შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურთიერთობა გრძნობების გარეშე. ( 5 თავი )


6-05-2016, 21:06
ავტორი ninaa --
ნანახია 2 146

დიდი ძალისხმევის შედეგად თვალები გავახილე და ხელში გაკრეჭილი ალექსი შემრჩა.ჩხუბის დაწყებას ვაპირებდი,მაგრამ საათს რომ დავხედე ხმისამოუღებლად ჩავიცვი და სამსახურში წავედი.გზაში ალექსი დამეწია და წაყვანა შემომთავაზა,იმის გამო რომ მაგვიანდებოდა იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი...მანქანაში რომ ჩავსხედით ახსნა-განმარტებას ველოდებოდი თუ როგორ აღმოვჩნდი მასთან,მაგრამ შენც არ მომიკვდე..ცოცხალი თავით არ აპირებდა ხმის ამოღებას...

-დიდხანს გელოდო თუ... (განო)
-რაზე? (ალექსი)
-შენთან რატომ გავიღვიძე? (განო)
-გზაში დაგეძინა თან შენი მისამართიც აღარ მახსოვდა და ქუჩაში დამეტოვებინე თუ მანქანაში? (ალექსი)
-მორჩი ცანცარს და ნორმალურად მითხარი (განო)
-რაც იყო ის გითხარი გააჩნია შენ რისი მოსმენა გინდა. (ალექსი)
-მე უკვე გკითხე და პასუხს ველოდები (განო)
-მეც გაგეცი პასუხი -შენი მისამართი არ მახსოვს (ალექსი)
-მოიცა... (განო)
-მოვედით. (ალექსი)
-როგორც გინდა,მაგრამ ეს საუბარი არ დაგვისრულებია ! (განო)

მანქანიდან გადავედი და ოფისში შევვარდი..კაბინეტში წერილი დამხვდა,სადაც ეწერა რომ დირექტორი მიბარებდა,თავში ხელი შემოვირტყი და ეგრევე მასთან წავედი..გზაში კი იმაზე ვფიქრობდი დაგვიანების მიზეზზე ვფიქრობდი,მაგრამ როდესაც კაბინეტში შევედი და მიზეზების კორიანტელის დაყრას ვაპირებდი დემეტრემ გამაჩუმა..

-ნუ ღელავ დაგვიანების გამო არ დამიბარებიხარ...
ამ სიტყვების გაგონებისას უფროსს კითხვებით სავსე თვალებით შევხედე მან კი გააგრძელა..
-ჯერ არ გეცოდინება,მაგრამ ბიუჯეტის გარღვევის გამო შემცირებები უნდა დავიწყო..შენ კი მოგეხსენება ბევრს აგვიანებ,თუმცა ამ ოფისში სასურველი კადრი ხარ შენი მუშაობის სტილის გამო...როგორც უკვე მიხვდი შენი დატოვების და გაშვების მიზეზები მაქვს,მაგრამ არ ვიცი აქედან რომელი ამჯობინებს....
-და რა გადაწყვიტეთ მიშვებთ თუ მტოვებთ?
-თუ დამაცდი გეტყვი!
-ბოდიში
-ჰმ...მოკლედ წინადადება მაქვს...რათქმა უნდა არაფერს არ გაძალებ გადაწყვეტილება ისე უნდა მიიღო როგორც საჭიროდ ჩათვლი,თუმცა შენი დატოვებიშ შემდეგ სარგებელი მეც უნდა მივიღო,რა თქმა უნდა მხოლოდ მუშაობის შედეგს არ ვგულისხმობ...ანუ თუ დარჩენა გინდა ჩემი საყვარელი უნდა გახდე თუ არადა შეგიძლია შენი ნივთები ჩაალაგო და დღესვე წახვიდე..არ გეგონოს რომ მომწონხარ ან რამე სერიოზული გეგმები მაქვს უბრალოდ გართობა მინდა მეტი არაფერი..

როდესაც "უფროსმა" ლაპარაკი დაამთავრა გაოგნებული ვიყავი..ვიცოდი რომ ევროპაში ცხოვრობდა,მაგრამ მისგან ასეთ წინადადებას არ ველოდი და იმის გამო რომ მეგონა მალე დამშორდბოდა მის წინადადებას დავთანხმდი,თან სამსახურის დაკარგვა ნამდვილად არ მაწყობდა...
დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ ჩემს კაბინეტში გამიშვა...ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი მომხდარს...



----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




საბუთებში ვიყავი ჩაფლული,როდესაც დემეტრე შემოვიდა

-მალე მორჩები ? (დემეტრე)
-უფროსი შენ ხარ,ამიტომ შენი გადასაწყვეტია (განო)
-ხოდა ძალიან კარგი,ადექი და ჩაიცვი,მივდივართ. (დემეტრე)
-სად ? (განო)
-ბევრი ლაპარაკი არ მინდა,რომ მივალთ ნახავ ! (დემეტრე)

მის ასეთ აგდებულ ლაპარაკზე ძალიან გავბრაძდი,თუმცა იძულებული ვიყავი ცოტა ხანი მომეთმინა თორემ ამდენი შრომა წყალში ჩამეყრებოდა...გარეთ გასულებს bmw x6 დაგვხვდა..არც გამკვირვებია ამხელა ქონების პატროს კი უნდა ყავდეს ძვირად ღირებული მანქანა...გზაში ხმას არც ერთი ვიღებდით,კი მინდოდა კიდევ მეკითხა სად მივყავდი თუმცა გაჩერება ვამჯობინე,რადგან ისევ მკვახე პასუხს გამცემდა და ეჭვი მქონდა თავს ვერ შევიკავებდი და მეც დამსახურებულ პასუხს გავცემდი..გამეფებულ სიჩუმეს კი მუსიკა არღვევდა...გზაში როგორც ყოველთვის ჩამეძინა,მაგრამ ამ უჟმურმა ძილიც არ მაცადა და მხეცურად გამაღვიძა...როგორც მივხვდი ლისის ტბაზე ვიყავით,იქვე სახლი იდგა,რომელიც დემეტრესი აღმოჩნდა...შიგნით რომ შევედით ყველაფერი მტვრიანი და ჭუჭყიანი იყო...დემეტრესკენ შევბრუნდი რომ მეკითხა აქ რა მინდოდა..ის კი ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით წამოვიდა და მანიშნა ხმა არ ამომეღო..მეც დავემორჩილე და ჩუმად ვიდექი..როგორც იქნა ჩემ წინ დადგა,ძალიან ძალიან ახლოს,მეგონდა კოცნაას აპირებდა მაგრამ...

-საკუჭნაო დერეფნის ბოლოშია და შეგიძლია საქმეს შეუდგე... (დმეტრე)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent