სიყვარული თუ შურისძიება?(მეცხრე თავი)
ეს რომ დავინახე, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ვიდექი და ვუყურებდი, როგორ კოცნიდა ნინი- ცაბაძეს და გული საშინლად მტკიოდა, გაუგებარი მიზეზის გამო. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ ვეღარ გავძელი და გარეთ გავვარდი. უკან ცაბაძე დამედევნა, რადგან დამინახა როგორ შევედი კლასში და დავინახე მათი კოცნა. - ლიზ, ლიზ, დამელოდე გთხოვ.. - რა გინდა? - ლიზ, ეს არ იყო რაც შენ იფიქრე, მან თვითონ მაკოცა. - იცი რა ცაბაძე, სულ არ მაინტერესებს ვინ გაკოცა, არც შენ მაინტერესებ და საერთოდ, ორივეს ჯანდაბამდე გზა გქონიათ. შემეშვი გასაგებია? თავი დამანებე, თავიდანევ ვიცოდი როგორიც იყავი და მართალიც აღმოვჩნდი. - ლიზ, ეგრე არაა, მე შენ მართლა მიყვარხარ, ნინი არ მაინტერესებს. გთხოვ დამიჯერე ლიზი. - მე კი შენ არ მაინტერესებს. რაც გინდა ის ქენი. - ლიზ, მიყვარხარ, მხოლოდ შენ მიყვარხარ. არ გაგიშვებ გესმის? არასდროს არ გაგიშვებ ჩემგან. - შენ ვერ გადაწყვეტ მე სად ვიყო. თავი დამანებე და ნინის მიხედე, ალბათ გელოდება. - ნინის დედაც, მე შენ მიყვარხარ გაიგე ეს ერთხელ და სამუდამოდ და შენც გიყვარვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებ. - არა არ მიყვარხარ და არც შეგიყვარებ. - გიყვარვარ ლიზ, სწორედ ამიტომ იეჭვიანე ნინისთან რომ დამინახე. - არა, ეგრე არაა. უბრალოდ გავბრაზდი. - კაი რა ლიზ, აღიარე რომ გიყვარვარ. - არა ვერ გიტან, მძულხარ ირაკლი ცაბაძე. მძულხარ ყველაფრის გამო, იმის გამო რომ ყოველი დღეს ჯოჯოხეთად მიქციე, იმის გამო რომ სულ მატყუებ, იმის გამო რომ ერთ დღეს სიყვარულს მე მეფიცები და მეორე დღეს სხვას კოცნი, ვერ გიტან ცაბაძე, გესმის? მძულხარ. გაბარაზებული ვიყავი ძალიან და მაშინვე შენობაში შევვარდი. ცაბაძე დამედევნა და შემაჩერა. - მინდა რომ ჩემი გჯეროდეს, ლიზი, მინდა გჯეროდეს რომ ძალიან მიყვარხარ. - არ მჯერა და არც დავიჯერებ. - კაი. ეს თქვა და კიბეებზე აირბინა. იქ ტრიბუნა იდგა, ტრიბუნაზე კი მიკროფონი. ცაბაძემ ის მიკროფონი აიღო და დაიწყო. - ცოტა ხნით ყველას ყურადღებას ვითხოვ, მინდა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით კი ერთმა გოგონამ. ყველა დერეფანში შეიკრიბა, ნინიც გამოვიდა. ამ გოგოს ვერ ვიტანდი, რადგან ყველა ბიჭს კისერზე ეკიდებოდა. როცა ცაბაძემ თქვა რომ ერთმა გოგომ განსაკუთრებითო, მას თავისი თავი ეგონა და ირონიულად შემომხედა, მხარი გამკრა და წინ გავიდა. ეგონა ცაბაძე მას დაუძახებდა. ცაბაძემ კი საუაბრი განაგრძო. - მინდა ერთ არაჩვეულებრივ გოგოს მივამრთო, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს გოგოა ელიზაბედ ზედგინიძე. დავინახე ნინის ღიმილი სახეზე შეახმა და საოცრად მესიამოვნა. ცაბაძის სიტყვების შემდეგ ყველამ მე შემომხედა. ნინი კი გაბრაზებული მიყურებდა. ცაბაძე კი არ ჩერდებოდა - ელიზაბედ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. გთხოვ ჩემთან მოდი ელიზაბედ მე გამოშტერებული ვუყურებ და არ ვიცი რა ვქნა. თუმცა იქ ასვლა არ მინდოდა, მაგრამ რომ არ ავსულიყავი ცაბაძე ძალიან შერცხვებოდა მე კი ეს არ მინდოდა. მითუმეტეს ამდენი რამ გააკეთა ჩემთვის, თან ნინის დაბოღმვა მინდოდა. ამიტომ ნელი ნაბიჯით დავიძარი ტრიბუნისკენ. ავედი და მის გვერდით დავდექი, არ ვიცოდი რა მექნა.ნაძალადევად გავუღიმე ყველას და ცაბაძისკენ გავიწიე. - ცაბაძე, ეს რა სისულელეა. როდის მორჩები ამ სპექტაკლს. - ჯერ არა, ლამაზო, - მე მივდივარ და შენ რაც გინდა ქენი. ქვევით ჩასვლა დავაპირე მაგრამ მკლავში ჩამვლო ხელი და მისკენ მიმწია - თუ წასვლა გინდოდა რატომ ამოხვედი? - იმიტომ რომ, არ შემერცხვინე ამდენი ხალხის წინაშე. მაგრამ ახლა მივდივარ. ნინი დაპატიჯე, დიდი სიამოვნებით ამოვა. - მე შენ მჭირდები ლიზ, ახლა კი.... ჯერ ჩუმად ამბობდა შემდეგ კი ხმამაღლა გამოაცხადა. ელიზაბედ ზედგინიძე, ჩემი შეყვარებული იქნები? გაოცებისგან პირი დავაღე, არ ვიცოდი რა მეთქვა. ამ იდიოტს თავისას ვერ გავატანინებდი და არც მქონდა სურვილი მისი შეყვარბეული ვყოფილიყავი. მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე რა მეთქვა არ ვიცოდი.ისევ ნაძალადევად გავიღიმე და კვლავ ცაბაძეს ჩავჩურჩულე - ცაბაძე, ან შენი სიტყვები უკან წაიღე და თქვი რომ იხუმრე, ან აქ დარჩი მარტო და ილაპარაკე რამდენიც გინდა. - არა, უკან არ წავიღებ, ლამაზო, შენს პასუხს ბელოდებით ელიზაბედ. გაბრაზებული ვიყავი საშინლად, არაფრად ჩააგდო ჩემი სიტყვები. წავედი და დავტოვე იქ, როგორც ვუთხარი. არ ელოდა ამას და დამედევნა. - ლიზ, სად მიდიხარ? - მე უკვე გითხარი, რასაც ვაპირებდი და შევასრულე კიდეც. - კაი რა ლიზ, შენს ადგილზე ყოფნას რამდენი გოგო ისურვებდა, შენ კი როგორ იქცევი? - ხოდა ვინც ისურვებდა მათთან წადი. - არა, ასე ადვილად ვერ წახვალ, ლამაზო. მიკროფონი კვლავ აიღო და დაიწყო. - ელიზაბედი თანახმაა, მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე ვერაფერი თქვა და მხოლოდ მე მითხრა. ამაზე საერთოდ გავბრაზდი, ამ იდიოტს თავი ვინ ჰგონია. ყვლას გაეღიმა მე კი გაბრაზებულს არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. გაბრაზებულმა შევხედე ცაბაძეს და ტრიბუნაზე ავედი. გაბრაზებულს ათასი აზრი მომდიოდა. მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე ცაბაძე გამნედგურებინა, ამიტომ ცაბაძეს მივუახლოვდი ყურში ჩავჩურჩულე - თანხმა ვარ. - სერიოზულად? - კი თანახმა ვარ, მაგრამ ჩემს სიყვარულს ინანებ ცაბაძე. - არასდროს ვინანებ. ხალხს უთხრა რომ დავთანხმდი. მაგრამ ნინი თითქოს ხვდებოდა რომ ვთამაშობდი დაიყვირა - თუ მართლა გიყვარს, ელიზაბედ მთელ სამყაროს რატომ არ ეუბნები მაგის შესახებ? - იმიტომ რომ, ირაკლი ცაბაძეა ჩემი სამყარო. ნინი გაბრაზებული გაიქცა, ცაბაძე კი გაოცებული მიყურებდა. ხალხი ტაშს უკრავდა, მე კი კმაყოფილი ვიყავი ამ ყოველივეთი. ამიტომ ბოლომდე თამში გადავწყვიტე და კვლავ ცაბაძეს მივმართე - წავედით, საყვარელო? ცაბაძე ამან სულ გამოაშტერა. მაგრამა რაფერი უთქვამს ხელი მომკიდა და კლასში შევედით. მერე გამახსენდა, რომ მისთვის ქურთუკი მქონდა მისაცემი, ამიტომ ქურთუკიც დავუბრუნე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ლექციებმა ჩვეულებრივად ჩაიარა, ჩანთა ავიღე და სახლისკენ გავეშურე. უცებ კი რაღაც გამახსენდა, ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუთხარი და იქითკენ გავემრთე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.