა.
-არანაირად. არავინ მყავს აქ შენ გარდა.
-ენის კურსებზე ხომ დამეგობრდი ვიღაცეებთან?
-ისინი ბანძი ტიპები არიან. -სახე დავმანჭე და ხელი ავიქნიე.
-კარგი, მე მოვიფიქრებ რამეს შენი დაბადების დღისთვის და ახლაც ვიცი რა გინდა. -გამიცინა და წამოდგა.
-რა მინდა?
-როგორც შეგატყვე წიგნების კითხვაზე არ გიჟდები. -ხელი ჩამკიდა და მაგიდიდან ჩამომახტუნა.
-დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. -მხრები ავიჩეჩე და უკან გავყევი. ჩუმად მივყავდი ხელჩაკიდებული და მეოთხეზე ამიყვანა. -სად მიგყავარ ლაშა?
არაფერი მიპასუხა და ის კარები გააღო, პირველ დღეს ემა რომ შევიდა. იმის მერე სულ გადამავიწყდა და არც დავინტერესებილვარ რა იმალებოდა კარის უკან.
უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ამოვყავი თავი, კედლებში იყო კარადები ჩადგმული და ყველა თარო უამრავი წიგნით იყო სავსე. წიგნის ჭიებისთვის ალბათ ნამდვილი სამოთხე იქნებოდა.
-ამ სახლში ეს ოთახი ჩემი და ემას
ყველაზე საყვარელი ადგილია. -გამომხედა და გამიღიმა. -წაიკითხავ რამეს?
-შენ მირჩიე. -კიდევ ერთხელ მოვავლე იქაურობას თვალი.
-ერთი წამით. -კედელში ჩასმული კიბე გამოაცურა და ერთ მაღალ თაროსთან აძვრა. -აი, ეს წაიკითხე. -რომ ჩამოვიდა, ხელში ეგზიუპერის ”პატარა უფლისწული” მომაჩეჩა.
-რაზეა?
-პატარა უფლისწულზე, რომელიც სხვა პლანეტიდან ჩამოსული მოგზაურია. ძალიან საინტერესოა, ბევრ რამეზე დაგაფიქრებს. მოგეწონება.
-შთაბეჭდილებებს გაგიზიარებ. -ვუთხარი და წიგნი გულზე მივიკარი.
-აუცილებლად.

მეორე საღამოს ოთახში ასვლისას ორი ლამაზად შეფუთული ყუთი დამხვდა საწოლზე. პატარა ბარათი გავხსენი, სადაც წარწერა
დამხვდა: ”ხვალ საღამოს 9 საათისთვის ესენი ჩაიცვი.”



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რავქნა რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც ვგიჟდები ამ ლაშაზე და love love რა დებილი გოგოა რა love love მეც მომიძებნე ერთი ლაშასნაირიი რა იქნება wink wink

 


№2 სტუმარი ემი

ლაშას რა მიზანი აქვს, ჯერჯერობით ვერ გავიგე... საწოლში არ იწვენს, არც არაფერს ეუბნება ...რაღაც პრინციპის ამბავია ალბათ...

გამოასწორებს, ჯანმრთელი ცხოვრების წესზე გადაიყვანს, განათლებასაც მიაღებინებს ევროპულს, წიგნებს შეაყვარებს და რავი, ბოლოს კაი ქალად დააყენებს love

ალბათ უნდა თავი შეაყვაროს...მაგრამ, მაინც მისი შვილის ტოლია...მოკლედ ჯერჯერობით ახსნას ვერ ვუხერხებ...რავიცი, რავიცი...

 


№3 სტუმარი #NBAVOTE Zaza Pachulia

ლაშა კაი ქალად დააყენებს და მერე გიოსთან გაუშვებს ^_^

 


№4  offline წევრი kora

რაღაცნაირად მომწონს ლაშა, თუმცა ვინაიდან დაზუსტებით ჯერ ვერ ჩავწვდი ასაკს, შესაბამისად კირასთან მის გრძნობებზე ვერაფერს ვფიქრობ. 45 წლის კაცისთვის, როგორ კარგადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილად მენანება 20 წლის გოგო no
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი მე–მოლოდინი

მგონი გიოსთან უნდა დარჩეს ეს გოგო bოლოს 45 წლის ლაშასთვის ცოდოა მგონი

 


№6 სტუმარი tasss

Simartle gitxra yoveltvis varidebdi am istoriis wakitxvas tavs magram simartle gitxraa zaan agvprtovandi ro wavikitxe zaalian momewona . Emociebis ise saashkaraod gaqvs gamoxatuli rom titoeul mowyenas da bednierebas personajivit ganvicdi da es zaalian momwons . Velodebi shemdeg tavs warmatebebiii

 


№7  offline წევრი buubbuuu)))

Daadadaaaaaaaam :D davbrundi da axla wavikitxe yvela tavi erfad :D ra vqna visac unda mowondea magram mezizgeba es lasha ra D ai pirdapiri mnishvnelobot sheidzleba dzaan zrunavs magram mainc daikida pexebze aikida ra undoda kiras daashora axloblebs da lamazi princesasavit yavs gamochimuli fuf amazrzeni kacia
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent