შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომგებიანი ბილეთი 2


27-04-2016, 14:55
ავტორი teddy))
ნანახია 2 639

***
-მტკივა!-თვალებს ვახელ თუ არა ამას ვიძახი.
-რამე გაუკეთე რა!-იძახის ერთი.
-წამლებით კი არ დავდივარ მე, ბანკის გასაძარცვათ!-უპასუხა მეორემ.
-ვინ მესროლა?-ვეკითხები მათ სუსტი ხმით.
-ჯერ ჭამე და მერე გეტყვი!-მეუბნება, ჩემი დამცინავი და თან თეფშზე მანიშნებს, რომელიც ჩემს გადამრჩენელს უკავია.
-პატარა ბავშვი არ ვარ, რომელიც თუ წამალს დალევს, მერე კანფეტს მისცემენ!-ვეუბნები მათ.
-ისე ჭიკჭიკებ, მგონი ცუდათ აღარ ხარ, ხო?!-აგრძელებს ისევ. პირთან მოტანილ კოვზს, მოშიებული ვეპასუხები და თავს დაბლა ვწევ.
-შენ წადი, ახლო-მახლო ნახე, რამე საეჭვო ხომ არ არის და ამას მე მივხედავ!-ეუბნება ჩემი დამცინავი, თავის მეგობარს. თავიდანვე დაიმსახურა ის რომ სხვა სიტყვით ვერ შევამკობ. გასაღებს იღებს და გარეთ გადის.
-ჩემი იარაღი სად არის?-ვეკითხები მას.
-იქ სადაც უნდა იყოს!-მპასუხობს დაბეჯითებით.
-ანუ, ჩემთან!-ვეუბნები მე.
-თქვენი მოსაზრება არასწორია!-ირონიულად მიღიმის და კედელზე დანით, რაღაცეებს კაწრავს.
-რამე არ გაქვთ? ძალიან მტკივა!-ტკივილისგან შეწუხებული ვიძახი.
-თუ არ გაჩუმდები, მეორე ჭრილობაც დაემატება!-მემუქრება, ჩემი დამცინავი.
-წყალი მინდა!-ვამბობ და თავს გვერდზე ვაბრუნებ.
-ასეთი მომთხოვნადი მძევალი თუ იქნებოდი არ მეგონა!-მეუბნება და პლასმასის ჭიკაში წყალს ასხამს.
-რა მძევალი?-გავიკვირვე მე.
-აბა, აქ გასათხოვრად კი არ მოგიყვანეთ!-ირონიულ ღიმილს მჩუქნის.
-აქედან რომ გავაღწევ გიჩივლებთ!-ერთ-ერთ შემაშინებელ ვარიანტს ვიძახი, რომელიც პროფესიონალი მძარველებისთვის დიდათ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად გამოცდილია.
-მიჩივლებ და შემდეგ შენც დაგემუქრება საფრთხე, რადგან იქ ქალის ხმაც გაიგონეს!-მაცნობებს, რომ არაფრის დაშავება შემიძლია მისთვის. ვჩუმდები და გარემოს ვათვალიერებ. ნაცრისფერი კედლებია, სადაც სახელებია ამოტვიფრული. ერთი დახეული დივანი დგას და მის წინ პატარა მაგიდა. ფანჯარა ძალიან პატარაა და შავი ფარდა ფარავს, გარეთ ხედს.
-ანუ შენ...-ფიქრი ჩუმათ გავაგრძელე. დარწმუნებული ვარ, მან მესროლა. არ ღირს ამის თქმა, შეიძლება იმდენად სულელი ვეგონო, რომ ამას ვერ ვხდებოდე და თუ გაიგო, რომ ამას მივხდი, დიდი ალბათობა არსებობს, ისევე მომკლას, როგორც დამჭრა. რატომ გადაწყვიტა, ჩემი გადარჩენა? ალბატ, იმიტომ რომ ნაკლები საფრთხე, რა თქმა უნდა ყველასთვის კარგია და თუ ზედმეტ პრობლემებს არ შევუქმნი ცოცხალი გადავრჩები თუ არადა აქვე გამაფრთხობინებს სულს.
-რა მე?-შემეკითხა ის.
-ანუ შენ ბოროტმოქმედი ხარ...-ვამბობ მე. აბა, ჩემს ფიქრებს, ხმამაღლა, ხომ არ გამოვამჟღავნებდი.
-როგორ მიხვდი, მითხარი რა!-ისევ და ისევ ირონიულ ღიმილს იხატავდა სახეზე.
-ფული მეც მეკუთვნის!-ჩემს პოზიციებს, მაინც არ ვთმობდი.
-ვითომ, რატომ?-პისტოლეტი ხელში შეათამაშა.
-იმიტომ, რომ...-მზერა მის ხელებზე გადავიტანე.-როგორც მიხვდი, მეც იმ საქმეზე ვიყავი, რაზეც შენ, მაგრამ მე ვერ მოვახერხე ფულის წამოღება და რადგან მძევლობაში ვიმყოფები, თანაც მე მძარცველი, ფული უნდა გავიყოთ!-შეთავაზებაზე, უფრო ბრძანება გამომივიდა, მაგრამ არა მგონია, ეს იმის ჩიტი იყოს რომ დაფრთხეს და წამსვე ფული გამომიტანოს.
-ეს იცი რა არის?-პისტოლეტზე მანიშნა.
-შეიძლება იმაზე უკეთ, ვიდრე შენ იცი!-ვუპასუხე მე.
-რადგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე, გეტყვი რომ ეს ის არის, რამაც შეიძლება ზედმეტმა ლაპარაკმა, აი ამით, ამ წამსვე მოგკლას!-განმიმარტა მან.
-ჩემი იარაღი მომეცი და ბარი-ბარში ვიქნებით!-ვეუბნები მას. უიარაღოთ, ამასთან ვერაფერს გავხდები, ამიტომ მართლაც ჯობს ჩემი ენა, დროებით გადავკარგო.
-მოვედი!-შემოვიდა მეორე ბოროტმოქმედი.
-მირზა, ახალი ხომ არაფერია?-შეეკითხა ის.
-არა! აქ ვერავინ მოგვაგვნებს, ამიტომ არაფრის უნდა გვეშინოდეს!-უპასუხა მირზამ. -ლექსო, ამას რა უნდა ვუყოთ?-ანიშნა ჩემზე. ანუ ჩემს დამცინავს ლექსო ქვია და ამის მერე შემეძლება, ლექსოთიც კი მოვიხსენიო.
-თუ ჭკვიანად მოიქცევა არ მოკვდება და თუ არადა... -პაუზა გააკეთა მან.-თვითონაც, კარგად იცის!
-წამალი მოვუტანე!-ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო.
-რაღაც, ძალიან გეცოდება ეს გოგო...-მირზას ეუბნება ლექსო.
-რა ჯობია, ცოტახანი ჩუმად იყოს თუ მისმა წუწუნმა მოგვაბეზროს თავი?!-ამბობს მირზა და მეც წამსვე ვიბზუებ ცხვირს. -აიღე!-ხელის გულზე წამას ლიდებს და წყლით სავსე ჭიქას მაწვდის.
-გმადლობ, რომ ჩემს წუწუნს, წამლის მოტანა არჩიე!-შევუბღვირე ბოროტმოქმედ მირზას.
იმის მაგივრად, რომ საზღვრებს გარეთ ვიყო, ან თუნდაც ამ ქვეყანაში და ჩემს გემოზე ვცხოვრობდე და ფულს ჩემს ნებაზე ვხარჯავდე, როგორც აქამდე ვაკეთებდი, ახლა, სადღაც დაჭრილი ვწევარ და ჩემი ფული, რომელიც მე უნდა მქონდეს, მათ აქვს მითვისებული.
მომგებიანი ბილეთი 2

-------------------------------------------------------------
შეგპირდით და წინა თავზე ასე თუ ისე დიდია! დიდი მადლობა, რომ მოგეწონათ, ვინც შემაფასა და ვინც კითხულობს! იმედია ეს თავიც მოგეწონებათ! ველი შეფასებებს, ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები, ამიტომ იაყვით კეთილები და ნუ დაიზარებთ შეფასებებს! (აქ სიცილის სმაილიკი)



№1  offline მოდერი bibo

ვაიმე რა კარგობა ხარო ჩემო თედუნიკუნკულისოოო აფრნე მე შენზე ჩემო მარწყვის გოგოვ და ალუბლის ჯემოოო ჩემო მურაბა რა კარგი ხარ შენ ხო არ იციი ჩიტოოოო აუ არ მყოპნის და რა ვქნა ვახმეეე ღოემუცელობას აქ ადგილი love ოხ ლექსო მიმაჩექმინა ერთი რას მიწვალებს დაჭრილ გოგოს ეგ დეგენერატი დამპალი ბიჭი მირზა რა კაციაააა ჩემო ჩოკოლატო მიყვახარ მნამუნიები მე შენ love love

 


№2  offline წევრი teddy))

bibo
ვაიმე რა კარგობა ხარო ჩემო თედუნიკუნკულისოოო აფრნე მე შენზე ჩემო მარწყვის გოგოვ და ალუბლის ჯემოოო ჩემო მურაბა რა კარგი ხარ შენ ხო არ იციი ჩიტოოოო აუ არ მყოპნის და რა ვქნა ვახმეეე ღოემუცელობას აქ ადგილი love ოხ ლექსო მიმაჩექმინა ერთი რას მიწვალებს დაჭრილ გოგოს ეგ დეგენერატი დამპალი ბიჭი მირზა რა კაციაააა ჩემო ჩოკოლატო მიყვახარ მნამუნიები მე შენ love love

chemoo bibuniaa :* chemo tkbilo da sayvarelo, dzalian didi madloba! Abaa, ox es leqso :D mirza ketilia shedarebit :D :D <3

 


№3 სტუმარი Black

Chemi tedduniaa<3 love youu magari xar raa:Dmikaqal dalian :**te genatale:Dmagari iyo da veli shemdegs;)

 


№4  offline წევრი teddy))

Black
Chemi tedduniaa<3 love youu magari xar raa:Dmikaqal dalian :**te genatale:Dmagari iyo da veli shemdegs;)

mec miyvarxar noe :D xedav sheni saxelic ki vici :D :D yoveljerze maxareb da ar gezareba rom shemapaso :D <3

 


№5 სტუმარი Black

Oh mexsiereba uagresad kargad gamoiyureba<3chemo teddunia shen motxrobas wer me ki patara komentaric ar davwero?ara!egeti unamusoc ar var:Dmikaqal :D<3

 


№6  offline წევრი teddy))

Black
Oh mexsiereba uagresad kargad gamoiyureba<3chemo teddunia shen motxrobas wer me ki patara komentaric ar davwero?ara!egeti unamusoc ar var:Dmikaqal :D<3

neta yvela shensavit fiqrobdes :D <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent