წერილები სიკვდილისგან – 2
შავთმიანმა სიგარეტს მოუკიდა, შეფიქრიანდა, შემდეგ კი წერილი დახია. ფურცლის ნაგლეჯები აქეთ–იქით მიმოფანტა; ქარს გაატანა. შემდეგ ისევ შეფიქრიანდა, მზის სათვალე მოიხსნა, პატარა ჩანთიდან კალამი და ფურცელი ამოიღო და წერას შეუდგა: „დიახ, თქვენ იდიოტი ხართ, მე კი ის თავხედი გოგო, რომელმაც თქვენი წერილი დახია. ახლა აღარ არსებობს ის მწუხარების გამომხატველი ფრაზები, რომელიც თქვენ დაწერეთ. მინდა გითხრათ: თქვენი მშველელი არა სიყვარული, არამედ ერთი მწარე სილაა. დიახ, თქვენ შემოლაწუნება ისევე გჭირდებათ, როგორც ავადმყოფს წამალი. არ დაგიმალავთ და იმასაც გეტყვით, რომ თქვენმა ამ წერილმა ნერვები მომიშალა. (ზოგადად მელანქოლიკი ადამიანები არ მომწონს.) ხოდა ჩემო უცნობო სეით, მინდა რამდენიმე რჩევა მოგცე, მანამდე კი ორი სიტყვით შევეცდები აგიხსნა, რომ სიყვარული არ არსებობს, რომ ბედნიერება დეტალებშია. შენ, ბატონო, რასაც სიყვარულს ეძახი, რეალურად ეგ ზიზღია. დიახ, ზიზღი მარტოსულობისადმი. თქვენ რომ ამბობთ სიყვარული მჭირდებაო, ცდებით, ვინაიდან თქვენ გჭირდებათ ადამიანი, ვისაც კი გაუზიარებთ განცდილ გრძნობებს. ესაა და ეს. ზოგადად სიყვარული არ არსებობს, ეს არ დაივიწყოთ და არც საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა „რატომ?“. იმიტომ, რომ ამის პასუხია „იმიტომ“. ჩვენ მოგვწონს რომანტიკა, სიყვარული კი, ფილოსოფიურად სულ სხვა რამეა. ასე და ამგვარად, იმედი მაქვს ლოგიკას მოიშველიებთ და ჩემს სიტყვებს არ უარყოფთ. ან, დამისახელეთ ადამიანი, რომელმაც ნაღდად განიცადა ჭეშმარიტი სიყვარული და ჩემ სიტყვებს, მევე ვუარყოფ, ოღონდ აუცილებლად გადაივიწყეთ ლიტერატურული პერსონაჟები, ვინაიდან სწორედ ისინი გვაბრმავებენ. ახლა კი, თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნები, რჩევა–დარიგებას მოგცემ: 1. გაღვიძებისთანავე მოუსმინე ფრანგულ მუსიკებს, რამდენიმეჯერ ღრმად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი, და ამის თანმხლებით აუცილებლად მიირთვით ცხელი შოკოლადი, ან კაპუჩინო და ტკბილი, შოკოლადის ნამცხვარი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ კლასიკური მუსიკის მოსმენა, ოღონდ სანამ მდგომარეობა არ შეგიმსუბუქდება, მოცარტი, ბახი და ბეთჰოვენი დაივიწყე. სასურველია მხოლოდ შოპენს უსმინო. (თუ მაინც და მაინც მოცარტი, მაშ ბავშვური მელოდიები აირჩიე.) 2. ამის შემდეგ შეგეძლება პროზით, ან პოეზიით, ასე ვთქვა, – იკაიფო. წერე მხოლოდ პოზიტიურზე, მაგალითად: სიკეთეზე, ან შენივე ქალაქზე. არავითარ შემთხვევაში არ გაეკარო ტერენტი გრანელის ლექსებს. მოასვენე, ის მოკვდა. გაეცანი სოკრატეს ფილოსოფიურ გამონათქვამებს. უარყავი სილამაზე, დააფაზე მშვენიერება. და გირჩევ პირველად წაიკითხო ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“, შემდეგ კი ერთი იდიოტი მწერლის წიგნებს გაეცანი: სტივენ კინგი, ასე ქვია. (გეცოდინება.) მხოლოდ ეს დაგეხმარება მოწყდე მწარე რეალობას, 3. წერისა და კითხვის შემდეგ, აუცილებლად გაერიე ხალხში; მოგწონს ეს თუ არა. ისაუბრე მეგობრებთან; თუ არ გყავს აუცილებლად გაიჩინე. დაკავდი სექსით. სექსის პროცესი, სასურველია ექსტრემალურ პირობებში განვითარდეს. 4. აწიე უკანალი და დაუყოვნებლივ გააკეთე ის, რაც მოგესურვება. (იარე ლაშქრობებზე.) 5. აუცილებლად გაიჩინე ისეთი პარტნიორი, რომელსაც სექსის გარდა, საუბარიც ეცოდინება. ხშირად დარჩეს შენთან, თუ რა თქმა უნდა მარტო ცხოვრობ და ეჭვი მაქვს ასეც არის. ისაუბრეთ ბევრი. შეგიძლიათ სექსის დროსაც შეეხოთ რაიმე ფილოსოფიურ თემას... (ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.) შეასრულეთ ჩემი ეს რჩევები, და თავს ვდებ მოსაჭრელად, ყველაფერი გამოვა. პ.ს. ღამით კი შეგიძლიათ ირმის ნახტომით და ელექტრონული ემბიენტით დატკბეთ.“ პატივისცემით – შავთმიანი. შავთმიანმა წერილი სკამის ფეხის ქვეშ შეაცურა, ადგა და სახლის გზას ნელი ნაბიჯებით გაუყვა. სახლში მისულს კარგი სიტუაცია არ დახვედრია. სამზარეულოში მამამისი დახვდა, რომელიც უსაქმურობისგან დატანჯულიყო. გივი ძია ის კაცი იყო, რომელიც არამც და არამც, არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმებოდა გენდელურ თანასწორობას, მაგრამ მისი ცოლი (შავთმიანის დედა.) მუშაობდა, თვითონ კი სახლში იჯდა, გარდა ამისა, მას ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. იმ დღესაც ჩაის სვამდა და მეთხუთმეტე ღერ სიგარეტს აფუილებდა. შავთმიანი შეათვალიერა და მკაცრად ჰკითხა: – სად ეგდე? – შავთმიანს მისი ეს უხეში ტონი არ გაკვირვებია. რასაკვირველია ტრადიციული პასუხი გასცა: – მეგობართან. მამამისი ფეხზე წამოდგა, მიუახლოვდა და უწინდელი ტონით ჰკითხა: – ეგ მეგობარი ბიჭია თუ გოგო? – შავთმიანმა ჩანთა სკამზე გადაკიდა და აცახცახებული, ფანჯრის წინ დადგა. სამების საკათედრო ტაძარს უყურებდა. ამჯერად ეკლესია მოეწონა. – გოგოა, რა თქმა უნდა. – მშვიდი ხმით მიუგო მამამისს. – მერე ასე ვით რატომ გაცვია? იჟიმავე? – შავთმიანი შეკრთა. მან ტირილი დაიწყო მაშინვე, როცა მამის ძლიერი ხელი უკანალზე იგრძნო. გაიგონა მამის ქროშინი და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. გაუნძრევლად იდგა, ეკლესიას უყურებდა და ჩუმად ტიროდა. აცახცახებულს ,ძალიან უნდოდა, რომ მამისთვის ყელი გამოეფატრა. – ხომ თქვი, რომ ეს აღარ მოხდებოდა?! დღეს არ დაგილევია წამლები? – იკითხა შავთმიანმა. – დღეს მოხდება. – მიუგო მამამისმა და ახლა უკვე მარჯვენა მკერდზე მოუჭირა ხელი. – ნუ გეშინია. ნუ ცახცახებ. მხოლოდ მოფერება მინდა. მამა, – დამწუხრებულმა მიუგო – მე უკვე დიდი გოგო ვარ, ღვთის გულისათვის. მაცადე დავივიწყო ის მწარე წარსული, რომელიც მაჩუქე. ხომ იცი, რომ არაფერი გამოგივა, არა? ხომ იცი, რომ ვეღარ მომკლავ, არა? – თუმცა შავთმიანმა იცოდა, რომ მამამისი ყველაფრის გამკეთებელი იყო. – ბოლოჯერ. – უთხრა გოგონას და თავისკენ შემოაბრუნა. მკერდი უხეშად მოუშიშვლა. ორივე ხელით შეეხო მკვრივ მკერდს და ეს გოგონას ეტკინა. უკვე მთლიანი კაბის შემოხევას უპირებდა, როცა შავთმიანმა დრო იხელთა და გაზქურაზე მოთავსებული ცხიმიანი ტაფა, თავში უთავაზა. კაცმა მთელ ხმაზე ამოიოხრა და წაბარბაცდა. ამ დროს შავთმიანი გაიქცა და ოთახში ჩაიკეტა. დიდი ხანი ესმოდა ბრახუნი, მაგრამ მამამისი კარის შემტვრევას ვერ ბედავდა. ბოლოს გოგონამ ის ერთი გადამწყვეტი ფრაზა გაიგონა: – ხომ იცი, თუ ვინმეს ეტყვი... ყველაფერს ისე მოვაწყობ, ვითომ თავი მოიკალი. პირველად მამამ შავთმიანზე მაშინ იძალადა, როცა თორმეტი წლის იყო. მამამისი კარგა ხანს ლოთომდა, ამან კი ერთ დიდ შეშლილ ნაბიჭვრად ჩამოაყალიბა. სახლში მარტოები იყვნენ გოგონა და ასე, ორმოცი წლის მამა. მაშინ შავთმიანი თორმეტი წლის ლამაზი გოგონა იყო. მამამისმა დიდხანს უყურა მას. უყურებდა, თუ როგორ თამაშობდა. სახეზე ფერი არ ედო. ალბათ ხვდებოდა, რომ გაგიჟდა. ბოლოს კი საშინელი გადაწყვეტილება მიიღო. თავის თორმეტი წლის ქალიშვილს ს გაკეთება აიძულა. ორგაზმს ადვილად მიღწეულმა, შვილს უთხრა, თუ ვინმეს ეტყვი მოგკლავ და აქედან ძალიან შორს დაგმარხავო. დედაშენს კი ეგონება, რომ სახლიდან გაიპარეო. რო მოკვდები, ჯოჯოხეთშიც დაიწვებიო. ამან რა თქმა უნდა თორმეტი წლის ბავშვი შეაშინა და დადუმდა. ასე და ამგვარად გაუბედურდა შავთმიანი. თუმცა ახლა დიდი გოგო იყო... ხოლო სიკვდილის მაინც ძლიერ ეშინოდა მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. სწორად ჩაკეტილ ოთახში გადაწყვიტა, რომ უკვე მარტო ცხოვრების დრო იყო. გაუკვირდა კიდეც, ეს აქამდე რატომ არ მომაფიქრდაო. მთელი დღე ჩაკეტილ ოთახში გაატარა. კარი არც დედამისს გაუღო. ლოგინზე იწვა, მუსიკებს უსმენდა და ჩუმად ტიროდა. შემდეგ წამოდგა და თავის პატარა რვეულში ჩანაწერები გააკეთა: „ძილშია შვება, რადგან როცა მძინავს, არ ვარსებობ. ძილშია შვება, რადგან ეს არის ჟამი, როცა აღარ ვფიქრობ. და იწყება ყოვლად წმინდა, რაღაც მისტიური. ძილშია შვება, რადგან ის ძალიან ჰგავს სიკვდილს. ... ინდიგო ... არ მინდა ვიყო ის, ვინც ვარ. ... არ მინდა უსასრულობა, ეს მომაბეზრებელია. მე მსურს პატარა, და თან „მყარი სივრცე“. მინდა ცა, რომელიც არასდროს დამემხობა თავზე. მინდა, რომ ვწერდე.“ ცუდი მდგოამრეობიდან შავთმიანი უმალვე გამოვიდა, როცა შუაღამე დაიწყო. ფანჯრიდან სრულყოფილად თეთრ მთვარეს უყურებდა. მისი ოთახის არ იყოს და ქუჩებშიც დაისადგურა მკრთალმა სინათლემ და უჩვეულო სიჩუმემ. შავთმიანს სიჩუმის მოსმენა უყვარდა. ამის გამო მუსიკაც კი გამორთო. ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და ამჯერად განათებულ ფანჯრებს მიაშტერდა. იქ, უცხო სახლებში თითქოსდა ყველაფერი კარგად იყო. ყველა იმ სახლის პატრონის შურდა, ვის ფანჯრებზეც კარგი აურა იხატებოდა. გაიფიქრა კიდეც: „ნუთუ არ შეიძლება, რომ მეც ყველასავით ვიცხოვრო?“ – ალბათ არ შეიძლებოდა. კი, ნამდვილად არ შეიძლებოდა. თუმცა ამაზე ფიქრი მალევე შეწყვიტა. ამჯერად ვიწრო, დაცარიელებულ ქუჩას მიაშტერდა. ყველაფერი ნაღდად მისტიური იყო; ალბათ სიჩუმის გამო. ფანჯრის რაფიდან ჩამომხტარი, ლოგინზე წამოწვა და ჭერს მიაშტერდა. ჭერზე ლამპიონის ნათება ელავდა. ცოტა ხანი ასე იყო, მდუმარების სიღრმით ტკბებოდა, მერე კი გაიფიქრა, გარეთ გავიდე, გავისეირნო, თუ არაო. შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ჯინსის შორტი ამოიცვა, თხელი მაისური ჩაიცვა და ოთახის კარი ფრთხილად გააღო. გასასვლელ კარამდე ძალიან ჩუმად მივიდა; სუნთქვაც კი შეიკავა. უკვე სადარბაზოში ამოისუნთქა, როცა უკვე ამის დრო იყო. უეცარი სიხარული იგრძნო. შავთმიანი ვიწრო ქუჩას გაუყვა. სრული კომფორტისთვის, ერთადერთი სიგარეტი აკლდა, მაგრამ ცდილობდა ამაზე აღარ ეფიქრა რაოდენ ძნელიც არ უნდა ყოფილიყო. გარშემო ყველაფრის თვალიერება დაიწყო. უყურებდა ხეებს, სახლებს, ცას, გზას, მტვრიან მანქანებს. მელანქოლიკივით ნელა მიაბიჯებდა. მოსწონდა მსუბუქი ნიავის შეგრძნება. უეცრად მოუნდა ხელები გაეშალა და მთელ ხმაზე ეყვირა, რომ სამყაროში მარტოა. ხო, რაღაც სასიამოვნო მარტოობის გრძნობაც დაეუფლა... ეს იქამდე, სანამ ვიწრო ქუჩაზე ვიღაც ტიპი არ შენიშნა. შავთმიანს არ უნდოდა იმის აღიარება, რომ ის ბიჭი კაპიუშონით, – ხელოვნების თვალსაზრისით მშვენდებოდა. ბიჭი იდუმალი იყო და ეს იდუმალება შავთმიანს უმზერდა. შავთმიანს ის დღისით არავინ ეგონებოდა, ღამით კი – მკვლელი, თუმცა არ შეშინებია. ბიჭი აშკარად შავთმიანს ელოდებოდა. „უეჭველი სიგარეტს მთხოვს“ – გაიფიქრა როცა უკვე ბიჭს სამი–ოთხი მეტრით შორდებოდა. – მე შეიძლება დახმარება მეთხოვნა, ან არაფერი. და მაინც და მაინც რატომ გადაწყვიტე, რომ სიგარეტს გთხოვდი?! – შავთმიანს ჰკითხა იდუმალმა ბიჭმა. – რა არის?! – ჰკითხა შავთმიანმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად გაიგო. – ის, რაც გაიგე. – მეგობარო, – შავთმიანმა მშვიდი ხმით განაგრძო – პრობლემები არ მჭირდება. – არც მე, შავთმიანო. არ არსებობს ადამიანი, რომელიც პრობლემებს დაეძებს. პირიქით, კაცობრიობა დასაბამიდან ამის მოშორებას ცდილობს. – ჩემი სახელი საიდან იცი?! – მთავარი ის კი არ არის შენი სახელი საიდან ვიცი, მთავარია ის, თუ ვინ ვარ მე. – და ვინ ხარ?! – გაკვირვებული იყო შავთმიანი. – მე ღმერთი ვარ. – მომისმინე, მეგობარო, ხუმრობის ხასიათზე არ ვარ. – არც მე... უფრო მეტიც, ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს მომდომებია ხუმრობა. – კარგი, კარგი, ღმერთო, მე უნდა წავიდე. შავთმიანმა ნელი ნაბიჯებით განაგრძო სიარული და უბანს აუცილებლად დაარტყავდა კრუგს, რომ არა იდუმალი ტიპის გონებაში შემღწევი ხმა: – სად მიდიხარ შენთვითონაც არ იცი. – შავთმიანი მისკენ შებრუნდა და დაჟინებული მზერით მიაშტერდა. – გიჟი ხარ? იდუმალმა ტიპმა ირონიულად უთხრა: – არ ვიცი, მგონი კი, თუმცა თვითონ ფსიქიატრი ამბობს, რომ ფსიქოთერაპევტი მჭირდება. – მერე მე ფსიქოთერაპევტი ვარ?! – აქ სხვა რამის გამო მოვედი. – ხოდა მითხარი ვინ ხარ და რა გინდა... – მე გეუბნები, ღმერთი ვარ–მეთქი. ხო, რაც შეეხება ჩემს შენთან ვიზიტს: უნდა მაპატიო. – რა უნდა გაპატიო?! – ახლა კი, ცოტა არ იყოს შეშინდა შავთმიანი. – შენი ცხოვრება. შენი გულისამრევი ცხოვრება უნდა მაპატიო. – მეხუმრები?! – მომისმინე, შენ წასვლა გინდა ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს მოუნდებოდა, მაგრამ ვერ მიდიხარ, იმიტომ, რომ მე მინდა ასე. – არა. მე შემიძლია წასვლა და წავალ კიდეც. – კარგი, მიდი, წადი. – შავთმიანი მართლაც ვერსად წავიდა. რა აყოვნებდა თვითონაც არ იცოდა. მომხდარი რეალობას ვერაფრით დაუკავშირა და გაბრუვდა, თითქოს კაიფში ყოფილიყოო. – ამას როგორ აკეთებ?! – ჰკითხა შავთმიანმა. – წამოდი, გავისეირნოთ. შავთმიანი და ის... ღმერთი, ჩინეთის კედელზე მიაბიჯებდნენ, საიდანაც ლამაზად მოჩანდა რომელიღაცა უდაბნოდან დანახული ცა, ევერესტის მწვერვალი, ხეოფსის პირამიდა, ეიფელის კოშკი და მადაგასკარის ჯუნგლები. – ანუ ღმერთი ხარ, ხო?.. – ღმერთი? ხო, შეიძლება ასეც ჩაითვალოს. ანუ მე განვაგებ ამ სამყაროს, სადაც მთავარი გმირი უკვე შენ ხარ. მაგრამ რა თქმა უნდა სხვა სამყაროებიც არსებობს, სადაც მე ვარ მთავარი გმირი. – რას გულისხმობ, როცა მეუბნები მთავარი გმირი ხარო? – იმას, რომ მე... წინააღმდეგი ხომ არ ხარ, ვივალდის მუსიკა რომ ჩავრთო? – რა თქმა უნდა არა. მაგარია როცა ღმერთს შენაირი მუსიკალური გემოვნება აქვს. – ხო. – ვივალდის მუსიკა ციდან ისმოდა. – ჩვენს შორის ბევრი მსგავსებაა, რამეთუ შენ შეგქმენი ჩემს ხატად. ხო, მოკლედ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე, თუ გეტყვი ამ სამყაროში მთავარი გმირი ხარ–მეთქი. შენ მთავარი პერსონაჟი ხარ. შენს გარეშე აქაურობა ვერ იარსებებდა. გესმის? – ცხადია არა. – ეს მნიშვნელოვანი არც არის. უბრალოდ მინდა დაგარწმუნო, რომ ერთ დღესაც მოისვენებ. – და მანამდე უნდა ვიტანჯო? – კი. სამაგიეროდ შენ მე ამ ტანჯვით დამეხმარები. დიდ შეღავათს გამიწევ, თუ ჯერ–ჯერობით იარსებებ. – ანუ მე ქრისტეს დანიშნულება მაქვს?! – კი, ეგრეა. შენც ღმერთი ხარ. – მაშასადამე მპირდები, რომ ერთხელაც მოვისვენებ? – კი, როცა იქნება მოისვენებ. ხოდა უნდა მაპატიო ის ტანჯვა, რომელსაც განიცდი. – ტანჯვა მართლაც რომ რთულად გადასატანია. – ურთულესი! შავთმიანი ცას უყურებდა, სადაც ლამაზად მშვენდებოდა ახალგაზრდა ღმერთის შექმნილი, სხვა ვარსკვლავებთან შედარებით, შეადარებით ნაკლებად მოკაშკაე ვარსკვლავი. – ახლა კი... – უთხრა შავთმიანს ღმერთმა – ყველაფერი დაივიწყე. – და დაივიწყა კიდეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.