ლორა და გრენუი (სრულად)
... დიდი ხნის წინ დავდე ეს.პირველი ისტორია იყო და "მამენტ" უკანასკნელიც...ძაალიან მცირედია შეცვლილი.საბოლოო ჯამში დიდი არაფერი,მაგრამ მინდოდა თავი შემეხსენებინა.ახალი ისტორიის დადებას ვაპირებ.ცოტა არასტანდარტული იქნება,იმედია მოგეწონებათ,ვნახოთ.მანამდე კი... >>>> ... ამასწინათ ზღვაზე ვიყავი ასული.ღამით.მარტო.ბოლო დროს უცნაურობები დამჩემდა,რაც შუაღამით გარეთ გასვლებით გამოიხატებოდა. სიმართლე გითხრათ,არასდროს გამოვირჩეოდი ნორმალური ადამიანის ქცევებით,რაზეც დედა გამუდმებით წუხდა და მეჩიჩინებოდა ჩემი უფროსი დისთვის მიმებაძა და „ხალხში გავრეულიყავი“.ვერეოდი კიდეც.სადაც მიდოდა მეც მივყვებოდი და საერთოდ ვერ ვხვდებოდი რატომ აკეთებდა იმას,რასაც აკეთებდა. საუბარი ბიჭებზე.ვგიჟდებოდი ამდენი როგორ შეიძლება ისაუბრო ერთიდაიმავე თემაზე,თანაც ასე აჟიტირებულმა.მისი დაქალები ხომ მასზე უარესები იყვნენ.მერე მივხვდი,რომ მხოლოდ ისინი არ იყვნენ ასე. ჩემი კლასის გოგოებიც ასე იქცეოდნენ.გულს მირევდა ეს ყველაფერი. მანამდე თუ ხალისით და ხმაურით გამოვირჩეოდი,სკოლის დამთავრების შემდეგ,ვერც შევამჩნე,ისე შემომეპარა სიბერე.მეცინება ამ სიტყვაზე,მაგრამ ასეა.შემდეგი 3წელი არ ჩამიბარებია არსად.წელს გავედი გამოცდებზე,ყოველგვარი მომზადების გარეშე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. როგორც წესი,ჩუმად დავდივარ,ჩემთვის.ბევრ რამეზე ვფიქრობ და ალბათ ამიტომ აღარ ვიღებ ხოლმე ხმას.არადა სათქმელი არაფერი მაქვს არავისთვის.ვის რაზე უნდა ვესაუბრო ვერ ვხვდები.ბიჭებზე?ეს ჩემი თემა არაა.თანაც გამოუცდელი ვარ ამ საკითხში.არასდროს მყოლია შეყვარებული.არასდროს მიკოცნია ვინმესთვის.არასდროს მქონია სექსი.განა იმიტომ,რომ ჩემს ქალიშვილობას მომავალ ქმარს ვუნახავ. არ მიფიქრია ამ თემაზე სერიოზულად.რომ მყავდეს ვინმე ისეთი,რომელსაც ვენდობი და მომინდება მასთან ურთიერთობა,ალბათ მექნება კიდეც,მაგრამ საქმე იმაშია,რომ ასეთი არავინაა.თითქოს არც მაწუხებს ეს საკითხი,მაგრამ ბინძური აზრები მაინც მომდის ხოლმე თავში ზოგჯერ. მახსოვს,ერთხელ ჩემს დას რაღაცაზე ვეჩხუბე ძალიან და ბოლოს მომაძახა წადი სექსით დაკავდი ვინმესთან იქნება დაწყნარდეო. ადგილზე გავშრი,ვერაფერი ვუპასუხე.ეს ჩხუბი მან მომიგო(როგორც წესი,ბოლო სიტყვა ჩემია ხოლმე).ვისთან უნდა წავსულიყავი. რამდენიმესთან მქონდა ვითომდა რაღაც ურთიერთობა და ბოლოს მტოვებდნენ.უკანასკნელს ბექა ერქვა.მასთან თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი,რომ არაფერი სერიოზული არ იქნებოდა.მერე,თითქოს მომეწონასავით და ვუგებდით ერთმანეთს,მაგრამ ბოლოს მითხრა,რომ ვეღარ მიძლებდა.კისერზე არ ჩამოვკიდებივარ,თავის გზაზე გავუშვი და დიდად არც მიდარდია.ახლაც მარტო ვარ. ხო,რაზე დავიწყე?ზღვაზე ვიყავი ასულითქო არა?! ტაქსით ავედი და მერე ცოტაც ფეხით ვიხეტიალე.ტაქსის მძღოლმა საეჭვოდ გადმომხედა,რომ ვუთხარი გამიჩერეთქო.ალბათ იფიქრა“მსუბუქი ყოფაქცევის“ ვიყავი და ღამის „სამუშაოზე“ გავედი. გამეცინა, მაგრამ არაფერი მითქვამს.ან რა უნდა მეთქვა.ზაფხულის პირველი თვის მეათე დღე იყო.წვიმის შემდეგ გრილოდა.მე კი სიფრიფანა მაისურის ამარა,აწურული მხრებით დავბოდიალობდი.სანამ ზღვასთან ჩასასვლელს მოვნახავდი,გამვლელი მანქანებიდან ასიგნალებდნენ.არც გამკვირვებია. უხმოდ მივდიოდი,არც შემიხედავს მათთვის.მე ჩემს სტიქიაში ვიყავი,ყურსასმენებიდან საყვარელი მუსიკა მესმოდა ასე,რომ საწუწუნო არაფერი მქონია.ერთ-ერთ ჩასახვევთან ჩავედი.დავჯექი და მოვიკალათე.ის-ის იყო ამოვიოხრე,მეგონა მარტო ვიყავი,რომ ხესთან მდგარი მანქანიდან უცნაური ხმები მომესმა.მიხვდით?წყვილს სექსი ჰქონდათ გაჩაღებული.გულის რევის შეგრძნებამ დამიარა და მივხვდი იქაურობას უნდა გავცლოდი.აღმართთან მამრის ხმა დამეწია. -ახლა არ თქვა ჩვენი ყურებისას გაათავე.-არ მივბრუნებულვარ,მაგრამ ფეხის ხმაზე მივხვდი მიახლოვდებოდა.სიარულს ავუჩქარე.გზაზე ასულმა თავი სამშვიდობოდ ჩავთვალე,რომ თმიდან დამითრია და წინ ამეხიდა.-არ შემოგვიერთდები? -ჯერ ისევ ხვნეშიხარ,იქნება ჯერ სუნთქვა დაირეგულირო და მერე ამოიღო ხმა.ამაზრზენია.-ვეცადე ძალიან უხეში ვყოფილიყავი. -იცი ასეთი მკვლელი და დეპრესიული სახე რატომ გაქვს?იმიტომ,რომ სექსი გაკლია.ერთი უკვე გავაბედნიერე,თუ გინდა შენც მოგხედავ.-ეცადა წელზე შემოეხვია ხელი,მაგრამ ამის საშუალება არ მივეცი და თითქმის სირბილით გავუყევი გზას.არ მინდოდა ჰგონებოდა,რომ შემეშინდა.არადა მართლა ასე იყო.ისიც კი ვიფიქრე საერთოდ,რატომ წამოვედითქო. ისევ თმის მოქაჩვით გამაჩერა. -ამ დროს,ასეთ ადგილებში სასეირნოდ არ იქნები გამოსული.სახლიდან გამოგაგდეს?-ცინიზმი იგრძნობოდა მის ხმაში. -შენ წარმოიდგინე და ზუსტად სასეირნოდ ვარ გამოსული,მაგრამ როგორც ხედავ არ დამცალდა მარტოობით ტკბობა.ხოდა წავედი სახლში.-ჩემი თმა ძალით გამოვგლიჯე ხელიდან და ზურგით შევბრუნდი იმ იმედით,რომ ტაქსი გამოჩნდებოდა და სასწრაფოდ გავეცლებოდი იქაურობას. -შენ რა მართლა დაძაბული ხარ ტო.... -მიდი რა,შენს გოგოს მიხედე-აღარ დავამთავრებინე სიტყვა. -ჰააჰ რა სასაცილო ხარ-ხელები გადაიჯვარედინა და სახე დაუსერიოზულდა უცებ-სხვათაშორის ჩემი გოგო არაა.მისი ბიჭი იწვა ჩემს ყოფილთან და სამაგიეროს მოითხოვდა სიტუაცია,ხომ გესმის?!თან დაიძინა. -არ მითხოვია შენი სევდიანი ისტორიების მოყოლა.ვინმე სხვასთან დაიცალე გული კარგი?მე არ მაინტერესებს-ნელ-ნელა ვანელებდი სიარულს,რადგან დავიღალე.ისიც მომყვებოდა ფეხდაფეხ. -ამ დროს ვერსად წახვალ,რომელი საათია ეგ მაინც თუ იცი.ვინმე ჩაგტენის მანქანაში იცოდე. მანქანები მართლაც აღარ დადიოდნენ.ტაქსიზე ხომ ზედმეტია საუბარი. -როდის მერე ზრუნავ ჩემზე?იქნება მინდა,რომ ჩამტენონ მანქანაში. -არაა,ეგ რომ გდომოდა დაფეთებული არ გამოიქცეოდი იქიდან. -დაფეთებული არ ვარ . -კი,ხარ.შენი თავისთვის რომ შეგახედა თავად დარწმუნდებოდი ამაში. -დაახვიე რა. -ოხო!შენ რა უზრდელი ყოფილხარ..დედამ არ გასწავლა ზრდილობა? -კიი,საკმარისი ზრდილობა გამაჩნია მათთვის,ვინც იმსახურებს.კიდევ მასწავლა,რომ უცხოებს არ უნდა ვესაუბრო...და საერთოდ,რატომ მომყვები ადამიანო.წადი რა თავი დამანებე!მარტო რომ მინდა ყოფნა ასეთი რთული გასაგებია?-ბოლოს ძალიან ხმამაღლა გამომივიდა,ჩემი თავის გამიკვირდა.ისიც,ერთიანად შეტრიალდა და წავიდა. ორიოდე წუთიც არ იქნებოდა გასული მანქანა რომ გაჩერდა ჩემს წინ.ბიჭებით იყო გამოტენილი. -წამოდი,სახლში გაგიყვანთ.-მის ნათქვამს უკნიდან ქირქილი მოყვა.ახლა კი ნამდვილად არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.ძალით რომ ჩავეტენე მანქანაში...?სვლა განვაგრძე.მანქანიდან ერთ-ერთი სირბილით წამოვიდა ჩემკენ და წინ დამიდგა.აი ისე,პენალტის დარტყმის მოლოდინში მეკარე რომ იხრება ხან ერთ,ხან მეორე მხარეს.უკნიდანაც მომესმა ნაბიჯების ხმა,რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ „დარხეული“ მქონდა.ვცდილობდი გეგმა შემედგინა,საით გავქცეულიყავი.უკან რომ წავსულიყავი,იქით უფრო ბევრნი იყვნენ,მაგრამ „ის“ უცნობი მეგულებოდა და თავს იმედიანად ვგრძნობდი.არ ვიცოდი მას რა რეაქცია ექნებოდა,ჩემს გამო ჩხუბს ნამდვილად ვერ დაიწყებდა.ასე ვერ გავრისკე და რაც შემეძლო წინ გავიქეცი.სკოლაში კარგი მორბენალი ვიყავი და ასე,თუ ისე ჩემი თავის იმედი მქონდა.უკან მიხედვას ვერ ვბედავდი,მეგონა ამაშიც დროს დავკარგავდი.მოსახვევთან ისევ გადამეღობა მანქანა და ამჯერად ყველა გადმოვიდა.სასოწარკვეთილმა რაღაც ამოვიღნავლე და ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული უკან,ძირს მოვადინე ზღართანი და ხელების გაკავება დამიწყო.ფეხებს ვიქნევდი გიჟივით და ხელებზე ვკბენდი.ბოლოს რამენაირად რომ გავეჩერებინე სახეში გამარტყა. -არა...არავის ვეტყვი.გთხოვ,გამიშვი უბრალოდ. -რა სისულელეა ჩიტო,ასე ვერ გაგიშვებ,თანაც „უბრალოდ“.სიტყვაზე ვერ გენდობი.-ვცადე დავძრომოდი და ხელების ქნევაში მის ცხვირზე ისე მაგრად მომიხვდა ხელი,ცხვირიდან სისხლი წასკდა.ამაზე მთლად გადარეულმა მეორედ გამარტყა და ახლა მე წამომივიდა სისხლი.ვცდილობდი ცრემლები რამენაირად შემეკავებინა,არ მინდოდა მის თვალში სუსტი გამოვჩენილიყავი,რადგან უფრო გათავხედდებოდა. არც ყვირილს ქონდა აზრი.ისევ ვუძალიანდებოდი,მაგრამ ვგრძნობდი ძალა მეცლებოდა და სწორედ ამის მეშინოდა. -რას ეფერები,აიყვანე და ჩატენე რა!ამდენი დრო არ გვაქვს.-უკნიდან ვიღაცის მოთმინებადაკარგული ხმა გავიგე.სისხლისგან სუნთქვა მიჭირდა.ხელი რომ დამავლო მთლად პანიკაში ჩავვარდი.ყვირილი ვცადე,მაგრამ მხოლოდ ხავილი აღმომხდა. -ა*ვრებს სალამი!-ეს უკვე ნაცნობი ხმა იყო-გაუშვი ხელი,თორემ გაგასხმევინეთ დამპალი ტვინები.-იარაღი ეჭირა და პირდაპირ ჩემს უკან მდგომს უმიზნებდა.იარაღის დანახვას არ ელოდნენ აშკარად,არც უცნობის.-ჩემთანაა.გაუშვი და მეორედ აღარ გამამეორებინო თორემ გაფრთხილებას აღარ დავიწყებ,პირდაპირ საიქიოს გაგისტუმრებთ. -ასე არ დავამთავრებთ.-იმუქრებოდა.ხელი კი გამიშვა,მაგრამ სიარულის თავი არ მქონდა.ვცდილობდი სისხლდენა შემეჩერებინა.ხელი რომ არ შეეშველებინა ძირს დავეცემოდი.უკან სვლით მანქანასთან მივედით.ჩაჯდომა და ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო. გაკვირვებულმა შევხედე. -ასე ნუ მიყურებ.მე არაფერს დაგიშავებ. -ეგ არც მიფიქრია.საიდან გაჩნდი იქ?მეგონა იმ გოგოსთან წახვედი. -რომ მივდიოდი გზად სიგარეტი მომთხოვეს და მივხვდი,რომ არ გაგიშვებდნენ ისე.“ის“ ტაქსით გავუშვი და დავბრუნდი,რათა გადამერჩინე-გამხიარულება სცადა ვითომ.მე არ გამცინებია. ცხვირის ორივე ნესტოში სალფეთკები მქონდა შეტენილი,მაგრამ მაინც არ წყდებოდა სესხლდენა.ვთხოვე გაეჩრებინა,რადგან ცოტაც და მოვსვრიდი ყველაფერს.გიჟივით გადავვარდი მანქანიდან.წყალთან ჩავედი და დავიბანე სახე.ისიც ჩამომყვა.როგორც ჩანდა ბევრი სისხლი დავკარგე,თავბრუ მეხვეოდა უკვე...აღარც ძალა მქონდა შემორჩენილი. შეშენებული მიყურებდა და მეკითხებოდა კარგად ვიყავი თუ არა.მეცინებოდა მისი მზრუნველი სახის შემყურეს. -იცი,გამიკვირდა რომ არ ყვიროდი.ისიც კი ვიფიქრე,არ ყვირის და მე რა მეკითხებათქო.წასვლაც დავაპირე,მაგრამ მერე სისხლი დავინახე...არ გეშინოდა?რატომ არ ყვიროდი?-რაღაცნაირად გაკვირვებული მეკითხებოდა ამას. -რომ მეყვირა შეიცვლებოდა რამე? -ალბათ არა,მაგრამ ინსტიქტურად მაინც...რავიცი... -გამომუშავებული მაქვს იმუნიტეტი შიშის და ტკივილის დასამარცხებლად-ახლა მე ვეცადე ვითომ გაღიმებას. -მომწონს უშიშარი გოგოები. -მოეშვი ფლირტს. -არა სერიოზულად ვამბობ.იმათთან ძიძგილაობის შემდეგ,მე ჩამიჯექი და გამომყევი.რატომ გგონია,რომ სახლში მშვიდობით მიგიყვან? -ისინი ბევრნი იყვნენ,შენ ერთი ხარ და დამიჯერე შენი თავის გახეთქვა ნამდვილად არ გამიჭირდება.პირველი არ იქნები.-თითქმის სიამაყით განვაცხადე. სკოლის პერიოდში,ერთ პარალელურ კლასელ ბიჭთან მქონდა გამუდმებული უთანხმოება.ბოლოს ერთმანეთი ვეღარ ავიტანეთ და როგორღაც ჩხუბი დავიწყეთ.ის მაინც მერიდებოდა.ალბათ,ფიქრობდა გოგოა მართლა ხომ არ დავარტყავო.მე კი პირველივე შესაძლებლობაზე მოვუქნიე ხელი,მოულოდნელობისგან თავი ვერ შეიკავა და წაიქცა.თავი ყინულს დაარტყა და...მერე 15ნაკერი დაადეს.იმის შემდეგ ამრეზით მიყურებდა. -შემეშინდა ხომ იცი. -წინ იყურე შენ!სადმე ნუ გადამჩეხავ.მეყო დღეს თავგადასავლები.-ამოვიოხრე და თავი მინას მივადე.მართლა დაღლილი ვიყავი. -შეიძლება გავიგო,ასეთ დროს რატომ დახეტიალობ აქ?ხშირად მოდიხარ ხოლმე?-მცირე პაუზის შემდეგ..-“იმნაირი“არ ხარ მივხვდი უკვე მაგას და შეურაწყოფას არც გაყენებ... -ცუდად ვიყავი და სახლში გაჩერება არ შემეძლო.მეტს ნურაფერს მკითხავ კარგი?არ შემიძლია ყველაფერზე საუბარი უცნობებთან.-ამით მივახვედრე,რომ საუბარი ამ თემაზე დამთავრებული იყო. კითხვები აღარც დაუსვამს.სახლს რომ მივუახლოვდით,გავაფრთხილე საერთოდ არაფერი ეკითხა.არც ჩემი სახელი,არც ტელეფონის ნომერი.ხმა არც ამოუღია.ერთმანეთს დავემშვიდობეთ მხოლოდ. აი,ასე გავუშვი ადამიანი,რომელმაც გადამარჩინა ისე,რომ მადლობის თქმა დამავიწყდა. მთელი კვირა არსად გავსულვარ.უხასათობამ გადამჭამა.იმ ამბავზე არავინ არაფერი იცოდა.მერე დედაჩემი დაიწყებდა წიოკს და ერთ ამბებს.არ მქონდა ამდენის თავი.დასვენება მჭირდებოდა...დიიიდი ხნით დასვენება.თუმცა,ღმერთმა იცის რა ჯანდაბამ დამღალა,ისედაც მთელი დღეები არაფერს ვაკეთებდი. ერთ დღეს,ვაკის პარკში ავედი.სულ ზევით.ქალბატონ ძეგლს გავცდი და ტყეში შევიმალე.არ ვიცოდი სად მივდიოდი,მაგრამ მინდოდა სადმე წავსულიყავი.ქოშინით ავდიოდი.აქა-იქ წყვილები გაწოლილიყვნენ და ტკბებოდნენ ერთმანეთით.მერე კი სულ მთლად მარტო დავრჩი.მესიამოვნა მარტო დარჩენა.არაფრის ხმა არ ისმოდა...არც ჩიტების.საერთოდ არაფრის...ერთი დიდი ქვა ვიპოვნე,ავხოხდი.კახა სულუაშვილის წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე.ვინ იცის მერამდენედ ვკითხულობდი,მაგრამ ეს ის წიგნია,რომელმაც კითხვა შემაყვარა ძალიან პატარა ასაკში.ჩემი პირველი რომანი.იმდენად ჩამობნელდა ბოლოს ipad ამოვიღე და ვცდილობდი იმით გამენათებინა ნაწერი(ტელეფონი არ მქონია...არც ახლა მაქვს).აზრი აღარ ქონდა,ავდექი და ქვევით დავეშვი ისევ.ათი ხდებოდა გაჩერებაზე რომ მივაღწიე ძლივს.ავტობუსში ჩავჯექი,მაგრამ არ მინდოდა სახლში.ვცდილობდი რამენაირად გამეგრძელებინა გზა. საოცრად მომინდა ვინმე მყოლიდა გვერდით და გათენებამდე გვეხეტიალა სადმე.გვანცა არ წამოვიდოდა ზუსტად ვიცოდი ასე,რომ შეთავაზებას არც ქონდა აზრი.ჩემს დაზე ხომ ხმას არც ვიღებ.მეტიც აღარავინ მყავდა...უნდა დამევიწყებინა ჩემს მიერ წარმოდგენილი იდეა. ფილარმონიასთან ჩამოვედი და იქიდან ფეხით წავედი თავისუფლების მეტრომდე.ყურსასმენებიდან ისევ ჩემი საყვარელი მელოდია ჟღერდა,მაგრამ მანამდე თუ კარგ ხასიათზე მაყენება,ახლა ტირილი მომინდა.თავს მარტოდ ვგრძნობდი მიუხედავად იმისა,რომ ქუჩაში უამრავი ხალხი იყო.რა მინდოდა თვითონაც ვერ გამეგო. სიგარეტი მომინდა.ან მარი*უანა...ან რაიმე მსგავსი.არცერთი არ მქონდა გასინჯული არასდროს.განა იმიტომ,რომ კარგი გოგო ვიყავი.არ მქონია სურვილი.საერთოდ,რამის სურვილი თუ მქონდა ნეტავ?!! შუქნიშანზე არც შემიხედავს რა ფერი ენთო,დავადე თავი და ზებრაზე გადავაჭერი.სიგნალების ხმა გავიგე,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.პუშკინის პარკში ჩავუხვიე,დავჯექი და ჯიხურში სახელდახელოდ ნაყიდი,ორი ღერი სიგარეტი ჯიბიდან ამოვაცოცე.ერთი ისევ საწყის მდგომარეობას დავაბრუნე,მეორე კი ტუჩებს შორის მოვიქციე და მხოლოდ ახლა მივხვდი,რომ ასანთი არ მქონდა.მეზარებოდა უკან დაბრუნება,ამიტომ მეორეც პირველის ადგილზე მოვათავსე.იმედგაცრუებული ზურგზე გადავწექი და ფიქრებში წავედი.თუმცა,არც ვიცი რაზე ვფიქრობდი.ასეთი დეპრესიული როდის ვიყავი აღარც მახსოვს.აჰ!გამახსენდა!დეპრესიაში არასდროს ვყოფილვარ.ადრე ხომ მხიარული გოგო ვიყავი. სახეზე ხელები ავიფარე,თითქოს ამით რამეს ვემალებოდი. -მეგონა ისევ დაგკარგე-ქოშინით ჩამომიჯდა ვიღაც.ვიფიქრე,რომ მე არ მეუბნებოდნენ,მაგრამ ხელები მაინც ავწიე.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა.ის უცნობი იყო,იმ საღამოდან.პირდაღებული ვუყურებდი.-კარგი ხო,რანაირად მიყურებ.შუქნიშანზე შემთხვევით დაგინახე და ძლივს გიპოვნე.რას ზიხარ აქ,ვინმეს ელოდები? -აარა,მარტო ვარ-ჯერ ისევ დაბნეული ვიყავი. -წამოდი მაშინ,მეც მარტო ვარ-დამავლო ხელი და არც დამკითხებია გამაქანა მანქანისკენ. -რატომ მოხვედი-მანქანაში მოკალათებულს,მხოლოდ ახლა მომინდა საუბარი. -არ ვიცი....მთელი დღეა დავდივარ და არ ვიცი რა ვაკეთო.მერე რამის ვიღაც გავიტანე მანქანით და რომ დავაკვირდი შენ იყავი.შუქნიშანს არასდროს უყურებ?-რაღაცნაირად, აჟიტირებულის ქცევები ჰქონდა.ხშირად გადმომხედავდა და ეღიმებოდა. -...და რატომ იღიმი? -რავიცი,ალბათ შენი დანახვა გამიხარდა.-რატომღაც გულწრფელი მეჩვენა. -ოხო!-სხვა რამ ვერ მივიფიქრე რა უნდა უნდა მეთქვა. -ცხვირი როგორ გაქვს?-ბავშვებს რომ უჭერენ ვითომ ხუმრობით,ისე მომიჭირა ცხვირზე თითები. -სად მივდივართ?-გაკვირვებულმა ვკითხე,როცა თბილისიდან გავდიოდით. -ჩემი გეშინია? -კითხვას თავს რატომ არიდებ ?მიპასუხე სად მივდივართ. -ჯერ მითხარი,ჩემი გეშინია თუ არა და გპირდები ეგრევე გეტყვი სადაც მივდივართ. -არა. -ბეთანიაში.ოღონდ მანქანიდან ნუ გადამიხტები რა.-გადმოიწია და ღვედი შეამოწმა კარგად მქონდა თუ არა შემოჭერილი,თითქოს მართლა გადახტომას ვაპირებდი. -რა ბეთანიაში,შენ სულ გარეკე?სახლში დილის მერე არ შევსულვარ, დედა დამკლავს...და თუ შემთხვევით ცოცხალი გადავრჩი,მერე მამაჩემი მომხედავს.სერიოზულად გეუბნები.გააჩერე მანქანა მე დავბრუნდები,შენ თუ გინდა წადი.-არ მისმენდა,სიჩქარეს კი უმატებდა.-ვიყვირებ იცოდე-მივხვდი რაღაც სისულელე ვთქვი.ვის უნდა გაეგო ჩემი ხმა.გაეცინა. -დარეკავ და ეტყვი,რომ მეგობართან რჩები. -ტელეფონი არ მაქვს.-ისე ვთქვი,თითქოს მხოლოდ ეს მიზეზი მაკავებდა და მივდიოდი.ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა,ეგონა ვეხუმრებოდი.რომ დარწმუნდა სერიოზულად ვამბობდი,თავისი მომცა. რამ გადამრია ახლაც ვერ გეტყვით,მაგრამ რეალურად,მართლა მინდოდა წასვლა.დედას დავურეკე და არანაირი პრობლემა არ ჰქონია, გვანცასთან ხშირად ვრჩებოდი.არ მჯეროდა ჩემი საქციელის,მაგრამ სიგიჟის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული მქონდა,რაც იმას ნიშნავდა,რომ ვერანაირად დავბრუნდებოდი უკან.გზად მარკეტში შევიარეთ და რაღაცები ვიყიდეთ.საჭმელი,სასუსნავი და ბევრი სასმელი.მერე “formidable” „გაიჩითა“ და ვინაიდან(ენის არ ცოდნის მიუხედავად)ეს სიმღერა ზეპირად ვიცოდი ავყევი მეც.მერე ისიც ამყვა და მივქროდით არ ვიცი რა სიჩქარით.ერთი ბოთლი არაყი გზად უკვე გამოვცალეთ,ასე რომ ბ პუნქტზე უკვე დაბუჟებულები მივედით.სახლი ორსართულიანი დამხვდა,სრულიად ცარიელი.როგორც აღმოჩნდა,მხოლოდ ზაფხულში მოდიოდა.საჭმლის კეთების თავი არ გვქონდა.არყებს ვსვავდით და ძალიან ბევრს ვიცინოდით სულ არაფერზე.მომწონდა ეს სიტუაცია,სიმთვრალის მიუხედავად ამდენს ვხვდებოდი მაინც. -იცი,სიგარეტი არასდროს მომიწევია.-დრო ვიხელთე,როცა მან მოუკიდა.-მომცემ? -გინდა 43ზომა ფეხსაცმელი გაგასინჯო?-სრული სერიოზულობით თქვა,მე კი ისტერიული სიცილი ამიტყდა.რაღაცნაირად წარმოვიდგინე,რომ შეიძლებოდა ამის სისრულეში მოყვანა. ბოლოს,ძლივს დასერიოზულებულმა,ჯიბიდან ორი ღერი სიგარეტი ამოვყარე.ერთი გატეხილი იყო.მეორე კი ცეცხლთან შესახვედრად მოვამზადე.აღარც ის იცინოდა.დაჟინებით მიყურებდა.თითები მიკანკალებდა. პირველი ნაფაზი და...იატაკზე,თავბრუდახვეულმა,მასთან ერთად გავწექი.სანთლის მკრთალ სინათლზე ჭერს ავყურებდით. -არ მეგონა ასე თუ დამაწებებდა ადგილზე.-ამოვღერღე ძლივს. -შენ მარიხუნა არ გაგისინჯავს.გაგაგიჟებს საერთოდ.-ისიც ეწეოდა.ერთად ვუშვებდით ბოლს. -გამასინჯე მერე.ამაზე მეტად მაინც ვეღარ გავგიჟდები. -სხვა დროს იყოს. -ჰო...თუ იქნება სხვა დროც.-ორივე გავჩუმდით.თითქოს აკრძალულ თემას შევეხე.რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მე დავიწყე-როგორ წარმოგიდგენია შენი სიკვდილი? -რატომღაც ველოდი ამ კითხვას.თავს არ მოვიკლავ ეგ ზუსტად ვიცი.ალბათ,მანქანით თუ მომეღება ბოლო. -მგონია ჩემს თავში იჯექი.წლების წინ მოვხაზე ჩემი სიკვდილის გეგმა. -შენც თუ ასე წარმოგიდგენია,გთავაზობ ერთად მოვკვდეთ.-მუცელზე გადმოწვა და სრული სერიოზულობით შემომხედა.-მოსულა? -მოსულა!-შეთანხმების ნიშნად ხელი გავუწოდე და დაველოდე,როდის შეაერთებდა ისიც.გადმოიხარა და ტუჩები მომაწება.ინსტიქტურად მეც ავყევი.მერე ენა ვიგრძენი,კბენა და სიამოვნების ჟრუანტელი.თავს ძალას ვატანდი დამმახსოვრებოდა,ყოველდღე ხომ არ განვიცდიდი მსგავს სიამოვნებას.წამოზრდილ თმაში ჩავავლე ხელი და ვექაჩებოდი.არ მინდოდა გაჩერებულიყო,თუმცა მხოლოდ ერთი წუთი გაგრძელდა ალბათ.მე ასეთი შეთანხმება ვიციო და ისევ ზურგზე გადაწვა კმაყოფილი სახით. -ჰო,შეთანხმება უკვე დადებულია.ჩემს გარეშე სიკვდილის უფლება არ გაქვს დაიმახსოვრე.-თითი მუქარის ნიშნად დავუქნიე. -ბავშვური ქცევები ნუ გაქვს,მოდი აქ.-სიცილით მითხრა და თავი მის მკერდზე დამადებინა.თითებით ჩაწნული თმა დამიშალა და სახეზე აიფარა.ღრმად ისუნთქავდა.-ლამაზი თმა გაქვს. გატრუნული ვიყავი მის მკერდზე მისვენებული.მსიამოვნებდა თითების ბოდიალი ჩემს თმაში. -წითლად რატომ გაქვს შეღებილი. -ყოველთვის,როცა რაღაც არ მომწონდა ან ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა მინდოდა,სისულელეებს ვაკეთებდი.ესეც ერთ-ერთის შედეგი. -გიხდება...თან,ასეთ შავგვრემანს თვალებთან ჭორფლებიც გქონია.-თვალებზე მაკოცა.ამეწვა ნაკოცნი ადგილი.-უცნაურად სხვანაირი ხარ,მაგრამ მომწონხარ. მე უკვე ძილბურანში მყოფს ნახევრად მესმოდა მისი სიტყვები.მერე კიდევ რაღაცებს ამბობდა,მაგრამ უკვე გავითიშე. დილით ადრე გამეღვიძა.თავში უროების დარტყმა ვიგრძენი.ერთ საწოლში ვიწექით...ჩემი ფეხები საგულდაგულოდ ჩაეხუტებინა და მშვიდად ეძინა.გამეცინა.ფრთხილად გამოვაცალე ხელებიდან.ნახევრად ჩაცლილი ენერგეტიკული სასმელი ვიპოვნე და აივანზე გავედი.მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო,მაგრამ მთის იქით წითლად იყო შეღებილი ცა.აივნის მოაჯირზე დავჯექი და ფეხები გადავყავი.მერე ისიც გამოვიდა.ტანს ზემოთ შიშველი,აბურდული თმით და დასიებული თვალებით. -ცოტა დამალევინე რა.-წელზე ხელები შემომხვია და მხარზე დამადო თავი.მერე მანაც გადმოყო ფეხები და დაველოდეთ,როდის მოგვესალმებოდა მზე.-წამოდი მდინარეზე ჩავიდეთ,აქვეა. -არაფერი მაქვს ჩასაცმელი.თან ცურვაც არ ვიცი... -არაუშავს გაიშრობ და ისე ამოვალთ.ცურვას კი მე გასწავლი.-ზურგზე შემისვა და ვიწრო ბილიკს,ნაძვნარის გავლით,ჩავუყევით. რაღაც ისტორიას მიყვებოდა სომხების და სვანების ქორწილზე,რომელსაც თვითონ შეესწრო.“პატარძლის გაყიდვის“ დროს სომხებს არ გადაუხდიათ სვანისთვის ფული,გაჯიუტებულმა სვანმა კი შვილი არ გააყოლა და იარაღის მუქარით გაყარა სახლიდან სიძეც და მაყრიონიო.ქორწილი ჩაიშალა რათქმაუნდა. იმდენი ვიცინე, ბოლოს ვტიროდი უკვე. მდინარეზე არავინ იყო.წყალი იმდენად იყო ცივი,ტუჩები გამილურჯდა და ვკანკალებდი.როგორც იქნა,მერე მზესაც მოემატა მცხუნვარება და სითბო ძვალსა და რბილში გამიჯდა.ქვაზე ვიწექით და მილიონ დებილობაზე ვსაუბრობდით.წიგნებზე,მუსიკაზე,ხელოვნებაზე,სტალინზე და ჰიტლერზეც კი ვისაუბრეთ.ცურვის სწავლას არც ჰქონია აზრი,რადგან ქვასავით ვიძირებოდი. სახლში მგელივით მშივრები ავედით.ცოტა წავიხემსეთ და დესერტად, გზად მოპარული სიმინდი დავაყოლეთ,თითქმის დამწვარ მდგომარეობაში. თბილისში საღამოს დავბრუნდით.სახლში მიმიყვანა.ისევ უთქმელად დამემშვიდობა და არც ვიცოდი კიდევ ვნახავდი თუ არა.თავს ლაღად ვგრძნობდი.აშკარად მომიხდა ქალაქიდან გასვლა და ცოტათი ლოთაობა.დედაჩემმაც კი შეამჩნია ჩემი „ფერზე“ მოსვლა. ორი დღის შემდეგ,მაღაზიიდან მომავალს,ბინის წინ დამხვდა, ჩამოღამებული თვალებით და მითხრა გავისეირნოთო.სევდიანი მეჩვენა,მაგრამ არ შევიმჩნიე.ზღვისკენ ავედით(არ ვიცი იმ დასახლებას რა ქვია).გადმოვიდა მანქანიდან და შემომთავაზა მანქანის ტარებას გასწავლიო.მანამდე ორჯერ მქონდა ნატარები,ისიც მხოლოდ წინ სვლით,ძალიან ნელ ტემპში.ჩემით დავქოქე მანქანა და ნელა გავუყევით გზას,სადაც მხოლოდ სიბნელე იყო და სავარაუდოთ ტყისკენ მივდიოდით.ის მშვიდად იჯდა. ფეხები საქარე მინასთან მიაწყო და ჯიბიდან ნემსი ამოიღო.მანამდე თუ გაშტერებული და დაძაბული მხოლოდ წინ ვიყურებოდი,ახლა მის ქცევებზე გამოვშტერდი.ძნელი მისახვედრი არაა რაშიც ჭირდებოდა.მანქანის ტყესთან გაჩერება მთხოვა.მეც,უფრო დაძაბული და აკანკალებული მივიყვანე მანქანა.ვიცოდი კარგი არაფერი ხდებოდა და ვცდილობდი არაფერი მეკითხა მისთვის.საკითხავი არც არაფერი იყო... უნდოდა და აკეთებდა. თვალებგაფართოებული ვუყურებდი,როგორ იჭერდა ხელზე რეზინს და როგორ შეიყვანა წამალი.ცოტა ხანში სიცხიანივით იქცეოდა.მერე კანკალმა აიტანა და მთხოვდა ჩახუტებას.პატარა ბავშვივით მეკვროდა,მე კი წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა.თავზე ხელს ვუსვავდი და ჩურჩულით ვეუბნებოდი დამშვიდებულიყო.მერე გაჩერდა.აღარც კანკალებდა,აღარც ხმას იღებდა.ვიფიქრე ჩაეძინათქო,მაგრამ მერე სუნთქვაც შეუნელდა.პანიკის ზარებმა ერთიანად შემოჰკრეს.დაფეთებული წამოვვარდი და ვცდილობდი გონს მომეყვანა.წყალი გადავასხი,მეგონა რამე რეაქცია მაინც ექნებოდა.სახეში ვურტყავდი.რეაქცია არ ქონდა. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემეშინდა,ვაი თუ,რამე პრობლემები შეექმნას მერეთქო.მისი ტელეფონი ავიღე და ნომრების ქექვა დავიწყე.მშობლების ნომრები ვერ ვიპოვნე.გოგლიკათი მოხსენიებული ახლობლად აღვიქვი და დავრეკე.ჩემი ხმის გაგება გაუკვირდა.ავუხსენი რაც ხდებოდა და 15წუთში საავადმყოფოსკენ მივქროდით.ექიმი ნაცნობი აღმოჩნდა ასე,რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. დედას ისევ მოვატყუე გვანცასთან ვიქნებითქო და ის ღამე საავადმყოფოში დავრჩით,მე და გოგა.ის ერთ სკამზე იყო მისვენებული,მე კედელზე აკრული. -სანდრიკას როდიდან იცნობ.-მკითხა და ეჭვის თვალით შემომხედა.ალბათ მასაც „ვინმე ისეთი“ ვეგონე. -ვინ სანდრიკას.-წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო სანდრიკა. -სანრიკა...სანდრო ანუ... -არანაირ სანდრიკას და „სანდრო ანუ“-ს არ ვიცნობ. -აბა შენ ვისთან ერთად იყავი.რა გითხრა,რა მქვიაო?-დაიბნა. ახლა მივხვდი,რომ „ჩემი უცნობი“ იყო სანდრიკა.რატომღაც მახსოვდა,რომ მისი სახელი ვიცოდი.მერე ისიც გამახსენდა,რომ არ გვიკითხავს ერთმანეთისთვის სახელები.გამოდის,არც მან იცოდა ჩემი სახელი. -ააა სანდრიკა...სანდრო...დღეს მესამედ ვნახე.-ჩემს არეულ საუბარზე წარბაწეული მიყურებდა.სავარაუდოთ,დებილის დიაგნოზი დამისვა. -გუშინ ყვებოდა გრძელ, წითელთმიან გოგოზე...ამბობდა ჩემი ლორა ვიპოვნე და მე მისი გრენუი ვიქნებიო.იცი ფილმი „პარფიუმერი“?-დაკვირვებით შემომხედა და რაკი თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად,განაგრძო-ხოდა,გეცოდინება მისი დასასრულიც.ამბობდა,ჩემი სიყვარულით მოვკლავო.მართალია,მთვრალები ვიყავით ყველა,მაგრამ სიმთვრალეშიც რომ თქვა,ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს.ხოო,კიდევ იძახდა პირობა დავდეთ,რომ ერთად მოვკვდებითო...მაგრამ მგონი ბოდავდა უკვე. -არა,არ ბოდავდა მაგის პირობა ნამდვილად დავდეთ. -შენ რა,სულ გაგიჟდი გოგო?!რა სიკვდილი!იცი,რომ მამის და ძმის მკვლელობის შემდეგ სრულ ჭკუაზე აღარ იყო და ცოტაც და ფსიქიატრიულში მოგვიწევდა მისი მოთავსება.სულ იძახდა,ჩემი ბრალია ყველაფერი და მეც მალე მოვშორდები აქაურობასო.დედამისი ახლაც განადგურებულია.გინდა ქალი სულ გადარიო?-ფეხზე ადგა და დადიოდა წინ და უკან ნერვიულად.მე კი...გაოგნებული ვიჯექი იატაკზე და არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა. -მე მისი სახელიც კი დღეს გავიგე.არ ვიცოდი არაფერი,დედას გეფიცები.მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი,გესმის?-ვლუღლუღებდი უაზროდ და ვერც კი შევამჩნიე ცრემლი როდის ჩამომიგორდა თვალიდან.ფეხები მოვკეცე და თავი ჩავრგე.ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა,დამშვიდდა ისიც. -არ მინდა იფიქრო,რომ ყველაფერს შენ გაბრალებ,მაგრამ...აუ...ნუ ტირი ვსო.მომისმინე!ახლა რაღაცას გეტყვი და ჩვენს შორის უნდა დარჩეს კაი?-თავი ამაწევინა და რაკი დარწმუნდა,რომ ვუსმენდი,განაგრძო-რამდენიმე თვის წინ,მე და სანდრიკა საქმეზე ვიყავით რუსეთში წასულები.იქ ჩვენს პარტნიორებს შევხვდით და დაწყებულ საქმეზე შეთანხმებას რომ ვერ მივაღწიეთ,სასწრაფოდ თბილისში დავბრუნდით.მერე იყო მუქარები და პატარა „სიურპრიზები“.ისინი ფულს ითხოვდნენ,ძააალიან ბევრ ფულს,რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ...და რაკი,სანდრიკა მიცემას არ აპირებდა ძმა მოუკლეს.მერე ჩვენს მეგობარს მისი დაცვის წევრი ჩხუბში შემოაკვდა.სამაგიეროდ,რამდენიმე დღეში მამაც ჩაცხრილეს მოსკოვის ცენტრში.ცუდად ჟღეს,მაგრამ სამაგეიერო უნდა გადაგვეხადა...სისხლი სისხლის წილ.ხოდა,შვილი მოვუკალით.ძმის მკვლელობის შემდეგ სანდრიკა ნარკოტიკებზე შეჯდა და დღემდე თავს იუბედურებს.ხვდები რასაც გეუბნები?შურისძიებას არ შეწყვეტენ.ლია დეიდა,დედამისი,ცოცხლებში თითქმის აღარც ურევია.მათ ის არც ჭირდებათ.არ მინდა შეგაშინო,მაგრამ მის გვერდით ყოფნა არც ისე უსაფრთხოა.შენთვისვე ვიძახი,გესმის?-მესმოდა,მაგრამ თან არც მესმოდა.თავი ფილმში მეგონა,სადაც ბუტლეგერები და ნარკო ბარონები ერთმანეთს ხოცავდნენ.ეს ჩემთვის,არც ისე მარტივი გასაგები იყო. -ვერ ვხვდები,ჩემგან რას მოითხოვ?ჩვენ ერთად არც ვართ.როგორც გითხარი,სახელიც წეღან გავიგე.უბრალოდ...ერთად დავლიეთ ცოტა და ეგაა,მეტი არაფერი.არც ვიცი,კიდევ ვნახავთ თუ არა ერთმანეთს. -უბრალოდ არაფერი ხდება „ლორა“,მით უმეტეს,სანდროსთან.ასე მარტივადაც ნუ უყურებ ამ ყველაფერს.მას არ იცნობ,მე კი ვიცნობ.იმიტომ გეუბნები ამდენ რამეს,რომ კარგი გოგო ჩანხარ,თანაც...სანდროს მოწონხარ.ჩემთვის ეს მიზეზიც კმარა,რომ დაგიცვა. -დღეს მესამედ ვნახე,რანაირად უნდა მოვწონდე,არც კი მიცნობს..... -იმაზე მეტად გიცნობს,ვიდრე შენ წარმოგიდგენია.გიცნობს...წამალს შენთან არც გამოაჩენდა,რომ არ გენდობოდეს. სიტყვა „ნდობა“ არ მესიამოვნა.ეს იმას ნიშნავს,რომ იმაზე მეტი იცი,ვიდრე სხვამ.რაც თავისთავად მეტ პასუხიმგებლობას გაკისრებს ამ ადამიანთან.არც კი მახსოვს,ბოლოს ვინ გამომიცხადა ნდობა. ექიმი ბოლოსდაბოლოს გამოვიდა და დაგვამშვიდა,რომ სანერვიულო არაფერია და დილით გაწერდნენ.სახლში წასვლას არ ვაპირებდი,თანაც სანდროსთან სალაპარაკო მქონდა.დერეფანში დადგმულ დივანზე გადავწექი და დილამდე გათიშულს მეძინა.გოგამ სკამზე ქამრით მიიბა თავი,რომ ძილის დროს არ გადმოვარდნილიყო. გაღვიძებისთანავე სანდრო დავინახე,ყავით ხელში.ჩემი ფეხები მუხლებზე დაეწყო და მიყურებდა. ************************************** -ძალიან შეგაშინე?-მკითხა ისე,თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. -მომეცი ყავა,მაგაზე მერე ვისაუბრებთ.-მივახვედრე,რომ მხოლოდ ამ თემაზე არ გვექნებოდა საუბარი. გოგაც გავაღვიძეთ.ის სახლში წავიდა,ჩვენ ვაკის პარკში.სულ ზემოთ,იმ ქვაზე,სადაც მანამდე არაერთხელ ვიყავი.არ ვიცოდი საიდან დამეწყო,არც ის მინდოდა ძალით ამელაპარაკებინა.ვიჯექით და შაურმას ვჭამდით.ბოლოს ისევ თვითონ დაიწყო. -დარწმუნებული ვარ,გოგლიკამ იმაზე მეტი გითხრა,ვიდრე შეიძლებოდა.ამიტომ არაფრის დამალვას არ ვაპირებ.შენ ჩემი სახელიც კი არ იცოდი ისე გამომყევი ბეთანიაში.შენ მე მენდე,ხომ ასეა?მეც გენდობი,მაგრამ ძალიან გთხოვ,შეეცადე მაინც,რომ გამიგო.ისეთი კარგიც არ ვარ,როგორიც შეიძლება გეგონე...ან შეიძლება კარგი არც გეგონე,არ ვიცი... -შენი მამის და ძმის შესახებ ვიცი უკვე.ისიც ვიცი,რა დაემართათ იმ რუსის შვილს და დაცვას.-ვერ მოვითმინე და მივახალე. -ოოხ,გოგლიიიკ!-თავი ნერვიულად მოიფხანა-კაი ჯანდაბას.თუ ეგ გითხრა გამოდის ყველაფერი უთქვამს და მე რაღა მაქვს სათქმელი... უკვე იცი,რომ შენს წინ მკვლელი ზის. მკვლელი,ნარკომანი,არანორმალური ადამიანი ერთი სიტყვით,რომელმაც ყველა ფეხებზე დაიკიდა.საკუთარი დედაც კი.ვიცი, რომ ეს ყველაფერი შენთვის ახალია.შენც ახალი ხილი ხარ ჩემთვის,რომელიც ჯერ არ გამისინჯავს,რადგან მენანება შესაჭმელად.ახალი კი არა...აღმოჩენასავით,რომელსაც ვსწავლობ ჯერ კიდევ.მაგრამ მე ვიცი,რომ შენ ყველაზე კარგი ხარ.მესმის ისიც,რომ წყნარი,მშვიდი ცხოვრებიდან ჩემს ზედმეტად არეულ ცხოვრებაზე გადმორთვა ადვილი არაა.ხოო,არ მოგეჩვენა და ასე ნუ მიყურებ,რადგან შენს გაშვებას არ ვაპირებ...შენ ზედმეტად კარგი ხარ ჩემთვის,მაგრამ მე მჭირდები.მჭირდები,რომ ეს ყველაფერი დავივიწყო,რომ გამოვცოცხლდე,რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე.არ მინდა იფიქრო,რომ რაიმეს გავალდებულებ.ამის უფლება არც მაქვს.შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ,გამიგე გთხოვ.ჯანდაბა!!!ამდენი არასდროს მისაუბრია.ალბათ არც გესმის ნახევარზე მეტი,რასაც ვბოდავ,მაგრამ.... რაღა მაგრამ,დანარჩენი შენზეა.აღარ ვიცი უკვე...მართლა აღარ ვიცი.-მთელი ამ მონოლოგის განმავლობაში ჩემი ხელები თავისაში მოექცია და დროდადრო მიჭერდა.ჩემი სახე ზუსტად არც ვიცი,როგორ გამოიყურებოდა.მხოლოდ ის ვიცი,რომ უზომოდ დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.ან საერთოდ უნდა მეპასუხა თუ არა... -რამე თქვი რა.თუ გინდა მეჩხუბე ან დამარტყი,ან თავი მომაჭერი,ოღონდ რამე მითხარი...-მოთმინება ელეოდა. -არ ვიცი.განა თავის დაძვრენის მიზნით ვიძახი ამას,მართლა არ ვიცი სანდრო.მინდა დაგეხმარო თუ შემიძლია,მაგრამ არ ვიცი როგორ და არც ის ვიცი მეყოფა ამისთვის თუ არა ძალა. -შენ თუ ჩემს გვერდით იქნები ყველაფერი თავისით მოგვარდება.შენთან 5წუთი ყოფნაც კი სხვანაირს მხდის.მაგრამ იფიქრე და გახსოვდეს,რომ არაფერს გაძალებ.თუ შენ არ გენდომება ჩემთან ყოფნა გაგიგებ და აღარასდროს შეგაწუხებ.საერთოდ აღარ დაგენახვები,გპირდები...მაგრამ მაინც ჩემი ლორა იქნები... გული ამიჩუყდა რაღა დაგიმალოთ.მამაკაცი ასეთ სიტყვებს თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერ ამბობს განა?!ვგრძნობდი,რომ „ჰაერზე“არ ამბობდა ამ სიტყვებს და ამან უფრო „დამგრუზა“.თანაც არასდროს დაგენახვებიო.ეს ხომ სიგიჟე იქნებოდა.მხოლოდ მასთან ვგრძნობდი თავს ადამიანად.მხოლოდ მასთან შემეძლო ვყოფილიყავი რეალური და მეგიჟა თავდავიწყებამდე.ასეთი სხვა არავინ მყავდა.ის ფიქრობდა,რომ ვჭირდებოდი,მაგრამ არ იცოდა მე რამდენად მჭირდებოდა.რა მოხდებოდა,თუ მის გარეშე გავაგრძელებდი ცხოვრებას.ვიცხოვრებდი ისევ იმ რუტინული ცხოვრებით,რომელიც მანამდე მქონდა.ისევ ისე ვიხეტიალებდი ღამღამობით,მაგრამ მეორე სანდრო აღარ შემხვდებოდა.ვიცოდი ეს,ზუსტად ვიცოდი.გადავწყვიტე, მისთვის და ჩემი თავისთვისაც შანსი მიმეცა.თუმცა მაინც მეშინოდა,არ ვიცი რის. -არ ვიცი რა და როგორ იქნება,მაგრამ ვფიქრობ ერთ შანსს ყველა იმსახურებს.ხოდა გამოიყენე ეს შანსი სანდრო.არ მინდა სულ იმ მდგომარეობაში გხედავდე,როგორიც გუშინ იყავი,ამიტომ მოგიწევს პირობა დადო,რომ აღარ გაეკარები იმ ნაგავს-ვუყურებდი და ვხედავდი,ამ მთასავით ბიჭს როგორ ჩამოსდიოდა ცრემლები ღვარღვარად.მის შემხედვარეს ცრემლებს ვერც მე ვიკავებდი.ვიჯექით შუა ტყეში და ჩახუტებულები ვტიროდით.ის ბედნიერებისგან,რომ მიეცა შანსი დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას.მე კი არ ვიცოდი...თუმცა მაშინ არ ვიცოდი ეს.ახლა ვხვდები რაც მატირებდა.მისი სიხარული მახარებდა,მისი ბედნიერი თვალების დანახვა მახარებდა,თვითონ ის მიხაროდა. -------------------------------------- ძველი ტელეფონი აღვადგინე,რადგან ახლა მიზეზი ჰქონდა მუშაობის. დილით და საღამოს მირეკავდა და ვსაუბრობდით საათობით.ყველა თემაზე შემეძლო მასთან საუბარი ისე,რომ არანაირი უხერხულობა და დაძბულობა არ მეგრძნო.ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ მას ვესაუბრებოდი,მხოლოდ მასთან ერთად გავდიოდი გარეთ.ჩემებმა არაფერი იცოდნენ,თუმცა დედა ხვდებოდა,რომ რამე ნორმალური არ ხდებოდა ჩემს თავს.ასე იმიტომ ფიქრობდა,რომ ვუმალავდი.ალბათ მართალიც იყო ნაწილობრივ,მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობდი. ნარკოტიკებს აღარ გაკარებია,ყოველშემთხვევაში მე ასე მეუბნებოდა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა,უნდა შევხვედროდით,მაგრამ არ მოვიდა გაურკვეველი მიზეზით.ამბობდა საქმე მქონდაო.ეჭვები,რათქმაუნდა მაწუხებდა,მაგრამ სიტყვაზე ვენდობოდი. ერთ-ერთ შეკრებაზე გავიცანი მისი მეგობრებიც.საკმაოდ მხიარულები და სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ.სანდროს ქონდა რაღაც ბარი,უმეტესად იქ მივდიოდით. ერთ ასეთ შეკრებაზე გვანცაც წავიყვანე,რადგან დაჟინებით მოითხოვდნენ ჩემი მეგობრის გაცნობას.მთლად აღფრთოვანებული არ დაჩენილა იქაური სიტუაციით,ამიტომ მალე წამოვედით.გოგამ წამოგვიყვანა,რადგან სანდროს ისევ რაღაც საქმე ჰქონდა და არ ეცალა. -გოგა ჯერ მე მიმიყვანე სახლში რა ძალიან დავიღალე და მერე გვანცას გაიყვან-შევამჩნიე,როგორ უყურებდა გოგა გვანცას მთელი საღამო.უნდა ვთქვა,საკამოდ ლამაზი მეგობარი მყავს.ქერაა,ცისფერი თვალებით,საშუალო სიმაღლის.მოკლეთ,ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ არანაირად.ზოგჯერ ისიც კი მიკვირს ერთმანეთს როგორ ვუგებთთქო. სალხში მისული ეგრევე დასაძინებლად გავეშურე.უაზროდ დავჩერებოდი ტელეფონს,მაგრამ სანდრო მაინც არ რეკავდა.ვიცოდი,ვხვდებოდი,რაღაც ისე ვერ იყო,მაგრამ ვცდილობდი ცუდზე არ მეფიქრა.საკუთარ თავს ათას მიზეზს ვუგონებდი,რომ სანდრო გამემართლებინა. დილით ტანსაცმლიანმა გავიღვიძე.სააბაზანოში შევვარდი და იქამდე არ გამოვსულვარ,სანამ კარზე დედამ არ მომიკაკუნა გვანცა მოვიდაო.ტილო შემოვიხვიე და გამოვედი. -ამ დილაადრიან რამ წამოგაფეთა,ხომ მშვიდობაა?-ცოტა გაკვირვებული ავხედე გვანცას.ისეთი სახე ქონდა,მივხვდი რაღაცის სათქმელად იყო მოსული. -დედააა,ყავა მოგვიტანე რა ოთახშიიი-გვანცა წინ გავუშვი და ოთახში შვედით.-შენ დილით ადგომა,როდის მერე ისწავლე ქალბატონო,რაღაც ვერ ხარ აშკარად ხო? -რაღაც უნდა გითხრა,მაგრამ არ დამცინო.ძლივს მოვითმინე სანამ აქ მოვიდოდი. -ეგრეც ვიცოდი,მაგრამ შენ თქვი,გისმენ.-ერთმანეთის წინ მოვიკალათეთ და დაველოდე... -გუშინ გოგას ვაკოცე შემთხვევით-დარცხვენილი ბავშვივით ამომხედა,მე კი იმხელა ხმაზე ვიკივლე კართან მოსულ დედას,რამის ყავა დავაქცევინე.ყავა სასწრაფოდ გამოვართვი და კარი მივკეტე. -არა,გოგას რომ მოეწონე კი შევამჩნიე,მაგრამ შენ რაღამ გადაგრია გოგო. -შემთხვევით მოხდა დედას გეფიცები. -როგორც გოგა იტყოდა,შემთხვევით არაფერი ხდება.კაი რა მოხდა,თუ გინდოდა ეგ დიდი ტრაგედია არაა. -არა,მართლა შემთხვევით მოხდა.მოიცა,მისმინე.მოკლეთ,გუშინ შენ რომ მოინდომე ვითომ მარტო დაგეტოვებინეთ და რამე.სახლთან რომ მივედით,გამოსამშვიდობებლად უნდა გადაგვეკოცნა ერთმანეთი,მაგრამ ტუჩები სხვა მხარეს გამექცა...არადა მეგონა,რომ...ხომ ხვდები არა?! ხოდა ასე ვაკოცე.თავიდან გაკვირვებული მიყურებდა,ალბათ ფიქრობდა რა ჯანდაბას აკეთებსო,მერე ისიც ამყვა და… შეიძლება მხოლოდ იმიტომ,რომ „გატეხილში“არ ვყოფილიყავი.რა დებილი ვარ... საწოლზე ვფართხალებდი.ჯერ სიტუაცია წარმოვიდგინე,მერე კი გვანცას სასოწარკვეთილ სახეზე მეცინებოდა. -გოგას მოეწონე და „ვინუჟდენი“არ გაკოცებდა ეგ ზუსტად ვიცი.თანაც იმ ასაკშია ღლაბუცობისთვის სადღა სცალია.ხოდა შეირგე ქალო,ამისთანა ბიჭმა გაკოცა.წარმოიდგინე რამდეს შეშურდება შენი.ის ხომ გოგაა ძიძიგური.-ვცდილობდი გამემხიარულებინა.გამომივიდა კიდეც. -ხოო რავიცი.-ყურებამდე გაღიმებული გადაწვა საწოლზე.-ვნახოთ რა იქნება.სანდროს არ დაურეკავს? -არა.გუშინ მე ვურეკავდი და გათიშული აქვს ტელეფონი. -იმედია „ცუდი“არაფერი ხდება. -არ მინდა ამაზე ფიქრი.წამოდი ვჭამოთ რამე,თორემ მგელივით ვარ. ჯერ პიცა გავაკეთეთ,მერე დედამ ახალი ნამცხვარი ვისწავლე და მომეხმარეთო.მთელი დღე ვფუსფუსებდით.საქმეში ვიყავი გართული,მაგრამ სანდროზე მაინც მეფიქრებიოდა.ისევ არ რეკავდა. საღამოს გვანცა გავაცილე სახლში.გზად გოგაზე მეკითხებოდა რაღაცებს და მეც,ჩემი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობდი შემექო.დიდი ძალისხმევა არც დამჭირვებია გოგა ისედაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ასე,რომ ტყუილი არაფერი მითქვამს.აღფრთოვანებული სახით შემომცქეროდა და ყოველ მის ხსენებაზე ჩუმად ეღიმებოდა.რას გამომაპარებდა,საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობდი მას.მეტროსთან ჩასულებს უკნიდან ხმა დაგვეწია.ძაღლი ახსენეო.გოგა იყო,სირბილით მოდიოდა.გვანცას გაქცევა უნდოდა,მაგრამ რათქმაუნდა არ გავუშვი. -გოგოებოოო როგორ ხართ?-აშკარად გვანცას უფრო ეკითხებოდა,ვიდრე მე.-მანქანით მოვდიოდი ზუსტად შენთან და რომ დაგინახეთ ეგრევე გამოვიქეცი.ჰა,აბა სად მიდიხართ?! -ვიღაც აცუღლუტებული მეჩვენება?ისეთი სერიოზული აღარ ხარ,როგორც თავიდან.ხდება რამე გოგა?-გვანცამ ხელი ჩამომაგლიჯა რამის.-გვანცას ვაცილებდი სახლში,არადა ისე მეზარება...შენ ხომ არ მიდიხარ იქეთ? -საამწუხაროდ არა,რადგან შენთან მაქვს საქმე.-თავი აშკარად უხერხულად იგრძნო.-ბოდიში შენთან გვანცი. ოხო!ბიჭი გვანცის ეძახის უკვე. გვანცი გავაცილე და ფეხით ავუყევით ბინისკენ.მაღაზიიდან ლუდები ვიყიდეთ და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექით ლუდის წრუპვით.გულისფანცქალით დავალოდე რას მეტყოდა. -მოკლეთ,ჩემო ლორა,(რას აიჩემეს ეს „ლორა“)საქმის ვითარება ასეთია.ხვალ,დილის 6საათსა და 00წუთზე თბილისიდან გადის ორი მანქანა,დმანისის მიმართულებით.ამ ორ მანქანაში გადავნაწილდებით ორი სასტავი.ვაპირებთ ჩვენი პირველყოფილი წინაპრების მონახულებას.ხოდა თქვენც მოდიხართ!შენ გოგოსაც უთხარი,რამე პრაქტიკული ჩაიცვას. -ჩემი გოგო არა?!მგონი გოგოს მართმევენ.-ვითომ სხვათაშორის ვთქვი და წარბაწეულმა გადავხედე. -ოოოო შენც სანდიკა ხარ ტო?მერე რა მოხდა მომწონს,ხომ არ მეზიზღება. -არა,მე პრობლემა არ მაქვს,მგონი არც გვანცას.თვითონ გაარკვიოთ ჯობია....დააა სანდრიკა რომ ახსენე,სადაა ის?მეორე დღეა არც მირეკავს,არც მწერს.ტელეფონიც გათიშული აქვს...დედას გაფიცებ გოგა,ისევ რამეს ხომ არ „მაიმუნობს“?-სახეზე ვაკვირდებოდი,ვცდილობდი მიმიკებზე რაიმეს მივმხვდარიყავი. -არაფერი არ ვიცი მე და ნურც ნურაფერს შემეკითხები,რადგან არ მინდა გატყუებდე.აღარ მკითხო რა.-თავი დახარა და დასჯილი ბავშვივით დაიწყო თითების წვალებდა. -შენი რეაქციით იმაზე მეტი გავიგე,ვიდრე სიტყვით ამიხსნიდი.ხვალ ისიც მოდის? -ჰო. -კარგი,მაშინ ხვალამდე და დანარჩენი მერე ვისაუბროთ.-ავდექი და სახლში ავედი.არ მინდოდა არაფერზე ფიქრი,ამიტომ ძილის წამალი დავლიე და წამში გავითიშე. დილით რაღაცის ჯანჯღარმა გამომაფხიზლა.რაღაცის რაა,დედა მანჯღრევდა მე,რადგან მხოლოდ ყვირილით ვერაფერს გახდა.თურმე,რახანია მელოდებოდნენ ბინასთან,მე კი უდარდელად მეძინა.დედას უკვე ჩაელაგებინა საჭმელი,ტანსაცმელი,პლედები და არ ვიცი კიდევ რა იყო.დედამ არაფერი რომ არ მკითხა ეგ ძალიან გამიკვირდა,მაგრამ ფიქრის და მით უმეტეს,მასთან საუბრის დრო არ მქონდა. პირი დავიბანე,ზურგზე უზარმაზარი ჩანთა მოვიგდე და შეშლილივით დავეშვი კიბეებზე, ლიფტს აღარ დავლოდებივარ.(ისევ არ მუშაობდა) ერთ მანქანაში ვაკო,სანდროს და გოგას ძმაკაცი და მისი შეყვარებული იჯდნენ უკანა სავარძელზე.წინ კი გოგა და გვანცა იყვნენ გამოჯგიმილები. -დაღამდა გოგო,სად ხარ ამდენ ხანს.გელოდებით რამდენი ხანია.-გვანცა ჭკუაზე აღარ იყო,ღიმილს ვერც კი იკავებდა.გოგამ თვალი ჩამიკრა.სადღა მოასწრეს ამათმა ასე დაახლოება. ახლა უკანა მანქანისკენ გავწიე,სადაც მეორე „სასტავი“ მეგულებოდა.აღმოჩნდა,რომ მეორე „სასტავი“ მხოლოდ ორი კაცისგან შედგებოდა.მე და სანდრო ვიყავით.მთელი ბრაზი,წყენა და ნერვებმოშლილი წინა დღე ჯანდაბაში გავუშვი,როცა ის დავინახე.მთელი ძალით შემოვეხვიე და ალბათ,დავახრჩობდი კიდეც დროულად რომ არ გავეჩერებინე. -ასე აღარასდროს არ მიმაგდო,თორემ ძალიან ვბრაზდები ხოლმე იცოდე.-ვუსაყვედურე მაინც. -არ მიმიგდიხარ,ბუგუ,საქმე მქონდა ხომ გითხარი არა? -შენ სულ საქმე გაქვს.ეს ბუგუ რაღა მოიგონე.ჯერ ლორაო,ახლა ბუგუ...ჩემი სახელი მაინც თუ იცი სანდრო. -არაა მაინც ლორა ხარ.ცოტა მოპუტკუნებული რომ იყო ბუგუს დაგიძახებდი,მაგრამ ჩონჩხივით დადიხარ და... -მე თუ არ მოგწონვარ,პუტკუნებთან წადი მაშინ.არ გაკავებ ხომ იცი. -ჩემი გოგო გაბრაზდააა.-მოღუტუნება სცადა ვითომ,მაგრამ რეაქცია არ მქონია. -შენი პირობა ხომ გახსოვს სანდრო? -კიი და ამის შეხსენება აღარ მინდა. -დარწმუნებული ხარ?!მე კი მგონია,რომ გინდა.სანდროო,გენდობი და თუ რამე ისე ვერ არის,ძალიან გთხოვ.... -ყველაფერი კარგადაა და დამშვიდდი კაი?გოგას ისევ ბევრი უყბედია,როგორც ჩანს.-ნერვებისგან ცხვირის ნესტოები გამოებერა და სიჩქარეს უმატებდა. ვინც არ იცით,დმანისი ქვემო ქართლშია. მარნეულის,ცურტავის,ბოლნისის და კიდევ რაღაც სოფლების გავლით.ულამაზესი ბუნებით,სუფთა ჰერით და ძალიან თბილი ხალხით.ბავშვობაში ხშირად ჩამოვდიოდით აქ,ამიტომ გიდობა მე ვიკისრე.ჰაერიც კი ისევ ისეთი იყო,როგორიც ბოლოს დავტოვე.თითქოს ბავშვობაში ვბრუნდებოდი.იმ ასაკში,როცა საერთოდ არაფერი გაღელვებს,როცა სიტყვა „პრობლემა“-ს მნიშვნელობა არც გესმის.თან მე მეტისმეტად ლაღი ბავშვობა მქონდა.ნამდვილი ბავშვობა რასაც ქვია, თავისი წრეში ბურთით,შვიდქვაობანათი,ორდროშობანათი...დაჭერობინა,დამალობინა და რაღას არ ვიგონებდით.მერე ტალახის ტორტები და ბოლოს,ცოტა რომ გავიზარდეთ მოდების ჩვენებებს და კონცერტებს ვმართავდით და მეზობელი კორპუსის ბავშვებს ვპატიჟებდით. სიტყვა გამიგრძელდა... ჯერ ბოლნისის სიონში გადავუხვიეთ.დავათვალიერეთ უძველესი ეკლესია და მერე პირდაპირ დმანისის ნაქალაქარისკენ ავიღეთ გეზი.ვნახეთ დიდი პაპა ზეზვა,ბებო-მზია და მათი ქალიშვილი,რომლის სახელიც არ მახსოვს.ასევე,ძველი აბანოები,უზარმაზარი ქვევრები და ულამაზესი ეკლესია.თავის დროზე,ეს ადგილი თამარ მეფეს საზაფხულო რეზიდენციად ჰქონია მოწყობილი. მცირე ექსკურსიის შემდეგ,პანტიანის ტბასთან დავბანაკდით და კარვები გავშალეთ.თვალუწვდენელი ნაძვნარი იყო.თბილისის ჭუჭყიან ჰაერს მიჩვეულები სუნთქვა გავიჭირდა და ხარბად ვისუნთქავდით სუფთა ჰერს. უკვე საღამოვდებოდა.ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს და სამწვადის მომზადება დაიწყეს.გოგოები მე,გვანცა და ვაკოს გოგო,ნატალი სუფრის გაშლას შვუდექით.ყველა კარგ ხასიათზე ვიყავით.ყველას გვიხაროდა ერთმანეთი.დროდადრო გვანცა და გოგა გაუჩინარდებოდნენ ვითომდა,ფიჩხის მოსატანად.მერე კი საიდანღაც,აწითლებული გვანცა გამოვიდოდა და ჩუმად ამეტუზებოდა უკან. ღამე ჭამაში,სმაში,ცეკვაში და ძალიან ბევრ სიცილში გავათენეთ.ძველი ნავი ვნახეთ,სავარაუდოთ ადგილობრივი მეთევზის,მორიგეობით შევდიოდით ტბაში.იქიდან სულ სხვანაირი ხედი იშლებოდა.მოკლეთ,მონუსხული ვიყავით ყველა.მე და გოგოებს ერთ კარავში გვეძინა,ბიჭებს მეორეში. გამთენიისას გამეღვიძა და გარეთ გამოსულს,წყალში მოტივტივე სანდროს გადავაწყდი.ტანსაცმელი გავიხადე და ჩუმად მივეპარე.არ მელოდა. -იცი,თავიდან...იმ ღამეს რომ გნახე ვიფიქრე,ვიღაც მექალთანე,ზედმეტად მხიარული და არასერიოზულად მოაზროვნეათქო.ახლა კი სულ სხვანაირს გიყურებ და ვერ ვაკავშირებ ერთმანეთს ჩემს წინ მოტივტივე სანდროს და იმ უცნობს,პირველად რომ ვნახე.-ვკანკალებდი სიცივისგან და დროდადრო სიტყვა მიწყდებოდა. -მე კი პირიქით,დეპრესიული,უჟმური და მეტად უცნაური ტიპი მეგონე.არა,ზოგჯერ ხარ კიდეც,მაგრამ ამ ერთ თვეში მე სულ სხვანაირი თეკლე აღმოვაჩინე.მხიარული,ნაკლებად უჟმური და ადამიანი,რომელსაც ყველაფერზე დაელაპარაკები. -ჰო,ერთ დროს ასეთიც ვიყავი.ყველა უჟმურს და ცხვირიპრეწიას მეძახდა და მგონი ამ ძახილში გავხდი ზუსტად ასეთი.როგორაა ის,შეძახილმა ხე გაახმოო?ცოცხალი მაგალითი ვარ. -სულ გალურჯდი,მკვდრის ფერი გადევს.ავიდეთ. *************************************************** მთის წყალმა ბოლო მომიღო მიუხედავად იმისა,რომ ზაფხული იყო.არც ცხელმა ჩაიმ მიშველა,არც პლედებში გახვევამ.საღამოს სიცხიანი, დაპანიკებულ დედას ჩავბარდი.სანდრომ მიმიყვანა ხელში აყვანილი.ლიფტი ისევ არ მუშაობდა. შინაურულად მიესალმნენ ერთმენეთს.საწოლში მოვთავსდი და რაც კი რამ იყო ყველაფერი დამაფარეს.ჩაი გაგვიკეთა ორივეს,დაფუსფუსებდა დედა ღიმილიანი სახით. -დედა სანდროს როდიდან იცნობ? -გუშინდელიდან.შენ რომ გეძინა ჩვენ ცოტა წავიჭორავეთ.-ეს „წაჭორავება“ არ მომეწონა.ღმერთმა იცის,დედაჩემი რაზე „ეჭორავა“. -ააააჰა...-მოჭუტული თვალებით სანდროს გადავხედე,მივანიშნე რომ ყველაფრის თქმა მოუწევდა.თურმე,ამიტომ არ უკითხავს სად მიდიხარ ან ვისთან ერთადო... ოთახში მარტო დავრჩით.ჩაის ვსვავდით და ველოდებოდი,როდის დაიწყება თხრობას. -კაციჭამიას სახით რატომ მიყურებ. -გელოდები სანდრო. -რას ჰქვია მელოდები. -რაზე ისაუბრეთ დედამ და შენ გუშინ? -მაგას არ გეტყვი...ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში. -ვითომ რატომ? -არ მოგეწონება.-ამაზე მთლად გადავირიე.რაღაც ისე ვერ იყო. -ორი ვარიანტი გაქვს.ან მეტყვი ყველაფერს ან ახლავე წახვალ და აღარ დამენახო იცოდე. -მე მასამე ვარიანტსაც შემოგთავაზებ. -არ განიხილება! -კიი განიხილება.-ჩაის ჭიქა ტუმბოზე დადო და საწოლში შემომიწვა. -გაგიჟდი?დედა შემოვა,მოუსვი აქედან.-ჩემი ჭკუით ვაგდებდი საწოლიდან.ისედაც ძალაგამოცლილს,იმხელა დევს რა გადააგდებდა. მიმიხუტა თუ არა, ერთიანად დამიარა მილიონ ვატიანმა ძაბვამ.დაბუჟება ფეხის თითებიდან რომ დამეწყო თმის ბოლო ღერამდე ავიდა.იშვიათად ვეხუტებოდით ერთმანეთს,მით უმეტეს საჯაროდ.არა,განა გვერიდებოდა...ემოციებს ვერცერთი ვერ გამოვხატავდით ისე,როგორც საჭირო იყო.ერთი შეხედვით,სანდრო საკმაოდ თამამი ჩანდა,მაგრამ ისიც ჩემსავით იყო.ასე რომ,ეს პირველი სულიერი ჩახუტება იყო(თუ არსებობს ასეთი მოვლენა).გატრუნული ვიყავი.თვალები ძილს მთხოვდნენ,მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა ეს ყველაფერი,საკუთარ თავს ვერ მივცემდი ძილის უფლებას.ვტკბებოდი ამ წუთებით,რამდენადაც შემეძლო...მაგრამ კითხვის ნიშნები,რომლებიც თავში „კედლებს“ ეხეთქებოდნენ მოსვენებას არ მაძლევდნენ. -სანდროოო,მითხარი რა. -მაშინ დამპირდი,რომ დედაშენს არაფერს ეტყვი.არც შეიმჩნიო არაფერი კაი? -თუ ისეთი რამაა,რაც ჭკუიდან გადამიყვანს და ეჭვი მაქვს,რომ ზუსტად ეგაა,მაშინ პირობას ვერ მოგცემ.თუმცა,შევეცდები მაინც,რომ ვინმე არ შემომაკვდეს. -ნუ „ბაევიკობ“ ერთი.რაღაცას გკითხავ და თუ სიმართლეს მეტყვი,გპირდები მეც გეტყვი რაც გაინტერესებს.მამაშენთან რატომ გაქვს დაძაბული ურთიერთობა. -მაგის გარკვევა დედამ დაგავალა? -არა დედაშენს არაფერი უთქვამს.მე მაინტერესებს.თუ არ მენდობი ეგ სხვა თემაა...-აშკარად მაშანტაჟებდა. -დაახლოებით,ხუთი წლის წინ შემთხვევით გავიგე,რომ მამაჩემს საყვარელი ყავდა,სახელად ნინო.დედამ არ იცოდა,არც ახლა იცის.ტელეფონიდან იმ ქალის ნომერი მოვპარე და ცოტა ხნის მერე დავურეკე კიდეც,მაგრამ ბიჭმა მიპასუხა.როგორც აღმოჩნდა,იმ ქალის შვილი იყო.ტელეფონით არაფრის ახსნა არ მინდოდა მისთვის,ხოდა ვნახე...არც ვიცი ამას რა აზრი ჰქონდა,მაგრამ მინდოდა,რომ მასაც სცოდნოდა.ვნახე და ვუთხარი ყველაფერი.ბევრი რომ არ ვისაუბრო,იმ ბიჭმა დედამისს ეჩხუბა და მისი მშობლები გაეყარნენ ერთმანეთს.მე არ შემეძლო დედასთვის მეთქვა ეს ყველაფერი...მამას პირობა დავადებინე,რომ მეორედ იმ ქალს აღარ გაეკარებოდა,წინააღმდეგ შემთხვევაში დედას ვეტყოდი ყველაფერს.იმ ბიჭთან,ვახოსთან,ისევ მქონდა ურთიერთობა და სწორედ მისგან გავიგე,რომ დედამისი ისევ ხვდებოდა მამაჩემს.დედას ისევ ვერ ვუთხარი ვერაფერი.ხოდა...ასეა იმის შემდეგ.მას შემდეგ აღარ დავლაპარაკებივარ მამას.დედასთვის რომ მეთქვა,შეიძლება ვერც გადაეტანა.-არაფერი უთქვამს.სანუგეშოს ვერც მეტყოდა ვერაფერს.ვერც იმას,არაუშავს აპატიეო და ა.შ.აზრი არ ქონდა არაფრის თქმას.-სანდრო ერთადერთი ხარ ვინც ეს იცის.არც ჩემმა დამ იცის,საერთოდ არავინ... -ვიციიი,რომ არავის არ უნდა ვუთხრა,კაი.-ისევ მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა.ისევ სიამოვნების მუხტებმა დამიარეს. -მინდა,რომ სულ ასე ვიყოთ.კარგად ვარ შენთან...ისე,როგორც სხვა არავისთან.-მის მხრებზე და მკერდზე თავი დავადე და მოვიკალათე. ყურსასმენები მოვირგეთ და “song for zula”-ს ვღიღინებდით.სანამ მუსიკა დამთავრდებოდა,იქამდე ჩამეძინა,მაგრამ მის სიახლოვეს,სითბოს და ხელებს ისევ ვგრძნობდი.თმაზე მეთამაშებოდა...მის მკერდზე მქონდა ცხვირი მიწებებული და ხარბად ვისუნთქავდი მის სურნელს. იმ ღამეს,სიზმარშიც სანდრო ვნახე.უცნაური სიზმარი იყო.ტბაზე ვიყავით ისევ,რომ შევცურე შუბლიდან სისხლი მოსდიოდა და იღიმოდა.მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო...მერე მთელი სახე სისხლიანი გაუხდა.სანდრო აღარ ჩანდა,მაგრამ მაინც მესმოდა მისი ხმა.გამოღვიძებული ოფლში ვცურავდი.სანდრო ჩემს გვერდით აღარ იწვა.სიზმრების და მსგავსი რაღაცების არასდროს მჯეროდა,მაგრამ მაინც მინდოდა,რომ სანდრო მენახა. ავდექი.სამზარეულოში გავედი ჯერ,არავინ იყო.წყალი ჩამოვისხი და აჩქარებული ნაბიჯებით შევამოწმე სტუმრების ოთახი.ოთხად მოკეცილიყო ჩემი ბიჭი იქ იყო და ეძინა.თავი დამშვიდებულად ვიგრძენი,მაგრამ მაინც მივედი და ზურგიდან ავეკარი.გადმოტრიალდა და თავის უზარმაზარ მკლავებში მომაქცია. -მინდოდა,რომ შენთან დამეძინა,მაგრამ დედაშენმა გამომაგდო აქეთ.... მომენატრე. -დავიძინოთ.-კიდევ უფრო ჩავეხუტე,მაგრამ ეს ჩახუტება არ მყოფნიდა.ბოლოს,ძვლების ტკივილი ვიგრძენი.მივხვდი,ამაზე მეტად ვეღარ შევძლებდი ჩახუტებას,მაგრამ მაინც ვერ ვშორდებოდი.თითქოს,მინდოდა მასში შევსულიყავი და იქ დამედო ბინა.მასთან ვიყავი,მაგრამ მაინც მის მონატრებას ვგრძნობდი.როგორ მინდოდა,არასდროს დასრულებულიყო ეს ყველაფერი.როგორ მინდოდა,უბრალოდ,ასე ჩახუტებულებს გვძინებოდა,თუნდაც სამუდამოდ.მინდოდა თვითონ სანდრო მეგრძნო... ...ალბათ,ზედმეტად ბევრი რამ მინდოდა. სიცხე მეორე დილითაც მაღალი მქონდა.როგორც აღმოჩნდა,ფილტვების ანთება მქონდა და საავადმყოფოში გამაქანეს.წამლების სუნით გაჟღენთილ ოთახში მომათავსეს,ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად. სანდრომ სახლში უნდა წავიდე გამოსაცვლელად და ისევ დავბრუნდებიო.არ შევწინააღმდეგებივარ,რადგან ვიცოდი მოვიდოდა. საღამოს დაბრუნდა კიდეც,წიგნით ხელდამშვენებული.პატრიკ ზიუსკენდი იყო.“პარფიუმერი“.თვალები მტკიოდა ასე,რომ მისი კითხვა სანდროს დაევალა.ფილმიც ნანახი მქონდა და წიგნიც წაკითხული,მაგრამ ისე ვუსმენდი,თითქოს პორველად ვიგებდი. (დედა სახლში იყო წასული,რადგან სანდრომ დაიჟინა მე დავრჩები მასთანო).გვერდით მომიწვა და ისე კითხულობდა.ვუსმენდი მის ხავერდოვან და ბოხ ხმას და ნახევარზე მეტი არც მესმოდა რას კითხულობდა.მიხვდა ისიც,რომ არ ვუსმენდი. -ერთხელაც შემოგეჭმევი იცოდე. -ამხელას რა შეგჭამს. -მაშინ მე შეგჭამ.-მიღუტუნებდა და მკბენდა ხან ცხვირზე,ხან ხელზე.ბოლო ხმაზე ვწიოდი. სანდროს ტელეფონმა დარეკა.გოგა იყო.საავადმყოფოსთან ვარ,ჩამოდი საქმე მაქვსო.არ მინდოდა წასულიყო,ხელიდან ვექაჩებოდი,რომ დარჩენილიყო. -უცებ ჩავალ და ამოვალ რა გჭირს.არ დაგტოვებ ამ მდგომარეობაში ხომ იცი.-ჩემი სახე ორივე ხელში მოიქცია და მეფერებოდა.რა თბილი ხელები ჰქონდა...მაკოცა.დიდხანს,გახელებით,გაგიჟებით,მთელი ვნებით მკოცნიდა.საყვარელ ადამიანს თუ უკოცნია თქვენთვის,მაშინ გეცოდინებათ რაზეც მაქვს საუბარი,თუ არა,მაშინ გეტყვით,რომ ამაზე მაგარი რამ არ ასებობს.ძალიან ბანალური ვიქნები,თუ დავიწყებ იმ გრძნობების აღწერას,რასაც მაშინ განვიცდიდი,რადგან უაზრო მცდელობა იქნება ჩემი მხრიდან.უბრალოდ,წარმოიდგინეთ ადამიანში არსებული ყველა გრძნობა სიხარული,ვნება, თავისუფლება,სიამაყე,სიმორცხვე და კიდევ მილიონი გრძნობა,რომელიც არც ახლა მახსენდება და არც ვიცი მათ გამოსახატად თუ არსებობს სიტყვა...წარმოიდგინეთ,ეს ყველაფერი თავმოყრილი, რომელიც აფეთქების პირასაა. თუმცა,არ აფეთქებულა...დროულად მომშორდა. -სანდრო!მალე დაბრუნდი რა.-თითქოს ვევედრებოდი.კარებთან მისული უკან მობრუნდა. -მიყვარხარ თეკლე,ძააალიან მაგრად მიყვარხარ.არავისთვის არ მითქვამს ეს ჯერ,ხომ იცი.პირველი და უკანასკნელი ხარ,ვისაც ამას ვეუბნები.-კიდევ ერთხელ,ძალიან მაგრად მაკოცა და წავიდა. სანდრო არ იყო ის ადამიანი,რომელიც ხუმრობით მაინც მეტყოდა მიყვარხარო.პატივს ვცემდი ამ ადამიანს,თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ არასდროს,ასეთ სერიოზულ რამეს ხუმრობით არ მეტყოდა.იცოდა ჩემთვის რამდენს ნიშნავდა ის და მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა. დამტოვა ასე პირდაღებული და წავიდა.ნამდვილად არ ველოდი თუ მეტყოდა ამას და მით უმეტეს ახლა,აქ,ამ სიტუაციაში. გვანცას დავურეკე და საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე ტელეფონით.არ მინდოდა უ-სანდრო-ობა მეგრძნო.ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.მათ შორის, მისი და გოგას ურთიერთობაზეც.როგორც ჩანდა სერიოზულ სახეს იღებდა მათი „მეგობრობა“. თითქმის ერთი საათი იყო გასული,რაც სანდრო ჩავიდა გოგასთან და არ ჩანდა.არ მინდოდა რეკვებით და მესიჯებით მომებეზრებინა თავი,მაგრამ ბოლოს ისტერიკაში ვიყავი უკვე.ტელეფონი გათიშული ჰქონდა,გოგა არ მპასუხობდა. ღამის ორი საათი იქნებოდა,ექიმი იყო ჩემთან შემოსული სანამ სანდრო მოვა ვიქნები და ვისაუბროთო,რომ სასწრაფოდ გამოიძახეს ოპერაციაზე.პაციენტი შემოიყვანეს დაჭრილიაო.ძილის წამალი გამიკეთა და გავიდა პალატიდან ისე, რომ არც დამკითხებია. *** დილით გოგა და გვანცა დამხვდნენ ოთახში.გოგას სახე ჰქონდა ჩალურჯებული და შუბლზე ბინტი ქონდა შემოხვეული.შეშინებული სახეები ქონდათ და მათ შემხედვარეს მეც უფრო დავიძაბე. -რაო,ექიმმა თქვა ,რომ ვკვდები?რა სახეები გაქვთ.ან შენ რა გჭირს. -კვდები კი არა დღეს აპირებენ შენს გაწერას,მაგრამ აქ ვიღაც რჩება. -რას ქვია ვიღაც რჩება?ვინ. -სანდრო...ოღონდ ნუ ინერვიულებ რა.ნორმალურადაა არაფერი არ დაემართება,მაგრამ ჯერ აქ უნდა იყოს. -რა დაემართა..რას ქვია აქ უნდა იყოს,ან საერთოდ,გუშინ რა მოხდა ამიხსენი გოგა!-საკუთარ ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი. ვყვიროდი უაზროდ. -მომისმინე,დამშვიდდი.ყველაფერს ახლა ვერ გეტყვი,მაგრამ გახსოვს რუსებზე რომ გიყვებოდი რაღაცებს?ხოდა,გრძელდება „ისტორია“. -სულ მთლად გამოშტერებული ვიყავი. უნდა გავგიჟებულიყავი,უნდა მეტირა თუ რა უნდა მექნა არ ვიცოდი.გოგა მეუბნებოდა,რომ სანდროს მოკვლა უნდოდათ.ერთ-ერთი მცდელობა უკვე ჰქონდათ გუშინ და მე უნდა დავმშვიდებულიყავი?!პირში როცა მოგახლიან შენი საყვარელი ადამიანის მკვლელობის შესახებ,მშვიდად როგორ უნდა იყო. ექიმის ნებართვას აღარ დავლოდებივარ.სანდროსთან შევვარდი და კარებთან გავხევდი.ჩასისხლიანებული თვალები,დალურჯებული სახე,ხელებზე ნაკაწრები და დანით მიყენებული ცამეტი ჭრილობა.ეძინა. ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული.მილიონ ბინტში გადახვეული,თითქმის აღარც ჩანდა.ოთახის ბოლოში მდგარ დივანზე ჩამოვესვენე და შევყურებდი სანდროს ცოცხალმკვდარ სხეულს. -გუშინ რომ შემოიყვანეს არც გვეგონა თუ გადარჩებოდა,მაგრამ ძლიერი ყოფილა.სიცოცხლე ყვარებია.-ექიმი იყო.ვერც შევამჩნიე როდის ჩამომიჯდა გვერდით. -როდის მოვა გონზე. -მასზეა დამოკიდებული,მაგრამ წამლებს რომ არ იღბდეს უფრო მალეც გამოჯანმრთელდებოდა. -რა წამლებს...-თითქოს სახეში ცივი წყალი შემოგასხესო ისეთი შევხედე. -შენც ხომ იცოდი,ამას წინათ ღამე რომ მოიყვანეთ შენ და გოგამ. -ანუ წამლებს კიდევ იღებს? -ეხ,შვილო ასე მარტივი რომ ყოფილიყო გადაჩვევა...-ხელი ჩაიქნია და გავიდა ოთახიდან. ავდექი და ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი სანდროს. რატომ არაფერი მითხრა.რატომ მატყუებდა,რომ თავი დაანება ნარკოტიკებს.რატომ მომცა პირობა... თავს გასულელებულად ვგრძნობდი. ვგრძნობდი სისხლი თავში მივარდებოდა.დავიხარე,სანდროს საფეთქალზე ვაკოცე და სირბილით დავტოვე საავადმყოფო. *** საავადმყოფოში აღარ მივსულვარ.გოგასგან მესმოდა სანდროს ამბები.ვიცოდი,რომ კარგად იყო უკვე და მალე გამოწერდნენ კიდეც.ვკვდებოდი,სიგიჟემდე მინდოდა მისი ნახვა,მაგრამ უნდა მიმხვდარიყო,რომ არასწორად მოიქცა.არ უნდა მოვეტყუებინე.შეიძლება გავგიჟებულიყავი,მაგრამ მაინც არ უნდა მოვეტყუებინე.მთელი ორი კვირა და სამი დღე არ მენახა.მოსიარულე ჩონჩხი გავხდი.დედა დამდევდა საჭმლით ხელში,მაგრამ ვერ ვჭამდი ვერაფერს.სულ აღარ მინდოდა არაფერი.ვერც ღამით ვიძინებდი.ფაქტობრივად,ექსტრემალურ პირობებში მიწევდა ცხოვრება.ამას თუ ცხოვრება ერქვა...მთელ იმ პერიოდს. ერთ საღამოს,სააბაზანოდან ახალ გამოსულს,ყვირილი მომესმა.ფანჯარასთან მისულს ბინასთან ცეცხლი დანთებული დამხვდა.არც გული იყო შემოხაზული,არც მიყვარხარ ეწერა....უზარმაზარ ტერიოტორიაზე იყო გადაჭიმული სიტყვები „მაპატიე“,სულიერი კი არავინ ჩანდა.სველი თმიდან წყლის წვეთებთან ერთად სახეზე ცრემლებიც ჩამომდიოდა.ტელეფონზე მომივიდა მესიჯი დაბლა ჩამოდიო.სანდრო იყო.დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია ჩავიცვი და სველი თმით ჩავედი.მანქანასთან აბუზული,მოხრილი,საოცრად გამხდარი და დაჩიავებული სანდრო დამხვდა.თავიდან სხვა მეგონა,ვერც ვიცანი.ის ბუმბერაზი,ძალ-ღონით სავსე სანდრო არ იყო. ნელი,მორიდებული ნაბიჯებით მომიახლოვდა და მომხვია ხელები.როგორი უძლური ვიყავი მის წინაშე.როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვყოფილიყავი არ შემეძლო მას შევწინააღმდეგებოდი. ხელებიც თავისთავად,წელზე შემომეხვია,ჩემდაუნებურად.სახვევები ვიგრძენი.ბოლომდე არ მორჩენოდა ჭრილობები.მასზე მიწებებული ვიდექი და სუნთქვითაც კი არ მინდოდა გამეფუჭებინა ეს წუთები.როგორ მომნატრებოდა მისი ჩახუტება,სუნი,სითბო.ისევ ამეტირა მე სულელს.თავი ამაწევინა და ცრემლები მომწმინდა.მასაც აცრემლებული ჰქონდა თვალები.ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა.არ ვიცოდი სად მივდიოდით,არც მიკითხავს.ერთმანეთს ხმას არ ვცემდით. რამის თქმა რომ მეცადა ვიცოდი,ერთი სიტყვა და ისტერიულ ტირილს დავიწყებდი.(როდის მერე გავხვდი ასეთი გულჩვილი.) ბეთანიაში ავედით,აწ უკვე, ნაცნობ სახლში. მაგიდის ერთ მხარეს ის ჩამოჯდა,მეორე მხარეს მე,ისე რომ ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით. -ვიცი რომ თავი მოგაბეზრე.ვიცი,რომ ჩემი ქცევებით დაგღალე უკვე და ვეღარ მიძლებ...ხოდა,ჩემი მზრუნველობისგან გათავისუფლებ.-წყნარად ლაპარაკობდა.არც მიყურებდა ისე.ხელები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და უკანკალებდა... -მათავისუფლებ?-ხმა გამებზარა-ეგ რას ნიშნავს. -თეკლე ძალიან გთხოვ...ისედაც მიჭირს ამის თქმა.მორჩა ყველაფერი... -რატომ არ მიყურებ!შემომხედე!სანდრო შემომხედე და ისე მითხარი,რომ აღარ გინდა ჩემთან ყოფნა.-გიჟივით მივვარდი და თავი ავაწევინე.მინდოდა თვალებში შემეხედა-მე არაფერს მეკითხები?ამდენად გკიდივარ,რომ აღარც მეკითხები არაფერს? -არ შენც იცი,მაგრამ არ შემიძლია ის გავხდე ვინც შენ გინდა.ასეთი ვარ მე ნარკომანი,მკვლელი.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შეშლილი სახით მიყურებდა-არ ვარ შენი შესაფერისი. -ვინაა ჩემი შესაფერი,მაგას მე ვწყვეტ და არა შენ.მე არ მჭირდება შენი შეცვლა,იმიტომ რომ ასეთი მიყვარხარ.აი,ასეთი...ცოტათი დაბნეული,ზოგჯერ მხიარული,ზოგჯერ მოწყენილი, მზრუნველი, ზოგჯერ უხეშიც,მაგრამ თან ნაზიც.ასეთი სანდრო მჭირდება მე. -მერე წამალი...? -მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობსო,ნიცშემ ხომ თქვა თავის დროზე?!ხოდა,მაგასაც მოვაგვარებთ.უნდა სცადო მაინც... -არ ვიცი,არ ვიცი. -მე ვიცი.შენ არ თქვი არ გაგიშვებო?ახლა რა შეიცვალა.ასე მარტივად გინდა გამიშვა? -არ მინდა ჩემს გამო დაიტანჯო.ჩემი ცხოვრება არც ისე მარტივია.... -ვიცი,ვიცი...ყველაფერი ვიცი.და მე მაინც მინდა შენს გვერდით ყოფნა. -მისმინე... -ჩუუუუ...ყველაფერი გადაწყვეტილია.-ცხოვრებაში პორველად,მე გამოვიჩინე ინიციატივა მეკოცნა ვინმესთვის. ყოველ ჯერზე,როცა მას ვკოცნიდი ისეთი განცდა მქონდა,თითქოს პირველი იყო.მაშინაც ასე მოხდა,მაგრამ აშკარად სხვა მხარეს მიდიოდა გზა.მაისურის ქვეშ შევუცურე ხელები,ისევ სახვევებს შევეხე.გავხადე მაისური და ზურგიდან შევხედე.ზოგიერთი ჭრილობა შეხორცებულიყო,მაგრამ ნაწიბურები მაინც ემჩნეოდა.ფრთხილად შევეხე.გააჟრჟოლა.ნაჭრილობევზე ვაკოცე.ერთზე,მეორეზე.მეგონა ამით მოვურჩენდი. -გაჩერდი...-მითხრა,მაგრამ მე ისევ ვაგრძელებდი ფერებას.სულ არ მაინტერესებდა რა მოხდებოდა.-თეკლე შორს ტოპავ უკვე! რომ მიხვდა გამჩერებელი არ ვიყავი,ისიც ამყვა.(უფრო სწორედ ვერ ვჩერდებოდი).კედელზე მიმახეთქა.ერთი ხელი კისერზე ქონდა შემოჭდობილი,მეორე წელზე და უფრო და უფრო მიკრავდა.მაისური გავიძრე და მოვისროლე ჯანდაბაში.მერე შორტიც მივაყოლე. -მოიცა...-განზე გადგა და შემათვალიერა ნახევრად შიშველი.-რა გოგო მყავს...მაგრამ მკერდი უფრო დიდი წარმომედგინა. -უნამუსო...დამცინი კიდეც?!-ფეხებით წელზე შემოვახტი და საწოლისკენ წავედით. ფრთხილად დამაწვინა და შარვლის გახდას შეუდგა. -დარწმუნებული ხარ,რომ ნამდვილად გინდა? -აჰაამ.-თითქმის ამოვიხვნეშე. -არ მინდა მერე ინანო.დრო კიდევ გაქვს... -შენთან გატარებულ არც ერთ წამს არ ვინანებ არასდროს.არც ამას... ბიუსჰალტერს დასწვდა და ხელის ერთი მოძრაობით ძირს მოისროლა.მერე ტრუსს დაეჯაჯგურა. -ჯერ შენ გაიხადე. -ნუ ბავშვობ... -მრცხვენია და ასე ნუ მიყურებ. -კარგი.-ტრუსიც გაიხადა.არ ვუყურებდი.-თეეეკლე მოეშვი ცოტა.წარმოიდგინე,რომ ტანსაცმელი არ არსებობს და ყოველ დღე ასეთს მიყურებ.შენი რექაცია ნორმალურია,მაგრამ სახეზე ხელებს ნუ იფარებ.შემომხედე,ყველაფერი არც ისე საშინელია....-იცინოდა,ცდილობდა ცოტა დაძაბულობა მოეხსნა ჩემთვის,მაგრამ არანაკლებ ნერვიულობდა ისიც. ჰო,ყველაფერი არც ისე საშინელი იყო. პორნო ფილმებით მაინცდამაინც განებივრებული არ ვყოფილვარ,მაგრამ გარკვეული წარმოდგენა მქონდა რა როგორ ხდება.მის ტრუსს ჩემიც მიჰყვა. ორივე სრულიად შიშველი ვიყავით.აგზნებულები.არც ერთს არ შგვეძლო ემოციების მოთოკვა.ხელები წინ და უკან დასრიალებდნენ უმისამართოდ.დროდადრო უკანალზე ვგრძნობდი მცირე ჩქმეტებს, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი,რომ მაწუხებდა. ფეხებს შორის უცხო სხეული ვიგრძენი.შევხტი. -ძალიან თუ დაიძაბები გეტკინება. -არაყი მომეცი.-ერთიანად მივიყუდე და რამის ცეცხლი ამოვუშვი პირიდან.ცოტა თავბრუსხვევა ვიგრძენი.თითქოს ახლა უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს. პირველი ნამდვილად მტკივნეული იყო.ვცდილობდი ნაკლები მეფიქრა და სიამოვნება მაქსიმალურად მიმეღო.(სანდრომ დამარიგა ასე).თავიდან ვერ ვახერხებდი ამას,მაგრამ მერე სულ არ მანაღვლებდა,ეს ჩემთვის პირველი იყო თუ უკანასკნელი.არაყმაც თავისი ქნა... მერე იყო ცოტა სისხლი,ტკივილი,სიამოვნებანარევი ტკივილი და ბოლოს,უსაზღვრო სიამოვნება.სადღაც წავიკითხე,ორგაზმს ცამდე ავყავართო.არ ვიცი,ეს იყო თუ არა ორგაზმი,მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,რომ სულ ცოტა დამაკლდა გაგიჟებამდე. გავგიჟდებოდი კიდეც ჩემს ბიჭს რომ არ გამოეჩინა მზრუნველობა. ჰოოო, მას უკვე „ჩემი ბიჭი“ ერქვა...და მეც „მისი გოგო“. კიდევ ბევრი რამ მოხდა და ძალიან ბევრი რამ ვიგრძენი,რაზეც მანამდე წარმოდგენა არ მქონდა.ყოველთვის ზიზღით განვიხილავდი ხოლმე ამ თემას გვანცასთან ერთად,მაგრამ ეს სულაც არაა საზიზღრობა.ყოველ შემთხვევაში თუ საყვარელ ადამიანთან გაქვს,საკუთარი სურვილით. იმ ღამით მკვდარივით ჩამეძინა(თუმცა მკვდრებს არ სძინავთ...). დილით გაღვიძებულს სანდრო მეთამაშებოდა თმაზე.სასიამოვნოა დილით მოფერება რომ გაღვიძებს და არა ხვრინვის ხმა.დაღლილი, ძალაგამოცლილი ვიყავი მისვენებული სანდროს მკერდზე.შუადღისკენ ვინებეთ ადგომა,ისიც მხოლოდ იმიტომ რომ გვშიოდა.სამზარეულოში სანდრო ტრიალებდა.ჩემდა გასაკვირად,არაჩვეულებრივად გამოსდიოდა ყველაფერი.მე გაღიმებული ვუყურებდი მის ფუსფუსს და ვაგემოვნებდი გემრიელად შემწვარ სოსისებს. ________________ -ყოველთვის ვიძახდი,კაცი უნდა იყოს „კუხნაში“. -ჰოოო და ქალი საწოლში... -ეეე გაჩერდი ახლა ნუ მაწითლებ. -სხვათაშორის,როგორც პირველი კარგი იყავი იცი?! „კუნძი“არ ყოფილხარ.-საჭმლით პირგამოტენილმა შემომხედა და რაღაცნაირად,თბილად გამიღიმა. -კაი,მოვრჩეთ ამაზე საუბარს. -ეს სასირცხვილო არ არის... -და მაინც,არ მინდა ამაზე საუბარი,რადგან მრცხვენია.განა შენი მრცხვენია სანდრო.ჩემი საქციელის მრცხვენია.ჩემს თავს ყოველთვის ვაკონტროლებდი რაც არ უნდა ყოფილიყო,მაგრამ გუშინ ვერ მოვთოკე თავი.ალბათ,ხდება ხოლმე ზოგჯერ რას ვიზავთ.მომაწოდე საწებელი... -ჰო,ოცდაერთი წლის ქვა აღარ დაგორავს და ქალიშვილობაზე ხომ ზედმეტია საუბარი.მაინც ჩემი ბუგუ ხარ... -არც გაა*რაკო. -შენ ძალიან მეუზრდელები ბოლო დროს ხო?!გაგტყიპავ იცოდე.-წარბაწეულმა ამომხედა და ჩანგლის დაქნევით მანიშნა,რომ მემუქრებოდა. -წარბებს ნუ მიქაჩავ,ოღონდაცა რაა-ახლა მე ავუწიე წარბი. -მოდი აქ შე მოურჯულებელო არსებავ...-დაყარა საჭმელი და წამოვიდა ჩემკენ.მეც,ინსტიქტურად წამოვვარდი სკამიდან და გიჟებივით დავიწყეთ სირბილი ოთახიდან ოთახში.-შენთვისვე ჯობია არ დაგიჭირო,თორემ არ ვიცი რას გიზავ. სულ ოთხი ოთახი იყო თითოეულ მათგანს ორი კარი ჰქონდა,რომელიც ერთმანეთს აკავშირებდა.ხოდა,დავრბოდით წრეზე პატარა ბავშვებივით.წივილით,კივილით,სიცილით. ბალიშებს ვესროდი,რომ შეეჩერებინა.ერთხანს,აღარ ისმოდა მისი ნაბიჯების ხმა.ვეძახდი,მაგრამ არ ჩანდა.ვიფიქრე გარეთ ხომ არ გავიდათქო.ის იყო კარისკენ ავიღე გეზი,ჩასაფრებული ლეოპარდივით გადმოხტა კომოდის გვერდიდან და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე გამაკრა იატაკზე. -როდემდე დამემალებოდი,მაინც ხომ დაგიჭირე.-თვალები სამი წლის ბავშვივით უციმციმებდა,ახალ სათამაშოს რომ აჩუქებ ისე. -თავი რაღატომ გამიხეთქე ადამიანო.ცოტა ნეელა,ნაზად.ყველას ყველაფერი მე როგორ უნდა ვასწავლო.კაი გამიშვი ახლა..-ჩემს ზემოდან იყო მოქცეული და ხელები ქონდა გაკავებული-მეეტკინა შე ვირო,გამიშვი თორემ ვიყვირებ. -კარგი,იყვირე.მაგარამ შეგახსენებთ,ქალბატონი თეკლე,რომ თითქმის ტყეში ვართ და გარშემო სახლებიც არ დგას.უახლოესი მეზობელი კოლომეტრის იქითაა,სადაც ნახევრად ყრუ მამუკა ცხოვრობს. -კარგი,მაშინ ვიყოთ ასე მთელი დღე.-ისეთი სახე მივიღე,თითქოს მართლაც არ მაინტერესებდა.არადა ხელები მტკიოდა უკვე. -ასე რას ქვია.შენი აზრით რისთვის დაგიჭირე?-დაიხარა და მაკოცა.ოხ, რა ტკბილი იყო.როგორ შემეძლო წინააღმდეგობა გამეწია და არ მეკოცნა.ისევ ავყევი,მაგრამ ამჯერად,საჭმელი გამიცივდაო მოიმიზეზა ადგა და დამტოვა უნამუსოდ იატაკზე. -სამაგიეროს გადაგიხდი სანდრო ნუცუბიძევ,ჩემი გამასხარავებისთვის!.-გავძახე სამზარეულოსკენ მიმავალს ისე რომ პოზიცია არ შემიცვლია. -მემუქრები კიდეც?! -აარა გაფრთხილებ.ხომ იცი მუქარა არაა ჩემი საქმე. -კარგი,დაველოდები მაშინ შენს შურისძიებას.ზარი გამოუშვი რომ დააპირებ. -დებილო.... წამით დავფიქრდი,მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ გავიხსენე,როდის ვიყავი ბოლოს ასეთი ბედნიერი.სიტყვა „ბედნიერება“ ცოტა უცხო ხილივით იყო ჩემთვის.ერთფეროვან ცხოვრებაში ძნელია განიცადო გულწრფელი სიხარული რაღაცის ან ვიღაცის მიმართ.თუმცა... ერთხელ,მე და გვანცამ რატომღაც სასწაულების ჩადენა გადავწყვიტეთ და სუპერმარკეტიდან არყები მოვიპარეთ.მაშინ,სკოლის დამამთავრებელ კლასში ვიყავით.კარებიდან გამოსვლა და დაცვის ყვირილი მაღაზიის ბოლოდან ერთი იყო.ფეხებს კისერზე ვირტყავდით ისეთი ძალით მივრბოდით და ეს არყის ბოთლებიც დიდის ამბით ჩახუტებული გვქონდა.დაცვა რათქმაუნდა ვერ დაგვეწია.არყებს სახლში ვერ მივიტანდით.ასე რომ,ორი მოზრდილი ბოთლი არაყი კორპუსის „ბირჟავიკებს“ ვუსახსოვრეთ.ჰო, ბოლოს მაშინ ვიყავი ბედნიერი.მიუხედავად იმისა,რომ ცუდი საქციელი იყო მახსოვს,როგორ თავისუფლად ვგრძობდი თავს.პირველად გავგიჟდით მაშინ. -მგონი ძალიან კომფორტულად ხარ მანდ.-თვალები გავახილე და თავზე წამომდგარი სანდრო დავინახე. -ცოტა გაიწიე,თორემ მგონია ფეხის დადგმას მიპირებ და თავს მიმიჭეჭყავ. -ადექი უნდა წავიდეთ.-საკმაოდ სერიოზული ხმა ქონდა. -სად?რატომ? -სახლში. -არაა გამიშვი ჯერ არ მინდა.საღამოს წავიდეთ რა.არ მინდა იქ დაბრუნება.-ხელიდან მითრევდა და ცდილობდა ავეყენებინე. -არ მინდა სანდრო!-ვუყვირე უკვე,რადგან ხელი უხეშად მოუხვდა და ამ აყენება არ აყენებაში ძირს მოვადინე ზღართანი. -ბოდიში,არ მინდოდა. -დამანებე თავი,ჩემით ავდგები. -მართლა არ მინდოდა,თეკლე... -მოეშვი ბოდიშების მოხდას.წავედით. უხმოდ ჩავჯექით მანქანაში.ყუსასმენები მეკეთა და “Loudspeakers” ვუსმენდი.“flying girl,you loose your heart,you loose your feel...“.ზოგჯერ სიმღერას ვუსმენთ,მაგრამ თითქოს არც გვესმის.ან ვერ ვგრძნობთ.ეს ის შემთხვევა არ ყოფილა.ყველაფერი მესმოდა,ყველაფერს ვგრძნობდი. -სანდრო!შენ იძახი რომ გიყვარვარ ხომ?რატომ?-არ ვიცი საიდან მომივიდა ეს აზრი თავში,მაგრამ მართლა მაინტერესებდა. -რას ქვია რატომ... -ჰოოო,ყველაფერს თავისი მიზეზი ხომ აქვს.მაგალითად,ჩვენ ახლა მიწაზე იმიტომ დავდივართ,რომ დედამწის მიზუდულობა მოქმედებს ხომ?!შენ მეუბნები,რომ გიყვარვარ.მაგასაც ხომ უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი.რატომ გიყვარვარ სანდრო. -მაგას მიზეზი არ ჭირდება.მიყვარხარ და მორჩა.სიყვარული ვერტიკალურია და თანაც,ბრუნვადი.ხოდა,ამ ბრუნვაში და ბზრიალში ერთმანეთს დავეჯახეთ. -ერთაოზი არ ვარ ნუ მიხსნი მაგეებს.მშვენივრად მახსოვს რა სიტუაციაში გაგიცანი.მე კი არა ვიღაც კახპას ეჯახებოდი... -რა გჭირს.წეღანდელზე მიხდი სამაგიეროს? -არაფერზე არ გიხდი სამაგიეროს სანდრო.გეკითხები რაღაცას და შენ კი მეკაიფები.არადა სერიოზულად მაინტერესებს. -იმიტომ მიყვარხარ,რომ სხვებს არ გავხარ.ვისაც შენამდე შევხვედრილვარ ყველა ერთნაირად აზროვნებდა.ინდივიდუალური არაფერი გააჩნდათ.შენ არ „იტყლარწები“,არ „სწერვობ“,არ ბაძავ სხვებს.შენ შენ ხარ.არ გჭირდება შენი თავის გამოსახატად სხვების აზრის გათვალისწინება.გაუგებარი ხარ...უცნაური,იდუმალი.მაგრამ რავიცი....მიყვარხარ ასეთი.მომწონს შენი გაუგებრობა და დაბნეულობა. მიყვარხარ როცა გიყურებ.როცა გეხუტები ძალიან მაგრად და შენ რომ წუწუნებ მერე ძვლები მტკივა გამიშვიო.მიყვარხარ როცა ზურგზე შემომახტები ხოლმე და დავრბივართ სულელებივით.იცი,პირველად როდის მივხვდი რომ შემიყვარდი?სიგარეტი რომ მოწიე გახსოვს?ხელები გიკანკალებდა.ისეთი საყვარელი იყავი მაშინ მინდოდა ცოლად მომეყვანე.მაგრამ,რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს შენთვის,რადგან მეშინოდა არ დამეფრთხე და სამუდამოდ არ დამეკარგე.ახლაც,რომ მიბრაზდები ვითომ რაღაცებზე და გინდა ნერვები მომიშალო,ჰოოო მომეშალა ნერვები რადგან ჩემი არ გჯერა,მაგრამ არ დამეზარება იმის თქმა, თუ რა ძალიან მაგრად მიყვარხარ.შენც იცი გრძნობებს ისე ვერ გამოვხატავ,როგორც საჭიროა,მაგრამ თუ შენ გინდა შემიძლია ყოველ წამს შემიძლია გითხრა მიყვარხარ,მიყვარხარ,მიიიიყვარხარ.“ვოტ ი ვსო“ მეტი მიზეზი გინდა?რამდენი მალაპარაკე გოგო.მომაწოდე სიგარეტი... ჰომ!მეტი მიზეზი რაღა მინდოდა.გავჩუმდი და სიგარეტს მეც მოვუკიდე. -პირველად რომ მოწიე მაშინ იყავი კარგი. კიდევ თუ მოწევ გამაბრაზებ უკვე...-გამომტაცა ხელიდან საწყლად ანთებული სიგარეტის ღერი და ფანჯრიდან მოისროლა. -ზოგჯერ მეც მინდება მოწევა,რადგან არ ვიცი რა ვაკეთო როცა ვნერვიულობ. -არ შეიძლება ეგრე.მიეჩვევი და ჩემი ბრალი იქნება ეგ,რადგან არ გიშლი.არ იცი რა აკეთო კი არა,მაგას რა მოფიქრება უნდა მოდი და მაკოცე.მაგას ნამდვილად არ დაგიშლი-ტუჩები სასაცილოდ გამოიშვირა და მანიშნა მაკოცეო. ჩემი ვითომდა გაბრაზება წამიერი აღმოჩნდა.თუმცა არც ვიცი,ვიყავი კი გაბრაზებული?! სახლში დავბრუნდი,მაგრამ ვაი მასეთ დაბრუნებას.დედა გიჟს გავდა.გვანცაც სახლში იყო ჩემთან.არადა წინასწარ მქონდა დაგეგმილი,რომ ვეტყოდი გვანცასთან ვიყავითქო.ახლა რა უნდა მომეგონებინა წარმოდგენა არ მქონდა.მამაჩემიც გაბრაზებული სახით მიყურებდა,თქმით კი არაფერს მეუბნებოდა.ამის უფლება არც ჰქონდა იცოდა. -დედა ნუ დამყვები უკან ძალიან გთხოვ რა.უნდა დავიბანო და მერე ვისაუბროთ.მანამდე ყავა გამიკეთე. სააბაზანოდან გამოსულს ჩემს ოთახში,ჩემს საწოლზე მოეკალათებინათ დედას,გვანცას და ჩემს დას,ერთიმეორის მიყოლებით. -ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი შეკითხვები და შეძლებისდაგვარად ვუპასუხებ.-ყოველგვარი რეაქციის გარეშე ვუთხარი და ყავის სმით ჩავეშვი პუფში. -თეკლე,დედაშენი ვარ ასე არ უნდა მექცეოდე.უნდა ვიცოდე სად მიდიხარ და ვისთან ერთად.ან რას აკეთებდი მთელი ღამე დარეკვაც რომ არ ინებე ქალბატონო.... -სანდროსთან ერთად ვიყავი ბეთანიაში.ვიცი მიწიოკებ ახლა,რადგან არ მოგწონს მაგრამ სულ არ მაინტერესებს არცერთი თქვენგანის აზრი.რაც თქვენ გინდოდათ ყოველთვის იმას ვაკეთებდი.ოდესმე გიფიქრიათ რა მინდოდა მე?მე მასთან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ეს მიზეზიც საკმარისია,რომ მთელი დღეები მასთან გავატარო.გაინტერესებს მთელი ღამე რას ვაკეთებდი?მართლა გაინტერესებს და დავიჯერო,ვერ ხვდები?ვიცი ამაზეც ჭკუიდან გადახვალთ,მაგრამ არც ეს მაინტერესებს.სექსი მქონდა გუშინ მასთან.და იცით რა?ეს ყველაზე მაგარი რამაა,რაც შეიძლება ადამიანმა მთელი თავი სიცოცხლის განმავლობაში გააკეთოს.ხვალ რომ მოვკვდე მე სანანებელი არაფერი მექნება,იმიტომ რომ,რაც სანდროსთან ყოფნის დროს განვიცადე არც დაგსიზმრებიათ დარწმუნებული ვარ.თუ გინდათ მეჩხუბეთ,ან დამარტყით ან რავიცი...რაც გინდათ ის გიქნიათ არ მაინტერესებს.-ვსაუბრობდი ძალიან მშვიდად და დროდადრო ყავას ვსვავდი.დედა გაოგნებული მიყურებდა,არანაკლები იყო ჩემი დის რეაქციაც.ორივე ადგა და გავარდა ჩემი ოთახიდან.გვანცა ჯერ ჩუმად იჯდა მერე ტუჩის კუთხე ჩაკეცა.ავდექი და გადავწექი საწოლზე,ისიც მომიწვა. -დაიწყე უნამუსო გისმენ.... -შენ ნუღარ გამლანძღავ ძალიან გთხოვ,დაღლილი ვარ. -არ გლანძღავ,მაგრამ რამ გადაგრია ქალო.ასე უცებ... -ჰოო,უცებ მოხდა,მაგრამ არ ვნანობ სერიოზულად გეუბნები. მერე როგორც ხდება ხოლმე,მინდოდა თუ არა ვინ მეკითხებოდა,მოვყევი ყველაფერი.თვალებგაფართოებული მიყურებდა.არ ელოდა ჩემგან მსგავს საქციელს.ჰო,არც მე ველოდი.თუმცა გასაკვირი რა არის, ბუნებრივია. გვანცა გავაცილე და ოთახში შევვარდი ეგრევე.არ მინდოდა კიდევ რაიმე ეთქვა დედას.ნამდვილად არ შემეძლო ამდენის ატანა.გავიხადე და შევძვერი საწოლში.მაართლაც რომ ძალიან დაღლილი ვიყავი.სანდროს დავურეკე,მაგრამ არ ეცალა და მალევე გავუთიშე.კარზე დამიკაკუნეს.სასწრაფოდ გადავბრუნდი და თავი მოვიმძინარე. -ასე მალე ვერ დაიძინებდი,გადმობრუნდი უნდა ვისაუბროთ. -დედა არ გინდა რა ძალიან გთხოვ.არ მინდა ამდენი ყვირილი,კამათი,უთანხმოებები.ხომ იცი არ შემიძლია.... -არ გეჩხუბები არაა,მომისმინე მაინც.-აშკარად დაბნეული იყო,არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი-მართალი ხარ,სანდრო არ მომწონს.მიზეზი მაქვს შენც ხომ იცი.ჩემი შვილისთვის მსგავსი ადამიანი არ მემეტება,მაგრამ თუ გინდა მასთან ურთიერთობა,მოვიდეს და დავილაპარაკოთ აქ.თუ სერიოზულად გიყურებს მოვა კიდეც.არც მე და არც მამაშენს შენი ასე ყოფნა არ მოგვწონს.... -არც შენ და არც მამაჩემს არ გაქვთ უფლება რაიმეზე მიმითითოთ როგორ გავაკეთო.როცა თქვენი ყურადღება მჭირდებოდა მაშინ არ გაინტერესებდით,არ გეცალათ.ვენები რატომ გდავიჭერი გახსოვს?ჰოო,რანაირად უნდა გახსოვდეს არც გიკითხავს ეგრევე ფსიქოლოგთან გამაქანეთ.ახლა რატომ დაინტერესდით ვითომ? - ბევრი რამ გავაკეთეთ არასწორად,მაგრამ შენი კარგად ყოფნა ორივეს გვინდა.შენს დას შეხედე,ლაშასთან რა კარგი ურთიერთობა აქვს... -აბა,აბა!!!ისევ ჩემს დას მადრით.ის თქვენი საამაყო შვილია მესმის და მაგაზე პრეტენზია არც მაქვს უკვე დიდი ხანია,მაგრამ ჩემი აზრიც რომ გაითვალისწინოთ არ შეიძლება?მეუბნები შენი კარგად ყოფნა გვინდაო და მეორე წამს აყოლებ სანდრო არაა შენი შესაფერისიო.ჩემი კარგად ყოფნა თუ გინდათ,კეთილი ინებეთ და აიტანეთ სანდრო.თქვენსა და სანდროს შორის არჩევენის გაკეთება რომ დამჭირდეს,ეჭვიც არ შეგეპაროს,რომ მას ავირჩევ.დედა,დიდი ბოდიში,მაგრამ მართლა ძალიან მეძინება.არანაირი აზრი არ ქონდა რომ შემოხვედი ვითომდა სასაუბროთ და დამტოვე რა. ჰომ!ვიცი დედებს ასე არ ელაპარაკებიან.მაგრამ რას ვიზავთ,ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები არ ყავს.ცივ და უხეშ მოქცევას ვარ მიჩვეული,ხოდა მეც ასე ვექცევი...რაც შეეხება ვენების გადაჭრას... ერთი ბიჭი იყო,შოთა,ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით.მერე სხვაგან გადაცხოვრდნენ და შესაბამისად,იშვიათად ვნახულობდით ხოლმე ერთმანეთს.ჩემი სკოლოს ბანკეტზე ვიდეო გადამღები გვყავდა მოყვანილი.შოთა იყო.ისევ განვაახლეთ ურთიერთობა.მაგრამ როგორც აღმოჩნდა მას მხოლოდ მეგობრობა არ უნდოდა.მე არ შემეძლო მასთან სხვაგვარი დამოკიდებულება მქონოდა.ბევრი რომ არ გავაგრძელო,თავი მოიკლა შოთამ.იმის გამო,რომ მე უარი ვუთხარი მისი შეყვარებული გავმხდარიყავი.ვიცი უაზრო მიზეზია.კიდევ უფრო უაზრო იყო მაშინდელი ჩემი საქციელი,ვენების გადაჭრა,მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.თანაც,დედამისიც მე მაბრალებდა ერთადერთი შვილის სიკვდილს. მართალია კლასში „რკინის ლედს“ მეძახდნენ,მაგრამ ასეთი უემოციოც არ ვყოფილვარ.პირიქით,ძალიან სუსტი ნებისყოფა მქონდა ყოველთვის.ხოდა,ამგვარად გამოვხატე ჩემი უსუსურობა. მეორე დილით გვანცას ზარმა გამაღვიძა. -ილაპარაკე...-არაადამიანურ ხმაზე ამოვიღნავლე. -ზღვაზე არ წამოხვალ?-აშკარად მარტო არ იყო,სხვების ხმაც მესმოდა. -რა ზღვაზე ქალო,სიზმარში ხომარ მელაპარაკები. -არაა რა დროს ძილია გათენდა ადექიი.მაგარი ამბავი უნდა გითხრა.-აჟიტირებული იყო. -მილიონი მოიგე? -არააა რა მილიონი.რა ჯანდაბად მინდა მილიონი.(არადა,რაც თავი მახსოვს მილიონებზე და ჯეკპოტის მოგებაზე ვოცნებობდით).მისმინე... -ნატოში მიგვიღეს აბა? -ნუ სულელობ.ნატო ვის ადარდებს გოგო,ვთხოვდები დღეს. -რაააააააა?!-იმხელაზე ვიყვირე ჩემივე ხმის შემეშინდა.-თხოვდები?ვისზე...კიარადა.რატო?აუ რაებს ვბოდავ.მოიცა,ამიხსენი რა ხდება ახლა სწრაფად. -გუშინ მე და გოგამ მოვილაპარაკეთ,რომ უნდა გავიპაროთ და გონიოში გვინდა წასვლა.სწრაფად ჩაიცვი და წამოდი შენც,სანდროც მოდის. -ოხ,მასე დაგეწყო შე ქალო.მე მეუბნებოდი გუშინ რამ გადაგრიაო და შენ რაღამ გადაგრია.იმისთანა რაზე ისაუბრეთ გუშინ რომ გათხოვება გადაწყვიტე?ჰა?ჰაა თქვი შე მაიმუნო-ის იქიდან იცინოდა,მე აქედან. დღე მშვენივრად დაიწყო.გარეთ მზე იყო,სახლში მარტო ვიყავი,დაქალი მითხოვდებოდა და ზღვაზეც მივდიოდი,სანდროსთან ერთად.უცებ დავლიე ყავა .პარალელურად ტანსაცმლის და საჭირო ნივთების ჩანთაში ჩაყრა დავიწყე.ცოტა ფული მამას ავაცალე ვითომ დამალული ადგილიდან და გიჟივით დავეშვი კიბეებზე,რომლის ბოლოსაც სანდრო მელოდებოდა გაშლილი ხელებით. მანქანებით წავედით.რამდენიმე საათი ვიმგზავრეთ და ბოლოს დაღლილები ორსართულიან სახლს მივადექით, პირდაპირ ზღვის სანაპიროსთან.გადმოვიბარგეთ როგორღაც და ოთახებში გადავნაწილდით.სულ ორი საძინებელი იყო.გვანცას არ უნდოდა გოგასთან ერთად ყოფილიყო მარტო,მაგრამ ვინ რას ეკითხებოდა. მე სანდროსთან ერთად ვიძინებდი,მაგრამ შევთანხმდით,რომ მხოლოდ დავიძინებდით და სხვა არაფერი არ მოხდებოდა. ძალიან კი გვეზარებოდა,მაგრამ ბიჭების დაჟინებული მოთხოვნით მაინც ვიფუსფუსეთ სამზარეულოში და საღამოს ყველა ერთად მივუჯექით „ძმობის მაგიდას“. მთელი დღის განმავლობაში გვანცა და გოგა ერთმანეთს არ მოშორებიან.დადიოდნენ მიწებებულებივით და ამხელა ბიჭი,სანდროზე უარესად,ცანცარებდა. საღამოს ეზოში კოცონი დავანთეთ და წრეზე შემოვუსხედით, დანახშირებული სიმინდის ჭამის ფონზე. სანდრომ და გოგამ დაიწყეს ბავშვობის ისტორიების მოყოლა.თითქმის შუაღამემდე ვიჯექით გარეთ და ვუსმენდით ერთმანეთის სულელურ, მაგრამ ძალიან სასაცილო ისტორიებს.ძილი არ გვინდოდა,მაგრამ თვალები აღარ მემორჩილებოდნენ.ბიჭები კოცონს აქრობდნენ.მე და გვანცა ავედით ოთახებში . -თეეკ,არ მინდა გოგასთან ერთად მარტო ოთახში.წამო რა შენც. -სად უნდა წამოვიდე გოგო,გინდა გოგამ გადმომაგდოს ფანჯრიდან? -აუუ,არ მინდაა....მეშინია.... -კაი რა ბავშვივით იქცევი მართლა,რომ მოდიოდი არ იცოდი რაც გელოდა წინ?უი,მართლა შენები რომ არ რეკავენ რა მოატყუე მაგისთანა... -არ მომიტყუებია არაფერი.წერილი დავუტოვე და ტელეფონიც გათიშული მაქვს.ცოტა რომ შეეჩვევიან და გონზე მოვლენ მერე მე დავურეკავ. -მანანა გაგიჟდება.გადაგაცლის ალბათ თმას რომ გნახავს და გეტყვის „ეს როგორ გამიკეთე,გვაანც,დედა.“-მანანასთვის დამახასიათებელი მოძრაობა გავაკეთე-ქართველი დედაა მაინც... -ჰოო,ალბათ... -რას ამოიოხრე.ახლა არ თქვა ვნანობ რაც გავაკეთეო. -არა არ ვნანობ თეკ,მაგრამ ასე უცებ არც მე ველოდი გოგასგან ასეთ შემოთავაზებას...ჩემი თავისაც მიკვირს,რამ გადამაწყვეტინა,რამ გადამრია აქ რომ წამოვედი. -მთავარია შენ არ ინანო და ყველაფერს ეშველება.... საუბარი შევწყვიტეთ,რადგან კიბიდან ბიჭების ხმა ისმოდა. -ჩემი გოგო აქ არის?-თავი შემოყო გოგამ,გვანცა რომ დაინახა ხტუნვით შემოვიდა და ხელში აყვანილი გააქანა ოთახიდან. -ჩემი გოგოც აქ ყოფილა-ეს უკვე სანდრო იყო.კარებთან იდგა და მიღიმოდა.ნელი ნაბიჯით წამოვიდა და მისი ღიღინის ფონზე დავიწყეთ ვითომდა ვალსის ცეკვა. -მომწონს ეს მუსიკა. -სპეციალურად შენთვის შევქმენი. -და რითი დავიმსახურე? -უბრალოდ რომ არსებობ მაგით. აბაზანა მივიღე და მთელი დღის დაღლილი,ემციურად თუ ფიზიკურად, ერთიანად ჩამოვირეცხე.სანდროს ჩავეხუტე და ასე გადაკვანძულებს გვეძინა გათენებამდე.. -თეეკ,გაიღვიძე.-სანდრო იყო. -რა ხდება?-გიჟივით წამოვფეთიანდი,რადგან ვიფიქრე სანდრო ტყუილად არ გამაღვიძებდა. -ადექი,რაღაც უნდა განახო.ვიცი,მოგეწონება. სწრაფად ჩავიცვი და გავყევი.მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო.ციოდა,და ამ სიცივის ფონზე ცხელ ყავას ვეხუტებოდი თითებით.მიმოზის ბუჩქების გავლით სანაპიროსთან ჩავედით,სადაც მინი შეზლონგები უკვე დაელაგებინა სანდროს. -მოიცა,აქ იყავი და ორ წუთში მოვალ. ისევ აირბინა სახლში,მაგრამ მზემ ფეხები გადმოყო უკვე. -სანდროოო.მზე ამოდის სწრაფააად-ვუყვიროდი,მაგრამ მეეჭვება გაეგონა ტალღების ფონზე ჩემი ხმა. სანდრო სირბილით დაბრუნდა ცალ ხელში მიმოზების უზარმაზარი თაიგული ეჭირა,მეორე ხელში ციფრული ფოტოაპარატი. -ივნისის ღამესს გაგიცანი,გეძახდი ლორას მე კი,თვითმარქვიამ,დავირქვი გრენუი საოცარია,ანგელოზს თეკლე რომ ექვას და მიითვისოს თავისთვის,მახინჯმა გრენუიმ -გზაში მოფიქრებული ლექსი შენ,მიმოზები შენ,ეეს კოცნაც შენ და გაოცებული სახით ნუ მიყურებ სურათი უნდა გადაგიღო.- მომაჩეჩა ეს ყვავილები და თეატრალურად დაამთავრა ლექსის წაკითხვა.ყველაფერი ისე უცებ გააკეთა გააზრებაც ვერ მოვასწარი. -სანდრო ნუ დარბიხარ წინ და უკან,თავბრუ დამეხვა. -ძალიან მაგარი სურათებია.გამიღიმე ჩემი გოგო...აასე.კაი გვეყო ახლა და შევეგებოთ მზეს. მზესთან შეგებების პროცესი მართლაც სასიამოვნო და ძალიან ლამაზი აღმოჩნდა.დრო და დრო სანდრო მაინც იღებდა სურათებს,მაგრამ მე ჩემს სტიქიაში ვიყავი და ყურადღებას აღარ ვაქცევდი.ბოლოს ისიც დაიღალა.მომიჯდა და(როგორც ყოველთვის) გადავეკვანძეთ ერთმანეთს. -აჰაა ნორმალური ადამიანები არ არიან?!ჩამოსულან და უყურებენ მზის ამოსვლას.-გოგა იყო, დასიებული თვალებით და სუპერგაბურძგნული თმით.