შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეცამეტე)


7-05-2016, 19:43
ავტორი fireending
ნანახია 1 865

ნინა და ბექა ცოტა ხანს იჯდნენ ეზოში, მაგრამ აცივდა, ცოტა წვიმაც წამოვიდა და იძულებული გახდნენ სახლში დაბრუნებულიყვნენ, სწორედ ამ დროს ლიზა და დათოც დაბრუნდნენ. ნინას ძალიან გაუხარდა მათი დანახვა. ლიზას და მამამისს მოეხვია.
-არ გძინავთ.
-არა მამა, არ გვეძინებოდა, თანაც თქვენ გელოდებოდით.
-ჰო, ჩვენ ძალიან დაგვაგვიანდა. ლუკამ არ გამოგვიშვა. შენც მოგიკითხა ნინა. უთხრა ლიზამ.
-მართლა? მოვიდეს ხოლმე ჩვენთან, ბოლო დროს ვეღარ ვნახულობთ. ელეს და მარიამსაც მოწონთ ლუკა.
-აუცილებლად გადავცემ.
-აქ ცივა, მოდი სახლში შევიდეთ, თანაც წვიმს.თქვა დათომ.
ყველანი სახლში შევიდნენ.დათო და ლიზა ძალიან იყვნენ დაღლილები და მაშინვე საძინებელ ოთახში შევიდნენ. ნინასაც მალე ჩაეძინა, სახლში სრული მყუდროება იყო. მხოლოდ ბექას არ ეძინა, ვერ იძინებდა, ირინას მუქარაზე ფიქრობდა, იცოდა თუ მისი და ლიზას ამბავი გამოასკარავდებოდა ყველას გული ეტკინებოდა. ირგვლივ ისეთი სიმშვიდე იყო, მაგრამ ეს სიმშვიდეც თითქოს არაბუნებრივი იყო, მალე გაქრებოდა,ყველაფერი აირეოდა. ბექამ დერეფნიდან ფეხის ხმა გაიგო. თითქოს გულმა რაღაც უგრძნო, საწოლიდან წამოდგა და გარეთ გავიდა. კიბეებზე ჩამავალ ლიზას მოკრა თვალი, მაშინვე უკან გაყვა. ლიზა სამზარეულოში შევიდა და წყალი დაისხა. მხარზე ცხელი ხელის შეხება იგრძნო, მთელ სხეულში დაუარა ჟრუანტელმა, ეს ის აკრძალული შეხება იყო, რომლისგანაც ასე შორს იჭერდა თავს. ლიზა მობრუნდა, თავს უკვე ვეღარ აკონტროლებდა, გაუცნობიერებლად მოქმედებდა, ორი წამიც და ბექამ ის გულში ჩაიკრა, ისე მაგრად თითქოს ეს ბოლო ყოფილიყოს. გული ორივეს ამოვარდნაზე ჰქონდა.
-ბექა...გამიშვი
-არ შემიძლია.
-გთხოვ.
-წავიდეთ, აქედან წავიდეთ მე და შენ...
-სულ გაგიჟდი არა. გონს მოდი გთხოვ. რატომ მტანჯავ, რატომ?
-გავგიჟდი? გავგიჟდი, ალბათ ხო.
ლიზამ წასვლა დააპირა, მაგრამ ბექა ხელზე ხელს არ უშვებდა.
-იქნებ ასე ჯობია, მოხდეს რაც მოსახდენია. თქვა ბექამ.
-რა? რას გულისხმობ?
-მალე ყველა გაიგებს რომ ჩვენ რომანი გვქონდა.
-რა? რას ამბობ?
-აი ეს ნახე.
ბექამ ლიზას ირინას მუქარის მესიჯი აჩვენა.
-ჯანდაბა , მაინც არ ისვენებს, რა უნდა ჩვენგან. რატომ გვირევს ცხოვრებას?
ლიზას თავბრუ დაეხვა.ცოტაც და წაიქცეოდა, მაგრამ ბექამ დაიჭირა და კაბინეტში შეიყვანა. შეშინებული ბექა მის გონზე მოყვანას ცდილობდა.
-ლიზა, გთხოვ თვალი გაახილე. ფუ რა იდიოტი ვარ .
-დაწყნარდი, კარგად ვარ, მაგრამ ირინა ჩავარდება ცუდ დღეში. ახლა მითხარი, სანაცვლოდ რა გთხოვა. ჩიპი არა?
-რა იცი?
-იქ ძალიან მნიშვნელოვანი საბუთებია, მიხეილი, დათოს ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას. მეტს ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ის ჩიპი მათ არ უნდა ჩაუვარდეთ ხელში. ის კაცი ძალიან საშიშია.
-რას ამბობ. ჯანდაბა. ჩიპი არ უნდა ჩაუვარდეთ მათ ხელში, მაგრამ სხვა შემთხვევაში დათო გაიგებს ყველაფერს ჩვენს შესახებ.
-არასწორად მოვიქეცით რომ დავუმალეთ დათოს . ახლა ჯობია ყველაფერი მოვუყვეთ. ვიცი მას დავკარგავ, მაგრამ მის კომპანიას და მომავალს საფრთხეში ვერ ჩავაყენებ.
-შენი ანერვიულება არ მინდოდა. არ ვიცოდი საქმე ასე სერიოზულად თუ იყო, მეგონა ირინას მხოლოდ ჩემზე უნდოდა შურისძიება. არ ვიცოდი ასეთი მზაკვრული გეგმა თუ ჰქონდა.
-საერთოდ როგორ ენდე თავიდანვე ეგ მიკვირს.
-იდიოტი ვარ. ბექა გიგიაძეზე იდიოტი ამ ქვეყნად არ დადის ლიზა, სწორედ მის გამო დაგკარგე შენ და ახლა არ მინდა ჩემ გამო ცხოვრება აგერიოს.
-დაწყნარდი რა,რას ვიზამთ . დათოს ჩვენ თვითონ უნდა მოვუყვეთ ყველაფერი. უარესი იქნება თუ ამას იმ ძუკნა ქალისგან გავიგებთ. ახლა კი ოთახში უნდა დავბრუნდე. ღამე მშვიდობისა.
-ღამე მშვიდობისა ლიზა.
ლიზა ოთახში დაბრუნდა და საწოლში ჩაწვა. თუმცა ძილი არ მიეკარა. მთელი ღამე ფიქრობდა. არ იცოდა რა მოხდებოდა. სიმართლე აუცილებლად უნდა ეთქვა დათოსთვის, მაგრამ არ იცოდა როგორ, არც ის იცოდა დათოს როგორი რეაქცია ექნებოდა. გონება ქონდა არეული, მაგრამ ერთი რამ იცოდა, ლიზას დათოს დაკარგვა არ უნდოდა.საწოლში ვერ გაჩერდა და თითქმის მთელი ღამე ფანჯარასთან იდგა. ერთი მხრივ აწუხებდა ის ფაქტი რომ ბექას კვლავ ეკავა ადგილი მის გულში, თუმცა ამაში საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა, მთელი არსებით ცდილობდა ბექასადმი გრძნობის ამოშლას გულიდან, მაგრამ ადვილი ხომ არაა დაივიწყო პირველი სიყვარული.მეორეს მხრივ კი ისევ დათოზე ფიქრობდა, მიუხედავად ბექასადმი გრძნობის ნაფლეთებისა, რომელიც ლიზას გულში იყო დარჩენილი,დათოსადმი სიყვარული ძლიერი იყო და ვერ გადაიტანდა მის დაკარგვას, თუმცა ძალიან კარგად ხვდებოდა რომ სიმართლე რაც შეიძლება მალე უნდა ეთქვა. უკვე თენდებოდა, მზის სხივები ნელ-ნელა ფანტავდა სიბნელეს, საოცარი სანახავი იყო განთიადი, ლიზამ მძინარე ქმარს გახედა და გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა, საწოლში ჩაწვა დათოს ხელი აიღო აკოცა, გულში ჩაიკრა და ჩაეძინა.
* * *
დათო მისაღებ ოთახში იჯდა და ინტერნეტში ახალ ინფორმაციას ეცნობოდა.ოთახში ლიზა შემოვიდა ბექასთან ერთად.
-დათო, გცალია?
-კი საყვარელო, მოდი.
-რაღაც უნდა გითხრათ.
-გისმენთ.
-ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ.
-ლიზა, დამშვიდდი . ხელზე ხელი მოკიდა დათომ.
-ეს მე და ლიზას გვეხება. დათო, ვიცი რომ თავიდანვე უნდა გვეთქვა ამის შესახებ, მაგრამ... ბექას წინაადება უნდა დაემთავრებინა, მაგრამ დათომ ინტერნეტში ისეთი ინფორმაცია იპოვა უნებურად ფეხზე წამოდგა.
-ეს რა არის?
-რა მოხდა? კითხა ლიზამ.
დათომ ლეპტოპი ბექას და ლიზასკენ მოატრიალა, იქ ფოტოკოლაჟი იყო, რომლებზეც ბექა იყო ლიზასთანაც და ნინასთანაც ერთად. კოლაჟს ასეთი სათაური ჰქონდა დართული: "ფარული რომანი ჯავახიშვილების სახლში, ბექა გიგიაძეს დათო ჯავახიშვილის ქალიშვილთან და ცოლთან აქვს რომანი".
ბექა და ლიზა ხმას ვერ იღებდნენ. დათო კი საშინლად გაბრაზებული ჩანდა.
-აბა ამიხსენით რა არის ეს? ნინა, სად ხარ?
-მამა, რა მოხდა ?
დათომ სტატია ნინასაც აჩვენა.
-ეს რა სისულელეები წერია მამა.
-სისულელეები არა? აქ თქვენი ფოტოებია.
-მამა, კი მაგრამ საიდან მოხვდა აქ ჩვენი ფოტო ? ჩვენ უბრალოდ გარეთ ვიდექით. ვინ გადაგვიღო. მამა, ხომ იცი რაც აქ წერია ტყუილია.
-ტყუილი არა? შენ რას იტყვი ლიზა? შენც უარყოფ?
-დათო დაწყნარდი და მოგვისმინე.ჩემსა და ნინას შორის არაფერი ხდება, ჩვენ მეგობრები ვართ, იღაცამ ისარგებლა ამით და სკანდალში გაგვხვია.
-კარგი, მაგრამ შენსა და ლიზაზე რას მეტყვი? აქ თქვენი ფოტოცაა.
-სწორედ ამის ახსნას ვცდილობდით ცოტა ხნის წინ. მე და ლიზა, სანამ შენ გაგიცნობდა ერთმანეთს ვხვდებოით, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კარგა ხნის წინ დამთავრდა.
-ამის შესახებ რატომ არ მითხარით?
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ახლა ჩვენს შორის არაფერი ხდება, ეს ურთიერთობა დიდი ხნის წინ დასრულდა.თანაც... ლიზას უნდოდა ეთქვა რომ ირინა აშანტაჟებდა, მაგრამ დათომ გააწყვეტინა
-უნდა გეთქვა ლიზა,ახლა კი თქვენი დაუდევრობის წყალობით სკანდალში გავეხვიეთ. მეგონა გიცნობდი და ცოლად სანდო ადამიანი მომყავდა, მაგრამ შენ მატყუარა აღმოჩნდი და ახლა ჩემიც და ჩემი შვილის რეპუტაცია შენი და ბექას წყალობით საფრთხის წინაშე დადგა.
-დათო, ძალიან გთხოვ გვათქმევინე კიდევ რაღაც.
-არაფრის გაგონება არ მინდა საერთოდ.
-არ გინდა იცოე ეს ფოტოები ვინ და რატომ გაავრცელა?
-რა მნიშვნელობა აქვს ბექა? ფაქტია რომ მე ყველაზე გვიან გავიგე ყველაფერი.
ლიზა ოთახში წავიდა. მას ნინა გაყვა. ლიზამ ჩანთა აიღო და ცოტა ტანსაცმელი ჩაალაგა.
-ლიზა, რას აკეთებ? გთხოვ არ წახვიდე.
-არა ნინა, დათო მე აღარ მენდობა და მატყუარად მთვლის. ის ალბათ მართალიცაა, ადრევე უნდა მეთქვა ყველაფერი თქვენთვის.
-მერე რა. ყველაფერი წარსულში იყო. მამა ძალიან გაბრაზებულია, ცოტა დაწყნარდება და ბოდიშსაც მოგიხდის, გთხოვ ლიზა არ წახვიდე.ხომ იცი, მე არ გთვლი მატყუარად. შეიძლება ეს არ უნდა დაგემალა, მაგრამ ...
-ნინა, ჩემო საყვარელო. მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ აქ ვეღარ გავჩერდები. არ მინდა ჩემს გამო ამ ოჯახს კიდევ რამე ზიანი მიადგეს.
ლიზამ ჩანთა აიღო და უკანა კარიდან გარეთ გავიდა, ქუჩაში ტაქსი გააჩერა და წავიდა. ნინაც გამოვიდა ოთახიდან და დერეფანში ბექა დაინახა, რომელიც ძირს მიდიოდა.
-ბექა.
-ნინა, მაპატიე . მამაშენი მართალია. მე არ ვიმსახურებ თქვენთან ერთად ყოფნას.
-არ წახვიდე. ლიზაც წავიდა, ახლა შენც მიდიხარ . მე არცერთს არ გთვლით დამნაშავედ. მამაც სიბრაზემ დააბრმავა, დარწმუნებული ვარ ყველაფერს სწორად გააანალიზებს.
ბექა ნინასთან მივიდა და მოეხვია.
-ყველაფერი ირინას ბრალია. ამას მწარედ ვანანებ.სწორედ ის მემუქრებოდა რომ ჩემზე და ლიზაზე ყველაფერს იტყოდა, მაგრამ ნინა, მაპატიე, არ მეგონა შენც თუ ჩაგითრევდნენ ამ საქმეში. ამას მწარედ ვანანებ.
-საპატიებელი არაფერია ბექა. იმ ძუკნას უნდა ვუჩივლოთ.
ბექა უსიტყვოდ ჩავიდა ძირს მანქანის გასაღები აიღო და პირდაპირ ირინასთან წავიდა. ძალიან იყო გაბრაზებული. შეეძლო მოეკლა ირინა.
* * *
ლიზა ლუკასთან იყო სახლში. დივანზე იჯდა. არ ტიროდა, არც ხმას იღებდა. ლუკა ამაოდ ცდილობდა ლიზას რამე ეჭამა, გოგონა იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა.
-ლიზა, გთხოვ ხმა გამეცი. მეშინია ასეთს რომ გიყურებ. აი ნახავ, დათო თავის შეცდომას მიხვდება და...
-დათო მართალია, მე მათ ცხოვრებაში შევიჭერი და მათი რეპუტაცია ეჭვის ქვეშ დავაყენე, ნინა კი იმდენად კეთილშობილი ადამიანია, რომ ერთი საყვედურიც არ უთქვამს. მე არ ვარ დათოს ღირსი.
ლუკა ლიზასთან მივიდა და ჩაეხუტა, ლიზამ მის მხარზე დადო თავი და თვალები დახუჭა.
-ლიზა, ასე ნუ ლაპარაკობ. შენ არაფერი დაგიშავებია. მართალია, ჯობდა დათოსთვის თავიდანვე გეთქვა ყველაფერი, დათო ახლა გაბრაზებულია, ცოტა დაწყნარდება და ისიც მიხვდება ყველაფერს.
-არ ვიცი. უკვე აღარაფერი ვიცი.
საუბარი ლუკას მობილურის ზარმა შეაწყვეტინათ.
-გისმენთ.
-ლუკა, ნინა ვარ . შენი დახმარება მჭირდება.
-გისმენ ნინა, რა მოხდა?
-ლუკა, ბექა სახლიდან წავიდა. მგონი ირინასთან წავიდა, საშინლადაა გაბრაზებული, მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს, თანაც ინჰალატორიც სახლში დარჩა. შეიძლება ზედმეტი ნერვიულობისგან ისევ ასთმის შეტევა დაემართოს.
-ნინა, დაწყნარდი. ირინას მისამართი მოწერე და ახლავე იქ წავალ.
-კარგი. ლუკა დიდი მადლობა, ბოდიში შეწუხებისთვის
-რას ამბობ. არაფერია. მისამართი მომწერე და წავალ.
ლუკამ ტელეფონი გათიშა.
-რა მოხდა? კითხა ლიზამ
-ლიზა, ახლა ვერაფერს გეტყვი, გთხოვ დაწყნარდი, აქ დამელოდე და არ ინერვიულო. ცუდი არაფერია.
-სად მიდიხარ?
-მოგვიანებით აგიხსნი, ახლა უნდა წავიდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent