მწერლად დაბადებული 2
თავი 2 ჩემი ოთახი მეორე სართულზეა, ფანჯარა უკანა ეზოს დაჰყურებს. იქ ჩემი დედინაცვლის ლამაზი ვარდებია რომელსაც საკუთარი შვილივით უფრთხილდება ვაი და რამე არ დაუშავდესო. ზურგჩანთა ავიღე ჩემი საყვარელი ტანსაცმელები (თბილი, თხელი, ყველანაირი ფერის, საწვიმარი, მზეში ჩასაცმელი) ჩავდე, დღიურებიც ზედ მივაყოლე რომლებსაც უკვე თითქმის 2 წელია ვწერ და ეს არავინ არ იცის. წიგნებიც ჩავალაგე, საჭირო ნივთებიც და ზურგჩანთა ძლივსძლიობით შევკარი. კარადიდან ყულაბა გამოვიღე და ამოვაცარიელე. ჩემი 6 თვის ნაგროვები ფული 26 დოლარსა და 30 ცენტს შეადგენდა. ჯიბეში ჩავიყარე და ზურგჩანთას ხელი მოვკიდე. ფანჯარა გამოვაღე და ჩანთა პირდაპირ იქ ვისროლე სადაც ჩემი დედინაცვლის ვარდები იყო აშხვართული. მიზანში მოვარტყი ზუსტად შუაში დაეცა ჩანთა და ვარდები გათელა. უაკანა ეზოში არავინ იყო. ოთახიდან ამაყი სახით, მშვიდად გამოვედი ისე რომ ვერავის ვერაფერი შეეტყო ჩემთვის. დედინაცვლის ოთახში შევიჭყიტე და მის მე რომ მეგულებოდა თვითმფრინავის ბილეთები მათი ძებნა დავიწყე. ტუმბოს უჯრაში ვიპოვე ჯიბეში ჩავიდე და გარეთ სასწრაფოდ გავედი. მრის მაინც არ სჭირდებოდა ეს ბილეთები, მახსოვს ნერვიულობდა ვერ მივდივარ და ბილთები ტყუილა უნდა გაუქმდესო. კიბეები ნელა და ფრთხილად ჩავიარე და სამზარეულოში შევედი. გამიმართლა აქაც არავინ იყო. მაცივარი გამოვაღე, სამი სენდვიჩი ავიღე და პარკში ჩავაწყვე. უცებ ძალიან სასიამოვნო სუნი მეცა. ნელის ( ჩვენი მზარეულის ) ნახელავს ჰგავდა. გემრიელი კატლეტები თავახდილ ქვაბში ისხდნენ და მეძახდნენ მოდი ჩვენც წაგვიყვანეო. ძალიან მომინდა იქვე მეჭამა ყველა მაგრამ ამის დრო არ იყო. კატლეტები სენდვიჩებთან ერთად პარკში ჩავაწყვე და ყველი და პურიც ჩავაყოლე. მერე ერთი წყლის და ერთი წვენის ბოთლი გამოვიღე მაცივრიდან ისინიც პარკში ჩავდე და გარეთ გასვლა დავაპირე. სწორედ ამ დროს კარში ჯეინი შემოვიდა. -აქ რას აკეთებ მატრაკვეცა?-ჯეინი ჩემი დედინაცვლის ნამდვილი შვილია. ისიც მასსავით ქედმაღალი და საზიზღარი ვიღაცაა. სულ ორი წლითაა ჩემზე უფროსი და თავი უკვე ზრდასრული ქალი ჰგონია. -მატრაკვეცა შენ ხარ!-შევუბღვირე ნაწყენმა. -კაი, კაი არ იტირო-დამცინავად ჩაიცინა და მაცივარი გამოაღო. ამ დროს დრო ვიხელთე და კარიდან გასვლას შევეცადე. თან პარკს ვმალავდი. -მოიცა!-გაბრაზებული სახით შემომხედა.-ჩემი სამი ცალი სენდვიჩი წასვლისას რომ გავაკეთე და მაცივარში დავდე სად არის? -მე არ ვიცი. -აღიარე შე მატყუარა! შენ შეჭამე არაა?-ხელი ასწია და დასარტყმელად გამოიწია. მე უკან გადავხტი და საწყალი თალებით შვხედე. -მუშა იყო მგონი მოსული და დედაშენი მას აძლევდა მაცივრიდან სენდვიჩებს. -მერე გეთქვა თავიდანვე მასე!-მიბრუნდა და სენდვიჩის კეთებას შეუდგა. უცებ არ ვიცი საიდან მაგრამ ჩემს ზურგს უკან დამალული პარკი შეამჩნია.-ეგ რა არის? -არაფერი! -რა არის მანახეე!! -ჩემი ძველი მათემატიკის რვეულებია. სავსეა და ვიფიქრე გადავყრი თქო.-ეჭვის თვალით მომაშტერდა და ჩემს თვალებში სიმართლის დაჭერას ცდილობდა. მეტი დამაჯერებლობისთის პარკი გავუწოდე.-გინდა შამოწმო? არ ვიცოდი რა მელოდა , თ პარკს გამომართმევდა და შიგნით ჩაიხედავდა მაშინვე გავიქცეოდი ავიღებდი ჩემს ზურგჩანთას და მოვკურცხლავდი სასახლიდან. თუ ისე დამიჯეებდა კიდე ხომ უკეთესი. -არ მინდა წიგნის ჭია შენი აქოთებული რვეულები ვის რაში სჭირდება!-მისი ნათქვამი, სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ მწყენია. ასეთებს მიჩვეულიც კი ვიყავი. ბოლოს თამამად გავაბიჯე სამზარეულოდან და მაშინვე უკანა ეზოსკენ წავედი. იქ მისულს სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა. ჩემს ჩანთას ვარდები სულ გაეთელა და ახლა მის გვერდით ძაღლი იწვა. მას კი საერთოდ გაუნადურებია ყვავილები. ზურგჩანთა ავიღე და დაბლა დავიხედე. ერთი ვარდი მაინც გადარჩენილიყო. დიდხანს ვუყურებდი და ვორჭოფობდი, ასე დავტოვო თუ ისიც ფეხით გავთელო მეთქი, მაგრამ ბოლოს მოვწყვიტე და თან წაღება დავაპირე , როდესაც ჩემკენ მომავალი კრუელა დავინახე სარწყავით ხელში. უცბად მოვკურცხლე და ბუჩქებში დავიმალე. კიდევ კარგი , რომ ვერ დამინახა. მისი რეაქციის ნახვა მინდოდა როდესაც გადათელილ ვარდებს და მასზე მჯდომ ძაღლს დაინახავდა. და აი! სანახაობაც დაიწყო. მერი თავჩახრილი მოდიოდა უცოდველის სახით. ახლა რომ შეგეხედათ კეთილი, ლამაზი დიასახლისი გეგონებოდათ რომელიც არავისზე ცუდს არასდროს არ გაივლებს გულში. როდესაც ვარდებთან მივიდა თავიასწია და ვარდებს სარწყავი მიუშვირა. უცებ სარწყავი ხელიდან გაუვარდა და იმხელაზე იკივლა, რომ ყველა მსახური მასთან გაჩნდა. ერთერთი პირველი მარტინი მოვიდა. ის კარგი კაცი იყო. სიმპატიური კეთილი, ცოტა მოხუცი, მაგრამ ამას არაუშავს. მერი მის მკლავებში ჩავარდა, ფეხები მოეკვეთა. მრტინი მე კარგად მიცნობდა, მის ხელში ვიყავი გაზრდილი და ბუნებრივია ჩემი საქციელებიც მშვენივრად იცოდა. არ ვიცი როგორ, ან საიდან დამინახა , მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ბუჩქებს უკან ვიმალებოდი. გვერზე გამოიხედა და თვალებით მეუბნებოდა „ეს რატომ გააკეთე, ბოროტებას რატომ აკეთებ და შენს დედინაცვალს სამაგიეროს რატომ უხდიო“ მაგრამ უნდოდა თუ არა მაინც სიამოვნებდა მარტინს ის ფაქტი, რომ მის უფროსს ვიღაცამ მაინც გადაუხადა სამაგიერო და ვიღაცამ მაინც შეძლო და ტკივილი მიაყენა მას. ეს საშინელებაა, მაგრამ ვერსად გაექცეოდა ამ გრძნობას ვერც მარტინი , ვერც დანარჩენი მოსამსახურეები და მათ შორის ვერც მე. მერი ყველას, ყველას ძალიან ცუდად ექცეოდა გარდა თავისი საყვარელი შვილისა. ნელნელა იქაურობა მოსამსახურეებით ივსებოდა რაც მე არ მაწყობდა. კიდევ ცოტაც და აუცილებლად ვინმე დამინახავდა მარტინმა მერი ხელში აიყვანა და სახლში უგონო მდგომარეობაში შეიყვანა. მე ავდექი და მარტინის ოთახში შევედი, სადაც მას ეძინა. ავიღე ფურცელი კალამი და დავიწყე წერა. „მარტინ! მე სახლიდან მივდივარ და აღარ დავბრუნდები. ვიცი ჩემით ნამდვილად არ ამაყობ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ მაინც ძალიან მიყვარხარ. მომენატრები მარტინ! გთხოვ ვისაც ვერ დავემშვიდობე მათ ჩემ მაგივრად დაემშვიდობე. და უთხარი რომ ყველა ძალიან მომენატრება. როცა გავიზრდები გინახულებთ ყველას! სიყვარულით ბეტი! PS. არ გამიბრაზდე :)) “ ბოლოს წერილზე ვარდი დავდე და მარტინს საწოლზე დავუდე. წინ დიდი მოგზაურობა მელოდა. სასახლეს უკან მოვიტოვებდი და დიდ ქალაქში გავქუსლავდი სადაც იმედია მივიღებდი იმას რაც ასე ძალიან მინდა. თბილ და მოსიყვარულე ოჯახს. ყველაფერი მქონდა ფული, ტანსაცმელი, საგზალი რისი წაღებაც შეიძლებოდა. კარიდან გასული არ ვიყავი რომ ბაქსიმ ყეფა ატეხა. -ჩემთან ერთად გინდა წამოსვლა?-ძაღლი თითქმის ჩემხელაა. 5 წლის რომ ვიყავი მაშინ მომიყვანა მამამ სულ ახალ დაბადებული. მას მერე ჩემთან ერთად იზრდება. სულ ერთად ვართ ხოლმე და ვთამაშობთ ახლაც კი. ძალიან ვუყვარვარ და ასევე მეც ძალიან მიყვარს. მასთან ლაპარაკს უკვე მივეჩვიე. მისი ძალიან კარგად მესმის, ვიცი როდის რა უნდა და როდის რას მეუბნება. მას ჩემთან ერთად უნდოდა წამოსვლა. გული უგრძნობდა რომ სადღაც შორს მივდიოდი და მას აქ ვტოვებდი. წორედ ამიტომაც იჯდა ჩემი ჩანთის გვერდით. იქვე მისი ჯაჭვი ეგდო რითიც ვასეირნებდი ხოლმე. გამოვაბი ყელზე და კარში ბაქსისთან ერთად გავაბიჯე. ახლა უკვე თანამგზავრიც მყავდა და მგონი მოგზაურობისთვის იდეალური გარემო და მდგომარეობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.