-შენი დაქალი ვერ ავაყენე საწოლიდან. -მოდი,ფეხზე დგახარ მაინც,ერთი სურათი გადაგვიღე. -სანდრო არ მინდა ამდენი სურათები რა.ვერ ვიტან სურათების გადაღებას ხომ იცი....-მაგრამ ვინ გაცლის საუბარს, დამიწყო ღუტუნი და ჩემმა წივილმაც არ დააყოვნა.ქვიშაში ბეხები მეფლობოდა და ნორმალურად ვერ ვახერხებდი გაქცევას.სანდროც მომყვებოდა უკან,როგორც მდევარი დაჭრილ შველს.გოგა კი გვიღებდა სურათებს და ჩვენ სულელურ ქცევებზე იცინოდა. ბევრი სირბილისა და ყვირილის შემდეგ სახლში დავბრუნდით,სადაც გაბრუებული გვანცა ყავას გვიკეთებდა. -მონაკოს პრინცესას გაუღვიძია.-შესძახა გოგამ და ორმეტრიანი ხელები შემოხვია. -აბა როგორ გეძინა ქალბატონო?-რთული დასადგენი არაა,რომ ძილს სულაც არ ვგულისხმობდი.პასუხი არ გამცა.მტრული თვალებით ამომხედა და დამიბრიალა. საჭმელი ვჭამეთ და ისევ სანაპიროსთან ჩავედით.ბიჭები მალევე ავიდნენ სახლში სამუშაო გვაქვსო.მე კი დრო ვიხელთე და დაწვრილებით გამოვკითხე გვანცას წინა ღამის ამბები.უცხო და გაუგებარი არაფერი უთქვამს,მაგრამ დარცხვენილი იყო. -გუშინ მითხრა,ჯვარი დავიწეროთ აქ და ისე დავბრუნდეთ თბილისშიო. -ოხ!ბიჭი დროს არ კარგავს. -თქვენზეც ვისაუბრეთ... -სხვა საქმე არ გქონდათ ჭორიკნებო?რაზე ისაუბრეთ. -მე მინდა რომ შენ იყო ჩემი მეჯვარე,გოგას უნდა რომ სანდრო იყოს იმის მეჯვარე,მაგრამ არ გამოდის...თქვენ რას აპირებთ. -რავიცი,მე ვიქნები შენი მეჯვარე,მაგრამ სანდრო... -არა,სხვა რამეზე გეკითხები.ჩემი მეჯვარეობა დაივიწყე.თქვენ რას აპირებთ მომავალში.არაფერს გეუბნება? -არა,რავიცი...არ გვქონია მაგაზე საუბარი ჯერ... -არც შენ გიფიქრია მის ცოლობაზე? -რა კითხვებს მისვავ გვანცა,არ ვიცი...არა,არ მიფიქრია. -რა უცნაურები ხართ ორივე... -უცნაურობის რა შეგვამჩნიე.როცა დადგება მაგის დრო ვისაუბრებთ და შევთანხმდებით კიდეც რამეზე..ალბათ. -ჰოო,ალბათ.თქვენი საქმისა თქვენ იცით,მაგრამ მე და გოგამ სერიოზულად რომ „დაგიაბგონეთ“ თუ ამჩნევ.ჩვენი შვილების ქორწილში ისევ ცალ-ცალკე მოხვალთ მგონი. -დიდი ხანია გათხოვდი ქალბატონო.?!წარმოგიდგენია,ძიძიგური ხარ უკვე.გვაანცა ძიძიგური.-ორივე ფიქრებში გადავეშვით-გახსოვს,კლასელებს რომ დავცინოდით ხოლმე შეყვარებულები რომ ჰყავდათ?!ვერასდროს წარმომედგინა,რომ შეიძლებოდა ვინმე გვყოლოდა.რა წარმოუდგენელიც ესაა,მაგრამ....მაინც. -ხოო და ვინმე რომ გეტყოდა მომწონხარო,მეორე დღეს აღარ ჩანდა ეგეც გახსოვს? -არადა,არაფერს ისეთს არ ვეუბნებოდი დედას გეფიცები.. -ისეთი რაა,ერთხელ რომ შევესწარი მასეთ სიტუაციას,ეუბნებდი მამაჩემი კანონიერი ქურდია და ფეხებით დაგკიდებსო.სხვა დროს რაებს ეუბნებოდი ღმერთმა იცის...-გულით ვიცინოდით ორივე. -არადა,თითქოს,არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი და ახლა რა შორეულ წარსულად გვეჩვენება. -ჰოო თეკ,სწრაფად გადის დრო. -მე კი მგონია,რომ ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ.არ მინდა ისე მოვკვდე აქაური საქმეები აწეწილი დამრჩეს.არადა,ვგრძნობ,დიდი დრო არ მაქვს დარჩენილი... -რას ბოდავ გოგო,გაჩუმდი. -არადა,ბოდვა სულაც არაა...კაი მოვრჩეთ ამაზე საუბარს და ავხედოთ ბიჭებს,იმედია გადამწვარი არ დაგვხვდება იქაურობა. გადამწვარი არ ყოფილა არაფერი.პირიქით,დესერტს გვიმზადებდნენ ნაყინებით,ბანანებით და კიდევ რაღაცებს ურევდნენ ბლენდერში.შედეგი უგემრიელესი იყო. მთელი კვირა ვგიჟობდით და ვმაიმუნობდით,როგორც შეგვეძლო.ხან სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს,ხან კარტის თამაშში სურვილებზე. ერთ დღეს ცურვაში მოიგონეს შეჯიბრი.მე,ვინაიდან და რადგანაც,არ ვიცოდი ცურვა ნაპირზე დავრჩი და დაველოდე,როდის ინებებდნენ გამოსვლას ზღვიდან. სანდროს ტელეფონმა დარეკა.საკმაოდ შორს იყვნენ გასულები და დაძახებასაც არ ქონდა აზრი.რუსულად მოსაუბრე მამაკაცი იყო.მკითხა ვინ ვიყავი და კიდევ რაღაცებიც აინტერესებდა,მაგრამ მხოლოდ ის ვუთხარი,რომ სანდროს მეგობარი ვიყავი და მას არ ეცალა.დამიბარა,მიხაილი ვარ და სანდროს გადაეცი შორს აღარ გაცუროსო.არ ვიცოდი ვინ იყო მიხაილი,ან საიდან იცოდა,რომ სანდრო ზღვაში ცურავდა.ვიფიქრე, ვინმე საქმიანი პარტნიორი იქნებათქო.დიდად ყურადღება არც მიმიქცევია,მაგრამ სანდროს რომ გადავეცი მისი დანაბარები საშინლად გაბრაზდა და მითხრა სულ რომ ტელეფონი აფეთქებულიყო რეკვით აღარ მეპასუხა. იმ საღამოს,გოგა და სანდრო საათობით იყვნენ ჩაკეტილები მიწისქვეშა მარანში და ვინ იცის რაზე საუბრობდნენ.დროდადრო,რომელიმეს ხმამაღალი ყვირილი ისმოდა.მე და გვანცა მისაღებში ვიჯექით ცხელი შოკოლადით ხელში და ერთმანეთს დაძაბული სახეებით ვუყურებდით. ბოლოს,კიბეებთან ჯერ გოგა გამოჩნდა,მერე სანდრო.გაფითრებული სახეები ქონდათ ორივეს.ხელი მომკიდა და ოთახში ავედით სალაპარაკო გვაქვსო.კანკალებდა.დასჯილი ბავშვივით ჩამოვჯექი საწოლზე და სანდროს წინ და უკან სიარულს ვუყურებდი. -მიხაილი ის რუსია...ადრეც ხომ მაქვს ნათქვამი მის შესახებ..და იცის,რომ აქ ვართ.ისიც აქაა ჩამოსული.შენ შესახებაც იცის როგორც ჩანს...დანარჩენებზეც.წეღან დავურეკე და შევთანხმდით,რომ ხვალ ვნახავ.რამენაირად შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. დაბნეული და არეული იყო,თითქოს თავის თავს ესაუბრებოდა.არც ვიცოდი რა მეთქვა.კითხვები მაწუხებდა,მაგრამ არ მინდოდა წყობილებიდან გამომეყვანა სანდრო,ასე რომ, ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი. -...გოგა აქ დარჩება თვენთან,მერე ბიჭებიც ჩამოვლენ თბილისიდან და ისინი მოგხედავენ.თქვენი აქ დარჩენა არ შეიძლება. -შენ როდის ჩამოხვალ მერე... -არ ვიცი.ეს რთული საქმეა თეკლე.შეიძლება,სანამ თქვენ ჩახვალთ თბილისში მე დაგხვდეთ იქ.ან საერთოდ ვერ ჩამოვიდე...გააჩნია,როგორ წავა მოლაპარაკება. -რას ნიშნავს საერთოდ ვერ ჩამოხვიდე. -თკლე გააჩნია,როგორ წავა მოლაპარაკება.შეიძლება,დავკლათ და დავხოცოთ ერთმანეთი იქვე.ან საერთოდ,ხელგადახვეულები გამოგეცხდოთ.არ ვიცი,არ ვიცი,არაფერი აღარ ვიცი უკვე..-საწოლზე ჩამოჯდა ისიც და სახე ხელებში დამალა.ზუსტად თუ არა,მიახლოებით მაინც ვიცოდი რაც ხდებოდა,მაგრამ არ მინდოდა ცუდზე ფიქრი.მჯეროდა,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ღამით არცერთს არ გვძინებია.მთელი ღამე ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. -მინდა რომ ბავშვი გვყავდეს.-სიჩუმეში ისე მკაფიოდ და მოულოდნელად გაისმა,შევხტი.არც მობრუნებულა ისევ გარეთ იყურებოდა-თუ დავბრუნდი,ცოლად მოგიყვან.ვიცი,რომ შენც გინდა,უბრალოდ ჯერ ვერ ხვდები მაგას.არ გიფიქრია.მე კი სულ მაგაზე ვფიქრობ…..რას იტყვი? -სანდრო... -პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების გეშინია,ვიცი.სულ ეგრე იქნები,თუ არ მიეცი შენს თავს ცოტათი ბედნიერების უფლება.ოჯახი, ქმარი,ბავშვი ოდესმე ხომ გეყოლება.დრო რატომ უნდა დაკარგო. -გათხოვება და ოჯახის შექმნა ჩემთვის გასართობი თემა არაა სანდრო.და მერე ბავშვი,სათამაშოზე ხომ არაა საუბარი.ან ასე უცებ რამ მოგაფიქრა. -ისედაც ვფიქრობდი,მაგრამ ახლა უცებ მომინდა,რომ პატარა გვყავდეს და შენ ჩემი ცოლი გერქვას.-ნელა წამოვიდა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა-მგონი,გოგასი ცხოვრებაში პირველად მშურს. ამოხოხდა და ჩამეხუტა.თავი მუცელზე დამადო,თითქოს რამეს უსმენდა. -პასუხი არ გითქვამს... -რაზე. -ჩემს ცოლობაზე.მართალია,ოფიციალურად არ მითხოვია,მაგრამ რას ფიქრობ ეგ მაინც მინდა ვიცოდე. -როგორც წეღან თქვი,არ მიფიქრია ამაზე.არ მინდა ცუდად გაიგო,მაგრამ არ ვიცი,მართლა არ მიფიქრია...ჩემი თავი ცოლის ამპლუაში ვერ წარმომიდგენია. -შენ ვერც იმას წარმოიდგენდი,რომ შეგიყვარდებოდა ვინმე,მაგრამ ახლა ზუსტად შენი შეყვარებული გეხუტება და ცოლობაზე და ჭეშმარიტებაზე გესაუბრება.ხომ გიყვარვარ? -ნუ სულელობ სანდრო.-თმაზე დავუწყე თამაში. -მითხარი რომ გიყვარვარ,მაინც არ მოგეშვები. -მიყვარხარ.დაწყნარდი ახლა და დავიძინოთ,თორემ დაგვათენდა. -უფრო ხშირად უნდა ვეუბნებოდეთ ერთმანეთს,რომ გვიყვარს და ვგიჟდებით.რა ვართ ამისთანა უემოციოები,ცივები,გულქვები და რავიცი კიდევ რა... -უჯიშოები,როგორც გოგა იტყოდა. -უჯიშო თვითონაა.კაი დავიძინოთ... კიდევ დიდი ხანი ვერ შევძელი დაძინება.არც სანდროს ეძინა,სუნთქვაზე ვხვდებოდი,მაგრამ ორივე ჩუმად ვიყავით.ვცდილობდი, წარმომედგინა საკუთარი თავი,როგორც სანდროს ცოლი.ფიქრებმა ისევ მიმტყუნეს არაფერი გამოვიდა.სანდრო მიყვარდა,მართლა ძალიან მიყვარდა,მაგრამ ოჯახი მეტისმეტად დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემთვის.თუმცა,როგორც ყოველთვის,ჩემზე უკეთ სანდრომ იცოდა რა მინდოდა.იქნება მეცადა კიდეც...საკუთარ თავს არაფრის შანსს არ ვაძლევდი არასდროს,მერე კი ვწუწუნებდი არაფერში არ მიმართლებსთქო. ცამ ფერი შეიცვალა,რაც იმის მანიშნებელი იყო რომ თენდებოდა.მზის სხვივები აღარ დამინახავს,რადგან ჩამეძინა. -თეეკ...თეკ!გაიღვიძე უნდა წავიდეთ. -რა ხდება. -ადექი უნდა წავიდეთ. -სანდრო სადაა.-გვანცამ თავი დაღუნა.სანდრო წასული იყო უკვე.-დამპალი!რატომ არ დამემშვიდობა.ხომ იცოდა,რომ გავგიჟდებოდი,რატომ არ გამაღვიძა.სანდროოო მოგკლავ იცოდე!-სასწრაფოდ წამოვვარდი და გამზადება დავიწყე. დიდი დრო არ დამჭირვებია.ერთ საათში მზად ვიყავით გასასვლელად და საღამოს უკვე თბილისში ცხელი ჩაით ხელში წინ და უკან დავრბოდი.სანდროსგან არაფერი ისმოდა.გოგასაც გათიშული ჰქონდა ტელეფონი და გაგიჟებული გვანცა ყოველ წამს მირეკავდა,იმის გასაგებად რამე ხომ არ გავიგე ახალი. ჩემებს ყველას ეძინათ.მე ისევ მისაღებში ვიდექი ფანჯარასთან და თვალებგაფართოებული ,უაზროდ გავყურებდი ჰორიზონტს.უკვე შუა ღამე იყო და ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი სანდროზე.იქნება...არა! ცუდზე ფიქრის უფლება არ მქონდა. ყავა გავიკეთე,უკვე მერამდენედ.ტელეფონს ხელიდან არ ვაგდებდი და ეზოში ყოველ შემოსულ მანქანაზე აივანზე გავრბოდი.ლოდინი და არაფრის ცოდნა ნერვებს მისპობდა. ისევ ყავა,ისევ წინ და უკან სირბილი და მერე კარის ხმა... შომოსასვლელში გავვარდი სანდროს ნახვის იმედით და გოგა შემრჩა.მარტო იყო. -სადაა.-გული უკვე მისკდებოდა ცუდი ამბის მოლოდინში. -ქვემოთაა. ორ წამში ეზოში ვიყავი და სანდროს ვეკვროდი.ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს ხელახლა დავიბადე. -რა მოხდა.რაზე შეთანხმდით. -სახლში ავიდეთ და აგიხსნი ყველაფერს. -მოიცა....ჩემები არიან იქ.სძინავთ... -უნდა გავღვიძოთ, მამაშენთან მინდა საუბარი. -რა?მამაჩემთან?რაზე?-დავპანიკდი უცებ. -ცუდზე არაფერზე.შენც გაიგებ,წამოდი.-წამოდი კარგია,ფეხბი უკან მრჩებოდა.მამაჩემთან დალაპარაკება რაღაც ოფიციალურად ჟღერდა. გოგა დივანზე წამოწოლილი დაგვხვდა და ნახევრად ეძინა.ხმაურზე გამოფხიზლდა და მამაჩემის გაოგნებულმა მზერამაც არ დააყოვნა. -გამარჯობა ბატონო დავით,მე სანდრო ვარ ნუცუბიძე,თეკლეს შეყვარებული.-გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა.ძალიან თამამად ჩამოართვა სანდრომ ხელი მამაჩემს,გამიკვირდა.მამაჩემსაც თავისთავად. -თქვენთან მინდა საუბარი და თუ არ შეგაწუხებთ ძალიან, ნახევარი საათი დამითმეთ. სანდრომ თითით მანიშნა გავყოლოდი მეც.გოგა და სანდროს დაცვა მისაღებში დარჩნენ,სადაც უკვე გაღვიძებული დედა ყავას უდუღებდა. სამკითხველო ოთახში შევედით. მამამ მაგიდასთან მოიკალათა და სანდროც ახლოს მიუჯა სერიოზული გამომეტყველებით.მე სარწეველა კრესლოში ჩავეშვი და ნერვიულობით უფრო ვქანაობდი,ვიდრე ინერციით. -ბატონო დავით,თავიდანვე მინდა გითხრათ,რომ თქვენს წინააღმდეგობას არ აქვს აზრი.იმიტომ მოვედი,რომ პატივს გცემთ და მინდა ყველაფრის საქმის კურსში იყოთ.ახლა კი საქმეზე გადავიდეთ... მოკლეთ,მეგობრებო საქმის ვითარება ასეთი იყო.მისაღებში დარჩენილი სამი უცნობი სანდროს დაცვა იყო,ოღონდ იმ ვიღაც მიხაილის გამოგზავნილი.შეთანხმებას რაც შეეხება.რუსი მილიონებს კი არა, ჩემს თავს ითხოვდა.სანდროც „დათანხმდა“ და ჩემი რუსისთვის გადაცემით და „დინასტიური ქორწინებით“ ,მიხაილის ძმის შვილთან, უნდა დამთავრებულიყო მათი მტრობა.ყოველგვარი სისხლის აღების გარეშე.ეს ოფიციალური შეთანმხმება ,მაგრამ რაც შეეხება რეალობას.ბარგს ჩავალაგებდი და გავყვებოდი სანდროს.მიხაილის გამოგზავნილ ხალხს გოგა და ბიჭები მიხედავდნენ და სანამ რუსი გაიგებდა საქმის ვითარებას,მე და სანდრო,გავფრინდებოდით ჯერ უკრაინაში,მერე პორტუგალიაში სანდროს ნათესავებთან. პარალელურად,სანდრო გადაურიცხავდა საბანკო ანგარიშზე სრულ თანხას და ამრიგად,რუსს არანაირი პრეტენზია აღარ ექნებოდა არც ჩემზე და არც მილიონებზე. ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარს გავდა. მამაჩემი გაოცებული სახით გვიყურებდა ჯერ სანდროს,მერე მე. მიხვდა, რომ მეც არ ვიცოდი არსებულ გეგმაზე არაფერი.მოგვიანებით შემოსული დედაჩემი ტიროდა.დედაჩემის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, შევკარი ჩემი ჩემოდანი და ბევრი ცრემლების ფონზე მაინც დავემშვიდობე. მე და სანდრო ერთ მანქანაში ვიჯექით და წინ მივდიოდით.უკან მოგვყვებოდა მიხაილის ხალხი.მათ უკან კი გოგა და ბიჭები. მანქანაში ჩაჯდომისთანავე სანდრო მაფრთხილებდა არ მენერვიულა და პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი.რა გასაკვირიც არ უნდა იყოს,მშვიდად ვიყავი.უცნაურად მშვიდად.ერთი ხელით მანქანას მართავდა, მეორე კი ერთმანეთისთვის გვქონდა ჩაჭიდებული მაგრად. მაგისტრალზე უნდა გავსულიყავით უცებ რომ მოაბრუნა მანქანა და საოცარი სისწრაფით ვბრუნდებოდით აეროპორტისკენ.უკან გახედვის მეშინოდა,მაგრამ სარკეში დავინახე,როგორ დაეჯახა გოგას მანქანა რუსებისას და სროლა დაიწყო.ყურებზე ხელები ავიფარე,რადგან არ მინდოდა გამეგო საშინელი ხმაური. -ხომ შეიძლება რამე დაემართოთ მათ,გოგას სანდრო.გვანცა არასდროს მაპატიებს ამას.დავბრუნდეთ უკან რა... -უკან დაბრუნების დრო აღარ გვაქვს.გოგას არაფერი მოუვა და დამშვიდდი თეკლე პანიკის დრო არ არის. -გვანცა არ მაპატიებს სანდრო.ბავშვს გოგას გარეშე როგორ გაზრდის.დავბრუნდეთ ძალიან გთხოვ.-ვტიროდი კი არა არაადამიანურ ხმებს გამოვცემდი უკვე. -ბავშვს?რომელ ბავშვს. -დღეს მითხრა,რომ ფეხმძიმედაა. -ფუ ამის დედა ****.არაფერი მოუვათ, გოგა დაბრუნდება და მიხედავს ორივეს.შენს უკან წაყვანას არ ვაპირებ,თუნდაც არ დაბრუნდეს გოგა... ერთმანეთს უაზროდ ვუყვიროდით. თბილისიდან როდის ავფრინდით ან როდის დავეშვით კიევში არ მახსოვს. სასტუმროს ნომერში, საწოლზე, ქუჩის ძაღლივით ვიყავი მობუზული. სანდრო ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და დარბოდა ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. -ადექი,ჩავიდეთ რესტორანში და ვჭამოთ რამე. მეორე დღე იყო,რაც კიევში ვიყავით და ჯერ საჭმელი არ გვეჭამა არცერთს.მგელივით ვიყავი. -ახალი ამბავი მაქვს. -გირჩევნია კარგი ამბავი იყოს... -კიი კარგი ამბავია.გოგა დაჭრილია... -რაა?აკი კარგი ამბავიაო?!სადაა დაჭრილი.... -მომისმინე ადამიანო,ჯერ არ დამიმთავრებია.მხარშია დაჭრილი და არაფერი არ დაემართება.შეხვეული აქვს და ქორწილამდე აღარც ემახსოვრება ალბათ.მიხაილს თანხა ჩაერიცხა სრულად...კმაყოფილია ერთი სიტყვით ,მიუხედავად იმისა,რომ სამივე დაცვის წევრი მკვდარია. -ჩვენ ბიჭებს რა დაემართათ ან პოლიციამ არ დაიწყო გამოძიება?! -ჩვენი ბიჭები კარგად არიან წეღან ველაპარაკე ყველას.პოლიცია კი... ხომ გაგიგია ფული ჯოჯოხეთს ანათებსო.თან მიხაილმა იმ ღამესვე გააქრო იმათი ცხედრები.პოლიციისგან პრობლემები არც იმას აწყობს. -ანუ ამის მერე აღარ შეგვაწუხებს? -არა.-ცხვირზე მომჩმიტა-ახლა კი ვჭამოთ,ორი დღეა ვშიმშილობთ ისედაც. მადიანად შევექცეოდით საჭმელს.ბოლოს,რომ მივხვდით სუნთქვა აღარ შეგვეძლო ვინებეთ რესტორნიდან გამობრძანება.შევჩენკოს გამზირიდან პერემოის პროსპექტამდე ფეხით ვიარეთ.ახალი ნაწვიმარი იყო და საკმაოდ ციოდა.ორივე მაისურებით ვიყავით. -წამოდი ვიყიდოთ რამე,თორემ შენც გაიყინე და მეც. მაღაზიას “11სარკე“ ერქვა,არ ვიცი კიდევ თუ არსებობს.ყველაზე სწორად შერჩეული სახელი რაც კი ოდესმე მინახავს.შესასვლელში სარკეები იყო ყოველი მხრიდან და მიტოვებდა შთაბაჭდილებას,თითქოს არეალურ სამყაროში ვიყავი.ფასებიც საკმაოდ არარეალური იყო,მაგრამ ვის ადარდებდა.მხოლოდ ერთ პიჯაკში 3000 ევრო გადაიხადა.ვიცი რას ნიშნავს კარგი ხარისხი და ბრენდი,მაგრამ ყოველთვის უაზროდ მივიჩნევდი ამხელა თანხის ტანსაცმელში გადახდას.თბილი სპორტული ჟაკეტი ვიყიდე მე და დავბრუნდით „პრემიერ პალას ჰოტელში“. საღამოს კიდევ დიდხანს ესაუბრებოდა სანდრო მიხაილს და როგორც ჩანდა,საქმე უკეთესობისკენ მიდიოდა.აშკარად გახარებული იყო. -რამდენი ხანია ჩემს გოგოს არ ჩავხუტებულვარ.მომენატრე იცი? -სხვათა შორის წეღან მეხუტებოდი. -არაა,აი სხვანაირად მინდა ჩახუტება.ძვლების მტვრევის ხმა რომ გავიგონო ისე.მოდი რა.-ნელი ნაბიჯით წამოვიდა. -არაა სანდრო ეგ იდეა არ მომწონს.ყოველთვის ჩალურჯებულს მტოვებ ხოლმე.არ მომწონს ეგეთი ცახუტებები მე. -კიი მოგწონს.ძალა რომ გამოგეცლება მერე შენც ხომ მეხუტები ხოლმე?!კარგი რა მოდი, ნუ დახტუნაობ.-უცებ მტაცა ხელი და ადგილიდან განძრევის საშუალება არ მომცა.-ამდენი პრობლემის გადამკიდე თითქოს დაგვავიწყდა,რომ ერთმანეთი გვყავს.შენი თმის სუნიც დამავიწდა,შენი ტუჩების გემოც...ისევ ისეთი ტკბილი ყოფილა. გული აგიჩქარდა...ანუ შენც მოგნატრებივარ. -რომ გითხრა არ მომენატრეთქო დამიჯერებ? -ნწ...იცი,შენთვის სიურპრიზი მაქვს. -ოჰო!აბა მაჩვენე. -ვერ დაინახავ.ისეთი საჩუქარია,რომელიც უნდა იგრძნო,გააკეთო და სიამოვნება მიიღო.-ხელი კისრიდან ზურგზე ჩაასრიალა და მაისური გამხადა.მივხვდი რომელ სიურპრიზსაც გულისხმობდა.ხელები ისევ თმაში ახლართა და ტუჩები ტუჩებზე მომაწება.ვიგრძენი მართლა მომნატრებოდა.ყველაფერი ისე უცებ და სწრაფად ხდებოდა ჩვენ გარშემო გააზრებასაც ვერ ვასწრებდი.ურთიერთობაც ცნაურად დავიწყეთ და ახლაც,კოცნიდან გაგიჟებულ სექსამდე როდის გადავედით ვერ გავიზარე.მის მკვრივ,დაკუნთულ და გარუჯულ მკლავებს ვგრძნობდი მთელს სხეულზე,რომელიც სუროსავით მიჭერდა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.წამიერად ჰაერი არ მყოფნიდა,მაგრამ მისი ერთი კოცნა და ისევ ამ სამყაროში ვბრუნდებოდი.მეწებებოდა მთელი თავისი სხეულით.დროდადრო ჩამჩურჩულებდა ყურში რაღაცას,მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით რას.მე ჩემს სტიქიაში ვიყავი.დაფრინავდი მილიონ სამყაროში და ყველა მათგანი გასაოცარი იყო.სულ ერთი წამით წარმოვიდგინე,რომ გონიოში ვიყავით ისევ,ზღვის სანაპიროზე.მე და სანდრო ჩახუტებულები და გვერდით გოგა და გვანცა უკვე გაბერილი მუცლით.სასიამოვნო შესახედი იყო.თითქოს, შორიდან მიმოზის სურნელიც ვიგრძენი. თვალები გავახილე და მომღიმარი სანდრო დამყურებდა. -რატომ იღიმი? -ჩაგეძინა. -?! -შუა სექსის დროს ჩაგეძინა. -დამცინი? -არა.მართლა ჩაგეძინა და მერე სიზმარში რაღაცებს იძახდი და საყარლად იღიმოდი.აშკარად კარგი სიზმარი ნახე. -ჰო...სიზმარი იყო.ვერ ვიჯერებ,რომ ჩამეძინა.რა სულელი ვარ. -დაღლილი იყავი.ხდება ხოლმე არაუშავს.სხვა დროს განვაგრძოთ. გულზე დამიწვინა და ისევ ძლიერად მიკრავდა.რა სასიამოვნოა,როცა შენი საყვარელი მამაკაცი გიხუტებს,მაგრამ შიშველი სხეულით თითქოს უკეთ გრძნობ მას.ორივემ დავიძინეთ.იმ ღამეს სიზმარში ისევ გვანცა ვნახე,ისევ გაბერილი მუცლით,მაგრამ წინ ცარიელი სარწეველა ედო ორი ადგილით.ხელშიც ორი ქუდი ეჭირა და მიღიმოდა. დილით მომსახურე პერსონალმა გაგვაღვიძა,საუზმე მოგვიტანა. -თეკლე სწრაფად თუ არ გამოხვალ მე გადავჭამ ყველაფერს და დარჩები ისევ მშიერი იცოდე. -გამოვდივარ უკვე ჰოო. პირსახოცი საჩქაროდ შემოვიხვიე ტანზე და გავედი.სანდრო უკვე წუპავდა წვენს. -ახალი ამბავი მაქვს. -ყოველ დილით ახალი ამბები გაქვს შენ სულ.რა ხდება? -თბილისში ვბრუნდებით საღამოს. -ურაააა.აეეე ოეეეეეეე აუ რაძააან გამახარეე-სიხარულისგან რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი. -დაჯექი დროზე ჭამე და უნდა გავიდეთ გარეთ საქმე გვაქვს სანამ თბილისში ჩავალთ. -კაი არაა პრობლემა ჩემო სიხარულოოო.-ყელზე შემოვხვიე ხელები და კისერზე ხმაურით ვაკოცე. -ეგეთებს ხშირად რომ მეუბნებოდე არა?! -სიხარულოს და სიყვარულოს გულისხმობ?მერე ასეთი შესამჩნევი და სასიამოვნო აღარ იქნება.ასე რომ „პრაზნიკებზე“ გაგანებივრებ ხოლმე. ჩვენი ეგრეთ წოდებული საქმე შოპინგი აღმოჩნდა.უზარმაზარ მოლში წავედით და მილიონი რამ ვიყიდეთ.პარკებით დატვირთულები მოვდიოდით უკვე ბავშვთა მაღაზის რომ ჩავუარეთ. -სანდრო წამოდი რა პატარებისთვის რამე ვიყიდოთ? -ვინ პატარებისთვის. -გვანცას და გოგას პატარებისთვის.მგონია,რომ ტყუპები ეყოლებათ,თანაც ბიჭები და მინდა რემე ვუყიდო ლამაზი,საყვარელი... -კარგი,მაგრამ საიდან დაასკვენი,რომ ტყუპი ბიჭები ეყოლებათ. -სიზმარში ვნახე... გაოცებულმა შემომხედა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია.ქუდები,ფაჩუჩები და ძალიან ბევრი სათამაშოები ვუყიდეთ. ღამის 2საათზე უკვე სახლისკენ მივქროდით.მეგონა საუკუნე იყო გასული,რაც სახლში არ ვყოფილიყავი ისე მომენატრა.სახლში მისულებს გოგა,გვანცა,ნატალი,ვაკო და სხვა მეგობრები დაგხვდნენ სასტუმრო ოთაში გაშლილი სუფრით.მოკითხვის და ჩახუტებების შემდეგ გოგოები შევედით ჩემს ოთახში და გვანცას კიევში ნაყიდი საჩუქრები მივეცი. ცრემლები ვერ შეიკავა. -სიმართლე გითხრა ჯერ არ ვიცი ბავშვის სქესი,მაგრამ ძალიან ლამაზია ყველაფერი თეკ,მადლობა. -სამაგიეროდ მე ვიცი და მაგიტომ ვიყიდე ბიჭის ჩასაცმელი ორ-ორი. თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ტყუპები გეყოლება. იმ ღამეს გავათენეთ მხიარულებაში.მქონდა უდიდესი თავისუფლების შეგრძნება.დიდი პრობლემები უკან მოვიტოვეთ და მომავალს იმედიანად ვუყურებდი.ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.გვანცას მუცელი ებერებოდა დღიდან დღემდე და ერთ მშვენიერ დღეს ექოსკოპიაზე წასული ყვირილით მირეკავს ტყუპები მყავს, ორივე ბიჭიო. გვანცას და გოგას ქორწილს რაც შეეხება...კურიოზებით მოცული ქორწილი იყო,რომელიც მანამდე არსად მენახა.ჯერ იყო და გოგას ვერ პოულობდნენ ქორწილის დღეს.ხელის მოწერის ცერემონია არ შემდგარა.მხოლოდ ჯვარი დაიწერეს ისიც სახლის ჩუსტებში გამოწყობილმა,რადგან საქორწილო ჩოხა სად წაიღო არ ახსოვდა და ძლივს ნაპოვნი გოგა(რომელიც მანქანის საბარგულში აღმოჩნდა) სახლის ჩუსტებში იყო გამოწყობილი.იმის შიშით ,რომ ესეც არ ჩაშლილიყო ჯვრისწერის ცერემონიამ ყოვლად ორიგინალურად ჩაიარა. სანდრომ მოუხშირა ჩემთან, სახლში სტუმრობას,რაც ძალიან მახარებს.დედა ღიმილით იღებს და მამაც ცდილობს მასთან საერთო ენის გამონახვას. ჰო,მართლა ორი კვირის წინ ჩემს დას ქონდა ნიშნობა და ალბათ მალე გავიგებ კიდეც როდის გახდება ლაშას ოფიციალური ცოლი. ცოლობასთან დაკავშირებით,გვანცა ისევ ბრაზობს მე სანდრო ისევ ასე რომ დავდივართ,ერთმანეთისგან ცალცალკე,მაგრამ სიმართლე გითხრათ არც მე და არც სანდროს არ გვანაღვლებს ეს ფაქტი.ამასწინათ დედამისი გავიცანი ქალბატონი ლია.ის ისეთი არისტოკრატული იყო... სად წავსულიყავი არ ვიცოდი,მაგრამ როგორც კი ხმა ამოიღო მაშინვე მომეშვა დაძაბულობა და უცხოობის შეგრძნება. ახალი წელიც ერთად გავატერეთ ბაკურიანში ჩემი დიდი პაპის სახლში. თავიდან დაგეგმილი გვქონდა,რომ ყველა ერთად წავიდოდით გვანცა,გოგა,სხვებიც,მაგრამ მერე გადაიფიქრეს გაურკვეველი მიზეზებით. წინა დღით წავედით თბილისიდან.თან წავიღეთ უამრავი ნივთი და რათქმაუნდა უზარმაზარი ნაძვის ხე,რომელიც მისაღებში დავდგით. ახალი წლის ღამით წინ და უკან დავრბოდი,არ მინდოდა რაიმე ცუდად გამოსულიყო.სანდროც მეხმარებოდა შეძლებისდაგვარად ის კი არა,ტოლმა თავიდან ბოლომდე მან გააკეთა. -სანდროოო ეგ თეფშებიც გამოიტანე რაა გთხოვ, ვეღარ ვასწრებთ. -სად გეჩქარება ადამიანო ჩვენ ვართ მხოლოდ. -ოოო,არა. მინდა,რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. -შენ ნუ ნერვიულობ.ყველაფერი იმაზე მაგრად ჩაივლის,ვიდრე შენ წარმოგიდგენია. -ჰოო,იმედია. -5წუთიც და გავიდეთ გარეთ.ხომ უნდა შევხვდეთ 2015წელს. -კარგი ჩავიცვამ. რაღაც უცნაური ფოიერვერკი გავუშვით,რომელიც ძალიან ლამაზი და დიდი იყო.სახლში შუშხუნები(არ ვიცი სხვაგვარად რა ქვია ამას)ავანთეთ და მისი და შამპანიურის ფონზე მივულოცეთ ერთმანეთს ახალი წლის დადგომა. -მინდა,რომ ამ წელს აღარ გვქონდეს იმდენი პრობლემა,რომელიც წინა წელს გვქონდა,თუმცა არ ვნანობ არაფერს,რადგან შენ შეგხვდი,გაგიცანი და ჩემდა შეუმჩნევლად შემიყვარდი კიდეც.სულში შემომეპარე და მთელი ადგილი დაიკავე.შენი არსებობა მაბედნიერებს,მახარებს და ეიფორიაში მადგებს.ძალიან მიყვარხარ და მეყვარები სულ, სანამ ცოცხალი ვიქნები. -დიდი სადღეგრძელოებით არ გამოვირჩევი,მაგრამ ყველაზე მთავარს ვიტყვი.მიყვარხარ სანდრო.ძააალიან მიყვარხარ.იმედია ყველაფერი კარგად იქნება ამ წელს,რადგან მე მინდა და მჯერა ასე. -გაგვიმარჯოს...მოდი ცოტა ვჭამოთ მაინც მთელი დღეა დარბიხარ.რაღაც უნდა გკითხო. -გისმენ... -სერიოზულად გეკითხები ოღონდ,ცოლად გამომყვები? მკითხა ისე,თითქოს მისთვის სულ ერთი იყო ჩემი პასუხი.განაგრძო ჭამა. -კი,რატომაც არა.-მეც ისე ვუპასუხე,თითქოს რაიმე უმნიშვნელოს მეკითხებოდეს. -კარგი.ქორწილი როდის გინდა გვქონდეს?მე მაგალითად ზაფხულში მინდა,მაგრამ შენ თუ გინდა ხვალვე დავიწეროთ ჯვარი და 100გრამ არაყზე აღვნიშნოთ. -არაა ეგრე არ მინდა.ზაფხულში გავაკეთოთ.დიდი და ლამაზი. -კარგი... -აჰაამ.... -ბავშვებზე როდის ვიზრუნოთ? -ქორწილში გაბერილი არ მინდა ვიყო ასე რომ მერე იყოს.ან სად გვეჩქარება. -ჰოო,შენ რა გეჩქარება მე ვბერდები და ვინ გაგიკეთებს ბავშვებს მაგასაც ვნახავთ. -შემცვლელს მოვნახავ ნუ დარდობ. -უყურეთ ახლა ამას! -ვითომ გაბრაზდა... იმ ღამეს ბავშვებზე არა,მაგრამ საკუთარი სიამოვნების მისაღებად კი ვიზრუნეთ. ბაკურიანში დიდთოვლობის გამო ორი კვირა მოგვიწია დარჩენა და კარგადაც გავერთეთ.მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და მთელი დღეები ერთმანეთს ვუთმობდით.ძველით ახალს წელს თბილისში შევხვდით,ჩემთან,და ქორწილის ამბავიც ვაცნობეთ ახლობლებს. გვანცა,რომელიც ჩემზე და სანდროზე მეტადაც გაუხარდა ჩვენი ამბავი(სავარაუდოთ..),უკვე დაიწყო საქორწილო მზადება.ინტერნეტით მიგზავნიდა საქორწილო კაბების სურათებს.დამღალა,სიმართლე გითხრათ,მაგრამ ადამიანი,რომელიც ასე აჟიტირებული ელოდება შენს დაოჯახებას შეუძლებელია არ დაუფასო ყოველივე. ყველა ჩვენს ყოველდღიურ ყოფას დავუბრუნდით.სანდრო ისევ თავისი ბიზნესით იყო დაკავებული და საღამოობით თუ ვნახავდი ხოლმე კვირაში ერთხელ ან ორჯერ.არ მყოფნიდა რათქმაუნდა ეს,მაგრამ... აპრილში გვანცას პატარა ვაჟკაცები,ალექსანდრე და გუკა ეყოლა და რათქმაუნდა მე მოვნათლე კიდეც. ქორწილი ივლისისთვის დავნიშნეთ,მაგრამ იმდენმა პრობლემამ იჩინა თავი უკვე რამისაა კიდევ 2თვით გადავდო.პრობლემა #1.სანდრო და მისი წამლები.ყველაზე დიდი და ამავე დროს,მოუგვარებელი პრობლემაა,რომელიც ბოლოს მიღებს და მაგიჟებს.აღარც ვიცი უკვე რა გავაკეთო.ერთად გადავედით საცხოვრებლად და ყოველ საღამოს გათიშულია.საკუთარ თავს აღარ გავს.საერთოდ რა ჭირს არ ვიცი,არც გოგამ იცის.თუ დეპრესიის გამოა ასე...დეპრესიაში როდისღა ჩავარდა,ან რატომ.უკვე აღარაფერი ვიცი.აღარც ქორწილის ამბები აინტერესებს და მგონი უკვე აღარც მე. ამასწინათ ვცადე დალაპარაკება,მაგრამ მითხრა არ მაქვს არაფერის თავი უნდა დავიძინოო.რა ჯანდაბაა! ერთ დღეს გვანცას ვესტუმრე.გოგა ჯერ ისევ სახლში იყო.როგორც კი სანდროზე დავიწყე საუბარი,იმის იმედით რომ იქნება რაიმე სცოდნოდა გოგას,ეგრევე გავარდა სახლიდან.ჰოოო,ვიცი,რომ რაღაც ხდება,მაგრამ საჭიროა მეც ვიცოდე. საცოლე მქვია და ვალდებული ვარ ვიცოდე რა ხდება მის თავს.ლიას არაფერს ვეუბნები,არ მინდა ინერვიულოს. -ჩემი გოგოოო სად არიიის?ქმარუკუნა მოვიდა.-ისევ გათიშული სანდრო. -გშია? -არა რა მშია.მოდი ჩემთან,მომენატრე.-ბარბაცით წამოვიდა ჩემკენ. -გეყო სანდრო.წამოდი დაიძინე მაშინ. -შენ რატომ მეუბნები რა გავაკეთო?ააა? -სანდრო ძალიან უხეშობ იცი? -ნუ ა*რაკებ ახლა.შენ ხომ მოგწონდა ჩემი მამაკაცურობა და უხეშობა? -მე არასდროს მითქვამს რომ უხეშობა მომწონდა.სანდრო შემეშვი მტკენ უკვე! -კარგი რა!უხეშობა ყველა გოგოს მოწონს. -მე არა!!! თითქმის თმის თრევით წამიყვანა საძინაბლამდე და საკუთარი საქმროს ძალადობის მსხვერპლი გავხდი.მაგარია არა?!საუბარი მხოლოდ იძულებით სექსზე არაა.ეს საშინელება იყო! როდის მერე შეიცვალა სანდრო.როდის მერე აღარ აინტერესებს რას ვფიქრობ და რას ვიძახი.როდიდან დამიკიდა ამ დონეზე წარმოდგენა არ მაქვს.იქნება რაიმე დავაშავე?რა უნდა დამეშავებინა მაგასაც კი ვერ ვხვდები და არც სურს ამიხსნას.სულ გაბრაზებულია,სულ ჩხუბობს. ბოლოს ნორმალურად როდის ვისაუბრეთ აღარც კი მახსოვს. დილით დივანზე გამეღვიძა.როდის გამოვედი აქეთ აღარ მახსოვს.სააბაზანოში შევედი და გადავივლე.სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა.ყველგან ნაკაწრები და ჩალურჯებები მქონდა.ყავა გავიკეთე და სანდროს შევხედე საძინებელში.მშვიდად ეძინა.პატარა ბავშვივით.თითქოს ყველაფერი რიგზეა და არაფერი აწუხებსო.იქნება მისთვის ასეც იყო. გვანცას დავურეკე და ვუთხარი სასწრაფოდ უნდა გნახოთქო.მიხვდა რაღაც ისე ვერ იყო საქმე.ისევე როგორც სხვა დღეებში გავემზადე მშვიდად და გავედი.”აქცენტში“ დავჯექი სულ ბოლო მაგიდასთან,კუთხეში და შავი ღვინო შევუკვეთე. გვანცაც მოვიდა. -სახეზე ფერი არ გადევს რა ხდება. -ბევრი პუდრა მომივიდა ალბათ...კაი ვხუმრობ.კარგი არაფერი ხდება გვანც.რაზეც ახლა ვაპირებ საუბარს შესაბამისი ადგილი არაა ვიცი,მაგრამ სახლში მისვლაც არ მინდა. -გული ამიჩქარდა უკვე.რა ხდება თეეკ...სანდრომ დააშავა რამე? -ნწ!ამჯერად მე დავაშავე.არც მეორე,არც მესამე და არც სხვა შანსები არ უნდა მიმეცა მისთვის.რაც არ გერგება არ შეგერგებაო ხომ გაგიგონია. -რა ქარაგმებით მელაპარაკები. -სანდროს ვშორდები. -ღადაობ?რა დროს დაშორებაა ადამიანო ორ თვეში ქორწილი გაქვთ უკვე.თუ რამეზე გაგაბრაზა დაელაპარაკე და მოაგვარებთ რა.პირველად ხომ არ ხდება ასე. -გვანცა!რაც სანდროს ვიცნობ ნერვები მწყობრში აღარ მაქვს,მაგრამ ეგეც იქეთ იყოს ნერვები ვის ადარდებს.ჩემი თავი მეზიზღება მის გვერდით რომ ვარ.ვეღარ ვიტან ყოველდღიურობას.მრცხვენია შენთანაც კი იმ ყველაფრის მოყოლა რაც გუშინ მოხდა.პიკზე ვარ უკვე,გვანცა.ხომ იცი როგორ მიყვარს სანდრო?!მაგრამ მე ის სანდრო არ მიყვარს,რომელსაც ახლა სახლში,კაიფში მყოფს მშვიდად სძინავს.რამდენიმე თვის წინ რომ სანდრო იყო არ ვიცი სად წავიდა.დაიკარგა.აორთქლდა .გაუჩინარდა.ბევრ რაღაცას არ გეუბნებოდი,რადგან იმედი მქონდა გამოსწორდებოდა ყველაფერი,მაგრამ დედას გეფიცები,აღარ შემიძლია ამდენის ატანა. ვეღარ ვუძლებ უკვე. ჯერ ისევ დილა იყო,ამიტომ კაფეში ჩვენი და მიმტანების გარდა არავინ იყო.თავი დავდე მაგიდაზე და ავღრიალდი.ბოლოს ისტერიული კანკალი დამეწყო და რომ არა ყინულიანი წყალი შეიძლებოდა გულიც წამსვლოდა. სახლში მისულს სანდროს ისევ ეძინა.საწოლზე ჩამოვჯექი და უაზროდ დავაშტერდი.რას ვაკვირდებოდი,რას ვეძებდი მასში.არც კარგს ვგრძნობდი მის მიმართ და არც ცუდს.სიბრალულს უფრო ჰგავდა,მაგრამ საკითხავი ის იყო ვინ უფრო მებრალებოდა,სანდრო თუ საკუთარი თავი. გარეთ ისე დაიგრუხუნა შევხტი და გამომაფხიზლა ფიქრებიდან.წესით დღეს მზე უნდა ყოფილიყო,მაგრამ რატომღაც გაწვიმდა.ძველი ადგილი მომენატრა,ვაკის პარკში.გარეთ წვიმს და არავინ იქნება პარკში. შესანიშნავია. კიბეებზე ისე ავრბოდი,თითქოს ვინმე მელოდებოდა.ჩემ ქვაზე მოკალათებული უკვე ტრუსიკამდე სველი ვიყავი და ვიხსენებდი ყველაფერს,რისი გახსენებაც იმ მდგომარეობაში მყოფს შემეძლო. როდის შევხვდი სანდროს?ჰოო ზაფხული იყო.ყველაფერი რომანტიკულად დაიწყო და ძალიან არარომანტიკულად მთავრდება. საწყენია,მაგრამ უკვე გადაწყვეტილი მაქვს.სანდრო თავის გზაზე წავა, მე- ჩემით.ვიცი გამიჭირდება,ძალიან გამიჭირდება,მაგრამ ყველაფერს გავუძლებ.იმედია გავუძლებ. ისევ მოშხამული ხასიათი,ისევ დეპრესია. -კარგი რა ღმერთო!ჩემთვის სხვა არაფერი გემეტება?რისთვის მსჯი ნეტავ ეგ მაინც ვიცოდე რომ შევძლო გამოსწორება.არყები რომ მოვიპარე მაღაზიიდან?ეგ ხომ ძალიან ადრე იყო.კარგი რააა!სხვა მიზეზი არ გაქვს?-ვესაუბრებოდი საკუთარ თავს მთვრალივით. ზურგზე გავწექი.კოკისპირული წვიმა წამოვიდა,მაგრამ სულაც არ ვაპირებდი ადგილიდან ადგომას.პირიქით,მსიამოვნებდა მთელი ძალებით წამოსული წვიმის წვეთები რომ მეცემოდა.თითქოს მთელი დაღლილობა,ბრაზი,იმედგაცრუება ერთიანად ირეცხებოდა ჩემი სხეულიდან. ტელეფონმა დარეკა.სანდრო იყო და რათქმაუნდა არ ვუპასუხე.კიდევ და კიდევ.არ ჩერდებოდა ტელეფონის ზარი.ბოლოს,მობეზრებულმა მოვისროლე და გაჩერდა როგორც იქნა! მოსაღამოვებულზე მივბოდიალდი სალხში.თუმცა,ეს უკვე აღარ ჩემი სახლი. -გაგიჟდი გოგო?მთელი დღეა გირეკავ სად ჯანდაბაში ხარ!გვანცას დავურეკე არც იმან იცოდა,არც დედაშენმა,არც შენმა დამ.სად დაბოდიალობ ამ წვიმაში.-ძალიან განერვიულებული სახით დამდევდა. -ოხ!კაცი აზრზე მოსულა.დღეს რატომ არ ხარ კაიფში რამე ხდება?უნდა გამოვიცვალო მაცადე! -თეკლე სად იყავი მაინტერესებს და რა გჭირს საერთოდ? -რა მჭირს?შენ მეკითხები მე რა მჭირს?ეს მჭირს სანდრო.-ტანზე გავიხადე და მისი „შემოქმედება“ ვაჩვენე-შეგიძლია შენი საქციელით იამაყო.გაეთრიე ახლა უნდა გამოვიცვალო და ბარგის ჩალაგებას შევუდგები.შენთან ერთად ერთ დღესაც ვერ დავრჩები და გაითვალისწინე, ეს საკითხი განხლვას არ ექვემდებარება. ყბაჩამოვარდნილი მიყურებდა. გამოვიცვალე და მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩავილაგე წასაღებად.გასასვლელთან იატაკზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო. -ახლა გამახსენდა გუშინ რაც მოხდა...-არც შემოუხედავს ისე თქვა-პატიებას არც გთხოვ,ვიცი არ ვიმსახურებ.ჩემი და შენი ურთიერთობა შეცდომა იყო. აღარ მინდოდა მისი მოსმენა.ვიცოდი ისევ გული მომითბებოდა. -იმედია ოდესმე მაინც მომცემ შანსს ყველაფერი აგიხსნა რაც ჩემს თავს ხდება ახლა.თავის გამართლებას არ ვცდილობ,მაგრამ მინდა რომ უბრალოდ იცოდე... -შენ უამრავი დრო გქონდა ყველაფრის ასახსნელად სანდრო. გამოვხურე კარი და დავეშვი კიბეებზე.ცრემლები მახრჩობდა.ერთი სული მქონდა,როდის მივიდოდი სახლში,დედასთან და მამასთან.მათ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ.შევიკეტები ჩემს ოთახში და ძაააალიან დიდხანს აღარ გამოვალ.ბალიში ყველაზე კარგი მეგობარია.მან ყველაფერი იცის და ცრემლებისგან დასველებაზეც არასდროს წუწუნებს. *** ჩემებმა არც თუ ისე კარგად მიიღეს ჩემი და სანდროს დაშორების ამბავი.რათქმაუნდა ზუსტი მიზეზი არ მითქვამს.მამაჩემი მოკლავდა ალბათ სანდროს. ჩემი დის ქორწილი შედგა დიდი ზარ-ზეიმით.აშკარად ბედნიერია. ჯერ ისევ მარტში,ანუ სანამ სანდროსთან ურთიერთობას დავამთავრებდი,გადაწყვეტილი მქონდა ჩამებარებინა უნივერსიტეტში და თუ სადმე მოვხვდებოდი სიურპრიზს გავუკეთებდი ყველას.მხოლოდ გვანცამ იცოდა,რომ ეროვნულებზე ვაპირებდი გასვლას.არც გამოცდების თავი მქონდა და მით უმეტეს,არც ყოველდღე უნივერსიტეტში სიარულის,მაგრამ გვანცას დაჟინებული მოთხოვნით მაინც გავედი. ჩავაბარე კიდეც.კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში მოვხვდი.(ვინც თავიდანვე კითხულობთ ამ „ისტორიას“ალბათ გახსოვთ კიდეც,დასწყისში ვახსენე). ჩემი ეს „წარმატება“ მშობლებს ძალიან გაუხარდათ,რადგან ალბათ იმედი მიეცათ სახლიდან ცხვირს გავყოფდი და როგორმე დავივიწყებდი მომხდარს. სწავლა სექტემბერში დაიწყო,მაგრამ პირველი სამი კვირა არ მივსულვარ.არ მქონდა არავის თავი.არ მინდოდა ახალი ნაცნობები.სიმართლე გითხრათ,მეშინოდა შემთხვევით სადმე სანდროს არ გადავყროდი.არც კი მინდა წარმოვიდგინო რა დამემართებოდა. მინდოდა შორიდან, თუნდაც ორი წამით მაინც დამენახა,მაგრამ მეშინოდა იმას არ დავენახე,ასე რომ ძებნილი დამნაშავესავით დავიწყე სიარული.დიდი ზომის სპორტულებით და თავზე წამოფარებული ქუდით. როგორც ყველაზე გვიან მისულს ყველა მიცნობდა,რადგან აღმოჩნდა,რომ ჩემს გარდა ყველა დადიოდა ლექციებზე და რამდენჯერაც ლექტორი ამოიკითხვადა ჩემს გვარს არ ვიყავი აუდიტორიაში.თეორიულად,ჯგუფში გამოჩენილი ახალი სახე მე უნდა ვყოფილიყავი. თავიდანვე ალმაცერად დამიწყეს ყურება,მაგრამ სულ არ მადარდებდა.შუალედურ გამოცდებამდე მხოლოდ რამდენიმე ჯგუფელი თუ მესალმებოდა.თუმცა რა მიკვირს,ეს ხომ თბილისია. ერთხელ, მამამ ვერ შეძლო მანქანით წავეყვანე და მეტროთი მომიხდა უნივერსიტეტში წასვლა.მეტროსთან ავტობუსს ველოდებოდი,რომ შუქნიშანთან მანქანა გაჩერდა.”ის” იყო,მაგრამ მარტო არ ყოფილა.გვერდით ახალგაზრდა ქერა გოგო ეჯდა,რომელიც მანადმე აშკარად სადღაც მყავდა ნანახი და პატარა ბავშვი,მაქსიმუმ 6-7თვის. თვალებგაფართოებული ვუყურებდი.მის ყველა ნათესავს ვიცნობდი და ის გოგო ნამდვილად არ ყოფილა რომელიმე მათგანი.აშკარად არ ჩანდა ბედნიერი.დაბერებული მეჩვენა. სასწრაფოდ გამოვეცალე იქაურობას.არ მინდოდა დავენახე. ყურსასმენები გავიკეთე და Keira Knightley | "Like A Fool" ჩავრთე,ფილმიდან Begin again.შემოვლითი გზით ავედი უნივერსიტეტში რასაც ნახევარ საათზე მეტი მოვუნდი და რაც იმას ნიშნავდა,რომ ლექციაზე კიდევ ერთხელ დავაგვიანე.არც ყურსასმენები მომიხსნია და არც შოკოლადის ჭამა შემიწყვეტია,რომელიც გზად ვიყიდე ვითომდა ნერვიულობის შესაჩერებლად.ბოლო რიგში მოვთავსდი და გაოგნებულმა მზერამაც არ დააყოვნა ლექტორის მხრიდან.მივხვდი ჩხუბობდა,ხოდა დავტოვე აუდიტორია.უნივერსიტეტის გვერდით ახლადგახსნილ კაფეში ჩავედი.არავინ იყო.ყავა შევუკვეთე. -კარგად ხართ?თ გინდათ ცივ წყალს მოგიტანთ. -არა მადლობა.გადამივლის.-ვითომ გაღიმება ვცადე. ცოტა ხანში რამდენიმე ჯგუფელი შემომიერთდა.ცდილობდნენ ჩემთან დაახლოებას. -შენ მაგარ დეპრესიაში ხარ ხო?-ეს ანი იყო,რომელთანაც დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. -არ მიფიქრია მაგაზე.ალბათ... -არ გინდა დამელაპარაკო?ცოტას მაინც მოგეშვება.არანაკლებ საზიზღრულ ხასიათზე ვარ მეც,მგონი გაგიგებ... დაწვრილებით ყველაფრის თქმა არ შემეძლო,რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩემთვის ახლო მეგობრები. ანი ყოფილი შეყვარებულისგან ფეხმძიმედ იყო დარჩენილი,რომელიც ცოლად მოყვანას პირდებოდა,მაგრამ საფრანგეთშია ბიჭი დღემდე. -გიორგის ვეტყვი და მანქანით სახლში წაგიყვანს,აშკარად ცუდად ხარ გეტყობა. გიორგი ჩვენი ჯგუფელი აღმოჩნდა.ნორმალურად არც მისაუბრია მასთან.ბინასთან მისული დავემშვიდობე და სახლში ავედი.ცხელი წყალის გადავლება და ჩაი მინდოდა.ცოტა დამანაწყნარებელიც ალბათ.ცოტა არა...ისე მივეჩვიე ამ წამლების დალევას ნაბიჯს ვეღავ ვდგამ მათ გარეშე. ჩვეულებრივ განვაგრძე უნივერსიტეტში სიარული.ჯგუფელებთანაც ასე თუ ისე ავაწყე ურთიერთობა. ახალი წლის წინა დღეები იყო.ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა ვარკეთილთან ახლოს და მის მოსანახულებლად ვიყავით წასული მე, გვანცა და ორი ორსული, ჩემი და და ჯგუფელი ანი. ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყავით კაბებს ვათვალიერებდით ის ქერა გოგო დავინახე,სანდროსთან ერთად მანქანაში რომ იჯდა.სასწრაფოდ გასახდელში შევვარდი და იქიდან ვუთვალთვალებდი როდის გავიდოდა მაღაზიიდან. -ქეთი.საით ხარ შესული?-ის იყო.სანდრო.რა დამავიწყებს მის ხმას. -აქეთ ვარ.შემომხედე,მიხდება? -ჰოო არაუშავს,მაგრამ ცოტა სადა აარჩიე არ ჯობია? -შენ არასდროს არ მოგწონს რასაც ვიცვამ.კარგი, მონაზვნის ანაფორას ჩავიცვამ და იმით წავიდეთ მაშინ დედაშენთან.იმასაც მოეწონება მგონი. -რატომ ჩხუბობ?ჩემი აზრი გაინტერესებდა და გითხარი კიდეც.წავალ, თეკლას მივაქცევ ყურადღებას თორემ, ისევ აუტანელი ხდები. მთელი ამ დიალოგის განმავლობაში გასახდელში ვიყავი შეკუნტული და ვკანკალებდი.ხომ შეიძლებოდა შემთხვევით ფარდა გადაეწია და დავენახე?!გული ამოვარდნას მქონდა უკვე.ვცდილობდი არც მესუნთქა.ჩემი სახელი რომ ახსენა მთლად გადავირიე.როგორც მივხვდი,ბავშვზე იძახდა.ცოტა ხანს ხმაური აღარ ისმოდა და ის იყო ფარდა გადავწიე უნდა გამოვსულიყავი, პირდაპირ ქეთის შევეჩეხე. -ქმარი არასდროს უნდა წამოიყვანო საშოპინგოდ.-ვითომ უხერხული სიტუაციიდან სცადა თავის დაძვრენა,მაგრამ ადგილზე გამახევა მისმა მათქვამმა.მხოლოდ ნაძალადევად გავუღიმე. ქმარი? რომელი ქმარი! როდის მერეა მისი ქმარი.ან ბავშვი სადღა მოასწრეს რომ უკვე დადის კიდეც.ჩემი სხელიც რომ დაურქმევია სულ არ სცხვენია ნეტავ? შოკირებული ვიყავი მომხდარით.ცოცხალმკვდარი მოვედი სახლში. ტელეფონზე,რომელიც მამას ხათრით დავათრევდი, უცხო ნომერმა დარეკა.რატომღაც ვიფიქრე,რომ შეიძლებოდა სანდრო ყოფილიყო.ცოტა ხანში შეტყობინება მოვიდა გიორგი ვარ შენი ჯგუფელი, როგორ ხარო.არაფერი მიპასუხია არ მქონდა მისი თავი.ისევ დარეკა ტელეფონმა. -გიორგი მისმინე,არ მაქვს ახლა არაფრის თავი კარგი?უნივერისტეტში მოვალ და იქ ვისაუბროთ თუ გინდა. გავუთიშე,მაგრამ ისევ დარეკა.ამჯერად სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი გავიყინე ადგილზე. -ალოოო.თეკლე აქ ხარ?ვიცი,რომ მისმენ და ძალიან გთხოვ არ გამითიშო.მხოლოდ ორი წუთი მაცადე. ხმას ისევ არ ვიღებდი. -კარგი თუ არ გინდა ნუ დამელაპარაკები.შენი ნახვა მინდა...ვიცი,სულელური აზრია ჩემი მხრიდან, თანაც ამდენი ხნის შემდეგ,მაგრამ ვიმედოვნებ მომცემ შანსს აგიხსნა ბოლოსდაბოლოს ყველაფერი.-მძიმედ სუნთქავდა და ხშირად ჩერდებოდა.-დღეს შენი და და გვანცა ვნახე ვიღაც გოგოსთან ერთად მაღაზიაში,შენ გეძებდნენ.არ ვიცი,შეიძლება მე ვცდები,მაგრამ ვფიქრობ,რომ დამინახე და გაუჩინარდი.მარტო არ ვიყავი შენც ხომ იცი...ხოდა...ამ ყველაფერზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო.თუ მოიფიქრე რამე გამაგებინე კაი?ხოო და კიდევ,ჩემი შენდამი დამოკიდებულება არ შეცვლილა. თავს წამებულად ვგრძნობდი.ფიქრის თავი არ მქონდა, ასე რომ ჩვეულებრივ, თუ ერთ აბს ვსვავდი ძილის წინ ახლა სამი დავლიე სწრაფად ჩაძინების იმედით.ჰოო სწრაფად კი დამეძინა,მაგრამ მეორე დღის საღამომდე აღარ გამიღვიძია.დედაჩემი შოკირებული იყო.ალბათ,ეგონა თავის მოკვლის მცდელობა მქონდა.არც ეს იქნებოდა ცუდი იდეა... თითქოს საუკუნე იყო გასული რაც დავიძინე. ეზოში ყველაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა.რამის ასწლოვანი ხეები,რომელსაც ბავშვობიდან ყოველდღე ვუყურებდი უფრო მოხრილები იყვნენ.ტოტები ძირს ჩამოექაჩათ.დაბერებულიყვნენ. ჩემსავით. ეზოში სკამზე ვიჯექი და ცხელ ჩაის ვსვავდი ბინელ დათოსთან ერთად.ასე ვიცოდით ხოლმე ბავშვობაში.ერთად ვჭამდით,ერთად ვსვავდით,ამ მაგიდაზე.ბავშვობას ვიხსენებდით.მერე ისიც წავიდა და დავრჩი მარტო. ვნახო?არ ვნახო?ვნახო?არ ვნახო?ვნახო?არ ვნახო...ვნახო...არ ვნახო... ტვინი გადამეწვა ამაზე ფიქრით. რატომ უნდა მენახა. იმიტომ რომ მან მთხოვა? თუ იმიტომ რომ მე მინდა გულის სიღრმეში მისი ნახვა.თუმცა ვიცი, ბოლოს მომიღებს მასთან შეხვედრა. დავრეკე.ვლოცულობდი არ ეპასუხა,რადგან საკუთარ თავთან მექნებოდა გასამართლებელი საბუთი. -არ მეგონა თუ დამირეკავდი.ეს იმას ნიშნავს რომ მნახავ? -დრო და მისამართი გამომიგზავნე.-პატარა ბავშვივით მივახალე და გავუთიშე. „ზეგ გამოგივლი საღამოს.“-სულ ეს იყო მისი შეტყობინება. 31-ში დილიდან დამარბენინებდა დედა წინ და უკან.ზუსტად ერთი წლის წინ, ბაკურიანში ვფუსფუსებდი სანდროსთან ერთად, რომ შევხვედროდით ახალ წელს. სანდრო!!!ჯანდაბა.დღეს ხომ ის უნდა ვნახო.რაღა მაინცდამაინც დღეს მოინდომა ჩემი ნახვა. 9ხდებოდა რომ დამირეკა.ბინისგან მოშორებით მელოდებოდა.ფეხებს მივათრევდი.ისე ჩავჯექი მანქანაში არ შემიხედავს. -სად მივდივართ?-ნაცნობი გზით თბილისიდან გავდიოდით. -რომ გითხრა გამიბრაზდები. -ასე უფრო ვბრაზდები... -ბეთანიაში. -შენ რა სულ გაგიჟდი?გააჩერე ახლავე მანქანა.შანსი მოგეცი, რომ ყველაფერი აგეხსნა. ექსკურსიებისთვის არ მცალია,სახლში მალე უნდა დავბრუნდე. -პირველად რომ ბეთანიაში ავედით გახსოვს?მაშინაც ასე წიოდი. -მაშინ სხვა სიტუაცია და სხვა დრო იყო.გააჩერე სანდრო! რათქმაუნდა არ გაუჩერებია მანქანა.სიჩქარეს უფრო უმატებდა. სახლი ისევ ისე დამხვდა,მაგრამ აქაც შეცვლილიყო თითქოს ყველაფერი.ჰოო,აი ბუხრის თავზე ბავშვის სათამაშო დევს.გული შემეკუმშა. -მალე უნდა დავბრუნდე სახლში. -ვიცი.-ცელოფნის პარკი გამოიტანა ოთახიდან და მაგიდაზე გაშლა დაიწყო.გამხმარი ბალახები იყო.-შენ ყოველთვის გეჩქარებოდა სახლისკენ. -რას აკეთებ. -ჩემი დაპირებები არასდროს მავიწყდება.გახსოვს,პირველად აქ რომ ამოვედით დაგპირდი ერთ დღეს მარი*უანასაც გაგასინჯებთქო?! -ვიმედოვნებდი,რომ თავს დაანებებდი წამლებს.ბავშვის ხათრით მაინც... თეკლა ქვია ხომ?-შიგნიდან ერთიანად ვკანკალებდი.არ მინდოდა დამჩნეოდა,მაგრამ სულ ტუილად ვცდილობდი. -დავანებე კიდეც,მაგრამ დღეს სხვა დღეა.მეგონა,რომ უშენობას მისთვის შენი სახელის დარმევით მაინც ავინაზღაურებდი. -გამოვიდა მერე? -არა!უარესი დამემართა.რამდენჯერაც დავუძახებ,მგონია რომ შენ გეძახი.ეს შენია.-ერთის ქაღალდში გახვევა დაამთავრა.-ქეთი იცი ვინ არის?სუუულ სულ პირველად რომ გნახე ზღვაზე.მანქანაში გოგოსთან ერთად ვიყავი.ხომ გახსოვს.ეგ ისააა. ღრმად სუნთქვადა.დაღლილი იყო აშკარად.თმაზე რამდენი ჭაღარა ჰქონდა...ასაკოვან კაცს გავდა. -როცა გავიგე,რომ ჩემგან იყო ფეხმძიმედ არ დავუჯერე.დნმ-ს ანალიზიც გავიკეთეთ.ის ჩემი შვილია თეკლე,ხომ გესმის?ვერ მივატოვებდი ვერანაირად.მას არაფერი დაუშავებია და იმსახურებს ნორმალური ოჯახი ყავდეს.თუმცა,არც ვიცი რამდენად ნორმალურია ჩვენი ოჯახი.ამასწინათ,ისე გაბრაზდა გაყრა მომთხოვა.არადა ის ჩემი ოფიციალური ცოლიც კი არ არის.-მეორეს გაკეთებაც დაამთავრა-ყველაფრის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს...ნეტავ შემეძლოს. -ყველაფერი გვიანია და შენც იცი,რომ დრო უკან ვერ დაბრუნდება.ყველა ჩენს შეცდომებს ვიმკით. -მიდი მოწიე. -არაა...... -არაფერი დაგემართება.ან თუ დაგემართება აქ ვარ მე ნუ შეგეშინდება. -ხომ იცი,რომ მიზეზი მაქვს აღარ გენდო.-თუმცა მაინც მოვკიდე ხელი მოსაწევს და ტუჩებს შუა მოვათავსე. -ყველაფერი გამოსწორებადია,დამიჯერე.ყველაფერი გამოსწორებადია. მომიკიდა.დიდი ხანი იყო გასული რაც არაფერი მქონდა მოწეული. არაფერი რაა,მხოლოდ სიგარეტს ვეწეოდი.თავიდან გულის რევის შეგრძნება მქონდა.მერე ერთიანად გადამიარა და საერთოდ გამთიშა.მხოლოდ თვალებს ვახამხამებდი.არც არაფერი მესმოდა.ჭერს მივშტერებოდი და დროდადრო სანდროს სახე თუ გამოჩნდებოდა. მახსოვს არაყიც დავლიე.ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი.მისაღებში სახლის კინოთეატრიც დაეგათ.ახლაღა შევამჩნიე.ალბათ „ცოლმა“ მოინდომა. -song for zula გახსოვს? ბოლო ხმაზე იყო ჩართული მუსიკა,მე კი სანდროს ვეკვროდი.არ ვცეკვავდით.უბრალოდ,ასე უაზროდ ვიდექი და ვეკვროდი.შიგნიდან ყველაფერი მტკიოდა.ცოტაც და ლავასავით დავდნებოდი ალბათ. -ყველაზე მეტად შენ მიყვარდი და ზუსტად შენ დამიკიდე ფეხებზე.ზუსტად შენ მომექეცი ყველაზე ცუდად.საკუთარი თავი შემაზიზღე.როგორ მინდოდა შენი შეზიზღებაც,მაგრამ ვერ შევძელი და იცი რატომ?იმიტომ რომ დღემდე მიყვარხარ მე სულელს.-მუსიკასთან ერთად მეც ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. არ ვიცი როდის დაიწყო ჩემი გახდა,ან იქნებ მე გავიხადე,მაგრამ როცა აზრზე მოვედი სრულიად შიშველი ვიყავი იატაკზე გაკრული.არ შევწინააღმდეგებივარ.მეც მინდოდა მასთან ყოფნა.მოსაწევი ისევ მოქმედებდა.ზემოდან მე ვიყავი,მაგრამ არ შემეძლო თავის შემაგრება და ისევ სანდროს ვეცემოდი.ეს იყო სიამოვნება,რომელიც შემეძლო მხოლოდ სანდროსთან ყოფნის დროს მიმეღო.მის გვერდით ყველაფერს სულ სხვანაირად აღვიქვავი.სამყარო უფრო ფერადი და მხიარული მეჩვენებოდა.ჩემს თავს ცოცხლებში ვთვლიდი.ვიცოდი ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნებოდა,როცა მასთან სექსი მექნებოდა,ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა მომენტი დამმახსოვრებოდა. მისი სხეულის თითოეული მონაკვეთი შევისწავლე,დიდხანს ვეკვროდი და ღრმად ვისუნთქავდი მის სურნელს.არ მყოფნიდა ეს ყველაფერი.ძვლების ტკივილამდე მომხვდია ხელები.იცოდა როგორ ვგიჟდებოდი ამაზე.გატრუნული ვიყავი და ჩუმად ვტიროდი,ის კი პატიებას მთხოვდა. -ჩემი ლორა ხარ.ჩემი ლორა...ჩემი ლამაზი ლორა.-თითებს თმაში ხლართავდა,ისე როგორც ადრე იცოდა. -ნეტავ იმ დღეს დავბრუნდეთ აქ რომ პირველად ამოვედით.ბოლოჯერ გნახავდი მაგ დღეს.მერე შენ შენთვის იქნებოდი,მე ჩემთვის. -მე არ მინდა.რაც იყო, კარგი თუ ცუდი,თავისი სიგიჟეებით,მენატრება ხოლმე.ზოგჯერ მგონია,რომ პენსიაზე ვარ გასული და სადაცაა ყავარჯნებიც დამჭირდება.ვიცი დებილობას ვიტყვი,მაგრამ შანსს მომცემ?ბოლოჯერ. -თქვენ ბავშვი გყავთ. -ის ბედნიერი ვერ იქნება თუ ყოველდღე უყურებს,როგორ ჩხუბობენ მისი მშობლები.და მაინც,შანსს მომცემ? -ბავშვი სანდრო.... -ბავშვს თავი დაანებე თეკლე!მე ჩვენზე გეკითხები.ჩემსა და შენს ბედნიერებაზეა აქ საუბარი. -ბევრი რამ მოხდა.არც ვიცი სანდრო…შენი წამლები...არ შემიძლია მათ შევეგუო.მე ნორმალურად მინდა ცხოვრება,მშვიდად. -წამლებს შევეშვი თეკლე უკვე... -შენ ადრეც მაგას იძახდი.ბოლოს კი საერთოდ ვეღარ გცნობდი.არ მინდა ასე გაგრძელება. -აბა უჩემოდ გინდა ყოფნა?გიორგისთან ერთად გინდა ყოფნა? -ვინაა გიორგი. -შენი ჯგუფელი.ჩემზე უკეთ შენ უნდა იცნობდე წესით.მანქანით თუ დაყავხარ სახლში... -შენ რა მითვალთვალებდი?ცუდად ვიყავი მაგ დღეს ჯერ ერთი და მეორეც, არ არის შენი საქმე ვისთან ერთად ვივლი,მაშინ როცა შენ ცოლი და შვილი გყავს. იატაკზე წამოჯდა და ხელები თავში ჩარგო.პლედი მოვიფარე და სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად.გარეთ ფოიერვერკებმა გაანათეს ცა.უკვე 12 საათი იყო,რაც იმას ნიშნავდა რომ ახალი, 2016 წელი დადგა. -გილოცავ.-უკნიდან მომეპარა და კისერზე ფრთხილად მაკოცა.-გპირდები,რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.ისე როგორც შენ გინდა. იმ ღამეს მოთოვა.ბოლოს,ახალ წელს როდის მოთოვა აღარც მახსოვს, ბაკურიანს თუ არ ჩავთვლით. იმ ღამის მერე სანდრო აღარ მინახავს,მაგრამ ზღვაზე გადაღებული სურათები მომცა.ძილის წინ ვათვალიერებ ხოლმე.ყველაფერი მართლა ძალიან კარგად იყო იმ დროს.ახლა?ახლა მხოლოდ ნოსტალგია და მოგონებები.თითქოს თავს ვაჯერებ,რომ აღარც გამოჩნდება და რომც გამოჩნდეს უკვე არაფერს ექნება აზრი.ბედს ვეგუები,თუმცა არასდროს მჯეროდა ბედის და ეგეთი რაღაცების.ბედის არ მჯერა და გამოდის,არსებულ სიტუაციას ვეგუები?!ალბათ.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.მთავარია,რომ სანდროსთან ყველაზე ბდრნიერად ვგრძნობდი თავს.გვქონდა რთული პერიოდები,მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ჩვენი სიყვარული წონიდა. დიახ,მე ნამდვილად მიყვარდა სანდრო.მასაც ვუყვარდი ეს დანამდვილებიც ვიცი და ისიც ვიცი,ოდესმე ერთმანეთს თუ შევხვდებით,წლების შემდეგ,როცა ერთმანეთი თითქმის აღარ გვემახსოვრება ისევ გაგვახსენდება ეს ნამდვილად ტკბილი და ძალიან სასიამოვნო პერიოდი.მერე რა თუ დასასრული არც ისე კარგი აღმოაჩნდა.მთავარია,რომ ორივემ ვისწავლეთ პატივისცემა, ნდობა, იმედგაცრუება, სიამაყის დამარცხება და რაც მთავარია, სიყვარული. მართლა ძალიან კარგი გრძნობაა,როცა ხვდები ვიღაც შენთვის ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ეს გსიამოვნებს.შიშის გამო შეიძლება ამას სიყვარული არც დაარქვა,მაგრამ დაყრი ფარ-ხმალს ადრე თუ გვიან.ძალიან ბანალურად გამოვა,მაგრამ სიყვარული მართლა ძალიან კარგი რამაა. ქვასავით,ყინულივით ადამიანს რომ გაუთბობს გულს აი ისეთი. პ.ს თუ გაინტერესებთ...ამ დროისთის,ჩვენი ურთიერთობის მხრივ,არაფერია შეცვლილი.გარდა იმისა,რომ "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა".ჰო, სხვა ნამდვილად მოვიდა.სერიოზული არაფერი,მაგრამ რაც მთავარია სანდრო აღარ არის მიყვარხართ მკითხველებო და მომავალ ისტორიამდე,რომელიც ამ დღეებში დაიდება. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.