შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენდეტა - გაქცევა


29-04-2016, 07:37
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 014

მთელი დღე ლოლიკო ავტოპილოტზე დაყენებულივით მოქმედებდა. ხატვის გაკვეთილი, სადილი, ექიმთან კონსულტაცია და ვახშამი... ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, რომ გოგონამ ვერც კი გაიაზრა. სამაგიეროდ მთელი დღე ფიქრობდა... ფიქრობდა მირიანზე, მის საქციელზე, ამბიციებზე და გულში ბოღმას იგროვებდა. ფიქრობდა იმაზე, რომ უნდა დაებრუნებინა მამამისის ფირმა და სამაგიერო გადაეხადა მირისთვის, რომელიც ასე მოექცა მას... მას ვისაც ასე ძალიან... ამ სიტყვებზე აჩერებდა თავის თავს და ფიქრსაც კი უკრძალავდა.
-ლოლიკო, კარგად ხარ?- ჰკითხა ქერამ, როდესაც ვახშმის შემდეგ გოგონა პალატას გასცდა, იმდენად ჩაფიქრებული მიდიოდა.
-არა,- უპასუხა მოზარდმა და პალატაში შევიდა.
-ვინ არის ის პიჟონი?- ჰკითხა რატიმ გაღიზიანებული ხმით. მას არ მოსწონდა ის, რომ ლოლიკო სხვა ბიჭის გამო ასე ნერვიულობდა.
-ჩემი საყვარელი მამიდაშვილი, ვინც აქ გამომკეტა,- უპასუხა მწარე სიცილით ლოლიკომ და მის თვალებში ცრემლმა გაიბრწყინა.
-მე მოსაწევად გავდივარ,- თქვა გაბრაზებულმა რატიმ. მისთვის სრულიად უცნობი გოგოს ისტორია გულთან ახლოს მიიტანა და ახლა ბრაზობდა... ბრაზობდა რომ ვერ ეხმარებოდა. რომ სხვის საქმეში ერეოდა. როგორ უნდოდა იმ წუთს ვინმე ჰყოლოდა ხელის ახლოს, ვისი ცემაც შეეძლებოდა. იქნებ ამას დაემშვიდებინა მისი გული.
-მეც გამოგყვები,- აჰყვა ქერაც.
-მეც მინდა,- არ ჩამორჩა გიაც. რატიმ მხრები აიჩეჩა და გავიდა. დანარჩენებიც მიჰყვნენ. ლოლიკო პალატაში მარტო დარჩა.
ნახევარ საათში პალატაში დაბრუნებულებს კი გოგონა ადგილზე აღარ დახვდათ. პალატაში არ იყო არც მოზარდი და არც მისი ნივთები.
-დღეს ვიღაც შემომაკვდება,- ჩაილაპარაკა რატიმ, თითები გაიტკაცუნა და რომეო ექიმის კაბინეტისკენ აიღო გეზი.
-გავყვეთ,- თქვა გიამ და კახასთან ერთად რატის გაეკიდა.
-სადაა?- ფეხით შეგლიჯა ექიმის კაბინეტი ბიჭმა,- სად წაიყვანეთ? წვიმას იწყებს და შეეშინდება,- ნესტოები ხარივით ებერებოდა.
-რატი დამშვიდდი,- სცადა ბიჭის დამშვიდება ექიმმა, მაგრამ თავისთავად არაფერი გამოუვიდა.
-სადაა?- იყვირა ბიჭმა,- მიპასუხე!
-სადაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო,- უპასუხა დაღლილი ხმით ექიმმა. ხმაურზე კაბინეტში სანიტრები შეცვივდნენ. ცნობისმოყვარე პაციენტები კი კორიდორში შეგროვდნენ.
-ქალებში გადაიყვანეთ?- ისევ ხმამაღლა იკითხა რატიმ. როდესაც არ უპასუხეს, შებრუნდა და კაბინეტიდან გასვლა სცადა, მაგრამ რომეო ექიმმა თავით ანიშნა სანიტრებს და მათ ბიჭი დაიჭირეს. გაკავებულს კი ექიმმა დამამშვიდებელი გაუკეთა.
-ამას არ გაპატიებთ,- თქვა ხმადაბლა რატიმ და უღონოდ დაეკიდა სანიტარს.

...

-გამარჯობა,- ლოლიკომ თავი დაუკრა თავის ახალ მეზობლებს. მამაკაცებისგან განსხვავებით ისინი ცივად შეხვდნენ მოზარდს და არც პასუხით შეუწუხებიათ თავი.
პალატაში ორი თავისუფალი საწოლი იდგა.
-ჩემი რომელია?- იკითხა მოთმინებით გოგონამ.
-ის,- ანიშნა შუა ხნის ქალბატონმა.
-მადლობა,- გაუღიმა ლოლიკომ და საწოლზე დაჯდა. ღრმად ჩაისუნთქა. ძალიან უნდოდა ძველ პალატაში დაბრუნება. მხიარულ კახასთან, მუდამ ბუზღუნა გიასთან და მზესავით თბილ და დედის ჩახუტებასავით საიმედო რატისთან.  მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო. გული სწყდებოდა რომ ვერ დაემშვიდობა მათ. ამის საშუალება უბრალოდ არ მისცეს.
-აქ რას აგდიხარ?- გაიგო უხეში ხმა. ახედა და წააწყდა სიბრაზისაგან მოელვარე შავ თვალებს,- ეს ჩემი საწოლია.
-მაგრამ... მან მითხრა...- ანიშნა ქალბატონზე. უნდოდა ეთქვა, რომ მან უთხრა, მაგრამ არ დააცადეს.
-მომწყდი თავიდან,- უყვირა საწოლის პატრონმა.
ის ალბათ 25-27 წლის იქნებოდა. ბუთქუნა იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა. სწორედ ასეთებზე იძახიან, შარმიანები არიანო.
ლოლიკო უხალისოდ ადგა და ცარიელ საწოლზე გადაჯდა. მერე კი შეხედა მას, ვინც ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ქალი დაუფარავად იცინოდა. თუმცა მოზარდი არ გაბრაზებულა. მას ჯერ კიდევ ახსოვდა, რომ "დურკაში" იყო და იქ ყველას თავისი სისუსტე ჰქონდა.
გაახსენდა, როგორ ჰკითხა კახას თუ რა წესები ჰქონდათ პალატაში.
-აქ ერთადერთი წესი მოქმედებს,- უპასუხა პათოსით გაჟღენთილი ხმით ქერამ,- არ ვთამაშობთ ერთმანეთის სისუსტეებზე. ყველა ერთ ნავში ვსხედვართ, ამიტომ არავითარი ავადმყოფობაზე დაცინვა და მეზობლის სისუსტის გამოყენება. სხვა ყველაფერი ნებადართულია. 
და ასეც იქცეოდნენ. პატარა ბავშვების მსგავსად კამათობდნენ, სიტყვა-პასუხი არც ერთს არ ეშლებოდა, ამიტომ მათი სმენა ერთი სიამოვნება იყო. გოგონას გაუმართლა ამდენად ერუდირებული მეზობლები რომ შეხვდნენ.
ქალებში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ცივები, უხეშები, ქედმაღლები!
-გამარჯობა,- უეცრად ლოლიკოს წინ ახალგაზრდა გოგო დაიხატა,- მე ირინა ვარ. 2 თვის შვილი მყავს.
-გამარჯობა,- მიესალმა მოზარდი და ახალი ნაცნობი ინტერესით შეათვალიერა. ის ძალზედ გამხდარი იყო იმისთვის ვინც 2 თვის წინ იმშობიარა,- ბედნიერი ხარ. მე ლოლიკო მქვია.
-გამარჯობა ლოლიკო, მე ირინა ვარ. იცი, მე 2 თვის გოგონა მყავს.
-ვიცი,- გაეცინა ლოლიკოს,- ხომ მითხარი.
-როდის?- გაკვირვება გამოესახა სახეზე.
-1 წუთის წინ,- შეახსენა მოზარდმა,- არ გახსოვს?
-რა უნდა მახსოვდეს?- მიიხედ-მოიხედა ირინამ, მერე კი ლოლიკოს შეხედა,- ალბათ ვინმეში შეგეშალე, მე ირინა ვერ.
ლოლიკომ დაბნეულმა შეხედა ჯერ გოგოს, მერე პალატაში შესულ სანიტარს.
-ირინა ასეთი უცნაური და იშვიათი დიაგნოზითაა ჩვენთან,- აუხსნა მშვიდად ქალმა,- ზედმეტი ტერმინოლოგიით რომ არ გადაგღალო, მისი ტვინი ყოველ 30 წამში რესტარტდება.
-რესტარტდება?- ლოლიკოს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა.
-იშლება რაც ნახა ბოლო 30 წამის განმავლობაში და თავიდან იწყებს ყველაფერს. ახსოვს მხოლოდ თავისი სახელი და შვილი,- მოთმინებით აუხსნა სანიტარმა,- მეტი არაფერი.
-რა დაემართა?- ლოლიკოსთვის ეს ყველაფერი გასაოცარი იყო.
-შვილი დაეღუპა,- მოკლედ აუხსნა თეთრხალათიანმა,- ახლა კი წამალი დალიე,- უთხრა მან ლოლიკოს და უცნაური ფერის წამალი გაუწოდა. პალატის სხვა ბინადრებს ისეთივე წამლები მისცეს, როგორსაც ძველ პალატაში აძლევდნენ. ბიჭების გახსენებამ გაახსენა ლოლიკოს ისიც, რომ წამალი არ უნდა დაელია, ამიტომ ზედა ტუჩის ქვეშ დამალა. როგორც კი სანიტარმა ყველა შეამოწმა და გავიდა, მაშინვე გადმოაფურთხა. მისდა სამწუხაროდ ეს უკვე ნაცნობმა ქალბატონმა დაინახა, ამიტომ ბოროტად ჩაიცინა და კართან მივიდა. გამოაღო მძიმე კარი და სანიტარს დაუძახა. როდესაც ეს უკანასკნელი მასთან მივიდა, უცერემონიოდ  მოახსენა, რომ ლოლიკომ წამალი გადმოაფურთხა.
მოზარდს აიძულეს წამალი გამოეჩინა და პერანგში გაკოჭვით დაემუქრნენ, თუკი არ დალევდა. ლოლიკოს სხვა გზა არ დარჩა, მაშინვე დალია. ხოლო როდესაც სანიტარი გავიდა, პალატის წევრებმა, ირინას გარდა, ყველამ გადმოაფურთხა წამალი. ამის დანახვაზე გოგონამ მხოლოდ მუშტი შეკრა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, რათა დამშვიდებულიყო.
რამდენიმე წუთი სიჩუმე იდგა, მერე კი წვიმის წვეთების წკაპა-წკუპი გაისმა. თავიდან სუსტად ისმოდა, თანდათან კი ძალა მოიკრიბა. კიდევ რამდენიმე წუთში "დურკა" ელვამ გაანათა და იმავე წამს იქუხა.
-არა,- ლოლიკომ ყურები დაიხშო,- ოღონდ წვიმა არა... არ წამიყვანო,- მერე კი ფეხები აიკეცა, ხელები შემოჰხვია და სიმღერა დაიწყო.
ცოტა ხანში გაღიზიანებული ექიმი შევიდა პალატაში და მოზარდს ხელი ჰკრა:
-ჩაიწყვიტე ენა, აცადე სხვებს ძილი.
- <<Rain rain go away,
Come again another day>>...
-ჩაიგდე ენა,- უყვირა ექიმმა.
-<<Mommy wants to play,
Come again another day>>...
-გაიყვანეთ,- უყვირა სანიტარს. ამ უკანასკნელმა სინანულით შეხედა შეშინებულ მოზარდს, მაგრამ ხელის მარტივი მოძრაობით წამოაყენა და გაიყვანა.
ლოლიკო სიმღერას განაგრძობდა სანამ დაკლაკნილი კიბეებით სარდაფში ჩაჰყავდათ, მღეროდა, სანამ სავარძლის მსგავს რკინის კონსტრუქციაში სვამდნენ და ხელ-ფეხს უბამდნენ, მღეროდა, სანამ ექიმი არ შევიდა.
-ოდესმე გაგიგია რუსული გამონათქვამი " клин клином вышибают"?- გოგონამ დაბნეულმა შეხედა.
-კი,- დაუქნია თავი რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.
-ამიტომაც ამ მეთოდით გიმკურნალებთ,- ჩაიცინა ექიმმა,- მე რომეო არ ვარ, ფერებას არ დაგიწყებ.
-არც მე ვარ ჯულიეტა,- შესცინა ლოლიკომ.
-ოჰო, ხუმრობ კიდეც? ეს უკვე კარგია. ახლა კი მკურნალობას შევუდგეთ.
-მიდი დოკ,- გაამხნევა ლოლიკომ,- вперед и с песней.
როდესაც ასე ეხუმრებოდა, მოზარდი მზად იყო ყველაფრისთვის გარდა იმისა, რომ ექიმი კუთხეში მდგარ, წინარეისტორიულ ონკანს ოდნავ მოუშვებდა და ღიმილით აცნობებდა პაციენტს:
-შეგიძლია დატკბე,- უთხრა და სარდაფი დატოვა. კარი გარედან ჩაკეტა და რამდენიმე წამში ნაბიჯების ხმაც შეწყდა.
ძველ, რკინის ნიჟარაში წყალი წვეთობით ეცემოდა და ათიათასობით პატარა შხეფად იშლებოდა. წყალი გარკვეული ინტერვალით ეწვეთებოდა, პაციენტს კი მალე კანიც კი დაენამა ამის სმენისაგან. ლოლიკო ახლა უკვე კარგად ხვდებოდა თუ რატომ იყო ეს წამების ერთ-ერთი მეთოდი. წვეთების დაცემის ხმა თითოეული ნერვული დაბოლოების დაჭიმვას იწვევდა.
-დაბრუნდი!- ყვიროდა გოგონა,- თუ გინდა ელექტროშოკერი გამოიყენე,  ან ნემსი... ოღონდ ეს გადაკეტე! დაბრუნდი!- თავდავიწყებით ყვიროდა მოზარდი, მაგრამ ცოტა ხანში ყელი გაუშრა და ხმა ჩაუწყდა. შემდეგ კი საერთოდ ძალა წაერთვა და თავი ჩაჰკიდა უღონობით. რამდენი ხანი გავიდა არ იცოდა, მაგრამ თითოეული წვეთი თავში უროსავით ურტყამდა. გოგონამ თვალები დახუჭა და სცადა გარემოსგან აბსტრაგირება, მაგრამ წვეთების ხმა არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. "დატოვეთ აქ" - უეცრად გაახსენდა რატის სიტყვები და მისი ხმის გახსენებამ თითქოს თავის ტკივილიც შეუმცირა.
-რატი,- ჩაიჩურჩულა ლოლიკომ და იგრძნო როგორ დასწვა ლოყა უკითხავად გადმოდინებულმა ცრემლმა,- მიშველე... დამეხმარე.
რატის სახელს ჩურჩულებდა მანამ, სანამ გული არ წაუვიდა.

...

რატი ჯერ კიდევ მოთენთილი იყო წამლისაგან, როდესაც დილას გაეღვიძა. რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ აზრზე მოსულიყო და აღედგინა წინა ღამის მოვლენები.
-ლოლიკო,- თქვა კბილების ხრჭიალით და წამოდგა.
-საით გაგიწევია?- ჰკითხა გიამ.
-ლოლიკო იქ მარტოა...
-მერე შენ რა?- ასწია წარბი მამაკაცმა.
-მეკაიფები?- გამოვიდა რატი წყობიდან.
-უბრალოდ მაინტერესებს... როდის აქეთ გახდა მნიშვნელოვანი შენთვის ვიღაც გარდა შენი საკუთარი თავისა.
-როდესაც დავინახე როგორ მღეროდა სიმღერას შეშინებული,- აბსოლუტურად გულწრფელად უპასუხა რატიმ,- მერე კი პატარა, დაუცველი კნუტივით მომენდო და ჩამეხუტა. იმ წუთს საკუთარ თავს დავპირდი, რომ დავიცავდი.
-შეგიყვარდა?- ჩაერთო საუბარში კახა.
-ნუ სულელობ, კახა,- გაბრაზდა რატი,- ჩემზე თითქმის 10 წლით პატარაა.
-მერე რა... პირველი ლავ სთორი გვექნება ამ საპატიმროში. რა რომანტიულია!
-კახა, მიიღებ,- მუშტი მოუღერა ბიჭმა.
-კარგი რა, რატი. ჩხუბები, "ბუინებთან" სტუმრობები, ახალგაზრდა გოგო საწოლში...- ოცნებებში გადავარდა ქერა,- მეც მინდა ასეთი საინტერესო ცხოვრება.
-კახა!- იყვირა რატიმ.
-თუ გამიბრაზდები ვერ მიიღებ ჩემს საჩუქარს,- მაგრამ რატი აღარ უსმენდა, ამიტომ ცხვირწინ აუფრიალა რაღაც ვერცხლისფერი.
როდესაც გია მიხვდა, რომ რატის წითელი ლიბრი გადაეფარა და კახას ჯანმრთელობას დიდი საფრთხე ემუქრებოდა, წამოდგა და ბიჭი დაიჭირა.
-ეს ლოლიკო სადაც ჰყავთ ჩაკეტილი, იმ „პალატის“ გასაღებია.
-ჩაკეტილი?- სხარტად შებრუნდა მისკენ რატი.
-კახა ქალებში გადაიპარა და ეს გასაღები სანიტარს მოპარა. ამიტომ მადლობა უთხარი და ბავშვი გამოიყვანე იქიდან.
-რატომ ჰყავთ ჩაკეტილი?- გაიმეორა შეკითხვა გაღიზიანებულმა რატიმ.
-გუშინ წვიმდა,- აუხსნა კახამ და გაგრძელება აღარ დასჭირვებია.
-სადაა?
-სარდაფში. მესამე კარი მარცხნივ. და კიდევ,- კართან გააჩერა კახამ,- იჩქარე რატი.
-აუცილებლად,- კარისკენ მიბრუნდა ბიჭი,- მადლობა,- მერე კი შეყოვნდა,- ისე, კახა, საიდან გაქვს გასაღები?
-ქალბატონებსაც აქვთ თავიანთი მოთხოვნილებები, მე კი საკმაოდ სიმპათიური ვარ,- გაეცინა კახას,- ერთ-ერთ ექიმს შევთავაზე მისთვის მომგებიანი წინადადება. საბედნიეროდ დამამშვიდებლის დარჭობის ნაცვლად, თავისთან კაბინეტში შემიყვანა,- რატის გაეცინა,- ინფორმაცია მივიღე, გასაღების მოპარვა კი ტექნიკის საქმე იყო.
-სად წახვალთ?- ჰკითხა გიამ სერიოზული ხმით,- პირდაპირ აქ მოსვლა არ ღირს. იმედია ხვდები...
-ხვალამდე დავიმალებით. ვიცი ერთი ადგილი. და კიდევ ერთხელ, მადლობა,- თქვა და გავიდა.
საუზმისას ყოველთვის აურზაური იყო ჰოლში, ბიჭმაც ამით ისარგებლა და ჩუმად გაიპარა ეზოში. ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და ხეებს ამოეფარა. ეზოს, დაცვის გარდა, უზარმაზარი მშიერი ძაღლებიც იცავდნენ. და თუკი დაცვის საერთოდ არ ეშინოდა რატის, ოთხფეხიანი არსებები შიშის ზარს სცემდნენ.
ქალთა და მამაკაცთა კორპუსები ერთ ეზოში იყო, მათ მხოლოდ პატარა ხეივანი ჰყოფდა. 9-ის ნახევარზე მთელს ტერიტორიაზე დაცვა იცვლებოდა. როგორც კი ყურადღება მოადუნეს და შემცვლელის ლოდინში მასიურ რკინის კარს მიაპყრეს ყურადღება, რატიმ დრო იხელთა და ქალების კორპუსში შეძვრა. რადგან შენობები სარკისებურად იყო შიგნით მოწყობილი, არ გასჭირვებია სარდაფის პოვნა.
იქიდან გამოპარვა შეუძლებელი იყო, ამიტომაც კართან დაცვა არ იდგა. მესამე კართან გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და კარი გააღო.
-ლოლიკო,- იყვირა ბიჭმა და რამდენიმე ნაბიჯში გოგონასთან გაჩნდა. სწრაფად მოათვალიერა კარცერი (სხვანაირად იმ ადგილს ვერ უწოდებდა ვერავინ).
მერე ლოლიკოს შუბლზე დაადო ხელი. გოგონა ცივი იყო და გონება ჰქონდა დაკარგული.
-გაიღვიძე, ლოლიკო!- საგრძნობლად გააწნა სილა. თან იმ ქამრების გახსნა დაიწყო, რომლითაც გოგონა ჰყავდათ დაბმული. როდესაც გახსნა, მოზარდის სახე ხელებში მოიქცია და მათზე სისველე იგრძნო. ბიჭს გული შეეკუმშა. რამდენი რამის გადატანა უწევდა ამ პატარა, სათუთ არსებას. და რისთვის? იმისთვის, რომ ვიღაც ნაბი*ვარს გოგონას მამის ქონება უნდოდა?
რატის გულში შურისძიების სურვილმა გაიღვიძა და ვერ დამშვიდდებოდა, სანამ იმას არ მიიღებდა რაც იმ წუთს ასე ძალიან უნდოდა. მას კი სისხლი უნდოდა... მირიანის სისხლი სწყუროდა.
ბიჭმა ნაზად მოსწმინდა ცრემლები ჯერ კიდევ ბავშვურად დამრგვალებული ლოყებიდან და ფრთხილად გაუთბო სუნთქვით ხელები. გოგონას შუბლზე ნაკეცი გაუჩნდა, მერე სუნთქვა აერია და ბოლოს ძალდატანებით გაახილა თვალები. ბინდგადაკრული მზერა შეანათა რატის და ხმადაბლა ამოიხრიალა:
-რატი!
-მე ვარ ლოლიკო,- ნაზად შეეხო შუბლზე ბიჭი და როდესაც გოგონას თვალებში უნდობლობა ამოიკითხა, გაუღიმა,- არ გეჩვენები, პატარა. მართლა მე ვარ. აი,- შეეხო ხელზე,- ხომ გრძნობ? მე შენთან ვარ.
-წყალი...- მოზარდს საუბარი უჭირდა.
-ახლავე მოგიტან,- რატიმ მიმოიხედა ჭიქის ან მისი ფუნქციის შემსრულებლის ძებნაში.
-გადაკეტე...
რატიმ პეშვი აივსო წყლით და ონკანი საიმედოდ გადაკეტა. ლოლიკომ წყალი მისი ხელიდან დალია. "ახლად დაბადებულ კნუტს ჰგავს"- გაიფიქრა ბიჭმა. გოგონას თვალებს კი სხივი დაუბრუნდა.
-აქ როგორ აღმოჩნდი?- ჰკითხა გოგონამ სუსტი ხმით,- ან რატომ?
-ფილოსოფიური საუბრები მერე, ახლა უნდა წავიდეთ,- უთხრა ბიჭმა და წამოდგომაში დაეხმარა. გოგონას ფეხები ვერ იჭერდნენ, ამიტომ ბიჭს დაეკიდა. ჯერ კიდევ უჭირდა იმის გააზრება, რომ რატიმ მისი ვედრება გაიგო და მასთან მივიდა. იმის გაცნობიერებამ, რომ ძლიერი მკლავი მის წელზე რეალური იყო, გოგონა თითქმის აატირა. მადლიერებისაგან და სიხარულისაგან თავი მიაბრუნა ბიჭისკენ და მხარზე აკოცა. მხოლოდ იქ მისწვდა, მეტის ძალა კი არ ჰქონდა. რატი ერთ ადგილას გაშეშდა.
-რატომ?- ჰკითხა დაბნეულმა.
-მადლობა,- სუსტად გაუღიმა გოგონამ,- ახლა საით?
-პალატაში ვერ წავალთ, ალბათ ხვდები. ერთი ადგილი ვიცი... ძველი ვენტილაციის მილებით ავძვრებით სხვენში და იქ დავიმალებით ცოტა ხნით. მერე კი რაიმეს მოვიფიქრებთ.
-კარგი გეგმაა,- გაუღიმა ლოლიკომ.
-თავისთავად,- აუჩეჩა თმები ბიჭმა.
რამდენიმე წუთში ზარის ხმა გაისმა. სამზარეულოდან ხალხი ისევ ხმაურით გამოცვივდა. რატი და ლოლიკო მათ ნაკადს შეერივნენ. ერთი იყო, ბიჭს უწევდა ორად მოხრილს ევლო, რათა თავისი სიმაღლით ყურადღება არ მიექცია.
მალევე აღმოჩნდნენ ეზოში, საიდანაც სამრეცხაოში შევიდნენ. ლოლიკომ, სანამ რატი გზას ამოწმებდა, ორი სუფთა პლედი აიღო, დაახვია და ჩანთასავით მოიგდო ზურგზე. რატიმ ხელით აჩვენა გაჰყოლოდა. სანამ დერეფანში არავინ იყო მიტოვებულ და მტვრიან საწყობში შეიპარნენ. იქიდან კი ძველი, ჟანგით დაფარული მილის საშუალებით სხვენში აძვრნენ. თუმცა სანამ დანიშნულების პუნქტს მიაღწევდნენ იდაყვები და მუხლები გადაიყვლიფეს. ხოლო როგორც კი დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, ლოლიკომ მტვრიან იატაკზე ერთ-ერთი პლედი დააგდო და ზედ გაწვა. რატი გვერდით მიუწვა. გოგონა ემოციებისაგან და პატარა თავგადასავლისაგან გადაღლილი, მაშინვე გაითიშა. რატი კი დიდხანს ვერ იძინებდა, ჯერ კიდევ უჭირდა იმის დაჯერება, რომ გამოუვიდათ.
ცოტა ხანში ბიჭი კარგად შეაშინა ძაღლების ყეფამ და სანიტრების ხმაურმა, მაგრამ მალე ძაღლები ისევ გაიყვანეს ტერიტორიიდან, ხოლო როგორც მათ თავშესაფრამდე მიღწეული ყვირილით მიხვდა რატი,ვიღაცამ დაფქული წიწაკა მიმოაფრქვია მთელს ტერიტორიაზე, ამიტომაც ძაღლებმა მარტივად დაკარგეს კვალი.
-ყოჩაღ კახა,- გაეცინა რატის. ბიჭი 100%-ით დარწმუნებული იყო, რომ არ შემცდარა. 
ასეც იყო, როგორც კი 317-ე პალატის პაციენტებმა გაიგეს, რომ ძაღლების საშუალებით აპირებდნენ ძებნას, კახა სამზარეულოში შეიპარა, მოიპარა წიწაკის მთელი მარაგი და დაუნანებლად მიმოაფრქვია კლინიკის მთელს ტერიტორიაზე, ასე ოთხფეხებს გაქცეულების პოვნის არანაირი შანსი არ ჰქონდათ.
შებინდებამდე ბიჭი ყურადღებით უსმენდა ყველაფერს, რაც გარეთ ხდებოდა, ხოლო როდესაც კარგად ჩამობნელდა, გარისკა და სამალავიდან გამოვიდა.
სამზარეულოში შეიპარა და 2 ულუფა საჭმელი, რამდენიმე ნაჭერი პური და 3 ბოთლი წყალი მოიპარა. უკან დაბრუნებულმა სინაზით აღსავსე მზერა მიაპყრო მოზარდს. მის სახეს ლამპიონების მკრთალი შუქი ანათებდა. "როგორი ლამაზია ეს მამაძაღლი", გაიფიქრა ბიჭმა და ფრთხილად შეეხო მხარზე:
-მძინარე მზეთუნახავო, გაიღვიძე,- სცადა მისი გაღვიძება ბიჭმა.
-მძინარე მზეთუნახავს ასე არ აღვიძებენ,- უთხრა დიდი ხნის ძილისგან ჩახლეჩილი ხმით გოგონამ ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
-არაა პრობლემა,- გაეცინა ბიჭს და მისკენ დაიხარა. ლოლიკომ, რომელმაც ცხელი სუნთქვა იგრძნო სახესთან ახლოს, მაშინვე ფართოდ გაახილა თვალები. რატის გულიანად გაეცინა,- ღამე მშვიდობის, მშიშარა.
-არ ვარ მშიშარა,- გაწითლდა გოგონა.
-კარგი, კარგი,- გაეცინა ბიჭს და მის წინ მოპოვებული საჭმელი დადო.
-ეს რა არის?- გაუფართოვდა თვალები ლოლიკოს.
-საჭმელი,- დაიბნა ბიჭი.
უეცრად ლოლიკომ მთელი ძალით დაარტყა ხელი მკერდზე.
-ამის გამო გახვედი? თავი საფრთხეში ჩაიგდე? რომ დაეჭირეთ? ჩემზე არ გიფიქრია?- თავიდან დაბნეული რატის სახე ღიმილმა გაანათა. ხელი მოჰკიდა და გულში ჩაიკრა. ლოლიკო ცოტა ხანს კიდევ გაბრაზებული ბუტბუტებდა, ბოლოს კი ბიჭის მკლავებში კომფორტულად მოთავსდა და ქვემოდან ზემოთ ახედა:
-რა მოიტანე?- რატის გაეცინა. ცალი ხელი გაითავისუფლა და პაკეტი გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკის საჭმელი სალაფავს უფრო ჰგავდა, ვიდრე ნორმალურ საკვებს, მთელი დღის მშივრებმა მაინც გემრიელად ივახშმეს.
-კიდევ მინდა,- გამოაცხადა ლოლიკომ,- და დამატებას თუ ახლავე არ მივიღებ, ყურებს მოგაკვნიტავ,- შესცინა რატის.
-უმადური,- გაეცინა ბიჭს და უფრო ძლიერად მიიკრა გულზე მოზარდი.
უეცრად წვიმის წვეთების ხმა გაისმა. ლოლიკო მთელი ტანით დაძაბა.
-არა,- თქვა ჩურჩულით,- ოღონდ ეს არა,- უკვე ხმამაღლა.
როდესაც რატი მიხვდა, რომ ლოლიკო ვერ გაჩერდებოდა და ხმაურით ყურადღებას მიიქცევდა, პირზე ხელი ააფარა. მოზარდმა სცადა ხელის მოშორება, მაგრამ ბიჭი უფრო ძლიერი იყო. ამიტომაც გოგონამ სცადა თავის დაძვრენა მისი ხელებიდან. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი იყო, ლოლიკო უფრო მოქნილი იყო, ვიდრე რატი, ამიტომ ცოტა ხნის წვალების მერე ბიჭს ხელიდან გაუსხლტა. რატიმ კიდევ ერთხელ ააფარა პირზე ხელი და მთელი ტანით გადაეფარა მოზარდს. ლოლიკო მაინც არ ჩერდებოდა.
-ლოლიკო!- ცოტა უხეშად მიმართა ბიჭმა,- უკვე მეხუთე წელია ამ კონცენტრაციულ ბანაკში ვარ და ალბათ მესამე წელია ქალს ხელით არ შევხებივარ. თუ არ გინდა, რომ ეს ღამე შენთვის ცუდად დამთავრდეს, გაჩერდი. და კიდევ, გაფრთხილებ, მოთმინება საერთოდ ჩემი სუსტი მხარეა. გაიგე?- შეშინებულმა მოზარდმა თავი დაუქნია, ამიტომ ბიჭმა პირი გაუთავისუფლა.
-არ დამტოვო, რატი,- უთხრა გოგონამ ხმის კანკალით,- მარტო ამას ვერ გავუმკლავდები.
-მე შენთან ვარ,- დაამშვიდა ბიჭმა,- არსად არ წავალ... შენთან ვიქნები.
მერე კი გვერდით მიუწვა გოგონას და ხელის თითები ერთმანეთში გადახლართა. ლოლიკომ გაუღიმა. ასე იწვნენ ცოტა ხანს, მაგრამ მოუსვენარ მოზარდს მალე მობეზრდა სიჩუმე.
-რაიმეზე მაინც ვილაპარაკოთ, მოვიწყინე,- შესჩივლა ბიჭს.
-გასართობად ატრაქციონების პარკში წადი, ახლა დეზერტირი ხარ და გართობის დრო არაა,- უპასუხა ბიჭმა მშრალად. ლოლიკომ გაბრაზებულმა დაბერა ბაგეები.
-მოდი სიმართლე ან მოქმედება მაინც ვითამაშოთ,- შესთავაზა ბიჭს.
-ეგ რა არის?- იკითხა რატიმ უინტერესოდ.
-ირჩევ ერთ-ერთს. თუ სიმართლეს აირჩევ, ჩემს კითხვას გულწრფელად პასუხობ, თუ მოქმედებას - შესაბამისად იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი.
-საიდან გაიგებ, რომ არ გატყუებ?- წესებმა გაახალისეს ბიჭი.
-დაგინებულია,- აჰყვა მხიარულებაში გოგონა,- აირჩიე, სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე,- უყოყმანოდ აირჩია ბიჭმა.
-შენი დიაგნოზი,- ჰკითხა გოგონამ ის, რაც ასე ძალიან აინტერესებდა ნაცნობობის პირველი დღიდან.
-მედიცინაში რას ეძახიან არ მახსოვს და გლეხურად რომ გითხრა, სიბრაზეს ვერ ვაკონტროლებ, მაქვს სიბრაზის შემოტევები, რომლის დროსაც ადამიანი შეიძლება შემომაკვდეს კიდეც. და სანამ შეგეშინდება, გეტყვი, რომ ჯერჯერობით ჩემი მაქსიმუმი რეანიმაციაა.
-დამამშვიდე,- გაეცინა ლოლიკოს,- არადა არ გეტყობა. ჩემთან ძალიან მომთმენი ხარ.
-შენს ადგილას ბედისწერასთან თამაშს არ დავიწყებდი,- უთხრა სერიოზულად რატიმ,- თუ გავჭედე, ახლობელს და უცხოს ვერ ვარჩევ. აქ იმიტომ გამომკეტეს, რომ საკუთარი ძმა რეანიმაციაში გავისტუმრე შინაგანი სისხლდენით და 4 ნეკნის მოტეხილობით.
-გასაგებია, არის უფროსო, ფრთხილად ვიქნები,- გაეჭიმა გოგონა და საფეთქელზე ხელი მიიდო. მიხვდა, რომ ბიჭს თემა არ სიამოვნებდა. რატიმ თმები აუჩეჩა.
-აირჩიე,- უთხრა ბიჭმა.
-სიმართლე,- არ ჩამორჩა ლოლიკო.
-რამდენად ხშირად იტყულები?
-როდესაც მაიძულებენ წამლის დალევას, განა თქვენ არ მასწავლეთ?- გაეცინა გოგონას.
-იდიოტი, შანსი გავუშვი ხელიდან,- გაეცინა ბიჭს,- სიმართლე.
-რა იყო შენი ყველაზე სულელური საქციელი?
-წინა კითხვა?- კითხვაზე კითხვით უპასუხა რატიმ.
-რატი,- გაბრაზდა ლოლიკო. ბიჭს გაეცინა. გოგონა ძალიან საყვარელი იყო, როდესაც ასე იბერებოდა.
-ერთი გოგო მომწონდა და მასთან ოთახში მინდოდა აძრომა, მაგრამ წყლის მილი, რომელსაც დავეკიდე, ჩატყდა.
-დიდი რომანტიკოსი ყოფილხარ, რატი,- გაეცინა მოზარდს,- ღირდა?მოგცა მაინც?
-მეკითხები კიდეც?- გაიბღინძა ბიჭი, ლოლიკომ კი თავი გააქნია,- აირჩიე.
-მოქმედება,- გარისკა გოგონამ.
-წყალი მომაწოდე,- უთხრა ბიჭმა და მოზარდმაც მაშინვე შეუსრულა,- სიმართლე.
-რა არის შენი ფარული სექსუალური ფანტაზია?- ჰკითხა ლოლიკომ და ინტერესით შეხედა ბიჭს თვალებში. რატი თავიდან ამ კითხვამ დააბნია, მერე კი აზრზე მოვიდა.
-ოჰო, აი კითხვა მესმის... კაცი შემოგხედავს და ბავშვი ხარ, გულუბრყვილო და უმანკო, არადა რა ეშმაკი იმალება შენში არავინ იცის...
-არავინ შენს გარდა,- ჩაუკრა თვალი მოზარდმა,- მიპასუხე,- გაიცინა ლოლიკომ.
-მდამ.. ერთი წუთი მომეცი დასაფიქრებლად,- და მართლა დაფიქრდა,- ალბათ ის, რომ მინდა გოგოსთან უხეში და ბინძური კექსი...- ლოლიკოს გაეცინა კალამბურზე, მაგრამ არაფერი უთქვამს. ბიჭს თვალებში ეტყობოდა, რომ სიმართლე თქვა,- აირჩიე.
-სიმართლე.
-შენი?- დაუბრუნა შეკითხვა რატიმ.
-მინდა ის ჩემი მასწავლებელი იყოს, მე კი მოსწავლე... აი ისეთი, მოკლე კაბებში რომ დადიან. თუნდაც ეს თამაში იყოს,- აიჩეჩა მხრები გოგონამ.
-მართლა არასწორი წარმოდგენა შემექმნა შენზე თავიდან,- გააქნია თავი ბიჭმა,- არც ისე უმანკო ხარ, როგორც გამოიყურები.
-უმანკო რა შუაშია, მეც ადამიანი ვარ და მეც მაქვს ჩემი სურვილები და ინტერესები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ადამიანი ვარ, ან უვარგისი. ჯერ მამაკაცის ალერსის გემო არ ვიცი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქვის ხანის ადამიანივით უნდა მოვიქცე და ჩემი სურვილების შემრცხვეს.
-ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია,- არ დაუმალავს ბიჭს თავისი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა ამის გამო ის გოგონას არც შეიზიზღებდა და არც სხვანაირად შეხედავდა, მაგრამ მენტალიტეტი მაინც თავისას აკეთებდა.
-უცნაურია ობობების ჭამა, პატარა კნუტების დახოცვა, ან თუნდაც ხელების დაჭრა სიამოვნების მისაღებად. მაგრამ ეს ჩემთვისაა უცნაური და არა მათთვის ვინც ამას აკეთებს. ის, თუ რა არის უცნაური, ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია. ვიღაცისათვის ყვავილის მოწყვეტა, უკვე დანაშაულია, რადგან მცენარე ცოცხალია და მას სტკივა. ვიღაც კი მშვიდად მუშაობს ქილერად და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს,- დაასრულა ტირადა გოგონამ და წყლის ბოთლი გამოსტაცა ხელიდან ბიჭს. თავი მოხსნა და ერთ ყლუპად გამოსცალა თითქმის ნახევარი ბოთლი.
-მართალი ხარ,- რატის ისღა დარჩენოდა, რომ დასთანხმებოდა,- ახლა კი სჯობს დავასრულოთ, მეძინება,- უთხრა ბიჭმა, მერე კი პლედზე წამოწვა და თვალები დახუჭა.
რამდენიმე წუთი სიჩუმემ დაისადგურა, მერე კი რატიმ მოულოდნელობისაგან შეჰყვირა. გოგონას ცივი ხელი ფრთხილად შეეხო მუცელზე, მაისურის ქვეშ.
-ლოლიკო, რას აკეთებ?- ჰკითხა ბიჭმა დაძაბული ხმით.
-ხელს ვითბობ,- აუხსნა გოგონამ აუღელვებლად და პლედი, რომელიც მხოლოდ მას ეხურა, ბიჭსაც გაუნაწილა.
იმ ღამეს ლოლიკოს აბსოლუტურად მშვიდად ეძინა, აი რატის კი მოსვენებას არ აძლევდა გოგონას პატარა ხელი, რომლის მისი მუცლიდან აღებაზე არც უფიქრია გოგონას. სამაგიეროდ მთელი ღამის ფიქრის მერე ბიჭმა გადაწყვიტა, რომ მოზარდს დაეხმარებოდა და სამაგიეროს გადაუხდიდა მას, ვინც ეს პატარა, დაუცველი და თავისი ასაკისათვის მეტისმეტად ბრძენი ბავშვი კლინიკაში გამოკეტა.
მეორე დილას, რატი შენობაში შეიპარა, ტანსაცმელი და საბუთები მოიპარა კახას და გიას დახმარებით და დღისით, მზისით, ექიმების, სანიტრების და დაცვის ცხვირწინ გაიპარა ლოლიკოსთან ერთად მათთვის საძულველი ადგილიდან.

...

მირი კაბინეტში იჯდა და ფინანსურ დოკუმენტებს სწავლობდა. დილიდან აფორიაქებული იყო და მისთვის უცნობი მიზეზის გამო ნერვიულობდა. წინათგრძნობა არ ასვენებდა და ეს უფრო აშინებდა. ინტუიციას მისთვის არასოდეს უღალატია.
უეცრად მისაღებში ჩოჩქოლი გაისმა და იმავე წუთს კაბინეტის კარი გაიღო. იმან, რაც დაინახა, აბსოლუტურ აღფრთოვანებაში მოიყვანა მირი - ლოლიკო, რომლის თვალებშიც სიმტკიცის ცეცხლი ღვიოდა. 
გოგონა დამცინავად იღიმებოდა და ამაყად უყურებდა, თითქოს ზემოდან ქვემოთ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თავით იყო მასზე დაბალი.
-გამარჯობა ბიძაშვილო,- მიესალმა გოგონა,- ჩემი სავარძლის დასაბრუნებლად მოვედი.



№1 სტუმარი hipo

miyvarxar ! umagresia es istoriac sigijemde miyvars da icode male gaagrzele raa velodebi moutmenlad ! :(

 


№2  offline წევრი HeeChul-ah

hipo
miyvarxar ! umagresia es istoriac sigijemde miyvars da icode male gaagrzele raa velodebi moutmenlad ! :(


დიდი მადლობა ჩემო კარგო •.• ძალიან მიხარია რომ მოგწონს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა უცნაური თემაა •.• აუცილებლად ვეცდები დავდო რაც შეიძლება მალე
--------------------
Nico nico nii

 


№3 სტუმარი stumari #77

სად დაიკარგეთ, არ გვალოდინო

 


№4 სტუმარი b.j

ძალიან მაგარი ისტორიაა. ხშირად დადე და არ გვალოდინო ხოლმე :**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent