შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (1-17)


4-05-2016, 02:20
ავტორი summer girl
ნანახია 3 918

1
-აუ მარიამ დროზე რა, შენ გამო ყოველთვის ყველგან როგორ უნდა აგვიანებდე!!
დილაუთენია თავზე ნინუცა დამადგა და გადასაფარებელი გადამხადა..
-აუ მაყაშვილო მოშორდი, დამაძინე, მიხედე შენ ბერეკაშვილს და დამასენე...
ბუზღუნით ამოვილაპარაკე და გვერდი ვიცვალე...
-კი ბატონო, ჩემი ბერეკაშვილი მიხედილია და სხვათაშორის ქვემოთ გველოდება მიროც და მთელი უნივერსიტეტიც...
უცებ ვჭყიტე თვალები და ელვის სისწრაფით წაოვვარდი ლოგინიდან.. ტანსაცმელს ხელი დავავლე და უცებ ჩავცვი... იქაც წინა დღეს დედაჩემის ჩალაგებულ ბარგს გადავხედე და ოთახიდან გავედი...
-მზად ვარ...
ბოლო ხმაზე დავყვირე და ჩემოდანი კარებთან მივათრიე... ჩემებს უცებ დავემშვიდობე და ნინუცათან ერთად დავტოვე სახლი...
-დიდება შენ გამოჩენას გამყრელიძე გაგონილა ამდენხანს ლოდინი?
გმოჩენისთანავე მკითხა მირომ და დიდიხნის უნახავივით ჩამეხუტა...
-გოგო 23 წლის ხდება და დაგვიანებას ვერ გადაეჩვია...
ავტობუსიდან თავი გადმოყო ნიკუშამ და თვალი ჩამიკრა...
-კუმ ფეხი გამოყო...
უფრო ნინუცასთვის ჩავილაპარაკე და ორვე ფხუკუნით ავედით უკვე სავსე ავტობუსსში..
-როგორც იქნა დადგა ნანატი დღე
აღფრთოვანებით წამოიყვირა უკნიდან ნინიამ...
აღფთოვანებით შევხვდით ამას დანარჩენი საზოგადოებაც და ნინიას ყვირილს ჩვენც შევუერთდით...
-მთელი ერთი თვე ერთად ნუცა...
სიყვარული ჩაილაპარაკა მირომ და ნინუცას გახედა...
-ხო სვანეთი, მე, შენ, ბავშვები და ეს მარტოსული...
თითი ჩემკენ გამოიშვირა და თავისი საფირმო სიცილით დაგვაჯილდოვა...
-კაი ნინუცა მორჩი და ისე თქვენ მთელი გზა ესე აპირებთ ჯდომას??
წარბაწეულმა გადავხედე ჩახუტებულ წყვილს და სახე რაღაცნაირად "დავმანჭე"...
-აჰამ
ორივე ერთდროულად დამეთანხმნენ და გამიღიმეს...
-უიმეე...
შეწებულმა ვთვქი და გავეცალე... ცარიელი ადგლი მოვნახე და ფანჯრისკენ დავჯექი.. კიდევ ნახევარი საათი მოგვიწია ერთ ადგილას დგომა, ბოლოს ლოდინით დაღლილმა უკვე დაწყნარებულ ავტობუსს გავხედე და ბავშვების გადათვლა დავიწყე...
-აუ ყველანი ვართ და აღარ გავდივართ?
მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და სკამზე მუხლებით დავდექი..
-ხუთ წუთში მოვა ჩემი ძმაკაცი და წავალთ..
თვალები არც გაუხელია ნიკუშამ ისე მითხრა, მეც ძველ მდომარბაში დავბრუნდი და ლოდინი დავიწყე..
-აუ გავიდა ხუთი წუთი სადაა...
-ვაიმე შვიდთვიანო!.. - გაღიზიანებულმა მომაძახა ნიკამ და თვალების გახელაც ინება - მოდი უკვე...
ხელით მაღალი სილუეტისკენ მიმანიშნა და გამარჯვებულის ღიმილი აიკრა სახეზე...
უკნიდან ნინუცას და მიროს შეწუხბული სიცილის ხმა ისმოდა და ორივე მამისმკვლელი სახით გავხედე და მაშნვე დადუმდნენ..
სავარძელში უკეთესად მოვთავსდი და ყურსასმენებიც მოვირგე...
-ესეიგი ორ წუთში გავდვართ და ვისაც რამე გინდათ ჩანთებიდან მოსაცმელები რამე ამოიღეთ, თორემ ავტობუსი სვანეთამდე არ გაჩერდება..
ხმამაღლა წამოიძახა ჩემმა კურსელმა და თავისი ადგილი დაიკავა...
ავტობუსს რომ გადავხედე მაქსიმუმ 15 ადამიანი ვყოფილიავით და ამ ფაქტით ნასიამოვნებს გამეღიმე...
აი ის სანატრელი მომენტიც ავტობუსიც დაიქოქა და სვანეთისკენ მიმავალ გზას დაადგა...
-აეე სვანეთი მოვდივარ დამხვდი
სიჩუმე ახალმა დაარღვია და ჩემ გვერდზე ადგლი დაიკავა... მიუხედავად იმისა, რომ ფეხები მშვენივრად მელაგა სავარძელზე..
-ოე იდიოტ ფეხებზე მაზიხარ და მეტკინა...
-რა პრობლემაა..
თავისთვის ჩაილაპარაკა ფეხებში ხელ მომკიდა თვითონ დაჯდა და ჩემი ფეხები მუხლებზე მელაგა...
-იდიოტი..
ჩემთვის ჩავილაპარაკე და ფეხები ჩამოვაწყვე..
-ზუკა სასიამოვნოა..
დებილივით გამიღიმა და ხელი გამომიწოდა...
-მარიამი
უცებ ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი..
-ისე მარიამ კარგად გელაგა ფეხები და მე არ მაქვს პრობლემა, თუ შენ...
ირონიით მითხრა და გზას გახედა..
-ესე კომფორტულად ვარ...
არც მე დავაკელი ირონია და ყურსასმენები გავიკეთე..
-ენამწარე..
მაინც გავიგე მისი ირონიული ხმა და ნერვებ მოშლილმა და ფანჯრიდან ყურება დავწყე...
"მარიამ, არ ეუხეო იქნება შენი ბედია გოგო.."
ტელეფონს დავხედე და ნინუცას შეტყობინების წაკითხვისას გამეღიმა...
"იოცნებოს"
უცებ ვუპასუხე და თვალები დავხუჭე...
ყოველთვის როცა დიდ მანძილზე მიწევს მგზავრობა გზაში ყოველთვის მეძინება ხოლმე, არც ეს დღე იყო გამონაკლისი...
ნელ-ნელა ვგრძნობდი თვალები როგორ მეხუჭებოდა, არც მე აღარ გავუძალიანდი და სიზმრებში გადავეშვი...
ძილშიც ვგრძნობდი მწველ მზერას და რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლბოდა....
-მარუს ნელნელა გაიღვიძე რა...
თვალები ზანტად გავახილე და მოშტერებულ ნინუცა გავხედე..
-ჰოუ
ჩახლეჩილი ხმით ამოვილაპარაკე და თვალები მოვისრისე...
-მალე ჩავალთ და გამოფხიზლდი რა....
უცებ მომახალა და თავისი ადგილისკენ წავიდა...
მხოლოდ ეხლა დავაკვირდი, რომ თავი რაღაც რბილზე და ამავდროულად მაგარზე მედო, ნელა გავიხედე გვერდე და ირონილად მომღიმარი ზუკას სახის დანახვისას ელდანაცემივით გავსწორდი...
-არა ისე, კაცმა რომ იკითხოს კაცები ვართ უნამუსოები, რამდენიმე საათის გაცნობილ გოგოს რო წავეფლირტავებით....
არანაკლებ ურონიული იყო მისი ხმა და ნერვები უფრო ამეშალა...
-არაუშავს როგორმე ავიტან თვით ირონიაზე "ძილს"..
-და როგორ ფიქრობ თვით ირონია აიტანს გაუტუცებული გოგოს მის სხეულზე ძილს?!
რაღაცნაირი მზერით გამომხედა და ყველანაირი პასუხი რაც კი შემეძლო ამ მომენისთვის მეთქვა ჯანდაბაში იყო წასული...
-იდიოტი ხარ..
მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და გაბრაზებული წამოვფრინდი, ისედაც მოკლე შორტი უფრო ზემოთ ასულიყო, უცებ გავისწორე და ზუკას არეულ სახეს გავხედე
-გამატარებ თუ გადაგაფრინდე?!
-შემდეგში უფრო გრძელი ჩაიცვი, გაივალისწინე სვანთში მივდვართ და არა ზღვაზე...
უხეშად მითხრა და გასვლის საშუალება მომცა...
-იდიოტი, ხეპრე, დეგენრატი...
ლანძღვით მივედი ნინუცამდე და პირდაპირ კალთაში ჩავუჯექი..
-რა იყო ვინ გააბრაზა ჩემი საცოლის გიჟი დაქალი?
ღიმილით გამომხედა მირომ და წინ ჩამოყრილი თმები უკან გადამიწია...
-შენი ძმაკაცის ძმაკაცმა...
ბუზღუნით ამოვილაპარაკე და მაყაშვილის კალთაში უკეთესად მოკალათდი...
-ფაქტურად ჩემი ძმააა, წავალ პასუხს მოვთხოვ...
ღიმილით გაგვეცალა და თავისუფალ ადგილას გადავჯექი....




2
დაწვრილებით მოვუყევი ნინუცას ყველაფერი და ისიც სიცილით იგუდებოდა, შიგადაშიგ უაზრო კომემტარებსაც ჩაურთავდა და ჩემ მოთმინებასაც ცდიდა...
კიდევ კარგი მალევე ჩავედით და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მოვახერხე, თორემ რომელიმე აუცილებლად შემომეცემებოდა...
ბუნება რაღაც სასწაული იყო... ულამაზესი მთები, ცაც სულ სხვა ფერის იყო... სუფთა ჰაერი...
მართლაც, მოხოლოდ მთებშია თავისუფლება....
-ესეიგი გეგმები შეგვეცვალა -უცებ წამოყო თავი ნუკამ (ექსკურსიის ორგანიზატორი) - მხოლოდ ერთი კვირა ვიქნებით სვანეთში, მერე კი ზუსტად ერთი დღით ჩავალთ თბილისში და მეორე დღესვე წავალთ ზღვაზე, რა თქმა უნდა ვისაც სურვილი აქვს, მოსაფიქრებლად ზუსტად ერთი დღე გაქვთ..
უცებ დააყოლა და გაჩერებული ავტობუსიდან ჩავიდა.....
-ხო წამოხვალ მარიამ?
გვერდიდან ნინუცა ამომიდგა და მუდარით სავსე მზერით გამომხედა....
-არა შანსი არაა
კატეგორიულად ვთქვი და ბარგი სახლშ შევიტანე...
თხუთმეტი ადამიანიდან, გოგო მხოლოდ ექვსნი ვიყავით, ამიტომ მგვიწია სხვადასხვა საქმეების გადანაწიელება... პირველ დღეს კი გაერთიანებული ძალებით შევუდექით მთელი სახლის დალაგებას, ბოლოს ოთახებიც გადავინაწილეთ და ბედნიერები გავეშურეთ ოთახებისკენ... მეორე სართულზე ოთხი საძინებელი იყო, მესამეზე კი სამი... გოგოებმა ერთად გადაწყვიტეს ყოფნა, მირო როგორც ვირი ისე გაჯიუტდა, თუ ნინუცასთან ერთად არ ვიქნებიოთახში ეხლავე წავალ თბილისშო, ნინუცამაც აწყლიანებული თვალებით გადმომხედა და იძულებული გამხადა ერთადეთი დაქალიც დამეთმო...
-კარგი ჰო მოიშორე ეგ სიფათი და აფერისტობის გარეშე თუ შეიძლება...
უცებ მივაყარე და ერთადერი თავისუფალი ოთახიაკენ წავდი და ისიც მესაე სართულზე...
კარები ნელა შევაღე და ოთახს თვალი მოვავლე..
-იცხოვრება
ჩემთვის ჩავილაპარაკე და ტანსაცმელები ამოვალაგე...
კმაყოფილმა მოვავლე თვალი ჩემი გემოვნებით მოწყობილ ოთახს თვალი და ბედნიერმა გავაღე კარი გასასვლელად და....
ოჰ ღმერთო მე ხომ ბედი არ მაქვს..
-ვააა ენამწარევ აქ ხარ?
ირონიულად მითხრა და ცალი წარბი მაღლა აზიდა..
-ჰო თვით ირონიავ, როგორც ხედავ...
არც მე დავაკელი ირონია და კურტუმოს ქნევთ ჩავედი პირველ სათულზე...
-ყავა ვის უნდა? - სხვათაშის ვიკითხე და აწეულ ხელებზე გამეცინა.. - კარგით, რომელიმე წამომყწვით დამეხმარეთ
ღიმილით გავხედე გოგოებს და სამზაეულოსკენ წავედი...
-ჰო მიეხმარეთ, თორემ დალეწავს რამეს...
-ვიხუმრეთ?
წარბაწულმა გავხედე და ნინუცას დაქაჩული თვალები დავაიგნორე...
-აა ხო გამახსენდა ენამწარეები ხუმრობებს ვერ იგებენ...
ირონილად მითხრა და ნიკას და მიროს შუაში ჩაჯდა...
რაღაცის თქმას ვაპირბდი, თუმცა ნინუცამ მკლავზე დამქაჩა და სამზარეულოში რასაც ქვია შემათრია...
-რა დღეში ხარ მარიამ?
გაბრაზებული ტონით მითხრა და ჩაიდანი გაზზე დადგა...
-იდიოტი, დეგენერატი....
ისევ ვაგრძელებდი ზუკას ლანძღვას და ნინუცას სიტყვებს ყურსაც არ ვუგდებდი...
-მარიამ! რა გჭირს, არც კი მისმენ..
ნინუცას ხმაში აშკარად იგრნობოდა გაღიზიანება და მხოლოდ ახლა გავხედე...
-არაფერი ნინუცა, უბრალოდ ვიღაც ვიღაცეები მიშლიან ნერვებს და ენას ვერ იმოკლებენ..
უცებ მივაყარე სათქმელი და გამზადბული ყავა მისაღებში გავიტანე...
სავარძელში ჩავჯექი და ფეხები მოვკეცე...
-იქნებ სხვებსაც უნდა დაჯდომა?!
ისევ ეს უსიამოვნო ხმა, ნელა გავხედე მომღიმარ ზუკას და ცხოვრებაში პირველად ადამიანის მოკვლის სურვილი გამიჩნდა...
-არაუშავს, იპოვიან ადგილს...
ნაგლურად გავუღიმე და ტელვიზორს უაზროდ მივაშტერდი...
-ენამწარე..
მაინც გავგე ვითომ ჩუმად ჩალაპარაკებული სიტყვა და სახეზე სიმწრის ღიმილმა გადამირბინა...
-ესეიგი - მისაღებში ნუკა შემოვიდა და ბლოკნოტში რაღაცეებს იწერდა - დღეს მთელი დღე სახლში ვრთ, ხვალ დილის ცხრიდან ვიწყებთ ექსკურსიას, გახსოვდეთ მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს..
გაგვაფრთხილა და ისევ თავის ოთახში ავიდა..
-გაგიჟდება ეს გოგო თუ სულ ფურცლებს უყურა..
დანანებით ჩაილაპარაკა ნინიამ და ვატოს მიეხუტა...
-ჰო
უცებ დაეთანხმა ნინაც და აჩის ბოლო ნატეხი შოკოლადიც ააცალა და ლოყაზე ხმაურიანი კოცნი კვალი დაუტოვა..
-აუ კარგით რა არ მოგბეზრდათ ამდენი კოცნა პროშვნა?
ამრეზით იკითხა ნიკუშამ და სახე რაღაცნაირად დამანჭა...
-მაპატიე ნიკუშ მაგრამ მხოლოდ იმის გამო რო შენ არ გსიამოვნებს, ნინუცას რომ არ ვაკოცო მოვკვდები
უცებ გაცა პასუხი მირომ და ნინუცას ლოყაზე აკოცა..
გამეცინა მის ამ საქციელზე და ღიმილით გავხედე უკვწ გამორთულ ტელევიზორს..
მთელი იქ ყოფნის პერიოდში ვიღაცის მწველი მზერა მიწვავდა და სახეს და არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა...
ღამის თორმეტი საათი იყო, მხოლოდ მე და ნიკუშა შემოვრჩით მისაღებში და ისიც წასვლას აპირებდა..
-ძილინებისა მარიამ
თბილად დამემშვიდობა და მეორე სართულზე ავიდა
-ძილინებისა
უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად... მალევე გავიმზადე და საძინებელში ავედი...
პენუარი გადავიცვი და ლოგინში შეწოლას ვაპირბდი, როცა თავში რაღაც იდეა მომივდი... ხალათი შემოვიცვი, პლედიც მჭიდროდ შემვიხვიე, ყავა ავიღე , აივანზე გავედი და მოაჯირს დავეყრდენი...
მაინც რა ლამაზია სვანეთი...
ჩემთვის გავიფიქრე და ჩაბნელებულ მთებს გავხედე...
ფიქრებში გართულმა ვერ გავიგე მეორე სილუეტის გამოჩენა, გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ზურგა უკან ცხელი სუნთქვა ვიგრძენი..
-აქ რას აკეთბთ ენამწარევ?
ირონიული ტონი არ მოუშორებია ისე მკითხა, მეც მეტი რა მინოდა, უარესად ამეშალა ნერვები და გაღიზიანებული შევტრიალდი...
-ვაა ენაც გადავყლაპეთ? თუ შეწინააღმდეგებას შევეშვით?
გვერდზე ამომიდგა და ცინიკური სახით გამომხედა..
-რა გინდა ზუკა?
-ვააა "დაჟე" ზუკა?! აღარ ვარ "თვით ირონია?"
სიცილით მითხრა და ჰორიზონტს გახედა...
როცა მიხვდა, რომ შესვლა არ ვაპირებდი და არც ხმის ამოღებას, დუმილი ისევ მან დაარღვია
-ლამაზია არა?
-რა?
-სვანეთი
გაოცებულმა გამომხედა და თავი უცებ შეტრიალა, თუმცა მაინც მოვახერხე და დავინახე ტუჩი კუთხეში შეპარული ღიმილი
-რა გვარი ხარ?
სრულიად მოულოდნელად ვკითხე და მისი გაკვირვებული მზერაც დავიმსახურე...
-რა იყო მარიამ, დატკბობა გადავწყვიტეთ?
მზერის მიუხედავად ხმა ისევ ირონიული ქონდა და მოკვლის სუვილიც უფრო და უფრო მიჩნდებოდა..
- რა იყო აღარ ვარ ენამწარე?! წეხანდელი მისი პასუხი შევუბრუნე და გამეღიმა
-გურჩიანი - სერიოზულად მიპასუხა და როცა მიხვდა რომ ვე გავიგე განმიმარტა - გურჩიანი, ზუკა გურჩიანი
ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა და მეც ღიმილით ჩამოვართვი...
-ასეც ვიცოდი
უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და საკუთარი თავით კმაყოფილს გამეღიმა...
-რა იცოდი?!
ცნობისმარეობამ ძლია და ხუთ წუთიანი დუმილის შემდეგ მკითხა
-სვანი
-ანუ?
-ანუ ის რომ მივხვდი სვანი რო იყავი..
სიცილით განვუმარტე და პლედი მჭიდროდ შემვიხვიე..
-საიდან?
გაოცებული მზერა ვერ დამალა და მთელი ტანით მტრიალდა ჩემკენ...
-სიჯიუტით და ხისთავიანობით.... ძილინებისა თვით ირონიავ...
უცებ მივაყარე და საძინებელში შევედი
-ძილინებისა ენამწარევ!
მაინც გავიგე ღიმილ შეპარული სიტყვები და უნებურად გამეღიმა...



3
დილით კმაყოფილს გამეღვიძა, უცებ მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი.. ყველანი მაგიდასთან ისხდნენ და საუზმობას აპირებდნენ..
-დილამშვიდობის
მთქნარებით მივესალმე და ყავა გავიმზადე...
-დილამშვიდობის
ერთად მომესალმნენ და თავიანთი საქმეები განაგრძეს...
-დედას გაფიცებ მერამდენეა?
თავი გამოყო მაცივრიდან მარიმ და მიშოს მიუჯდა გვერდზე...
-დღეს პირველი
სიცილით ვუთხარი და ცარიელ ადგილას მოვთავსდი..
-დილამშვიდობის ენამწარევ
მხარი გამკრა ზუკამ და ღიმილით მომესალმა
-დილამშვიდობის ირონიავ
უცებ მივაყარე და ნუკას ეხლა შემოსულ ნუკას გავხედე
-ესეიგი ვინები მოდხართ ბათუმში ჩამაწერინეთ რომ ადილები ვუთხრა
უცებ ჩამოარაკრაკა , პასტა ფურცელი მოიმარჯვა და წერა დაიწყო
-ნინუცა და მირო
უცებ წამოიყვირა ნინუცამ
-ნინია და ვატო
-ნინა და აჩი
-მარი და მიშო
-ზუკა
-ნიკუშა
-მარიამ შენ?
გადმომხედა ნუკამ და მაშინვე ყველას მზეა დავიმსახურე.
-მე არა
უცებ ვთქვი და ჭიქა ორივე ხელი მჭიდროდ შემოვხვიე
-კაი რა მარიამ, შენ გარეშე მუღამი არ ექნება
ისევ დაიწყო მირომ ჩემი "შებმა" და ნიკუშას თვალით რაღაცა ანიშნა...
-აუ ხო რა რა პონტია ბათუმში წავიდეთ და გამყრელიძე თან არ გვახლდეს, ეს ხომ "სასტავის" დაშლაა იგივე...
უცებ მიაყარა ნიკუშამ და მუდარის თვალებით გამომხედა..
-ა რ ა!
მკაცრად ვუთხარი და ოთახიდან გავედი..
დიდხანს მესმოდა მისაღებში ბავშვების ბუტბუტი ჩემი საქციელის გამო და თითოეულ არგუმენტზე ერთი კაი გადახარხარება ყველაფერს მერჩივნა...
-აუ მარიამ რა ბავშვივით იქცევი რა გჭირს?!
გვერდზე ნინუცა ჩამომიჯდა და ნელნელა დანარჩენებიც მოყვნენ...
-არ მინდა ნინუცა რა...
მუდარით გავხედე და მისი სახის დანახვისას მზერა უცებ მოვარიდე...
-კარგი რა მარიამ, რას ნიშნავს არ გინდა - უცებ ჩართო ლაპარაკში ნინა და ჩემ წინ დაჯდა... -აზრზე ხარ პირველი კლასიდან ერთად ვართ, ტეხავს ეხლა ბათუმში იმის გამო არ წამოხვიდე რომ ცურა არ იცი....
გაბრაზებულმა უცებ მომახალა და ოთახიდან გავიდა.
-მართალია
უცებ დაეთანხმნენ დანარჩენებიც და ისევ სამზარეულოში გაბრუნდნენ...
-მარუსა
შორიდანვე გავიგონე მიროს ხმა და გამეღიმა
-ვაიმე შენც თუ იმისთვის მოდიხარ რო დამითანხმო ენას ტყუილად დაღლი, მაინც არ წამოვალ...
-აუ კარგი რა...
ლაპარაკში ნიკუშა ჩაერთო და გვერდზე ჩამომიჯდა
-აუ ძმურად შეეშვით რა თუ არ უნდა ნუ წამოვა, რატო უნა ვეხვეწოთ...
ყველაფერი ამ ერთმა სულიერმა რატო უნდა ჩამამწაროს ყველთვის?!
ნელა წამივდექი ფეხზე და ზუკასკენ მივტრიალდი...
-მართალია ზუკა, არ უნდა მეხვეწოთ წამოსვლა ისედაც მოვდივარ...
კატეგორიულად ჩავილაპარაკე და სამზარეულოსკენ წავედი...
-ნუკა ხო არ გადაგიგზავნია ჯერ რაოდენობა?
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და გაღიმებულმა ამომხედა
-ჩაგწერო?
-აჰამ და ბარემ დღევანდელი გეგმაც მითხარი
-ესეიგი ნახევარ საათში წავალს დასათვალიერებლად შუადღემდე ვიბოდიალებთ, მერე ბუნებაში დავსხდებით ცოტახანი და მერე სახლში...
უცებ ჩამომიყალიბა და ისე ფურცლებში ჩაძვრა..
-კარი ვინები არ მოდიან?
ამჯერად გოგოებს მივუტრიალდი და თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი
- გიორგი, თორნიკე და ლაშა არ მოდიან მარტო...
თითებზე ჩამოითვალა ნინამ და ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩადო...
-კარგით ეხლა გავემზადოთ და წავიდეთ...
ტაში შემოკრა ნუკამ და სამზარეულოდან გავიდა...
იქაურობა უცებ მივალაგეთ და ზუსტად ნახევარ საათში თხუთმეტვე ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი....
- მარიამ ერთი წუთით შეიძლება?
უცებ დამეწია ვატო და ბავშვებს "დამაშორა"....
-მოკლედ რაღაც მაქვს მოფიქრებული და შენი დახმარება მჭირდება...
უცებ ჩამომიყალიბა მისი გეგმა და ბედნიერი გამეკრიჭა...
-კი რა პრობლემაა დაგეხმარები...
სიცილთ ვუთხარი და წინ მიმავლებს დავეწიეთ..
მალევე მვედით ეკლესიასთან... ულამაზესი იყო იქიდან დანახული ბუნება...
გადამწვანებული ბუნება და მაღალი მთები, რომლის წვეროებზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი თოვლი....
თითოეული კუთხე- კუნჭული მოვინახულეთ და სადაც შესაძლებელი იყო სურათებიც გადავიღეთ...
-ხალხო თქვენი ურადღება შეიძლება - გასვლას ვაპირებდით ვატოს ხმა რომ გავიგე და ბედნიერს გამეღიმა.... - ზუსტდან 7 წლის წინ ვნახე ეს ადამიანი პირველად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათი, რომ ჩემში ყველანაირი გადატრიალება მოახდინა... ყველასგან განსხვავებული იყო აზროვნებით და სწორედ ამან მომხიბლა... დღეს კი ეს ულამაზესი გოგო ჩემი ცხოვრებს განუყოფელი ნაწილია....
ამიტომ ნინია, გამომყვები ცოლად?
ცალ მუხლზე დადგა ვატო და ჯიბიდან ულამაზესი ბეჭედი ამიღო...
ნინია გაშტერებული იდგა და ცრემლები დიოდა...
-ეგოგო უთხარი რამე დავიტანჯე..
დიდხნინი დუმილი ისევ მე დავარღვიე და მოთმინებიდან გამოსულმა ხმამაღლა შევძახე...
ყველამ მე გამომხედა და მალევე სიცილიც დაიწყეს...
-თანახმა ვარ...
ძლივს ამოილაპარაკა ნინიამ და მთელი ძალით ჩაეხუტა ვატოს...
-აეე ქორწილია ქორწილი....
წამოიყვირა გიომ და სხვებიც აყვნენ...
-აბა მეჯვარეებო გაემადეთ ჯვარს ვიწერთ...
ღიმილით თქვა ვატომ და ნინია ტაძრისკენ წაიყვანა...
-რაა? აქვე??
გაცება ვერ დამალა ნინიამ..
-ხო ნინია ეხლავე და გაპროტესტებას არ ექვემდებარება, დიდ ქორწილს ისეთი როგრიც შენ გინდა თბილისში გადავიხდით, ეხლა კი შედი და დაიწერე ჯვარი თორე ვერ გადამირჩები...
მოთმინებიდა გამოსულმა სწრაფად ჩამოვარაკრაკე და ხელით შესასვლელისკენ ვუჩვენე...
-კი მაგრამ
-შენებმა იციან და წინააღმდეგიც არ არიან შედი..
მხარი ამიბა ნინუცამ და ორივე ეკლესიაში შევიყვანეთ...
ნინიას მეჯვარეები მე და ნინა ვიყავით ვატოს კი ლაშა და გიო...
ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სახლისკენ წავედით...
-კიდევ ერთი სიურპრიზი მე და აწ უკვე ჩემი მეუღლე ამაღამ დავბრუნდებით თბილისში რადგან ზეგ ერთი თვით მივემგზავრებით ევროპაში...
დემონსტრაციულად წარმოთქვა ვატომ და გაღიმებულმა გადმოგვხედა.
-აუ რა მაგარიააა..
წუწუნი დავიწყეთ გოგოებმა და ნინიას ბარგის ჩასალაგებლად გავყევით... ერთ საათში ახლად დაქორწინებული წყვილი გავაცილეთ და ოთახებში გადავნაწილდით...
ყავა გავიმზადე და ისევ აივანზე გავედი...
-საღამო მშვიდობის ენამწარევ
"ენამწარეს" და ჩვეული ირონიული ტონის მიუხედავად ზუკა ზედმეტად სევდიანი და მისი ხასიათისთვის შეუფერებელ ხასიათზე იყო...
-საღამო მშვიდობის ირონიავ
-ემოციური დღე იყო...
-ხო, მეც მინდა ვატოსნაირი მზრუნველი შეყვარებული და ქმარი...
სხვათაშორის ჩავილაპარაკე და ტუჩის კუთხე ღიმილის ნიშნად ჩავტეხე...
-აღარ იყო ენამწარე და გეყოლება... - შენარჩუნებული ტონით მითხრა და ახლოს მოიწია - შეიძლება გავიგო მერამდენეა?
თვალებით ყავისკენ მანიშნა და გამეღიმა
-სათვალავი ამერია უკვე...
სერიოზულობით ვუთხარი და ორივეს ერთდროულად გაგვეცინა...
მხოლოდ ახლა შევამჩნიე მისი თვალისმომჭრელი ღიმილი...
თურმე რა კარგი და სიმპატური ყოფილა როცა გულით იცინის და არ ირონიულად...
მართლაც ძალიან სიმპატიურია...
მოქერო-მოყავისფრო თმა, თაფლისფერი თვალები, პატარა ცხვირი და ვარდისფერი ტუჩები...
მთლიანობაში ზუკაზე თავისუფლად შეიძლება ითქვას სიმპატიური...
-მარიამ... მარიამ... აქ ხარ??
ხელი თვალ წინ ამიფრიალა და ფიქრებიდანაც უცებ გამომაგდო..
-რა? რა მოხდა?
-თხუთმეტი წუთია ვლაპარაკობ და შენ სიტყვაც არ გაგიგია?!
-არა, ბოდიში ჩავფიქრდი რას მეუბნებოდი?
-ვაუ ისეთი სიმპატიჩნი ვარ რო ამდენანს ფიქრობდი ჩემზე? იჩქარე თორე უკვე ოცდაოთხი წლის ვარ და არ დაგასწრონ...
ჩვეული ირონიული ტონი გაურია და გემრიელად გაიცინა...
-უნამუსო ხარ...
უცებ მივაძახე და ოთახში შევედი... ფარდა ჩამოვაფარე და ცივ ლოგინში შევწექი.....
დღეები ერთმანეთს მისდევდა და ერთმანეთისგან გამორჩეული არცერთი არ იყო...
ნინია და ვატო სამოგზაუროდ იყვნენ...
ყოველ დილით სხვადასვა ადგილებს ვნახულობდით და საღამოს სახლში დაქანცულები ვბრუნდებოდით...
მე და ზუკა როგორც წესია ყოველ დღე ვჩხუბობდით ათას უაზრობაზე.... შეგვეძლო ერთი უბრალო ჩანგლის გამოც კი დაგვეხოცა ერთმანთი...
სვანეთთან გამომშვიდობების ნიშნად, გადავწყვიტეთ მთელი ღამე კოცონთან გაგვეტარებინა..
ეზოს შუა გულში ცეცხლი დავანთეთ და გარშემო დავსხედით...
თვალი მოვავლე წრეს, მაგრამ სასურველი სახე ვერად ვერ დავინახე...
-წავიდა...
ყურთან მიჩურჩულა მირომ და ნინუცა მის პლედში გაახვია..
-რაზე მეუბნები?
თავი მოვისულელე და იმედგაცრუებული ცეცხლს მივაჩერდი...
-მოხარშულს გიცნობ მარიამ გამყრელიძე და ვერ მომატყუებ
გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და ცხვირზე ორი თითი მომიჭირა...
-კაი რა მირო რა უნდა მოგატყუო, ხო იცი ძმასავით მიყვარხარ და რატო უნდა მოგატყუო...
ცოტა არ იყოს მეწიყინა მიროს ნათქვამი და უკმაყოფილებაც გამოვთქვი...
-კარგი მაპატიე უბრალოდ რაც არ უნდა მოხდეს მითხარი კარგი...
-კარგი მაგრამ, ჩემსა და იმ ირონიას შორის არასდროს არაფერი იქნება...
თითქო მტკიცე ვთქვი, მაგრამ მეთვითონ ვიგრძენი რომ ეს სიტყვები იმ მარიამს არ ეკუთვნის ვინც აქამდე იყო..
-ვიცი, მაგრამ გახსოვდეს ყველაფერი ერთმანეთის გამწარებით იწყება, ისევე როგორც ჩემსა და ნინუცას შორის იყო..
თქვა და ნინუცას კისში აკოცა... გამეღიმა მის დარიგებაზე და ისევ ცეცხლს მივაშტერდი და სადღაც შიგნით, მაინც მეშლებლდა ნერვები ზუკას უყურადღებობაზე..
რაც არ უნდა იყოს მთელი ერთი კვირა მოგვიწია ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება და ეს არც ისე მცირე დროა......


4
მეორე დღეს დილით ადრე წამოვედით თბილისსში..
ისევ ავტობუსი...
ისევ ბავშვებით სავსე, მაგრამ მე მარტო....
-კარგი რა როდემდე უნდა იყო ესე მოწყენილი?
გვერდზე ნინუცა მომიჯდა და თავი ბეჭზე დამადო....
-არ ვარ მოწყენილი
უცებ ვიუარე და ტელეფონში უაზროდ ბოდიალი დავიწყე..
-კარგი რა ვის ატყუებ?! მარიამ გამყრელიძე კარგ ხასიათზე იყოს და ავტობუსი არ აიკლო?! კარგი რა..
უცებ "მომიხაზა" და თავის ადგილას დაბრუნდა, რაღაცნაირად გამღიმა და თავი საზურგეს მივადე..
ვგრძნობდი რაღაცა დანაკლისს მაგრამ ვერაფერს ვერ ვარქმევდი ამ ყველაფერს...
ნუთუ ზუკას წასვლა მეწყინა?!
მეც ხო ეს მინდოდა არა, რომ წასულიყო და დავმშვიდებულიყავი...
დამშვიდების მაგივრად კი პირიქით ვიქცეოდი...
თავი უაზრო ფიქრების მოსაშორებლად გავაქნიე და გოგებთან მივედი..
-აბა რას ვშვებითო?
ხელები ერთმანეღს გავუხახუნე და მარიამს კალთაში ჩავუჯექი..
-ზღვის ამბებს ვგეგმავთ...
-გამაცანით...
-ესეიგი, მივდივართ წყვილებად ნუ ჩაომათვლევიებ ვინები - უცებ დაიწყო ნუკამ და ისევ ფურცლებში ჩაძვრა - პირველი დღე იქნება მოწესრიგების დღე, საღამოს ბულვარში გავალთ და დანარჩენრბი იქ დავგეგმოთ ან ეხლავე "ჩამოყარეთ" თქვენი იდეები..
-ერთი დღე აუცილებლად მივდივართ ციცინათელაში, თორემ ხას არ გაგცემთ არცერთს...
თითი აფრთხილების ნიშნად დავაქნიე და მომღიმარ გოგოებს გავხედე..
-კარგი კარგი წავიდეთ დანებების ნიშნად აწია ხელები ნინამ..
-ძალიან კარგი და ხვალ რომელ საათზე უნდა ვიყო მზად აბ ვინ გამომივლის?
სათითაოდ გადავხედე ოთხივეს და დაბნეულ სახეებზე გამეღიმა...
-ოღონდ არ იჩხუბო რა
მაშინვე დაიწყო ნინუცამ და ღიმილიც წამეშალა სახიდან...
-ზუკა გამოგივლის...
უცებ მომახალა ნუკამ და კივლის მოლოდინში ხელები ყურებზე აიფარა...
-რაა?
-აუ კარგი რა მარიამ, დანარჩნი ყველა წყვილებში ვართ და რა ვქნათ?
არც ნინა ჩამომრჩა ყვირილში და წარბაწეულმა გამომხედა...
-ხო მაგრამ ნუკა და ნიკუშა ხო არ არიან არა ერთად? - დაბნეულმა გადავხედე ყველას და სიტუაციაშიც უცებ გავერკვიე... - კარგი ხო, როგორმე ავიტან მის ჩემთან სიახლოვეს ზედმეტი ექვსი საათით...
გაბრაზებულმა ამოვილაპარაკე და ისევ ჩემ ადგილას დავბრუნდი....
მალევე ჩავედით თბილისში და მონატრებულ დედას ჩავეხუტე...
-დედას სიცოცხლე როგორ ხარ? როგორი დრო გაატარე დე?
ხელების ფერთხვით გამოვიდა სამზარეულოდან დედაჩემი და გულში ჩამიკრა...
-კარგად დე შენ როგრ ხარ? მამა და ლუკა სად არიან?
თავლი მოვავლე მისაღებს მაგრამ ძმა და მამა ვერსად ვერ ვნახე..
-არ ვიცი დე დილით სადღაც გავიდნენ და ჯერ არ დაბრუნებულან მალე მოვლენ, მე და შენ კი წამოდი ვისადილოთ და თან სვანეთის ამბებსაც მომიყვები...
თვალები სასაცილოდ ააფაფხუნა და სამზარეულოში შევიდა...
მეც უკან მივყევუ და მთელი ერთი კვირა სიტყვა-სიტყვით ჩამოვურაკრაკე..
-პირველია დედა ვინც ჩემი ესე მწყობრიდან გამოყვანა ესე მცირე დროში მოახერხა.
გაღიზიანებულმა ვუთხარი და წყლით სავსე ჭიქა გამოვცალე..
-კარგი რა დე არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება..
ეშმაკურად გამიღიმა და თავის საქმეა მიხედა...
-წავალ მე ბარგს ამოვალაგებ და ხელახლა ჩავალაგებ ხვალ ბათუმში მივდივართ...
-ზუკაც მოდის?
ინტერესით მკითხა
-კი ის ირონიაც მოდის და მაგასთან ერთად მიწევ მგზავრობა... აუ დე არ გეცოდებიი?
საბრალო ბავშვის თვალებით გავხედე და ჩემოდანი ოთახში შევათრიე...
-კარგი რა დე რას წუწუნებ პატარა ბავშვივით?! - უკან შემომყვა ქეთოც და ჩემ ჩაყრილ ტანსაცმელს ლამაზად კეცავდა - არც ისე ცუდი ჩანს ეგ შენი ზუკა და ცოტახანიც და მერე ნახე თუ არ მოგენატროს..
ნიშნის მოგებით მითხრა და ტანსაცმელი ჩემოდანში ჩამიწყო..
-კარგი რა ქეთო ეგ როგორ უნდა მომენატროს.. ნერვების ჭიაა..
-მარიამ! მორჩი ლაპარაკს და ტელეფონს უპასუხე გასკდა რეკვით...
დამტუქსასავით დედაჩემმა და გაღიზიანებულმა ვუპასუხე ტელეფონს..
-ბატონო
-რას მეჩხუბები თუ იცი?!
ტელეფონში ნინუცას სიცილ-ნარევი ხმა გაისმა და მეც გამეღიმა..
-კაი ბოდიში, რა იყო რა ხდება? გამახარე და მითხარი რომ იმ
ნერვების ჭიამ გადაიფიქრა წამოსვლა..
ჩემი ოცნებებით ბედნიერი წამოვხტი ფეხზე და ოთახში წინ და უკან სიარული დავიწყე...
-პირიქით უფრო უნდა მოგიშხამო... ზუკამ ჩემ ძმაკაცს წამოვიყვან კიდევო და მარიამსაც ჩვენ გავუვლითო...
-ამის.... აუ კარგი რა ნინუცა, ეგ ძმაკაცი რო ნიკუშას ან თქვენ ან მარის და ნინას რო გაყვეს არა??!
-არა მარიამ, გადაწყვეტილია მოდიხართ შენ, ზუკა და დანიელი...
-კარგი ჰო, მაგრამ იცოდე ზედმეტი რამე რომ მითხრას გზაში პასუხს თქვენ მოგთხოვთ...
-რას მემუქრები თუ ქალი ხარ, გამეზადე დილით ცხრაზე გამოვა ზუკა.. შეხვედრაამდე.
უცებ მომაყარა და ტელეფონი გათიშა...
-აუუ ძილიც არ დამაცადოთ რაა....
ბუზღუნით წამივიყვირე და ლოგინზე ვარსკვლავის ფორმაში გავწექი... ნერვებუ უფრო და უფრო მშლებოდა, გეგონება ზუკა არ მყოფნიდა ეხლა ეს დანიელი რო დამემატა..
-რატო ღმერთი რა დავაშავე ამდენი იდიოტის ხელში..
წამოვიყვირე და ბალიში თავზე დავიმხე..
-ეგრე არა მარიამ, უფრო ძლიერად, თორემ ვერ გაიგუდები...
კარებში ლუკა იდგა და რაღაცნაირად მიყურებდა...
-ლუკაა
უცებ ვიკივლე და ზედ შევაფრინდი...
-აუ მარიამ ჩამოდი რაა.. აღარ ხარ პატარა 22 წლის ქალი რო ზედ შემომხტება წელი როგორ არ მწყდება მიკვირს...
თეატრალურად ამოილაპარაკა და ხელები წელზე მომხვია...
-ერთს ამბობთ ბატონო ლუკა და მეორეს აკეთებთ...
სიცილით ვუთხარი და ლუკასგან ჩამოვხტი..
-პატარა პარაზიტი ხარ რა..
ცხვირზე ხელი დამკრა და შუბლზე მაკოცა
-აბა წეღან პატარა არ ხარო?
-მაინც პატარა ხარ...
სიცილით მითხრა და ისე ჩამეხუტა ნეკნება ტკაცუნი დაიწყეს..
-მარიამ, მეგობრებუ კლუბში მივდივართ წამოხვალ?
-ჩემი ბიჭებ იქნებიან?
-იქნებიან
-მოვდივარ...
უცებ წამოვიყვირე და გარდერობთან მივვარდი..
-ეს მოკლეა, ეს ძალიან გრძელია, ეს საერთოდ რატომ მაქვს?! ამაში დამცხება, ვიპოვე...
წამოვიყვირე და კარები ცხვირწინ მივუხურე...
ნახევარ საათში გამზადებული გამოვედი ოთახიდან და ლუკას წინ ავესვეტე..
-აღარ მივდივართ?
-რატო არასდროს არ მამთავრებინებ ლაპარაკს?
გაბრაზებულმა გამომხედა და ისევ ტელევიზორს გაუშტერა თვალი...
-რა მოხდა?
-რა მოხდა და რვისთვის უნდა წავიდეთ ეხლა კი ხუთი საათია...
უცებ მომახალა და ოთახიდან გავიდა...
-აუ რააა
ჩემთვის ჩავილაპარაკე და ფეხსაცმელები იქვე მოვისროლე... ფეხები დივანზე ავკეცე და ტელევიზორი ჩემთვის საინტერესო არხზე გადავრთე...
მაგრამ ერთ საათზე მეტი ვერ გავიყვანე...
გაბრაზებული ოთხაში შევვარდი და სოციალური ქსელლი მოვინახულე..
არ ვიცი თავში რამ დამარტყა, ზუკას გვერდის ნახვა გადავწყვტე..
საძიებო ველში ზუკა გურჩინი ჩავწერე და ობიექტსაც მალევე მივაგენი..
-სინამდილეში უკეთესია..
ჩემთვის ჩავილაპარაკე და ფოტოების თვალიერება განვაგრძე..
-გაემზადე მივდივართ..
თავი შემოყო ლუკამ და ისევ უკან გაბრუნდა..
ლეპტოპი დავხურე და ფეხსაცმელების კაკუნით გავედი მისაღებში...
-ესე მალე?
გაოცება ვერ დამალა ლუკამ და ვერც ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი...
-ვიღაც ვიღაცეების გამო სამი საათია გამოწყობილი ვარ და წავიდეთ მალე თუ მივდრთ რა...
უცებ მივაყარე და სადარბაზოში გავედ...
ხუთ სართული ჩავირბინე და პირდაპირ მანქანაში შევხტი...
-ვაიმე მარიამ ლიფტის არსებობის შესახებ გსმენია რამე?!
გულ ამოვარდნილმა დაიკავა თავის ადგილი და ღვედი შეიკრა..
-კი მსმენია, მაგრამ პირადი შეხბა არ მქონია..
ენა გამოვუყავი და გზას გავხედე..
ოც წუთში უკვე შენობაში ვიყავით და ნაცნობ სახებს ვეძებდით...
-ალექსანდრეე
ვიკივლე უცებ და ნაცნობ სხეულს ზედ შევახტი...
-ჩემი გადარეული გოგო... - ალექსანდრეც მალე მოვიდა გონს და ორივე ხელი ძლიერად შემომხვია - როგორ მომენატრე შენ ხო არ იცი...
ბევრი მოსიყვაულების შემდეგ ჩამომსვა და გვერდზე დამიჯინა..
-ოჰ მარიამ დავინახეთ ალექსანდრე და მეტს აღარ ვკადრულობთ?
ვითომ სიბრაზით მითხრა ლევანიმ და შეპარული ღიმილით გამომხედა...
-კარგი რა ლევანჩო ხო იცი რო შეუცვლელი ხარ ...
-ლევანჩოს კიდე დამიძახებ და იცი რაც მოხდება..
უცებ დაასერიოზულა ტონი და ისე გამომხდა..
-ბოდიში ძმაო... ვაა ბექუ შენც აქ ხარ? როგორ ხარ?
-კარგად მარუსი შენ...
ღიმილით მომხვია ხელი და ლოყაზე მაკოცა
- კარგად...ალექსანდრე როდის ჩამოხვედი? იცი როგორ მენატრებოდი?!
-მეც ძაან მენატრებოდი პატარა ქალბატონო, და აწი აღარსად აღარ წავალ საერთოდ..
ღიმლით მითხრა და ჩემგან ჩახუტეაც დაიმსახურა...
მთელი იქ ყოფნის პერიოდში ვიღაცის მწველ მზერას ვგრძნობდი და სშინლად არასასიამოვნი იყო... თვალებს აქეთ-იქით ვაცეცბდი, მაგრამ ნაცნბი ვერავინ ვერ ვნახე...
-ვიცეკვოთ?
გონზე ალექსანდრს ხმამ მომიყვანა და მეც ღიმილით დავთანხმდი..
დილის ხუთი საათი იყო სახლში რომ მივედი და მაშინვე გათიშულს ჩამეძინა..
დილით ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამაღვიძა და ეკრანისთვის არც შემიხედას ის ვუპასუხე..
-ბატონო
-ბატონო კი არა სად ხარ მარიამ?
-ზუკა?
-ზუკა კი არა თხუთმეტ წუთში ქვემოთ იყავი თერთმეტი საათი დაიწყო უკვე..
უცებ გამითიშა ყურმილი და მაშინვე ფეხზე წამოვხტი..
ოც წუთში კი გამზადებლი გავედი სახლიდან...
-როგრც იქნა გვეღირსა..
-კარგად შენ როგორ ხარ?
ყურადღება არ მიმიქცევია მისი ირონიული ტონისთვს ისე ავუარე გვერი და ჩემოდანი საბარგულთან გავაჩერე....
მანაც არ დააყვნა მალევე მოათავსა ჩემოდანი საბარგულში და მძღოლის ადგილი დაიკავა...
-გამარჯობა - დარცხვენით მივესალემ წინ მჯდომს და ლოყები ამიწითლდა იმის გახსენებაზე, რომ ამ მოსიარულე იონიასთან ერთად ესეც ვალოდინე - ბოდიში დაგვიანებისთის...
-აჰა ესეიგი ბოდიში ამას და მე არა ხო?
-გეყოფა შე*ემა რანაირად იქცევი...
-არაუშავს, მე დანიელი
-მარიამი სასიამოვნოა,
ხელი ჩამვართვი და ჩემ ადგილს დავუბრუნდი...
-რატო შეგაგვიანდა თუ საიდუმლო არაა...
დუმილი დანიელმა დაარღვია და სარკეში გამომხედა...
-ჩამეძინა..
ვთქვი და თავი დაბლა დავხარე...
-ხო ცოტა ადრე წასულიყავუ სახლში და არც ხუთ საათზე მგიწევდა დაძინება და არც დაგვაგვიანდებოდა....
მწარედ ჩაილაპარაკა ზუკამ და გზას გახედა....



5
ნახევარი წუთი მოვუნდი ზუკას ნათქვამის გააზრებას და როცა მიხვდი რა თქვა გაოცებულმა გავხედე და სათქმელს ძლივს მოვაბი თავი...
-მოიცა რა თქვი? ანუ შენ.. იქ.. ზუკა!
-არაფერი
უხეშად მომიგდო პასუხი და საჭეს ხელები ისე მოუჭირა, თითოეული ძარღვი დაეჭიმა..
-რა არაფერი გეკთხები და მიპასუხე..
ცოტა ხმამაღლა მომივიდადა რეაქციამაც არ დააყოვნა..
-მარიამ გაჩუმდი და დაიძინე, მთელი გზა შენი ყურების თავი არ მაქვს.
ტონი არც ეხლა არ შეუცვილა და წამიერად გამომხედა..
-არც მე ვაპირებ შენი უაზრო სიფათის ყურებას...
განაწყენებულმა ვუთხარი და თავი საზურგეს მივადე...
მთელი ამ დროის განმავლობაში
დანიელი გაღიმებული გვიყურებდა და გაჩერებას არ გვიპირებდა...
ნახევარი გზა ვიწრიალე, მაგრამ დაძინება ვერაფრით ვერ მოვახერხე..
ბოლოს მოხერებულად გავსწორდი და ბიჭებს გადავხედე..
-მშია
-აუ ხო მართლა მეც მომშვიდა..
მხაი ამიბა დანიელმაც და მეტი დამაჯერებლობისთვის მუცელზე ხელი მოისვა...
მანქანა იქვე გააჩერა და მალევე პარკებით ხელში დაბრუნდა...
-ეე გეკითხა რა მინდოდა ტო ეს რა პონტია?
უკმაყოფილება გამოთქვა დაიელმა და პარკები დიდი ინტერესით ჩამოართვა..
-ე შოკოლადები...
გახარებლმა წამოვიყვირე და პარკები ხელდან გამოვლიჯე.
-იმენა ბავშვი ხარ რა..
ღიმილით გამომხედა ზუკამ ა მანქანა დაქოქა.
-კომპლიმენტად მივიღებ ბატონო ზუკა..
არც მე ჩამოვრჩი და პირგამოტენილმა ვუპასუხე..
-პირი დამუწე თუ ღმერთი გწამს, გუშინ გავრეცხე მანქანა..
-არაუშავს ზუკიტო აიტან როგორმე, მე ხო ბავშვი ვარ...
ნაგლურად გავუღიმე და მეორე ფილა შოკოლადი გავხსენი...
-საღოლ მარიამ რა, ესე ამასთან ლაპარაკი მე არ გამომდის...
სარკეში გამომხედა დანიელმა და თვალი ჩამიკრა..
-ყველაფერს ნიჭი უნდა დანი...
გულიანად გადავიხარხარე , სარკეში მოშტერბულ ზუკას თვალი გავუსწორე და ნაგლურად გავუღიმე...
არც ის ჩამომრჩა და მანამ ვუყურეთ ერთმანეს სანამ დანიელის განწირულმა ყვირილმა არ მოგვიყვანა გონს...
-რა გაწივლებს შე*ემა?
-რა რა მაწივლებს წინ იყურე ერთმანეთის ყურებას იქაც მოასწრბთ....
უცებ წამოვხურდი სახეზე და თავი დაბლა ჩავხარე..


ნინა და აჩი...
ცხრა საათი იყო ზუსტად ტელეფონზე აჩის ზარი რომ დაფიქსირდა...
-ჩამო მოვედი..
ორი სიტყვა მითხრა და ტელეფონი გამითიშა..
ჩემოდანი ავიღე და კიბეები უცებ ჩავირბინე...
მანქანაზე მიყრდნობილ აჩის ჩავეხუტე და წინა სავარძელზე მოვთავსდი...
ესეთი დაძაბული არასდროს არ ვყოფილვარ...
ვგრძნობდი რომ რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო, რაც ჩემ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა..
როცა სიჩუმე უკვე გაუსაძლისი გახდა, ნელა გავხედე აჩის და მის მომღიმარ სახეზე გამეცინა..
-რა გაცინებს?
გამომხედა და ისე მკითხა, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან..
-არაფერი
უცებ უარვყავი და ისევ გზას გავხედე...
-აჩი სად ვართ?
კარგა ხნის მგზავრობის შემეგ ისევ ამოვიღე ხმა და ინტერესით გავხედე გარემოს..
-გზაში
უდარდელად მიპასუხა და ტუჩის კუთხე ღიმლის ნინად ჩატეხა..
-კაი რას მეუბნები უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვი?
-დუშეთში...
-რაა?
იმხელაზე ვიკივლე ინსტიქტურად ხელები ყურებზე
აიფარა და შეშლილი სახით გამომხედა..
-რა გაღრიალებს გოგო ნორმალური თუ ხარ?
-რა რა მაღრიალებს, დუშეთში რა გვინდა, როგორც ვიცი ზღვა ჯერ არ გადმოუტანიათ მთაში..
ტონი არ შემიცვლია ისე ვუპასუხ და ანერვიულებულმა თავზე ხელი გადავისვი..
-კარგი რა ნინა რაზე ბრაზდები პროსტა რა, ცოტახანი მე და შენ ვიყოთ აქ და მერე ჩაიდეთ იმათთან..
-დამანებე თავი
აკანკალებული ხმით ვუთხარი და თვალები ერთმანეთს მაგრა დავაჭირე..
-აუ კარგი რა ნინა, მოგიტაცა შენმა შეყვარებულმა შენივე კეთილდღეობისთვის...
-კი მაგრამ, ხო შეგეძლო ადამიანურად გთქვა და იქნებ ჩემი ნებით მოგყვებოდი და არ მოგიწევდა ეს მოტაცებები და რაღაცეები..
გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე...
-რაც მოხდა მოხდა, ზუსტად ერთი კვირა გექნება დასაფიქრბლად, თუ მეტყვი რომ არ გინდა ჩემი ცოლი იყო იმწუთშივე უკან ჩამოგიყვან და მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მნახავ...
მკაცრად მითხრა და მანქანა დაქოქა..
-აჩი ხო იცი რომ მიყვარხარ, მაგრამ ეს მოტაცებები და რაღაცეები არ შემიძლია..
-ნინა სანამ თავს ვაკონტოლებ გაჩუმდი...
უცებ დამიყვირა და ისევ გზას გახედა...


******
ჩემი სიწითლე არცერთს არ გამოპარვია და ორივეს ხითხითი კარგად გავიგე...
-აუ ნუ დამცინით ეეე
გაბუსხულმა ამვილაპარაკე და ნელა წამოვწიე თავი სამალავიდან..
-კარგი ბოდიში
პირგამოტენილმა დანიელმა მითხრა და ისევ ხითხითი დაიწყო..
-დანიელ
ცოტა ხმამაღლა მომივიდა და ისიც წამში დასერიოზულდა...
დაახლოებით ერთმა საათმა გაიარა მსგავს უაზრობებში, ხან ზუკას ვაწვალებდი, ხანაც დანიელს და ხანაც ორივე ერთად მე...
-აუ მალე ჩავალთ?
-ორ საათში
ისე მიპასუხა ზუკამ, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს..
-აუუ დვიღალე
წუწუნში ამყვა დანიელიც და საზურგეს თავი მიადო...
-აუ მალე ჩავიალთ?
-ორ საათში თქო მარიამ, მეტი რა გავაკეთო ხო არ ჩავფრინდებით არა...
ბოლო ხმაზე მიღრიალა და საჭეს მთელი ძალით დაარტყა ხელი..
-აუ დარტყმულია ეს..
თითით ზუკასკენ ვანიშნე დანიელს და ღიმილის შეკავება ვცადე...
უხასიათოდ ყოფნამ და დაღლილობამაც თავისი გაიტანა და მაინც ჩამეძინა....
რომ გავიღვიძე უკვე ბათუმში ვიყავით და თავი გახარებულმა წამოვყავი...
-ჩავედით რა მაგარიაა...
უცებ წამოვიყვიე და მოხითხითე ბიჭებს გავეკრიჭე..
-აუ ამან გაიღვიძა, არადა რა სასიამოვნო იყო სიმშვიდე...
დანანების ნიშნ თავი გააქნია ზუკამ და სარკეში წამიერად გამოხედა...
-ოე ირონიავ, გზას გახედე არ მაქ ეხლა სავადმყოფოში გასატარებელი დრო...
არც მე დავაკელი ირონია და ფანჯარაში გავიხედე...
-გამოვიძინეთ და დავიბრუნეთ შხამიანი ენა?
ტონი არ შეუცვლია იდე მკიხა და ნერვები უარესად ამეშალა..
-ოჰ დავიღალეთ და ირონიის თავი აღარ გვაქვსო?
ჩავალთ და მოგივლი
ვერაფერი რომ ვეღარ მოფიქრა უცებ დამემუქრა და ისევ გზას გახედა...
ამ ფაქტით გახარბული კომფორტულად მოვთასდი და გამარჯვებულის ღიმილი ავიკარი სახეზე...
თხუთმეტ წუთში უკვე სახლთან ვიდექით და ბარგს ვეზიდებოდით..
-აუ როგორც იქნა გამოჩნდით გახმა კუჭი...
ბუზღუნით წამოვიდა ჩვენკენ მირო და ჩანთები უცბ ჩამომართვა..
-ვიღაც ვიღაცეების ბრალია..
უცებ უპასუხა ზუკამ და ზემოთ ავარდა...
-სხვათაშორის ჩემ გარდა კიდევაა აქ ერთი დამნაშავე..
გზაში მივაძახე და მეც ჩემი ოთახისკენ წავედი, რომელიხ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ისევ ზუკას ოთახის გვერდზე იყო...
-ღმერო, სპეციალურად მიკეთებ ამას?
სრული სერიოზულობით ჩავილაპარაკე და ოთახში შევედი...
უცებ მოვაწყვე ჩემ ჭკუაზე და აბაზანაშ შევვარდუ...
ნახევარ საათიანის მერე სველი თმა უბრალოდ გავიშალე და სამზარეულოში ჩავედი...
-ნინა და აჩი სად არიან?
სხვათაშორის ვიკითხე და მომღიმარ ნინუცას პირდაპირ კალთაში ჩავუხტი...
-დუშეთში
უდარდელად მიპასუხა ნუკამ და სალათის ჭრა განაგრძო...
-დედას გაფიცებ დუშეთში რა უნდათ, აჩის დასავლეთის გზა აერია თუ .....
სიცილით ვუთხარი და სალათიდან ერთცალი კიტრი ამოვაცალე...
-გათხოვდა გათხოვდა და გადაეჩვიე ამ მავნე ჩვევას ეეე...
უცებ დამტუქსა ნუკამ და ჯამი გვერდზე გადადო...
-კაი რა მეღადავბი? ნინა გათხოვდა??
გაოცებულმა გავხედე სამივეს...
-ხო ხო გათხოვდა და აწი ეხლა შენი ლამაზი საჯდომი და მაგიდა გამოაწყვე გვშია..
უცებ წამომაგდო ნინუცამ და საჯდომზე მსუბუქად მომცხო ხელი..
-უუუ "გიჯო"
ხმა ბოლომდე დავიწვრილე და სამზარეულოდან გავვარდი..
თავის ოდნავ მიტრიალება და მყარს სხულზე შეჯახება ერთი იყო...
-სიარულს ეხლა ვსწავლობთ ენამწარწვ?!
-ოჰ ირონიავ დავიწყეთ ისევ?!
ისე ვკითხე ოდნავადაც არ მოვშორებივარ...
-ჩვენ აღარ შეგვიძლია ენამწარობა?
ღიმილით მკითხა და ხელები წელზე მომხვია...
რა ვიგრძენი?
რაღაც საოცრება...
გული წამში ალბათ ასჯერ და ორასჯერ უფრო სწრაფად ცემდა...
მუცელში მთელი პეპლების და ცხოველების არმია იყო...
უცებ გამოვფხიზლდი და თამაშში ავყევი...
ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და ყურთან ძალიან ახლოს ვუჩურჩულე
-ცდები ირონიავ, იმაზე მეტა გავმწარდი ვიდრე წარმოდგენა შეიძლება...
ლაპარაკისას ჩემი ტუჩები მის კანს ეხებოდა და ვიგრძენი როგორ დაუბუსუსდა კანი, წელზე მოხვეული ხელები დაეჭიმა და უფრო მაგრად მიმიკრო ზედ...
მესიამოვნა მისი ესეთი რეაქცია და გულში უკვე გამარჯვება ვიზემე...
უარესი გაგიჟებისთვის ზურგზწ რამდენჯერმე ავატარ-ჩავატარე თითები და როგორც კი მისი მოდუნებული სახე დავინახე, მაშინვე "გამოვძვერი" მის მკლავებიდა და გაოცებულს ისევ ყურში ვუჩურჩულე..
-თამაში დაიწყო ზუკა გურჩიანო და 1-0
ლოყაზე უცებ ვაკოცე და ისევ სამზარეულოში შევვარდი...
-რას ნიშნავდა ეს??
მაშინვე მეცნენ გოგოებიდა მათ შუაში მომაქციეს...
-თამაში დაიწყო გოგოებო - "ბოროტული" ღიმილი ავიკარი სახეზე და სამივეს გადავხედე... - კარგი ხო რა სიფათებით მიყურბთ, ცოტას ვაწვალებ და ეგაა...
უცებ მოვლბი და მაგიდის გასაწყობად მოვემზადე...
-მარიამ ჭკვიანად და მაგ თამაშ-თამაშში....
თითის აწევით გამაფრთხილა მარიმ და თავის საქმეს მიუბრუნდა...
-კარგით რა პატარა ბავშვი ხო არ ვარ, ცოტას გავერთობი, მითუმეტეს უკვე ერთით ნოლია ჩემ სასარგებლოდ...
ამაყად გამოვაცხადე და ბიჭების დასაძახებლად გარეთ გავედი...
ნახევარ საათში ყველანი ერთად მაგიდასთან ვისხედით...
-ისე ჯერ ვატო და ნინია, ეხლა ნინა და აჩი, შემდეგი ვინ იქნება ნეტავ??
ინტერეიტ ჩაილაპარაკა მიშომ და ეშმაკურად გადახედა მარის...
-ჩვენ ჯერ არა, ნინუცა როცა იტყვის მაშინ...
უცებ ჩამოაყალიბა აზრი მირომ და ნინუცას საფეთქელზე აკოცა....
-ჩვენ რას გვიყურებთ ჯერ ორი დღეა რაც ერთად ვართ...
უცებ დაგვყვავა ნიკუშამ და აწითლებულ ნუკას გახედა...
-მე ელოუნი ვარ როგორც ყველთვის...
ღიმილით ჩავილაპარაკე და საჭმლის "ქექვა" დავიწყე..
-ხო აბა შენნაირ ენამწარეს ვინ მოიყვანს ცოლად ან რომელი ნორმალური გაუძლებს...
არ ჩამომრჩა ზუკა და ირონიულად გამომხედა...
-არ ინერვიულო ზუკა შენ, არანორმალურებიც ბევრია საქარათველოში და ჩემ შესაფერის როგორმე ვიპვი...
არც მე ჩამოვრჩი ირონიაში და პასუხი მალევე დავურუნე...
-აუ აღარ გეყოფათ?! მთელი დღეა ტვინი წაიღეთ თქვენი გაუთავებელი ჩხუბით ან რა გაქვთ ამდენი საჩხუბარი გადავირიე....
პროტესტი გამოხატა დანიელმა და ორივეს გაფართოებული თვალებით გამოგვხედა..
-ეს იწყებს ხოლმე და ხო არ შევარჩენ...
ორივემ ერთდროულად ვთქვით და ნერვებ აშლილებმა გადავხედეთ ერთმანეთს...
-ენამწარე
-დარტყმულო
გზიდან მივაძახე და ჩსმ ოთახში ავედი...





6
მთელი დღე უაზრო ჩხუბში გავლიეთ, არც ის მითმობდა და არც მე არ ვუთმობდი...
მერე იყო ერთამეთის "ლამაზი" სიტყვებით შემკობა, ჩხუბის მოსმენისგან დაღლილი საახეების ყურება, ხუთ წუთიანი დუმილი და ისევ ჩხუბი...
ბოლო ორი კვირის მანძილზე ჩემი დღე მხოლოდ ამ გრაფიკით შემოიფარგლებოდა და უკვე იმდენად მივეჩვიე, რომ დღე რომელიც ზუკას გარეშე იწყება უაზრობაა..
-დილამშვიდეობის ენამწარევ!
ჩვეული ტრადიცია არ დაარღვია და მორიგი დილამშვიდობაც ირონიულად მისურვა...
-შენი დანახვის მერე დილა მშვიდობიანი როგორ უნდა იყოს არ მესმის.
ვითომ გაოცებულმა ვუთხრი და კიბეებზე დავეშვი...
-მოკლედ რა ეს გოგო ნელ ნელა უფრო მწარდება...
-კომპლიმენტად მივიღებ...
უცებ შევბრუნდი მისკენ და ღიმილით ავხედე ერთი თავით მაღალ სხეულს....
-სხვა მხრივ არც მიფიქრია..
მხრების აჩეჩვით მიპასუხა და გვერდი ამიარა...
-იგივეს ვერ გეტყოდი, ყოველ დილით ირონიას ლოგინში ტოვებ..
უცებ მივაყარე და სამზარეულოში შევასწარი...
-უკვე დაიწყეთ?
შესვლისთანავე მკითხა ნინუცამ და ყავა ჩამომისხა...
-აჰამ
პირგამოტენილი დავეთანხმე და სკამზე ჩამვჯექი..
-როგორ არ იღლებით რა
ლაპარაკში მარი ჩაერთო და გაბრაზებული სახით გამომხედა...
-აუ გეხევეწები რა უცებ ვჭამოთ და წავედით რა...
ბუზღუნით ამვილაპარაკე და ფეხზე წამივდქი...
-აუ ხო მალე რა, თორე გახდა პირველუ საათი და დავიწვებით მერე...
მხარი ამიბა დანიელმა და ზემოთ ავიდა...
ცოტახანში ჩემ გარდა ყველა ზღვაში იყვნენ და გადასარევად ერთობოდნენ..
მხოლოდ მე ვიჯექი პლიაჟზე და მათი ყურბით ვირთობდი თავს...
-რატომ არ ჩადიხარ?
ზურგს უკან ნაცნობი ხმა მომესმა და მაშინვე მისკენ მივტრიალდი..
-ლაშა?...
გაოცება ვერ დავმალე ნაცნობი სახის დანახვისას და მაშინვე ზედ შევაფრინდი....
-ჩემი გადარეული..
უცებ მომხვია წელზე ხელი და მიწას რამდენიმე სანტიმეტრით მომაშორა...
-როდის ჩამოხვედი არ უნდა დაგერეკა? ან აქ რა გინდა?
როცა "ჩამოვედი" მისგან ვკითხე და გვერდიდან ავეკარი...
ვგრძნობდი მწველ მზერას და პატრონიც ვიცოდი ვინ იყო და ამ ფაქტით გახარებული უფრო მივეკარი...
-გუშინ ჩამოვედი მარ და შენმა დატყმულმა ძმამ პირდაპირ აქეთ გამომაქანა საქართველო უნდა დაგათვალირებინოო...
მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა და გამიღიმა...
-ანუ ის დეგენერატიც აქაა??
-აჰამ
თავის ქნევით დამეთანხმა და ჩემკენ მომავალ გოგოებს გახეა..
-ვა ლაშიკო როგორ ხარ?
თბილად გადაეხვია ნინუცა და გვერდით ამიმიდგა...
-გოგოებო გაიცანით ჩემი ძმად ნაფიცი ლაშა, ესენი კი ჩემი დად ნაფიცები არიან მარი და ნუკა, ნინუცას იცნობ... ორი გვაკლია გაგვითხოვდნენ, ის დარტყმულები კი ამათი ბიჭები არიან...
ხსენება და მათი გამოჩენა ერთი იყო....
ყველა თავის გოგოს ამოუდგა გვერდზე და ლაშა ინტერესით აათვალიერეს...
-მოკლედ ლაშა, ეს მიროა ნინუცასია, ეს მიშოა მარისაა და ეს ნიკუშაა და ნუკასია.. ეს კიდე ირონიაა ვისია არ ვიცი... ეს კიდევ ლაშაა...
უცებ ჩამოვაყალიბე და ისევ მივეხუტე...
-სასიამოვნოა - ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი და ისევ მე მომიბრუნდა - კაი მარუს ეხლა მე წავალ და საღამოს დაგირეკავ და გავიდეთ სადმე...
წასვლამდე კიდევ ჩავეხუტე და გახარებული დავბრუნდი ჩემ ადგილას...
-ვინ იყო?
ცოტახანში ზურგს უკან გახშირებული სუთქვა ვიგრძენი და ისევ გამარჯვებულის ღიმილი ავიკარი სახეზე...
-ბიჭი
უდარდელად ვუპასუხე და სათვალეები მოვირგე...
-კაი მართლა?! მე გოგო მეგონა
ირონიულად მიპასუხა და გვერდზე მომიჯდა..
-მიხვედრილი ყოფილხარ
არც მე დავაკელი და გვერდულად გავხედე....
-ნუ მეიაზვები მარიამ....
აშკარად გაღიზიანებულმა მითხრა და სათვალიდანაც კი დავინახე მისი გაბრაზებული სახე..
-არ გეიაზვები..
ისევ ვაგრძელებდი მის ნერვებზე დაკვრას და ვხვდებოდი, რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი....
-მარიამ, ვინ იყო ის ბიჭი?!
ისევ პირვანდელ შეკითხვას დაურუნდა და გაბრაზებულმა გამომხედა...
-ბიჭი, სახელად ლაშა
ისევ უდარდელად ვუპასუხე და გამეღიმა მის გაბრაზეულ სახეზე..
-ადექი მივდივართ..
უცებ წამომაგდო ფეხზე სარაფანი თავისი ხელით გადამაცვა და გასასვლელისკენ გამაქანა...
-რას აკეთებ ხო არ გააფრინე შენ??
ძლივს მოვედი გონზე და ხელზე დავეჯაჯგურე, რომ გაეშვა...
-მე არა, შენ...
ვითომც არაფერი ის მითხრა და ჩემ წაყვანას ისევ შეეცადა...
-გამიშვი ეხლავ ხელი..
ცოტა ხმამაღლა მომივდა, ხელი მაშინვე გამიშვა და გასასვლელისკე გავარდა..
უცებ დავბრუნდი ჩვენებთან... გოგოების გაოცებული სახე არ შევიმჩიე, ყურსასმენები გავიკეთე და მზეს მივეფიცხე...
დაახლოებით ორი საათი იყო სახლში რომ მივედი და მაშინვე სააბაზანოებში გადავნაწილდით..
გოგები მისაღებში ვისხეით და ტელევიზორს უაზროდ ვუყურებდით, როცა ოთახში გიჟივით შემოვარდა ნიკუშა
-ზუკა სადაა ხომ არ იცით?
ინტერესით მოგვათვალიერა ყველა და ბოლოს მზერა ჩემზე გააჩერა..
-მე რას მომჩებიხართ მე რავიცი სადაა შენი ძმაკაცი.
ვითომც არაფერი ისე ვუპაუხე და ტელევიზორს მივაშტერი..
როგორც კი ნიკა ოთახიდან გავიდა, გოგობი მაშინვე ჩემთან მოვარდნენ და გამომცდელად დამაკვირდნენ..
-მართლა არ ვიცი სადაა ხალხო ან მე საერთოდ რა შუაში ვარ?!
გაღიზიანბულმა ვუთხარი და ფეხები ტახტზე ავკეცე...
-შუაში არა თავში ხარ
უცებ მისაყვედურა ნუკამ
-მართლა ენამწარე ხარ მარიამ რა, რაღაცა ისეთს ეტყოდი, რომ აუცლებლად გააგიჟებდი ადამიანს და ეხლა ამის აღიარებაც არ გინდა.
მხარი აუბა ნინუცამაც და გამომცდელად დამაკვირდა...
-კარგით რა, მე რა ვიცი სად დაბოდიალობს ის გამოთაყვანებული..
გაბრაზებულმა ვუპასუხე და მაშინვე ოთახში ავედი...
ლოგინზე უსულოდ დავეცი და ჭერს მივაშტერდი...
მოახერხეს ჩემი ნამუსზე აგდება და იმ დეგენერატზე ცოტა ავნერვიულდი..
უკვე საღამოს შვიდი საათი იყო, მაგრამ ზუკა ისევ არ ჩანდა...
წინდაუკან დავდიოდი, ტელეფონსაც წარა-მარავამოწმებდი, მაგრამ
არაფერი...
-ზუკა, უპასუხე უპასუხე რაა...
მორიგი მცდელობა ზუკასთან დასაკავშირებლად უშედეგოდ დამთავრდა და გაბრაზებულმა ტელეფონი მოვისროლე...
უკვე ძალიან ვნერვიულობდი, არამარტო მე, ყველანი...
ნიკუშა ზემოთ ქვემით დადიოდა, ათას ადგილას დარეკა მაგრამ პასუხი ყველგან ერთნაირია,
"არ ვიცი, არ მინახავს..."
ან
"არ დაურეკავს და ჩემთანაც არაა"
ძალიან ცოტა მაკლდა და ავტირდებოდი...
კიბეებზე ჩავედი თუ არა მაშინვე მეცა თვალში ამდენი მოწყენილი სახე და ნამუსი უფრო დამიმძიმა...
თხელი ჟაკეტი მოვიცვი და გარეთ გავედი...
-სად მიდხარ?
გზაში დამაწია მირომ სიტყვა..
-არ ვიცი, სადმე იქნებ გადავეყარო იმ დარტყმულს...
უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და ზოდან გამოვედი...
ფეხით დავუყევი ბულვარისკენ მიმავალ ბილიკს და ყოველ მაღალ ბიჭს დიდი გულმოდგინებთ ვაკვირდებოდი..
საათს რომ დავხედე თერთმეტი სრულდებოდა, ცოტა აცივდა კიდეც...
მოსაცმელი მჭიდროდ შემოვიხვიე და სანაპიროსკენ წავედი...
მივდიოდი და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი, იმის იმედით რომ სადმე მაინც ვნახავდი...
წყალთან ახლოს, ქვებზე მჯდომი სილუეტი შევნიშე და აჩქარებული ნაბიჯით დავეშვი მისკენ...
-ზუკა! ზუკა! რა უნამუსო ადამიანი ხარ რა... გამიხეთქე გული იცი როგორ ვინერვიულე?! - თან მივრბოდი და თან ბოლოხმაზე გავკიოდი... - ზუკა!
ახლოს რომ მივედი კიდევ ერთხელ დავაპირე იგივე ტექსტის გამეორება, მაგრამ უკვ ჩემ პირდაპირ მდგომი სხეული ზუკა არ იყო...
-უკაცრავად, ჩემ მეგობარში ამერიეთ, ბოდიშ გიხდით...
მორცხვად ჩავქინდრე თავი და მის პასუხს დაველოდე...
-არაუშავს ხმაწართმეულმა მითხრა და მზერა ისევ ზღისკენ გადაიტანა...
-შემიძლია რამით დაგეხმართ?
ისე ვკითხე არც გამიანალიზებია რა ვთქვი... მხოლოდ მერე "მოვწვი" რაც წამოვაყრანტალე და ისევ ჩემი თავის გამიკვირდა, აქამდე თითქმის არასდრს ვინტერესდებოდი სხვსი გასაჭირით, ეხლა კი სრულიად უცხო ადამიანს ვთავაზობ დახმარებას...
-არა არაფრით მადლობა...
ოდნავი ღიმილით გადმომხედა და მზერა ისევ ამარიდა...
-მარიამი
ხელი ჩამოსართმევად გავუწოდე და ჩემდაუბურად გამეღიმა..
-დემეტრე..
მანაც ღიმილით გადმომხედა და ჩემ ხელს მისი ხელი შეაგება..
-სასიამოვნოა დემეტე, ეხლა კი წავალ აღარ შეგაწუხებ და ჩემ მეგობარს მოვძებნი... იმედია კიდე შევხვდებით და ესეთი მოწყენილი აღარ იქნები..
ოდნავ დაბნეულმა ვუთხარი და წამოავლელად მოვემზადე...
-მადლობა გამხნევებისთვის და იმედია არა, აუცილებლად შევხვდებთ...
სევდიანი ღიმილით გამომხედა და მალევე დაუბრუნდა ისევ ზღვის ყურებას...
ღიმილით წამოვდექი ფეხზე და გეზი სახლისკენ ავიღე..
-არ მოსულა? - შესვლისთანავე ვიკითხე, პასუხი კი ყველას სახზე ეწერა... - გასაგებია, მე ოთახში ვიქნები...
უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და ოთახში ავედი... საჭირო ნივთები უცებ მოვაგროვე და სააბაზანოში შევედი...
ნახევარ საათიანი ნებივრობის შემდეგ ხალათი მჭიდროდ შემოვიჭირე და აივანზე გავედი...
იქვე სავარძელში ჩავესვენ და ფეხები მოაჯირზე შემოვაწყე...
არ ვიცი რამდენხანს ვიყავი ესე, ან როდის ჩამეძინა...
გონზე მხოლოდ მაშინ მოვდი, როცა მსუბუქად მოვწყდი სავარძელს და ვიღაცის მკვრივ მკლავებში აღმოვჩნდი...
ნელა დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და ზუკას გავხედე..
-შენ რა მეღადავები?! სად ეგდე მთელი დღე? არ განაღვლებ ხო როგორ ვინე... ინრვიულეს დანარენებმა?
გაბრაზებულმა უცებ მივაყარე და მკლავე მაგრად მოვხვიე კისერზე...
მხოლოდ მე ვიცი, როგორ გამიხარდა იმ წუთას იმ დარტყმულის დანახვა....
-შენ არ ინერვულე ჩემზე ენამწარევ?!
-არა რატო უნდა მენერვიულა?
უცებ ვიცრუე და თავი დაბლა დავხარე....
-შენი საქციელი სხვას ამტკიცებს..
სწრაფად მიპასუხა, ლოგინში ჩამაწვინა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გაუჩინარდა....
-შუბლზე დებილებს კოცნიან
დებილივით გავიმეორე უკვე მოძველებული და არაფრის მთქმელი ციტატა და ნაკოცნ ადგილას ხელი ნელა მივიდე...
-არამარტო დებილებს, ენამწარეებსაც დატკობის მიზნით...
თავი შემოყო ოთახში და კარები მაშინვე მიხურა, ჩემ მიერ ნასროლი ბალიში კი უკვე მოხურლ კარს მოხვდა.....



7
დილით რაღაც უჩვეულო ხასიათზე გავიღვიძე..
ძალაუნებურად ზუკას გუშინდელი მოქმედება გამახსენდა და გამეღიმა,ხელი ნელა გადავისვი ნაკოცნ ადგილას და სულელივით გავიცინე...
მალევე მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი..
-დილამშვიდობის
ომახიანად მივესალმე გოგოებს და ყავა გავიმზადე..
-დილამშვიდობის
ოხვრით ამოილაპარაკა ნუკამ..
-რა ხდება რა სახე ჩამოგტირით?
თვალი მოვავლე გოგოებს და პასუხი მოლოდინში გავიტრუნე..
-რ ინერვიულო რა..
მუდარით გამოხედა მარიამ და დიდი ყავისფერი თვალები შემომანათა...
-რა ხდება გამაგებინეთ? რატო არ უნდა ვინერვიულო ან რა სახე ჩამოგტირით..
-ჩამოვიდა..
-ვინ ჩამოვიდა ან სად ჩამოვიდა?!
-საქართველოში ჩამოვიდა...
ლაპარაკი ნინუცამ გააგრძელა და ანერვიულებულმა ხელები კისერზე მოისვა..
-ვინ ჩამოვიდა?!
გაღიზიანებულმა ვიკითხე და ცოტა არ იყოს ავნერვიულდი კიდეც..
-თაზო
ერთი სიტყვა და მოგონებების მთელი ხროვა...
მრავალი უსიამოვნო და უხამსი მოგონება....
ვიგრძენი როგორ ამიკანალდა უცებ ხელები.. ვგრძნობდ როგორ მეცლებოდა მიწა ფეხქვეშ...
თვალები ცრემლებით ამევსო და მალევე ვიგრძენი ცხელი სითხე ლოყაზე...
თვალები ერთმანეთს მაგრა დააჭირე და მაშინვე, კინოსავით გამიარა თვალწინ მთელმა მოგონებებმა..
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გულზე მთელი ძალით მიჭერდნენ ხელს და მისი ამოგლეჯვა უნდოდათ...
-მე უნდა წავიდე..
მხოლოდ სამი სიტყვა ვთქვი, ცრემლები უცებ მოვიწმინდე და ჩემი ოთახისკენ გავვარდი...
ტელეფონი ავიღე და ნაცნობი ნომერი ავკრიფე და აკანკალებული დაველოდე პასუხს...
-მარიამ.. რა ხდება ხომ მშვიდობაა?!
ნამძინარვი ხმით მიპასუხა ჩემმა ძმამ და კანკალი უარესად ამივარდა....
-არა ლუკა, არაფერი არაა კარგად, გეხვწები სასწრაფოდ მოდით შენ და ლაშა...
უცებ გავუთიშე ყურმილი და ისევ ქვემოთ ჩავედი...
ისევ ისეთი სიტუაცია დამხვდა ერთის განსხვავებით, ამჯერად გოგოებთან ერთად ბიჭებიც იგივე სახით იდგნენ...
-მარიამ... მე.... თუ გინდა ეხლავე წავიდეთ..
ეგრევე დაიწყო ნიკუშამ ლაპარაკი და დანარჩენებს გადახედა..
-არა, თუ წასვლა აუცილებელი გადება მე წავალ თქვენ ვერ გაიძულებთ დასვენება ჩაიშხამო.. - წყნარად ამოვილაპარაკე და ეზოთან გაჩერებულ მანქანს გავხედე - ლუკა და ლაშაა...
როგორც კი მათ დაძაბულ სახეებ გავხედე მაშინვე ვთქვი და მათ შესახვედრად გავედი.
-მარიამ რა ხდება?!..
ეგრევე შემოვარდა ლუკა და მთელიძალით ჩამიხუტა..
-სამზარეულოში წამოდით..
მალევე მოვშორდი და სამზაულოსკენ წავედი...
შესვლისთანავე სკამებისკენ ვანიშნე და ისინიც მაშინვე დასხდნენ....
-ჩამოვიდა..
ზედმეტი მიკიბ-მოიბვების გარეშე ვუთხარი და მზერა ავარიდე...
-ვინ ჩამოვიდა?!
გაკვირვება ვერ დამალა ლაშამ და ლუკას გახედა..
-თაზო...
უცებ უპასუხა ნინუცამ და გვერდით ამომიდგა..
-როგორ გაბედა? ეტყობა მაშინ საკმარისად არ მოხვდა...
სკამიდან წამოხტა ლუკა და წინ და უკან სიარული დაიწყო..
-როდის გაიგეთ?
კბილების ჭრიალით იკითხა ლაშამ...
-გუშინ ღამე, ერთ-ერთმა კურსელმა დამირეკა...
უცებ უპასუხა ნუკამ და აცრემლიანებული თვალებით გამომხედა...
-იქნებ გამაგებინოთ ვინ არის თაზო ან ესე რატომ გაგაღიზიაათ მისმა ჩამოსვლამ?
ამ დროის მანძილზე პირველად ამოიღო ზუკამ ხმა და ყველას ურადღებაც მიიქცია...
-მაგას ეხლა მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რამენაირად თვალში არ გავეჩხირო...
ვითომც არაფერი ისე ვუპასუხე და საძინებლისკენ წავედი...
მთელი დღე ისე გავიდა, რომ ოთახიდან თავი არ გამომიყოფია...
ვიჯექი და ვფიქრობდი ამჯერად როგორ უნდა დამეღწია თავი მისგან..
ხან გოგოები შემოდიოდნენ და მამშვიდებდნენ, ხანაც ბიჭები და ჩემი გაღიმების გამო რას არ აკეთებდნენ...
-აუ მარიამ კარგი რა, ხო იცი არა რო როცა ჩვენ ვართ შენ გვერდით, თაზო კი არა თვით მამა ზეციერიც ვერ წაგვართმევს შენ თავს... ადე და ჩამო რა ქვემოთ ვჭამოთ და საღამოთი კლუბში წავიდეთ...
ოთახში მირო შემომივარდა და ისე სწრაფად ჩამომიყალიბა უნებურად გამეღიმა და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე...
-ერთი პირობით..
თითი წინ ავუფრიალე და ფართოდ გავეკრიჭე..
-ვსვამთ ბევრს და საერთოდ არ ვცეკვავ..
-მოსულა
უცებ დამეთანხმა და ზურგზე გაგდებული ჩამიყვანა პირველ სართულზე...
-ესეიგი დროზე ვჭამოთ და წავედთ ძლივს დავითანხმე...
ღიმილით დამსვა მიწაზე...
ნახევარ საათში უკვე დანიშულების ადგილას ვიყავით ყველანი და ათას უაზრო საკითხზე ვლაპარაკობდით...
მალევე შემოგვიერთდნენ ლუკა და ლაშაც და გართობაც დაიწყო...
ყველა თავის ამპულაში იყო... ზოგი ისევ სვამდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც იცინოდა და ზოგიც ჩემსავით უბრალოდ იჯდა და სხვისი ყურებით ირთობდა თავს...
-შეიძლება?
თავზე ზუკა წამომადგა და ხელით სავარძლისკენ მანიშნა..
გვერდზე გამოვიწიე და ადგილი გავუნთავისუფლე...
-ისევ იმაზე ფიქრობ?
დუმილი ზუკამ დაარღვია და ჩემკენ არც გამოუხედავს ისე მკითხა...
-უბრალოდ ვფიქრობ რა მოხდება, არ მინდა იგივე განმეორდეს და ისევ ისე მეტკინოს გული როგორც ოთხი წლის წინ...
ძლივს შეკავებული ტირილით ვუთხარი და თავი ბეჭზე დავადე...
არც მისმა რეაქციამ დააყოვნა, კანი მაშინვე დაეხორკლა, ხელი წელზე მომხვია და უფრო ახლოს მიმწია მისკენ...
რაღაც საოცრება დამემართა... ისევ მთელმა ფლორა და ფაუნამ გადმოინაცვლა ჩემ მუცელში...
ტანზე ჭიანჭველების მთელი ჯარი მოძრაობდა, გული კი წამში ალბათ ათასჯე მეტჯერ ცემდა...
პიკი იყო, როდესაც მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი, თვალები წამში მიმელულა და ჩამეძინებოდა კიდეც, ნინუცას კივილი რომ არ გამეგო...
-რა გაკივლებს გოგო?!
თვალები გავახილე, თუმცა თავი არ ამიწევია...
-რა რა მაკივლებს გაიღვიძე და გაერთე რა...
ცეკცა-ცეკვით მითხრა და ისევ მიროსთან დაბრუნდა..
-წავიდეთ?
ღიმილით გამომხედა და ხელი ოდნავ შემიშვა..
-კი ოღონდ სახლში დამტოვე და მერე უკან დაბრუნდი თუ გინდა...
ისევ ნახევრად მძინარემ ვუთხარი და ხელი მუცელზე შემოვხვიე..
ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა და ხელში ისე ამიტაცა, გეგონება ბუმბული უჭირავსო...
მანქანაში ჩამსვა, ღვედი შეიკრა და მალევე დაიკავა მისი ადგილი...
-ზუკა, აივანზე გამიყვანე რა...
როგოც კი ვიგრძენი, რომ უკვე ჰაეში ვიყავი ხელები მჭიდროდ მოვხვიე კისერზე და ცხვირი კანზე გავუხახუნე..
-როგოც შენ იტყვი..
ღიმილით მითხრა და კიბეები აიარა...
მართალია რომ ამბობენ სასმელი ათამამებსო, მაგრამ იმდენიც არ მქოდა დალეული რომ ზუკასთვის ესეთები მეთქვა..
-დარჩი რა...
როგორც კი ცივი ჰაერი მომხვდა სახეზე თვალები მაშინვე გავახილე და ხელები ოდნავ შევუშვი..
მხრები რა გეწობას ნიშნად აიჩეჩა და სავარძელში მოკალათდა, კალთაში ჩამისვა და პლედი მჭიდროდ მომახურა...
-18 წლის ვიყავი, ნინუცასთან ვიყავი შუაღამემდე, თორმეტ ხდებოდა წამოსვლა რომ გადავწყვიტე... როგორ ყოველთვის მაშინაც ფეხით მივდიოდი... თაზო მთელი თრამეტი წლის მანძილზე პირველი ბიჭი იყო რომელზეც სერიოზულა ვფიქრობდი....
"ძველი ბიჭი" იყო, მაგრამ როგორც კი ამაზე ჩამოვუგდებდი ლაპარაკს ამბობდა რომ შეცვლილი იყო და ძველი თაზოსგან აღარაფერი იყო დარჩენილი...
მეც როგორც სიყვარულისგან გამოშტერბული გოგო ვუჯერებდი და ვფიქრობდი, რომ თაზო იყო ის ვისთან რთადაც გავატარებდი მთელ დარჩენილ დროს....
სწორედ იმ ღამეს დამთავრა ჩემი ზღაპარი...
შუაღამე იყო განწირული ყვირილი რომ გავიგე...
მე ხომ შარს მაგნიტივით ვიზიდავ, ხმას გავყევი და რაც იქ ვნახე მთელი ცხოვრების მანძილზე მემასოვრება, როგორც ყველაზე საშინელი კოშმარი...
ადამიანი, რომელზეც მზე და მთვარე ამომდიოდა, ვიღაც უსუსურ გოგოს აუპატიურებდა... მერე იყო დიდი ჩხუბი, მუქარა და მუქარის ასრულება...
დავემუქრე, რომ პოლიცაში განვაცხადბდი მასზე, არც მან დამაკლო და თუ პოლიციას ვეტყოდი ჩემზეც იგივეს გააკეთება... მეც რა თქმა უნდა არ დავუჯერე, პოლიციაში განვაცხადე და დაიჭიეს, თუმცა მამამისის წყალობით მალევე გამოუშვეს და საზვარგარეთ წავიდა, წასვლისა კი დამემუქრა, რომ დაწყებულ საქმეს აუცილებლად დაამთავრებდა..
აკანკალებულმა ვუთხარი ბოლო სიტყვები და ცხელმა სითხემ მაშინვე გაიკვლია გზა ჩემ ლოყებზე..
ვხედავდი ზუკას წაშლილ სახეს...
ვგრძნობდი ზუკას გახშირებულ სუნთქვას და აჩქარებულ გულის ცემას...
-არ იტირო რა..
ხელები ძლიერად მომხვია და თავზე რამდენჯერმა მაკოცა...
მეც უფრო მივეკარი გულზე და თავი მის კისერში ჩავრგე...
ცხვირი კანზე გავუხახუნე და ორივეს ერთდროულად დაგვბურძგლა...
-ხო არასდროს მიმატოვებ?
ტირილით ვუთხარი და აწითლებულ თვალებში ჩავხედე...
-არასდროს...
მტკიცედ მითხრა და შუბლზე მაკოცა...
თავი მის გულზე მოვათავსე და თვალები დავხუჭე...
ძილშიც კი ვგრძნობდი მის ტუჩებს სახეზე და ხელებეს ტანზე, რომელიც იმდენად მაიამოვნებდა, რომ ამ წუთის დამთავრება არ მინდოდა...
დილით რომ გავიღვიძე, უკვე ლოგინში ვიწექი და წუხანდელის გახსენებას ვცდილობდი...
კადრება ამომიტივტივდა გუშინდელი საღამაო გონებაში და გამეღიმა...
ამდროს ალბათ ნებისმიერი სხვა გოგო თავის ლანძღვას დაიწყებდა, როგორ გავაკეთე, როგორ ჩავეხუტე რატომ მივეცი ამდენია უფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ....
ღიმილით წამოვყავი თავი ბალიშიდან, უცებ გავემზადე და გარეთ გავედი...
-დილამშვიდობის ენამწარევ..
თბილად მომესალმა ზუკა და ძლივს დავარცხნილი თმები ამიპუწა..
-აუუ ზუკა კარგი რა, ისედაც ძლივს დავივარცხნე...
ბუზღუნით ვუთხარი და შევეცადე თითებით გამესწორებინა...
-კარგი ბოდიში და მოდი დაგეხმარები...
გამიღიმა და ჩემს თმებში თითები ახლართა, ეგრე ნუ შვები,თორემ ჩემი ჩასვენება მოგიწევს ქვემოთ...
ღიმილით ვუთხრი და თავს ძალა დავატანე, რომ თვალები არ დამხუჭვოდა...
სიცლით შევედით მისაღებში, მაგრამ ამდენი დამწუხრებული სახის ნახვამ ხასიათი წამებში შემიცვალა...
-მოგაგნო..
აკანკალებული ხმით მითხრა ნინუცამ ყავა მომაწოდა..
-არაუშავს... როცა თქვენ მყავხართ არაფრის შემეშინდება...
იმედიანად ჩავილაპარაკე და სავარძელში ჩავესვენე..
-რატომ არ გესმის მარიამ, არაფერი არაა ისე როგორც იყო, თაზო არ ისვენებს, მთელი თბილისი გადაატრიალა და შენი ადგილსამყოფელი გაიგო....
დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აქ იქნება და სანამ თავისას არ მიიღებზ ვერ მოისვენებს...
ხმას აუწია ნინუცამ და გაბრაზებულმა გამომხედა...
-არ მაინტერესებს, მე აქ ვრჩები არსად წასვლას არ ვაპირებ. მოვა?! მოვიდეს... ვერაფერსაც ვერ მიიღებს ეხლა კი შემეშვით და ნუღა მელაპარაკებით მაგ თემაზე..
ჭიქა ხმაურით დავაბრუნე მაგიდაზე და საძინებელში ავედი...




8
-კარგი რა მარიამ, ხო იცი არა რომ შენთვის მხოლოდ კარგი უნდათ და მაგიტომაც შემოგთავაზეს აქედან წასვლა...
ოთახში ნინუცა შემოვიდა და უკვე დაზეპირებული ტექსტი გამიმეორა...
-არ მინდა ნინუცა არა, ჩემი წასვლით ეგონება, რომ გავურბივარ და არ მაწყობს... არ მინდა მშიშარა ვეგონო, მითუმეტეს, რომ არც ვარ..
ტირილით ვუთხარი და საწოლზე ემბრიონის ფორმაში დავწექი...
-კარგი რა პატარა ბავშვივით იქცევი
-გადი და მარტო დამტოვე
ისევ ცადა ლაპარაკის დაწყება, თუმცა მალევე შეწყვიტა, ნელა წამოდგა საწოლიდან და ოთახიდან გავიდა...
მხოლოდ მაშინ შევძელი ცრემლებისთვის გზა გამეკვლია და მწარედ ავტირდი...
ვტიროდი ჩემ უსუსურობაზე და ამით უფრო მშლებოდა ნერვები...
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ესე, რეალობაში მხოლოდ კარების ხმამ მომიყვანა, თვალები ნელა გავახილე და კარებთან ატუზულ ზუკას გავხედე..
-შეიძლება?
-მოდი
ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე და ლოგინზე წამოვჯექი...
-გეხვეწები გაიღიმე ან შენ რომ იცი მწარედ მითხარი რამე რა, ესეთ მარიამს ვერ ვუყურებ..
გულწრფელად მითხრა და ცრემლები ცერა თითით მომწმინდა...
გამეღიმა მის გულწრფელობაზე...
-აჰა ესე არ ჯობია?! დაბრუნდა ჩემი ენამწარე.. - ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.. -იდეა მაქვს... - უცებ წამოიყვირა და სახე გაბრწყინებულმა გამომხედა... -მხოლოდ მე და შენ, ეხლა ამ წამს წავალთ ციცინათელაში და მაგრად გავერთობით თანახმა ხარ?!
ღიმილით დავუქნიე თავი და ლოგინიდან წამოვხტი, თხელი ჟაკეტი ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი...
-ჩვენ წავედით..
გასვლისას მიაძახა ზუკამ და კარები გამიღო..
-სად მიდიხართ?
თავი გამოყო ნინუცამ და ინტერესით გამოგვხედა ორივეს...
-საქმეზე
უცებ უპასუხა ზუკამ და რასაც ქვია გარეთ გამაგდო...



ნინა და აჩი
რამდენიმე დღეა უკვე, რაც დუშეთში ვართ და აჩის ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს ქორწინებაზე...
მე კიდე უფრო და უფრო ვიბნევი...
ყოველი დილა იწყება ამაზ ფიქრით და ამაზე ფიქრითვე მთავრდება...
-ნინა დრო იწურება..
ამ დილით ჩვენი საუბარი სულ სხვანაირად დაიწყო და ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდეც...
-ვიცი
ოხვრით ვუპასუხე და ისევ ჩემ საქმეს მივხედე..
-მერე?
-მერე რა?!
-მერე რა მოიფიქრე?
-ვერაფერი აჩი, განა იმიტომ რომ არ მიყვარხარ?! პირიქით იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია, უბრალოდ ის ფაქტი მაღიზიანებს რომ ამ ყველაფერს "მოტაცება" დაარქვი... გეკითხა იქნებ მოგყვებოდი ჩემით?!
დაავამთავრე "გამოსვლა" და ოთახიდან უემოციოდ გავედი...
-ანუ არა?
-ანუ არ ვიცი
-ჩაალაგე მივდივართ
უხეშად მითხრა და საძინებელში გავიდა..
-სად მივდივართ?
არც მე ჩამოვრჩი უხეშობაში და უკან გავეკიდე..
-არ ვიცი თბილისში ან ბავშვებთან ბათუმში...
ჩემთვის არც შემოუხედავს ისე მითხრა და ტანსაცმლის ჩალაგება გააგრძელა... მეც უხმოდ გავედი ჩემ ოთახში და უცებ შევკარი ბარგი...
თხუთმეტ წუთში უკვე გზაში ვიყავით და ბათუმისკენ მივდიოდით...
-ამოიღე ხმა და დამლაპარაკე ნორმალურად არ შეგიძლია?!
დიდხნიანი დუმილი ისე მე დავარღვიე და გაბრაზებული სახით გავხედე..
-კიდევ სამი დღე ნინა, სამ დღეში თუ პასუხი არ მეცოდინება სამუდამოდ წავალ შენგან რაც არ უნდა მხოდეს, ჩემი წასვლის ბოლო წამსაც რო გადაიფიქრო და დამთანხმდე მიგიღებ, ისე როგორც ჩემ ცოლს შეეერება. მეტი სათქმელი მე არაფერი მაქვს...
ხმის აუკანკალებლდ მითხრა და ისევ გზას გახედა..
მე ყველაფერი გადამეკეტა, გავბრაზდი მის ესეთ სიმშვიდეზე, გავბრაზდი ჩემ თავზე, ესეთი ჩამოუყალიბებელი რომ ვიყავი და გავბრაზდი იმ დღეზე, როცა ისტერიკა მოვუწყვე "მოტაცებასთან" დაკავშირებით...
გაღიზიანებულმა თავი საზურგეს მივადე და ღრმად ამოვისუნთქე....


მარიამი და ზუკა

საღამოს ცხრა საათი იყო, საკმაოდ გრილოდა და წვიმასაც აპირებდა, ამიტომ თითო ოროლა ადამიანი თუ გაივლიდა აჩქაებული ნაბიჯებით, რომ წვიმაში არ მოყოლილიყო...
მხოლოდ ჩვნ მივდიოდით აუჩქარებლად და სიტყვების უთქმელად, თითქოს ორივე ვხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი მოძველებულ ფრაზაზე
"ყველაფერი კარგად იქნებაზე" მეტი და ნუგშის მცემელი იყო...
-მიყვარს ივლისის წვიმა..
ჩუმად ვთქვი და ნელა გავაპარე მზერა ზუკასკენ...
-ჰო, რომანტიული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ წვიმა მეც ძალიან მიყვარს..
უცებ დამეთანხმა და გაღიმებულმა გამომხედა..
-როგორ ფიქრობ მოვა აქ?
-კარგი რა მარიამ აქაც მაგაზე ფიქრობ? ვერ მოვა და რომც მოვიდეს არ მივცემ იმის უფლებას რამე დაგიშავოს...
გაღიზიანებულმა მიპასუხა და ხელი გადამხვია...
ისევ მთელი ზოოპარკი გადმოსახლდა ჩემ მუცელში...
მეც დამშვიდებულმ მოვხვიე ხელი წელზე და გაყინული ცხვირი მის კანს გავუხახუნე, მალევე დაუბუსუსდა კანი და ღიმილით გამომხედა..
-ყვეაფრის მიუხედავად მაინც ენამწარე რჩები,
-ისევე როგორც შენ თვით ირონია...
არც მე დავრჩი ვალში და გახარეული გავიქეცი პარკისკენ...
-პირველი სად დავჯდე?
ინტერესით გადმომხედა და ხელში ბარათი აათამაშა...
-აი იქ..
ხელით ეშმაკის ბორბლისკენ ვანიშნე და მის წაშლილ სახეზე გამეცინა...
-არ მითხრა, რომ.....
აუ შანსი არაა.. შენ.... სიმაღლე... აუუ.. ზუკა მიშველე..
ბოლოხმაზე ვიცინოდი და ზუკას ვეყრდნობოდი, რომ არ წავქცეულიყავი...
-ეგრე ჰო, კარგი წამოდი...
უცებ გამიგდო ბეჭზე და ეშმაკის ბორბლისკენ წამიყვანა...
-კარგი რა დაწყნარი რისი გეშინია მე აქ არ ვარ...
დამაიმედბლად ვუთხარი და ერთ-ერთ "კაბინეტში" შევედით... ფანჯარასთან დავჯექი და აღტაცებით ვიყურებოდი ქვემოთ, რომელიც უფრო და უფრო პატარავდებოდა...
-აუ მარიამ გამოიწი აქეთ რა..
შეშინბული ხმით მითხრა და ხელზე დამქაჩა..
-კარგი რა რა პანიკიორივით იქცევი, არაფერი მოხდება მაქსიმუმ გაჩერდეს და მთელი ღამე აქ მოგვიწიოს ყოფნა, მინიმუმ ჩამოვარდეს და მოვკვდეთ..
ვითომც არაფერი ისე ვუთხარი და მისკენ გადავჯექი..
-აუ რა მაგრა დამამშვიდე..
ხმა უარესად აუკანკალდა და ჩემკენ მოიწია..
-აუ ეს რა მშიშარაა რა, არადა თავი გამოდო, თაზო რომ ჩამოვიდეს ვერ მოგეკარება ჩემი შიშითო და შენ სიმაღლის შიშზე კინაღამ ჩაიფსი და მაშინ რა დაგემარება აზრზე ხარ?!
სიცლით ვუთხარი და მხარზე ხელი გამხნევების ნიშნად დავკარი...
-მარიამ ნერვებს მიშლი...
უკვე გაღიზიანებულმა მითხრა და ხელები მომაშორა...
-აუ კაი რა რაზე გაბრაზდი...
უცებ შევწყვიტე სიცილი და გაფართოებული თვალებით გავხედე..
-არ გავბრაზებულვარ და ეხლა თუ უნდა შემადარო გოგოს, რომელიც წარა-მარა იბუტება და ტირის , ეხლავე გააღე კარები და შენი ნებით გადახტი , სანამ მე გადაგაგდე, ჯობია თვითმკვლელობა ეგონოს ხალხს, ვიდრე განზრახ მკვლელობის გამო მე ჩამსვევს ციხეში შვიდი წლით...
ისეთი სერიოზულობით მითხრა, უცებ მოვკეტე და ხედით ტკბობა განვაგრძე...
-კეტავენ უკვე..
დანანებით ვუთხარი და მორიგი ატრაქცინიდანაც გამოგვიშვეს..
-კაი არაუშავს, აქამდე ხო მარშუტკით მოვედით, ეხლა ფეხით წავიდეთ...
-სხვა გზა არც გვაქ ღამის თორმტი საათია და რომელი ნორმალური იქნება ამ დროს ქუჩაში...
ისე ვუთხარი, ადამიანს ეგონებოდა დიდი ფილოსოფიური პრობლემა გადაჭრაო...
-დედა რა ჭკვიანი მყავხარ გოგო შენ შემთხვევით ხო არ წვიმს კიდეც?
ზემოთ ამახედა და როგოც კი რამდენიმე წვეთი დამეცა მაშინვე წამოვიყვირე..
-ხალხო თვით მარიამ გამყრელიძე და ზუკა გურჩიანი, 21-ე საუკუნის ორი გენიოსი, ორი მშვენიერება და უბრალოდ ორი არაჩვეულებრივი ადამიანი გას თქენ წინ... თუ ფოტო ან ავტოგრაფი გნებავთ არაა პრობლემა, მოდით ოღონდ ნომერი მომეცი, facebookზე და ოდნოებზე დაგამატებ და დამამატე არ იყოს რა....
რამდენიმე გამვლელის ყურადღება კი დავიმსახრეთ, მაგრამ ყვლამ ხელი ჩაიქნია და თავის გზაზე წავიდა..
-გადარეული ხარ..
სიცილით მითხრა ზუკამ და გვერდზე ამომიდგა..
-გადარეული, რომელაც არასდროს არაფერი არ ეშველება..
მეც გამეღიმა და ნელი სვლით განვაგრძეთ გზა..
-ძალიან წვის და ცოტა ხო არ აგეჩქარებინა ნაბიჯისთვის?
სხვათაშორის მკითხა და ჩემსკენ ახლოა მოიწია..
-არა
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და სიცივიაგან გაუხეშეული ტუჩბი გავილოკე...
-მაპატიე მაგრამ ეს უნდა გავაკეთო
უცებ მომახალა და მაშინვე ტუჩებზე მეცა..
მკოცნიდა მთელი გრძნობით, მთელი არსებით....
თავიდან ვერ მივხვდი რას აკეთებდა, როცა გონს მოვეგე მისი მოშორება არც მიფიქრია, პრიქით უფრო გამოვიწვიე..
ცალი ხელი მოკლედ შეჭრილ თმაში შევუცურე, მეორე კი წვიმისგან მოტმასნილ ზედაზე მივაბჯინე და კოცნია ინიციაივაც ჩემ თაზე ავიღე...
-მაგიჟებ..
ტუჩებს ოდნავ მოშორდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა..
-არც მე ვარ ნაკლებ დღეში..
მოწყვწტით ვაკოცე და გაშტერებულს თვალი ჩავუკარი...
-რა იყო ეხლა ეს?
უცებ დამეწია და შუა გზაში გამაჩერა...
-რაზე მეუბნები?!
უცებ მოვისულელე თავი და მის გაოცებულ სახეზდ გამეღიმა..
-რაც წეღან გააკეთე?
-რა გავაკეთე?!
-მარიამ..
-რა? მართლა ვერ ვხდები რა გავაკეთე..
-აი... ის ... წეღან.. რომ..
-რა წეღან..
-მარიამ ნუ მიშლი ნერვებს...
-რა??
-რატომ მაკოცე?
პირდაპირ მაჯახა და გამომცდელად დამაკვირდა..
-რა ვქენი..
-მარიამ..
-კარგი ჰო, წამოდი გავიყინე..
თავი გააქნია და უცებ ხელში ამიტაცა და სირბილით გააგრძელა გზა..
-რას აკეთებ?!
-ვცდილობ ჩემი ენამწარე არ გამიცივდეს თორემ მერე ვინღა გამამწარებს...
უცებ მითხრა და შუბლზე მაკოცა...
ნელ-ნელა წვიმა უფრო და უფრო იმატებდა და ჩემი ცახცახიც უფრო და უფრო იმატებდა... თვალები კი ისე მეხუჭებოდა, რომ წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევდი...
-ცოტაც პატარავ და მალე მივალთ...
ყურთან მიჩურჩულა და გავარვარებული ტუჩები მომაკრო შუბლზე...



9

როგორ მივედით სახლში არ მახსოვს, გონზე მხოლოდ თბილი ხელების შეხებამ მომიყვანა..
-მარ გაიღვიძე რა, სახლში ვართ უკვე... - ქუთუთოები ნელა დავაშორე ერთმანეთს და ანერვიულებულ ზუკას ავხედე.. - კიდევ კარგი გამოფხიზლდი, მიდი ეხლა ცხელი წყალი გადაივლე და გათბები...
შუბლზე მაკოცა და ოთახის კარებთან ჩამომსვა...
თავი ოდნავ შესამჩნევლად დავუქნიე და გაყინული შევედი ოთახში...
კარადაში უცებ ვიპოვე საჭირო ნივთები და აბაზანაში შევიკეტე...
ნახევარ საათიანი ნებივრობის შემდეგ ძლივს მოვედი გონს და პირსახოც შემოხვეული გავედი ოთახში და კარებიც გაიღო
-აუ მარიამ, ბოდიში, მოსაკითხად შემოვდი და არ მგონა .... აუ ბოდიში...
უცებ მომაყარა ზუკამ და უკუსვლით გაბრუნდა უკან...
უცებ გადავცვი პენუარი, ხალათი მოვიხვიე და კარები ნელა გავაღე...
წინ კი ანერვიულებული ზუკა დამხვდა..
-როგორ ხარ?
-უკეთესად შენ?
ხმაწართმეულმა ვუპასუხე და ოთახში შევატარე..
-წეღანდელისთვის ბოდიში რა..
უცებ დაუბრუნდა ძველ თემას და ჩემი ღიმილიც გამოიწვია.
-კაი დაივიწყე არაფერია..
ღიმილით ვუპასუხე და ლოგინისკენ წავედი...
-კარგი, დაიძინე მე წავალ
უკვე დამშვიდებული ხმით მითხრა და კარებისკენ წავიდა..
-დარჩი რა - მეც არ ვიცი რატომ ვუთხარი, მაგრამ როგორც კი მის გაკვრვებულ სახეს შევხედე მაშინვე დავამატე -რა თქმა უნდა თუ შენ გინდა..
ნელა მობრუნდა ჩემკენ და ლოგინის მეორე მხარე დაიკავა...
-შენი აზრით შემდეგ რა მოხდება?
სხვათაშორის მკითხა და ჩემკენ გადმობრუნდა...
-რაზე მეკითხები?
-კარგად იცი მარიამ რაზეც...
მკაცრად მითხრა და ლოგინზე მოხერხებულად წამოჯდა....
-რამდენიმე დღეში წავალთ თბილისში, მერე ვატო და ნინიაც ჩამოვლენ და ქორწილში კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, აი მერე კი აღარ ვიცი...
-ჩამეხუტე კარგი?!
ხმაწართმეულმა მითხრა და ხელები გაშალა...
მეც უცებ მივჩოჩდი მისკენ და სასურველი სხეულის სურნელი კიდვ ერთხელ შევიგრძენი...
კიდევ ერთხელ დავბუსუსდი...
კიდევ ერთხელ გაიღვიძა მთელმა ბუნებამ ჩემ მუცელში...
და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ზუკა ჩემთვის სხვა განზომილებაა..
-რატომ ხარ ესეთი ტკბილი, თბილი, სასურველი... რატომ მიკეთებ ამას ხო იცი რომ გამიჭირდება უშენოდ ყოფნა... ჩემი ენამწარე ხარ...
ძილბურანში გაურკვევლად ჩამესმოდა მისი სიტყვები და ბედნიერებით ვივსებოდი, ბედნირებით, რომელსაც ზუკა გურჩიანი ქვია..
ბედნიერებით, რომელი მხოლოდ ჩემია...
ცხვირი ნელა გავუხაუნე მის კანს და ბედნიერების ღიმილით ჩამეძინა...
დილით რომ გავიღვიძე ოთახში მარტო ვიყავი...
ნელა წამოვწიე თავი ბალიშიდან და გუშინდელი დღის გახსენება დავიწყე...
ყველაფერი კადრებად ამომიტივდივდა თავში და სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადამირბინა..
თითები ნელა გადავისვი ჯერ კიდევ აწითლებულ ტუჩებზე და სულელივით გამეცინა..
მალე მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი..
-დილამშვდობის
ღიმილით მივესალმე ბიჭებს და სამზარეულოში შევედი...
-დილამშვიდობის გოგოებო
უცებ მივესალმე და ყავა გავიმზადე...
-მოყევი
პირდაპირ მაჯახა ნინუცამ და სკამზე ჩამოჯდა...
-რა?
-რა რა თავს ნუ ისულელებ გუშინ სად იყავით შენ და ზუკა?
უცებ გააგრძელა ჩხუბი მარიმ და თავზე დამადგა...
-კარგით ჰო მოვყვები, ოღონდ ის მანქანა ვისია მითხარით ეზოში რო აყენია...
ინტერესით გავიხედე ფანჯრიდან და გარემო კიდევ ერთხელ მოვათვალიერე..
-წუხელ ნინა და აჩი ჩამოვიდნენ...
უცებ მიპასუხა ნუკამ
-ვა დათანხმდაა უკვე ნინა? საღოლ მაგათ..
გაოცების ნიშნად ამოვილაპარაკე და ფანჯრის რაფაზე შმოვჯექი..
-თემა ნუ გადაგაქ, მოვა და მოგიყვება მანამდე კი შენ მოყევი....
ყველაფერი სიყვასიტყვით ვუთხარი და მათ გაოცებულ, გაღიმებულ და გაბრაზებულ სახეებზე გულიანად მეცინებოდა..
-ეხლა რას ფიქრობ?
დიდხნიანი დუმილი დაარღვია ნინუცამ და ინტერესით გადმომხედა...
-არ ვიცი... ეს ის ურთიერთობა არაა რასაც მეგობრობა ქვია და არც ის რასაც სიყვარული ქვია... არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ თითოეული მისი შეხება ათას ცვლილებას იწვევს ჩემში, გული მიჩქარდება, სუნთქვა მიხშირდება, გონება მეთიშება, კანი მიბუსუსდება და კიდე რავი..
ღიმილით ვუთხარი გოგონებს და ერთ წერტილს გავუშტერე თვალი...
-ოუ ოუ ოუ თვით მარიამ გამყრელიძე შეყვარებულია ან თითქმის შეყვარებულია.
სამზარეულოში გაღიმებული ნინა შემოვიდა და ყველას ყურადღებაც მიიქცია...
-ნინააა
უცებ ვიყვირე და მისკენ გავიქეცი... მთელი ძალით შემოვეხვიე და მანამ არ გავუშვი სანამ ძვლება ტკაცანი არ დაიწყეს..
-აბა ეხლა შენი ჯერია...
ღიმილით გადახედეს გოგოებმა და ინტერესიანი მზერა მიაბყრეს...
-კარგით რა არაფერია მოსაყოლი ,კიდე სამი დღე მომცა ვადა, ამ სამ დღეში თუ არ ვუთხარი პასუხი ისე წავა ჩემი ცხოვრებიან, თითქოს აარც არასდროს ყოფილა..
ანერვიულებულმა ამოილაპარაკა და სკამზე მოწყვეტით დაჯდა..
-რას აპირებ?
დუმილი მე დავარღვიე და გაბრაზებულმა გავხედე..
-არ ვიცი..
-გიყვარს?
-იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება...
-აბა რა გიშლის ხელს?
გაღიზიანება უფრო და უფრო მიბყრობდა და ხმასაც ვერ ვინარჩუნებდი.
-პასუხისმგებლობა...
-რა თქმა უნდა, ნინა და მისი პასუხისმგებლობა..
ირონიულად დავისისინე და სამზარულოდან გამოვედი...
-მე გავდივარ..
გასვლისა გავძახე ყველას და კარბი გავაღე, გასასვლელად ვემზადებოდი, როცა ცხრავეს ხმა ეთდროულად გავიგე..
-საით?
-ჩემი ძმა უნდა ვნახო
გაღიზიანებულმა ვუპასუხე და კარები გამოვიხურე...
ისევ წვიმდა...
გზა ნელი სვლით განვაგრძე, ვგრძნობდი ვიღაც როგორ მომყვებოდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ტელეფონი ამოვიღე...
-ლუკ სად ხარ?
-კაფეში ვაპირებდით გასვლას მე და ლაშა რა იყო?
-აუ მომწერე მისამართი და მეც მოვალ რა...
-კარგი მაგრამ ხო მშვიდობაა?
-კი კი ...
უცებ ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე...
მალევე მომივიდა მესიჯი და მითითებულ მისამართისკენ წავედი...
ქუჩა უნდა გადამეჭრა, როცა პირდაპირ ფეხებთან მანქანამ დაატორმუზა...
მინები სულ დაბურული იყო, შესაბამისა მძღოლის ვინაობა ვე დავინახე...
ჩხუბს ვაპირებდი, როცა იქედან ნაცნობი სხეული გადმოვიდა და ტანში ერთიანად გამცრა...
ფეხებმა კანკალი დაიწყო, გული კი რაღაც ცუდის მოლოდინში გაჩერდა...
გაჩერა ისე რომ მისი ფეთქვა მეც არ მესმოდა...
-მარიამ გამრელიძევ, როგორ გამიხარდა შენი ნახვა...
ირონიული ღიმილით დამიდგა წინ და სახეზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადამიწია...
რა ვიგრძენი?
ზიზღი...
ზიზღი რომლის დაფარვაც უბრალოდ შეუძლებელი იყო..
-გაწიე ხელი
უხეშად ვუთხარი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიწიე..
-ოჰ გვისწავლია უხეშობა...
-ყოველთვის ვიოდით, ეხლა კი გამატარე უნდა წავიდე...
გვერდის ავლა ვცადე, როა მაჯაში მწვდა და მისკენ მიმატრიალა...
-მთელი ოთხი წელი ველოდი როდის მოვიდოდა ეს დრო... შენი ფეხით მოხვედი ჩემამდე, ეხლა კი ნება იბოძე და მანქანაში ჩაჯექი, სანამ სხვა ხერხებით ჩაგსვი...
-მემუქრები კიდეც?
არ ვიცი ამდენი გამბედაობა საიდან მქონდა, მაგრამ ჩემი თავით აშკარად არ ვიყავი უკმაყოფილო...
-მუქარა შენთან არ ჭრის ესეთი ხერხით, მაგრამ ის მუქარა რომელიც შენთვის მაქვს შემონახული იძულებულს გაგხდის მარტო მანქანაში კი არ ჩაჯდე მთელი ცხოვრება ჩემი მონა იყო...
თვითკმაყოფილმა ჩაიცინა და მანქანიდან რაღაც ფორმატი გადმოიღო...
-როგორც ვიცი ესენი შენთვის იმაზე ძვირფასია ვიდრე წარმოდგენა შიძლება...
ამის თქმა იყო და სიმწრის ცრემლები მომადგა...
ყველას სურათი ერთ დიდ ფორმატზე ქონდა გადატანილი...
ყველასი ვინც სიცოცხლეს მირჩევნია...
ყველა....
-არ გაბედო და თითი არ დააკარო..
მუქარაავით გაისმა ჩემი ხმა და მორიგი ცრემლიც ჩუმად მოვიწმინდე...
-შეხდს იმ კაფეში ვინ გელოდება..
თითით წინა კაფისკენ მანიშნა და ფანჯარასთან მჯდომი ლუკა და ლაშა დამანახა....
-ოღონაც მათ არ შეეხო და სადაც მეტყვი იქ წამოვალ...
-სწორედ ეგ თვისება მიყვარს შენში მარიამ, ოღონდაც შენ საყვარელ ხალს არ შეეხონ და თავსაც მოიკლავ....
ირონიულად მითხრა და მანქანის კარები გამიღო...
ბოლოჯერ შევხედე ლუკას და ლაშას და მანქანაში ჩავჯექი....



10

გაურკვეველი გზით მივდიდით, თაზოს სახეზე კი კმაყოფილების გარდა ვერაფერს ვკითხულობდი..

ოთხად მოკეცილი ვიჯექი უკანა სავარძელში და ჩუმად ვტიროდი...
ყველაზე მეტად ზუკაზე მწყდებოდა გული..
ალბათ მეტჯერ ვეღარც ვნახავდი და ჯერ კიდევ არ არსებული გრძნობის მოკვლას ვცდილობდი ჩემშივე...
-მორჩი ზლუქუნს და დაწყნარდი..
სიჩუმე თაზოს ხმამ დაარღვია და ჩემში ისევ ზიზღი გამოიწვია...
-ამიხსენი რა დაგიშავე ისეთი, რომ ესე მიმეტებ?
ტირილით ვკითხე და ცრემლებსც უფრო ვუმატე...
-არაფერი მარიამ... არაფერი გარდა იმისა რომ სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი..
სერიოზული სახით გამომხედა და მანქანა გააჩერა...
-არა! შენ რომ სიმართლეს ამბობდე საყვარელ ადამიანს ესეთი ტკივილისთვის ვერ გაიმეტებდი...
-ისევე როგორც შენ ვერ იმეტბ ხო ზუკას ამ ტკივილისთვის?!
პირდაპირ სუსტ წერტილში დამაჭირა ფეხი და გულზე ისევ უსიამოვნოდ გამკრა..
-არასდროს არ გაბედო და ზუკას არავინ არ შეადარო....
-ხო რა თქმა უნდა ის ხომ ერთადერთი და განუმეორებელია..
ირონიით ჩაილაპარაკა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა...
-ზუკას სახელი შენი ბინძური პირით არ ახსენო და ხო, მართალი ხარ, ის ერთადერთი და განუმერებელია, არის ნამდვილი ადამიანი და არა ცხოველი, როგორც ზოგ-ზოგიერთები..
არც მე დავაკელი ირონია და ჯიუტად გავუსწორე თავი ერთ წერტილს....



ზუკა..
საღამოს ექვსი საათი იყო მარიამი კი დილიდან გასული იყო და ცოტა არ იყოს ავნერვიულდი...
-ნინუცა მარიამს ხო არ დაურეკავს?
თავი ისევ უარყოფის ნიშნად გააქნია და სამზარეულოში გაბრუნდა...
ისევ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ ტელეფონი ისევ გამორთულია..
გაბრაზებულმა დავაგდე ლოგინზე ტელეფონი და იქვე ჩამოვჯექი...
ნახევარი საათი ესე უაზროდ გავიდა...
ვფიქრობდი სად იყო, მაგრამ არანაირი იდეა არ მომდიოდა...
გონზე მხოლოდ ტელეფონის ხმამ მომიყვანა და იმის იმედით, რომ მარიამი იქნებოდა ისე ვუპასუხე ეკრანზე არც დამიხედავს და ეგრევე ლაპარაკი დავიწყე..
-მარიამ, სად ხარ? იცი როგორ ვნერვიულობ მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ ეხლავე...
უცებ მივაყარე და მისი ხმის გაგონბის იმედით გაიყუსე..
-ზუკა სად არის მარიამი?
მარიამის მაგივრად კი ლუკას შეშინებული ხმა გაისმა და უარესად ავნერვიულდი...
-სასწრაფოდ შენ და ლაშა მოდით
უცებ მივაყარე და ყურმილი გავუთიშე..
ხუთ წუთში ყველანი მისაღებშ ვისხედით და ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდით..
-ანუ თქვენთან არ მოსულა?!
კიდევ ერთხელ იკითხა ნინუცამ და ნერვიულად მოისვა ხელი კისერზე..
-არა, ნინუცა არა! სადღაც სამი საათისკენ დამრეკა სად ხარო, მეც ვუთხარი კაფეში ვართ მე და ლაშათქო და კაი მისამართი მომწერე მოვალო...
მეც მივწერე იმის მერე სადღაც 1 საათი ველოდებოდით და არ გამოჩნდა, ვიფიქრეთ გადაიფიქრა ან ბავშვებთან ერთად წავიდა სადმე თქო და....
სიტყვა შუა გზაში გაუწყდა ლუკას და ანრვიულებული ჩამოჯდა სკამზე...
-არა შანსი არაა ეგ არ იქნება..
უცებ ამოიკითხა ლაშამ ჩემი აზრები და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია..
-კი მაგრამ რატომ?! ყველაზე დიდი ალბათობა მაგისაა..
მაინც ჩემსას ვაგრძელებდი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ვოცნებობდი რომ სიმართლე არ ყოფილიყო...
-იქნებ გამაგებინოთ რა ხდება?
უცებ იკითხა მირომ და ინტერესით გამოგვხედა...
-თაზო მგონია ამ საქმეში გარეული...
დამაჯერებლად წარმოვთქვი და სახეებს დავაკვირდი...
ყველას სხვადასვა სახე ჰქონდა და ემოციის ამოკითხვა ძნელი იყო..
-მართალია.. - უცებ დამეთანხმა ლუკა და ფეხზე წამოდგა... - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა თაზო... ეს როგორ ვერ მოვიფიქრეთ...
მისი ლაპარაკისთვის აღარც მომისმენია მაშინვე ამღერებულ ტელეფონს დავწვდი და როცა მარიამის სახელი ამოვიკითხე აკანკალებულმა ვუპასუხე....



მარიამი..
ამ ამბის მერე არც ისე დიდხანს მომიწია მგზავრობა, თუმცა ჩემთვის ესეც საშინლად დამღლელი და არასასიამოვნო იყო....
-გადმოდი მოვედით...
უხეშად მომიგდო
ორი სიტყვა და მანქანიდან გადავიდა...
მსც ერთი ღრმად ამოვისუნთქე და უკან მივყევი...
-უბრალოდ ოთახი მაჩვენე და შემოსული არ დაგინახო ძალიან დაღლილი ვარ...
უცებ მივაყარე და დოინჯ შემორტყმული დავუდექი წინ...
-პირდაპირ და ხელ მარცხნივ, თუ რამეა მე წინა ოთახში ვიქნები...
ბოლომდე არც მომისმენია რა თქვა მაშინვე ოთახში შევვარდი და ლოგინზე ემბრიონის ფორმაში დავწექი...
ისევ ტირილი ამივარდა...
გამახსენდა ყველა ბედიერი დღე, რომელიც მათთან გავატარე და ოდნავ გამეღიმა...
ხელი შორტის ჯიბეზე მომერტყა და თავში რაღაც აზრმა გამიელვა..
ტელეფონს რომ დავხედე გამრთული იყო, უცებ ჩავრთე და ზუკას უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა, უცებ გადავურეკე და თაზოსთან გავედი...
-სად ვართ?
მაშინვე ვკითხე და ტელეფონი ისე დავმალე, რომ ზუკას ლაპარაკის გაგება შეძლებოდა...
-გონიოში, ჩემ სახლში...
-რა გინდა ჩემგან?
-ის რაც მაშინ გითხარი და არ დამასრულებინე..
-ცხოველი ხარ.. ნამდვილი ცხოველი!...
უცებ ვუღრიალე და გამობრუნებას ვაპირებდი, როცა მისმა ზიზღნარევმა ხმამ გამაჩერა...
-ადამიანი ზუკა გყავს და იმას მიხედე...
ამ დროს ისე გადამეკეტა, სულ დამავიწყდა ამ ყველაფერს ზუკა რომ უსმენდა და ვერც გავაცნობიერე ისე აღმოვჩნდი თაზოს წინ..
-კიდევ ერთხელ გაფრთხილებ! არ გაბედო და ზუკას არასდროს არ შეადარო არც შენი თავი და არც სხვისი..
მთელი ზიზღი ჩავაქსოვე ამ რამდენიმე სიტყვაში და უკან გამოვბრუნდი..
ტელეფონს რომ დავხედე ზუკას უკვე გათიშუი ქონდა და ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი გაიგო...
რაღაცის მოლოდინში დავწექიდა მალევე ჩამეძინა, სიზმრებიდან მხოლოდ საშინელმა ლანძღვამ და ყვირილის ხმამ მომიყვანა.
იმის იმედით რომ ზუკა იქნებოდა უცებ წამოვხტი ფეხზე, მაგრამ როგორც კი გაბრაზებული სახით მდგომი თაზო დავინახე ყვლაფრის იმედი გადამეწურა...
-ეს რა არის?
ცხვრწინ ტელეფონი ამიფრიალა და სიბრაზისგან ისე გაწითლდა, მეგონა ყურებიდან ორთქლს გამოუშვებდა..
-ტელეფონი
უემოციოდ ვუთხარი და ისევ ლოგინში შევწექი..
-კაი მართლა? მე პულტი მეგონა..
-ვაიმე თაზო, ასაკი მოგემატა და ტვინი მოგაკლდა..
დანანბით გავაქნი თავი..
-ეხლა კარგად მომისმინე გოგო - უცებ ჩამაფრინდა ბეჭებში და ფეხზე წამომაგდო.. - აქედან გასასვლელი გზა არ არასებობს და ვერც ის შენი ზუკა ვერ გახდება რამეს....
-მესამედ და ბოლოჯერ გაფრთხილებ ზუკას ნუ ედრები და მის შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება, მიპოვის და ეს ძალიან მალე მოხდება
უცებ მივახალე და ისიც ოთახიდან გასვლას აპირებდა როცა ...








ზუკა..
როგორც კი მარიამის სახელი წავიკითხე ანერვიულებულმა ვუპასუხე და საყვარელი ხმის გაგონების იმედით გავიყუსეთ...
რომელმაც არ დააყოვნა, მაგრამ აშკარად სხვის მიმართ იყო..
გარკვევით გავიგონე თაზოს ხმა და ყველა ძარღვი დამეჭიმა.... ბოლო წუთამდე ვუსმენდი მათ ლაპარაკს და უფრო და უფრო ვბრაზდებოდი...
უცებ გავთიშე ყურმილი და გარეთ გავვარდი...
-სად მიდიხარ?
გზაში დამეწია ლაშა და გამაჩერა...
-ვიცი სადაცაა, დამირეკა.... იმ.. იმ ახ*არს ყავს.... უნდა წავიდე..
არეულად ვუპასუხე და მანქანაში ჩავჯექი...
-დამიცადე მეც მოვდივარ და ბიჭებიც წამვლენ არ წახვიდე ჩემ გარეშე....
ხუთ წუთში ყველანი მანქანებში ვისხედით და გონიოსკენ მივდიოდით...
გზაში ათას აზრი დავალაგე როგორ მოვკლავდი თაზს, მაგრამ ყველანაირი სასჯელი მისთვის როგორც იავნანა ისე იქნებოდა...
გაბრაზებული მთელი ძალით ვუჭერდი ხელს საჭეს და ბრაზის მასზე გადმონთხევას ვდილობდი...
-ნელა ატარე, შე*ემა...
დუმილი აჩიმ დაარღვია და შეშინებულმა გამომხედა..
-უნდა მივუსწრო, გესმის უნდა მივუსწრო..
ამის თქმა იყო და სიჩქარეს უფრო ვუმატე... ღამის ოთხი საათი იყო გონიოში რომ შევედით...
-ეხლა რომელია იმ დარტყმულის სახლი გაარკვე რა...
ბუზღუნით ამოილაპარაკა ნიკუშამ და სახლების თვალიერება დაიწყო..
-ის რომელიც ყველასგან შორსაა და შუქი ანთია...
დაუფიქრებლად უპასუხა ლუკამ და ისევ ცადა მარიამთან დარეკვა...
-გათიშულია
გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა და ტელეფონი იქვე მიაგდო...
მთელი სამი საათი უაზროდ დავბოდიალობდით, მის სახლს ი ვერსად ვერ მივაგენით...
შვიდი საათი იყო რამდენიმე მაცხოვრებელი რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე და მაშინვე ერთ-ერთ მათგანთან მივედით..
-გამარჯობათ, ხომ არ იცით სად ცხოვრობს თაზო ამაშუკელი?
-კი შვილო, პირდაპირ იარეთ და მესამე ჩიხში ჩაუხვიეთ, ბოლოში კი ერთადერთი სახლია და იქ იკითხეთ..
ღიმილით გადავუხადეთ მადლობა და მითითებულ მისამართზე წავედით...
კარები ნელა შევაღეთ და იქაურობა მოვათვალიერეთ..
ხმაური ზედა სართულიდან მოდიოდა და ჩვენც მაშინვე იქითკენ გავვარდით...
გარკვევით მესმოდა მარიამის უდარდელი პასუხებ და თაზოს ღრიალი..
გულში რაღაცნაირად მესიამოვნა, როგორ ცდილობდა მარიამი ჩემ დაცვას..
მისი ბოლო სიტყვებუ, სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ შესვლის დრო იყო და აც დამიყოვნებია...
-მარიამი მართალია იმაზე მალე გიპოვე ვიდრე გეგონა...
ირონიულად გავუღიმე და სახეში მწარედ დავარტყი...
ბიჭები მაშინვე მივარდნენ და ყველა მხრიდან ურტყამდნენ...
მე უცებ ავიყვანე მარიამი ხელში და ოთახიდან გავედი...
ბიჭებიც ცალ-ცალკე გამოგვყვნენ და მანქანებში გადავნაწილდით...
-როგორ ხარ? რამე ხო არ გტკივა? რამე ხო არ დაგიშავა?
უცებ მივაყარე კითხვები და სახეზე ხელებს უმისამართოდ ვუსმევდი, ისიც ცრემლებად იღვრებოდა და პასუხს ვერაფერზე ვერ მცემდა...
-უბრალოდ ჩამეხუტე გთხოვ..
ტირილით მითხრა და ხელები მომხვია...
მეც უცებ ავიყვანე სიფრიფანა სხეული ხელში და ჩემ კალთაში გადმოვსვი, ხელები მაგრად მოვხვიე და ცხვირი მის თმაში ჩავრგე...
მალევე გადანაწილდნენ ბიჭებიც, საჭესთან ამჯერად ლუკა იჯდა და სარკიდან მის გამომეტყველებას კარგად ვხედავდუ..
ათასგვარი ეჭვები ჰქონდა მაგრამ ვრცერთს ვერ არქმევდა სახელს..
თვალებით ვანიშნე, რომ აუცილებლად ვეტყოდი ყველაფერს და ისიც დამთანხმდა...
მხოლოდ მე ვიცი იმ წამს როგორი ბედნიერი ვიყავი...
მარიამი ჩემთან იყო, ჩემ მკლავებში, სრულიდ დაცული, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მარიამი რომელიც. სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა...




11

ზუსტად ერთი დღე გავჩერდით ამ ამბის შდემდეგ ბათუმში, მეორე დღეს კი ზუკას დაჟინებული მოთხოვნით თბილისში წამოვედით..

თითქმის ერთი კვირაა უკვე რაც თბილისში ვართ, მაგრამ ზუკასგან ერთი შეტყობინებაც არ ყოფილა...
ყოველ დღე, ყოველ წამს ტელეფონის ეკრან ვანათებდი და სასურველი ნომრის არსებობის მოლოდინში გული მეწურებოდა...
-როდემდე უნდა უყურო ეხლა ჩამქვარ ეკრანს?
თავზე წამომადგა ნინუცა და გადასაფარებელი გადამაძრო...
უსიამოვნოდ შევიშმუშნე და გვერდი ვიცვალე..
-შენი ჭირიმე რა..
ხელი ავიქნიე და ისევ მოხერხებულად დავწექი..
-აეგდე ეხლა ვატო და ნინია ჩამოდიან საღამოს და რესტორანი უნდა დავჯავშნოთ, ხალხი დავპატიჟოთ...
თითებზე ჩამოთვლა დაიწყო ნინუცამ და სავარძელში ჩაესვენა..
-ის იქნება?
ინტერესით ვკითხე და ლოგინზე წამოვჯექი..
-ვატოს მეგობარია და წესით იქნება
მობეზრებული ხმით მითხრა და ხელი ჩაიქნია..
-მოვდივარ..
წამოვიყვირე და მაშინვე სააბაზანოში შევვარდი...
ოც წუთში ორივე სამზარეულოში ვისხედით და დედაჩემის მომზადებულ საუზმეს მივირთმევდით..
-შენ გაიხარე ნინუცა ეს რო ოთახიდან გამოიყვანე, ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა და ოთაიდან არ გამოდის...
ხელები ჰაერში გაასავსავა და თავის საქმეს მიუბრუნდა...
-კარგი რა დედა, რა არ გამოვდივარ ხოლმე...
დასჯილი ბავშვივით ამოვილაპარაკე და ნინუცას მიშველე თვალებით გავხედე...
-მართალი ხართ მაია დეიდა, ეს კვირაა გარეთ საერთოდ არ გამოსულა..
ძლივს შეკავებული ღიმილით თქვა ნინუცამ და ჩემი სახის დანახვიას უცბ დასერიოზულდა და ვითომც არაფერი უთქვამს ისე განაგრძო ლაპარაკი...
-კარგით მაია დეიდა, ეხლა ჩვენ წავალთ თორემ ნინა მიგვასიკვდილებს...
უცებ დამავლო ხელი და გარეთ გამათრია..
მანქანამდე სულ სირბილით მიმიყვანა, გაჩერდა და ღრმაად ამოისუნთქა..
-ხო არ დაიღალე შემთხვევით?!
გულზე ხელ მიბჯენილმა ვუთხარი და სუნთქვის დარეგულირება ვცადე...
-აუ კი
სერიოზულობით მითხრა და მანქანაში ჩაჯდა...
მც მივბაძე და ზუსტად ოც წუთში ნინას სახლის წინ ვიდექით...
-რამდენი ხანია გელოდებით გარტყმაში არ ხართ რა...
ჩვეული ჯიჯღინი დაიწყო ნინამ და უკან დაჯდა...
-კარგად ნინა შენ როგორ ხარ? რავი არაგვიშავს სახლშიც კარგად ვარ.. აუცილებლად მოგიკითხავ ყველას... სალამი რო ღვთისაა არ გაგიგია?!
უცებ ჩამოვარაკრაკე და გაბრაზებული სახით გადავხედე..
-ამან დილით ყავა არ დალია?
თითით ჩემკენ ანიშნა ნინუცას და სერიოზული სახით გადახედა...
-თან ორი
უცებ დაუდასტურა ნინუცამ და ღიმილით გამომხედა...
-ესე მაშინ იქცევა დილით ყავის დალევას რომ ვერ ასწრებს ხოლმე და ეხლა ორი აქვს ერთად დალეული და რა ჭირს?
სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ბოლო ხმაზე გაიცინა...
-შენ ნუ კაკანებ და შენ გზას უყურე სადმე არ ავილეწოთ...
სათითაოდ გადავხედე ორივეს და მზერა ამღერებულ ტელეფონზე გადავიტანე.
-ხო მარი.. - ... - ათ წუთში მანდ ვართ...
უცებ გავუთიშე და გოგოებს გადავხედე...
-აუ ნინუცა სწრაფად რა თრე ვერაფერს მოვასწრებთ, მარიამმა მე და ნუკა გელოდებითო, იქ რესტორანში ვართ წასავლელები, იქ კაბები, სალონი, მერე აეროპორტი აუუუ ჩქარა...
უცებ ჩამოუთვალე დღის გეგმები და აჟიტირებულმა ხელი ბეჭზე რამდენჯერმე დავარტყი..
-ვაიმე მარიამ გამყრელიძევ, თუ არ გინდა მომავალი ორი თვე საავადმყოფოში გაატარო დაწყნარდი, მივედით უკვე..
უცებ მომახალა და მანქანა გააჩერა...
მარი და ნუკაც უცებ მოვარდნენ და ნინას გვერდით დაიკავეს ადგილი...
-დროზე დროზე რესტორანში, ბიჭებმა თქვენი დახმარება გვინდაო...
ეგრევე გვაჯახა მარიმ და ყურებამდე გაიკრიჭა...
-ჯერ კაბებზე, მერე ვეღარ მოვახერხებთ გასვლას... - კატეგორიული ტონით გამოვაცხადე და მოშტერებულ სახეებს გავხედე... - კარგით რა ვიცი რა კაბაც მინდა და რომელ მაღაზიაშიცაა, თუ დროზე წამიყვანთ გაყიდული არ იქნება
და მე ვიყიდი, თუ არადა თქვენ თავს დააბრალეთ..
ღიმილით დავასრულე გამოსვლა და ნინუცას მანქანის დაქოქვისკენ მოვუწოდე...
ნახევარ საათში ხუთივეა გვქოდა კაბები და რესტორნისკენ მივდიოდით...
-დიდება თქვენ გამოჩენას ერთი საათია გელოდებით..
ჯუჯღუნით გამოვიდა მირო და ნინუცას გადაეხვია...
-შენ შეყვარებულს მოთხოვე პასუხი, ლოკოკინამ მე თქვენზე ჩქარა დავდივარ უნამუსო ვიყოო...
უცებ წავკბინე ნინუცა და შენობაში შევედი...
-მეორე დამნაშავეცაა აქ...
წარბაწეულმა გადმომხედა ნინუცამ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა...
-რა ვქნა ეხლა დაქალის ჩამოსვლის წვეულებას ძველი კაბით ხომ არ დავესწრები?!
ვითომც არაფერი ისე ვთქვი და იქაურობა მოვათვალიერე...
-კარგი, დარბაზი მშვენიერია, ეხლა მოვრთავთ, ოღონდ რამდნიმე გოგომ სტუმრებთან გადარეკოს...
ბრძანება გასცა ნინამ და სათითაოდ გადმოგვხედა...
-მე ბუშტებს ვბერავ არ მცალია...
უცებ დავიძვრინე თავი და იქვე დაყრილი ბუშტბიდან ერთ-ერთს ვწვდი...
-მეც..
უცებ მომბაძა ნინუცამ და ერთდროულად ორი ბუშტი აიღო...
-ჯერ ერთი გაბერე თუ ქალი ხარ რა..
ღიმილით უთხრა მირომ და ერთიცალი ააცალა...
-კაგით, ჰო მე, ნუკა და მარი გადავრეკავთ .. თქვენ ბიჭები მოგეხმარებიან...
-რაა?
ერთ ხმად იყვირეს ყველამ და ჩვენ გადმოგვხედეს...
-ძალიან კარგი, აჩი მიდი წაცუნცულდი მანქანაში მოსართავების პარკია რამდენიმე.. მიშო შენც გაყევი ბევრია..
უცებ გამოვუჩინე საქმე ორ მათგანს..
-ნიკუშ და მირო თქვენ კიბე შემოიტანეთ ორიცალი გარეთაა მყუდებული, რო შეოვდიოდი დავინახე...
დანარჩენი ორიც დავასაქმე და აშკარად ვიღაც მაკლდა..
-ის სადაა?
ინტერესით გადავხედე ერთ ადგილას გაშეშებულ ბიჭებს და ე
რესტორანი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე...
-ორ წუთში აქ იქნება...
უცებ გამცა პასუხი ნიკამ და მიროს გაყვა უკან...
-ძალიან კაი იმას კიბიდან კიბეზე ვაცოციალებ..
უცებ დავაწყე გეგმები და მოშტერებულ გოგოებს გადავხედე...
-რას მიყურებთ საქმე საქმე...
შეპარული ღიმილით ვუთხარი და მორიგი ბუშტი ავიღე...
დაახლოებით ოცი წუთი გავიდა ზუკას ლოდინში..
როგორც იქნა გაიღო კარებიდა სასურვლი პიროვნებაც გამოჩნდა...
-სად ხარ ამდენხანს?! იცი რამდენი ხანია გელოდებით?
უცებ მივვარდი და მაშინვე ჩხუბი დავიწყე..
-ეი ენამწარევ დაწყნარდი, საქმეები მქოდა და დამაგვიანდა..
-აჰა ანუ საქმეები... აქაც არ გაქ მოლხენის დრო... დროზე ადი კიბეზე ბუშტებია ზემოთ ჩამოსაკიდი მიეხმარე შენ ძმაკაცს..
უცებ მივაყარე და გოგოებს გადავხედე..
-მოკლავ..
სერიოზული სახით მითხრა ნუკამ...
-იქით თუ არ მოკლა ზუკამ მისი მზერით..
უცებ უპასუხა ნინუცამ და მიროს ამოეფარა რამე რო არ მესროლა..
-მერ მაინც მოგივლი...
მუქარა შერეული ხმით ვუთხარი და გამეღიმა..
ზუსტად სამ საათში ყველაფერი მზად იყო...
ზუკა ერთი კიბიდან მეორეზე გადამყავდა...
ხან დასაკიდებელი ადგილი არ მომწონდა, ხანაც ზოგი აბდა-უბდად იყო და იმას ვასწორებინებდი, ხანაც კიბიდან ჩამოვიყვანდი და ნორმალურად არ ქონდა ფეხი ჩამოდგმული მიწაზე ისევ ზემოთ, რომ ამყავდა...
-მოგკლავ მარიამ!
-წარმატებები!!
რამდენჯერმე დამემუქრა და ისევ ღიმილით განაგრძო მისი საქმე...
-კმაყოფილი ვარ...
საბოლოო დასკვნა გააკეთა ნინამ და აჩის მიეხუტა..
-ძალიან კარგი, ეხლა ადგნენ ბიჭები და წავიდნენ დახვდნენ იმათ ერთ საათში ჩამოვლენ უკვე...
ახალი საკითხი წამოვჭერიდა უკეთესად რომ მოვკალათებულიყავი, ფეხები სკამზე შემოვაწყე...
-ერთ ცვლილებას შევიტან - ღიმილით თქვა ნინუცამ და გადმომხედა - შენ და ზუკა წახვალთ აეროპორტში დასახვედრად...
ამის თქმა და ჩემი სკამიდან გადმოვარდნა ერთი იყო....
-იმედია ხუმრობ ხო?
ტანსაცმლის ფერთხვით წამოვდექი ფეხზე და მომცინარი სახეები დავაიგნორე..
-არა
მეტი დამაჯერებლობისთვის თავიც გააქნია და მოხერხებულად მოკალათდა საკამზე...
-აუ კარგით რა მე გასამზადებელი ვარ სახლში ხო უნდა წავიდე არა?!
-არა, მარიამ! აქ ვიცვლით ყველა, ჯერ კიდევ მიალაგებელია აქაურობა...
-აუ რაა...
ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე და კარებისკენ წავედი...
-ადგები თუ დიდხანს გელოდო?!
გასვლას ვაპირებდი, როცა შევნიშნე რომ ზუკა არ მომყვებიდა და გაბრაზებული შევტრიალდი მისკენ..
-კარგი ხო მოვდივარ მოვდივარ...
ზანტად წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა...
მამქანაში ჩაჯდომა და ის ზუკას გახდომა რომელი სიგიჟემდე მიზიდავს ერთი იყო...
-გაბრაზებული ხარ ხო?
ღიმილით გამომხედა და მანქანა დაქოქა..
-მეზეა ლაპარაკი?
ირონიულად ვუთხარო და ღიმილის ნიშნად ტუჩის კუთხე ჩავტეხე...
-ხო შენზეა
-არა რატომ უნდა ვიყო?!
-კარგი რა მარიამ...
-არა მართლა სერიოზულად მაინტერესებს რატო უნდა ვიყო გაბრაზებული...
-კარგი მაშინ სხვაგვარად გკითხავ.... არ მოგენატრე?!
ცოტა არ იყოს ამანერვიულა მისმა ამ კითხვამ და საშინელმა დუმილმა, რომელიც საუკუნედ მომეჩვენა..
-ზუკა ჩქარა იარე რა დავაგვიანებთ.
უცებ დავიძვირნე თავი "უხერხული" კითხვისგან და ანერვიულებულმა ხელი კისერზე მოვისვი...
-ანუ კი...
-საიდან დაასკვენი?!
გაკვირვებულმა გავხედე და მის თვითკმაყოფილი სახის დანახვისას ნერვები ამეშალა...
-მე არა...
-აბა ვინ?!
-შენმა ტელეფონმა..
თვალით ტელეფონისკენ მანიშნა და ჩემ თავზე ამეშალა ნერვები...
როცა იცი რომ უნდა შეხვდე ადამიანს, რომელიც შენთვის სულერთი არაა, ტელეფონზე კი მისი და შენი საერთო სურათი გიყენია, უნდა წაშალო...
ნერვებ აშლილმა დავბლოკე ტელეფონი და ჯიბეში ჩავიდე..
-დაკმაყოფილდი?
-რითი?
გაკვირებული ხმით მითხრა და წამიერად გადმომხედა..
-იმით რომ მართლა ძალიან მომენატრე, იმით რომ მთელი ერთი კვირა ველოდებოდი შენ მონაწერს, რომ მთელი ერთი ჯვირაა ვნატრობდი ამ დღეზე, როდის გნახავდი...
დაკმაყოფილდი?!
ტირილის პირა მისულმა ვუთხარი და ძლივს შეკავებული ცრემლებით ავხედე...
სახეზე არანაირი ემოციი კვალი არ ეტყობოდა, არც ბედნიერების, არც გაბრაზების და არც გაკვირვების, უბრალოდ მთელი ძალით იყო ჩაფრენილი საჭეზე და გზს თვალს არ აშორებდა...


12
ნახევარ საათში აეროპორტში ვიყავით და წყვილს ველოდებოდით...
საშინელი სიჩუმე და დაძაბულობა იყო ჩვენ შორის...
გვრდი-გვერდ ვიდექით, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩვენ შორის მთელი თბილისი იდგა...
-რომელზე ჩამოდიან?
სიჩუმე ზუკამ დაარღვია და გვერდულად გამომხედა...
-ათ წუთში დაჯდება თვითფრიავი..
სხვათაშორის ვუთხარი და ნერვიულად განვაგრძე თითების მტვრევა..
-კიდე დიდხანს უნდა გააგრძელო?
გაბრაზებული სახით გადმომხედა..
-რაზე მეუბნები?
-აი ამაზე..
თვალებით თითებისკენ მანიშნა და წარბაწეულმა გამომხედა...
შეპასუებას ვაპირებდი, მაგრამ მონატრებული ხმის გაგონებისთანავე სიტყვა პირზე შემახმა და მაშინვე ჩასახუტებლად გავიქეცი..
-ჩემი ნინია ჩამოვიდა... როგორ მომენატრე...
ვკიოდი და მონატრებულს მთელი ძალით ვეხუტებოდი..
-მარიამ მეც აქ ვარ..
ხელები თვალწინ ამიფრიალა ვატომ და გამიღიმა..
ამჯერად ნინიასგან ვატოზე გადავბობღდი და მას ჩავეხუტე...
-როგორ ხარ სიძე შე ძველო?
მხარზე ხელი დავკარი და ზუკას გერდზე დავდექი..
-აუ ეს ისევ ისეთია?!
თითის აწევით კითხა ნინიამ ზუკას და ღიმილით გადმომხედა...
-კარგით მოვრჩეთ ეხლა ლაპარაკს, თქვენ სახლში წაგიყვანთ მერე კი მისამართს მოგწერ და იქ მოდით...
უცებ გადავიტანე ლაპარაკი სხვა თემაზე და გასასვლელისკენ წავედი...
ათ წუთში ყველა მანქანაში ვისხედით და ნინიას და ვატოს ახალი სახლისკენ მივდიოდით..
-აუ იცი პარიზი რა მაგარია..
ეიფელის კოშკი რო ვნახე ახლოდან
-ვიცი ნინია შოკში ჩავარდი...
დავამთავრე მისი ტექსტი და მობეზრებული სახით გავხედე ზუკას, რომელიც ჩემი სახის დანახვისას ღიმილს ვერ იკავებდა..
-და რომში რომ ვიყავი
-ეგეც ვიცი პიზის კოშკი საოცრება იყო და სურათიც გადაიღე ვითომ ხელით გიჭირავს..
-და ის...
-და ისიც რომ სიცილა ულამაზესია...
ღრმად ამოვიოხრე და დაღლილი სახით გავხედე ნინიას...
-აუ ყველაფერი მოგიყევით უკვე?
შეწუხებული სახე მიიღო და თითები მუხლებზე აითამაშა...
-ოცი წუთია მოვდივართ და ყველაფრის მოოლა მოასწარი, თუ რამე გამოგრჩა გოგოებს ხო უნდა მოუყვე და მაშინ მოვუსმენ მეც და ბიჭებიც, ხო ზუკა?!
მიშველე თვალებით გავხედე ზუკას და მისი სახის დანახვისას გამეღიმა..
თავი ოდნავ დამიქნია და შვებით ამოვისუნთქე..
-კარგი ხო, ეხლა მალე მიმიყვანეთ სახლში დავიღალე...
დანებების ნიშნად ხელები მაღლა აზიდა და თავი საზურგეს მიადო...
მალევე დავტოვეთ ახლად დაქორწინებულები თავიანთ სახლში და ჩვენ რესტორნისკენ წავედით...
-დაიღალე?
სიჩუმე ზუკამ დაარღვია და წამით გადმომხედა..
-არც ისე
უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და ფანჯარაში ყურება დავიწყე...
რესტორანში მისვლამდე აღარ გაგვიცია ხმა ერთმანეთისთვის...
რამდენჯერმე ვცადე ლაპარაკის დაწყება და სანამ სიტყვას ვიტყოდი მანამდე ვჩუმდებოდი..
როცა ზუკასთან ერთად ვიყავი, ის მარიამი, რომელსაც ყველა იცნობდა ჯანდაბაში მიდიოდა...
თითქოს ვკარკავდი ყველა იმ თვისებას, ვეღარც ენამწარე ვიყავი და უკვე ვერც მას ვეღარ აღვიქვამდი ირონიად...
-მარიამ, მოვედით გამოფხიზლდი...
გონზე ზუკას ხმამ მომიყვანა და თავი უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად გავაქნიე..
-კარგად ხარ?
შეშინებული თვალებით გადმომხედა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა...
ერთიანად დამიარა ტანში ჟრუანტელმა და შეხების ადგილი მთლიანად ამეწვა...
დენდარტყმულივით გავწიე სახე უკან და მანქანიდან გადმოვედი...
-კი... კი კარგად ვარ..
უცებ ვუპასუხე და რესტორანში შევედი...
გოგოების გაკვირვებული სახეები დავაიგნორე და მაშინვე საპირფარეშოში შევვარდი...
-რა ხდება კარგად ხარ?
მაშინვე შემომყვა ნინუცა უკან და ანერვიულებულმა გამომხედა...
-არა! არ ვარ კარგად... უკვე დიდიხანია კარგად აღარ ვარ , მაგრამ სანამ არ მომენატრა მანამ ვერ მივხვდი... სანამ არ დამაკლდა, მანამდე ვერ მივხვდი რომ იმაზე ძვირფასი იყო ჩემთვის ვიდრე მეგონა...
ძლივს შეკავებულმა ემოციებმა ერთიანად იფეთქა და ცრემლებმაც თავისი გზა იპოვეს..
-კარგი არ იტირო რა, მოდი მაკიაჟი გავიკეთოთ და კაბა ჩავიცვათ მალე მოვლენ სტუმრბი...
თავის დაქნევით დავეთანხმე და ცრემლები მოვიწმინდე...
ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი და სტუმრებით სავსე დარბაზში გავედი...
-სად იყავი აქამდე?
გვერდზე ამომიდგა და ჭიქა შამპანიური გამომიწოდა..
-ვიცვლიდი
სხვათაშორის ვუპასუხე და სტუმრებს მივესალმე....
-ისევ ენამწარე გავხდით?!
-ჩვენ ისევ ირონია?!
სხვათაშორის ვუთხარი და გოგოებთან გავედი..
-სად არიან ნინია და ვატო ამდენხანს?
მალევე შემოგვიერთდა ნინა და დარბაზი კიდევ ერთხელ მოათვალიერა...
-მოვლენ ცოტახანში...
უცებ უპასუხა მარიმ...
-ყველა აქაა?
ინტერესით იკითხა ნუკამ და სათითაოდ გადმოგვხედა...
-ვატოს დედაშვილი დარჩა მოსასვლელი მარტო და ვსო..
რაღაცის თქმას ვაპირებდი, თუმცა დარბაზში ისეთი ამბავი ატყდა სიტყვის გაგება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ჩვენც ხალხის ჯგუფისკენ წავედით და ახლად შემოსულ ნინიას და ვატოს გადავხედეთ...
ყველა ცალ-ცალკე მიდიოდა და ულოცავდა...
-ეს რას ნიშნავს?
ღიმილით მოგვიახლოვდა ნინია და გოგოებს გადაეხვია..
-დახვედირის თუ რაც გინდა ის დაარქვი იმის საღამო...
ღიმილით უთხრა ნინამ და კიდევ ერთხელ გადაეხია...
-გოგოებო ეხლა მოაყოლეთ როგორი დრო გაატარა...
ღიმილით ვუთხარი და ზუკასკენ წავედი...
-ძალიან ეშმაკურად იცინი მარიამ და რა მოხდა?!
მისვლისთანავე მკითხა ზუკამ და შეუმჩნევლად გამკრა ბეჭი...
-ეხლა უყურე ამათ დატანჯულ სახეებს
სიცილით ვანიშნე გოგოებისკენ და უკვე ნინუცას მამისმკვლელი სახის დანახვისას სიცილი ვეღარ შევიკავე...
-ბოროტი ხარ!
ჩემთან ერთად იცინოდა ზუკაც..
-აუ კაი რა ცოტახანი კიდვ ვუყუროთ და მერე გამოვიყვან ნინიას აქეთ..
რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ზედმეტად გაწელილმა ხმამ ლაპარაკის კი არა ფიქრის უნარიც წამართვა...
-ზუუკა... როგორ მომენატრე.. რამდენი ხანია არ მინაიხარ..
მოვარდა და ეგრევე ტუჩებზე ეტაკა ზუკას
-ვაა ნატა აქ რას აკეთებ?
გაოცებულმა შეხედა ზუკამ და ძლივს მოიშორა ...
-ვატო ჩემი დეიდაშვილია და ამას გავმაზავდი?!
ღიმილით უთხრა და თითი ლოყაზე ჩამოუსვა..
-მე დაგტოვებთ..
ძლივს შეკავებული ცრემლებით ვუთხარი და გარეთ გამოვვარდი...
დიდხანს მესმოდა ჩემი სახელი, მაგრამ მანქანაში ჩავჯექი და მაშინვე მოვწყდი იქაურობას..
მთელი სიჩქარით ვმართავდი მანქანას და ცრემლების შეკავებას ვცდილობდი...
უაზროდ დავდიოდი თბილისის ქუჩებში...
უცებ თავში რაღაც იდეა მომივიდა, მანქანა უცებ მოვატრიალე და სასურველ მისამართზე მივედი, კარი ნელა გავღე და მიტოვებულ სახლში შევედი...
იმდენი ხანია აქ არ ვყოფილვა ყველაფერი მტვერში იყო ამოსვრილი...
კაბაზე უცებ გადავიცვი ჩემი ძმის ძველი პერანგი და ხატვას შევუდექი...
სამ საათში ყველაფერი მზად მქონდა...
კმაყფილმა გავხედე ნამუშევარს და გამეღიმა...
არ მეგონა თუ ხატვა ისევ შემეძლო, სიმართლე ვთქვა ჩემი და ზუკას პორტრეტი იმაზე უკეთესიც იყო ვიდრე ეს სურათში ჩანდა...
უცებ ავიღე დიდი ფორმატი და სახლის კარები ისევე ნელა გამოვიხურე როგორ გავაღე...
მალევე მივედი სახლში და მაშინვე ჩემ ოთახში შევვარდი...
საწოლზე ნელა შებდექი და პირდაპი ჭერზე გავაკარი ჩემ ნამუშევარი...
ძილის წინ ბოლოს მის სახეს დავინახავ და გაღვიძებისას პირველს მის სახეს ვნახავ...
ჩემ სისულელეზე გამეცინა და მოსაწესრიგებლად აბაზანაში შევედი...
გამოსვლა და მკვირვ სხეულზე შეჯახება ერთი იყო...
ნელა ავწიე თავი და გაბრაზბული ზუკას დანახვისთანავე უკან დენდარტყმულივით გამოვიწიე და მაშინვე შეტევაზე გადავედი...
-აქ რას კეთებ? რატომ არ ხარ წვეულებაზე ან...
-ნუ წიკვინებ და ამიხსნი სად გაიქეცი?
არც მან დამაკლო ყვირილი და სავარძელში ჩაჯდა...
-ბატონი?
გაკვირვება ვერ დავმალე და გაფართოებული თვალებით გავხედე...
-სად გაიქეცი თქო?
ჯიუტად გამიმეორა კითხვა, ისე რომ ერთი ძარღვიც არ შერხევია...
-როგორც ხედავ სახლში...
მეც უდარდელად ვუპასუხე და ცივ ლოგინში შევწექი...
-მარიამ ნუ ცდი ჩემ მოთმინებას...
კბილების ჭრიალით მითხრა და ჩემკენ წამოვიდა...
-შენი ჭირიმე რა..
ხელი ავიქნიე და გადასაფარებელი მჭიდროდ მოვიხვიე...
-მარიამ
-რა გინდა?!
-რატომ ხარ ჯიუტი და გაუგონარი?!
-რავი ვარ..
-მარიამ
-რა?
-არაფერი... ეს რა არის?
ცოტახნიაი დუმილის შემდეგ მკითხა და თვალი ჭერზე გაკრულ ნახატს გაუშტერა...
-ნახატი
-მართლა? მე წიგნი მეგონა..
-ირონია არსად დაგეკაროს...
გაბრაზებულმა ვუთხარი და გვერდი ვცვალე...
-შენ დახატე?
მაინც თავისას აგრძელებდა და ნახატს ახლოდან ათვალიერებდა...
-კი
-რატომ?
-რა მნიშვნელობა აქ...
უდარელად ვუპასუხე
-თუ გეკითხები ესე იგი აქვს..
მკაცრად მიპასუხა და ჩემ გვერდზე დაწვა...
-ძალიან გაინტერესებს?
ნერვებ მოშლილმა ვუთხარი და მისკენ გადავტრიალდი..
-კი
-დაივიწყე არ აქვს მნიშვნელობა...
დამწუხრებულმა ვუთხარი და ხელი ჩავიქნიე...
-მარიამ მითხარი...
მკაცრად მითხრა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა..
-იმიტომ, რომ მინდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყავი, მინდოდა ძილის წინ ბოლოს შენი სახე დამენახა და გაღვიძებისას პირველად შენთვის შემეხედა, მინდოდა როცა ოთახში მარტო ვიქნებოდი არ მეგრძნო ეს სიმარტოვე და შენ ყოფილიყავი ჩემთან, იმიტომ რომ მიყვარხარ იმაზე ვეტად ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია... თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ...
ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი ყველაფერი და ცრემლები მოვიწმინდე... ზურგი ვაქციე და თავი ბალიშში ჩავრგე...
მალევე ვიგრძენი ბეჭზე ძლიერი ხელის შეხება, წამებში კი უკვე ზუკას აწითლებულ თვალებს ვუურებდი...
ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემსაზე და სხეულში სასიამოვნოდ გამცრა...
-მიყვარხარ იმაზე მეტად,ვიდრე რომეოს უყვარდა ჯულიეტა...
ვიდრე კვაზიმოტოს ესმერალდა
ვიდრე ტეარიელს ნესტანი...
ვიდრე შოთას თამარი!
მიყვარხარ ენამწარევ!
ყურთან მიჩურჩულა და ისე ჩამეხუტა ძვლებმა ტკაცანი დაიწყეს...
მეც ბედნიემა მოხვიე ხელები და საყვარელი სურნელით გაბრუებულს ჩამეძინა...





13

დილით იმაზე ბედნიერს გამეღვიძა ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება...

მაშინვე ვიგრძენი წელზე დაძარღვული ხელი და ტანში სასიამოვნოდ გამცრა....
ცხვირი კანზე გავუხახუნე და მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა...
მაშინვე დაუბუსუსდა კანი და გამარჯვებულის ღიმილით ავხედე..
-დილამშვიდობის ენამწარევ!
ჩვეულებრივზე ბოხი ხმით მომესალმა და წელზე თითები აათამაშა..
-შენ რო დაგინახავ დილით პირელს ის დღე მშვიდობიანი ვერ იქნბა...
უცებ წავკბინე და მის გაბრაზებულ სახეზე გამეცინა..
-ეგრე ხო!
შეპარული ღიმილით მითხრა და მაშინვე ტუჩებზე მეცა...
უჰაერობამ რო შეგვაწუხა მხოლოდ მაშინ მომშორდა და ტუჩებზე ენის წვერი გადაისვა...
-ეხლა მე წავალ, თორემ ის შენი დარტყმული ძმა შემოვარდება და არ მაქ აქ "რაზბორკების" თავი...
წასვლისას კიდევ ერთხელ მაკოცა და ფანჯრიდან გადაძვრა...
დებილივით ვიჯექი ლოგინში და მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი... მეღიმებოდა, მაგრამ რაზე მეთვითონაც არ ვიცოდი...
უცებ წამოვდექი ლოგინიდან თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი..
-დილამშვიდობის დე, ყავა გამიკეთე რა...
-კარი რა მარიამ, რამდენ ყავას სვამ თან უშაქროს, არ შეიძლება დედა ასე..
დილიდან დაიწყო ლექციების კითხვა და ხასიათიც წამებში მომიშხამა...
-კარგი რა დედა არაფერი დამემართება ნუ ნერვიულობ.. მამა სადაა?
უცბ გადავიტანე ლაპარაკი სხვა თემაზე...
-ოთახშია...
მოკლედ მიპასუხა და თავის საქმე განაგრძო... მეც უცებ წამოვხტი ფეხზე და ოთახისკენ გავიქეცი...
-მამიკო
როგორც კი კარები შევაღე მაშინვე მოთაფვლა დავიწყე და მისი ღიმილიც დავიმსახურე..
-რამდენი გინდა?
სიცილით მითხრა და ჯიბიან საფულე ამოიღო..
-რამდენს მომცემ?
თვალები ეშმაკურად ავათამაშე და გვერდზე მივუჯექი...
-ორმოცდაათი გეყფა?
-ვიმყოფინებ...
უცებ ვუთხარი, ფული გამოვართვი და ლოყაზე ვაკოცე..
-წავედი მე
შემოსასვლელიდან გავძახე და კარები გამოვაღე...
-და ყავა მარიამ?
სამზარეულოდან გამოყო თავი დედაჩემა და ჭიქა დამანახა
-გოგოებთან ერთად დავლევ
უცებ მოვძებნე გამოსავალიც და კარები გამოვიხურე...
ღიმილით ჩავირბინე კიბეები, ტელეფონი ამოვიღე ნინუცასთვის უნდა დამერეკა, უცებ რაღაც მკვრივს რომ შევასკდი და რომ არა მისი ძლიერი ხელები აუცილებლად ძირს დავეცემოდი...
-უკაცრავად ვერ დაგინახეთ..
ლოყებ აწითლებულმა ვუთხარი და ნელა ავწიე თავი..
როგორც კი ნაცნობი სახე დავინახე უცებ გამეღიმა..
-დემეტრე?
ცოტახანი გაკვირვებულმა მიყურა, მერე მიხვდა ვინც ვიყავი და რაღაცნაირად გამიღიმა...
-ააა გოგონა პლიაჟიდან რომელსაც მეგობარში ავერიე... მარიამი ხომ?
ეჭვის თვალით გამომხედა და ტუჩის კუთხე ღიმილის ნიშნად ჩატეხა...
-კი მარიამი
ღიმილით დავეთანხმე და სიჩუმემაც დაისადგურა...
-ხო აქ საიდან მოხვდი?
ღიმილით შემოავლო თვალი..
-მე აქ ვცხოვრობ და შენ?
-რა პატარაა საქართველო?
-რატომ?
გაოცება ვერ დავმალე და კითხვის ნიშნის თვალებით გავხედე..
-უკვე მეც აქ ვცხოვრობ, რამდენიმე დღის წინ ვიყიდე ბინა მეექვსე სართულზე..
უცებ ამიხსნა სიტუაცია და გაღიმებულმა გამომხედა...
-ჩემზე ერთი სართულით ქვემოთ ყოფილხარ... კარგი ეხლა წავალ...
-კარგი შეხვედრამდე..
სიცილით დავემშვიდობეთ ერთმანთს და ჩვენ-ჩვენ გზაზე წავედით...
-ნინუცა დაურეკე გოგოებს და კაფეში შევიკრიბოთ რა...
როგორც კი ტელეფონში ზუმერის ხმა შეწყდა მაშინვე დავიწყე ლაპარაკი და ვეღარც გავჩუმდი...
-აე.. აე.. ამოისუნთქე და ნინიასთან და ვატოსთან ამო აქ ვართ ყველანი, ოღონდ ერთი შენნაირი დარტყმული რო გვყავს კიდე იმას დაურეკე და ორივე ამოდით...
-ეხლა შენ ამოისუნთქე და ოც წუთში მანდ ვარ...
სიცილით ვუთხარი და ტელფონი გავუთიშე..
მაშინვე ავკრიფე უკვე კარგად ნაცნობი ნომერი და სასურველი ხმის გაგონების მოლოდინში გავიყუსე...
-ზუკა სად ხარ?
როგორც კი გავიგე ხმა მაშინვე ლაპარაკი დავიწყე და უნებურად გამეღიმა...
-რა იყო მარიამ, ჯერ ერთი დღეა შეყვარებულები ვართ და უკვე მაკონტროლებ?!
სიცილით მითხრა და რომ წარმოვიდგინე ეხლა რა სახით იქნებოდა ნერვების მოშლის მაგივრად გულიანად გამეცინა...
-კარგი მოვრჩეთ სისულელეებს მართლა სად ხარ?
-სახლში რა იყო?
-ვატოსთან და ნინიასთან მივდივარ და შენნაირ დარტყმულსაც დაურეკე ამოვიდესო და გირეკავ...
-აჰამ ანუ თუ იმათმა არ დაგირეკეს და არ გითხრეს შეყვარებულს დაურეკეო ისე არ დამირეკავ ხო?
-აუ ზუკა კარგი რა...
ნერვებ მოშლილმა გავუთიშე ტელეფონი და ფეხით დავუყევი გზას ახლად შეუღლებულებისკენ...
ხუთი წუთიც არ იყო გასული ჩემი ტელეფონი, რომ ამღერდა...
ზუკას ნომრის წაკითხვისას გამეღიმა, მაგრამ ვითომ მკაცრი ტონით ვუპასუხე...
-სად ხარ?
-რა იყო მაკონტროლებ?
მისი პასუხი გავუმეორე და თვითკმაყოფილს გამეღიმა...
-კაი რა მარიამ მართლა სად ხარ გამოგივლი ერთად წავიდეთ...
უცებ დაუტკბა ხმა და ჩემი გაღიმებაც მოახერხა...
-ჩემ სახლთან ახლოს რომ პარკია იქ ვარ მალე მოდი...
უცებ ვაჯახე და ტელეფონი გავუთიშე..
დაახლოებით ათი წუთის ლოდინის შემდეგ პირდაპირ ჩემ წინ გაჩერდა მანქანა...
-საით გაგიყვანოთ ლამაზო?
-აუ რას ცანცარებ ამხელა ბიჭი რა... დროზე წადი თორემ მოგვკლავენ ორვეს..
მოჩვენებითი სიბრაზით ვუთხარი და მანქანაში ჩავხტი...
-როგორც მიბრძანებთ ქალბატონო..
თეატალურად წარმოთქვა და სიცილით დაქოქა მანქანა..
მალევე მივედით წყვილის სახლამდეც, როგორც თბილისის კორპუსებისთვისაა დამახასიათებელი, ლიფტი არ მუშაობდა მეშვიდე სართულზე კი ფეხით ასვლა მოგვიწია, რაც არც ისე სასიამოვნო იყო...
ბოლოს აქოშინებულები მივადექით ბინას და მანამ ვაკაკუნეთ სანამ კარები არ გაგვიღეს..
-წყალი...
უდაბნოში მყოფივით ამოვილაპარაკე და მისაღებში შევესვენე..
-დაგაყარეთ ქისები ყველას და ვატატუნა ლიფტი რატო არ მუშაობს?
როგორც კი სულ მოვითქვი მაშინვე გადავედი მთავარ სქმეზე და სავარძელში ოდნავ გავსწორდი...
-მე რა ვიცი...
-ხოდა მეორეჯერ მე აქ მომსვლელი არ ვარ..
უცებ გამოვიტანე განაჩენი და წყალი ბოლომდე გამოვცალე..
-ჩაიწი გოგო იქით დავიღალე ფეხზე დგომით..
უცებ გადაიტანა ზუკამ ლაპარაკი სხვა თემაზე და ისედაც პატარა სავარძელში ჩემთან ერთად დაჯდა...
ხელბს კი უმისამართოდ დააცოცებდა ჩემ ზურგზე..
ბურუსიდან გოგოების ფხკუნმა გამომიყვანა და უცებ გავიაზრე აც ხდებოდა, ფეხზე წამოვხტი და სამზარეულოში გავედი..
ჩემი გასვლა და ხუთვეს შემოვარდნა ერთი იყო...
-გუშინ რატომ წახვედი?
-ზუკა რატო გამოგყვა?
-ეხლა ერთად რატომ მოხვედით?
-სხვანაირად რატომ იქცევით?
-ან ეს ერთად ჯდომა რას ნიშნავს?
-ან საერთოდ რა ხდება გაგვაგებინე!
ბოლოს ხუთივემ ერთ ხმაში მკითხა და სიცილიც ვეღარ შევიკავე..
ბოლო ხმაზე ვიცინოდი და კითხვებზე პასუხის გაცემას არც ვაპირებდი..
სიცილი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა, უცებ გავხსენი და ზუკას ნომრის დანახვისას გამეღიმა..
<<რა გაცინებს ეგრე ძალიან რომ აქ ისმის შენი ხმა?>>
<<შენ უნდა ნახო რამდენი კითხვა დამაყარეს>>
<<იგივე მდგომარეობაში ვარ>>
<<ღმერთმა გაძლება მოგცეს>>
<<შენც, აშკარად გვჭირდება>>
ღიმილით მოვრჩი მესიჯობას და გაბრაზებულ გოგოებს გადავხედე..
-რა იყო?
ვითომც არაფერი ისე ვკითხე და სამზარეულოს ბარზე შემოვჯექი..
-დაგისვათ კითხვები თუ შენით მოგვიყვები?
სიტყვით გამოვიდა მარი და ყავის ჭიქა მომაწოდა...
-რა უნდა მოგიყვეთ?
ისევ ვაგრძელებდი თავის მოსულელებას, მაგრამ ისე მეცინებოდა დიდხანს ვერ გავძლებდი..
-მარიამ!
-რა?
-დროზე!
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი გოგონებს და მათ სახეებზე გულიანად მეცინებოდა...
ერთი სიტყვის თქმა და მათი ათასი კითხვა ერთი იყო..
-მოკლედ ესე და ამგვარად მე და ზუკა ერთა ვართ ეხლა...
-ვააა
ხუთივემ ერთხმად შეიცხადეს და გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს...
-აწი რა იქნება?
დუმილი ნინამ დაარღვია და ეჭვისთვალით შემომხედა...
-მე რა ვიცი ნინა?! ჯერ-ჯერობით ვართ ერთად და ვიქნებით და მერე აღარ ვიცი...
-კარგით მოვრჩეთ ეხლა ამაზე ლაპარაკს და გავიდეთ გარეთ...
უცებ წამოხტა ფეხზე მარი და სამზარეულოდან გავარდა...
-ამან რო ერთი წამით დატოვოს მისი მიშო არ შეიძლება რა...
მობეზებულად თქვა ნუკამ და თავ გააქნია...
-მესმის...
უცებ დაუბრუნა პასუხი მარიმაც და ყველას გაგვეცინა..
მისაღებში შესვლა და ბიჭების მოშტერება ერთი იყო....
-კარგით რა სიფათებით მიყუებთ, არ გამირეკია და სრულ ჭკუაზეც ვარ...
უცებ წავიკითხე მათი ფიქრები და პირდაპირ ზუკას კალთაში ჩავუჯექი..
-ეს ნახეთ რა ყველაზე პატარაა და უკვე რა დღეშია..
-კაი რა მირო, ნუ აგივარდება თავში შენი შეყვარებული ჩემზე სამი თვი დიდი როა...
მალევე დავუბრუნე პასუხი და ენა გამოვუყავი...
-კარგით მოვრჩეთ კინკლაობას და დარწმუნებული ვარ ჩვენ ვატატუნას ექნება რამე დასალევი და ახალ წყვილს დაგვალოციებს ახალ სახლში...
აციმციებული თვალები შეანათა ნიკუშამ ვაკოს და დარენილი ბიჭებიც აყვნენ...
ოც წუთში უკვე ყველაფერი მზად იყო და დაწყვილებულები მივუსხედით სუფრას...
პირველი როგორც ყოველთვის ღვთის სადღეგრძელო თქვეს, მერე მიყვა, მიყვა და კარგად შემთვრალები ვიყავით ჯერ სიყვარულის სადღეგრძლოზე რომ მიდგა...
-ეხლა იცი რას გაუმარჯოს, გრძნობას რომლის გამოც ჩვენ ყველანი აქ ვსხედვართ და გრძნობას, რომელმაც ჩვენ ესე დაგაახლოვა ერთმანეთთან... -უცებ დაიწყო აჩიმ და ფეხზე წამოდგა - დიდხანს რო არ გავაგრძელო, სიყვარულს გაუმარჯოს, იმ სიყვარულს რომლითაც მე მიყვარს ჩემი ნინა, იმ სიყვარულს, რომლითაც მინდა რომ ის ჩემი ცოლი იყოს, იმ სიყვარულს, რომლითაც მინდა რომ ის ჩემი შვილების დედა გახდეს...
ნინა, გამომყვები ცოლად?
ჯიბდან პატარა, წითელი კოლოფი ამოიღო და ნინას წინ ცალ მუხლზე დადგა...



14
მომხდარით ყველანი გაკვირვებულები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველად არ ხდებოდა..
ერთხელ უარი მიიღო, ნინას უპასუხისმგებლობის გამო...
მეორეჯერაც უარი, იგივრ მიზეზით...
მაგრამ მესამეჯერაც, რომ უარი მიიღოს, აჩი კი არა, მეც უარს ვიტყვი ნინასთან ურთიერთობაზე...
-ამოიღე ხმა დროზე...
ჯერ კიდევ შოკშუ მყოფმა ვუჯიკე და ფიქრებიდან გამოვარკვიე...
-მე...
პატარა ბავშვივით აბლუყუნდა და დაბნეული თვალებს აქეთ იქით აცეცებდა..
-ნინა ამოღერღე..
მხარი ამიბა მარიმაც და ყოველთვის მოცინარი სახე, ისე ქონდა დასერიოზებული მეგონა სულ სხვა ადამიანი იდგა...
-მე...
ისევ იგივეს იმეორებდა და ჩემ ნერვებზეც უფრო და უფრო მოქმედებდა..
-გასაგებია ყველაფერი... - სახე წაშლილმა ჯიბეში ჩაიდო ბეჭედი და ზანტად წამოდგა ფეხზე... - ყველაერი გასაგებია, ყველანაირი გზა ვცადე, მაგრამ პასუხი ყველაზე ერთნაირია...
ხმაში შეპარული ბზარი არ შეიმჩნია და გასასვლელისკენ წავიდა...
ყველა გაოცებული ვუყურებდით ამ ორს..
ერთდროულად მიბყრობდა გაბრაზება და ნინას მოკვლის სურვილი...
-აჩი გაჩერდი..
სრულ სიწყნაერში მხოლოდ ჩემი განწირული ყვირილი გაისმა და უცებ ყველამ მე შემომხედა...
-კი მაგრამ რისთვის?! რისთვის გავჩერდე?! იმისთვის რომ კიდევ ერთი დამცირება გადავიტანო?! ხომ იცი რომ ამდენი არავისთვის არასდროს არ მიხვეწნია..
-უბრალოდ დრო მიეცი გთხოვ...
-საკმარისი დრო ქონდა, მაგრამ უშედეგოდ..
-ბოლო გთხოვ..
-უბრალოდ იცის სადაც ვიქნები, მხოლოდ ერთი დღე... ისიც შენ გამო..
უხასიათოდ მითხრა და კარები გაიხურა...
გათიშლები დავსხედით ჩვენ ჩვენ ადგილას და გაბრაზებულებმა გავხედეთ ნინას...
-ეხლა ვიწყებ და არ შემაწყეტინოთ შენ კი ხმა არ ამოიღო.. - უცებ წამოვვარდი ფეხზე და განცხადება გავაკეთე - ამდენი წელია გიცნობ, პირველი კლასიდან ერთად ვართ, მაგრამ შენთვის შეურაცხყოფა არასდროს არ მომიყენებია ეხლა კი ის მომენტია, რომ რაც არ უნდა გითხრა არასდროს ვინანებ...
სულელი ხარ ამხელა გოგო... 24 წლის ხდები მაგრამ ისევ ისეთი ტვინი გაქ, როგორიც თოთხმეტი წლის ასაკში გქონდა.. როგორ შეგიძლია ესე მოიქცე...
ტიპმა სამჯერ გთხოვა ცოლობა და პრინციპის გამო მაინც უნდა დათანხმებულიყავი...
პასუხისმგებლოლბა ყოველთვის შეგაწუხება და გამოდის რომ შინაბერა რჩები... მე რომ მთხოვონ ცოლობა, მითუმეტეს "ამდენჯერ" დავთანხმდებოდი...
გიყვარს, იმაზე მეტად ვიდრე შენ გგონია, მაგრამ გეშინია პასუხისმგებლობის...
ეხლა აწევ ერთ ადგილს და წახვალ აჩისთან დაელაპარაკები და ისევ აქ მოხვალ ერთად და არა ცალცალკე...
დავასრულე თუ არა გამოსვლა ზუკას გვერდზე დავჯექი და წყლიანი ჭიქა ბოლომდე გამოვცალე...
-შენ კიდე აქ ხარ?! - გაოცებულმა გავხედე ერთ ადგილას გაშეშებულ ნინას. - დოზე ადექი და წადი..
ზანტად წამოდგა სკამიდან და გასასვლელისკენ გალასლასდა..
-დროზე!
ჩემი სათქმელი უცებ თქვა ნინუცამ...
ნინას წასვლის შემდეგ ნახევარი საათი ყველანი დებილებივით ვისხედით...
-თქვენი აზრით რას იზამენ?
დუმილი მიშომ დაარღვია და ყველას სათითაოდ გადმოგვხედა..
-თუ შეძლებენ ცივილურად ლაპარაკს, საერთო პოზიციას იპოვნიან და დროებით მაინც გაჩერდებიან, თუ არადა რომელიმე მათგანი მაინც გაიმარჯვებს...
ყველას მაგივრად დაუბრუნა პასუხი ნიკუშამ და მორიგი ჭიქაც გამოცალა..
-მარიამ, შენ ესე ხომ არ მაწვალებ?!
შეშინებული სახით გამომხედა ზუკამ და ჩემდა უნებურად გამეცინა...
-მე გადაწყვეტილების მიღებაში ნინაზე უარესი ვარ, მაგრამ როცა საქმე შენ გეხება ისე ადვილად ვიღებ გადწყვეტილებას ჩემი თავის მიკვირს...
მოკლედ განვუმარტე და კისერში სველი კოცნის კვალი დავუტოვე..
-ამისთვის დაისჯები ყურში მიჩურჩულა და ამღერებულ ტელეფონს დახედა...
-ხო ლუკა... ნინიასთან და ვატოსთან.. კაი გელოდებით...
-ვინ იყო?
უცებ კითხა ნინიამ
ლუკა იყო მე და ლაშა ამოვალთ საქმე გვაქვსო...
-რა საქმე?
თავი წამოყო მირომ და ინერესით მოგვათვალიერა..
-არ ვიცი მოვა და გვეტყვის...
კიდევ ერთი ნახევაი საათი გავიდა ამჯეად ჩემი ძმის და ლაშას მოლოდინში...
გული რაღაცა ისეთს მიგრძნობდა რაც აუცილებლად არ მომეწონებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ეს ლუკა და ლაშას უკავშირდებოდა, თუ ნინას და აჩის...



ჩემი სახლიდან გამოსვლა და ცრემლები ერთი იყო... ძლივს მივაგენი მანქანას და გეზი აჩის სახლისკენ ავიღე...
არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი, იმისთვის რომ მიყვარდა, თუ იმისთვის, რომ მარიამის სტყვებმა ოდნავს ნამუსი შეაღვიძა...
ფაქტი ფაქტია, ვიჯექი მანქანაში და მივდიოდი ადამიანთან რომელთანაც მართლა დიდი გრნობები მაკავშირებდა..
მანქანა სადარბაზოსთან გავაჩერე და ნერვიულად ავათამაშე თითები საჭეზე..
ბოლოს ერთი ღრმად ამოვისუნთქე და მანქანიდან გადავედი... მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა...
მეშინოდა მომავლის, არ ვიცოდი რა მელოდა და სწორედ ეს მაშინებდა...
ფრთხილად დავაკაკუნე კარებზე, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ...
მაგრამ პასუხი არ ისმოდა...
ფრთხილად ჩამოვწიე ურდული და როგორც ყოველთვის კარები ღია..
-ამ ბიჭს ხო ვერ ვასწავლე კარების დახურვა.. - ჩემთვის ჩავიბუტუტე და კარები მივხურე... - აჩი! აჩი სად ხარ?
მისაღებში და სამზარეულოში არ იყო.. არც აბაზანაში... ბოლოს მის ოთახში შევედი და სანახაობამ ერთ ადგილას გამაშეშა....
-რას აკეთებ?
გაოცებულმა შევხედე და მისკენ ნაბიჯი გადავდგი...
-რასაც ხედავ...
უხეშად მიპასუხა და თავის საქმე განაგრძო..
-და როგორ ფიქრობ ეს საუკეთესო გამოსავალია ამ მომენტისთვის?!
-შიძლება შენთვის არის... აღარ იარესებებს აჩი რომელსაც უყვარხარ და შენი ცოლად მოყვანა უნდა... უბრალოდ იარსებებს აჩი, რომლისთვისაც შენ უბრალო ნაცნობი დარჩები... იქნები ის ნინა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობრების მეგობარია...
-შეგიძლია რომ მომისმინო უბრალოდ?
ცრემლები შევიმშრალე და პერანგი ხელიდან გამოვგლიჯე...
-რა გინდა ნინა? ან რატომ უნდა მოგისმინო? ეს დროც მხოლოდ მარიამის და დანარჩენების გამო მოგეცი, თორემ არც ამი ღირსი არ იყავი და არ მკითხო რატომ...
-არც გეკითხები, ვიცი დამნაშავე ვარ, უბრალოდ მეშინა იმ ყველაფრის რაც შეიძლება მერე მოხდეს... მეშინია მომავლის, იმის რომ შეიძლება მიღალატ ერთ დღეს და იმ თვალებით სხვას შეხედო რომელიც მხოლოდ მე მიყურებს, იმ ხელებით სხვას შეეხო, რომელიც მხოლოდ ჩემია...
-ამიტომ არ გინდა რომ ჩემი ცოლი გახდე?
-რას გეუბნები და რას მეკითხები..
-ზუსტად იმას გეკითხბი რაც საჭიროა...
-არა აჩი.. მინდა შენი ცოლობა იმაზე მეტა ვიდრე წარმოდგენა შეიძლება... უბრალოდ... უბრალოდ...
-რა უბრალოდ ნინა რა უბრალოდ, ამიხსენი იქნებ რაღაც არ მესმის კარგად... ამიხსენი და აღარ გთხოვ ცოლობას მანამ შენ არ მოინდომებ..
-უბრალოდ უნივერსიტეტის დამთავრება მაცადე და მერე რაც გინდა და როგორც გინდა ისე ვქნათ..
-ეგრე არ მაწყობს... - როგორც კი ჩემ გაკვირვებულ სახეს გადააწყა მაშინვე გნმიმარტა მისი ნათქვამი - არ მინდა ცოლად მარტო იმიტომ გამომყვე რომ დაისვენო... მინდა გიყვარდე ისე როგორც მე მიყვარხარ...
-მიყვარხარ აჩი, იმაზე მეტად ვიდრე წარმოდგენა შესაძლებელია..
ცრემლიანი თვალებით შევხედე და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი...
-მოდი ჩემთან...
ხელები გაშალა და მეც გაღიმებული ჩავეხუტე...
-ჩემი სულელი გოგო.... ამაღამ აქ რჩები უბრალოდ ჩაგეხუტები...
მაშინვე განმიმარტა და შუბლზე მაკოცა..




ზუსტად ნახევარ საათში მოვიდნენ ლუკა და ლაშა..
ორივეს რაღაცნაირი სახე ქონდათ, არც ბედნიერი და არც მოწყენილი...
ორივე სავარძელში ჩაესვენნენ და ერთ წერტილს გაუშტერეს თვალი...
-აე ჩვენ აქ ვართ..
ხელი თვალწინ ავუფრიალე ორივეს და გაბრაზებული სახით გავხედე...
-რა ხდება ამოღერღეთ..
მაშინვე იკითხა მოთმინებიდან გამოსულმა მირომ და ორივეს გადახედა...
-უნდა წავიდეთ...
-ბატონო?
ერთხმაში წამოვიძახთ ყველამ და გაკვირვებულებმა ერთმანეთს შევხედეთ..
-უნდა წავიდეთ...
ლუკას ნათქვამ გაიმეორა ლაშამ თავზე ხელები გადაისვა...
-გასაგებია, მაგრამ სად, რატომ, ვინები
გაკვირვებას ვერ ვმალავდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი...
-მე და ლაშა...
-სად?
-გერმანიაში
-დედას გაფიცებ გადმოაგდე ენა უნდა წავიკითხო რისი თქმა გინდა...
უცებ წამოიყვირა ზუკამ და ლუკსთან მივარდა...
- აუ გაუწი იქით ეე..
-აბა ამოღერღე რა გინდათ გერმანიაში ტო...
საუბარში მირო ჩაერთდა ზუკას გვერდზე დადგა..
-ქალები უნდა დავკეროთ..
სრული სერიოზულობით უთხრა ლაშამ და ყველას გაკვირვებაც გამოიწვია...
-მერე შე კაი ადამიანო რაღა გერმანიაში მიდიხარ აგერ რუსეთში ან თუნდაც უკრაინაში იმდენი კაი ნაშაა....
-ვაიმე ნუკა გააჩერე ეს შენ დარტყმული შეყვარებული თორე შემომაკვდება..
-კარგით თქვენ კიდე თქვით ნორმალურდ რა ჯანდაბა გინდათ გერმანიაში...
-ბიზნესის პონტში რა... რაღაც დანაზოგი მოვაროვეთ მე და ლუკამ, და ჩემი აქაური ბზნესის განვითარება მიდა და გერმანიაში მიდივართ რა, თან კომპანია გამოჩნდა, რომელმაც დიდი "დახმარება" გაგვიწია და უფრო ადვილად გავფართოვდებით..
ღიმილით თქვა და ჩვენ რეაქციას დაელოდა....
ყველა მივარდა და ულოცავდნენ, მხოლოდ მე ვიდექი გაშეშებული და მომხდარის გააზრებას ვცდილობდი...
-მარიამ შენ არ უნდა მოგვილოცო?
ფიქრებიდან ლუკას ხმამ გამომიყვანა და ანევიულებულმა გადავხედე ძმას...
-არ მომწონს ის ფაქი რომ სრულია უცხო კომპანია გეხმარებათ...
არ დავმალე ჩემი ფიქრები...
-კარგი რა მარიამ, ყოველთვის ყველაფერში ცუდს რატომ ხედავ?!
-რა ვქნ ლაშა ეს ფაქტი მართლა არ მომწონს და რაღაცნაირა მაღელვებს...
-მე ხომ მენდობი?
წინ ლუკა დამიდგა და თვალებში ჩამხედა, თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და ანერვულბულმა ავხედე...
-ხოდა დაწყნარდი არაფერი მოხდება, უბრალოდ ჩამეხუტე და გპირდები ორ კვირაში ჩამოვალ..
უცებ მოვხვიე ორივე ხელი და ძლიერად ჩავეხუტე...
-მომენატრები ძალიან და დამპირდი რომ ძალიან მალე ჩამოხვალ....
-გპირდები...
შუბლზე მაკოცა და ხელები ნელა მომაშორა...
-კარით ჩევნ წავათ ჩანთებს ავიღებთ და უნდა გავფრინდთ დღესვე, რაც უფრო მალე წავალთ მით უფრო მალე ჩამოვალთ....
ფეხზე წამოდგა ლაშა და კარებისკენ წავიდა... ლუკაც ნელა მომშორდა და უკან გაყვა...
-გეხვეწები ფრთილად იყავი და როგორც კი ჩახვალთ დამირეკე...
გასვლისას კიდებ ერთხელ დავარიგე და ჩავეხუტე...
-კარგი რა მარიამ დაგპირდი ჩამოვალ თქო და ბევრ საჩუქარს ჩამოგიტან...
უცებ მიაგნო ჩემ სუსტ წერტილს და გამეღიმა...
მანამ ვუყრებდი ფანჯრიდან სანამ მანქანა მოსხვევში არ გაუჩინარდა...
ვიგრძენუ მუცელზე დაძარღული ხელები და კისერში ცხელი სუნთქვა...
-კარგი რა მარიამ, დაწყნარდი, ყველაფერი კაგად იქნება...
ჩემ დამშვიდებას ცდილობა ზუკა, მაგრამ მის ხმაში უფრო დიდი შიში იგრძნობოდა...
-ვიცი, მაგრამ ეს უცხო კომპანია რაღაც არ მომწონს...
-არ მე მაგრამ, ლაშას და ლულას გადაწყვწტილებას პატივი უნდა ვცეთ მათ უფრო კარგად იციან რა არის მათთვის უკთესი...
ეხლა წამო სახლში წაგიყვან დაისვენე და ხვალ გამოგილი...
უცებ დამიწყო გეგმებ და შუბლზე მაკოცა...
-შენ გეგმებში მხოლოდ ერთ რამს შევცვლი ამაღამ შენც ჩემთან დარჩები.. დედა და მამა სოფელში არიან ლუკა უკვე წავიდა და არ მინდა სახლში მარტო ყოფნა, რაღაცნაორი შეგრძნება მაქვს ჯერ კიდევ...
მორიგი შიშიც გავამხილე და ბავშვებს დავემშვდობეთ....






15
შუა ღამე იყო სამზარეულოდან რაღაცის გატეხვის ხმა რომ გავიგე...
უცებ წამოვყავი თავი და ოთახი მოვათვალიერე, ზუკა ჩემთან ერთად არ იყო, არადა ნამდვილად მახსოვს ჩემ გვერდზე დაიძინა...
ხელის ფათურით მოვძებნე ხალათი და კარი გამოვაღე...
ნელა მივუახლოვდი სამზარეულოს და იქაურობის დანახვისას გულიანად გამეცინა..
-აუ სად დევს საფერფლე ეე, გადმოვატრიალე მთელი "კუხნა" ტო...
ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე და არეულ სამზარეულოს გახედა..
გამეღიმა მის საქციელზე და ჩუსტების ფლატუნით შევედი სამზარეულოში.
უცებ დავუდე წინ საფერფლე და მაშინვწ მოუკიდა სიგარეტს...
-რამ გაგაღვიძა ამ შუა ღამეს?
როგორც კი ერთი ღერი მოწია მაშინვე მკითხა და მეორე ღერს მოუკიდა...
-რაღაცის მსხვრევის ხმამ...
სიცილით ვუთხარი და დამრულ ჭიქაზე ვანიშნე...
-ააა ხო... ზუსტად ეგეთივეს გიყიდი.... - ანერვიულებული სახით ამომხედა და ჩემი გაცინებაც მოახერხა... - რა გაცინებს გოგო?!
-აუ ზუკა რა სულელი ხარ... წამო დავწვეთ ამას ხვალ მივხედავ...
წაოვდქი და პირდაპირ საძინებლისკენ წავედი...
ლოგინზე დავარდნა და თვალების დახუჭვა ერთი იყო...
ძილბურანში მყოფმა მაინც ვიგრძენი ზუკას ხელები წელზე და ბედნიერს გამეღიმა...
თავი მის ყელში ჩავრგე, ცხვირი კანზე გაუხახუნე და მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა...
კანი დაუბუსუსდა და ხელები უფრო მომიჭირა...
ამაზე უფრო გამეღიმა და ყელში ვაკოცე....
-მარიამ გამყრელიძევ, ამდენი ხანია გპირდები, რომ ამ საქციელის გამო დაისჯები და ეხლა მართლა დაისჯები იცოდე..
გამაფრთხილებელი ტონით მითხრა და ჩემ წელზე მოთავსებული თითები აათამაშა..
-არც გაბედო...
მაშინვე მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა და მისი მკლავებიდა თავის დაღწევა ვცდილობდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
თითების კიდევ ერთი მოძრაობა და ოთახში ჩემი გამაყრუებელუ სიცილის ხმაც გაისმა...
-აუ ზუკა, გთხოვ გაჩერდი...
სულს ვერ ვითქვამდი და უაზროდ ვაქნევდი ხელებს და ფეხებს აქეთ იქით...
-კიდე იზამ ეგრე?!
როგორც კი ჩემ წვალებას მორჩა მაშინვე მკითხა...
-კი ოღონ უახლოეს მომავალში ვერა...
სვენებ სვენებით ვუთხარი და ცრემლები მოვიწმნდე...
-ძალიან კარგი ეხლა დავიძინოთ...
უცებ ჩამიხუტა და ხელები წელზე მომხვია...
თავი ისევ მის ყელში ჩავრგე და გავიტრუნ...
უკვე ძილისკენ ვიყავი წასული კარებზე ბრახუნი რომ ატყდა..
გველნაკბენივით წაოვხტით მე და ზუკა და დაფეთებულებმა მოვათვალიერეთ ოთახი..
-რა ხდება?
შეშინებულმა ვიკითხე და ხალათი მოვიცვი...
-სად მიდიხარ გოგო დაეტიე ერთ ადგილას მე წავალ და ვნახავ...
უცევ გადაიცვა მაისური და კარები გასაღებად წავიდა..
მეც მორჩილი ბავშვივით ჩამოვჯექი ლოგინზე და ზუკას მოლოდინში გავიყუსე, ცალი ყური კი ისევ კარებისკენ მეჭირა...
კიდევ ერთი ბრახუნი და დაფეთებული გავვარდი გარეთ...
სანახაობამ კი ბოლო მომიღო..
-მარიამ ეხლავე შედი ოთახში...
გონზე ზუკას შეშინებულმა, მაგრამ მაინც მტკიცე ხმამ მომიყვანა..
-რა ჭირს?
მისი კითხვა დავაიგნორე და დაჭრილ ლუკასთან მივედი...
-მარიამ ზუკა მართალია, ოთახში შედი, როცა საჭირო იქნება შენი გამოსვლა დაიძახებთ...
-ლაშა სადაა?
-მისაღებშია...
-მე ოთახში ვარ არ შემიძლია ამათი ესე ყურება...
ძლივს მოკრებილი სითამამით ვუთხარი და ოთახში შევედი.
წინ და უკან დავდიოდი ოთახში... თან ვნერვიულობდი და თან იმ ორის თვალით დანახვა არ მინდოდა ისე ვიყავი გაბრაზებული..
-მარიამ შეგიძლია ჩამოხვიდე?!
ნახევარ საათიანი ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ ოთახის კარი ზუკამ შემოაღო და სისხლიანი მაისური გაიხადა...
-როგორ არიან?!
-უკეთესად..
მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა და ოთახიდან გავიდა...
მეც უცებ გადავიცვი ტანსაცმელი და ფეხების კანკალით გავედი მისაღებში..
-ვაა ჩვენი მარუსაც მოსულა...
სიმწის სიცილით მითხრა ლაშამ და სავარძელში გასწორდა...
-შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ რა... ჯერ არ წასულხართ და უკვე დაიშალეთ რა..
-კაი რა რას წიკვინებ....
საუბარში ლუკა ჩაერთო და ფეხზე წამოდდგა..
-შენ საერთოდ გაჩუმდი ესაა შენი პირობა ყველაფეი კარგად იქნებაო..
-კარგი რა მარიამ, არაფერი ისეთი არაა, პატარა ნაკაწრები იყო დავუმუშავე და ვსო...
ზურგიდან ამეკრო ზუკა და ლოყაზე მაკოცა...
წამებში გადამვიწყდა ყველანაირი გაბრზება და ყურებადე გავიკრიჭე...
-ეეე თქვენ რა დღეში ხართ?! ხო არ გავიწყდებათ აქ მეც რომ ვარ?!
წარბაწევით გადმოგვხედა ლუკამ...
-ჩემი ძმა დაჯექი მაქ და მოყევი რა დაგემართათ....
არც მე დავაკელი წარბის აწევა და სავარძელში ჩავესვნე..
-აუ მოკლედ რა აეროპორტში, რომ მივდიოდით - უცებ დაიწყი ლაპარაკი ლაშამ - გზაში რაღაც ყვირილი გავიგონეთ რა და შენი ძმა ხო შენავით იზიდავს შარს, გააჩერა მანქანა და გადახტა უნდა გავიგო რა ხდებაო და...
-ხუთმა ტიპმა გაგვიფინა, ნუ არც ჩვენ არ დავაკელით, მაგრამ შედეგი სახეზეა...
სარკეში ჩაიხედა და თითი ჩალურჯებულ თვალზე მიიდო...
-ხო ხო ფაქტი სახეზეა, ისინიც მაგარი ნაცემები იქნებიან..
ძლივს შეკავებული სიცილით ვუთხარი...
-შენ აშაყირე იცი ვინ?!
წარბაწეულმა გამომხედა ლუკამ და თავის ადგილი დაიკავა...
-კაი კაი ბოდიში... მე წავედი გოგოებს ვნახავ და საღამოს ამოგივლით გოგოებთან ერთად..
მოწყვეტით ვაკოცე ზუკას და დანარჩენებს ხელის ქნევით დავემშვდობე..
-გოგო წესიერად..
უცებ გამოყო თავი ლუკამ და თვითკმაყოფილ ზუკას გახედა...
-წავდი..
გასვილისას კიდევ ერთხელ დავიძახე და კიბეებზე დავეშვი..
გზაში ტელეფონი ამოვიღე და ნინუცას გადავურეკე...
-ოჰ გამყრელიძევ ცოცხალი ხარ?
ზუმერის ხმა უცებ შეცვალა ნინუცას ხმამ...
-კი ცოცხალი ვარ და სად ხარ? ვისთან ერთად ხარ? და ამ დილა უთენია რადროს მიროსთან შეხვედრაა?!
-მოდი მარტო მესამეზე გაგცემ პასუს რადან პირველი ორი მაქედან გამომდინარეობს..
ჯერ ესერთი თორმეტი საათია და კაფეში ვართ მე და მირო გამოხვალ?!
-კი მოვალ გოგოებსაც გადაურეკე....
უცებ დავუთიშე ტელეფონი და მაშინვე გადავრეკე სხვებთანაც და შეხვედრაზე დავითანხმე...
ერთ საათში ყველანი კაფეში ვისხედით და გულიანად ვიცინოდით ორი დარტყმულის ამბავზე...
-აუ ანუ ეხლა დალეწილები არიან სახლში?
ძლივს მოითქვა სული მირომ და დარჩენილი ვაშლის წვნიც მოსვა..
-დალეწილები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია...
სიცილით ვუთხარი და ამღერებულ ტელეფნს დავხედე..
-ხო ზუკა..
-სად ხარ?
-კაფეშუ ვართ გოგოები რა იყო?
-არა არაფერი მისამარი მომწერე და მოვალ...
უცებ ავკრიბე მისაამართი და გადავუგზავნე...
-ეხლა მესამე დარტყმული რომ მოვა დავკეროთ და დავადგეთ იმ ორ დალეწილს თავზე...
სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო მირომ და ახალი იდეა წამოაყენა...
ნახვარ საათში მთელი კაფე ჩვენ გვეკავა და მიროს იდეას განვიხილავდით...
-დავადგეთ და იმათთვის ეხა დალევა არ შეილება, ჩვენც ავიტანოთ ჩვენთვის არაყი და იმათთვის ვაშლის წვენი...
უცებ გაგვიმხილა მისი "ბოროტული" აზრი ნიკუშამ და ყველას მოწონებაც დაიმსახურა..
მალევე გავასწორეთ ანგარიში და მაღაზიებში გადავინაცვლეთ...
ყველაფერი მზა პროდუქტი ვიყიდეთ და იქაურობაც კარგად დავიმხეთ თავზე და მომსახურე პერსონალისგან რამდენიმე შენიშვნაც დავიმსახურეთ...
სადარბაზოში შესვლა და ნაცნობ სხეულზე აწეპება ერთი იყო....
-ვა მარი როგორ ხარ?
ძველი ნაცნობივით ჩამეხუტა და ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა..
-ამმ მარიამი და არა მარი, კარგად შენ როგორ ხარ?
უცებ შევუსწორე და ანერვიულებულმა გავხედე გაბრაზებულ ზუკას...
-არამიშავს... კარგი აღარ მოგაცდენ, გამიხარდა შენი ნახვა...
ღიმილით დამემშვიდობა და მეც შვებით ამვისუნთქე...
-ამას მერე მომიყვები...
ყურში მიჩურჩულა ზუკამ და წელზე ხელი მომხვია...
დაძაბული ავიარე დარჩენილი კიბეები და კარები გავაღე...
ლაშა და ლუკა ისევ ისე მკვდრებივით ეყარნენ სავარძლებში და ტელევიზორს უაზრიოდ მიშტრებოდნენ..
-სასტავი ადგა ფეხზე და გოგოებუ დატრიალდა...
ბრძანება გაცა აჩიმ და ლუკას ბეჭზე დაკრა ხელი...
-ნელა შე*ემა მტკივა..
-დაი*იდე ტო კაცი არ ხარ?!
მეორჯერაც დაარტყა და ბალიში რომ აეცდინა სამზარეულოში გავარდა...
-მორჩით ეხლა თამაშს და გამაშლევიეთ მაგიდა.
უცებ "დატუქსა" ნინამ და აჩიც წამები წამოხტა ფეხზე...
ერთ საათში ყველანი სუფრასთან ვისხედით და ბავშვობის ამბებს ვიხსენებდით...
-აუ ის თუ გახსოვ მარიამმა ნატალია რო ცემა ლუკა რატო გიყვარს მარტო მე უნდა მიყვარდესო...
სიცილით თქვა ნინუცამ და ძლივს ჩაწყნარებული ხალხი ხელახლაა აახმაურა..
-ის თუ გახსოვთ ორი დარტყმული, მარიამი და ნინუცა მთაწმინდაზე რომ გაიპარნენ, თან ჩემზე და ლაშაზე იყვნენ ჩაბარებულები რა მე მაშინ შიში ვჭამე..
სერიოზული სახით დააამთავრა ლუკამ მოყოლა და თავზს ხელი გადაისვა...
-კარგით ეხლა რა პონტია მარო მე რო გამოგყავარათ ცელქი ბავშვი, არც თქვენ უყავით ნაკლები..
-აბა რას გაიხსენებ ჩემზე?!
წარბაწვით გადმომხედა ლაშამ და ხელებით მაგიდას დაეყრდნო..
-თუნდაც შტაბი, რომ გააკეთეთ და რთ საათში რო დაინგრა და რო გადმოყევით თქვენც..
სიცილით გავიხსენე და იმათ წაშლი სახეებე უარესად ამივარდა სიცილი...
-ნუ კარგი ვაღიარებ ცუდად იყი გაკეთებული...
ცოტა ხნის მერე დაამატა ლაშამ და ხელი ჩაიქნია...
<<გამომყევი>>
ტელეფონზე ზუკას ნომერი დაფიქსირდა და გაკვირვებულმა მოვათვალიერე სუფრა, მაგრამ თვალი ვერსად მვკარი...
ნელა წამოვდექი ფეხზე და გარეთ გავედი...
<<სად ხარ?>>
-ქალბატონო მარიამ შეიძლება?!
ზურგიდანაც კი ვიგრძენი, როგორი სახით იდგებოდა და ტანში რაღაცნაირად გამცრა...
-გისმენთ ბატონო ზუკა...
ნელა მივტრიალდი მისკენ და წარბაწეულმა გავხედე...
-მზად ხართ შეიყვაროთ ზუკა გურჩიანის კიდევ ერთი სასიამვნო და ვიღაცეებისთვის უსიამოვნო მხარე?!
ცოტა არ იყოს შემაშინა ამ ყვლაფერმა თუმცა მაინც ღიმილით დავეთანხმე და უკან გავყევი...
-მეღადავები ხო?
მოტოციკლის დანახვისას თვალები გამიფართოვდა და უფრო ავნევიულდი...
-გეშინია?
-ცოტა...
-არაუშავს..
ღიმილით დამახურა ჩაფხუტი და მოტოციკლისკენ მიბიძგა...
ფრთხილად დავჯექი და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები ზუკას..
-ფრთხილად თორემ დავიხრჩვები..
სიცილით გადმომხედა ზუკამ და მოტოციკლი დაქოქა..
-ფრთხილად გთხოვ..
შეშინებულმა ვუთხარი და ხელები ოდნავ შევუშვი...
-ნუ ნერვიულობ რა...
ამის თქმა იყო და ისე მოვწყდით ადგილს თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი...
შუა ღამე იყო....
ვიყავით მხოლიდ მე, ზუკა და ღამის თბილისი..






16
რამდენიმე დღეში უნივერსიტეტი იწყებოდა და ახალი თავის ტკივილიც მემატებოდა...
მე და ზუკა ისევ ძველებურად ვიყავით, იშვიათად თუ დაბრუნდებოდა "ენამწარე" და "თვით ირონია"...
რასაც ვერ ვიტყვი ნინაზე და აჩიზე, ისევე როგორც მარიზე და მიშოზე..
ნინას და აჩის ქორწილის ამბავი როგორც იქნა მოგვარდა და დათანხმდა ქალბატონი, მოვალეობების და პასუხისმგებლობების მიუხედავად....
მაგრამ იმის მიუხედავად რომ მარის და მიშოს მეექვსე კლასიდან უყვართ ერთმანეთი, ქორწილზე სიტყვას არცერთი არ ძრავს...
სასტავი სრული შემადგენლობით ვიყავით ჩართულები ნინას ქორწილის სამზადისში...
ბიჭები რესტორანზე და მსგავს საკითხებზე დარბოდნენ..
ჩვენ კი როგორც ყოველთვის კაბებს და მსგავს საკითხებს ვაგვარებდით...
-მარიამ აეგდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა ქორწილამდე, ჩვენ კიდევ რამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი...
ყვირილით შემომივარდა დილით ნინუცა და გადასაფარებელი გადამხადა..
-აუ ჩემ გარდა კიდე რამდენი ვინმეა სხვა დაიხმარე მეძინება ეეე...
თავზე ბალიში დავიმხე და ძილის შებრუნება ვცადე...
-გამყრელიძე ეხლავე ფეხზე...
-აუ ნინუცა ხუთი წუთიც გთხოვ და ავდგები...
-რომელ საათამდე მესიჯობდით წუხელ?
-რაა?
გაკვირებულმა წამოვყავი თავი და მეხედველობის გასაწმენდად თვალები მოვისრისე..
-რა და ეხლავე გაიგებ...
უცებ ამოიღო ტელფონი რაღაც ნომერი აკრიბა და ხმამაღალზე ჩართო...
-მირო სად ხარ?
როგორც კი ზუმერის ხმა შეწყდა მაშინვე კითხა ნინუცამ და უკვე გამარჯბულის სახით გამომხედა...
-ზუკასთან ვართ იმენა ექვსი კაცი ვცდილობთ გავაღვიძოთ და სული ვერ ჩავუთქვით..
-იგივე შემიძლია გითხრა ამ ქალბატონზეც... ერთ ხერხს გასწვლი კითხე რომელ საათამდე მესიჯობდა და მაშინვე წოფრინდება...
ღიმილით გაუთიშა ტელეფონი და ისევ მე გადმომხედა...
-აბა რას იტყვი?!
-ორ საათამდე..
-დარწმუნებული ხარ?!
-კაი ოთხამდე...
-რამ გააგიჟათ შვილო.. მთელი დღეები ერთად ხართ, შუა ღამს მოგაკითხავს წაგიყვანს იმ "ეშმაკის მანქანით" სადღაც სადღაც და ოთხსაათამდე წერთ კიდე?!
-აუ დედას გაფიცებ ეგ "ეშმაკის მანქანა" ბებიაშენისგან ისწავლე ხო?!
-მორჩი ტლიკინს აწი ერთი ადგილი და წავედით თორემ ნინა გაგიჟდება..
-კარგი ოღონდ ყავა გამიმზადე უშაქრო და წავიდეთ..
-აუ შენ კიდე უშაქრო ყავა გინდოდა?! კაი მიდი მალე მალე...
ნელა წამოვდექი და ლასლასით შევედი სააბაზანოში. უცებ მოვიწესრიგე თავი და სამზარეულოში გავედი...
ნინუცა როგორც ყველთვის ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და ვიღაცას რაღაცას გამწარებული უხსნიდა..
უცებ ავიღე ჩემთვის განკუთვნილი ყავა და საკამზე ჩამოვჯექი...
-კი კი მალე მოვალ და მივხედავ მაგასა... - ლაპარაკი დაამთავრა და მომაბერებლად გათიშა ტელეფონი.. - მოკლედ რა დროზე ჩაიცვი მერე ნინასთან გავიდეთ, მერე კაბებზე და მერე რესტორანშიც უნდა გავიაროთ...
-კაი დროზე წავიდეთ, თორემ ვერაფერს ვერ მოვასწრებთ, ორი საათია უკვე....
-ნეტავ ვის გამო ვერ მოვასწრებთ?!
თავისებურად წამკბინა და სამზარეულოდან გავიდა...
ბოლო ყლუპიც უცებ მოვსვი და ჭიქა ნიჟარაში ჩავაგდე...
ტელეფნი და ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი...
ნინუცა უკვე მანქანასთან მელოდებოდა და წინ და უკან დადიოდა...
-შევწუხდი უკვე დაჯექი და წავიდეთ...
თავის ქნევით დამეთანხმა და საჭესთან მოთავსდა...
-რაზე ნერვიულობ?!
მოთმინებიდან გამოსულმა ვკითხე და მთელი ტანით მივტრიალდი მისკენ...
-აა... რა? აა რო ვერ მოვასწროთ ყველაფრის გაკეთება ნინა გადაგვდგამს და...
ბავშივით დაიბნა და ნერვიულად მოისვა კისერზე ხელი..
-ნინუცა
-რა?!
-რა გნერვიულებს?
-ხო გითხარი უკვე?!
-ნინუცა პირველი კლასიდან გიცნობ უკვე მესამე კურსზე ვართ და ვფიქრობ საკმარისი დროა, შეუ ბოლომდე შეცნობისთვის, ამიტომ ბოლოჯერ გეკითხები რაზე ნერვიულობ?!
-თაზო შემხვდა...
ამის თქმა იყო და რთიანად გავშრი...
-მერე?
ძლივს მოვაბი თავი სათქმელს და ანერვიულებულმა გავხედე..
-ეს მხოლოდ დასაწყისიაო და გაიარა...
-კარგი არაუშავს არავის არაფერი არ უთხრა ამის შესახებ მითუმეტეს ბიჭებს..
ანერვიულებულმა ვუთხარი და გზას გავხედე...
ნინასთან მისვლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ორივე დაძაბულები ვისხედით და მომხდარზე ვფიქრობდით..
რეალობას მხოლოდ ნინას ხმამ დამაბრუნა..
-მარიამ გამოფხიზლდი
-რა ხდება?
-რა ხდება კი არა ყავა გინდა?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სავარძელში ჩავესვენე..
-რა ჭირს ამას?
ბინდოვნად გავიგე მარის შეშინებული ხმა და ისევ ფიქრებში გადავარდი...
მთელი დღი განამვლობაში ვერ გავიგე რას ვაკეთებდით..
კაბის არჩევაზე ხუთიე ცალ-ცალკე გავაგიჟე...
ყველაზე ერთი და იგივე ტექსტი მქონდა...
"კარგია"
და ისევ გამოვეთიშებოდი სამყაროს...
ისიც არ მახსოვს ჩემი კაბა როდის ვიყიდე ან საერთოდ როგორი ვიყიდე....
ფიქრებიდან საბოლოოდ საყვარელი სხეულის ჩახუტებამ გამომიყვანა... მთელი ძალით მოვხვიე ზუკას ხელები და თავი მის კისერში ჩავრგე...
-როგორ მომენატრე შენ ხომ არ იცი..
ყური მიჩურჩულა და იქვე მაკოცა..
საპასუხოდ უფრო ძლიერად ჩავეხუტე და ყელში ვაკოცე....
-ყველაფერი რიგზეა?
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და ოდნავ მოვშორდი...
-გვრიტებო შემოდით შიგნით და შეგვფასეთ ნაშრომი...
მყუდროება ნიკუშას ირონიულმა ხმამ დაგვირღვია...
-გამასწარი ეხლა აქედა.
ერთი კარგად შეუბღვირა ზუკამ და დარბაზში შევიდა...











17



ორი კვირა ისე სწრაფად გავიდა გონზე ძლივს მოვედი... თაზო იმის შემდეგ არ გამოჩენილა და
მეც ნელ-ნელა ვწყნარდებოდი...
დილიდან ერთი ამბავი იყო ნინას სახლში...
ზოგი თმებს უკეთებდა, ზოგი მანიკურს და ზოგიც გრიმს უსმევდა...
თვითონ კი როგორც ყოველთვის ყვლაფერს აკონტროლებდა...
მეჯვარედ მარი და ნინია ყავდა...
-აუ ნინია მიდი რა კაბა ნახე
ხო არ დაიკუჭა?
-ნინა ათ წუთში მეშვიდეჯერ მივდივა შესამოწმებლად და არაფერი არ ჭირს, ეხლა კი მაცადე მეც უნდა მოვემზადო, თორემ მოვა უკვე აჩი...
ბუზღუნით გამოიხურა კარები და მეორე ოთახში შეიკეტა...
-მარიამ! მარიამ ნახე სუფრაზე ყველაფერი დევს?
ამჯერად მე გადმომწვდა და მორიგი დავალება გამომიძებნა..
-ყველაფეი მზადაა ნინა დაწყნარდი, ეხლა კი ადექი კაბა უნდა ჩაიცვა..
უცებ წამოხტა ფეხზე და კაბა ჩამოხსნა..
ერთ საათში ყველანი მზად ვიყავით და სიძის მოსვლას ველოდით...
-მოვიდნენ მოვიდნენ...
ყვირილით შემოვარდა მარი და ყურებამდე გაღიმებული დადგა ნინას გვერდზე...
ბიჭები სათითაოდ შემოლაგდნენ და პატარძლის დანახვაზე პირდაღებულები მოძრაობდნენ...
-ძალიან ლამაზია ნინა..
გვერდზე ამომიდგა ზუკა და წელზე ხელი ნელა მომხვია..
-ჰო ძალიან..
გაღიმებულმა დავუბრუნე პასუხი და ლოყაზე შეუმჩნევლად ვაკოცე...
-შენ კი ულამაზესი ხარ...
ჩვეულად დამიწყო გაბრუება და წელზე მოთავსებული თითები აათამაშა...
-ზუკა!
-კარგი ჰო რას იბღვირები..
უცებ გააჩერა თითები და ვითომ გაბრაზებული სახით გადმომხედა...
სხვა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჯვარიც დაიწერეს და ხელიც მოაწერეს...
რესტორანი რასაც ქვია თავზე დავიმხეთ...
მთელი საღამო ისე გავიდა ერთხელაც არ დავმჯდარვარ სკამზე...
ხან ზუკას ვეცეკვებოდი, ხან ვატოს, ხან მიროს და ხანაც მიშოს...
-შეიძლება ჩემ გოგოს ვეცეკვო?!
ვითომ აინტერესებდა ისე კითხა მიროს და ჩემი თავი წაართვა..
-როგორც ჩანს ვიღაცეების ცემა მომიწევს დღეს..
მთელი სერიოზულობით მითხრა და დარბაზი კიდევ ერთხელ მოათალიეა...
-კაი რა შენ სულ ჩხუბზე როგორ ფიქრობ?!
მხარზე მსუბუქად დავარტყი ხელი და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამცინებოდა..
-რა ვქნა როცა შენსთანა ქალი მიდგას გვერდზე და კაცები ესე ათვალიერებენ სხვა რაზე უნდა ვიფიქრო, ნუ ეხლა არის რაღაც რაზეც ვიფიქრებდი მაგრამ...
-უზრდელო!
მსუბუქად ვკარი ხელი და მის გაკვირვებულ სახეზე გამეცინა...
-გამყრელიძე დაისჯები!
ყურთან ახლოს მიჩურჩულა...
-შენ სულ ეგრე მემუქრები
ნიშნის მოგებით ჩავილაპარაკე და ენა გამოვუყავი...
-"მოვტყდეთ" სიძე-პატარძალთან ერთად?
თვალით გასასვლელი კარებისკენ მანიშნა და პასუხს არც დალოდებია ისე გამაქანა გარეთ...
მანქანაში რასა ქვია შემაგდო, უცებ დაიკავა თავის ადგილი და მანქანა დაქოქა...
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ისტერიკები არ მომიწყვია, წყნარად ვიჯექი ჩემ ადგილას და ფანჯარაში ვიყრებოდი..
-რატომ არ აწყობ ისტერიკებს?! რატომ არ მეჩხუები გააჩერე მანქანა ან მსგავს რამეს?!
დიდხნიაი დუმილი დაარღვია და იტერით გამომხედა...
-გენდობი
-ესე უბრალოდ?
-ხო, მოტაცება რომ გინდოდეს მთაწმინდაზე არ ამიყვანდი სადმე გადასაკარგავში წამიყანდი, ამიტომ გააჩერე ეხლა მანქანა სუპერმარკეტთან მიყიდე დიდი ნაყინი თავისი კოვზით და მალე მოდი...
ღიმილით ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი და გამარჯვებულის სახით გავხედე...
-კაცი ხო ვერაფერს გამოაპარებს რა...
უხასიათოდ ამოილაპარაკა და მანქანა გააჩერა...
-შერეული
ფანჯრიდან მივაძახე და კამყოფილი დავუბრუნდი ჩემ ადგილს....
ხუთი წუთიც არ იყო გასული ჩემი ტელეფონი, რომ ამღერდა..
ღამის პირველი საათი იყო და უცხო ნომრიდან შემოსული ზარი ცოტა არ იყოს გამიკვირდა, მაგრამ იმ იმედით ვუპასუხე, რომ რომელიმე ჩემიანი იქნებოდა..
-ბატონო
-ეხლა კარგად მომისმენ და არ გამაწყვეინებ.. - თაზოს ხმის გაგონების თანავე ერთ ადგილას გავშრი და ერთანად ავკანკალდი.. - ზუსტად ერთი დღე გაქვს, რომ შენ "პრინცს" დაემშვიდობო, თორემ ყველა საყვარელ ადამიანს დაემშვიდობები.. და კარგად იცი პირველი ვინც იქნება.. შენი გადასაწყვეტია... ზუსტად 24 საათში საქართველოდან წახვალ...
უცებ მომაყარა და ტელეფონი გამითიშა..
იმ წუთში რაც კი საშინელება არსებობს ყველაფრი ერთად დამემართა...
მეხის გავარდნასავით ჩამესმა თაზოს სიტყვები, უნდა წავიდე ისე, რომ ზუკასარ ეტკინოს, მაგრამ ეს შეუძლბელია...
-რაზე ფიქრობდი?!
ფიქრებიდან ზუკას ხმამ გამომიყვანა, ცრემლები უცებ მოვიწმინდე და ღიმილიანი სახით გავხედე...
-შენზე!
პირდაპირ ვუთხარი და მთელი ტანით მივტრიალდი მისკენ..
-ხმამაღალი განაცხადია...
-გეთანხმები..
-კარგი ქალბატონო მარიამ, ეხლა საით?
-ეხლა ბატონო ზუკა, წავალთ ჩემთან სახლში და ვუყურებთ ფილმს, პოპკორნის მაგივრად შევჭამთ ნაყინს...
ღიმილით ვაჩვენე ნაყინებით სავსე პარკი და ისევ ფანჯარაში გავიხედე...
სახლშ მალევე მივედით, ფეხსაცმელი იქვე მივაგდე და ფეხშიშველა შევედი ოთახში, კაბასაც ძირს მივუჩინე ადგილი.. უცებ გადავიცვი პიჟამოები, ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი...
-შენთვის არ უთქვამთ ქალბატონო მარიამ, რომ უცხო კაცთან ესე არ უნდა ჩაიცვა?!
ყურში ზუკას დაბოხებული ხმა გავიგე და წამებში მივტრიალდი მისკენ...
-უთქვამთ, მაგრამ თუ ეს უცხო კაცი ჩემი შეყვარებულია, მაშინ მეპატიება...
გამომწვევად ვუთხარი და ხელები კისერზე შემოხვიე...
-სანამ უფრო ღრმად შემიტოპავს ფილმი არჩეულია, ნაყინები ავიღოთ და ვუყუროთ..
შეპარული ღიმილით მითხრა და მისაღებში გავიდა...
კიდევ ერთხელ გამახსენდა თაზოს დანარეკი და წამებში მომეშხამა ხასიათი, ერი ღრმად ამოვისუნთქე და ზუკას მივყევი ფეხდაფეხ...
-თვით ირონიავ მიყვარხარ!!!
-მიყვარხარ ენამწარევ!



№1 სტუმარი )))

auuuura ver vitan am tazos ar gaamwaro ra es oriii dzaan sayvarlebi arain da is tazo male gaakeee ra

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

ESS tazooo shemomakvdebaa vatoyy rogorr umwarebss cxovrebass
--------------------
G.ke

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ეს ტაზო სად გამოიჩ am ანჩლა ეხა რა

 


№4 სტუმარი shoki

Au exla es wava daikargeba 5 weli chamova isevertad iknwbian blablabla an uaresi tazo moiatecbs da ragacegetebi ar gaaabanaLuro !

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი, ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე საოცარი ადამიანები წყვილები სიყვარული და მეგობრობით ძალიან მაგარია მაგრამ ეს თაზო რა დროს გამოჩდ იმედია რამეს მოუხერხებელ და ეს წყვილი არ დაიტანჯება მადლობა წარმატებები ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent