შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილება დეტალებშია


27-04-2016, 15:18
ავტორი მარრიამი
ნანახია 3 124

ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს გადავწყვიტე, რომ ტორტი უნდა გამომეცხო. ბევრჯერ მინახავს როგორ აკეთებდა დედა, ვეხმარებოდი კიდეც, თუმცა დამოუკიდებლად არასდროს მიცდია. ჰოდა, ეს დღეც დადგა! სახლში მარტო ვარ - ამაზე უკეთეს დროს ვერც ვინატრებ. წინსაფარს ვირგებ და მაცივართან მივდივარ. თუმცა, გაღებისთანავე იმედები მიცრუვდება, საკმარისი რაოდენობის კვერცხი არ არის, არც შესქელებული რძე. ბუზღუნით ვხურავ მაცივრის კარებს და მაღაზიაში ჩასასვლელად მზადებას ვიწყებ.
კიბეებზე უკმაყოფილო სახით ჩავრბივარ, მაგრამ როგორც კი მეზობელს ვხედავ, წარბებს ვხსნი და გულწრფელი ღიმილით ვესალმები. მაღაზიაშიც წარბგახსნილი შევდივარ, გამყიდველს სასურველ პროდუქტებს ვუსახელებ, ამ პროდუქტით სავსე პარკს ვართმევ და თანხას ვაწოდებ. ღიმილით ვუხდი მადლობას. კიბეებზე ისევ ფეხით ავდივარ, ლიფტის შიში მაქვს. აქოშინებული ვაღებ კარებს, პარკს სამზარეულოს მაგიდაზე ვდებ, ხელებს ვიბან, ტანსაცმელს ვიცვლი და ისევ ვირგებ წინსაფარს. და ისევ, სრულიად მოულოდნელად კვლავ მიცრუვდება იმედი.
სულ პაწაწინა დეტალი მავიწყდება: კვერცხი მაცივარში უნდა იყოს ცოტა ხნით, რომ ბისკვიტი კარგი გამოვიდეს. უკმაყოფილოდ ვოხრავ და კვერცხს მაცივარში ვალაგებ.
სურვილის-და მიუხედავად მოცდა მიწევს.
გადის ნახევარი საათი, ერთი საათი, საათ-ნახევარი, ორი საათი. ვფიქრობ საკმარისია.
ვიღებ ათ კვერცხს, იქვე ვდებ ფქვილს, შაქარს, მარილს, ჯამს, სათქვეფს, ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ვიწყებ!
ჯერ კვერცხის მხოლოდ ცილა მჭირდება. ვტეხ კვერცხს, ნაჭუჭის ერთ ნახევარში ვტოვებ გულს, ცილა კი ჯამში იწურება. კვერცხის გულს ნაჭუჭებს შორის ვათამაშებ, ვცდილობ ცილა სრულად ჩაიწუროს, თუმცა გული არ უნდა ჩამივარდეს.
გამოვიდა!
კვერცხის გულს ცალკე ჭიქაში ვათავსებ, კიდევ ცხრაჯერ ვიმეორებ იმავე ქმედებას და პირველი ეტაპი დასრულებულია.
შემდეგ ეტაპს პატარა დეტალით ვიწყებ - ერთი მწიკვი მარილი გემოვნებისთვის და შემდეგ ვთქვეფ - რასაკვირველია ხელის სათქვეფით და არა მიქსერით. ასე ბისკვიტი ბევრად უფრო ჰაეროვანი გამოვა. ვთქვეფ სწრაფად, ძლიერად, შეუჩერებლად, ვთქვეფ იქამდე, სანამ ჯამის გადმობრუნებისას, მასა ისევ ჯამში არ დარჩება. დიახ, უფრო გასაგებად რომ ავხსნა, ჯამის გადმობრუნებისას, მასამ მდებარეობა არ უნდა შეიცვალოს. თქვეფა საკმარისია.
შემდეგ ეტაპს პატარა დეტალით ვიწყებ - ერთი მწიკვი მარილი გემოვნებისთვის და შაქარი, ათი კოვზი, არც მეტი და არც ნაკლები. ვამატებ სუფრის კოვზით, ნელ-ნელა. როგორც კი პირველი კოვზი კარგად გაიხსნება, ვამატებ შემდეგს და ასე ვაგრძელებ ბოლო, მეათე კოვზამდე.
მომდევნო ეტაპი - ვამატებ კვერცხის გულს, თითო-თითოობით, ვთქვეფ უფრო ნაზად.
დეტალი: ბისკვიტს ნაზად მოპყრობა უყვარს.
თითქმის საბოლოო ეტაპი - ვამატებ ფქვილს, ზუსტად ათ კოვზს, ვამატებ ცოტ-ცოტას.
დეტალი: ვამატებ საცერით, ფქვილი ნელ-ნელა იცრება პირდაპირ ჯამში, ვურევ კოვზით და არა სათქვეფით! ძალიან ფრთხილად, ნაზად, ისე რომ კარგად გაიხსნას და ხოხროშინები არ დარჩეს.
დეტალი: მასა უნდა შრიალებდეს! ვუგდებ ყურს, ვურევ კოვზით და არის! შრიალებს, გამოვიდა!
ბოლო დეტალი: ვანილი.
შემდეგი ნაბიჯი: მასას ვათავსებ გამოსაცხობად ქვაბში, რომელიც წინასწარ მოვამზადე.
დეტალი: ქვაბის ძირზე აუცილებლად უნდა იყოს ცხიმი ან ფქვილი, აუცილებლად!
ვასხამ მასას, ზედაპირს კოვზით ვასწორებ, ვაფარებ თავსახურს და ვდგამ გაზქურაზე 40 წუთით, ზუსტად 40, დაბალ ცეცხლზე.
დეტალი: გაზქურაზე ქვაბის დადგმამდე, გამანაწილებელი უნდა დავდოთ, რათა ცეცხლი განაწილდეს და ბისკვიტი არ დაიწვას.
აქვე კიდევ ერთი დეტალი: ბისკვიტს ცხობის პროცესში ხმაური არ უყვარს.
სანამ პირველი ბისკვიტი გამოცხვება, ვამზადებ მეორეს, ვიმეორებ ზუსტად იმავეს.
ამასობაში, სრულდება პირველის ცხობა. გაზქურიდან ვდგამ და სახლში, უკვე გამზადებულ დასადებთან მიმაქვს. ეს „დასადები“ შეიძლება უბრალო ფურცელიც კი იყოს. სულ ოდნავ ვადებ ცალ, გაშლილ ხელს ბისკვიტს, მეორე ხელით ქვაბს ვაპირქვავებ და მოყვითალო (ან ყვითელი), ფუმფულა, ჰაეროვანი მასა ჩემს ხელშია (ან უფრო სწორი იქნება, ჩემს ხელზეა).
დეტალი: კარგი ბისკვიტი თავისუფლად უნდა იკეცებოდეს ისე, რომ არ ტყდებოდეს, ანუ დრეკადი უნდა იყოს.
ესეც ასე! ორივე ბისკვიტი მზადაა.
შემდეგი ნაბიჯი - კრემი. ინგრედიენტები: კარაქი და შესქელებული რძე. არაფერი განსაკუთრებული. ვთქვეფ კარაქს მიქსერით, იქამდე სანამ არ დარბილდება და თავისუფლად წასასმელი არ გახდება. შემდეგ ვუმატებ შესქელებულ რძეს ნელ-ნელა და ისევ ვთქვეფ, ვთქვეფ იქამდე, სანამ ერთიან, ერთგვაროვან მასას არ მივიღებ. მივიღე!
დეტალი: ვანილი.
კრემი მზადაა.
სანამ კრემს ბისკვიტზე წავუსვამ, აუცილებელია დანამვა, მაგალითად ყავის წვენით. საჭიროა მხოლოდ ხსნადი ყავა და წყალი.
ვიღებ ერთ ბისკვიტს, ვნამავ და ვუსვამ კრემს, კოვზით ვანაწილებ თანაბრად და საბოლოოდ დანით ვასწორებ ზედაპირს. ზემოდან ვადებ მეორე ბისკვიტს, ვნამავ და ისევ სიმეტრიულად ვანაწილებ დარჩენილ კრემს. მაგრამ ამჯერად, არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ გვერდებზეც.
დასკვნითი, ყველაზე რთული ნაბიჯი - მოხარშული ბეზე ტორტის მოსართავად, საბოლოო აკორდისთვის.
ვიღებ ოთხ კვერცხს. ისევ მხოლოდ ცილა, ამჯერად უფრო დიდი სიფრთხილით, ბეზეს არ უყვარს უზუსტობები. ცილა ჯამშია, ვამატებ შაქარს, ზუსტად ერთ-ნახევარ ჭიქას, ვამატებ მთლიანად.
დეტალი: წინასწარ ვადუღებ წყალს ქვაბში, რომელშიც ზემოთ აღნიშნული მასით სავსე ჯამი უნდა ჩავდო. ქვაბი გაზქურაზეა, წყალი კი ისევ დუღს.
ვდებ ჯამს ქვაბში და ვთქვეფ, მიქსერით. ვთქვეფ იქამდე, სანამ ბრწყინვალე თეთრი არ გახდება. თეთრი და მაგარი, წებოვანი და წელვადი. იქამდე, სანამ მიქსერის ჩხირების მასიდან ამოწევისას გაკეთებული „წვეტი“, „წვეტადვე“ არ დარჩება. ვიღებ ჯამს წყლიანი ქვაბიდან და ვთქვეფ ბეზეს გაცივებამდე.
დეტალი: ვანილი, და მზადაა..
დარჩა მხოლოდ მორთვა, პროცესი რომელიც არ ისწავლება კითხვით, ეს უნდა დაინახო, უნდა იწვალო და მხოლოდ შემდეგ მიიღება შედეგი.
მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა!
ტორტი მზადაა.
ვიზუალი - არც ისე ცუდი.
გემო - საკმაოდ კარგი.
შეფასება - მაღალი.
მე - კმაყოფილი.

________
ე.ი. ჩანახატი ჩანახატიო და მგონი რეცეპტიც კარგი გამოვიდა :დ ვნახოთ, ვნახოთ, ველი შეფასებებს.. მომენატრეთ..



№1 სტუმარი ემი

ჩანახატი კარგი იყო, მაგრამ მე შენი ისტორიების ფანი ვარ და ნუ მოგვანატრე თავი winked love

 


№2  offline წევრი სპენსერი

მომეწონა ტკბილო ^-^ მართალია თავი ძალიან მოგვანატრე *-* წარმატებებიი feel

 


№3  offline მოდერი მარრიამი

ემი
ჩანახატი კარგი იყო, მაგრამ მე შენი ისტორიების ფანი ვარ და ნუ მოგვანატრე თავი winked love

სპენსერი
მომეწონა ტკბილო ^-^ მართალია თავი ძალიან მოგვანატრე *-* წარმატებებიი feel

მადლობა ტკბილებო <3 დღეს იქნება ისტორიაც ^^

 


№4 სტუმარი anastasia

mec minda vwero istoriebi magram ver vregistirdebii da rato com ver metyviit .. yvelafers vutiteb sworad

 


№5  offline მოდერი მარრიამი

anastasia
mec minda vwero istoriebi magram ver vregistirdebii da rato com ver metyviit .. yvelafers vutiteb sworad

ასე ვერ გეტყვით, ფბ-ზე დამამატეთ 'მარ რიამი ' ასე მომძებნეთ და ვეცდები დაგეხმაროთ.. ან შეგიძლიათ საიტის მფლობელს მიწეროთ და გაგარკვევთ

 


№6  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes კარგი ხარ მარიამ heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent