შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი წავა და ბედნიერება მოვა (თავი 2)


3-05-2016, 02:28
ავტორი lanukk
ნანახია 1 964

სკოლაში მისვლისას ლიზა მეგებება:
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-ვის ატყუებ ჰა?
-არა გოგო რა ვიტყუები,მართლა კარგად ვარ
-კაი რა,თვალებზე გეტყობა ყველაფერი
-რა თვალები, კაი ღადაობ?
-მარიამ,ხო იცი ყველაზე მეტარ რომ მიყვარხარ,მაგრამ ტყუილი არასდროს გამოგდიოდა და ეხლაც არ გამოგის.გთხოვ მე მაინც ნუ მომატყუებ რომ კარგად ხარ, კარგად ვიცი რომ იმ დღეს ვერ ივიწყებ, და ისევ შენ თავს ადანაშაულებ, მაგრამ ის არგესმის რომ შენი ბრალი არ იყო რაც მოხდა.
-ლიზ, გთხოვ ამაზე საუბარი არ მინდა.
-კარგი.
კლასში შესულს კლასელები თვალებგაბრწყინებულნი დამხვდნენ,ყველა კარგ ხასიათზე იყო, თუმცა ამის მიზეზს მაინც ვერ ვხვდებოდი,ბოლოს მომბეზრდა მათი მზერის ყურება და ლიზა გადავულაპარაკე:
-ამათ რა ჭირთ?
-შენ რა არიცი?
-რა უნდა ვიცოდე?
-ვიღაც მე-12 კლასელი გადმოვიდა ჩვენთან, ამბობენ ძაან სიმპატიურია, თან შეყვარებულიც არ ყავს, და ამათ იმედი მიეცათ.
-ვაიმე, როგორ ვერვიტან ეგეთებს, თავი მაგარი ვინმე გონია უეჭველი ხო?
-რათქმაუნდა, აბა ისე როგორ.
მასწავლებელმა შეგვამჩნია რომ ვლაპარაკობდით:
-როგორც ვხედავ ახალი გაკვეთილი გაიგეთ, ხომ ასეა?
მე მომაჩერდა:
-რათქმაუნდა
-მაშინ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, გაკვეთილიდან კითხვებს უპასუხეთ
-როგორც იტყვით.
ეს მასწავლებლები ვერასდროს ისწავლიან ჭკუას რა, მაინც ვერ გამომიჭერთ ტყუილად ცდილობთ, ვფიქრობდი ჩემთვის, ალბათ გიკვირთ ასეთი თვითდაჯერებული რატომ ვიყავი, მიზეზი ადვილი იყო წინასწარ მე-11 კლასის პროგრამა გავლილი მქონდა და ყველაფერი ვიცოდი.ამიტომაც მასწავლებელმა ვერ ჩამჭრა, ბოლოს ზარიც დაირეკა და გარეთ გავედი, კლასში ჩახუთულობა იყო და უკვე ცუდად ვიყავი,ჰაერი არ მყოფნიდა. არ გაგიკვირდეთ ასე ხშირად მემართება.ბოლოს ჰაერზეც გავედი, წყალს ვსვამდი როდესაც ვიღაცამ დამიძახა:
-ჰეი შენ.მეც მისკენ გავბრუნდი
-დიახ.
-შეგიძლია წყალი მომცე?
-რათქმაუნდა.წყალი მივუტანე როდესაც:
-შენც სხვებისნაირი ბო*ი ხარ ხომ ასეა?
-ბატონო?
-როგორც სხვები ოღონდ რაღაც დაგავალო ეგრევე მომიტან რომ მომეწონო არა?
აი ამ სიტყვებზე ამასხა,საერთოდ დიდი მოთმინებით გამოვირჩები და თუ ვინმე რამეს მთხოვს თუ შემიძლია სურვილს ვუსრულებ,მაგრამ შეურაწყოფის მიყენება მხოლოდ იმის გამო რომ ადაიმიანს თხოვდა შევასრულე, ეს უკვე ზედმეტია.
-უკაცრავად?ვინ ბრძანდებით?და საერათოს ესე როგორ მელაპარაკებით?სხვებისნაირი არ გეგონოთ, უბრალოდ წყალი მოგიტანეთ და ამის გამო შეურაწყოფა მომაყენეთ, ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან იმას აკეთებთ და სანამ სრულ ჭკუაზე ვარ გაეთრიეთ აქედან და თვალში არ მომხდეთ ჯობია.გასაგებია, თუ სხვანაირად დაგელაპარაკოთ?
-ძაან მაინტერესებს სხვანაირად როგორ დამელაპარაკები შე ბო*ო?
აი ამაზე მუშტი მოვმუშტე და სიფათში გავარტყი, ყოველთვის კარგი ძალა მქონდა და ვვარჯიშობდი.ამაზე გადაირია უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ არ დავაცადე, ხელი კისერში მოვუჭერი:
-ეხლა შენ მომისმინე,სულ არ მაინტერესებს ვინ ხარ რა გაგაჩნია და ა.შ. შენ კიდევ ერთხელ შეურაწყოფას მომაყენებ და ამაზე უარესს დაგმართებ,კარგად არმიცნობ და არიცი რა შემიძლია, იმით ნუ სარგებლობ რომ გოგო ვარ და დაცვა არ შემიძლია,კარგადაც შემიძლია და შენთვისვე გირჩევ რომ მეტი აღარ შემეფეთო სადმე, თორემ უარესი მოგივა და როგორც ხედავ ჩემი სიტყვის შენახვა შემიძლია.გასაგებია?
ხელი ვუშვი და გაბრაზებული გამოვედი იქედან, ჩანთას ხელი მოვკიდე, და სკოლიდან წამოვედი.სახლში მივედი,აბანოში შევედი, როგორც კი გამოვედი ვიღაც რეკავდა, ლიზი იყო:
-ხო გისმენ
-ხო მისმენ კიარა გოგო სად ხარ?ნორმალური ხარ?ალექსანდრე კვლდიაშვილს რატო დაარტყი?
-ღირსი იყო
-გიჟი ხარ, იცი რა გაბრაზებულია?
-ამ ჩემ ფეხ*ს აგერ რა, სულ არ გაბრაზებულია თუ გახარებული?იმის იქეთ წასულა, მე არ შემხვდეს ჯობია თორემ კიდევ იგივე ბედი ეწვევა.
-სად ხარ?
-სახლში,გამოხვალ?
-კი,ორწუთში მანდ ვიქნები.
-კაი გლოდები,მიდი.
მართლაც მალე მოვიდა და როგორც კი კარი გავაღე, ეგრევე მეცა და თითქმის ტანსაცმელი ჩამხადა რამე ხოარ მჭირდა, ან დაჭრილი ხოარ ვიყავი.
-რა გიჟივით ხარ გოგო რა გჭირს?
-შენ ყველაზე პოპულარული და მდიდარი და რავიცი კიდე ვინ ის ბიჭი ცემე და კიდე მე ვარ გიჟი?
-ვაიმე ვცემე არა ის კიდე, ერთი გავულაწუნე.
-ვიცი მე შენი ერთი გალაწუნება.
-ოოო, ამის გამო ამხელა ამბები ატყდა?
-ხო, და ხვალ დაგერხევა, თუარ გიჩივლა გადარჩები.
-ეგღა მაკლია ვიღაც ლაწირაკმა და ღლაპმა მიჩივლოს, აქეთ არ ვუჩივლო რა, უზრდელი, საზიზღარი.
-კარგი,კარგი დამშვიდდი.
-უი გოგო ყავა გინდა?
-კი დამისხი თუარ გეზარება.
დავუსხი ცოტა ვეჭორავე, და წავიდა.მალე 12საათი მოვიდა, ამდენი ლაპარაკით კინაღამ დამავიწყდა რომ ელენეს და ნანკას უნდა დავხვედროდი(დას და ბიძაშვილს).სასწრაფოდ აეროპორტში წავედი, და ახალ მისული ვიყავი რომ თვითფრინავი დაეშვა.როგორც კი ჩემები ვნახე თვალები გამიბრწყინდა:
-ვაიმე როგორ მომენატრეთთთ,თქვენ არიცით.
მთელი ხმით ვყვირი და მათკენ სირბილით მივდივარ, ვეხუტები იქამდე სანამ არცერთს არ გავგუდავ.
-კარგი ანი გეყო რა,დავიხჩე.
-მოგიხდებათ ორივეს, აბა რომ მანერვიულეთ ის კარგი იყო?
-აუ ბოდიში ხომ მოგიხადეთ ორივემ.
-ჰო კარგი კარგი წავედით არ გშიათ?
-ძაან.
ორივეს ისეთი სახეები ჰქონდათ ცოტაც და ვიტირებდი.სახლში მისვლას აზრ არ ქონდა ისეთი არაფერი მქონდა ესენი რომ დამენაყრებია და ვენდიში წავიყვანე.ორივე გავხეთქე და სახლში წავედით,გოგოებს ყველაფერი მოვუყევი,ისინი იმის მაგივრად რომ დარიგება მიეცათ, ბოლო ხმაზე იცინოდნენ, კიდე რომ მკითხავენ ვის გავხარო.იმდენი ვიცინეთ ბოლოს მუცელი გვტკიოდა.როგორც კი საწოლში დავწექით მაშინვე ჩაგვეძინა.იმ ღამეს კარგად მეძინა, ასეთ დღეებში საერთოდ არ მესიზმრება კოშმარები.დილაც მშვენივრად გათენდა, კარგ ხასიათზე ვიყავი იქამდე სანამ სკოლაში მივედი.

გამარჯობათ ბავშვებო!
ესეც მეორე თავი, გთხოვთ იაქტიურეთ და თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარეში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent