უჟმური უფროსის წესები (თავი 9)
ლანა და ლაშა (იტალია) . ძლივს გამოეპარა ბებიას სახლიდან და ქუჩას დაუყვა. იმისდა მიუხედავად, რომ იტალიაში რამოდენიმეჯერ არის ნამყოფი , აქაურობა მისთვის მაინც ძალიან უცხოა. ყველაფერს ინტერესით აკვირდება და ერთი სული აქვს როდის გავა ორი დღე რომ ვენეციაში წავიდეს. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს კაფეს მოკრა თვალი და გზა სიფრთხილით გადაკვეთა. კაფეში შესულმა გარემო მოათვალიერა და იმ ადგილისაკენ დაიძრა როომელიც ყველაზე მყუდროდ მოეჩვენა. ადგილი დაიკავა და მიმტანს დაელოდა, სასიამოვნო გარეგნიბის გოგო მალე გაჩნდა მის მაგიდასთან. რადგანაც იტალიური არ იცოდა ინგლისურად დაუწყო საუბარი, შოკოლადის ნამცხვარი და ყავა შეუკვეთა, როგორც კი მიმტანი მის მაგიდას გაეცალა თავისი აიპადი ამოიღო, ყურსასმენები შეუერთა და ინტერნეტში შეძვრა. სკაიპი ჩართო და როგორც კი ნახა, რომ ელენე საიტზე იყო სწრაფად დაურეკა. - რას შვრები გოჭო? - ქართულად დაუწყო ლაპარაკი და თან ბოლო სიტყვა სასაცილოდ გაწელა. - არაფერს გოჭო შენ? - ელენემაც მას მიბაძა და ორივეს გაეცინათ თავიაანთ საქციელზე. - სად ხარ? - ჩვეუულებრივად დაუწყო ელენემ საუბარი. - კაფეში ვზივარ და ველოდები ჩემს შოკოლადის ნამცხვარს და ყავას - გაბადრული ღიმილით ცაილაპარაკა და წარბები აუთამაშა ელენეს, რომელმაც საწყალი სახე მიიღო. - მე მიკეთებ ამას? - ნაღვლიანი სახით თქვა და მუცელზე ხელი მოისვა. - არ გიშვებს ის შენი უჟმური უფროსი საჭმელად? - გაბრაზებული ხმით კითხა ლანამ და მიმტან გოგოს, რომელმაც შეკვეთა მოუტანა მადლობის ნიშნად ღიმილით თავი დაუკრა. - არა. ესე მითხრა თუ მიბრძანა ეგეც ვერ გავიგე, ნუ რამნიშვნელობა აქვს მითხრა, რომ ორ საათამდე ვერ შევჭამდი, არადა ძალიან მშია. - მოწყენილი სახით წაიწუწუნა ელენემ და კიდევ ერთი ხელშეკრულება გვერდით გადადო. - აუ ლან ბევრი საქმე მაქვს და საღამოს დაგირეკავ კაი? - კაი მიდი და შენ იცი , გაძლებას გისურვებ - ხელი დაუქნია და ზარი შეწყვიტა. ნამცხვარს გემრიელად შეექცეოდა და თან გარეთ იყურებოდა. იმდენად იყო გართული გარემოს თვალიერებით, რომ ვერც კი შეამჩნია გვერდით ვიღაც როგორ მიუჯდა. მხოლოდ მაშინ მიხვდა, თავისი ყავის ჭიქის ასაღებად მაგიდისკდენ ხელი, რომ წაიღო და ჭიქა იქ აღარ დახვდა. გაკვირვებულმა მოატრიალა თავი და მის წინ სკამზე მჯდომ ბიჭს, რომელსაც მისი ჭიქა ეჭირა თვალი გაუსწორა. რამოდენიმე წამში მოახერხა მისი გარეგნობის შეთვალიერება - ქერა თმა, ღია თაფლისფერი თვალები, სწორი ცხვირი და დიდი ტუჩები. მაღალი და სავარაუდოდ კარგი ტანის პატრონი. ბიჭი საყვარელი თუმცა ირონიური ღიმილით უყურებდა გოგოს და მის ჯერ გაკვირცებულ, შემდეგ კი გაცეცხლებულ სახეზე გულში ხარხარებდა. - რამე მოხდა? - გაკვირვებული სახით კითხა ბიჭმა, ვინაიდან დიდი ხანი აკვირდებოდა ლანას გაიგო, რომ ქართველი იყო და მანაც ქართულად დაუწყო საუბარი. - მე მეკითხები? - გაბრაზებული ხმით კითხა ლანამ - ჩემი ყავა აიღე დაუკითხავად, სვავ და მეტი რა უნდა მომხდაროყო? - ხო რავიცი, პრინციპში რა იყო ამაში გასაბრაზებელი - უდარდელი ღიმილით ამოილაპარაკა ლაშამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო. - უზრდელი და თავხედი ხარ ვიღაცა - გაბრაზებულმა წამოიძახა და უცებ წამოდგა სკამიდან. ბიჭს ერთი კიდევ შეუბღვირა და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა. - სხვათაშორის მე ლაშა მქვია, ისე რომ იცოდე მაინც - სიცილით დაუყვირაა სანამ გარეთ გავიდოდა. კი აღიარებს, რომ მოეწონა მაგრამ მისმა სითავხედემ საშინლად გააცოფა. გარეთ გამოსულმა მშვიდად ჩაისუნთქა ჰაერი და ნელი ნაბიჯით დაიძრა ხიდისკენ. რამოდენიმე წუთში ხელზე შეხება იგრძნო, თავი სწრაფად მიატრიალა უკან და ბიჭის მომღიმარ სახეს შეხედა, წარბები მაღლა ასწია და კითხვის ნიშნის თვალები მიანათა. - რამე გინდათ? - სერიოზული ხმით კითხა და თავის ხმაზე გულში თვითონვე გაეცინა. - მე მგონი ეს შენია - ბიჭმა გასაღები გაუწოდა, მანაც სწრაფად გამოართვა, როგორც კი შეტრიალება გადაწყვიტა, ბიჭმა მაჯაში ხელი მოჰკიდა და თავისკენ შეატრიალა. სწრაფი მოძრაობით მიიზიდა და მთელი სიველურით დაეკონა მის ტუჩებს. წინააღმდეგობას უწევდა ლანა და ერთი-ორჯელ გემრიელიც უთავაზა, თუმცა ლაშა არ შორდებოდა, ბოლოს დაიღალა ამდენი წინაარმდეგობით და ხელი შეუშვა. - ეს რომ არ გამეკეტებინა მოვკვდებოდი - ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და ადგილს მოსწყდა. გაკვირვებული ლანა გაშეშებული ადგილიდან ვერ იძვროდა. ბოლოს როგორც იქნა მოახერხა გონზე მოსვლა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა. მას შემდეგ მათი შეხვერა ხშირი იყო, სადაც ლანა იყო იქ იყო ლაშაც. იყო მცდელობა რამოდენიმეჯერ ლანას კოცნის, მაგრამ ბოლოს ლაშას სახეზე ხუთი თითი ეტყობოდა. შემდეგ კი უბრალოდ ლაშა გაქრა და საქართველოში დაბრუნდა. თვითონ კი ვენეციაში წავიდა და იქაურ მეგობრებთან ერთად გართობა დაიწყო, ლაშა კი საერთოდ დაავიწყდა. ელენე და თორნიკე სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა, მათი ურთიერთობა კი შესანიშნავად მიდის. იმისდა მიუხედავად, რომ სამსახურში რაღაც ჭორები გავრცელდა, ელენე თავს მაინც მშვენივრად გრძნობდა და არავისი აზრი არ აინტერესებდა. ვერ ვიტყვით რომ თორნიკე ძალიან კარგი უფროსი გახდა თუმცა განსხვავება სავსებით შესამჩნევია. აგვისტოს ბოლოს ყველამ ერთად დასვენება გადაწყვიტეს, თუმცა ჯერ ვერ შეთანხმებულან სად დაისვენონ.ოჯახებში მატება არის, მაკა და ნინო ორსულად არიან, ამისდა გამო მათ მთა ურჩევნიათ, ქმებიც რათქმაუნდა მხარს უბავენ. თორნიკესა და ელენესტვის არ აქვს მნიშვნელობა სად წავლენ. ზღვაზე წასვლა კი მხოლოდ ლანას და ლაშას უნდათ. ეხლაც თორნიკეს სახლში არის ყველა მათგანი და ბჭობენ ამ საკითხზე. წყვილები ერთმანეთზე არიან მიხუტებულები და ისე ერთვებიან საუბარში. როგორც ყოველთვის ლაშა და ლანა სტარტზე არიან, არც ერთი არ უთმობს მეორეს, ამიტომ ბოლოს მათი წაკინკლავება ჩხუბში იზრდება, იმისდამიუხედავად რომ ორივე ერთ აზრზე არის საჩხუბარი თემა მაინც არ ელევათ. - მე სერიოზულად ვიძახი ეს თუ წამოვა, მე არსად წამომსვლელი არ ვარ - გაბრაზებული ხმით ამბობდა ლანა და რამოდენიმე წუთის წინ ლაშას ნამოქმედარი, რომ ახსენდება უფრო მეტად გიჟდება. - აუ, ისე იძახის თითქოს ამის წამოსვლა ვინმეს რამეში უნდოდეს რა - მობეზრებულმა აიქნია ლაშამ ხელი და დივანის საზურგეს მიეყრდნო. - ვის რა უნდა და რა არა, ეს ჩემი