თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (16)
რამდენიმე დღეში უნივერსიტეტი იწყებოდა და ახალი თავის ტკივილიც მემატებოდა... მე და ზუკა ისევ ძველებურად ვიყავით, იშვიათად თუ დაბრუნდებოდა "ენამწარე" და "თვით ირონია"... რასაც ვერ ვიტყვი ნინაზე და აჩიზე, ისევე როგორც მარიზე და მიშოზე.. ნინას და აჩის ქორწილის ამბავი როგორც იქნა მოგვარდა და დათანხმდა ქალბატონი, მოვალეობების და პასუხისმგებლობების მიუხედავად.... მაგრამ იმის მიუხედავად რომ მარის და მიშოს მეექვსე კლასიდან უყვართ ერთმანეთი, ქორწილზე სიტყვას არცერთი არ ძრავს... სასტავი სრული შემადგენლობით ვიყავით ჩართულები ნინას ქორწილის სამზადისში... ბიჭები რესტორანზე და მსგავს საკითხებზე დარბოდნენ.. ჩვენ კი როგორც ყოველთვის კაბებს და მსგავს საკითხებს ვაგვარებდით... -მარიამ აეგდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა ქორწილამდე, ჩვენ კიდევ რამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი... ყვირილით შემომივარდა დილით ნინუცა და გადასაფარებელი გადამხადა.. -აუ ჩემ გარდა კიდე რამდენი ვინმეა სხვა დაიხმარე მეძინება ეეე... თავზე ბალიში დავიმხე და ძილის შებრუნება ვცადე... -გამყრელიძე ეხლავე ფეხზე... -აუ ნინუცა ხუთი წუთიც გთხოვ და ავდგები... -რომელ საათამდე მესიჯობდით წუხელ? -რაა? გაკვირებულმა წამოვყავი თავი და მეხედველობის გასაწმენდად თვალები მოვისრისე.. -რა და ეხლავე გაიგებ... უცებ ამოიღო ტელფონი რაღაც ნომერი აკრიბა და ხმამაღალზე ჩართო... -მირო სად ხარ? როგორც კი ზუმერის ხმა შეწყდა მაშინვე კითხა ნინუცამ და უკვე გამარჯბულის სახით გამომხედა... -ზუკასთან ვართ იმენა ექვსი კაცი ვცდილობთ გავაღვიძოთ და სული ვერ ჩავუთქვით.. -იგივე შემიძლია გითხრა ამ ქალბატონზეც... ერთ ხერხს გასწვლი კითხე რომელ საათამდე მესიჯობდა და მაშინვე წოფრინდება... ღიმილით გაუთიშა ტელეფონი და ისევ მე გადმომხედა... -აბა რას იტყვი?! -ორ საათამდე.. -დარწმუნებული ხარ?! -კაი ოთხამდე... -რამ გააგიჟათ შვილო.. მთელი დღეები ერთად ხართ, შუა ღამს მოგაკითხავს წაგიყვანს იმ "ეშმაკის მანქანით" სადღაც სადღაც და ოთხსაათამდე წერთ კიდე?! -აუ დედას გაფიცებ ეგ "ეშმაკის მანქანა" ბებიაშენისგან ისწავლე ხო?! -მორჩი ტლიკინს აწი ერთი ადგილი და წავედით თორემ ნინა გაგიჟდება.. -კარგი ოღონდ ყავა გამიმზადე უშაქრო და წავიდეთ.. -აუ შენ კიდე უშაქრო ყავა გინდოდა?! კაი მიდი მალე მალე... ნელა წამოვდექი და ლასლასით შევედი სააბაზანოში. უცებ მოვიწესრიგე თავი და სამზარეულოში გავედი... ნინუცა როგორც ყველთვის ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და ვიღაცას რაღაცას გამწარებული უხსნიდა.. უცებ ავიღე ჩემთვის განკუთვნილი ყავა და საკამზე ჩამოვჯექი... -კი კი მალე მოვალ და მივხედავ მაგასა... - ლაპარაკი დაამთავრა და მომაბერებლად გათიშა ტელეფონი.. - მოკლედ რა დროზე ჩაიცვი მერე ნინასთან გავიდეთ, მერე კაბებზე და მერე რესტორანშიც უნდა გავიაროთ... -კაი დროზე წავიდეთ, თორემ ვერაფერს ვერ მოვასწრებთ, ორი საათია უკვე.... -ნეტავ ვის გამო ვერ მოვასწრებთ?! თავისებურად წამკბინა და სამზარეულოდან გავიდა... ბოლო ყლუპიც უცებ მოვსვი და ჭიქა ნიჟარაში ჩავაგდე... ტელეფნი და ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი... ნინუცა უკვე მანქანასთან მელოდებოდა და წინ და უკან დადიოდა... -შევწუხდი უკვე დაჯექი და წავიდეთ... თავის ქნევით დამეთანხმა და საჭესთან მოთავსდა... -რაზე ნერვიულობ?! მოთმინებიდან გამოსულმა ვკითხე და მთელი ტანით მივტრიალდი მისკენ... -აა... რა? აა რო ვერ მოვასწროთ ყველაფრის გაკეთება ნინა გადაგვდგამს და... ბავშივით დაიბნა და ნერვიულად მოისვა კისერზე ხელი.. -ნინუცა -რა?! -რა გნერვიულებს? -ხო გითხარი უკვე?! -ნინუცა პირველი კლასიდან გიცნობ უკვე მესამე კურსზე ვართ და ვფიქრობ საკმარისი დროა, შეუ ბოლომდე შეცნობისთვის, ამიტომ ბოლოჯერ გეკითხები რაზე ნერვიულობ?! -თაზო შემხვდა... ამის თქმა იყო და რთიანად გავშრი... -მერე? ძლივს მოვაბი თავი სათქმელს და ანერვიულებულმა გავხედე.. -ეს მხოლოდ დასაწყისიაო და გაიარა... -კარგი არაუშავს არავის არაფერი არ უთხრა ამის შესახებ მითუმეტეს ბიჭებს.. ანერვიულებულმა ვუთხარი და გზას გავხედე... ნინასთან მისვლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ორივე დაძაბულები ვისხედით და მომხდარზე ვფიქრობდით.. რეალობას მხოლოდ ნინას ხმამ დამაბრუნა.. -მარიამ გამოფხიზლდი -რა ხდება? -რა ხდება კი არა ყავა გინდა? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სავარძელში ჩავესვენე.. -რა ჭირს ამას? ბინდოვნად გავიგე მარის შეშინებული ხმა და ისევ ფიქრებში გადავარდი... მთელი დღი განამვლობაში ვერ გავიგე რას ვაკეთებდით.. კაბის არჩევაზე ხუთიე ცალ-ცალკე გავაგიჟე... ყველაზე ერთი და იგივე ტექსტი მქონდა... "კარგია" და ისევ გამოვეთიშებოდი სამყაროს... ისიც არ მახსოვს ჩემი კაბა როდის ვიყიდე ან საერთოდ როგორი ვიყიდე.... ფიქრებიდან საბოლოოდ საყვარელი სხეულის ჩახუტებამ გამომიყვანა... მთელი ძალით მოვხვიე ზუკას ხელები და თავი მის კისერში ჩავრგე... -როგორ მომენატრე შენ ხომ არ იცი.. ყური მიჩურჩულა და იქვე მაკოცა.. საპასუხოდ უფრო ძლიერად ჩავეხუტე და ყელში ვაკოცე.... -ყველაფერი რიგზეა? თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და ოდნავ მოვშორდი... -გვრიტებო შემოდით შიგნით და შეგვფასეთ ნაშრომი... მყუდროება ნიკუშას ირონიულმა ხმამ დაგვირღვია... -გამასწარი ეხლა აქედა. ერთი კარგად შეუბღვირა ზუკამ და დარბაზში შევიდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.