შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუნდაც შემთხვევით (5)


5-05-2016, 17:55
ავტორი Just Me
ნანახია 1 618

-არ მეგონა თუ დაბრუნდებოდი...-ჯერ კიდევ ჩახუტებული ვყავდი აკას
-ვერ შევძელი წასვლა...აღარ მომინდა უბრალოდ
-გთხოვ ნუ მიბრაზდები რაა
-არ გიბრაზდები აკა- ოდნავ უკან გამოვიწიე და თვალებში ჩავხედე- უბრალოდ...
-ჩშშ, აღარაფერი თქვა! -ისევ მომეხვია- გინდა ჩემი ჟაკეტი მოგცე? ხელები გაგეყინა
-დიდი სიამოვნებით
-წამოდი! -ხელი ჩამკიდა და მისაღებიდან საძინებელში გავედით
-ეს შენი ოთახია? - ვკითხე როცა ულმაზეს საძინებელს თვალი მოვავლე...მუქი, თუმცა ძალიან შეხამებული ფერებით.კედლის თაროებზე უამრავი სუვენირი ელაგა.საწოლის თავზე კი "სიზმრების დამჭერი" ეკიდა.
გავგიჟდი ისე მომეწონა, რაღაც განსხვავებულად ლამაზი იყო ყველაფერი.
-ჰო- აკამ მაღალი კარადის ერთ-ერთი კარი გამოაღო და ქუდიანი ჟაკეტი მომაწოდა -ჩაიცვი, არ გამეყინო- გამიცინა და ჟაკეტის ჩაცმაში დამეხმარა.
-ჰმმმ, თბილია- რაღაცნაირი სურნელი ასდიოდა...ისეთივე როგორიც აკას...ეს სურნელი მკლავდა, მანადგურებდა, მშლიდა ჭკუიდან.
-შენ კი მასში უფრო პატარა ჩანხარ- გაეცინა
ჟაკეტის მკლავებში ხელები დავმალე და სარკესთან მივედი.
ის მართლაც დიდი იყო თუმცა მასში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი...რაღაცნაირად მიხდებოდა კიდეც.
-წამოდი ვჭამოთ, არ გშია?- აკამ გამომგლიჯა ფიქრებიდან
-შევჭამდი რამეს- მართლა მშიოდა ჯერ მარტო ამდენი ვიბოდიალე, დახარჯული ენერგია უნდა ამენაზღაურებინა.
სამზარეულოც საოცრად იყო მოწყობილი არ ვიცი რატომ მაგრამ ამწამს მინდოდა ეს სახლი ჩემი ყოფილიყო.
-ანუ აქ ცხოვრობ- აკასთან საუბრის გაბმა ვცადე როცა სამზარეულოს თვალიერებას მოვრჩი.
-საერთოდ არა, მაგრამ აქაც ხშირად ვარ ხოლმე - მაგიდის გაშლა დაიწყო...მეც ვეხმარებოდი.
-ყველა ოთახი შენი გემოვნებით არის შექმნილი?
-რამე არ მოგეწონა? -ყავის მადუღარა ჩართო.
-პირიქით...ყველაფერი ზედმეტად იდეალურია...შეხამებული და სადა- კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი სამზარეულოს.
-კოლას დალევ?
-დავლევ- გავუღიმე და თეფშები მაგიდაზე დავაწყვე.
-ეს სახლი მემკვიდრეობით მერგო ბაბუასგან. მიყვარს აქაურობა, მშვიდი ადგილია.
მელაპარაკებოდა მაგრამ თითქოს უხასიათობა შევატყვე...თავჩაღუნული უემოციოდ საუბრობდა.ვიფიქრე ეს ისევ ჩემი ბრალი იყო, ახლა ყველაფერი შემოტრიალდა და აკა მიბრაზდებოდა მე.
"ვიკითხო?!" - კითხვა დავუსვი ჩემს თავს, შემდეგ კი ხმამაღლა თქმაც გავბედე.
- რაღაც გჭირს! - მისთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი
-შეიძლება- ისევ უემოციო პასუხი
-შემომხედე-სახეზე ორივე ხელი მოვკიდე- რამე ხდება?
-არაფერი, უბრალოდ გადავიღალე მუშაობისგან, ცოტახანს დასვენება მჭირდება... სადმე წასვლა რამდენიმე დღით მაინც.
მართლაც გადაღლილი ჩანდა, ჩაშავებული უპეებით და უძილობისგან დაღლილი თვალებით მიხვდებოდით რომ ახლა დასვენების გარდა მართლა არაფერი უნდოდა.
-მე მაქვს შესანიშნავი იდეა- გავუღიმე და გამახსენდა რომ მეც აკას მსგავსად დასვენების წუთებს ვეძებდი.
-მოდი დავსხდეთ და თან მითხარი შენი იდეის შესახებ.- სკამი გამომიწია და თავაზიანად მიმიპატიჟა მაგიდასთან, მეც გამოვიჩინე ქალურობა, სკამზე მოვკალათდი, სალათი გადმოვიღე და დავიწყე:
-დედამ ფული გამომიგზავნა, მეც მინდა სადმე დასასვენებლად წასვლა რამდენიმე დღით...
-სად აპირებ?- კოლა მოსვა
-ჯერ არ მომიფიქრებია
-ისეეე ერეკლეს ყოველთვის კარგი იდეები აქვს დასვენებასთან დაკავშირებით. რამე კარგ ადგილს გვირჩევს დარწმუნებული ვარ.
-ვკითხოთ აუცილებლად. მთაში უკეთესი იქნება თუ ზღვაზე?
-ალბათ უფრო მთა...
-ჰო, მეც მასე ვფიქრობ- სალათი დავაგემოვნე-მმმ, უგემრიელესია.
-სვანეთი?
-კონკრეტულად?
-არ ვიცი...
-მანქანით ხო?
-გააჩნია, მაგრამ შენ თუ მოტოციკლით გირჩევნია...
-არა, მანქანით ჯობია- შევაწყვეტინე.
-როგორც იტყვი...
-ერეკლეც წამოვა?
-თუ შენ არ გინდა არ წამოვა!- თავი გააქნია
-არა პირიქით, რატომაც არა
-მაშინ დაჩიც წამოვა!
-დაჩი?
-დაჩი ჩემთვის მეორე ერეკლეა-ჩაიცინა- გაიცნობ მალე- ნელა, აუჩქარებლად მიირთმევდა საჭმელს- თუ გინდა კატოსაც უთხარი
-თუ კატოს ვეტყვი ნიკუშა მარტოს არ გამოუშვებს
-ნიკუშაც წამოვიდეს, სხვათაშორის ვიცნობ!
-მთელი თბილისი მოგროვდა- გავიცინე და კოლა მოვსვი
-თუ გინდა მარტო მე და შენ წავიდეთ, თუმცა ვფიქრობ მეგობრებთან ერთადაც არ იქნება ცუდი.
-არა ბავშვებთან ერთად ჯობია. ერეკლეს ყავს შეყვარებული?
-რატო მეკითხები?- რაღაცნაირად ჩაიცინა
-კარგი იქნება თუ წამოიყვანს
-არ ყავს შეყვარებული, თავისებური ტიპია. თავის პონტში ერთობა და სერიოზული ურთიერთობები მაგრად კიდია.
-ცუდია...-ცხვირი ავიბზუე-და დაჩი?
-ხომ გითხარი, დაჩი მეორე ერეკლეა!
-აჰ გასაგებია-გამეცინა
-ბავშვობიდან ვმეგობრობთ...ჩემთვის ორივე განსაკუთრებულია.
-კარგია მასეთი მეგობრების ყოლა.
-ჰო ჩემი მეორე ოჯახია, ხანდახან ვფიქრობ რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ნამდვილი ოჯახი თუ ეს ორი.
-ალბათ ორივე მნიშვნელოვანია, თუმცა სხვადასხვა კუთხით...
-ალბათ...
ცოტახანს აღარაფერი გვითქვამს.
ამასობაში ჭამაც დავამთავრეთ და მაგიდის ალაგება დავიწყე.
ჯერ ჩუმად იდგა და მიყურებდა, ხანდახან გაეცინებოდა ხოლმე...
შემდეგ კი ჭურჭელზე მიმითითა:
-დაამთავრე?
-კიი, მოვრჩი-ხელები შევიმშრალე
-წამოდი- შუქი ჩააქრო და მისაღებისკენ წავიდა...მეც გავყევი.
ბუხართან ახლოს დაჯდა, მე კი მის მოპირდაპირედ მდგარი სავარძლისკენ ავიღე გეზი.
-მანდ არა, აქ მოდი- თავისთან მიმითითა
რაღაცნაირად გავჩერდი...
-მოდიიი!- თვალები გააფართოვა, მეც დავემორჩილე.
სავარძელში განივად ჩავჯექი და ფეხები მის ფეხებზე გადავალაგე.
-ასეე - კმაყოფილება სახეზე შეეტყო.
თუმცა მოკალათებაც ვერ მოვასწარი ბოლომდე რომ ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა! დედა!
-დედაჩემი რეკავს, ჩშშ, ხმა არ ამოიღო- საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე.
ხელები გაშალა გამომეტყველებით- "ვდუმვარ"
-ჰო დედა!- ბედნიერმა ჩავძახე ყურმილში
-ნიაკოო როგორ ხარ?-ისევ ეს ყოველდღიური მოკითხვა
-კარგად შეენ?
-კარგად დედიკო, მომენატრე- ჩვეული რეაქციები
-მეეც- ვეცადე იგივე ემოციები გამომეხატა
-კარგ ხასიათზე ხარ, რამე ხდება?
-ისეთი არაფერი- მივხვდი რომ უკვე ძალიან ვეაფერისტებოდი...
აკა თმაზე მეფერებოდა, არ წყვეტდა ჩემს გაგიჟებას სანამ მაკას ველაპარაკებოდი! ჩემი ხელი აიღო და რამდენჯერმე აკოცა.მისმა ასეთმა ქცევებმა სულ გადამრია.
მაკა ტელეფონში რაღაცას ამბობდა რისი მნიშვნელობაც მართლა არ მესმოდა, მარტივი მიზეზის გამო: არ ვუსმენდი მას! უფრო სწორად "ვერ". აკას ასეთი ქცევები ყურადღებას მიფანტავდა.
-ვერ გავიგე გამიმეორე, ხმა გაწყდა- ურცხვად მოვატყუე
-არაფერი დამიმალო მეთქი, უეჭველად რაღაც ხდება და არ მეუბნები!
-უბრალოდ გადაწყვეტილება მივიღე დასვენებასთან დაკავშირებით და მიხარია.
აკა ისევ აგრძელებდა ჩემს გაგიჟებას...ხან თმას გადამიწევდა, ხან ლოყაზე მკოცნიდა...მისი სუნი მაბრუებდა.
-და სად აპირებ წასვლას?
-სვანეთში- ზედმეტად თავდაჯერებულმა ვუთხარი.
-მშვენიერი არჩევანია, მომწონს.
-კარგი დედა ახლა ჭამას ვაპირებ...
-რათქმაუნდა, მიდი ჭამე...ხვალ გადმოგირეკავ- სიტყვა არ დამამთავრებინა-მიყვარხარ.
-მეც
გავთიშე.
-დედიკოს მოატყუე! - გაიღიმა და ფეხზე ხელი დამადო.
-არ მომიტყუებია რაღაცეები დავუმალე უბრალოდ. არის განსხვავება!
-თითქმის ერთი და იგივეა-შიგადაშიგ მომანათებდა ხოლმე თავის ცისფერ თვალებს.
-შენ არასდროს ატყუებ ხოლმე დედიკოს?- ეშმაკურად გავუღიმე.
-გაგიკვირდება დააა... ხშირად- ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა.
-რამე მომიყევი შენზე- ვთხოვე და მის თმაზე თამაში დავიწყე.
-რა გინდა რომ გითხრა?
-არ ვიცი რამე...განსაკუთრებული
-მაინც?
-მაგალითად შენი მშობლების შესახებ მომიყევი
-ჰო რათქმაუნდა ყველა გოგოს ეს აინტერესებს- გაეცინა
-ნუ დამცინიიი! მე ყველა არ ვარ!
-არა არ დაგცინი! კაარგიი... ჩემი მშობლები უკვე დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თუმცა აქაც ხშირად ჩამოდიან ხოლმე- ოდნავ დასერიოზულდა.
-დაა უფრო კონკრეტულად?
-ბრიტანეთში, მეც წლის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებ.
-არასდროს ვყოფილვარ.
-მალე ვაპირებ წასვლას, თუ გინდა წაგიყვან- რაღაცნაირად გამიღიმა.
-მიდიხარ? - სახე შემეცვალა
-ჰო სამსახურის საქმეებზე. ისევ დავბრუნდები...რამდენიმე თვეში.
-კარგი... დააა სად მუშაობ?
-მამაჩემის მანქანების ფირმას თბილისში ფილიალი აქვს რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ამიტომ ხშირად მიწევს ხოლმე ჩამოსვლა.
-რომელი ფირმა?- თქვენ წარმოიდგინეთ მანქანებში კარგად ვერკვევი, ამიტომაც მომინდა ეს კითხვა დამესვა მისთვის.
-Land Rover!
-Land Rover, Range Rover sport 2016- კლასიკაა, ძლიან მაგარი მანქანაა, რაღაც საოცრებაა- ღრმად ამოვისუნთქე.
-შენ საიდან ამდენი?- გაკვირვებულმა შემომხედა.
არაფერი ვუთხარი მხრები ავიჩეჩე
-მეგონა მანქანებზე არაფერი იცოდი.
-საიდან დაასკვენი?
-არასდროს გამოგიმჟღავნებია ცოდნა!
-იმაზე მეტი ვიცი ვიდრე გგონია!- კმაყოფილებისგან გამეღიმა- ანუუ ბრიტანეთი, ისეე კარგი იქნებოდა ლონდონის წვიმიან ქუჩებში სეირნობა...- თემა შევცვალე
-ხომ შეგპირდი? წაგიყვან...-ყურს უკან თმა გადამიწია.
-არასდროს მავიწყდება როცა რამეს მპირდებიან!
-არც მე მავიწყდება როცა ვინმეს რამეს ვპირდები!
-კიდევ რას მეტყვი შენზე? მე არ მყავს აგენტი დაქალები რომლებიც თავიდან ფეხებამდე შენს შესწავლაზე არიან ორიენტირებულები!- გავუცინე და მიმიხვდა სათქმელს,
შემდეგ მოიღუშა და დაიწყო:
-შეყვარებული დავკარგე...ერთი წლის წინ...ავარიაში
მეხი დამცა ამ სიტყვებმა და ვინ იცის რა არ ვიფიქრე ამწამს...მილიონმა აზრმა გაიელვა ჩემს თავში და მაინც არაფერი მითქვამს.
-ძალიან მიყვარდა...ვაღმერთებდი, დღემდე ვერ ვიჯერებ რომ აღარ არის. ხელი უნდა მეთხოვა იმ დღეს როცა დაიღუპა.
ხმას ვერ ვიღებდი...არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა...
ორივე ჩუმად ვისხედით...წამით ყველაფერი გაჩერდა თითქოს. სანუგეშებელ სიტყვებს ვეძებდი როცა სიცილი აუტყდა.
-კარგი ნუ შეგეცვალა სახე ვიხუმრე!
მე კი მივხვდი რომ ჩემი გასულელება კარგად გამოუვიდა და გავბრაზდი!
-საშინელი ხარ!- თუმცა დავმშვიდდი რაღაცნაირად.
-ვიცი- ეშმაკურად შემომხედა-კარგი ბოდიში, ბოდიში, ჩვენ სვანეთში მივდივართ არ გიხარია?
-თემას ნუ ცვლი! - საშინლად ვიგრძენი თავი.
-მიამიტო- გულში ჩამიკრა
-ყავას მოვიტან- ავდექი და სამზარეულოში გავედი.
საშინლად მომატყუა! და მეც როგორ დავიჯერე?! რა სულელი ვარ...თუმცა ისე მელაპარაკებოდა მეგონა ცოტახანში ტირილს დაიწყებდა.
და ასე გაბრაზებული სახით ვასხამდი ყავას ჭიქებში როცა საიდანღაც ვიბრაციის ხმა მომესმა...აშკარად აკას ტელეფონი იყო, რომელიც იქვე მაგიდაზე ანათებდა. ავიღე და მისაღებ ოთახში გავირბინე.
-მგონი ვიღაც გირეკავს- მაშინვე უპასუხა...მე ისევ სამზარეულოში შევედი ყავისთვის...
როცა ორი ჭიქით ხელში მისაღებში დავბრუნდი მან უკმაყოფილო სახით მოისროლა ტელეფონი.
-რამე მოხდა?- ყავით სავსე ჭიქა ფრთხილად მივაწოდე.
-რაღაც შეცდომა გაეპარა მენეჯერს. ახლა კიდევ რამდენიმე დღე ამის მოგვარებისთვის უნდა ვირბინო. რა უყურადღებოები არიან ამათი დედაც...
-კარგი კარგი- ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ახლოს მივედი -ნუ ნერვიულობ ყველაფერი გამოსწორდება.
-წასვლას ვაპირებდით! - თავი გააქნია უკმაყოფილოდ
-დავიცდით რამდენიმე დღე არაუშავს.
ყავა მოსვა შემდეგ კი ახლოს მოვიდა და რაღაცნაირად მომეხუტა -რა კარგი ხარ...
ხელები მოვხვიე და მისი სურნელი ბოლომდე შევიგრძენი.
სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ საათის ისრების ხმა ისმოდა...
ვიცოდი რომ ახლა აკა ყველაზე მეტად სამსახურის საქმეებზე ნერვიულობდა,თუმცა აღელვებდა ისიც რომ ჩვენი წასვლა მოულოდნელად გადაიდო. აღარაფერი მიკითხავს ზედმეტად.
ერთად ვისხედით სავარძელში, რაღაცნაირად ჩახუტებულები, ბუხრის სინათლეზე...ჩემს თმაზე თითებით თამაშობდა...არაფერს ამბობდა უბრალოდ ჩუმად იჯდა და ხანდახან საფეთქელზე მკოცნიდა ხოლმე.
და იცით რას ვგრძნობდი ამ წამს?
განსაკუთრებულ ბედნიერებას, მისი სუნთქვა მამშვიდებდა, მისი გულისცემა ყველაზე გემოვნებიან მუსიკად მიმაჩნდა მსოფლიოში და ვგრძნობდი რომ ეს იყო ის რისთვისაც ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი...
ეს იყო ის თავგადასავალი, რომელსაც ვეძებდი წლების განმავლობაში.ახლა კი ვუსმენდი აკას გულს, რომელიც უკვე აღარ იყო "ურეაქციოდ", ისე აღარ როგორც მაშინ, მთაწმინდაზე! თითქოს რაღაც სხვა იწყებოდა...ცხოვრების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი რომელთან შეწინააღმდეგებაც აშკარად არცერთს არ გვსურდა.
მთელი დღის დაღლილს მის გულზე მიმეძინა...თავს ძალას ვატანდი რომ არ ჩამძინებოდა, მასთან ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ თვალები დამეხუჭა და გავითიშე.
დილით ფუმფულა საბანში ისე ვიყავი გამოხვეული გეგონებოდათ ზამთრის კიდევ ერთი ცივი ღამე გადავიტანეთ.
ეს ნამდვილად არ გავდა აკას ოთახს, გაცილებით უფრო სადა და ზედმეტად ჩვეულებრივი იყო.
თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი.ვიფიქრე აკას ჯერ კიდევ ეძინა.
საუზმის მომზადება დავიწყე...ლამაზი დღე იყო, მზიანი ამინდი, ფანჯარა გავაღე და დილის სურნელი შევიგრძენი.შემდეგ საათს შევხედე და საკუთარი თავის გამიკვირდა, ჯერ 10 საათიც არ იყო.ვერც კი მივხვდი ესე ადრე როგორ გამეღვიძა.
ტოსტში პურის ნაჭრები ჩავაწყვე და ისევ ფანჯარასთან მივედი...
არ ვიცი ამ ეზოს მოვლას როგორ ასწრებდა აკა მაგრამ ჩემამდეც კი აღწევდა ყვავილების სასიამოვნო სუნი.ყველა კუთხეში იყო ვარდები...წითელი...თეთრი...ვარდისფერი...ისინი ახლოდან უნდა მენახა.
ეზოში ჩავედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე, მოსალოდნელი სიცხე უკვე იგრძნობოდა რაღაცნაირად.
თეთრი ვარდებისკენ წავედი.მათზე ლამაზი არცერთი ყვავილია, ყველაზე ლამაზია თეთრი ვარდები, ეკლებიც რომ უხდება ისეთია.ახლოს მივედი და თითის წვერებზე ავიწიე, რომ მათი სურნელი უკეთ შემეგძნო.
უცებ ეზოში აკა შემოვიდა სპორტულ ფორმაში გამოწყობილი.
-მეგონა გეძინა- გავუღიმე
-ასე ადრე გაიღვიძე? ვერ ვიჯერებ, სასწაულია- თვალები გააფართოვა.
-ნამდვილად! - 100%-ით ვეთანხმებოდი რადგან საკუთარი თავის თვითონვე მიკვირდა.
-თეთრი ვარდები?-იმ ერთზე მიმანიშნა რომელსაც ჯერ კიდევ ხელით ვექაჩებოდი ჩემსკენ.
-ჰო...ძალიან მიყვარს-გავუღიმე
-არ ვიცოდიი
-სხვანაირად ლამაზია- ბოლოჯერ შევხედე ახლოს მოტანილ ვარდს და ხელი გავუშვი.
-გეთანხმები-ჩემთან ახლოს მოვიდა
-საუზმე მოგიმზადე- ოდნავ გავეპრანჭე
-ჰმმ ვეღარ ვითმენ, წამოდი შიგნით შევიდეთ- ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა.
დავემორჩილე...
-წყალს გადავივლებ და მალე მოვალ.-მაშინვე სააბაზანოსკენ აიღო გეზი
მე ისევ სამზარეულოში დავბრუნდი.
ტოსტიდან პური გამოვიღე და ყავა დავასხი.
ისევ და ისევ ბუნების ხედით ვტკბებოდი როცა აკა შემობოდიალდა სამზარეულოში.
არაფერი უთქვამს, უბრალოდ შემოსვლისთანავე სასწაულად გამიღიმა.თვალებში ჩავხედე, უნებურად მისი კოცნა მომინდა და არ ვიცი რატომ.
მისი კბილები ისე იდეალური განლაგების იყო ეჭვი შეგეპარებოდათ მათ რეალურობაში.წვეტიანი ეშვები... და როცა იღიმოდა მმმმმ... თვალს ვერ მოაშორებდით ისეთი კარგი იყო!
ის ფაქტი რომ მე მას მივაშტერდი არ შეიმჩნია, ეშმაკურად გამიღიმა და ადგილი დაიკავა.
მეც გამოვფხიზლდი თითქოს.
-ანუუ დღეს სახლში მივდივარ- მაგიდას მივუჯექი.
-გინდა წასვლა? -ამ კითხვას არ ველოდი
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?-კითხვითვე ვუპასუხე
-კარგი ახლა ვისაუზმოთ, ჩავიცვამ და გავიდეთ. ვეცდები ამ დღეებში ყველა პრობლემა მოვაგვარო და მაშინვე წავალთ სვანეთში...
-ძალიან კარგი. სავარჯიშოდ იყავი?- თემა შევცვალე. ვიცოდი რომ ესე იყო მაგრამ მაინც ვკითხე.
-არაა ჩემს მეგობარ ციყვებთან- სრული სერიოზულობით მითხრა
-კარგი რაა- გამეცინა
-მართლაა!- იმ ბავშვის სახით მითხრა რომელსაც მშობლები ყოველთვის უჯერებენ ახლა კი ეს სიტუაცია შემოტრიალდა და ის სასწაულად გაკვირვებულია.
აი რა უნდა მეთქვა მისთვის?!-მართლა ნია! - ჭამა გააგრძელა.
-და რაო ციყვებმა? - თამაშში ავყევი.
-რაო და ბიზნესის წამოწყებას ვაპირებთ, შენი რჩევები გვჭირდებაო.
-რას მეუბნები- ზედმეტად სერიოზული სახით ვესაუბრებოდი ისევე როგორც თვითონ- კიდევ რაო?
-გავიგეთ რომ ერთი ლამაზი გოგო მოგიყვანიაო სახლში
-მართლა?-გამეცინა
-ჰო აბა ხოარ მოგატყუებ ნია?!
-მართალი ხარ ჩემი მოტყუების მიზეზიც კი არ გაქვს-
მახალისებდა ეს საუბარი.
-თხილი გამომატანეს შენთან.
ამაზე სიცილი ამიტყდა.
თვითონაც ვეღარ შეიკავა თავი, ბოლოს კი დასერიოზულდა.
-დილით ვაპირებდი თან წამეყვანე.გავთავხედდი და შენს ოთახში შემოსვლა გავბედე, მაგრამ ისე ტკბილად გეძინა საბანში გამოხვეულს თავს ვერ ვაპატიებდი რომ წამით მაინც გაგეხილა თვალები...ამიტომ გამობერილ ლოყაზე საყვარლად გაკოცე და ჩუმად წავედი, სხვა გზა არ დამიტოვე.
-არა მე სად ვიცი მასე ძილი იტყუები!- საკუთარ თავს დავცინე
-ჰო, მეც შენსავით მატყუარა ვარ!- გამიცინა და ჭამა განაგრძო.
ახლა უკვე ვხედავდი და ვგრძნობდი სხვანაირად, შეიძლება ძალიან სწრაფად ხდებოდა ყველაფერი, წუთებში, წამებში, მაგრამ რომ ხდებოდა აი ეგ მახარებდა ყველაზე მეტად.



ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის ^^
ველოდები კომენტარებს, ვისაც მოგწონთ ან არ მოგწონთ უბრალოდ დამიკომენტარეთ .. მადლობა წინასწარ .



№1 სტუმარი Nini

Kargiaa dzaan ...malee dadee shemdegi tavii ❤

 


№2 სტუმარი manana

მომწონს მალე დადე კაია

 


№3  offline წევრი Just Me

manana
მომწონს მალე დადე კაია

უკვე დავდე მეექვსე :3 შეგიძლია ნახო და შეაფასო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent