ამოუხსნელი ამოცანა
დილის რვა საათი იყო, როდესაც კარზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა. "არა არ გავაღებ" -პირველი ეს იყო, რამაც იმწამს თავში გაუელვა და კაკუნისგან გამოწვეული ხმაურის ჩასახშობად ბალიში თავზე წაიფარა. ახლა ფეხზე ადგომას და ჩაცმას ყველაფერი ერჩივნა. იმდენად ეზარებოდა ლოგინიდან თავის აწევა, თვით პრეზიდენტიც რომ წვეოდა მისთვის ეს არაფერს შეცვლიდა. ბიჭმა გვერდი იცვალა და მოთმინებით დაელოდა თუ როდის წავიდოდა დილაადრიან მოსული "დაუპატიჟებელი სტუმარი" , მაგრამ შენც არ მომიკვდე. გაბმული კაკუნი ამჯერად ზარების ხმამ შეცვალა, შემდეგ კი მისი მობილურიც აწკრიალდა. მორჩა, როგორც არ უნდა სდომებოდა დაძინება უკვე აღარ ეწერა. ამას მაშინ მიხვდა, როდესაც ეკრანზე გიოს ნომერი ამოიკითხა და ადგომის წინ ერთი გემრიელად დაამთქანარა . . . -რა იყო ბიჭო ამდენი ხანი სად ხარ? ორი საათია ვაკაკუნებ -რა გინდა ამ დილაუთენია? შენ თუ არ გეძიენბა ჩემთვის მაინც გეცლია -კარი უკმაყოფილო სახით მიაჯახუნა და კიდევ ერთხელ დაამთქნარა -რა დროს ძილია თუ ძმა ხარ, იცი რა მაგარი ამბავი მააქ? -რა ამბავი? -ბიძაჩემმა ბათუმში სასტუმრო გახსნა. გუშინ დამირეკა. მითხრა თუ გინდა მთელი ზაფხულით ჩამოდი და ვინც გინდა ის წამოიყვანეო, რა თქმა უნდა პირველი შენ გამახსენდი და დავაი ეხლა დაიწყე ბარგის ჩალაგება ტაქსი ქვემოთ გველოდება -მოიცა, მოიცა რა ბათუმი? ახლა მივდივართ? -ახლა მივდივართ ხო, არ გინდა ამ ზაფხულში დასვენება? -ბიჭო გაგეფრთხილებიე მაინც ასე უფულოდ სად წამოვიდე? -ფულზე არ ინერვიულო, მე მაქ თან სასტუმროში რო არ მოგვიწევს გადახდა ეგ კიდე რამხელა საქმეა? მოკლედ მაგრად დავისვენებთ რაა -კაი ძმა რაღაც თანხა მეც მაქ მარა -არავითარი მაგრამ. აზრზე მოდი , ზღვა, გოგოები და ჩვენ ორი . . . -მიდი მომეხმარე შენც უფრო მალე ვიზამთ -ნახე რა, გოგოები ვახსენე და რე უცებ წამოხტა -გადაიხარხარა გიომ და მეგობარს უკან მიჰყვა ბიჭებმა ბარგის ჩალაგგება დაიწყეს. გიორგი კარადიდან ყველაფერს განურჩევლად იატაკზე ყრიდა დათა კი მათგან თავისთვის სასურველ სამოსს ჩანთაში ტენიდა, თან პარალელურად შავი დღისთვის გადანახულ თანხას ითვლიდა, რომლის რაოდენობამაც საბოლოო ჯამში კმაყოფილი დატოვა. ჩემოდანი შეკრეს, შუქები მთელ სახლში გამორთეს და სახლის კარი გასაღებით გადაკეტეს. როგორც ჩანს ნანატრი არდადეგები იწყებოდა. 8 8 8 ბათუმამდე, ნახევარზე მეტი გზა ეძინათ. ორჯერ გზისპირა კაფეში გააჩერეს საჭმელად, ბოლოს რესტორანში. მანქანაში ჩაჯდომისას დათას ისევ ჩაეძინა. როცა თვალები გაახილა უკვე ქალაქში შედიოდნენ და ზღვასაც უფრო და უფრო მკაფიოდ ხედავდა. -ახლოსაა ეგ სასტუმრო? -მის გვერდით მჯდარ გიოს გადახედა, რომელიც ფანჯარაში იყურებოდა -ოჰ გაუღვიძია. რა გჭირს ეე? მთელი გზაა გძინავს -ოო რავიცი გუშინ გამთენიისას მივედი სახლში და ეტყობა მაგის ბრალია . მალე მივალთ? -კი მალე მივალთ სულ რაღაც ათი წუთის გზაა. მოიცა და გუშინ გამთენიისას რატო მიხვედი სახლში? -ხო გახსოვს ბარში რომ გოგო მომეწონა? -მერე? -ინტერესისგან თვალები ჭყიტა გიომ -ხოდა მიხვდი ეხლა შენით -გაეცინა დათას -მარა დედამისმა დაურეკა დღეს ადრე მოვალ სამსახურიდანო და ისეთ დღეში ჩამაგდო, რო შარვალს შუა ქუჩაში ვიცვამდი -ეს ნახე რაა, მაინც მოახერხე ხო? არადა არ ჩანდა ადვილად დასაყოლიებელი გოგო -ჩემ მომხიბვლელობას დიდხანს მაინც ვერ გაუძლებდა -სიცილი აუტყდა. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თავს იქებდა, თუნდაც ხუმრობით -თუ ძმა ხარ რაა -გადაიხარხარა გიომ -შენთან მიმართებაში სიტყვა "მომხიბვლელის" ხმარება კანონით უნდა ისჯებოდეს დათამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ ვეღარ მოახერხა,რადგანაც ზუსტად ამ დროს ტაქსი, რომელშიც ბიჭები ისხდნენ ერთი ლამაზი სამსართთულიანი შენობის წინ გაჩერდა და ძრავაც გამოირთო. -მე გადავიხდი -გიომ ჯიბიდან ფული ამოიღო და მძღოლს გაუწოდა, რომელმაც ხურდა სწრაფად დაუბრუნა, შემდეგ კი საბარგულის კარიც გაუღო, რათა ჩანთები გადმოეტანათ ძრავა კვლავ აგუგუნდა და მანქანაც წამში ადგილს მოწყდა. მეგობრებმა ერთდროულად ახედეს მათ წინ აღმართულ შენობას და სახეზე კმაყოფილება გამოესახათ. -აი მოვედით კიდეც -მხიარულად აღნიშნა გიომ, როდესაც გორგოლაჭებიან ჩემოდანს ტარი ამოუწია -მართლა მაგარი სასტუმროა -მე მაგალითად სასტუმროზე მეტად იმის პერსპექტივა მხიბლავს, რომ ბიძაჩემი ახლახანს ჩამოსული უცხოელი გოგოების სართულზე დაგვასახლებს -მხრები აიჩეჩა და დათას რეაქციას დაელოდა -უცხოელი გოგოების სართულზე? ეს ნახე რა ყველაფერზე წინასწარ რო უზრუნია -გაეცინა -აქამდე რატო არ მითხარი? -თან ელაპარაკებოდა, თან სასტუმრომდე მისასვლელ კიბეებს მიუყვებოდა და ჩემოდანს გაჭირებით მიათრევდა -ახლა ხო გითხარი? -კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ბიჭმა და ფეხი ბოლო საფეხურზე შედგა. **** -ბიძიაა! -გიო გახარებული მივარდა შუახსნის, შარვალ-კოსტუმში ჩაცმულ საკმაოდ ელეგანტურ მამაკაცთან და მანამდე ჩაეხუტა სანამ იგი მობრუნებას მოასწრებდა -ოჰ ჩემი საყვარელი ძმიშვილი ჩამოსულა -მოტრიალდა და თვითონაც გადაეხვია -ასე უნდა ბიჭო ბიძაშენის დავიწყება? სანამ არ გითხარი სასტუმროს ვხსნი და უცხოელი გოგოების სართულზე დაგასახლებ-მეთქი ერთხელაც არ გაგხსენებივარ -ბეჭზე ხელი მსუბუქად გაკრა -რას ვიზამ ლევან, სამსახურში ძალიან გადატვირთული ვარ, ვეღარაფრისთვის ვიცლი. ახლაც ძლივს გამოვტაცე ჩემს უფროსს შვებულება, თორემ არ ვიცი რა მეშველებოდა. -ამ სიტყვებით მეგობარს გახედა და თვალებით ანიშნა სიტყვა არ დასცდენოდა იმის შესახებ, რომ სამსახური საერთოდ არ ჰქონდა. დათამ ძლივს მოახერხა თავის შეკავება, რათა არ გაეცინა და ასევე თვალებით მიახვედრა ჩემი იმედი გქონდესო. -ხო მართლა, ეს დათაა -გამარჯობა -ხელი გაუწოდა ძმაკაცის ბიძას და იქაურობას მზერა კიდევ ერთხელ მოავლო -გაგიმარჯოს შვილო. ესაა შენი მეგობარი? -თან ხელი ჩამოართვა, თან ცალი თვალი გიოსკენ გააპარა -ჰო ეს არის. ისე ჩვენ ერთი ოთახიც გვეყოფა ძალიან ნუ დაიხარჯები -თუ ეგრეა, თქვენთვის საუკეთესო ორ-საწოლიანი ნომერი მაქვს. წამოდი გაგაცილებთ დაღლილები იქნებით ცოტა დაისვენეთ -ლევანმა მორიგეს ოთხმოცდამეორე ოთახის გასაღებები გამოართვა და გიოს გაუწოდა. -წავედით -არა საჭირო არ არის, შენ დარჩი, ჩვენ თვითონ მივაგნებთ და მოვეწყობით. ცოტას გამოვიძინებთ მერე კი კლუბში წავალთ -როგორც გინდათ, მე რაღაც საქმეები მაქვს. ქალაქგარეთ ვარ გასასვლელი და ხვალ საღამომდე ვერ დავბრუნდები, თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთ, არ მოგერიდოთ -დიდი მადლობა ბატონო ლევან -წასვლისას კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი სასტუმროს მეპატრონეს და გიოს უკან მიყვა . . . -აქეთ უნდა წავიდეთ ხო? დათამ მეგობრის კითხვა უპასუხოდ დატოვა და ირგვლივ მომოიხედა. თვალით მათი ოთახის ნომერს ეძებდა, მაგრამ ვერსად პოულობდა. -წამოგვყოლოდა ბიძაშენი, ხომ არ ვიბოდიალებდით ეხლა ასე? -მგონი მარჯვნივ უნდა გავუხვიოთ -არ იმჩნევდა მის გაღიზიანებულ ტონს -მარჯვნივ კი არა მარცხნივ. ეგ მხარე უკვე შევამოწმეთ -თქვა და აღნიშნული მხარიკსენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა. მოსახვევში სიჩქარე ვეღარ შეანელა და მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად სცადა წონასწორობა შეენარჩუნებინა და მის მხარეს მომავალ გოგონას არ დასჯახებოდა, ეს მაინც არ გამოუვიდა. შეჯახება ისე ძლიერი იყო, რომ დათამ თავი ვეღარ შეიმაგრა და წაქცევისას გოგონას ზემოდან დაეცა. -მაპატიეთ -როგორც კი მომხდარი გააანალიზა, მაშინვე ფეხზე წამოხტა და ძირს გაგდებულ უცნობს ხელი გაუწოდა, მაგრამ იგი უკვე თითქმის ამდგარიყო და ბიჭის გამოწვდილი ხელი არც კი დაუნახავს -ასე სად მიგეჩქარებათ, რომ გზაში არაფრის გადათელვას არ ერიდებით? -ამრეზით ახედა დაზარალებულმა მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამის არც დრო იყო და არც ადგილი დათამ უცნობი მაინც შეათვალიერა. მის წინ მდედრობითი სქესის ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენელი იდგა. შეიძელბოდა დაეფიცა, რომ მსგავსი სილამაზის მქონე არსება აქამდე არასოდეს ენახა. საკმაოდ მიმზიდველი სხეული ჰქონდა. ლამაზი მწვანე, ოდნავ ცისფერში გადასული თვალები და გრძელი, სწორი, ჟღალი თმა რომელიც წელამდე ჩამოშლოდა. სახის კანი ნაზი და რძისფერი, როგორც ცნობილ მსახიობებს, რომლებიც ამას ათსგვარი პროდეცედურების შედეგად აღწევენ, მაგრამ არა ბუნებრივად დაყოლილი სილამაზით. მასში კი ყველაფერი ბუნერბივი იყო. არაფერი ყალბი და "შეთითხნილი" პირიქით ყველაფერი ნამდვილი და სუფთა. დათას სუნთქვა შეეკრა. რამდენიმე წამის განმავლობაში ხმა ვერ ამოიღო. მხოლოდ ტკივილისგან დამანჭულ მის სახეს და ოდნავ წინ წამობურცულ ტუჩებს უყურებდა. -ბოდიში არ მინდოდა -ამოთქვა ბოლოს როგორც იქნა და მის წაქცეულ ჩემოდანს დასწვდა -ბოდიში გატეხილ თავს, რომ ვერ გაამთელებს იმ ფაქტს რას მოუხერხებთ? -თქვა მან და კეფაზე მაგრად მიჭერილი თითები დაბლა ჩამოიღო. ხელის დიდი ნაწილი სისხლიანი ჰქონდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.