პრობლემაა და შენ არავინ გეკითხება - სახე სასაცილოდ დაუმანჭა და გაბრაზებულმა ხელები გადააჯვარედინა. - ვაიმე დავიღალე უკვე - საცოდავი სახით თქვა ელენემ და თორნიკეს ზურგით მიეყრდნო, მანაც სწრაფად მოხვია ხელი და თავზე აკოცა. - სერიოულად უკვე, მართლა ძაან დამღლელია თქვენი ეს გაუთავებელი ჩხუბი - გაბრზებული ხმით ამბობს მაკა, რომელზეც ორსულობა ცოტა არ იყოს ცუდად მოქმედებს. - მორჩა გეყოთ ეხლა - ხმამაღა წარმოსთქვა მათი ჩხუბით შეწუხებულმა გიგამ. - ესეიგი გადაწყვეტილია, ხმათა უმრავლესობით მივდივართ მთაში. - ხმამაღლა წამოიძახა სანდრომ. - აუუუ ეგ უსამართლობა რა - უცებ აწუწუნდა ლანა და მხარი ლაშამაც აუბა. - გეყოთ ეხლა, მივდივართ და მორჩა - მკაცრად თქვა თორნიკემ - თქვენ თუ არ გინდათ შეგიძლიათ ერთად წახვიდეთ ზღვაზე. - უდარდელი ხმით ჩაილაპარაკა და ელენეს ყურში რაღაც უჩურჩულა, მანაც ჩუმად ჩაიცინა. - ფუუუ მე ამასთან ერთად როგორ წავალ - დაიმანჭა ლანა და ხელი ლაშასკენ გაიშვირა. - ამას სახელი აქვს - ნაგლურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ლაშამ, შემდეგ უცებ წამოდგა - კარგით რადგან ესე გადაწყვიტეთ მე წავალ მაშინ და ზეგ შევხვდებით - ყველას ხელი აუწია, ლანას მობეზრებული სახით გადახედა და სახლის კარი გაიხურა. - მართალია ლაშა, ჯობია ყველა წავიდეთ სახლებში და ზეგ დილისთვის მოვემზადოთ. - ფეხზე წამოდგა სანდრო და ნინოც წამოაყენა. - ყველა ჩვენ ჩვენი მანქანით წავალთ, მხოლოდ ორი გამონაკლისი იქნება - ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და ლანას გახედა, რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ვერაფერი გაიგო. - მოიცა, შენ ფიქრობ, რომ ... - ეჭვნარევის სახით გახედა თორნიკემ სანდროს და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ყველამ ერთად დაიწყო სიცილილი. - რა არის? რამე მოხდა ? - გაკვირვებულმა იკითხა ლანამ. - არა არაფერი, მიდი ადექი და ესენი გაგიყვანენ მანქანით სახლში სიცილით უთხრა ელენემ, ლანაც სწრაფად წამოდგა. ყველა გასასვლელისკენ წავიდნენ, ელენე თორნიკესთან აპირებდა ცოტახანი ყოფნას ამიტომ არ გაყვა. როგორც კი გააცილეს, თორნიკემ კარები მიხურა, ელენეს წელზე შემოჰხვია ხელები და ახლოს მიიზიდა. - ძლივს მოვიშორეთ რა, ცოტახანში ალბათ მოვკვდებოდი, რომ არ წასულიყვნენ ისე მინდოდა შენი კოცნა - ჩახშული ხმით ჩაილაპარაკა და გახურებული ტუჩები გოგონას ყელს მიაკრა. მანაც ნასიამოვნებმა თავი უკან გადააგდო, ნელა დაუკოცნა ყელი თორნიკემ, შემდეგ ნიკაპი, თვალები, შუბლი და ბოლოს გაშმაგებული დაეკონა მის ტუჩებს. ელენემ ხელები კისერზე შემოაწყო და სხეულზე მიეწება, თითებს კი მის თმებში დაასრიალებდა. მამაკაცმა ხელები წელიდან დაბლა ჩაასრიალა და სულ მალე გოგონა წელზე შემოისვა. ნელა დაიძრა მისაღები ოთახისკენ და ისე, რომ გოგონა არ მოუშორებია დივანზე დაჯდა. ნელა მოსწყდა მის ტუჩებს და ღიმილით შეხედა მის დახუჭულ თვალებს, ცხვირი ნელა გაუხახუნა მის ცხვირს და შემდეგ მოწყვეტით ისევ აკოცა. - არ გინდა დღეს ჩემთან დარჩე? -ღიმილით უთხრა და თავი მის კისერში ჩარგო. - ხვალ სამსახურში ბოლო დღე მაქვს და არ ვიცი ჩემი უფროსი რას იტყვის ცოტა რომ დავაგვიანო - ღიმილით ჩაილაპარაკა და თორნიკეს ცოტა მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოუსვა. - მემგონი გადაიტანს რამენაირად - ნელა აკოცა ტუჩის კუთხეში და გვერდზე გადასვა. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა - საჭმელი ხო გშია? - იქიდან გამოსძახა და მაცივარში შეიჭყიტა. - კიი მშია - ელენეც სამზარეულოში შევიდა და მაგიდაზე შემოსკუპდა - გააქვს რამე? - არაფერი - უკმაყოფილო სახით მიკეტა მაცივრის კარი და ელენესკენ შემოტრიალდა. - წავალ ეხლა მე მაღაზიაში და რამეს ვიყიდი, კაი? - ნელა შეახო ტუჩები და როგორც კი ელენესგან თანხმობა მიიღო, თავისი ოთახისკენ გაემართა. ორ წუთში იქიდან საგარეო ნაცრისფერი სპორტულებით და ბოტასებით გამოვიდა. ელენეც თითქმის ამ ფორმაში იყო, განსხვავება მხოლოდ სპორტულებზე წარწერებში იყო . ღიმილით შეხედა ელენემ მამაკაცს, უცებ ჩამოხტა მაგიდიდან და მისკენ ხელგაშლილი წავიდა. სწრაფად შემოხვია ხელები კისერზე და ჩაეხუტა. - მეც მოვდივარ მაღაზიაში - ხმამაღლა წამოიძახა და კარისკენ წავიდა. მამაკაცი უკან ღიმილით მიჰყვა, ხელი წელზე მოხვია და ისე გავიდნენ გარეთ. მანქანით წავიდნენ სუპერმარკეტში. მხიარულად დადიოდნენ მაღაზიის სექციებს შორის , ელენე ყველა გამყიდველს უღრენდა რომელიც ზედმეტ ყურადღებას გამოიჩენდა თორნიკეს მიმართ, ამაზე კი თვითონ მამაკაცი კარგად ხალისობდა. ყველაფრის ყიდვის შემდეგ პროდუქტები მანქანაში ჩააწყვეს და სახლისკენ წავიდნენ. გზაში ელენეს ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული სიმღერები და მჯდომი შეძლებისდაგვარად ტანს აყოლებდა, თან მღეროდა. სახლში მხიარულად ავიდნენ, ელენე სამზარეულოში საჭმელს აკეტებდა და თორნიკეც ეხმარებოდა. ჭამის შემდეგ ორივემ ერთად აალაგა მაგიდა, ჭურჭელს ელენე რეცხავდა თორნიკე კი ამშრალება. ყველაფერი, რომ მიალაგეს მისაღებ ოთახში გავიდნენ და დივანზე ჩახუტებულები დასხდნენ. - ისე რაც ერთხელ მითხარი რომ გიყვარდი იმის შემდეგ აღარ გითქვამს - თითქოს ნაწყენი სახით ახედა ელენემ . - რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გეტყვი, ხომ იცი რომ მიყვარხარ - ცხვირზე აკოცა და მკერდზე მიიხუტა. – 25 წლამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვინმე შემიყვარდებოდა, მაგრამ მოტოციკლზე რომ ვიჯექი ისე გამომლანძღე რომ დამაშტერე, მერე შენი სახე დავინახე ლამპიონის შუქზე და რაღაცნაირად მომეწონე ხო იცი - სიცილით ჩაილაპარაკა და თავზე აკოცა. - რაღაცნაირად თუ მოგეწონე კაია - ღიმილით უთხრა და ლოყაზე ტუჩები მიაკრა, შემდეგ კი ისევ მის ხელებში ჩაიმალა. - არ გინდა რამეს ვუყუროთ? - ზემოდან დახედა თორნიკემ ელენეს და თავზე აკოცა. - კი და რას ? - ინტერესით შეხედა მამაკაცს და ნელა აკოცა ლოყე. - რასაც შენ გინდა - მხრების ჩეჩვით უპასუხა თორნიკემ. რაღაც ფილმი შეარჩიე სათავგადასავლო. ფილმის ყურების დროს ელენეს თორნიკეს მხარზე ედო თავი და ნელ-ნელა ჩაეძინა კიდეც. მამაკაცი რომ მიხვდა ეძინა ელენეს, ტელევიზორი გამორთო, გოგონა ხელში აიტაცა და ოთახისკენ წავიდა. ნელა შეხსნა ოთახის კარები, ელენე საწოლზე მიაწვია და თხელი პლედი მიაფარა, თვითონაც გვერით მიუწვა, ცოტახანი ეფერებოდა თმებზე, შემდეგ თვითონაც ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.