sms 6 თავი
აწურული ვდგავარ და იმ ნივთებს ვათვალიერებ, რომლებსაც ირაკლი შეხებია, მაგიდაზე უწესრიგოდ ყრია ფურცლები, საფერფლე სავსეა სიგარეტის ნამწვით, დივანზე პერანგია გადაკიდებული, კუთხეში სკამზე კი წიგნები ალაგია, ყველაფერს მტვერი ადევს. გიორგი სადღაც გადის, მერე კი მტვრების საწმენდით ბრუნდება და იქაურობის მოწესრიგებას ცდილობს, მე გული მხოლოდ ფურცლებისკენ მიმიწევს. მათკენ ვიხრები სათითაოდ ვიღებ და ერთად ვაწყობ. სიტყვები გაკრული ხელით არის ნაწერი, თუმცა მე მაინც კარგად ვკითხულობ და მგონია ფილტვები მებერება. დივანზე ვჯდები და ლექსებში ვეფლობი. თითოეული სიტყვა გულში მხვდება, თითოეული ფრაზა სულს მატკიებს. - გიორგი, - ვეძახი სამზარეულოში გასულ გიორგის. - ეს ლექსი ნახე? - მანახე, - სანამ გიორგი ლექსს კითხულობს მე ჩემი მემართება, სუნთქვას ვერაფრით ვახერხებ, საშინლად მაციებს სხეულში და ხელების ერთმანეთზე გასმით ვცდილობ ამ სიცივეს მოვერიო. უჰაერობისგან უკვე ხველა მიტყდება, ფეხზე ვდგები და ფანჯარას ვაღებ, ცოტა ხანს გამოღებულ ფანჯარასთან ვდგავარ და ვცდილობ წაკითხულის გააზრებას. - „ვიშლები... მგონი თანდათან ვგიჟდები. უკვე ფერფლიც კი აღარ ვარ, ნეტავ საერთოდ ვინ ვხდები?! ვიშლები... გზას ღრუბელ - ღრუბელ მივყვები, და ამ უაზრო ფიქრებით, ჭკუაზე ვეღარ ვიქნები. ვიშლები... მორჩა, მე აღარ ვიბნევი. მაგრამ ეს ბნელი ქუჩები, გაურკვეველი სიზმრები. ვიშლები... ხიდის კიდეზე ვირხევი. მზის ჩამავალი სხივები, უკიდეგანო ნისლები. ვიშლები” - ძლივს ამოთქვამს გიორგი სიტყვებს, ვატყობ მასაც უჭირს. - ეს ლექსი არ ვიცოდი, - მე ისევ სივრცეს გავყურებ, გიორგი ჩემ გვერდით დგება, ფანჯრის რაფას ეყრდნობა იდაყვებით და ფურცელს მაწვდის. - თავადაც გრძნობდა აღსასრულს. - გიორგის მწარე ჩაცინება მაკრთობს - მინაწერი წაიკითხე? - ვცდილობ ხმა დავიმორჩილო, მაგრამ არ გამომდის. - „მე არაფერს ვნანობ, მიყვარხარ“ - გიორგის ხმას კითხვის ინტონაცია ეპარება, წარბებს კრავს და მიყურებს. - სხვა ხელწერაა, - მის კითხვით სავსე მზერას ვპასუხობ და ნაწერზე ვანიშნებ. - ლექსი ირაკლის დაწერილია, ისევე როგორც სხვა ლექსები, ეს კი ლამაზი გამოყვანილი ასოებითაა დაწერილი. - ცოტა ხნით ვჩერდები და გიორგის რეაქციას ველი. - გოგოს ხელია, - გიორგი წელში სწორდება. წარბებს კრავს თითქოს რაღაცას ფიქრობს, ორივე ჩუმად ვდგავართ. მერე მე მარტო ვტოვებ გიორგის და ოთახებს ვათვალიერებ, ერთ ოთახში სხვებისგან განსხვავებით კარი მიხურულია, გუმანით ვხვდები, რომ ეს ირაკლის ოთახი უნდა იყოს. კართან ვჩერდები, სახელურზე ხელი მიკიდია, მაგრამ ჩამოწევას და შიგნით შესვლას ვერაფრით ვბედავ. -გეშინია? - გიორგის მოგუდულ ხმას აზრზე მოვყავარ. მერე ისე რომ პასუხს არ ელოდება, ჩემს ხელს რომელიც სახელურზე მიკიდია თავის ხელს უჭერს და სახელურს ფრთხილად სწევს დაბლა. მისი ცივი თითების შეხება საშინლად მაბნევს, უხერხულად ვიშმუშნები და ვცდილობ ხელი გავითავისუფლო, თუმცა გიორგი ხელს არ მიშვებს. კარს ბოლომდე აღებს და მხოლოდ მაშინ ადუნებს თითებს, როდესაც ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში გადმოყრილ ქვეშაგებს და დალეწილ ნივთებს ვხედავთ. დაბნეულობა სრულიად მავიწყდება, ნერწყვს ძლივს ვყლაპავ და წარბშეკრულ გიორგის ვუყურებ, რომელიც გვერდს მივლის და ოთახში შედის. მე კარებში გაჩხერილი ვდგავარ და მზერას ხან გიორგის, ხან საწოლს და ხან ნახევრად გამოღებულ კარადას ვუსწორებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ აღუწერელი სურვილი მიპყრობს ის კარადა გამოვაღო. მისკენ მივდივარ და რატომღაც ის ფანტასტიკური სერიალი მახსენდება, ბავშვი თავის კარადაში ცეცხლოვან ქალს რომ ხედავს და დედას სთხოვს გამოაღოს, მეც ისეთი განცდა მაქვს, რომ გამოღების შემდეგ იქიდან ცეცხლოვანი ქალი თუ არა, ჩონჩხი მაინც უნდა გადმოვარდეს. დაძაბულობისგან ფეხებს ძლივს ვადგამ და ის ისაა კარს ხელს ვკიდებ,რომ ჩემი ტელეფონი რეკვას იწყებს, შეშინებული უკან ვიხევ და ძლივს ვიღებ ჩანთიდან. სალომეა, ლექციაზე რომ არ მივედი მაგიტომ მირეკავს, ნეტავ იცოდეს წუხელ რა მოხდა, ან ახლა რას ვაკეთებ. ტელეფონს ვთიშავ და ისევ ჩანთაში ვაგდებ, ამჯერად უფრო შემართებით ვაღებ კარადას და ჩემს თავზე მეცინება, მოვინდომე ცეცხლწაკიდებული ქალი და ჩონჩხი. საკიდზე ბიჭის რამდენიმე მაისური, ქურთუკი და ჯინსის შარვალი ჰკიდია. წითელი, კუბოკრული პერანგის ქვეშ კი თეთრ სარაფანს ვხედავ. გულში სითბო მეღვრება, რატომღაც ველოდი, ქვეცნობიერად. საკიდს ვიღებ და სარაფანს ვხსნი, გიორგისკენ ვტრიალდები, რომელსაც ამ დროში ოთახის მილაგებაც მოუსწრია და ფანჯრის გაღებაც. - ეს რა არის? - მეკითხება, როცა ჩემკენ ბრუნდება. - ირაკლისი არ უნდა იყოს, - ჩემ ნათქვამზე ორივეს გვეღიმება. - სავარაუდოდ მისი შეყვარებულის იქნება. - იმ გოგოსი ის წარწერა რომ ეკუთვნის? - ხელით მისაღებში ფურცლებისკენ მანიშნებს. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - და ის გოგო ირაკლისთან ცხოვრობდა? - რატომაც არა, არ მითხრა რომ წარმოუდგენლად მიგაჩნია. - არა რატო, მაგრამ საინტერესოა მისი არსებობის შესახებ რატომ არავინ ვიცოდით? - გიორგი საწოლზე ჯდება და ისე მიყურებს. - ლამაზი კაბაა, რადგან ირაკლის ნივთებში ინახავდა, გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ის გოგო მისთვის. - კაბას თავის ადგილას ვაბრუნებ და მეც მის გვერდით ვჯდები. - ალბათ, - ისევ ჩუმად ვსხედვართ და ოთახს ვათვალიერებთ, ირაკლის იმ უცნობ გოგოსთან წარმოვიდგენ და თავისთავად მეღიმება. - რატომ იღიმი? - ისე. - ისე არავინ იღიმის, - ახლა გიორგიც იღიმის. - მაგრამ შენ სულ უნდა იღიმოდე, გიხდება. გული რაღაცნაირად მითრთის, მაგრამ არ ვიმჩნევ. - ეს ბანალური ფრაზები. - თვალებს ვატრიალებ და ფეხზე ვდგები. - ხო არა? არ გიხდება და არ გაიღიმო მაშინ. - სახე ეცვლება. - კარგი რა, გეწყინა? - ისევ მისკენ ვბრუნდები. - რით გამოვისყიდო დანაშაული? - დილას ყავა, რომ არ მაღირსე, ახლა დამპატიჟებ ყავაზე. - გამარჯვებული სახით ბრუნდება ჩემკენ და ვხვდები როგორ გავები. - რა? მე დაგპატიჟო? - ვიკვირვებ და ოთახიდან გასულ გიორგის უკან მივყვები. - ხო, რა იყო. - გიორგი ფურცლებს იღებს, კარებში მატარებს და მერე გასაღებით კეტავს. ლიფტში გაბუსხული ვდგავარ და დაბღვერილი ვუყურებ გიორგის, რომელიც თავს ძლივს იკავებს, რომ არ გაიცინოს. - შენს დაქალს არ დაურეკავ? - რატო? ახლა მეორე ლოყა რომ დაგილურჯოს? - გიორგის საქციელით გამხიარულებული სალომეს ვურეკავ და ჩვენს კაფეში ვიბარებ. - მე მშია კიდეც. - მეუბნება როგორც კი კაფეში შევდივართ. - და თან მხოლოდ პიცა არ დამაკმაყოფილებს. - მოიცა ამის ფულიც მე უნდა გადავიხადო? - ვებუზღუნები მენიუში თავჩარგულ გიორგის. - აბა რა ვქნა, მშია. - გიორგი მიმტანს ეძახის და ქათმის სალათს და პიცას უკვეთავს. სიბრაზისგან ლამის ყბა მომექცეს, მაგრამ ხმას არ ვიღებ. ამასობაში სალომეც შემოდის კაფეში და ჩვენს დანახვაზე ტუჩს იბზუებს. - ამას აქ რა უნდა? - დაჯდომის შემდეგ ცრის კბილებშუა და გიორგის ცივად უღიმის. - უნდა დავაპურო. - სალომე ყველაფერს ხვდება და ფხუკუნს ძლივს იკავებს. „საერთაშორისო დაპურების“ შემდგომ, (სალომეს დანახარჯსაც მე ვიხდი) ფინჯანი ყავით ხელში, ყველაფერს დაწვრილებით ვუყვებით სალომეს, რომელსაც შიშისგან ენა უვარდება. - იმ გოგოს ვინაობას ვერ გავარკვევთ? - სალომე გიორგის უბრუნდება. - მაგას ვფიქრობ მეც, - გიორგი ჩემს მხარს უკან, სავარძელზე დებს ხელს და ნახევარი ტანით ჩემკენ ბრუნდება. ისე ახლოს არის ჩემთან, ლამის მისი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაც ვიგრძნო.სასიამოვნო სურნელი აქვს. ვხვდები როგორ ვწითლდები და ყავის ასაღებად მაგიდისკენ ვიხრები. - თეკლა, რაზე ჩაფიქრდი? - გიორგი ჩემკენ იხრება. -დავიღალე, - რატომღაც სულ სხვა რამეს ვამბობ და თვალეებით ვუღიმი. - ეს ბოლო დღეები სულ დაძაბული ვარ. - უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ვაგრძელებ საუბარს. - კარგი დასვენება მოგვიხდებოდა, - საუბარში ერთვება სალომე. - მოდი, ახლა მაინც წავიდეთ კახეთში, ხომ დამპირდი? - სალომე პირობას მახსენებს. ბარემ არსად წასვლა არ მინდა, მაგრამ ახლა უკან დასახევი გზა არ მაქვს. - მშვენიერი აზრია, მე წაგიყვანთ. - გიორგი სიტყვით გამოდის და სალომეს თვალს უკრავს. - ოღონდ არ დაიწყოთ ახლა, უცხო ხარ და არ ვაპირებთ შენთან ერთად წამოსვლასო და ამდაგვარი რამეები. - გიორგი თვალებს აბრიალებს, მე და სალომეს კი სიცილი გვიტყდება. - ძალიან კარგი, - სალომე მოწონების ნიშნად თვალს მიკრავს. ხმას არ ვიღებ, ვუყურებ ამ ორს და ვხვდები, რომ უარის თქმა არ გამოვა. ამით სალომეს ვაწყეინებ, თან უნდა ვაღიარო, მომწონს კიდეც გიორგის სიახლოვეს ყოფნა. - კარგი, წავიდეთ. - ვთანხმდები ბოლოს, ჩემკენ მომზირალ ორ წყვილ თვალს და ყავას ვწრუპავ. იქიდან პირდაპირ სალომესთან ავდივარ და ეკას ვითანხმებ სალომეს გამოშვებაზე. რა თქმა უნდა ნათლიაჩემი უარს არ მეუბნება და თან ჩემ საყვარელ ხაჭოს ნამცხვარს მაჭმევს. - თე, რაღაც შეცვლილი მეჩვენები... - მეუბნება ეკა, როგორც კი სალომე გადის სამზარეულოდან და მე და ეკა ერთმანეთის პირისპირ ვრჩებით. - გეჩვენება,ეკუ. -ვუღიმი და ლოყაზე ვკოცნი. მისი სურნელი მაშინვე დედას მახსენებს და ხასიათი მიფუჭდება. მენატრება! როგორ მენატრება ღმერთო. - მოგწონს? - არ ვიცი, - ვერც ვფიქრობ ისე ვპასუხობ. - მოიცა რაა? - კარგი რა თეკლა, სახეზე გეტყობა, რომ რაღაც შეიცვალა შენში. - ეკა ჩემ გვერდით ჯდება და თმებზე მეფერება, მისი ხელების სითბოსგან თვალები მეხუჭება და თავს მხარზე ვადებ. ეკა ხმას აღარ იღებს, მხოლოდ მონოტონურად მისვამს ხელს თმაზე. - ხომ იცი რომ ყველაფერს უსიტყვოდ ვხვდები არა? თუ არ გინდა, ნუ მეტყვი, მაგრამ იცოდე რომ ყოველთვის მოგისმენ. ისე როგორც ამას დედაშენი გააკეთებდა. - დედის ხსენებაზე ისევ ბურთი მაწვება ყელში და, რომ არ ავტირდე ნაძალადევად ვიღიმი. -ვიცი, ეკუ. მთელი ღამე მოკუნტული ვწევარ საწოლში და ფარდაგადაწეულ სარკმელს ვუყურებ. მშვიდი ღამეა, მთვარიანი და რაღაც სევდანარევი. ჩემი ფანჯრის წინ ასვეტილ ნაძვზე, მტრედი შემოსკუპებულა და რაღაცას ღუღუნებს. ირაკლი აღარ ჩანს. სამაგიეროდ, გიორგის თვალები არ ამომდის მეხსიერებიდან. მისი თითების სიცივე, თითქოს ისევ შემრჩენია თითებზე. მთვარის შუქით განათებულ ოთახში, ზურგზე ვწევარ და გიორგის თითებშენახებ ჩემ თითებს დავყურებ. ---------- ესეც ახალი თავი, მეშვიდე თავი კი სავარაუდოდ ცოტა დააგვიანებს. იმედია არ მიწყენთ. მოგეხსენებათ დღესასწაულებია და მეც, როგორც უმეტესობა, ქალაქიდან გავდივარ. წინასწარ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ველოდები თქვენს კომენტარებს. გკოცნით თქვენი, ლორე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.