სიზმრის ქურდი (II თავი)
გაკვეთილების დაწყების ზარი დაირეკა და ჩემმა კლასელებმაც საკუთარი ადგილები დაიკავეს. საკლასო ოთახში მასწავლებელი შემოვიდა, ყველას მოგვესალმა და სიის ამოკითხვა დაიწყო. "ეს სიზმრები ისე გავდნენ უბრალოდ სიზმრებს,რომ არც კი მეგონა თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. მართალია, ასეთი ეპიზოდები ფილმებში ხშირად მაქვს ნანახი თუმცა მათი არსებობა რეალურ ცხოვრებაში არც კი წარმომდგინა. და ეს რას ნიშნავს?! აქამდე რატომ არ მინახავს ამ სკოლაში. პირველ კლასიდან აქ ვსწავლობ, თუმცა ის ჯერ არ შემინიშნავს. იქნებ ახალი გადმოსულია ამ სკოლაში? მაგრამ მე რა შუაში ვარ?". ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც დედამიწაზე მასწავლებლის შეკითხვამ დამაბრუნა: -შენ რას ფიქრობ, კატერინა, შენ რომელს დაუჭერდი მხარს?-იმდენად მოულოდნელი და გაუგებარი შეკითხვა დამისვა, რომ არ ვოცოდი რა მეპასუხა. მე ხომ ისიც კი არ ვიცი რა თემაზე საუბრობენ! პასუხი როგორ გავცე?მოულოდნელად ფეხზე წამოვვარდი და ვუთხარი: -მაპატიეთ, მაია მასწავლებელო, ვერ გიპასუხებთ, რადგან არ გისმენდით. -შენი ადგილი დაიკავე, ეკა.-მითხრა უკმაყოფილოდ და მზერა კლასის მეორე ნაწილზე გადაიტანა.უკან მივიხედე, ვიცოდი როგორ დაჟინებითაც მიყურებდა ანას. თავი გააქნია იმისნიშნით ყველაფერი კარგად იყო თუ არა. მეც თავი დავუქნიე და თავი წინ შევაბრუნე. არა, რა ამ ბიჭზე ფიქრი კარგს არაფერს მომიტანს. წიგნი ახლოს მოვწიე და შევეცადე გაკვეთილი წამეკითხა. სახლში, რომ მივედი გაკვეთილები მოვამზადე და იმდენად დაღლილი ვიყავი ემოციებისგან, რომ არაფერსზე ფიქრის თავი არ მქონდა. ამიტომ დასაძინებლად წავედი. "-გაბრიელ... გაბრიელ...-ამაოდ ვიმეორებდი ერთიდაიმავე სახელს თეთრ სივრცეში და ვიღაცის მოძებნას ვცდილობდი. უნდა მოვძებნო მას უნდა ვუთხრა, აუცილებლად უნდა ვუთხრა. მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში და ვცდილობდი. ვინმე გაბრიელი მომეძებნა. მაგრამ სად უნდა ვეძებო ირგვლივ ხომ მხოლოდ თეთრი ფონია. ეს კედლები და ფსიქიატრიულის ოთახებს გავს. უცბად თეთრ სივრცეში ერთი შავი წერტილი დავინახე. ეს წერტილი ნელ-ნელა გაიზარდა და თანდათან გაიშალა. და სულ მალე ჩემს ირგვლივ ნაცნობი ადგილი გაიშალა. ისევ ის ტყე, ამჯერად კი გზაც მოჩანს. სიჩუმეა, ამ დუმილს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევს და უცბად მაღვიძარა რეკავს. ყურები მიგუბდება და თვალებს ვაძელ. მაღვიძარას ვრთავ და თავბრუდახველი და გაბრუებული საწოლიდან ვდგები. ისევ ახალი სიზმარი. არა, რა ეს უკვე ზედმეტია. ან ეს გაბრიელი ვინღაა?! ფიქრიც კი აღარ მინდა. სააბაზანოში გავდივარ და თავს ვიწესრიგებ. თმას ვისწორებ და ვიშლი. ჯინსის შარვალ და ლურჯ მაისურვ ვიცვამ. ზურგ ჩანთას ხელს ვკიდებ და სახლიდან ჩუმად გავდივარ. პირველრიგში, იმიტომ რომ არ მინდა ვინმეს გამოველაპარაკო, კარგად უნდა გავფიქდე ამ უცნაურობებზე. თანაგ გუშინ ბებიას დავპირდი, რომ დედას დავურეკავდი, მაგრამ პირობა არ შევასრულე. ის ეკა კი რომელსაც ისინი იცნობენ უყურადღებო არაა. გზაში სიზმარზე ვფიქრობ და ვცდილობ ყოველი ფრაგმენტი გავიხსენო და გავაანალიზო, მანამ სანამ დამავიწყდებოდეს. სოლას ვუახლოვდები და სკოლის შესასვლელთან ანას, ვხედავ. ის ღიმილით მეგებება და გახარებული რაღაცას მთელი ემოციბით მიყვება მე კი არ ვუსმენ, უფროსწორად ვერ ვუსმენ რადგან, ისევ გუშინდელზე და დღღევანდელ სიზმარზე ვფიქრობ. გაკვეთილები როგორც ყოველთვის ნელ-ნელა მიზოზავს. დასვენებაზე მერხთან ვზივარ და ღია კარში ვიხედები, დერეფანს გავყურებ. თითქოს იმედი მაქვს რომ ჩემი სიზმრის ქურდი გამოჩნდეება. და ჯეკპოტი! დერეფანში მართლაც გამოჩნდა. თვალი მიშტერდება და დებილივით მონუსხული ვუყურებ. არ მჯერა რომ ეს მართლაც ხდება. ერთი თვე ეს ადამიანი მესიზმრებოდა ახლა კი ის ჩემს წინ დგას. იცინის და ხალხში ლაპარაკობს. სწორედ ის გამოხედვა, სწორედ ის სიცილი და ღიმილი, რომელიც სიზმარში ვნახე. ნუთუ ეს შესაძლებელია? როგორც ჩანს კი. ვპასუხობ საკუთარ თავს და მეცინება. -სიმპათიურია არა?-ფიქრებიდან ანას ხმას გამოვყავარ. -ძალიან-ვამბობ ავტომატურად და როცა ჩემი პასუხი ტვინამდე აღწევს და ვიაზრებ იმას რაც ვთქვი სწრაფადვე თავს ვიკატუნებ-რაა? რას გულისხმობ? ვინ?-სიტყვებს სწრაფად ვეძებ და დაბნეული თვალებს ვმალავ. ანას ეცინება და სიცილით მუბნება. -რა ვინ? ვინ და გაბრიელი!!!-და მუძლუგუნს მკრავს. თან ფართოდ მიღიმის. -მოიცა რა თქვი? რა სახელი თქვი?-დაბნეული და შეშინებული, აკანკალებული ხმით ვეკითხები ანას. -რა იკო პირველად გესმის ეს სახელი? თან ხმა ისე აგიკანკალდა თითქოს ვიღაც სერიული მკვლელი იყოს. ანას სიცილი აუვარდა მე კი სუნთქვა გაშრირებული ვცდილობდი ეს დიალოგი გამეანალიზებინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.