თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (15)
შუა ღამე იყო სამზარეულოდან რაღაცის გატეხვის ხმა რომ გავიგე... უცებ წამოვყავი თავი და ოთახი მოვათვალიერე, ზუკა ჩემთან ერთად არ იყო, არადა ნამდვილად მახსოვს ჩემ გვერდზე დაიძინა... ხელის ფათურით მოვძებნე ხალათი და კარი გამოვაღე... ნელა მივუახლოვდი სამზარეულოს და იქაურობის დანახვისას გულიანად გამეცინა.. -აუ სად დევს საფერფლე ეე, გადმოვატრიალე მთელი "კუხნა" ტო... ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე და არეულ სამზარეულოს გახედა.. გამეღიმა მის საქციელზე და ჩუსტების ფლატუნით შევედი სამზარეულოში. უცებ დავუდე წინ საფერფლე და მაშინვწ მოუკიდა სიგარეტს... -რამ გაგაღვიძა ამ შუა ღამეს? როგორც კი ერთი ღერი მოწია მაშინვე მკითხა და მეორე ღერს მოუკიდა... -რაღაცის მსხვრევის ხმამ... სიცილით ვუთხარი და დამრულ ჭიქაზე ვანიშნე... -ააა ხო... ზუსტად ეგეთივეს გიყიდი.... - ანერვიულებული სახით ამომხედა და ჩემი გაცინებაც მოახერხა... - რა გაცინებს გოგო?! -აუ ზუკა რა სულელი ხარ... წამო დავწვეთ ამას ხვალ მივხედავ... წაოვდქი და პირდაპირ საძინებლისკენ წავედი... ლოგინზე დავარდნა და თვალების დახუჭვა ერთი იყო... ძილბურანში მყოფმა მაინც ვიგრძენი ზუკას ხელები წელზე და ბედნიერს გამეღიმა... თავი მის ყელში ჩავრგე, ცხვირი კანზე გაუხახუნე და მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა... კანი დაუბუსუსდა და ხელები უფრო მომიჭირა... ამაზე უფრო გამეღიმა და ყელში ვაკოცე.... -მარიამ გამყრელიძევ, ამდენი ხანია გპირდები, რომ ამ საქციელის გამო დაისჯები და ეხლა მართლა დაისჯები იცოდე.. გამაფრთხილებელი ტონით მითხრა და ჩემ წელზე მოთავსებული თითები აათამაშა.. -არც გაბედო... მაშინვე მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა და მისი მკლავებიდა თავის დაღწევა ვცდილობდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო... თითების კიდევ ერთი მოძრაობა და ოთახში ჩემი გამაყრუებელუ სიცილის ხმაც გაისმა... -აუ ზუკა, გთხოვ გაჩერდი... სულს ვერ ვითქვამდი და უაზროდ ვაქნევდი ხელებს და ფეხებს აქეთ იქით... -კიდე იზამ ეგრე?! როგორც კი ჩემ წვალებას მორჩა მაშინვე მკითხა... -კი ოღონ უახლოეს მომავალში ვერა... სვენებ სვენებით ვუთხარი და ცრემლები მოვიწმნდე... -ძალიან კარგი ეხლა დავიძინოთ... უცებ ჩამიხუტა და ხელები წელზე მომხვია... თავი ისევ მის ყელში ჩავრგე და გავიტრუნ... უკვე ძილისკენ ვიყავი წასული კარებზე ბრახუნი რომ ატყდა.. გველნაკბენივით წაოვხტით მე და ზუკა და დაფეთებულებმა მოვათვალიერეთ ოთახი.. -რა ხდება? შეშინებულმა ვიკითხე და ხალათი მოვიცვი... -სად მიდიხარ გოგო დაეტიე ერთ ადგილას მე წავალ და ვნახავ... უცევ გადაიცვა მაისური და კარები გასაღებად წავიდა.. მეც მორჩილი ბავშვივით ჩამოვჯექი ლოგინზე და ზუკას მოლოდინში გავიყუსე, ცალი ყური კი ისევ კარებისკენ მეჭირა... კიდევ ერთი ბრახუნი და დაფეთებული გავვარდი გარეთ... სანახაობამ კი ბოლო მომიღო.. -მარიამ ეხლავე შედი ოთახში... გონზე ზუკას შეშინებულმა, მაგრამ მაინც მტკიცე ხმამ მომიყვანა.. -რა ჭირს? მისი კითხვა დავაიგნორე და დაჭრილ ლუკასთან მივედი... -მარიამ ზუკა მართალია, ოთახში შედი, როცა საჭირო იქნება შენი გამოსვლა დაიძახებთ... -ლაშა სადაა? -მისაღებშია... -მე ოთახში ვარ არ შემიძლია ამათი ესე ყურება... ძლივს მოკრებილი სითამამით ვუთხარი და ოთახში შევედი. წინ და უკან დავდიოდი ოთახში... თან ვნერვიულობდი და თან იმ ორის თვალით დანახვა არ მინდოდა ისე ვიყავი გაბრაზებული.. -მარიამ შეგიძლია ჩამოხვიდე?! ნახევარ საათიანი ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ ოთახის კარი ზუკამ შემოაღო და სისხლიანი მაისური გაიხადა... -როგორ არიან?! -უკეთესად.. მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა და ოთახიდან გავიდა... მეც უცებ გადავიცვი ტანსაცმელი და ფეხების კანკალით გავედი მისაღებში.. -ვაა ჩვენი მარუსაც მოსულა... სიმწის სიცილით მითხრა ლაშამ და სავარძელში გასწორდა... -შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ რა... ჯერ არ წასულხართ და უკვე დაიშალეთ რა.. -კაი რა რას წიკვინებ.... საუბარში ლუკა ჩაერთო და ფეხზე წამოდდგა.. -შენ საერთოდ გაჩუმდი ესაა შენი პირობა ყველაფეი კარგად იქნებაო.. -კარგი რა მარიამ, არაფერი ისეთი არაა, პატარა ნაკაწრები იყო დავუმუშავე და ვსო... ზურგიდან ამეკრო ზუკა და ლოყაზე მაკოცა... წამებში გადამვიწყდა ყველანაირი გაბრზება და ყურებადე გავიკრიჭე... -ეეე თქვენ რა დღეში ხართ?! ხო არ გავიწყდებათ აქ მეც რომ ვარ?! წარბაწევით გადმოგვხედა ლუკამ... -ჩემი ძმა დაჯექი მაქ და მოყევი რა დაგემართათ.... არც მე დავაკელი წარბის აწევა და სავარძელში ჩავესვნე.. -აუ მოკლედ რა აეროპორტში, რომ მივდიოდით - უცებ დაიწყი ლაპარაკი ლაშამ - გზაში რაღაც ყვირილი გავიგონეთ რა და შენი ძმა ხო შენავით იზიდავს შარს, გააჩერა მანქანა და გადახტა უნდა გავიგო რა ხდებაო და... -ხუთმა ტიპმა გაგვიფინა, ნუ არც ჩვენ არ დავაკელით, მაგრამ შედეგი სახეზეა... სარკეში ჩაიხედა და თითი ჩალურჯებულ თვალზე მიიდო... -ხო ხო ფაქტი სახეზეა, ისინიც მაგარი ნაცემები იქნებიან.. ძლივს შეკავებული სიცილით ვუთხარი... -შენ აშაყირე იცი ვინ?! წარბაწეულმა გამომხედა ლუკამ და თავის ადგილი დაიკავა... -კაი კაი ბოდიში... მე წავედი გოგოებს ვნახავ და საღამოს ამოგივლით გოგოებთან ერთად.. მოწყვეტით ვაკოცე ზუკას და დანარჩენებს ხელის ქნევით დავემშვდობე.. -გოგო წესიერად.. უცებ გამოყო თავი ლუკამ და თვითკმაყოფილ ზუკას გახედა... -წავდი.. გასვილისას კიდევ ერთხელ დავიძახე და კიბეებზე დავეშვი.. გზაში ტელეფონი ამოვიღე და ნინუცას გადავურეკე... -ოჰ გამყრელიძევ ცოცხალი ხარ? ზუმერის ხმა უცებ შეცვალა ნინუცას ხმამ... -კი ცოცხალი ვარ და სად ხარ? ვისთან ერთად ხარ? და ამ დილა უთენია რადროს მიროსთან შეხვედრაა?! -მოდი მარტო მესამეზე გაგცემ პასუს რადან პირველი ორი მაქედან გამომდინარეობს.. ჯერ ესერთი თორმეტი საათია და კაფეში ვართ მე და მირო გამოხვალ?! -კი მოვალ გოგოებსაც გადაურეკე.... უცებ დავუთიშე ტელეფონი და მაშინვე გადავრეკე სხვებთანაც და შეხვედრაზე დავითანხმე... ერთ საათში ყველანი კაფეში ვისხედით და გულიანად ვიცინოდით ორი დარტყმულის ამბავზე... -აუ ანუ ეხლა დალეწილები არიან სახლში? ძლივს მოითქვა სული მირომ და დარჩენილი ვაშლის წვნიც მოსვა.. -დალეწილები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია... სიცილით ვუთხარი და ამღერებულ ტელეფნს დავხედე.. -ხო ზუკა.. -სად ხარ? -კაფეშუ ვართ გოგოები რა იყო? -არა არაფერი მისამარი მომწერე და მოვალ... უცებ ავკრიბე მისაამართი და გადავუგზავნე... -ეხლა მესამე დარტყმული რომ მოვა დავკეროთ და დავადგეთ იმ ორ დალეწილს თავზე... სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო მირომ და ახალი იდეა წამოაყენა... ნახვარ საათში მთელი კაფე ჩვენ გვეკავა და მიროს იდეას განვიხილავდით... -დავადგეთ და იმათთვის ეხა დალევა არ შეილება, ჩვენც ავიტანოთ ჩვენთვის არაყი და იმათთვის ვაშლის წვენი... უცებ გაგვიმხილა მისი "ბოროტული" აზრი ნიკუშამ და ყველას მოწონებაც დაიმსახურა.. მალევე გავასწორეთ ანგარიში და მაღაზიებში გადავინაცვლეთ... ყველაფერი მზა პროდუქტი ვიყიდეთ და იქაურობაც კარგად დავიმხეთ თავზე და მომსახურე პერსონალისგან რამდენიმე შენიშვნაც დავიმსახურეთ... სადარბაზოში შესვლა და ნაცნობ სხეულზე აწეპება ერთი იყო.... -ვა მარი როგორ ხარ? ძველი ნაცნობივით ჩამეხუტა და ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა.. -ამმ მარიამი და არა მარი, კარგად შენ როგორ ხარ? უცებ შევუსწორე და ანერვიულებულმა გავხედე გაბრაზებულ ზუკას... -არამიშავს... კარგი აღარ მოგაცდენ, გამიხარდა შენი ნახვა... ღიმილით დამემშვიდობა და მეც შვებით ამვისუნთქე... -ამას მერე მომიყვები... ყურში მიჩურჩულა ზუკამ და წელზე ხელი მომხვია... დაძაბული ავიარე დარჩენილი კიბეები და კარები გავაღე... ლაშა და ლუკა ისევ ისე მკვდრებივით ეყარნენ სავარძლებში და ტელევიზორს უაზრიოდ მიშტრებოდნენ.. -სასტავი ადგა ფეხზე და გოგოებუ დატრიალდა... ბრძანება გაცა აჩიმ და ლუკას ბეჭზე დაკრა ხელი... -ნელა შე*ემა მტკივა.. -დაი*იდე ტო კაცი არ ხარ?! მეორჯერაც დაარტყა და ბალიში რომ აეცდინა სამზარეულოში გავარდა... -მორჩით ეხლა თამაშს და გამაშლევიეთ მაგიდა. უცებ "დატუქსა" ნინამ და აჩიც წამები წამოხტა ფეხზე... ერთ საათში ყველანი სუფრასთან ვისხედით და ბავშვობის ამბებს ვიხსენებდით... -აუ ის თუ გახსოვ მარიამმა ნატალია რო ცემა ლუკა რატო გიყვარს მარტო მე უნდა მიყვარდესო... სიცილით თქვა ნინუცამ და ძლივს ჩაწყნარებული ხალხი ხელახლაა აახმაურა.. -ის თუ გახსოვთ ორი დარტყმული, მარიამი და ნინუცა მთაწმინდაზე რომ გაიპარნენ, თან ჩემზე და ლაშაზე იყვნენ ჩაბარებულები რა მე მაშინ შიში ვჭამე.. სერიოზული სახით დააამთავრა ლუკამ მოყოლა და თავზს ხელი გადაისვა... -კარგით ეხლა რა პონტია მარო მე რო გამოგყავარათ ცელქი ბავშვი, არც თქვენ უყავით ნაკლები.. -აბა რას გაიხსენებ ჩემზე?! წარბაწვით გადმომხედა ლაშამ და ხელებით მაგიდას დაეყრდნო.. -თუნდაც შტაბი, რომ გააკეთეთ და რთ საათში რო დაინგრა და რო გადმოყევით თქვენც.. სიცილით გავიხსენე და იმათ წაშლი სახეებე უარესად ამივარდა სიცილი... -ნუ კარგი ვაღიარებ ცუდად იყი გაკეთებული... ცოტა ხნის მერე დაამატა ლაშამ და ხელი ჩაიქნია... <<გამომყევი>> ტელეფონზე ზუკას ნომერი დაფიქსირდა და გაკვირვებულმა მოვათვალიერე სუფრა, მაგრამ თვალი ვერსად მვკარი... ნელა წამოვდექი ფეხზე და გარეთ გავედი... <<სად ხარ?>> -ქალბატონო მარიამ შეიძლება?! ზურგიდანაც კი ვიგრძენი, როგორი სახით იდგებოდა და ტანში რაღაცნაირად გამცრა... -გისმენთ ბატონო ზუკა... ნელა მივტრიალდი მისკენ და წარბაწეულმა გავხედე... -მზად ხართ შეიყვაროთ ზუკა გურჩიანის კიდევ ერთი სასიამვნო და ვიღაცეებისთვის უსიამოვნო მხარე?! ცოტა არ იყოს შემაშინა ამ ყვლაფერმა თუმცა მაინც ღიმილით დავეთანხმე და უკან გავყევი... -მეღადავები ხო? მოტოციკლის დანახვისას თვალები გამიფართოვდა და უფრო ავნევიულდი... -გეშინია? -ცოტა... -არაუშავს.. ღიმილით დამახურა ჩაფხუტი და მოტოციკლისკენ მიბიძგა... ფრთხილად დავჯექი და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები ზუკას.. -ფრთხილად თორემ დავიხრჩვები.. სიცილით გადმომხედა ზუკამ და მოტოციკლი დაქოქა.. -ფრთხილად გთხოვ.. შეშინებულმა ვუთხარი და ხელები ოდნავ შევუშვი... -ნუ ნერვიულობ რა... ამის თქმა იყო და ისე მოვწყდით ადგილს თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი... შუა ღამე იყო.... ვიყავით მხოლიდ მე, ზუკა და ღამის თბილისი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.