შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი(თავი I)


3-05-2016, 09:42
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 2 166

ფეხის ხმა ხშირდება,გამხმარ ფოთლებზე ფეხშიშველი მივრბივარ. გავრბივარ... ძალიან სწრაფად მივრბივარ.შიში მიბყრობს და სუნთქვა მიხშირდება. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმის. ეს რა ჯანდაბაა? ვის გავურბივარ? ან საით გავრბივარ? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი რომ უნდა გავიქცე. ტანზე საღამურები მაცვია, ირგვლივ კი მხოლოდ შებინდებული ტყე და ნესტიანი ნიადაგია. არა, მორჩა მეტი აღარ შემიძლია უნდა გავჩერდე და სირბილი შევწყვიტო. მაგრამ ფეხებს ვერ ვიმორჩილებ. ეკა, გაჩერდი! შემოვუძახე საკუთარ თავს და სველ მიწაზე მუხლებით დავეცი. ისევ ფეხის ხმა მესმის, ახლა უფრო ახლოსაა, გამხმარი ფოთლების შრიალი იმატებს და მხარზე შეხებას ვგრძნობ. თავს უკან ვაბრუნებ და დაახლოებით ჩემი წლოვანების ბიჭს ვხედავ. ისევ შიში, ასწრაფებული გულის ცემა. და თვალებს ვახელ...
ღმერთო, ეს უბრალო კოშმარი იყო! მორიგი სიზმარი! ცივ იატაკზე ფეხშიშველი გადმოვედი და ეს სიცივე მსიამოვნებს კიდეც. ოთახში შუქი ავანთე და ირგვლივ მიმოვიხედე. ყველგან ნახატებია. 25 ნახატი... 25 ერთიდაიმავე ადამიანის პორტრეტი. სხვადასხვა შინაარსის სიზმარი ერთი და იმავე პერსონაჟებით. უკვე დავიღალე! ვერ ვხვდები ვინ არის ეს ბიჭი და ამ რამდენიმე თვის მანძილზე სულ მასზე რატომ ვხედავ სიზმრებს? ლოგინიდან ვდგები და წყლის დასალევად,სამზარეულოში, მივდივარ. დრეფანში ფეხშიშველი გავდივარ და სიზმრის ფრაგმენტებს თავიდან ვერ ვიშორებ. საკუთარ თავზე ნერვები გამუდმებით მეშლება, რადგან რაც ის მესიზმრება მას შემდეგ მის სახეს, გამოხედვას და თვალებს ვერ ვიშორებ გონებიდან.პირველივე სიზმრის შემდეგ გამუდმებით მასზე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა რომ ის არარეალურია, მხოლოდ ჩემს სიზმრებში არსებობს. ეგ სიზმრის ქურდი გამუდმებით მესიზმრება და ამის შემდეგ მისი დახატვა მინდება. ამიტომ მეც ვხატავ. ასე და ამგვარად შეიქმნა ის 25 პორტრეტი, რომელიც მე დავხატე. კარადიდან დიდ ჭიქას ვიღებ და მაცივრიდან ცივ წყალს ვასხამ.მერე ისევ კიბით მაღლა ავდივარ და სანამ ოთახში შევიდოდე ჩემს ძმას დავყურებ მძინარს. ნეტა მე როდის მეღირსება ასეთი მშვიდი ძილი, ყოველგვარი კოშმარებისა და უცნობების გარეშე.
________________________________________________________________________
-ყავა გინდა თუ ჩაი?-ადუღებული წყალი ფინჯნებში ჩავასხი და დეიდას შევხედე, რომელიც საბუთების მოწესრიგებით იყო გართული.
-უშაქრო ყავა,ეკა. სკოლაში რა ხდება ახალი? ექსკურსიაზე როდის მიდიხართ?
-ექსკურსია 2 კვირაში გვაქვს. მაგრამ დეიდა ეს ექსკურსია ხომ ნებაყოფლობითია, თან მერე იქიდან ლაშქრობაში მიდიან და იქნებ არ წავსულიყავი?-ვუთხარი და დავიმანჭე. დიდად არ მიყვარს ეს ექსკურსიები და რა ვქნა? ბავშვობიდან ასე ვიყავი. სულ ძალით მატარედა-ხოლმე დედა.
-არავითარი უარი. ეკა ხომ იცი რომ ბოლოს მაინც ჩემსას გავიტან და მაგ ექსკურსიაზე წახვალ!!! მთელი წლის მანძილზე არსად არ წასულხარ სულ სწავლობდი და შენ ეს დაიმსახურე. წადი და კლასელებთან ერთად გაერთე, იქნებ მოგეწონოს ლაშქრობა?!-უნდა შევპასუხებულიყავი, როცა ოთახში ბებია შემოვიდა.
-კატერინა, ბებია, ჩემი სათვალე სად არის არ იცი? ამდენი ხანია ვეძებ და ვერ ვიპოვე. ვაი დედა, რაღაც ვერ ვარ კარგად მგონი წნევამ ამიწია. არა ისე ამ დათოს ხელში კიდე კარგად ვარ.-დათო ჩემი ძმაა- ღმერთო, შენ გვიშველე რა მაიმუნი ბავშვია!!!-ქოთქოთით შემოვიდა ბებია და თან სათვალეს დაუწყო ძებნა აქეთ-იქით.
-ნუ ნერვიულოდ ბებია,ვიპოვე შენი სათვალე-ვუთხარი და ჩამეცინა.
-მართლა,კატერინა?-ეს ჩემი სრული სახელია- სად არის?-მითხრა და თვალებში შემომციცინა.
-თავზე გიკეთია-ვუთხარი და სიცილი დავიწყე.-ბეე, დედიკოს არ დაურეკავს? ასე მითხრა რაღაცა უნდა გამოვგზავნოო?!-ვუთხარი და ჩაი მოვსვი. მან სათვალე ცხვირზე დაიკოსა და მითხრა:
-არა, ეკა არ დაურეკავს და გუშინ ჩვენ რომ ვურეკავდით ზურამ აიღო და ასე გვითხრა ძალიან დაღლილი მოვიდა და სძინავსო.
-კაი მაშინ სკოლიდან რომ მოვალ მე თვითონ დავურეკავ. ეხა წავალ თორემ დამაგვიანდება სკოლაში.-სავარძელში მისვენებული ზურგჩანთა მხრებზე მოვიკიდე და სახლიდან გავედი. ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის პონზე გზა განვაგრძე სკოლისკენ. დედა და მამა ანუ ნინო და ზურა იტალიაში არიან წასულები სამუშაოდ. რაც ბინა დავკაგეთ მის მერე იქით არიან და მას შემდეგ აღარ მინახავს(სკაიპს თუ არ ჩავთვლით). დათო ჩემი ძმაა, 6 წლისაა ჯერ ახლა შევიდა სკოლაში. ძალიან ცელქია, მაგრამ ამის დამიუხედავად მაინც დიდი ადგილი უკავი ჩემს ცხოვრებაში. ჩემი დაქალი ანაა. დიდი ხანია უკვე ვმეგობრობთ და ერთ კლასშიც ვსწავლობთ. ის არამარტო ჩემი დაქალი, არამედ მესაიდუმლე და მრჩეველიცაა. მას ძალიან ვენდობი.
სკოლის შესასვლელში შევედი კიბეებს ავუყევი. ის იყო კლასში უნდა შევსულიყავი რომ ადგილზე გავქვავდი. დერეფანში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და ჩემთვის ბევრ უცხოს მოეყარა თავი, თუმცა ერთი ადამიანი ძალიან, ძალიან ძალიან ჰგავდა" ჩემს" სიზმრის ქურდს . არა ის უბრალოდ კი არ ჰგავდა არამედ ზუსტად ის ადამიანი იყო. ასე გაოგნებლი რამდენიმე წუთი ვიდექი მერე კი გონზე რომ მოვედი. სწრაფად საკლასო ოთახში შევედი.



№1 სტუმარი tamuna

Ohooooo dzalian mainteresebs gagrdzelebaaaa aba shen ici magaria<3

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

tamuna
Ohooooo dzalian mainteresebs gagrdzelebaaaa aba shen ici magaria<3

აუცილებლად გავაგრძელებ. მიხარია რომ მოგწონს.

 


№3  offline წევრი ნეპტუნიელი

okay
არ მომეწონა.
არაფერი.

კიბატონო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent