შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ზღვა -3-


8-05-2016, 12:11
ავტორი sopiko
ნანახია 2 267

წითელი ზღვა -3-
წითელი ზღვა -3-

[თავი 3]
მეორე დღეს ბებომ სკოლაში არ გაუშვა. არც თვითონ უნდოდა წასვლა. საერთოდ არ აინტერესებდა, თუ რა მოუვიდა ბექას. ალბათ რომ მომკვდარიყო, იმ წამს ამაზეც არ იდარდებდა. სამაგიეროდ თედოს ნახვა სწყუროდა ძლიერ... ახლაც კი ცეცხლი ეკიდა შუბლზე... არადა შეხება თითქმის ვერ იგრძნო.
''ალბათ რომ გადამარჩინა, ამიტომ...''–ამას დააბრალა შინაგანი ღელვა და უფრო მეტად ჩაიფუთნა საწოლში.
''ახლა რომ მოვიდოდეს... ღმერთო, ყველაფერს გავიღებ, ოღონდ ახლა მოვიდეს... მაშინ, როცა ველოდები... მაშინ, როცა ყველაზე მეტად მწადია მისი ნახვა...''–ევედრებოდა ღმერთს.
–შვილო, ნახე, ვინ მოვიდა!–ანაზდად თინა ბებია ჩამოუდგა წინ და შვილიშვილს თმაზე ხელი ალერსით გადაუსვა.
–ვინ?–სახე მყის გაებადრა. დაავიწყდა, რომ წუთის წინ სციოდა და მკლავები საბნიდან ამოყო.
–გამარჯობა, თამთიკე! მაინტერესებდა როგორ იყავი...–მოხუცებული განზე გადგა და თამთიკემ თედო დაინახა.
–გამარჯობა, თედო!–არ შეიმჩნია, რომ გული დასწყდა. ასე ხომ შეიძლება ყველა ცუდად მყოფი ადამიანის მდგომარეობა გაინტერესებდეს. თამთიკეს გული კი გაუგებრად, მაგრამ სულ სხვა რაღაცას მოითხოვდა.
–მე წავალ და ნამცხვარს მოგართმევთ, შვილებო. ხომ შეჭამ, თედო?–დაეკითხა სტუმარს თინა.
–თქვენი ნამცხვარი გასინჯული არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ გავსინჯო.–თავაზიანად მიუგო ქალს ქურასბედიანმა და ისიც კმაყოფილი გაცუხცუხდა ნამცხვრის მოსატანად.
–შენ გგონია ნამცხვარს დასჯერდება? სანამ ბოლომდე არ განახორციელებს კულინარიულ ფანტაზიებს, მანამდე იქიდან არ გამოვა.–იწინასწარმეტყველა სიცილით თამთიკემ.
–შენ ბედნიერი ხარ, თამთიკე!
–რატომ?
–აი, მაგალითად საკუთარი თავი რომ ავიღო. მე დედაც მყავს და მამაც. უფროსი ძმაც, მაგრამ რად გინდა. დიტო ინგლისშია სასწავლებლად. მამა მუდამ სამსახურშია. დედა კი ყოველდღე ძვირფას სტუმრებს უმასპინძლდება. ჩემთვის არავის სცალია.–აუხსნა თედომ.
–არა, თედო. მთლად ასეც არ არის. ბებო ჩემზე ზრუნვას ხშირად ვერ ახერხებს. ავადაა და ამიტომ, მაგრამ მე ეს დისკომფორტს არ მიქმნის. თუმცა ვაღიარებ, შენმა მოყვანილმა მაგალითმა ძალიან გამაკვირვა. გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს.
–ამიტომაც ვიჭრებოდი სხვების მიერ შექმნილ სამყაროში, თუმცა მეც ვაღიარებ, რომ შენ სულ სხვა შემთხვევა ხარ...–თვალი თვალში გაუყარა ბიჭმა და ხელები მომუჭა.
–ნუ მაწითლებ...–აფორაჯებულმა ამოღერღა და სხვა მხარეს გაიხედა.
–შენ ისედაც წითელი ხარ, ლიქოკელო! წითელი ზღვა! ამიტომაც ჩაგაგდე იმ დღეს ზღვაში... მინდოდა მენახა, როგორ გააწითლებდი მას... სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. მაპატიე.–სუნთქვაშეკრულმა ამოილაპარაკა და ბედის ირონიით ზუსტად მაშინ შემოაბიჯა ოთახში თინამ.
–მაპატიეთ, შვილებო! ნამცხვარი ცოტა მიმეწვა და... სანამ არ ავაფხიკე...–ბოდიშის მოხდით დაიწყო საუბარი და მერე და მერე სხვა საკითხებსაც გადაწვდა. სათვალე კი ეკეთა, მაგრამ ვერ დაინახა ის ცვლილება, რაც იმ თამთიკესა, თინას გასვლამდე რომ იყო და ამ თამთიკესა, შემოსვლისას რომ დახვდა, ნამდვილად შეიმჩნეოდა.

გაცდენილ დღეებს შაბათ–კვირა მიეწყო და თამთიკეც კარგად გამოშუშდა. პირველ დღეს სახლიდან გასვლის ეშინოდა, ახლა კი უფრო მშვიდად იყო. არ უნდოდა საკუთარ თავს გამოტყდომოდა, მაგრამ ფაქტს ხომ არ გაექცეოდა? ეს სიმშვიდე იმის შემდეგ დაეუფლა, რაც თედოსგან დაიმუხტა უჩვეულო მუხტით. ხან წიგნს იღებდა ხელში, ხანაც სახატავ რვეულში ხატვას იწყებდა, მაგრამ ვერაფერს გულს ვერ უდებდა. ან სადღა ჰქონდა გული? იმ დღეს გააყოლა ქურასბედიანს უკან...
–ბები, რამდენ ხანს უნდა იყო სახლში? გადი ჰაერზე და ასე უფრო გამოჯანმრთელდები. სულ ამ ნესტში და ჩაგუდულობაში რომ ზიხარ, ამიტომაც წაგივიდა გული.–დაუცაცხანა ბებომ და სურათების ალბომი ხელიდან გამოაცალა.
''ესე იგი სწორად გამომიცნია! თედომ ბებოს მოატყუა, არადა უწინ მეგონა ყველაფერს გააკეთებდა მის გასანერვიულებლად...''–მიხვდა თამთიკე და იმის აღმოჩენამ გააბრაზა, რომ ახლა სხვანაირად ფიქრობდა. ბიჭმა რამდენიმე თბილი სიტყვა უთხრა, წაემხატვრულა, შუბლზე ეამბორა და მორჩა! ამაზე ორჯერ კი არა, ათასჯერ მეტი უნდა გაეკეთებინა, რომ ძველი წყენა დავიწყებოდა, ის კი უკვე სხვანაირად ფიქრობს! ჯერ მადლობების გადახდას მოუნდა, მერე ბოდიშების მოხდას და ბოლოს კომპლიმენტების მიცემის უფლებაც მისცა. ამიტომაც ეძახის ბებო ჩერჩეტს! ჯერ კიდევ ბავშვობაშია ჩარჩენილი... ყველა თავისნაირი წრფელი ჰქონია... შეიძლება ქურასბედიანმა დაცინვის მეთოდები გამოცვალა... ვინ იცის?!
ხოდა რომ არ იცის, ამიტომაც უნდა დაიჭიროს მისგან თავი შორს. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა! მორჩა და გათავდა!

–აი, ხედავ, ბებო, რა გამგონე გოგო ვარ? მითხარი, წადი, გაიარეო და მეც მივდივარ! აღარ ინერვიულო არაფერზე, თორემ მეც აღარ დაგიჯერებ...–დაღარული ლოყები დაუკოცნა მოხუცს და სახლის კარი გამოიხურა.
–ეჰ, ბებოს კი გავუგონე, მაგრამ ახლა სად წავიდე?–ჩაფიქრდა და ამ ფიქრში კინაღამ ისევ გრძელი გზისკენ გადაუხვია.
–არა, რომ მოვკვდე, იქით აღარ წავალ!–უფრო მეორე მეს გასაგონად ჩაიბუტბუტა და ხასიათი უფრო მეტად მოეჟამა, როცა ზღვის ნაპირისკენ მოუწია გადახვევა.
–ეს ყოფილა ბედი ჩემი...–ამით დაიწყნარა თავი და რწევა–რწევით განაგრძო გზა.
–შენი ბედი მართლაც ზღვაა, ლიქოკელო!–მხარზე ხელი დაჰკრა ქურასბედიანმა და მერე სიცილით გადაურბინა წინ.
–შენ? ხომ არ მითვალთვალებ?–მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბოლომდე ჩამოყალიბდა, ახლა მაინც გაეცინა და თანაც გაუხარდა კიდეც, რომ მარტო სეირნობა აღარ მოუწევდა.
''და არამარტო ეს...''–გადაწყვიტა ალტერეგოსთან მაინც ყოფილიყო მართალი და სიმართლე აღიარა.–''სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ არ გამიხარდებოდა.''
–არა, რას ამბობ...–იუკადრისა თედომ, მაგრამ იმას დიდი გამოცნობანას თამაში არ სჭირდებოდა, რომ იტყუებოდა.
–ხოო...–ვითომ დაიჯერა, ისე დაეთანხმა თამთიკე.
თედო ყოველ ნაბიჯს ცერად დგამდა, რათა გოგონა უფრო და უფრო მიახლოვებოდა ზღვას. ტალღები აგრესიულად ეხეთქებოდა ნაპირს. თამთიკე მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა ფეხი შემოშხეფილმა წყალმა დაუსველა.
–ააა!–შეკივლა და უკან გახტა. ეს ისე დაუფიქრებლად მოიმოქმედა, თავი თედოსკენ რომ მოატრიალა, ერთი მილიმეტრიც და ბიჭს უკვე ცხვირზე აკოცებდა.
–ამმ... მე...–გაბრუებულმა მოიქექა კეფა და ზღვისკენ დაიხია.
თედომ კვლავ გადადგა მისკენ ნაბიჯი.
–თედო... რას... რას აკეთებ?–ამოიხრიალა თამთიკემ და ჯერ ერთი ფეხია აწია მაღლა და მერე მეორე.–ცივია... ცივი... ძალიან ცივია!
ბიჭმა თავს აიძულა და უფრო ღრმად შევიდა წყალში.
–ერთად გავაწითლოთ ზღვა!–ხელები წელზე შემოხვია თამთიკეს და ლოყა ლოყაზე მიადო.–ნუ გეშინია, თამთიკე! მე შენთან ვარ...
თამთიკეს არ უთქვამს, არ მეშინიაო... კისერზე ჩამოეკიდა თედოს და უნებურად ჩამოესვა გაყინული ტუჩები მის მხარზე. მთელი სხეულით დაჭიმული ქურასბედიანი უფრო დაიჭიმა. მხარი გაიქნია და ოდნავ დაბლა დაწია ლიქოკელი.
–ახლაც ცივია?–ჩახრინწული ხმით ჰკითხა მასზე აკრულ გოგონას და მის წითურ, სქელ თმაში თითები შეაცურა.
–ახლა თბილია...–კბილების კაწკაწით თქვა თამთიკემ. ხო, კბილები უწაკწაკებდა... ხო, სციოდა... ხო, წყალი ძალიან ცივი იყო, მაგრამ ამის აღქმა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას შეეძლო... ორივეს სული კი აღმაფრენას განიცდიდა! სულიერ აღმაფრენას! ზღვიურ აღმაფრენას! რა შიში? რის შიში? შიში თედომ გააქრო... მისმა მშვიდმა სუნთქვამ. მისმა ჩურჩულმა. მისი ტუჩების მოძრაობამ თამთიკეს ყურის ბიბილოზე.
–შენს თმებს ცეცხლი უკიდია, თამთიკე! მეც შენთან ერთად ვიწვი!–კიდევ ერთხელ წაიწია წინ თედომ და ორივე წყალში ჩაყურყუმელავდა.
თამთიკეს მართალია ფილტვები ჟანგბადით ჰქონდა გავსებული, მაგრამ წყალი ცხვირში შეუვიდა და ამან ყველაფერი არია. თვალები გაუდიდრონდა და გაუწითლდა. თედოს ზურგზე ფრჩხილები ჩაარჭო, მაგრამ ის არაფერს აკეთებდა თამთიკეს გადასარჩენად. იმედი რომ გადაეწყვიტა და ბიჭისთვის ხელის შეშვებას აპირებდა, მაშინღა გამოცოცხლდა ქურასბედიანი, რომელსაც აქამდე ნერვი არ შეტოკებოდა. გოგონას სახე ხელებში მოიქცია და გაშმაგებით დაეწაფა ბაგეებზე... წყალში! თამთიკე და თედო! ერთმანეთს კოცნიდნენ...
სიცოცხლე ჩაჰბერა ამ კოცნით თედომ... თავისი ჟანგბადი თამთიკეს გაუნაწილა... ახლა ორივე სუნთქავდა! ორივე წითელი იყო! ორივე ცეცხლის ალში გახვეულიყო და არც ერთს არ უნდოდა ამ ცეცხლიდან გამოღწევა...
...მერე თედომ ფეხები აიქნია, თამთიკე უფრო მჭიდროდ მიიკრო გულზე და ზედაპირისკენ დაიწყო ცურვა. ჯერ ლიქოკელმა ამოყო თავი მაღლა... მაინც არ გაუშვია ხელი თედოსთვის! ზემოთ ამოქაჩა და ქურასბედიანმაც შეძლო მზის ჩასვლის დანახვა...
–ზღვა მართლაც წითელია!–აღფრთოვანებულმა წამოიძახა თამთიკემ და გადაიკისკისა.
–მზეც კი ადგილს უთმობს შენს სიწითლეს! ისიც მიხვდა, რომ აქ მისი ადგილი აღარაა...–ჩასჩურჩულა ბიჭმა.
–თედო, რა კარგი ყოფილა ზღვა! აქამდე რატომ მეშინოდა მისი?–გაოცებული მიუბრუნდა გოგონა მას, თითქოს აქამდე დავიწყებული ჰქონდა, რომ მარტო არ იყო.
–შენ შენი სიწითლის გეშინოდა, მე კი ეს სიწითლე შემიყვარდა და... შენც შეგაყვარე!
–და არამარტო ეს... მგონი...–დარწმუნებული არ იყო და შეჩერდა. ყველაფერს დღეს არ უნდა ჩაღრმავებოდა... შეიძლებოდა შეცდომა დაეშვა! მას კი არ უნდოდა ეს გრძნობა შეცდომა ყოფილიყო! თავშეკავებული ღიმილი ჭოჭმანის შემდეგ გაიმეტა თედოსთვის და ნაპირისკენ ხელი გაიშვირა, ბებო მელოდება და არ მინდა ვანერვიულოო.
წყლიდან მთლად გალუმპულები ამოვიდნენ. სციოდათ, მაგრამ ''კაიფში'' მყოფებივით ხმამაღლა ხარხარებდნენ. თამთიკე, მორიდებული, მორცხვი გოგონა ერთი წლით დიდი ბიჭის გვერდით არანაირ სირცხვილს არ გრძნობდა და იყო ის, რაც სინამდვილეში იყო...
–თედო, მინდა, რომ მიყვარდე!–ამღვრეული თვალები მიაშუქა ბიჭს.
–მეც ძალიან მინდა, თამთიკე! ყველაზე, ყველაზე ძალიან!–მკერდზე მიიხუტა თედომ და ხელზე ხელი მოუჭირა.–გინდ არ შეგიყვარდე, შენ არ იდარდო... მთავარია, რომ მე მიყვარხარ! ჩემებურად, მაგრამ მაინც მიყვარხარ... ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა, თამთიკე! მე ყველაფერი მიყვარს შენში... ზღვასავით ლურჯი თვალები, მზესავით წითელი თმები, შენი ამოზნექილი ლავიწები, მათ მიერ შექმნილი ღრმულები, მუდამ შეფაკლული ლოყები, თხელი, ლამაზი ტერფები, სუსტი, მსუბუქი სხეული... არაამქვეყნიურად მიყვარვარ, თამთიკე! მე ამას ვგრძნობ, მაგრამ ვერ გამოვხატავ... მაშინ, როცა ვცდილობ რაიმე გამოვხატო, რაღაც საშინელება გამომდის... მიყვარხარ, თამთიკე!
გულგამთბარი ჩამოშორდა თამთიკე თედოს. საოცარი არეულობა იყო მის შინაგან სამყაროში. ყოველ უჯრედში ჩამჯდარი ჰქონდა ქურასბედიანის ''მიყვარხარ''. რამდენჯერმე გამეორებული ფრაზები მის სულში ნოყიერდებოდა... ბიჭს ხელი დაუქნია და ქროლვით გაიქცა სახლისკენ, რომელიც წერტილივით მოჩანდა.
^^^
ჩემს ისტორიებზე რომ ვგიჟდები, ეს იცით...
ამ ისტორიიდან კი მესამე თავზე ვარ გადარეული! მართლა რაღაც მეარაამქვეყნიურება თედოსა და თამთიკეს წყვილი...
ვნახოთ, თქვენზე როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს ეს ყველაფერი... ველი შეფასებებს!
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. და ხო, პროტოტიპებიც მოვამზადე...



№1  offline წევრი Pepper

მართლაც არაამქვეყნიური წყვილია
და არაჩვეულებრივი თავი იყო
შემშურდა კიდეც თამთიკესი ასე რომ უყვარს თედოს :დ <3
ძალიან ძალიან კარგი იყო <3

 


№2  offline მოდერი -ნინაკა

შენ როგორი მაგარი გოგო ხარ ვერც წარმოიდენ ❤❤❤
სასწაული!

 


№3  offline წევრი cisa

ჩემი შოკოლადოო :* რა კარგი იყოო :* როგორ გამათბო ამ წვიმიან ამინდში ისეთი თბილი და კარგი იყოო :* ამავსო ემოციებით :* აიი შენ კი საუკეთესო ხარ :* თამთიკე და თედუნა ხო საერთოოდ უბრალოდ სიტყვებით ვეერ ავხწერ..ისე მომეწონაა ♥♥ ნასიამოვნები ვარ..მადლობა შენ ამ საიტზე რო არსებობ და ამხელს ნიჭის პატრონიხარ ♥♥

 


№4 სტუმარი Black

Sopachka rame xdeba?..:Dtitqos chqara werdi ro male gaqceuliyavi:D..kargi iyo dzalian da veli shemdegs sopachka<3

 


№5  offline წევრი teddy))

Mesame tavi mec gansakutrebulad shemiyvarda! Gulshi chamegvara amoicnobi sitbo! Vaime es tavi ra kargi iyo! Yvela kargi iyo, magram es ganakutrebulad kargi! Vigimi sitboti agsavse! Tamtikec da tedoc kargebi arian!

 


№6  offline მოდერი sopiko

Pepper
მართლაც არაამქვეყნიური წყვილია
და არაჩვეულებრივი თავი იყო
შემშურდა კიდეც თამთიკესი ასე რომ უყვარს თედოს :დ <3
ძალიან ძალიან კარგი იყო <3

teddy))
Mesame tavi mec gansakutrebulad shemiyvarda! Gulshi chamegvara amoicnobi sitbo! Vaime es tavi ra kargi iyo! Yvela kargi iyo, magram es ganakutrebulad kargi! Vigimi sitboti agsavse! Tamtikec da tedoc kargebi arian!

Black
Sopachka rame xdeba?..:Dtitqos chqara werdi ro male gaqceuliyavi:D..kargi iyo dzalian da veli shemdegs sopachka<3

cisa
ჩემი შოკოლადოო :* რა კარგი იყოო :* როგორ გამათბო ამ წვიმიან ამინდში ისეთი თბილი და კარგი იყოო :* ამავსო ემოციებით :* აიი შენ კი საუკეთესო ხარ :* თამთიკე და თედუნა ხო საერთოოდ უბრალოდ სიტყვებით ვეერ ავხწერ..ისე მომეწონაა ♥♥ ნასიამოვნები ვარ..მადლობა შენ ამ საიტზე რო არსებობ და ამხელს ნიჭის პატრონიხარ ♥♥

-ნინაკა
შენ როგორი მაგარი გოგო ხარ ვერც წარმოიდენ ❤❤❤
სასწაული!

ვაიმე, სიხარულით ამავსეთ... ძალიან, ძალიან დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent