შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაწმინდელი – 1


8-05-2016, 22:41
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 093

„სიკვდილის გემო ჩემს ენაზეა. ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს.“
ვოლფგან ამადეუს მოცარტი


შვიდი წლის წინ რომ მოვმკვდარიყავი, ჩემი სული ამაზე არათუ განაწყენდებოდა, არამედ პირიქით, უეჭველად ეგონებოდა, რომ იღბლიანია. მე თუ მოვკვდებოდი ცხრამეტი წლის ასაკში, ვერც ქალს, და ვერც კაცს მოძებნიდით, ვინც დამიტირებდა. ღმერთმანი, ეს კი არა, დაკრძალვაზე ვინმე მოვიდადა თუ არა, ესეც არ ვიცი და სიმართლე ვთქვა, ამაზე დღისით საერთოდ არ ვფიქრობ. აი, ხომ მიხვდით, რატომ ვხედავდი სიკვდილში შვებას, მაშინ, როცა ცხრამეტი წლის ვიყავი. მარტოობამ ჭკუიდან შემშალა, (თუმცა ეს უფრო სხვა იყო, ვიდრე ჭკუიდან შეშლა.) რამაც დრეიდენი შემაძულა იმ ერთი ფრაზის გამო: „შეშლილობაშიცაა სიამოვნება, რაც მხოლოდ შეშლილებმა იციან.“ მე მხოლოდ ერთი ვიცოდი, რომ შიზოფრენიის მეორე ფაზას, (მწვავე ფაზას) ნარწყევის სუნი ასდიოდა. ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს, გაგიჟებაა. ამ დროს მთლიანი სამყარო, უსასრულობა, ისეთი საშიშია, რომ მის გვერდით, მაგალითად, ფილმ „რიტუალის“ პერსონაჟი, „ბაალი“, ერთ უწყინარ ტიპს ჰგავს, რომელიც ყოველთვიურად სამას ლარს იღებს, ყველაზე ცუდ ბავშვთა გასართობ ცენტრში. მაგრამ სხვები რომ სიგიჟეს ნატრობდნენ, ან ჭკუათ მყოფელები შეშლილობისკენ რომ ილტვოდნენ, სულ მთლად ვგიჟდებოდი. ცხადია, ეს მათ კარგი ეგონათ, მაგრამ საკუთარი თავებისთვის არასდროს დაუსვამთ ის ერთი გადამწყვეტი შეკითხვა: „რატომ?“ ცხოვრებაში, გამორჩეულობაზე მეტად, ჩვეულებრივობაა მნიშვნელოვანი. ხოდა, როცა არაფრით გამოირჩევი, აღარ მიდიხარ შორს და ხედავ მხოლოდ დედამიწას, აისს, დაისს, ზღვის მღელვარებას, მთვარის ფანტასტიკურობას, ვარსკვლავების ბრწყინვალებას და კიდევ სხვა მრავალ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ადამიანს... ჩვეულებრივ, მოკვდავ ადამიანს, აბედნიერებს... ეს უდავოა... ეს ფაქტია, ისევე როგორც ჩემს თავს ზემოთ ცა, ისევე როგორც ამ წინადადების დასასრულს, წერტილი. ხოდა, სიმართლეს ვლაპარაკობ–მეთქი, ვამბობ, და ამაში დამეთანხმება ყველა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ჯიუტად გაიძახიან, სიგიჟე, სიგიჟეო, ვერავის მოაშლევინებ. დაე იგემონ ამ უბედურების გემო, რათა უკან, რეალობაში დაბრუნება ვეღარასდროს შეძლონ.
ასე ვიყავი, ნატანჯი და საყოველთაოდ მარტო, თექვსმეტიდან ოც წლამდე, და გეუბნებით, ამ ტანჯვის სიმწარე, ენით უთქმელია. ეგ კი არა, ერთ ხანს ფიქრმა შემიპყრო, თვით სატანა, შიზოფრენია ხომ არ არის–მეთქი. ხო, მგონი მთავარ თემას ავცდი და უაზრობებს ვლაყბობ.
რაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა დავტანჯულიყავი, მადლობა ღმერთს და ყველაფერი დასრულდა, ზუსტად მაშინ, როცა ოცი წლის ვიყავი, ამას კი, ვის უნდა ვუმადლოდე, თუ არა ჩემ სამ მეგობარს. მათი დამსახურებაა ჩემი იდეის განხორციელება, – ჟურნალ „თავისუფლების სამყაროს“ წარმატება. რომ არა ჩემი მეგობრები, ოცი წლის ასაკში, ვინმე მეტყევე, ტყეში, ყველაზე მაღალ და ლამაზ ხეზე, მდინარის პირას, სახრჩობელაში გაკვანძულს მიპოვნიდა. არა, არა, არ ვაჭარბებ, გეუბნებით, რომ არა ისინი, დღეს მე კაი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. ღმერთმა? ხო, მგონი ღმერთმა მოისურვა ჩემი ბედნიერება და მათ შემახვედრა, სალაშქრო სეზონის გახსნაზე, ორიათას თექვსმეტ წელს, ოცდასამ აპრილს, რკონში ჩასვლიდან პირველივე დღეს. პირველად გიორგი გავიცანი, რომელიც ტიპური მოლაშქრე მეგონა, მაგრამ შევცდი, ეს ხომ ცხადია. შემდეგ, ასე ვთქვათ, საუკეთესო მეგობრები, ლიკა და ანასტასია გავიცანით, რომლებიც, მაგარი მთვრალები, მდინარიდან თავიანთ კარვებამდე გზას ვერ იკვლევდნენ. ამაში მე და გიორგი დავეხმარეთ. მეორე დღეს, დილიდან დილამდე ისე გავერთედ, რომ შემდეგი სამი წელი სულ ამაზე ვლაპარაკობდით... მართალია ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველღამეული გართობა ქალაქშიც განვაგრძეთ. ხან სად ვსვამდით, ხან სად. ხან ბარ „CROSS RIDER“ – ში, ხან მთაწმინდის ყველაზე ლამაზ და ყრუ ადგილში, საიდანაც სტაფილოსფრად განათებული, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი, ხელისგულივით ჩანდა. შემდეგ, ეს ყველაფერი მოგვბეზრდა, ჟურნალზე მუშაობა დავიწყეთ და ფული ვიშოვეთ, ზუსტად იმდენი, რამდენიც მარტო გადასვლისთვის გვჭირდებოდა. ეს იყო ჩემი ბედნიერების ხანა. თავიდან, ყოველდღიურად, წვეულებებს ვმართავდით ხოლმე. მაგარი იყო. ოთხ ოთახიან, ევროპული რემონტის მქონე სახლს, თავზე ვიმხობდით ხოლმე. იქამდე ვსვავდით, სანამ არ გავითიშებოდით. თუმცა, ამაში რა მოგვწონდა, წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ უკვე გავიზარდეთ. ხოდა, ჩვენს სახლში წვეულებები აღარ იმართება, რაც ნამდვილად კარგია. ახლა აღარაფერი გვესმის მოცარტისა და ბახის გამაგიჟებელი მუსიკების გარდა. ჩვენ ყოველთვის ჩუმად ვართ. მხოლოდ ვკითხულობთ, ღამ–ღამობით კი, თუ პარტნიორებს ვერ ვპოულობთ, ერთმანეთთან გვაქვს სექსი, რაც, დამიჯერეთ, ჩვენს მეგობრობას არათუ აქარწ....ბს, არამედ ამყარებს. თუმცა, ეს ხშირად არ ხდება; მხოლოდ მაშინ, თუ ელექტრონული ემბიენტის თანხმლებით რაღაც ენით აუღწერელი სიამოვნების განცდა გვინდა. წითელთმიანი ლამაზმანი, ლიკა, ამაზე ამბობს, საკვებივით საჭიროაო, რაშიც, რაღაც მხრივ ვეთანხმები, რაღაც მხრივ, –არა.
ხოდა, რატომ გიყვებით ჩემს არც ისე საინტერესო ამბავს; ბედნიერი ვარ... როგორც იქნა ბედნიერი ვარ და... მოკლედ, ვკვდები. ზუსტად შუა დღის სამისნახევარზე, ჩემი საოცნებო „ლენდროვერი“ მეჯახება, კისერს მამტვრევს, – ნეკნებზე რომ აღარაფერი ვთქვა – და ვკვდები, ქალაქის ცენტრში, ერთი დიდი ეკლესიის წინ, მოწმენდილი, მზიანი ცის ქვეშ. აბა, როგორც მოგწონთ? საშინელებაა, არა? მძიმე სულიერ დეპრესიას ვემშვიდობები, ვბედნიერდები, და ბოლოს, როცა ყველაფრის შეგრძნებით ტკბობა უნდა გამეგრძელებინა, მოვკვდი. ალბათ სამართალი ადამიანის გამოგონებული ზღაპარია, რომლის დაჯერების შემთხვევაში, ჩვეულებრივი სულელი ხარ, როგორც შვიდი წლის ბავშვი, რომელსაც სანტა კლაუსის არსებობის სჯერა.
რაც არ უნდა იყოს, პანიკაში არ ვარდები... პანიკა კი არა, მგონი ასეთი გაწონასწორებული არასდროს ვყოფილვარ. ალბათ ეს იმ მშვენიერი, ზღაპრული ტყის ბრალია, სადაც ახლა ვარ. აბობოქრებული მდინარის ხმაური მესმის, მაგრამ თვითონ მდინარეს, ვერ ვხედავ; სიმართლე ვთქვა, მისი ადგილმდებაორება არ მადარდებს, მე უფრო იმას ვცდილობ, ვიფიქრო და ამოვხსნა ის უდიდესი საიდუმლოება, რომლიც ამოხსნას, კაცობრიობა დასაბამიდან ცდილობს. ის უკვე ნათელია, რომ სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეა. მგონი ისიც ვიცი, რომ სამოთხეში ვარ, მაგრამ ერთი ის მაინტერესებს, თუ ვინ არის ღმერთი. მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ათეისტური აზრის გამო, – რომელიც სიცოცხლეში გამაჩნდა, – არ მიწყენს. ხო, აბა რა ჩემი ბრალია, რომ ლოგიკას ღმერთის არ არსებობასთან მივყავდი. მაშინ ეთქვა ვარსებობო, რას მეთამაშებოდა? ნუ, სადაც სამოთხე არსებობს, იქ იმის მიზეზიც იარსებებს, თუ რატომ არ მეცხადებოდა ღმერთი.
ასეთი ადგილი თუ არსებობდა, ნამდვილად არ მეგონა. ყველაფერი ნამდვილად ზღაპრულია. უამრავი ხმების შერწყმით, ერთი დიდებული მუსიკა იქმნება, რომელიც ჰარმონიიის გემოს მაგრძნობინებს. მაგრამ, მაინც, რომ არა ბობოქარი მდინარის და სივრცის ხმაური, რაღაც მნიშვნელოვანი დამაკლდებოდა; ის, რაც ახლა მავსებს. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, სიჩუმე უხდება... ნუ, ამის გაგება არც ისე მარტივია. მოკლედ, ყველაფერი მშვენივრადაა. მომწონს აქაური კლიმატი, – არც ცივა, და არც ცხელა. რომ აღარაფერი ვთქვა გაფოთლილ ხეებზე, – რომლებიც უამრავია ჩემს გარშემო, – ჩემი სულითაც მოვიხიბლე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ, გეუბნებით, ცხოვრებაში პირველად, ჩემი სული მსუბუქია, სულ რაღაც ერთი გრამი... ან უფრო ნაკლები. მგონი ჩემი სულიერი მდგომარეობა განაგებს სიმშვიდეს და არა ეს ტყე. ხო, სიცოცხლეში, სადღაც ამოვიკითხე: „სიმშვიდე შენში ეძიე, ვარსკვლავებს კი ნუ უყურებო.“ ამ ფრაზის აზრს, მხოლოდ ახლა ჩავწვდი. სიარულითაც ისე დავდივარ, თითქოს დავფრინავდე. სული ვარ, ეს ხომ ცხადია, მაგრამ ჩემს ნაიარევებს და სვირინგს, ისევ ვხედავ. ისევ ის საშინელი კოსტიუმი მაცვია, რომელიც სიკვდილის დღეს მეცვა. მობილურიც ჯიბეში მიდევს, მაგრამ რათ გინდა, – არ იჭერს, და სიმართლე ვთქვა, არც მინდა, რომ იჭერდეს. ისე, საპირისპირო შემთხვევაში, მე ვიქნებოდი პირველი არსება, ვინც სამყაროდან სამყაროში გადარეკა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრებიდან ერთ–ერთს დავურეკავდი, მაგალითად ლიკას, და ჭკუიდან გადავიყვანდი. არ დამიჯერებდა. უკეთეს შემთხვევაში ტელეფონს გამითიშავდა, მანამდე კი მკაცრი ხმით მეტყოდა, რომ არ ცალია, შემდეგ კი, როცა ჩემს გვამს შეხვდებოდა, უეჭველად იგრძნობდა სევდის მომგვრელ–გამაგიჟებელ ჟრუანტელს, რომელიც, რამდენიმე წამს გასტანდა. დარწმუნებული ვარ ცრემლიც მოერეოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მოვკვდი. ო, ღმერთო ჩემო, მათი სახეები მანახა, იმდენს ვიცინებდი, იმდენს, რომ ალბათ მეორეჯერ მოვკვდებოდი.
ვინ იცის, იქნებ გაიფიქრონ: „ მორჩა, მოკვდა! ჟრნალი „თავისუფლების სამყარო“ აყირავდა.“ სიმართლე ვთქვა, არ აყირავებულა. უჩემოდაც გაუმკვლავდებიან ყველაფერს. ბოლო–ბოლო „მისტერ ფრიმენს“ მოპარავენ ფრაზებს.... ან, იქნებ უკვე დროა, რომ ჟურნალი აყირავდეს, როგორც მე, „ლენდროვერზე“? ხო, საკმარისად ვწერეთ სიმართლე, ახლა კი ყველაფერი ხალხზეა, – უნდათ სიმართლე, თუ არა. ისე, მეც მაგარი ვარ, რა... მოვკვდი, ცოტა ხანში ალბათ ღმერთსაც ვნახავ და მე მაინც ჟურნალ „თავისუფლების სამყაროზე“ ვფიქრობ. ამას ჯობია, ამ ზღაპრული ადგილით დავტკბე.
ჩემი ნაბიჯების ხმაც კი უერთდება სიჩუმის ხმაურს, რომელიც ჰარმონიას ქმნის. არაფერს შეუძლია ჩემი დათრგუნვა. სული რომ არ ვიყო, აუცილებლად ვიგრძნობდი სასიამოვნო ჟრუანტელს. გული... ჩემი გული კი, უბრალოდ ვერ გაუძლებდა ყოველივე ამის აღქმას, განსაკუთრებით კი ამ უზარმაზარი ხეების, რომლის ფოთლების შრიალიც, სიშორეზე იჭრება. ალბათ დედამიწაზეც აღწევს ბობოქარი მდინარის ექო. ყოველივე ამის ფონზე, მივდივარ, მაგრამ სად, არ ვიცი. ღმერთის მოლოდინში, რატომაც არა? ვისეირნებ, ჩემი რა მიდის. რა, დასათვალიერებელი ცოტაა? ისე, თითქოს ღმერთის სახლში ვიყო (დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ასე არ არის.) და საინტერესო ნივთებს ვათვალიერებდე. ასე მაშინ ვიქცეოდი, ფსიქოთერაპევტს რომ ვესტუმრე. საუბრის ნაცვლად, მთელი ნახევარი საათი მის სახლს ვათვალიერებდი. განსაკუთრებით მისაღებ ოთახში დაკიდებული დიდი ნახატი მომეწონა, რომელმაც ერთ–ერთი სიზმარი გამახსენა, იმ მცირეოდენ სიზმრებს შორის, რასაც ვნახულობდი. ფსიქოთერაპევტს ასე ვუთხარი, ვიტანჯები–მეთქი, ის კი, ცხადია ტანჯვის მიზეზით დაინტერესდა, რაზეც ვერაფერი ვუპასუხე, ხოდა, როგორც პროფესიონალი ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრს გირჩევ, მე უწამლოდ, საუბრით ვარჩენ ჩემს პაციენტებსო.
– გიჟი ვარ? – დამწუხრებულმა ვკითხე.
– გიჟი?! არა, არა, როგორ გეკადრება. უბრალოდ, ფსიქიატრი გამოგიწერს იმ წამალს, რომელიც უეჭველად მოგარჩენს. – მითხრა მან, ჭაღარათმიანმა, სასიამოვნო შესახედაობის, შუახნის კაცმა, რომლის მკაცრი გამომეყველების დაიგნორება, მეტად რთული საქმე გახლდათ. ხოდა, როცა სახლში დავბრუნდი, დედაჩემს ვკითხე, სიგიჟის რამე თუ მეტყობა–მეთქი. არა, – ესე მიპასუხა და შედარებით დავმშვიდდი. მაშინ ცხრამეტი წლის ვიყავი, არც ჩემს საუკეთესო მეგობრებს ვიცნობდი, და არც ჟურნალ „თავისუფლების სამყაროს“ იდეა არ არსებობდა.
ხეზე მიყუდებული კაცი, ღმერთი მეგონებოდა, რომ არა მისი ზედმეტად ადამუანური ვიზუალი. ის უფრო მკვდარს ჰგავს, რომელიც ჩემსავით ელოდება ღმერთს, რომ დროზე გაიმართოს ეგრედ წოდებული „წმინდა სასამართლო.“ იმასაც კოსტიუმი აცვია, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ძვირადღირებული. ალბათ რომელიღაცა სერიოზულ საქმეს მისდევს; ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. მე მიმზერს, თითქოს ჩემზე მნიშვნელოვანი, სხვა არაფერი იყოს. უფრო და უფრო ვუახლოვდები და ვამჩნევ მის მამაკაცურ იერს, რომელსაც არც ისე დიდი წვერი, და ჭაღარა ჩუქნის. თმა მოკლედ აქვს შეჭრილი. ასეთი აღნაგობის კაცს თუ რომელიმე ბოევიკურ ფილმში ვნახავდი, აუცილებლად პროფესიონალი მკვლელი მეგონებოდა. მოკლედ, მაგარი ვიღაც ჩანს რა, მდიდარი გენიოსი, ან რამე მაგდაგვარი.
– ვინ ხარ? – ვეკითხები.
– უზენაისი. – მპასუხობს და ციდან, მომესმის მოცარტის „რექუიემის“ ერთი პატარა, სულის შემძვრელი მონაკვეთი.

. . .
– უზენაისი?! – ვეკითხები გაკვირვებული.
– ხო, უზენაისი, ძე ღმერთი, შემოქმედი, ან, უბრალოდ ღმერთი. შენ რა, ბიბლია არ გაქვს წაკითხული?
– როგორ არა, – ამაყად ვეუბნები – მაგრამ შენ არ გელოდი.
– აბა ვის? – ხეს შორდება და ჩემსკენ, ნელი ნაბიჯებით მოიწევს, რაც უხერხულობას განმაცდევინებს.
– რავი... – ვიბნევი – რაღაც არაადამიანურს, შენ კი, ზედმეტად ადამიანურად გამოიყურები. ხომ გესმის რასაც ვამბობ, არა?
– მესმის. რაღაც უხილავ, და ამავდროულად ხილულ არსებას ელოდი, რომელიც თავისი დიდებული ენერგიით დაგტუმბავდა.
– ხო, კარგად ახსენი. – ვეუბნები და ძალიან მინდება, რომ ტაში დავუკრა.
– მოკლედ, როგორიც გინდოდა, ისეთი ვარ. თქვენ, ადამიანები, თქვენი თვალებისათვის ისეთს მქმნით, როგორიც გინდათ. – ჩემს წინ დგება და ისე შემომცქერის, თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდეს.
– ახლა რა იქნება? – ვეკითხები და თვალებში ვუყურებ, რაც არც ისეთი მარტივი საქმეა. ლამაზი თვალები აქვს, მთლიანი უსასრულო სივრცის ფერი. მისი თვალები, მილიარდობით გალაქტიკისგან შედგება.
– სეირნობა. – ირონიულად მპასუხობს და ხელს აღმოსავლეთისკენ იშვერს, რომ პირველი ნაბიჯი მე გადავდგა. არ ვეწინააღმდეგები, სიარულს ვიწყებ და ისიც მომყვება.
– თუ ღმერთი ხარ... – ხმა მეხლიჩება, მაგრამ არ ვიმჩნევ. – თუ ღმერთი ხარ, ესეიგი აქაურობა სამოთხეა, არა?
– თქვენ როგორც ეძახით, აქაურობა განსაწმინდელია. – თემას მოულოდნელად ცვლის. – მომწონს ეს ტყე, კარგი გემოვნება გქონია. – თავს ვაჩვენებ, ვითომდა მისი საუბარი არ მაბნევდეს.
– ამ ტყესთან, ჩემი გემოვნება რაშუაშია?
– ეს ტყე, და ჩემი ვიზუალური მდგომარეობა, შენ შექმენი, ნებით თუ უნებლიედ. ანუ, რაღაც გაგებით, მარტო მე კი არა, შენც ღმერთი ხარ.
ნელა დავდივართ. მასთან ერთად სეირნობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ვინმე სხვასთან. ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ გული მიგრძნობს, ცოტა ხანში ყველა საიდუმლოს გამიმხელს, რაც კი სამყაროს უკავშირდება. ხოდა, არ ვაყოვნებ.
– ესეიგი ის ღმერთი ხარ, რომელზეც ბიბლიაში ვკითხულობდი, ხო?
– კი, ეგ ვარ, მაგრამ მთლად ისეთი სასტიკიც არა, როგორც ძველ აღთქმაში ყვებიან.
– ანუ, სამი პიროვნებაო რომ წერენ, სიცრუეა?
– არა, რატომ? ეს ჩვეულებრივი ამბავია. თქვენს ენაზე, ამას შიზოფრენიას ეძახიან. მე, ასე ვთქვათ იდეალური შიზოფრენიკი ვარ. მე, იესო და სული წმინდა... ხომ გესმის, არა? ჩვენ სამნი ვართ ერთ არსებაში. მგონი შენც გყავდა შენი მეორე „მე“, ხომ მართალი ვარ? – ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი პერიოდი მახსენდება და მინდა ღმერთს ვკითხო, თუ რატომ მომივლინა სულიერი ტანჯვა.
– ხო, მაშინ მყავდა ერთ საზიზღარი ჰალუცინაცია, სახელად სეითი ითი, როცა ენით აუღწერელი ტანჯვა მომივლინე. – ვეუბნები – შემდეგ, გამაბედნიერე, ახლა კი მომკალი. – თვალებში მაშტერდება, შემდეგ კი იცინის. იცინის, თავის თეთრ კბილებს არ მალავს.
– ეგრე იცით, ჯერ თავს იუბედურებთ, შემდეგ კი, მე მადანაშაულებთ ხოლმე. საერთოდ, ღმერთი იმიტომ შემარქვით, რომ თქვენი დაშვებული შეცდომების გამო, პასუხი მოგეთხოვათ. ეს და სხვა მრავალი მიზეზი წყვეტს ჩემს ღმერთობას. მე რომ ახლა ტკივილი ვიგრძნო მოღრუბლული ცის გამო, და ამაში შენ დაგადანაშაულო, მართალი ვიქნები?
– მე თუ შემეძლება ღრუბლის გაქრობა, მაშინ კი. შენ ღმერთი ხარ!
– ხო, ისევე როგორც შენ. ყველანი ღმერთები ვართ. – უეცრად ჩერდება და საუბარს, შედარებით ხმადაბლა განაგრძობს – კი, მომწონს აქაურობა, ნამდვილად მშვენიერი ადგილია, მაგრამ წინააღმდეგი ხომ არ იქნები უფრო მშვენიერ ადგილზე რომ გადავინაცვლოდ?
– არა, რა თქმა უნდა. – ვეუბნები მშვიდი ხმით.

მგონი დედამიწაზე ვართ. ხო, გარშემო დედამიწური სილამაზეა. არ მეგონა უდაბნო ასეთი მშვენიერი თუ იქნებოდა. ღამეა, თუმცა მკრთალი სინათლე უფრო მეტია, ვიდრე დამაბრმავებელი სიბნელე, და ცა უფრო მშვენიერია, ვიდრე ხმელეთი. ყოველივე ამას, ერთი ამაღლებული ბორცვიდან ვუყურებთ, სადაც მდუმარედ ვზივართ. მაგრამ, ვიცი, რომ ეს მდუმარება არ იქნება ხანგრძლივი.
ციდან, დაბალ ხმაზე, ანგელოზების გალობა მომესმის, რაზეც ღმერთი ამბობს, ჩვეულებრივი, ნაღდი ემბიენტიაო.
– მოკლედ, – მეუბნება – ის, რაც რეალობა გეგონა, სინამდვილეში ჰალუცინაციაა. ცხოვრება ყველაზე დიდი ჰალუცინაციაა, რომელსაც ვერა და ვერ გამოარჩევ რეალობისგან. ეს არის საიდუმლოება. ხომ გაინტერესებდა, არა? აბა, როგორ მოგწონს?
– როგორ მომწონს? ვერაფერი გავიგე. – ჰორიზონტს თვალს არ აშორებს, თითქოს აისს ელოდებოდეს, ან რამე უფრო მნიშვნელოვანს.
– ყველაფერი, რაც კი გინახავს, ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. ეს ადვილი გასაგებია, განსაკუთრებით კი შენთვის. ხომ გახსოვს შენი წარმოსახვითი სამყარო, პლანეტები, ადამიანები. ხოდა, გეუბნები, ყველაფერი რაზეც კი ოდესმე გიფიქრია, გაცოცხლებულა, ოღონდ შენგან ძალიან შორს, სხვა უსასრულო სივრცეში. მაგრამ, ყოფილა შემთხვევები, როცა შენივე ქმნილება, სხვა სამყაროდან გიკავშირდება. ხომ იცი, ასე ჩემთანაც ყოფილა, ადამი, ევა, ნოე, მოსე, ხომ გესმის, არა? ყველა არსებაში, მინიმუმ ერთი უსასრულო სივრცეა. იცი რამდენი უსასრულო სივრცე არსებობს? უსასრულოდ ბევრი, და ამ უსასრულობაში, რამდენი არსებაცაა, იმდენივე სამყაროს წააწყდები.



№1  offline წევრი მოლურჯო

როგორი განსხვავებული და კარგი იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი beqaloxishvili

მადლობა. ისტორიაა.
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№3  offline წევრი მოლურჯო

beqaloxishvili
მადლობა. ისტორიაა.

მივხვდი და პირველი თავი შევაფასე მასე...
--------------------
მარიამი

 


№4 სტუმარი Bla

Noe..h,h..:) 23 aprili ro axsene gulma 735jer damartya radgan chemi gamococxleba masin vigrdzeni,mashin agviqvi tavisupleba..da masin metkbila cxovreba ase dzlier..xo swored es dge iyo chemi agdgomis.. Tvalebsi nisli momawva nacnobi ricxvisa da tvis amokitxvisas..ar vici ase rogor mgavxar tu au ra..

 


№5 სტუმარი ninaa

dzalian saintereseo davintrigdi xo ucnauria da ragac momentshi gaaurkvevlobas vgrdznobdi tumcaga momwons ufro sainteresos qmnida is faqti rom tu wavikitxavi davamtavrebdi gavigebdi da interesi migrmavrdeboda...imedia gagrdzeleb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent