არარაობას სიყვარული არ შეუძლია 1
-ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მაგრამ არ ვიცი ეს სადამდე გასტანს. ზუსტ პასუხს ვერავინ მეუბნება.- ის საუბრობდა, მე ვუსმენდი, რა თქმა უნდა, სასოწარკვეთა.- სიკვდილის აღარ მეშინია. - მისი ყოველი სიტყვა ნერვებს მიშლიდა. დიდი ტყუილი. -უბრალოდ თავს მარტოსულად ვგრძნობ - მის მიერ წარმოთქმული თითოეული ბგერა ტვინს მიღრღნიდა. - გმადლობთ - ყალბი ღიმილით დაასრულა სიტყვა, სახეზე ღიმილისას უამრავი ნაოჭი გამოეკვეთა. მადლობა ღმერთს მისი საშინელი ხმა აღარ მესმის. -დეიზის მადლობა მოვუხადოთ. - ეს კრეტინი ქალი არანაკლებ გამაღიზიანებელია. ბევრს ლაპარაკობს და უაზროდ. მას ჰგონია ამით გვამშვიდებს, სინამდვილეში ეს მხოლოდ ერთეულებზე მოქმედებს. ისეთ ადამიანებზე, რომელთაც თავში არაფერი უყრიათ და მხოლოდ სხვების იმედად ცხოვრობენ, რომელთაც საკუთარი თავის იმედი დაკარგული აქვთ და ჰგონიათ სხვა გადაარჩენს. - ახლა კი მედიტაციის პროცესი დავიწყოთ. - ყველამ თვალები დახუჭა, ამ ერთი შეხედვით კეთილ, სათნო ქალს ენდნენ და ღრმა მორევში გადაეშვნენ. მე კი ამ ყველაფრის ატანა აღარ შემეძლო. ყოველთვის ასე ხდება, სადაც არ უნდა წავიდე, რაგინდ შორსაც არ უნდა ვიყო ყველაფრისგან, მაინც ვერსად ვპოულობ ჩემს თავს. თითქოს სადღაც უსასრულობაში დაკარგული და ჰაერში გამოკიდებული ვარ. ვცდილობ, წარსული დავივიწყო, ჩემი რაობა დავივიწყო, ახლიდან დავიწყო ცხოვრება, თუმცა ამის აღარც დრო მაქვს და აღარც ძალა. საცოდავად დავდივარ ქუჩებში. არა, დავდივარ კი არა ზომბირებული ვმოძრაობ. ვიცი, ყველაფერი მალე დამთავრდება და უკანასკნელი დღეების უკეთესად გატარებაზეც კი არ ვზრუნავ. მე რა ადამიანი ვარ?! ჩემი თავის მიკვირს, ასეთად როდის ვიქეცი. *** ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ღამით ლამპიონების შუქზე ქუჩაში მივდიოდი. ამ დროს მანქანები არ მოძრაობენ, არც გამვლელს შეხვდები სადმე. შეგიძლია ისე გეცვას, როგორც გსურს, არავინ შემოგხედავს, ვერავის შეხვდები. თუ მოისურვებ ხმამაღლაც დაიწყებ საუბარს, თითქოს კომპანიონი გყავდეს. სასაცილოა, მაგრამ ეს სიგიჟედაც შეგიძლიათ ჩათვალოდ და მარტოსულობის გამოვლინებადაც. და სწორედ იმ ღამით შორიდანვე დავალნდე გოგონა, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა. შავებში იყო ჩაცმული, ცივი ზამთრის მიუხედავად მოკლე სახელოებიანი მაისური ეცვა. ხელები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და თმა სახეზე ჩამოშლოდა. ნელი, სუსტი, დაღლილი ნაბიჯებით მოდიოდა. ჩემი ყურადღაბა გარეგნობის გამო არ მიუქცევია, მხოლოდ გამიკვირდა ჩემს გარდა კიდევ სხვა რომ დავინახე ამ ქუჩაზე. უკვე რამდენიმე მეტრი გვაშორებდა, როდესაც დავინახე მისი სახე. შეშლილი თვალებით იყურებოდა, ღია, ძალიან ღია ფერის წაშლილი ცისფერი თვალები ჰქონდა. არც კი ვიცი იმ სიბნელეში როგორ მოვახერხე მისი გარჩევა, მაგრამ ისინი ანათებდნენ. ერთხელ შემომხედა, უცნაურად შეიშმუშნა და თავისი გზა განაგრძო. ჩემს ადგილას ნებისმიერი დახმარებას შესთავაზებდა, როდესაც შუა ღამისას უკაცრიელ ქუჩაში ფეხშიშველ, ამ ზამთარში ზედმეტად თხლად ჩაცმულ, მაგრამ უზადოდ სუფთა გოგონას დაინახავდა. თუმცა, მე ასე არ მოვქცეულვარ, რადგან იმ ერთ მზერაში დავინახე მისი სამყარო. იმ მომენტში ის ამ ყველაფრისგან იღებდა სიამოვნებას, მას სურდა ასე რომ ყოფილიყო გამოწყობილი და ასე ეარა. მისთვის ბუნებრივი, აგრეგატული მდგომარეობა იყო იმ ღამით. მე რომ მასთან მიახლოვება მეცადა ეს იგივე იყო, რაც მზეს მოენდომა მთვარე დაეჭირა. ისევ იმ ქუჩაზე დალოდება რომ მომდომებოდა იმ იმედით, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებოდი ეს იგივე იქნებოდა, რაც გემს დავლოდებოდი აეროპორტში. ყველაფერი ზედმეტად იდეალური იყო. ასე რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. იმ წუთას ბედნიერი ვიყავი. დღეები დღეებს მისდევდა, წამი კი ყოველ წამს. ისევ იგივეს ვაგრძელებდი, დავდიოდი ჩვეულ ქუჩაზე ღამით, მაგრამ ის გოგონა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. სიმართლე რომ გითხრათ, არც მქონია მისი ხელახლა ნახვის იმედი და მისი გაუჩინარებაც ალბათ ჩემი ურწმუნობის ბრალი იყო. ადამიანების საუბარი მაღიზიანებდა. მინდოდა ყველა გამქრალიყო. რამდენიმე თვის წინ ისიც გავავწყვიტე ხმა აღარ ამომეღო და უბრალოდ ლაპარაკი დამვიწყებოდა, მაგრამ ხომ იცით ადამიანების სუსტი ნებისყოფის ამბავი. მე ისევ უძლური აღმოვჩნდი. დრო გადიოდა და ფუჭი ოცნებით კვლავ ვიტყუებდი თავს: ალბათ ოდესმე შევხვდები და კვლავ გავაყოვებ თვალს, ის კი ჩაივლის ქუჩაში და შემომხედავს, არ მოაბრუნებს თავს. უცნობი გოგონა მარადისობის ნათელი ფერებით შემოსილი იყო, ზამთარი არ ადარდებდა. მისთვის ზამთარი რეალურად კი არ იდგა, მასში იყო ზამთარი. სამყაროს კი ნათელ, თბილ სხივებს აჩვენებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.