ქალაქელი პრინცესა (5 თავი)
-ადექი და ბარგი ჩაალაგე, მივდივართ-მესმის მეორე დილით ბექას ხმა. -სად?-თავი არ ამიწევია, ისე ვუთხარი. -თბილისსში ვბრუნდებით -რაა?-მაშინვე საწოლში წამოვჯექი და გაკვირვებულმა შევხედე. -ხო, თბილისში ვბრუნდებით, შენც ეს არ გინდოდა?-თითქოს მობეზრებული ხმით მითხრა. -ხო მაგრამ ჯერ ხომ მხოლოდ სამი დღეა რაც აქ ვართ და, ეს როგორ...-ჯანდაბა, ისევ ეს ტელეფონი. რატომ არასდროს არ მაცდის საუბარს. -გისმენთ-გაბრაზებული ხმით ვუპასუხე. -თაია ლიკა ვარ, რა გჭირს? -ა, ისა არაფერი. რისთვის მირეკავდი?-ფეხზე წამოვდექი, ბექას გვერდით ჩავუარე და მეორე ოთახში გავედი. -იმის სათქმელად გირეკავდი რომ დედამ წამოსვლის უფლება მომცა-ბედნიერმა ჩამძახა. -ლიკა, იცი.. -არ გაგიხარდა? -კი, როგორ არა. უბრალოდ შეიძლება მეც უკან დავბრუნდე. კარგი დანარჩენს მერე გეტყვი. დროებით-სწრაფად დავემშვიდობე, რადგან დავინახე როგორ გავიდა ბექა გარეთ. -ჰეი, სად მიდიხარ?-უკან გავყევი. -საქმეზე-მოკლედ მომიჭრა და მანქანაში ჩაჯდა. -მოიცა, ჯანდაბა, ასე სად ეჩქარებოდა. -თაია-სახლში შესვლას ვაპირებდი როცა კატოს ხმა მომესმა-მისმინე, თუ გცალია, ნამცხვარი გამოვაცხვე და იქნებ გვესაუბრა ცოტა. -კარგი, როგორც გინდა, დაგელოდები. სახლში შევედი და საათს შევხედე. ათის ნახევარია, სად ეჩქარება ამ ხალხს. ბექას ნაყიდი ტანსაცმელი ჩავიცვი და სახლის დალაგება დავიწყე, თუ ამას დალაგება ერქვა. სახლის საქმეს შეჩვეული არ ვიყავი, სახლში უამრავი მოახლე იყო და რამის გაკეთება არასოდეს დამჭირვებია. ერთადერთი მხოლოდ ტორტის გამოცხობა ვიცი, რომელიც ბებომ მასწავლა. -შეიძლება?-ოთახში კატო შემოვიდა, ხელში ნამცხრის მოზრდილი ნაჭერი ეკავა. მალე ორივენი სამზარეულოში ვისხედით. ყავას და ნამცხვარს ვაგემოვნებდით და თან ვსაუბრობდით. მოკლედ მოვუყევი რატომ მომიწია აქ ჩამოსვლა. რომ ვუთხარი შეიძლება წავიდეთქო ნამდვილად არ ესიამოვნა. -წახვიდე, შენ არ თქვი მთელი თვე აქ უნდა ვიყოო, ასე როგორ შეიძლება? -რაა?-გაოცებულმა შევხედე. -ცუდად არ გამიგო, უბრალოდ შენ არ თქვი ნარკოტიკები ჰქონდა მიღებულიო და არავისთვის მითქვამსო? ახლა უკან რომ დაბრუნდეთ ამის თქმა ყველასთვის მოგიწევთ და ბექა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მე მხოლოდ ეს ვიგულისხმე-თქვა ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ. -ხო მაგრამ.. -თაია, მხოლოდ შენ თავზე ვერ იფიქრებ, ეგოისტი არ უნდა იყო, ხომ არ გგონია რომ რადგან ბე..-უცბად გაჩერდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო და დაწყანრებულმა განაგრძო საუბარი-მართალია ბექამ გითხრა რომ უნდა წახვიდეთ,მაგრამ თავად უნდა წასვლა? ვფიქრობ აქ უნდა დარჩე. -კარგი, კარგი მართალი ხარ-დავეთანხმე. -უნდა წავიდე საქმეები მაქვს. ფეხზე წამოდგა და როცა წასვლას აპირებდა სწორედ მაშინ შემოვიდა ოთახში ბექა. -გამარჯობა კატო, როგორ ხარ?-მხიარულად უთხრა ბექამ -მშვენივრად. თაიას ნამცხვარი მოვუტანე, გამიხარდება თუ შენც შეჭამ. -მადლობ, დიდი სიამოვნებით. -თაიამ მითხრა რომ შენ და..-გააგრძელა კატომ საუბარი თუმცა მე არ დავაცადე. -კატო გაგაცილებ, არ მინდა საქმეებს მოგაცდინო-კარისკენ წავედი. -ნახვამდის ბექა, მადლობა თაია, გაცილება არ მჭირდება, თავად წავალ. -როგორც გინდა-უპრობლემოდ ვუთხარი და კარი გავუღე. -რა დაგემართა-მკითხა ბექამ როცა სახლში მარტო დავრჩით. -არაფერი, ხო მართლა თბილისში არ მოვდივარ, გადავწყვიტე როგორც თავიდან იყო დაგეგმილი მთე თვე აქ დავრჩე, და კიდევ დღეს ლიკა ჩამოდის, ჩემი მეგობარი და რამე პრობლე ხო არ გაქვს? -უკვე ყველაფერი გადაგიწყვეტია, მე რას მეკითხები. ყოველი შემთხვევისთვის თუ გაინტერესებს, დღეს საღამომდე ვერ მოვალ, შენგან განსხვავებით გარეთ გავდივარ და ახალ ხალხს ვეცნობი-მოსასხამი აიღო და გარეთ გავიდა. ლიკას დავურეკე და ვუთხარი რომ შეეძლო ჩამოსულიყო. მთელი დღე ვერ მოვისვენე. ადგილს ვერ ვპოულობდი. ჯერ მისაღებში ვიჯექი, რაღაცის კითხვა დავიწყე, იქნებ გული გადავაყოლოთქო, მაგრამ განუწყვეტლივ საათს ვუყურებდი. რამდენჯერმე ფანჯარაში გავიხედე. მერე თავის დასაწყნარებლად ტელევიზორი ჩავრთე და უაზროდ მივაშტერდი ეკრანს.. ბოლოს როგორც იქნა მანქანის ხმაც გაისმა და მაშინვე გარეთ გავვარდი. რამდენიმე წუთში კი უკვე ლიკას ვეხვეოდი. -რამხელა გზაა, როგორ დავიღალე. -თუ გინდა ჯერ დაისვენე-შევთავაზე და სახლში შევუძეხი. -არა, არა ქალბატონო. ჯერ მომიყვები რა მოხდა და აქ რატომ ხარ, თორემ ინტერესით ვკვდები. -მოსაყოლი არაფერია-თავის დაძვრენა ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა და მოყოლა დავიწყე-მოკლედ ბექამ იმ დღეს-მის გაოცებულ მზერას რომ მოვკარი თვალი, გამახსენდა რომ მას სულ ოთხი წელია რაც ვიცნობდი, და მან ბექას შესახებ არაფერი იცოდა, ამიტომაც მოყოლა სულ თავიდან დავიწყე. -ნათია აბრამიძე დედაჩემის მეგობარი, ჩემს ოჯახთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს, ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა ნიკა მაჩაბელზე, რომელსაც წინა ქორწინებიდან პატარა გოგონა ჰყავდა-ნინო. ნათიას ქორწინების შემდეგაც არ შეუწყვეტია დედაჩემთან მეგობრობა და მალე ოჯახებით დამეგობრდნენ. მე და ბექა ორივე ზაფხულში დავიბადეთ. მიუხედავად იმისა რომ ნინო ჩემზე სამი წლით უფროსი იყო ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ბექას იშვიათად ვხედავდი. ჩემი ტოლი იყო მაგრამ ჩემზე ბევრად დინჯი, მე რომ ცხრა წლისა თოჯინებით ვთამაშობდი, ის წიგნებს კითხულობდა. ჩვენს მეზობლად იყიდეს სახლი. ნიკას უნდოდა ნინოს უცხოეთში მიეღო განათლება და ამის გამო ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლად და ახლა, ცხრა წლის შემდეგ ჩამოვიდნენ-ლიკა ამ დროის განმავლობაში ყურადღებით მისმენდა. მერე ის მოვუყევი მოკლედ რა შემემთხვა ვახშმის დროს. -თაია ეს გადაწყვეტილება თავად დირექტორმა გითხრათ?-გაკვირვებით მკითხა ლიკამ. -არა, მან უბრალოდ გაგვაფრთხილა ასე აღარ მოვქცეულიყავით. ამის შესახებ მეორე დღეს გავიგე, დედამ მითხრა რომ ბატონმა კოტემ ეს გადაწყვეტილება მას აცნობა. -კარგი, კარგი გასაგებია,ახლა კი მაჭამე რამე თორემ შიმშილით კუჭი მიხმება. -ბევრი არაფერი მაქვს მაგრამ დღეს გვეყოფა. მერე შენი დიასახლისობის იმედზე ვიქნები-სიცილით ვუთხარი და სამზარეულოსკენ გავუძეხი. საღამომდე კიდევ ვისაუბრეთ. კატოს შესახებაც მოვუყევი. -კარგი გოგოა?-ინტერესით მკითხა. -საკმაოდ მაგრამ მასში რაღაც მაინც არ მომწონს, ამის შემდეგ შევეცდები ზედმეტად აღარ დავუახლოვდე. -ინტუიცია რასდროს გღალატობს, ახლაც რაღაცას "იყნოსავდი"-სიცილით მითხრა და მისაღებში შუქი ჩააქრო-ხო მართლა, უკვე გვიანია და მე სად ვწვები? -რათქმაუნდა ჩემს ოთახში. გაჭირვებით მივატყუპეთ საწოლებიერთმანეთს და დაღლილები წამოვწექით. მალე ბექაც შემოვიდა ოთახში და რომ დაგვინახა აგეცინა. -როგორც ჩანს მე დივანზე მომიწევს ძილი არა?-სიცილით ჩაილაპარაკა. -მაპატიეთ, ჩემი ბრალია-მორიდებით უთხრა ლიკა. გამაგიჟებს მე ეს გოგო. -არა, რას ამბობ. წავალ მეც დავწვები ტკბილი ძილი გოგოებო-დაგვემშვიოდბა და ოთახიდან გავიდა. შვებით ამოვისუნთქე და მალევე ჩამეძინა. შემდეგი დღეც სწრაფად გავიდა. საღამო იყო. გარე სახლში არ იყო, ლიკას უკვე ეძინა. მეც დაწოლას ვაპირებდი როცა კარზე კაკუნი გაისმა. გაკვირვებული წავედი კარებისკენ, ასეთ დროს ვინ უნდა ყოფილიყო, ბექას თავისი გასაღები ჰქონდა. კარი გავარე და კატო აღმოჩნდა. -კატო, აქ რა გინდა, თან ასე გვიან ყველაფერი კარგადაა? -შენთან სერიოზულ საქმეზე მინდა საუბარი, დილამდე ვერ მოვითმენდი. -კარგი შემოდი-გვერდით გავიწიე რომ შემოსულიყო. -არა აქვე გეტყვი. -კარგი გისმენ. -მე ბექა მიყვარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.