შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაციენტი [დასასრული]


4-05-2016, 22:43
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 524

ნოემბრის ოცდასამი იყო. სასიამოვნო ამინდი და ასე თუ ისე, სასიამოვნო განწყობა ჰქონდათ. მხოლოდ ნუკა იქცეოდა უცნაურად, თითქოს რაღაც აწუხებსო, ბევრჯერ ეცადა რაღაც ეთქვა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩუმდებოდა.
_ მომიყევი _ უთხრა მამაკაცმა და ლოგინზე გულაღმა დაწვა. მის გვერდით მწოლიარე გოგონამ თავი მისკენ შეატრიალა და ხელები მუცელზე დაილაგა.
_ მე ბევრს გიყვები... შენ კი არაფერს _ თქვა და გაუღიმა _ შენზე არაფერი ვიცი
_ არც არაფრის ცოდნაა საჭირო. აი ეს ვარ, რაც ვარ. ასეთი ნაძირალა ვარ _ გაეცინა და საჩვენებელი თითით გოგონას შუბლზე ჩამოყრილი კულული გადაუწია.
_ გავბანალურდით? _ თვალებში ჩააშტერდა მამაკაცს, მერე სახიდან ღიმილი წაეშალა და მის თვალებში ამოკითხულმა სასოწარკვეთამ შეაშინა მამაკაცი.
_ როცა ადამიანები ერთმანთის მიმართ იმას გრძნობენ, რასაც სახელის დარქმევა არ სჭირდება, ეს არ არის ბანალურობა. ეს სხვაა _ უთხრა, თან ღრმად ჩაისუნთქა და მის თვალებს მზერა არ მოაშორა.
_ მე არ მიყვარს უსახელო გრძნობები _ უპასუხა გოგონამ. მამაკაცი წამოიწია, ორივე ხელი გოგონას გარდიგარდმო დაალაგა, მერე დაიხარა და ტუჩებში აკოცა.
_ გრძნობა არა, ნუკა. შენ მე გიყვარვარ _ უთხრა, ფრთხილად აკოცა თვალებში, მერე ლოყაზე, მერე ცრემლის გამო დასველებულ ადგილებზე დაუტოვა კოცნები და როცა გოგომ ყელზე ხელები მოხვია, მიხვდა რომ თვითონაც უყვარდა. უყვარდა თავდავიწყებით.
_ იცი, ყველაზე მეტად რაზე ფიქრი მტანჯავს?
_ რომ დავსრულდებით?
_ არა. რომ მოგვბეზრდება.
_ არასდროს მომბეზრდები.
_ ხომ შეიძლება, ერთ დღეს გულგრილი გახდე... ან მე გავხდე...
_ ნუკა
_ ხო
_ თვალები დახუჭე რა _ უთხრა მამაკაცმა და თან სიგარეტს მოუკიდა. გოგონამ თვალები დახუჭა, ნიკაპი აუკანკალდა და იგრძნო, რომ ცხოვრებაში პირველად ეშინოდა ვიღაცის დაკარგვის.
_ წარმოიდგინე, რომ შენ გრაფინია ხარ. მე კი ჰერცოგი _ ტუჩის კუთხეებში ღიმილი შეეპარა და სიგარეტი მოქაჩა. ბოლი კი ნუკას მიმართულებით გაუშვა.
_ მე ფუშფუშა კაბა მაცვია იცი? შენ კი... _ გაეცინა გოგონას. მამაკაცმა იცოდა, რომ ახლა ნუკას თვალწინ მდიდრული სასახლე, ბრილიანტის ჭაღი, უზარმაზარი ჰოლი და ორი სილუეტი დაუდგა თვალწინ. იცოდა, რომ ნუკას წარმოსახვა იმაზე მდიდარი იყო, ვიდრე ნებისმიერი პოეტის, მწერლის, რეჟისორის...
_ შენ რაღაც სასაცილო კოსტიუმი, ყელზე თეთრი ფუშფუშებით
_ რას გადაეკიდე ამ ფუშფუშებს
_ მოდიხარ, ვიწრო შარვალში ჩაგიკრეფია ღილებიანი მოსასხამი და ღილები მუცელზე შეგიკრავს... მე ვიღიმი, სახეზე ათასი საზიზღრობა მაქვს წასმული და გამთეთრებია, ამის ფონზე კი ვარდისფერი ტუჩსაცხი ყვირის, იმენა ყვირის. თავზე საშინელი პარიკი მახურავს, მაგრამ არც შენია სასწაული. ბოლოებში დახვეული თმით ხარ, თანაც თეთრით...
_ კარგი ნუკა, მორჩა, გული მერევა _ სოგარეტი სიცილით ჩაწვა საფერფლეში, გოგონას იდაყვი მსუბუქად გაკრა, მერე კი გადმოატრიალა და მის ზემოთ მოაქცია.
_ რა დამპლურად იქცევით ჰერცოგო _ წარბები შეკრა გოგონამ და ხელებით მამაკაცის მკერდს დაეყრდნო.
_ ოჰ, გრაფინია, მომიტევეთ თავხედობა. ჩემმა პარიკის ხვეულებმა დამაბრმავა _ თეატრალურად წარმოთქვა, მერე სწრაფად უკბინა ქვედა ტუჩზე და ენა გამოუყო.
_ ძალიან მშვენიერია _ გაუღიმა გოგონამ, ტუჩები ოდნავ წინ გამოწია და წარბები მაღლა ასწია. მამაკაცმა აკოცა, ხელები მოხვია და ყელში უკბინა.
_ შენ რაღაც ძალიან შემაჩვიე კბილები _ დატუქსა გოგონამ და საჩვენებელი თითი დაუქნია.
_ ხო არა? _ გაეცინა და თვალი ჩაუკრა.
_ ხო _ თავი დაუქნია, თვითონაც მოუკიდა სიგარეტს და ფილტვები აავსო ნიკოტინით. იმდენად ღრმად მოქაჩა, ხველა აუტყდა და მერე მამაკაცის სიცილზე თავადაც აუტყდა სიცილი, თან ახველებდა და გვიანღა გამოერკვა, რომ სისხლს ახველებდა. მამაკაცს ეს არ შეუმჩნევია... გოგონამ თავი მიაბრუნა, წყლის დასალევად გაიქცა სამზარეულოში და შეშინებულმა მოიწმინდა პირი.

_________

_ გისმენ ნინო _ ტელეფონი სპიკერზე ჩართო მამაკაცმა, კარი გადაკეტა და მისაღებისკენ წავიდა.
_ ნუკა გადახტა _ უთხრა ქალმა. მამაკაცი ტელევიზორს რთავდა, თან ნახევრად უსმენდა ნინოს. მისი სიტყვები იმდენად უბრალოდ იყო წარმოთქმული, თავიდან ყურადღება არ გაამახვილა.
_ არ გისმენდი, შეგიძლია გამიმეორო? _ ზერელედ მიუგო და მობეზრებულმა აიღო ხელში გადანრთველი, უეცრად რომ გააცნობიერა მისი ნათქვამი. თვალები დახუჭა, დივნის საზურგეს დაეყრდნო და გადამრთველი ძირს დაუვარდა.

“ დღეს, ათ საათზე, გარდაიცვალა ნუკა ყენია. ახალგაზრდა გოგონამ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ჩვენი ჟურნალისტები...” _ მეტი ვერაფერი გაიგონა, ტელევიზორს ხელი მთელი ძალით კრა და რადგან ძვრა ვერ უყო, მუშტები დაუშინა. თვითმკვლელობით... გარდაიცვალა... თავში ერთიდაიგივე სიტყვები უტრიალებდა და მხედველობა ებინდებოდა. ყველაფერს, რისი დატვრევაც შეეძლო ამტვრევდა, მერე უცებ გაქვავდა, სულში ყველა ძაფი ერთდროულად ჩაწყდა და იატაკზე ჩაცურდა, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. ატირდა პატარა ბავშვივით, თან სახეზე ხელებს იჭერდა, თითქოს ვიღაცას ემალებაო. ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამოუშვა და მერე სიცილი აუტყდა.
_ ნუკას უყვარდა ტროლები. ალბათ ახლაც გვატყუებს, თორემ ის ამას არ გააკეთებდა. ესენიც ტყუიან, ნუკა ამას არ გააკეთებდა _ თავს აქნევდა, უაზროდ იცინოდა და არ სჯეროდა. ვერ იჯერებდა. თვითონ არ ამბობდა, გაბანალურება არ მინდაო? რატომ გააკეთა? მას ხომ ყველაფერი კარგად ქონდა...
_ იქნებ არაფერიც არ ქონდა კარგად _ დაიღრიალა, მაგიდაზე დადებულ წყლიან ჭიქას მიწვდა და კედელს მიანარცხა. ნუკა წავიდა? ხო, წავიდა. ან იქნებ...

______

წვიმდა. ნუკას დაკრძალვა იყო, უამრავი ხალხი შეკრებილიყო. დაიფიცებდა, რომ აქედან არავის იცნობდა ნუკას. არც ისინი იცნობდნენ გოგონას. საერთოდ არავინ...
_ ხუთზე ჩვენს სახლში მოდი, ტელევიზია გელოდება, როგორც ნუკას ფსიქოლოგს და შეყვარებულს _ ჩასჩურჩულა ნინომ და ოდნავ გაუღიმა.
_ გულს მირევ _ ჩურჩულითვე, ღიმილით უპასუხა, უკან გაბრუნდა და ქუჩას ნელი ნაბიჯებით გაუყვა. მერე გვერდით მიიხედა და ნუკას გაუღიმა, რომელიც ნაბიჯებს მამაკაცის ნაბიჯებს უწყობდა და სიგარეტს მოუკიდა.


.............
თუ რამე ცუდი უნდა თქვათ,
არაფერი თქვათ.
ან რავიცი,
თქვით ნუ...



№1  offline მოდერი Eleniko13

okay
ელენ, ცუდი როგორ გითხრა?
მომეწონა საშინლად.
შენებურია.
აი, შენებური რა...


ამის შემდეგ,
ვეცდები თქვენებურები ვწერო.

მადლობა,
მიყვარხარ სასწაულად.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2 სტუმარი Anna

კომენტარიelen sheni 2 istoria wavikitxe orive tragikulad daasrule dja rat0m?albat m0gw0ns tragikuli dasasruli:-)nu mec mx0l0d aseti istoriebi mizidavs:-)umagresi xar.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent