შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ კი დაბრუნება გიწერია.... (დასასრული)


28-04-2016, 22:58
ავტორი tsn
ნანახია 3 042

.......


სამუშაო საათები მალე გავიდა.. ნიკამ ბელას ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ გააქანა..
- კარგი რა, არ გვეჩქარება - გაუღიმა ბელამ..
- გვეჩქარება, ნინას გამოყვანის დროც მალე მოვა, თანაც გასეირნებაზე დამთანხმდი.. - ღიმილით უთხრა და მანქანის კარი გაუღო...
- სად უნდა გავისეირნოთ? ოღონდ არ თქვა ისევ სკვერშიო რა - დაიღრიჯა ბელა..
- ზღვის ნაპირზე.. ნუ მართალია აქ მხოლოდ ხელოვნური ზღვა გვაქვს, მაგრამ გამოდგება არა?.. - ეშმაკურად ჰკითხა და ისევ გაეღიმა..
- გამოდგება - გაეღიმა ბელასაც...
ცოტა ხანში ნინას ბაღთან იყვნეენ და გოგონას ელოდებოდნენ... პატარაც მალევე გამოჩნდა, მანქანაში ჩასხდნენ და დაიძრნენ.. ბელას ძალიან გაუკვირდა, როდესაც მიმართულება შეიცვალეს?
- გიორგი, სხვა გზაზე ვართ - გაკვირვებულმა შეხედა და სცადა გაბრაზებული სახე მიეღო..
- მასეა, მაგრამ ნინას ჯერ ზღვა არ უნახავს, არ მინდა ბავშვმა ზღვად რაღაც ხელოვნური წყალსაცავი აღიქვას, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბათუმში მივდივართ.. თან ორი დღით ვრჩებით კიდეც..
- ულაა - დაიყვირა ნინამ..
- და ეგ როდის გადაწყვიტე, ჩემთვის არ უნდა გეთქვა? - გაბრაზდა ბელა...
- ამ წამს და უკვე გითხარი - მხიარულად უთხრა ნიკამ და გზა გააგრძელა..
- კი, მაგრამ არცერთი საჭირო ნივყი თან არ გვაქვს - ჩაილაპარაკა ბელამ..
- გვაქვს, ამაზე ვიზრუნე - გაუღიმა ბიჭმა და გზას გახედა..
- რას ნიშნავს იზრუნე? შენ რა ჩემს სახლში შეიპარე? - თვალები შუბლზე აუვიდა ქალს..
- ხო რა, თითქმის - ისევ გაუღიმა ნიკამ, მაგრამ ბელა არც იღიმოდა და აღარც რაიმეს იძახდა.. სინამდვილეში, რატომღაც ეს ამბავი ბელას არ აღიზიანებდა, ადრე რომ ეთქვათ, შენს ოთახში ვინმე შეიპარება, შენს ნივთებს გაქექავს და შენ არაფერს მოიმოქმედები, ალბათ არც დაიჯერებდა, მაგრამ აი ფაქტი..
- კარგი რა, მოეშვი გთხოოვ.. კი არ შეგჭამთ - ისევ მიუბრინდა ნიკა ბელას..
- ამას მეუბნება კაცი, რომელიც ჩემს ოთახში შეიპარა და ჩემივე მანქანით ფაქტობრივად შვილთან ერთად გამიტაცა - ხელები გადააჯვარედინა ბელამ..
- ღმერთო, რატომ არ მომძვრება ეს ყურები, ამდენი სისულელე რომ ვეღარ გავიგო - წამით მოაშორა ხელები საჭეს და მაღლა ასწია.. ბელას ამაზე გაეღიმა.. ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო უკვე..
ბათუმში საღამო ხანს ჩავიდნენ, ნინას თითქმის მთელი გზა ეძინა.. ნიკამ.ფრთხილად აიყვანა ბავშვი ხელში და გადაიყვანა.. მას უკვე დასარჩენ ადგილზეც ეზრუნა.. პატარა ერთსართულიანი სახლი, ლამაზი ეზოთი მათ განკარგულებაში იყო.. ბელა სასიამოვნოდ გაოცებული იყო ამ ყველაფრით.. თავს ძალიან კარგად გრძნობდა და რაც მთავარია, ბედნიერი იყო..
- არ გინდა გავისეირნოთ? - იკითხა ნიკამ, როცა ნინა დააწვინა..
- კი მაგრამ, ბავშვი? მარტო ვერ დავტოვებ - იუარა ბელამ..
- არც დარჩება მარტო, ვიზრუნებ, რომ მარტო არ იყოს.. - დაარემუნა მან, იყოყმანა ბელამ, მაგრამ საბოლოოდ სასეირნოთ გაყვა..
სასიამოვნო საღამო იყო.. გრილოდა და ოდნავ სიოც უბერავდა.. ცაზე სავსე მთვარე და უამრავი ვარსკვლავი კიაფობდა... ბელას და ნიკას ყოველთვის უყვარდათ ასეთ ამინდში სეირნობა, თანაც ზღვის პირას.. სადღაც სანაპიროსთან ახლოს სახლიც კი აქვთ, თუმცა ალბათ საუკუნეა აღარავინ მისულა იქ..
- რაზე ფიქრობ? - ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამოიყვანა
- არაფერზე - იცრუა ბელამ - უბრალოდ საუკუნე აქ არ ვყოფილვარ - უცებ გასცა თავი..
- არ მეგონა თუ აქაც იქნებოდი ნამყოფი, უფრო საინტერესო ადგილს შევარჩევდი..
- რატომ არ გეგონა? - გაიკვირვა ბელამ
- რა ვიცი, ისე.. - აიჩეჩა ნიკამ მხრები..
ცოტა ხანს ორივე გაჩუმდა.. არცერთი საუბრობდა, უბრალოდ ნაპირზე სეირნობდნენ, თუმცა ეს სიჩუმე ძალიან ბევრს ამბობდა..
- არ გინდა სადმე წავიდეთ, სადაც მშვიდი გარემო იქნება, წყნარი მუსიკა და ა.შ..
- კარგი, რატომაც არა - დაუფიქრებლად დათანხმდა ბელა.. ამდენი ხნის მერე თავს უფლებას აძლევდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო, რომ ცხოვრება თავიდან შეეგრძნო...
ცოტა ხანში მართლაც ისხდნენ მშვიდ გარემოში, წყნარ მუსიკებს უსმენდნენ და საუბეობდნენ.. ნიკამ ტკბილი ღვინოც შეუკვეთა, ბელამ თავიდან იუარა, მაგრამ მაინც გასინჯა.. ერთი ჭიქის მერე უკვე იგრძნო გაბრუება და მეორესთვის უკვე თავად გაუწოდა ჭიქა.. ისიც რომ დაცალა, ნიკამ საცეკვაოდ გაიწვია.. ახლა დააკვირდა ბელა, არც თუ ბევრი ხალხი იყო.. რამდენიმე წყვილი თუ იდგა და ცეკვავდა... ნიკა მასთან ახლოს მივიდა, ხელი წელზე მოხვია და გულზე მიიკრა.. ლამაზად ააყოლეს ტანი სასიამოვნო მელოდიას.. ამ წამს ზუსტად იცოდა ველამ, რომ მის წინ გიორგი კი არა ნიკა იდგა... სხვანაირად არ შეიძლებოდა.. შეუძლებლად მიაჩნდა, რომ ვიღაც სხვას ააეთი ემოცია მოეტანა მისთვის.. ისევ ასე აეჩქარებინა გული და სამყაროსგან გაეთიშა.. თამამად ეჭიდებოდა მამაკაცს მხრებზე და თავი მკერდზე მიედო.. ახლა ისე ძალიან უნდოდა, რომ ხელები მოეჭიდა და მაგრად მპხვეოდა, მაგრამ ეს ოხერი გაურკვევლობა კლავდა.. თავადაც ვერ გაეგო საკუთარი თავის, თან სჯეროდა, რომ ის ნიკა იყო, თან მაინც ცდილობდა რაიმე დამატკიცებელი საბუთი ეპოვა.. იქნებ უფრო იმიტომ, რომ მორიგი იმედგაცრუება აეცილებინა თავიდან.. ზუსტად იცოდა, რომ ნიკას მეორედ დაკარგვას მართლა ვეღარ გაუძლებდა...

......
ნიკაში ამ წამს მილიონი გრძნობა ერთად ირეოდა.. ამდენი წლის შემდე პირველად ცეკვავდა, დაეფიცება, რომ არავისთან უცეკვია.. სასმელი მთლად ვერ აბრუებდა, მაგრამ აი ბელაზე რა ეთოდა.. ყოველთვის ახერხებდა, რომ სხვა სამყაროში გადაესროლა.. ძალიან მპუნდა, რომ ეკოცნა მისთვის, არ იცოდა ამას რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ სხვანაირადაც არ შეეძლო.. ფრთხილად დაიხარა და ბელას ბაგეები მოძებნა, გათამამდა, როდესაც ბელაც აყვა.. საოცარი გრძნობები მოეძალა.. გაეღიმა, შუბლი შუბლზე მიადო და ცეკვა ასე განაგრძეს..
ბელა უკვე ძლიბს იდგა ფეხზე, ახლა განსაკუთრებით იგრძნო სასმლის მოკიდება და გიორგის კისერზე ჩამოეკიდა, რომ შემთხვევით არ დაცემულიყო..
- წავიდეთ რა - ჩაიჩურცლჩულა ბელამ'
- წავიდეთ - გაიღიმა ნიკამაც და სახლში წაიყვანა.. პირველ რიდში ტკბილად მძინარე ნინას დახედეს.. (ბელამ დაიჟინა).. შემდეგ ნიკამ ბელა ოთახში შწიყვანა და დააწვინა.. გამოსვლას აპირებდა, როცა ბელამ ხელი ჩასჭიდა და სთცოვა არ წასულიყო.. მანაც, რა თქმა უნდა, დარჩენა ამჯობინა.. უეცრად ბელამ სააბაზანოში შესვლა მოინდომა, ადგა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეიკავა, ნიკა მიეშველა, თორემ ძირს დაეცემოდა.. ისევ ძალიან ახლოს მოხვდნენ ერთმანეთთან და ისევ სძლია ნიკას სირვილმა.. კიდევ ერთხელ წაეტანა საყვარელი ქალის ტუჩებს და კიდევ ერთხელ იგრძნო, როგორ აჰყვა ბელა ამ ამბორს.. ჯერ თბილად და ნაზად კოცნიდა, შემდეგ ღრმად და ვნებიანად.. ორივე გრძნობდა, რომ ამ კოცნას რაღაც უფრო სერიოზული უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ეს გრძნობა ორივეზე ძლიერი იყო და ორივეს მართავდა.. ნელ-ნელა გადავიდა ნიკა ყელზე და სხეულის სხვა ნაწილებზე.. ბელასგან წინააღმდეგობა არ მოდიოდა, ამიტომ მეტად თამამი იყო.. მათ შორის იყო ვნება, სურვილი, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ სიყვარულთან შედარებით, რომრლსაც ერთმანეთის მიმართ გასცემდნენ, სიყვარულთან, რომელმაც წლებს გაუძლო, სიკვდილიც კი დაამარცხა..

.....
დილით ბელას ნიკას მხარზე გაეღვიძა.. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვდა ყველაფერი.. არა, არ ნანობდა, მაგრამ თავი მაინც უცნაურად იგრძნო.. ნიკას ხელები მაგრად მოეჭიდა მისთვის.. თვალი შეავლო, თუ როგორ საყვარლად ეძინა მას და სახეზე ხელი ჩამოუსვა.. შემდეგ მზერა მის მხარზე გადაიტანა, ვერ მიხვდა, რატომ ჰქონდა ამხელა შრამი მხარზე, მიხვდა, რომ ეს დამწვრობის შედეგი იყო.. თავი საშინლად იგრძნო.. როგორ ბრაზდებოდა ახლა საკუთარ თავზე.. გიორგისთან იყო და ნიკაე ფიქრობდა, მეტიც, სჯეროდა, რომ ერთი და იგივე პიროვნება იყო ორივე.. მაგრამ სადღაც იმასაც ხომ უშვებდა, რომ შეიძლებოდა ეს სულაც არ ყოფილიყო ნიკა, რა გამოვიშოდა მაშინ? ის რომ ადამიანის გრძნობებით ითამაშებდა.. აქამდე ამაზე არ უფიქრია.. სწრაფად ადგა და სააბაზანოში შევარდა.. ისე გაერთო ბანაობაში და ფიქრში, რომ ვერ გაიგო, როგორ შევიდა მასთან გიორგი.. მხოლოდ მაშინ შეკრთა, როდესაც ზურგზე მისი ხელები იგრძნო.. თვალები დახუჭა და ცრემლი გადმოუგორდა..
- რატომ გამეპარე? - ჩასჩურჩულა ნიკამ.. ბელას კი გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მანამ საკუთარ თავში არ გაერკვევოდა მასთან ახლოს აღარ მივიდოდა.. უცებ მოშორდა მას, პირსახოხი შემოიხვია და მშვიდად უთხრა
- იბანავე და მერე ნინა სანაპიროზე გავიყვანოთ... - ნიკა იმაზე კარგად იცნობდა ბელას, ვიდრე წარმოედგინა.. ზუსტად იცოდა რა ხდებოდა ახლა ბელას თავში და გულში, ამოტომაც არ სწყენია, პირიქით, ახლა იმაშიც დარწმუნდა, რომ ბელამ იცის მის შესახებ, უბრალოდ ამდენი ხნის მერე ამის დაჯერება უჭირს..

......

ისევ მისეირნობდნენ ნაპირზე, ამ ჯერად სამნი.. ნინა შუაში იდგა და ორივესთვის ხელი ჩაეჭიდა.. წინა ღამწს არცერთი არ იმჩნევდა, თუმცა ორივე ფიქრობდა ამაზე... ნიკა პატარას ზღვის შესახებ უამბობდა.. ცოტა ხანს ისევ ისეირნეს ასე და თბილისში დაბრუნებაც გადაწყვიტეს.. ბელას არ უნდოდა, რომ ნინას ბაღი გაეცდინა, თანაც ახლა თავის თავში გარკვევა სჭირდებოდა..
......

სახლში დროულად დაბრუნდნენ, ნიკამ ორივე სახლში დატოვა და წავიდა, იცოდა, რომ ახლა ბელას ყველაზე მეტად სჭირდებოდა მარტო დარჩენა, თანაც ახლა ლევანზე და ტაიაზე უნდა ეფიქრა.. ისე მოაწყობდა ყველაფერს, რომ თავადვე აღიარებდნენ სიმართლეს.. ცოტა ხანში ილომ დაურეკა, აცნობა, რომ ლევანი და ტაია გაქცევაზე საუბრობდნენ და კომპანიის ბელასთვია მიყიდვას აპირებდნენ.. ნიკამ თავი მშვიდად იგრძნო, როგორც ჩანს ბელამ მაინც მიაღწია თავის საწადელს და კომპანიას დაიბრუნებს, მართალია ნიკას მეშვეობით, თუმცა მაინც.. ახლა ნიკას დროც მოვიდა, არა მას მხოლოდ შურისძიება კი არა, სამართლიანობის აღდგენაც სურს..
.. ...

იმ ხუთმა დღემაც ჩაიარა, რაც წვეულებამდე იყო დარჩენილი.. ბელამ იკვე იცოდა, რომ მალე კომპანიას დაიბრუნებდა და ეს ძალიან ახარებდა.. ამ დღეების მანძილზე ნიკა მისგან თავს შორს იჭერდა, მაგრამ მაინც სტუმრონდა ყოველ ღამე და სახეზე ეფერებოდა, ეს უკვე ტრადიციად ჰქონდა...
ლევანოს და ტაიას მდგომარეობა სულ მთლად უარესდებოდა, ხან რა ცმა მოეებოდათ, ხანაც რა.. ლევანი კიდე ხო, ძლიერი ფსიქიკა ჰქონდა უძლებდა, აი ტაია კი მართლა იშლებოდა ჭკუიდან.. ნიკამ წვეულებაზე ხალხს დროზე ადრე მოსვლა ურჩია და ასეც მოიქცნენ.. ტაია და ლევანიც იყვნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ემჩნეოდათ, რომ ჩქარობდნენ.. როდესაც დედა-შვილმა ოთახში ფეხი შედგა, სინათლე ჩაქრა და შემდეგ წვალება დაიწყო.. ისევ გამოჩდნენ რაღაც უგორმო სილუეტები (ხალხი იფიქრებდა, რომ ეს მხოლოდ შოუა) .. მათ ყურსასმენებში ხმები გაუშვეს, ბავშვის ტირილი, ბელას სიმღერა, ყველაფერი, რაც კი აქამდე გამოუყენებიათ.. ლევანი ჯერ კიდევ უძლებდა.. აი ტაია კი ვერა, იკივლა და მუხლებზე დავარდა, ყურებზე ხელი მიიჭირა და დაიწყო
- არა, არა, გაჩუმდი.. არაა . - მხოლოდ ამას ბუტბუტებდა. ამ დროს ბელაც შევიდა ოთახში.. ულამაზესი წითელი კაბა ეცვა, რომელიც.მის ფიგურას იდეალურად გამოკბეთდა, კაბა გულზე დახურული იყო, ზურგზე კი წელამდე ერთ წვრილ ზოლად ამოღებული...
ტაიამ მისი დანახვისას უფრო იკივლა და მივარდა..
- შეენ, შენი ბრალია.. ამ ყველაფერს შენ აკეთებ.. ნუთუ არ გეშინია.. მე შენი ქმარი მოვკალი, მე შენც მოგკალი.. აქ რატომ ხარ.. რატომ არ მიდიხარ.. უბრალოდ გაქრი, თორემ ისევ მოგკლავ - აყვირდა გიჟივით.. შემდეგ ბელას ხელიდან სამაჯე მოხსნა და გაშეშდა, როდესაც მისი ტატუ დაინახა.. - ეს, ეს შეუძლებელია.. მე მოგკალი.. შენ მკვდარი ხარ - უკან იხევდა ტაია..- ეს ეს - ჩაიკეცა ისევ და ბუტბუტებდა.. ამ დროს სინათლე აინთო, ყველა გაოცებული იყურებოდა.. ნიკას მეგობრები გამოჩნდნენ და ტაიას ხელბორკილი დაადეს.. ლევანმა არეულობით ისარგებლა, ბელას ხელი ჩაავლო.და გაათრია.. ეს, რა თქმა უნდა, ნიკამ დაინახა და გაეკიდა..
ლევანი მანქანასთან არ იყო მისული, ბელას ხელი საშინლად სტკიოდა და ვერ თავისუფლდებოდა.. ისი ის იყო მანქანაში ჩატენიდა, როდესაც ლევანი მხრით დაითრიეს და მუშტი უთავაზეა.. ეს ნიკა იყო.. საშინლად სცემდა ლევანს და არ ჩერშებოდა.. ბოლოს ბელას შეშინენული სახე დაინახა და მაშინღა შეჩერდა.. ლევანსაც დაადეს ხელ-ბორკილი და წაიყვანეს.. ბელამ გაიგო, რომ გიორგი პოლიციელი იყო.. ძალიანაც უჭირდა მისი გაშვება, მაგრამ მან თავად სთხოვა.. სინამდვილეში უნდოდა ცოტა ხნით გაუჩინარება, რათა ბელა ყველაფერში გარკვეულიყო.. ასეც მოიქცა.. სხვაგან სად წავიდოდა, თუ არა სანაპიროს სახლში, ბათუმში...
......

ერთი კვირა გავიდა გიორგის გაუჩინარებიდან.. ბელას საშინლად ენატრებოდა ის.. რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო იაზრებდა იმას, რომ ის ნიკა იყო.. არეული დადიოდა ბელა.. ნიკას მაგიდა ისევ ოთახში ედგა.. იქ ისევ იყო მისი ნივთები.. ერთ დღესაც ძალიან რომ იგრძნო მისი მონატრება, მაგიდას მიუახლოვდა და მის ნივთებს ეფერებოდა.. რაღაცას მიეჯახა და ძირს ბლოკნოტი დავარდა.. ბელამ გადაშალა და გაოცდა, ეს გიორგის დღიური იყო.. აქამდე არ შეუნიშნავს, რომ ის დღიურს ავსებდა.. არცერთ გვერდზე არ იყო მითითებული თარიღი, მაგრამ ეს ბელას არ ადარდებდა.. ნაწერი იცნო, მიხვდა, რომ ნიკას ეკუთვნოდა... ბელა მიყვებოდა გვერდებს და მაინც, იყო ისეთი მინაწერები, რომლებიც განსაკუთრებით ხვდებოდა თვალში...
'' არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ შენი სახე.. ეა მუდამაა ჩემს მეხსიერებაში.. მე არაფერი მახსოვს შენი სახის გარდა.. მე ჩემი სახეც არ მახსოვს, მაგრამ შენ.. შენ მაინც ხარ.. ასე მგონია, რომ.მხოლოდ შენი გახსენების გამო უნდა ვიბრძოლო''
'' დღეს პიველად ჩავიხედე სარკეში მას მერე, რაც ყველაფერი გამახსენდა.. მე მე აღარ ვარ.. იქნებ უმჯონესიც იყო, რომ არაფერი მცოდნოდა წარსულზე?..''
'' პირველად ვისმენ სიჩუმეში, როგორ ტირიან წვიმის წვეთები ფანჯრის მინებზე.. სახლში სხვა არაფერი ისმის, აქ სხვა არანაირი ფერი აღარაა, ნუთუ ვერ გიპოვი? ნუთუ სამუდამოდ წახვედი''
'' ალბათ ოდესმე ამას თუ წაიკითხავ ყველაზე ეგოისტი ადამიანი გეგონები, რადგანაც მხოლოდ ჩემს გრძნობებზე ვწერ.. ვეღარ ვუძლებ.. სად ხარ?.. ვიცი, რომ ისევ არსებობ, ნეტავ შენ თუ მგრძნობ''
'' ამდენი ხნის მერე, ძლიივს.. დანახვისთანავე გიცანი.. როგორი შეცვლილი ხარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე შენ დაგიბრუნებ''
'' მე შენ თავიდან შემიყვარდი''
'' აღარ შემიძლია.. ეს ითქმელი სიტყვები, ძლივს შეკავებული ცრემლები მახრჩობს.. როდის დაიჯერებ.. გულს როდის მიენდობი.. დრო გადის.. შენ ხომ ყოველთვის ამბობდი, დრო მდინარეს გავს, მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდისო.. მე ისევ არაფერს ვიტყვი, ისევ ჩავყლაპავ სიტყვებს, მე წავალ,ხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი დაბრუნდები.. ვიცი ყველაფერს გააცნობიერებ.. მოდი და დამიბრუნე ყველაფერი, რაც დრომ წაგვართვა, დავიბრუნოთ ჩვენი სიყვარული...'' - ეს ბოლო მინაწერი განსაკუთრებით მოხვდა თვალში.. კითხულობდა ამ ყოველივეს და ცრემლად იღვრებოდა.. როგორ ეგოისტად თვლიდა თავს ბელა.. იცოდა, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, რომ თავისდროზე უნდა ესაუბრა ნიკასთან.ამაზე.. ზუსტად იცოდა, სად უნდა მოეძებნა.. სახლში მივიდა, ნივთები აიღო და ნინასთან ლილი დატოვა..
ჯოჯოხეთურად გაეწელა მთელი გზა.. უკვე ღამე იყო, კიბეები.როდესაც აირბინა ბელამ, ოთახები მოირბინა, მაგრამ ნიკა არ დახვდა.. არ დაიბნა და პირდაპირ სანაპიროსკენ წავიდა.. არც შემცდარა.. ნიკა იჯდა და ზღვას გასცქეროდა.. საშინლად დაბნეული და არეული იყო.. ნიკამ გაიგონა მისი ფეხის ხმა, წამოდგა და ბელასკენ.წავიდა..
- შენ, შენ ვინ ხარ - დასვა ყველაზე სულელური კითხვა.. პრინციპში ის, რაც პირველად მოუვიდა თავში..
- შენ იცი ვინც ვარ - გაისმა ნიკას ხმა, ის ბელასთან ახლოს მივიდა და ხელები მხრებზე მოსჭიდა.. - დამიძახე, გთხოვ.. ჩემი სახელი დამიძახე.. გთხოვ - ეჩურჩულებოდა და უფრო ახლოს მიიჭდიოდა მასთან.. - გთხოვ, დამიძახე ჩემი სახელი, დამიბრუნე ის ყველაფერი, რაც წამართვეს, ყველაფერი, რაც ორივეს წაგვართვეს.. შენ იცი ვინც ვარ - ჩაეხუტა და ხელები მაგრად მოუჭირა..
- ნიკა.. ნიკა.. ნიკა.. - თან ტიროდა, თან კი.მის სახელს ჩურჩულებდა.. გული ამოვარდნას ჰქონდა.. ეხუტებოდა მამაკაცს მკერდზე და მის არეულ გულისცემას გრძნობდა.. ხელებს ძლიერად სჭერდა.. ვეღარც ერთი იკავებდა ცრემლებს.. ეს ჩახუტება.. რამდენი წელი ელოდენოდნენ ამ წამს.. რამდენი ცრემლი დაუღვრიათ, თუ ჩუმად ჩაუყლაპიათ.. თუმცა ახლა ყველაფერი დამთავრდა.. ყველა ტკივილი ერთმა ჩახუტებამ მოაშორა ორივეს.. საკმაოდ დიდ ხანს იდგნენ ასე, ჩახუტებულები და ერთმანეთის პულსს ითვლიდნენ..
......

მათ ცხოვრებაში ყველაფერი კარგის მხრივ იცვლებოდა.. ილომ და სანდრომ მოაცერხეს და ნიკა და ბელა ''გააჩოცხლეს''.. შესაბამისად მათი ქორწონებაც კანონიერად ითვლებოდა.. ტაია მართლაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა.. თავიდან ჩვეულებრივ ციხეში ჩასვეს, მაგრამ ისე აერია ფსიქიკა, რომ სხვა პათიმრებისთვის საშიში გახდა, ამიტომაც მოუწიათ სულიერად დაავადებულთა ციხეში გადაეყვანათ.. ლევანის არაფერი რლანდებოდა, თუმცა საშინელ დღეში აგდებდნენ ციხეში.. ისე, რომ თვითმკვლელობამდე მივიდა, თუმცა არ გამოუვიდა და კვლავ უწევდა ''ჯოჯოხეთის'' ატანა..
......

- კარგი რა ბელა, რაღა დროს შენი თოვლის ბაბუაა- დასცინოდა ნიკა ბელას, მაგრამ გოგო.მაინც არ ეშვებოდა და ბუხართან დაკიდებული წინდებისკენ მიათრევდა..
- ლა მაგალიაა, თოვლიშ ბაბუ ბევლ შაჩუქალშ მომიტანდა - გაჰკიოდა ნინაც..
- ბავშვები - ჩაილაპარაკა ბედნიერად ნიკამ.. ნინამ და ბელამ საგულდაგულოდ გაჩხრიკეს თავაანთი წინდები და საჩუქრებიც იპოვეს..
- ახლა შეენც - ყელზე ჩამოეკიდა ბელა..
- მიდი ლაა მაა - შესციცინა ნინამაც..
ნიკამ ჩამოხსნა წინდა და საჩუქრის ძებნა დაიწყო.. იპოვა კიდეც, დახედა და თვალზე ცრემლი მოადგა..
- ეს ხომ...- თქვა ხმა ჩამწყდარმა, მაგრამ ბელამ სიტყვა არ დაამთავრებინა
- ხო.. მალე მამიკო გახდები - უთხრა და ნიკას რეაქციას დააკვირდა.. ცოტა ხანს გაშეშებული იდგა ნიკა, შემდეგ უეცრად აიტაცა ხელში ბელა და დააბზრიალ.. შემდეგ გაახსენფმდა, რომ ახლა ფრთხილად უნდა ყოფილიყო და დივანზე ჩამოსვა.. ნინაც უზომოდ გახარებული იყო.. მე დაიკო მონდაო- განაცხადა, ჩემნაირი კიკინები ექნება და თოჯინებს ვათხოვებ ხოლმეო..
საღამოს, როცა ნინას უკვე ეძინა, ბელა აივანზე იჯდა და სუფთა ჰაერს სინთქავდა.. უკნიდან მიუახლოვდა ნიკა და პლედი მიაფარა, შემდეგ ისე დაჯდა, ღომ ბელა მას ეყრდნობოდა.. ასე იყვნენ ცოტა ხანს.. სიმშვიდეში და დუმილითაც კი ბედნიერები იყვნენ..
- ჩვენ ეს შევძელით - ჩასჩურჩულა ბელას ყურში
- რა?.. - დაიბნა ბელა..
- ჩვენ ყველაფერი დაავიბრუნეთ - ჩასჩურჩულა და კისერში აკოცა..
- რა თქმა უნდა სიხარულო.. ასეა.. შენ ხომ ყოველთვის ამბობდი, ''თუ კი დაბრუნება გიწერია, თავად დაგიბრუნენს ღმერთი''-ო.. - უთხრა ბელამ და მეუღლის ბაგეებს დაეწაფა..



*******

ესეც ბედნიერი დასასრული.. ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც კომენტარებში ატევდით.. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.. იმედია მოგეწონათ და თქვენს აზრებს გამიზიარებთ.. გმადლობთ..მიყვარხართ და შეცდომების გამო ვწუხვარ..



№1 სტუმარი Black

Sagol tsn dzalian magari iyo;)

 


№2  offline მოდერი tsn

Black
Sagol tsn dzalian magari iyo;)

გმადლობ, მიხარია რომ მოგეწონა love love smile

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Gavgijdebi ra magari iyo vgijdebi belaze da nikazeeee kide mindoda ravqna exa me amas yoveldilit ro velodebodiii ugff

 


№4  offline მოდერი tsn

aanamaria
Gavgijdebi ra magari iyo vgijdebi belaze da nikazeeee kide mindoda ravqna exa me amas yoveldilit ro velodebodiii ugff

მიხარია თუ მოგეწონა და გმადლობ თბილი კომენტარებისთვის smile love

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აი უბრალოდ..... ვაუუუუუუ შენი დაწერილი ისტორიები ყველა ერთმანეთზე უკეთესი და უმაგრესია..ეს?! ეს იყო საოცრება. ორიგინალური და რაც მთავარია უზომიდ სასიამოვნო იყო უზომოდ ემოციური და უზომოდ უზომოდ ლამაზი lol love მე გიხდი მადლობას ასეთი მაგარი ისტორიისთვის.......

 


№6  offline წევრი kora

ძალიან ემოციური დასასრული იყო love ამავსო ბედნიერებით, განსაკუთრებით მომნუსხა სანაპიროზე განვითარებულმა მოვლენება, როცა ნიკა სახელის დაძახებას სთხოვდა love ყოჩაღ, ძალიან მაგარი გოგო ხარ! გელოდები ახალი ისტორიით <3
--------------------
kira.G

 


№7  offline მოდერი tsn

ანი ანი
აი უბრალოდ..... ვაუუუუუუ შენი დაწერილი ისტორიები ყველა ერთმანეთზე უკეთესი და უმაგრესია..ეს?! ეს იყო საოცრება. ორიგინალური და რაც მთავარია უზომიდ სასიამოვნო იყო უზომოდ ემოციური და უზომოდ უზომოდ ლამაზი lol love მე გიხდი მადლობას ასეთი მაგარი ისტორიისთვის.......

მიხარია, რომ მოგეწონა.. გმადლობ ასეთი თბილი კომენტარისთვის.. love love

kora
ძალიან ემოციური დასასრული იყო love ამავსო ბედნიერებით, განსაკუთრებით მომნუსხა სანაპიროზე განვითარებულმა მოვლენება, როცა ნიკა სახელის დაძახებას სთხოვდა love ყოჩაღ, ძალიან მაგარი გოგო ხარ! გელოდები ახალი ისტორიით <3

ძალიან, ხალიან დიდი მაფლობაა.. მიხარია, რომ მოგეწონა, ახლა ვკოთხულობ შენს კომენტარს და ღიმილს ვერ ვიკავებ.. მიხარია, რომ ამ ისტორიამ კარგი შთაბეჭდილება დაგიტოვა smile love

 


№8  offline წევრი gvanciii kereselidze

Vauuu yochaggg dzaliannnannn kargii iyoo...saocrebaa tobili da tbilii dasasrulii iyoo <3
--------------------
G.ke

 


№9  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Vauuu yochaggg dzaliannnannn kargii iyoo...saocrebaa tobili da tbilii dasasrulii iyoo <3

გმადლოობ ♥♥♥♥

 


№10  offline მოდერი bibo

აი სასწაული თავი იყო გასაგჟებელეი ჩემო შოკოლადოოო გოგოვ სასწაულიიიიიი უხ ვაფრენ მე შენზე მარა ასე უებ არ მინდოდა დამთავრება და რა ვქნა მინოდა კიდე გაგრძელებულიყოოოო უხხხ.ჩემი მარწყვი ალუბალი ვაშლატამიიიი შოკი მოკი კოკი სასწაული ხარ შენოოოოოო ვაფრენ შენზეეე 'ცემო ლეღვის მურაბავვ love

 


№11  offline მოდერი tsn

bibo
აი სასწაული თავი იყო გასაგჟებელეი ჩემო შოკოლადოოო გოგოვ სასწაულიიიიიი უხ ვაფრენ მე შენზე მარა ასე უებ არ მინდოდა დამთავრება და რა ვქნა მინოდა კიდე გაგრძელებულიყოოოო უხხხ.ჩემი მარწყვი ალუბალი ვაშლატამიიიი შოკი მოკი კოკი სასწაული ხარ შენოოოოოო ვაფრენ შენზეეე 'ცემო ლეღვის მურაბავვ love

ძალიან, ძალიან დიდი მადლობაა ♥♥

 


№12  offline წევრი nini :)

მთლიანად წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ვგიჟდები ბელას და ნიკას წყვილზე, ძაან საყვარლები იყვნენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent