შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

salvation/ხსნა (თავი 9)


8-05-2016, 23:43
ავტორი -ნინაკა
ნანახია 2 218

-საშინელი მეხსიერება მაქვს.-ვუთხარი და გავუღიმე
-მე დაგეხმარები გახსენებაში.-ახლოს მოვიდა, ცერა თითი ჯერ დაბლა ტუჩზე გადამისვა, მერე მაღლა და ცალი ხელი თმაში შემიცურა უფრო ახლოს რომ მივსულიყავი მასთან და ნაზად დამიწყო კოცნა. ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ ვბუჟდებოდი. თვითონ სიტყვა წინააღმდეგობის მნიშვნელობაც არ ვიცოდი იმ წუთას. ეს იყო ყველაფერი რაც მინდოდა. მერე ნელა მომაცილა ტუჩები და მკითხა
-გაგახსენდა? -უაყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. ისევ ისე შემახო ტუჩები..
-ახლა?-კიდევ თავი გავაქნიე. კიდევ მაკოცა..
-არც ახლა?
-არა.-ვუთხარი და კიდევ უფრო მიმეკრო ნელა მკოცნიდა, მაგრამ სუნთქვა დამავიწყდა, ამიტომ რაღაც "სასწაული" რომ არ მომეხდინა ფრთხილად გავწიე გვერდზე და კითხვის ნიშნებით სავსე თვალებში შევხედე.
-გამახსენდა, რომ სუნთქვა მჭირდება.-ამაზე გაეცინა და ხელის ზურგი რამდენჯერმე გადაისვა შუბლზე. ისევ ისე სიცილით ჩამოვიარეთ კიბეები და ჩვენ ჩვენს გზაზე წავედით.
---
ბინის კარი შევაღე თუ არა მაშინვე ნიკას ხმამაღალი და ბრაზნარევი ხმა მოხვდა ჩემ ყურთასმენას.
-რა ხედება აქ?-ინტერესით ვიკითხე.
-უნდა რომ...-დაიწყო ქეთიმ და ნიკამ დამთავრების საშუალება არ მისცა..
-მინდა რომ ჩემი მშობლების სახლში წავიდეთ თან იციან და ვერაფერს ვაგებინებ ამას.-მობეზრებულმა თავის წრიული მოძრაობა დაიწყო.
-წადი გოგო, რაზე ჭედავ შენ.
-არა კი წავალ, მაგრამ ხომ უნდა ეთქვა წინასწარ არა?
-და წინასწარ რომ არ გითხრა დაშავდა რამე?-ნიკა ხმას აღარ იღებდა.
-არა, მაგრამ მაინც პირველად უნდა ვნახო და რავი...
-ახლა სურვილი მაქვს კედელზე გარტყმეინო ეგ თავი.
-კარგით ხო. მივყვები.
-ეგრე რა.. ბავშვობის დროინდელი წიკები მოგედვს შენც..-სიცილით ვუთხარი და ჩემ ოთახში შევედი.

შუა გამოცვლაში ვიყავი ქეთიმ რომ შემომძახა წავედიო.
ჩაის თითქმის არ ვსვამდი, მაგრამ დღეს რატომღაც ძალიან მომინდა. დიდ ფინჯანში გავიკეთე.. თეფშზე ორი კარაქიანი პური დავიდე და ტელევიზორთან გავედი. სულ ტყუილად მქონდა ჩართული არაფერი მესმოდა. სწრაფად მოვრჩი სმა-ჭამას და გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავაწყე მერე გავედი და პირქვე დავემხე ლოგინზე. მაშინვე ჩამეძინა.
---
სამსახურში მივედი თუ არა მიმღებში მჯდომმა გოგონამ საბუთების ბუკეტი მომაჩეჩა ხელში.
-როგორ გამახარე.-ორაზროვნად ვუთხარი და ცალ კიბეზე ავდგი ფეხი სიტყვა რომ დამაწია
-მე სულ ასეთი გახარებული ვარ.-აღარ მივბრუნებულვარ, გამამხნევებელი ღიმილით დაჯილდოვება არ ჩავთვალე საჭიროდ და უკვე სწრაფად ავუყევი კიბეს.
----
შესვენებაზე არ ჩავსულვარ კაფეში. არ მშიოდა. ეკამ ყავა შემომიტანა და სრულად დამაკმაყოფილა. მთელი დღის განმავლობაში ფეხი არავის შემოუკარებია ჩვენ კაბინეტში. აქ აშკარად ალექსანდრეს ვგულისხმობ. არც წამოსვლისას დამინახავს მისი მანქანა. ეს ყველაფერი ორ კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა. უკვე ივლისი იყო და შვებულებაც შესაბამისად მალე დაგეწყებოდა. რამდენჯერმე ალექსანდრეს გამოტოვებული ზარი დამხვდა. მერე ესემესები. ესემესებს მხოლოდ იმიტომ ვერ ვპასუხობდი რომ უბრალოდ საშინლად დაღლილი ვიყავი და ზეზეულა მეძინებოდა. ეს რომ ვერ გამასამართლებდა ვიცოდი. ისიც ვიცოდი რომ მენატრებოდა და გონებიდან წამით ვერ ვიგდებდი.
----
სახლში მივედი თუ არა არაბუნებრივად გახარებული დამხვდა ქეთი. არა, ისედაც სულ ღიმილი აქვს აკრული სახეზე, მაგრამ ეს გაკრეჭილი სიარული უკვე ზედმეტი მეჩვენა.
-რამე მოხდა და არ ვიცი?
-და..დააამ..-მითხრა და ბეჭდიანი ხელი გამომიშალა.
-არ არსებოოობს.. გუშინ მაგიტომ წაგიყვანა თავის მშობლებთან?!
-აუ, კი.. აი აზრზე არ ვიყავი ვერც კი წარმოვიდგენდი.
-ვერც მე.. ვაიმეე, გილოცავ, მართლა..-მხოლოდ მაშინღა გამახსენდა რომ უნდა მიმელოცა და გადავეხვიე.
-მადლობა თათ.
-ქორწილი გექნებათ?
-აუ არ მინდა, მაგრამ კი.-სახე დაემანჭა ქეთის.
-როდის უნდა დამტოვო?
-შემოდგომით ვაპირებთ ქორწილს. ნიკას მამა ახლა საზღვარგარეთ მიდის და მაგიტომ დავინიშნეთ. და ნიკამ აიჩემა შემოდგომით მინდა ქორწილიო. ისე, გპირდები ქორწილამდე ნიკასთან არ გადავალ, სულ მაინც. -სიცილით მითხრა და დივანზე მიწვა.
-იმედია , თორემ არ გაპატიებ.-თითი დავუქნიე ქეთის.
----
ცოტა წაბივიხემსე და კაფიდან ისევ კაბინეტში ამოვედი. საათს ავხედე. შესვენება ნახევარ საათში მთავრდებოდა და ვეცადე ეს ნახევარი საათი უბრალოდ თვალები დამეხუჭა და დამესვენა რასაც ეკაზე ვერ ვიტყოდით, რომელიც გაფაციცებით ახარისხებდა საბუთებს. პარასკევი იყო, მაგრამ განწყობა ამ დღის შესაფერისი ნამდვილად არ მქონდა. მაგიდაზე ვაპირებდი თავის ჩამოდებას ალექსანდრე რომ დავლანდე. კარი შემოაღო და რაღაცის თქმას აპირებდა ეკა რომ დაინახა და შეჩერდა. კარიდან ხელით მანიშნა გამოდიო ისე რომ საბუთებით გატაცებულ ეკას არც შეუმჩნევია.
-აივანზე გავიდეთ თუ ჩემთან კაბინეტში?
-რავი რა მნიშვნელობა აქვს.-ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე. თვითონ კი თავისი კაბინეტისკენ აიღო გეზი. სავარძელში მოუხერხებლად დაჯდა და მაგიდაზე ნერვიულად აათამაშა თითები
-აი უეჭველი საქმე უნდა გვქონდეს რომ მომწერო დამირეკო ან ვაფშე მნახო?
-ეგ რა შუაშია?
-რა შუაშია?! მგონია რომ როგორღაც ცოტა ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ შენი ხმა არ გამიგია. ესემესი რამდენჯერ მოგწერე მერე დაგირეკე, მაგრამ სულ მაიგნორებდი. კიდევ პროექტს ან რამეს უნდა დაველოდო იმისთვის რომ გნახო?
-ცდები, ალექსანდრე, უბრალოდ მართლა ვერ მოვიცალე.-უაზროდ ვიმართლე თავი.
-ჩემთან ურთიერთობა გიტყდება?
-შეიძლება შენთან ვინმეს რამე გაუტყდეს?!-პასუხს არ დაველოდე ხელები მოვხვიე და ჩავეხუუტე.
-ახალკაცო, არ მინდა რამე დავაჩქარო.- მის კისერში თავჩარგული ვლუღლუღებდი.
-არც მე არ გთხოვ რამის დაჩქარებას.
-ძალიან კარგი.
-ხვალ შენთან დაკავშირებით რაღაც გეგმები მაქვს და უარს არ მივიღებ.
-კიდე უნდა დამათრო?-თვალების წიპწიპით ავხედე.
-მე არა.-სიცილით მითხრა და სათითაოდ ჯერ ერთ თვალზე მაკოცა მერე მეორეზე. მაშინვე "მოვწვი" ხვალ რა პონტიც იქნეოდა და მეც თავის გამოშტერება აღარ დავიწყე. არც რამე კითხვა დამისვამს. მის მკლავებში გავყუჩდი.
---
დილით უთენია წამოვხტი ფეხეზე.. ქეთისაც კი დავასწარი. რაც უკვე იმას ნიშნავდა რომ მიღწევა იყო. ყურსასმენები გავიკეთე და ცეკვა-ცეკვით დავიწყე ბლინების გამოცხობა. ეს მეორე ჯერი იყო და დარწმუნებული ვიყავი გამომივიდოდა, მაგრამ აი ადამაინი ბოლომდე არასდროს არ უნდა იყო დარწმუნებული. იმაზე უარესი გამომივიდა თითოეული ვიდრე პირველ ჯერზე იყო. ხასიათის გაფუჭების საშუალება მაინც არ მივეცი და სუპერმარკეტიდან ამოვიტანე ნამცხვარი.
-გოგოოო, ვიწვით მგონი.-დამწვრის სუნზე ნახევრად მძინარე გამოვარდა ქეთი..
-დამშვიდდი რაც დასაწველი იყო დაიწვა უკვე.-სიცილით ვუთხარი ქეთის.
-კიდევ კარგი თორემ ამ დროს სიკვდილი იქნებოდა?!-თავის ქნევით მითხრა და საღამურებით ჩამოჯდა სკამზე.

მთელი დღე ყურადღება არ მომიდუნებია. სულ მობილურის ეკარანს დავცქეროდი მიუხედავად იმისა რომ ხმა აწეული მქონდა. ალექსანდრეს ლოდინში უკვე მოსვენება დაკარგული ვიყავი. საღამოს როგორც იქნა დარეკა..
-ერთ საათში გამოგივლი და გამოპრანჭული დამხვდი.-ავიღე თუ არა ტელეფონი მაშინვე სიცილით მითხრა.
-გამოპრანჭული?! კაბა უნდა ჩავიცვა?
-ხო.
-უეჭველი?
-უეჭველი.-სიცილს ვეღარ ვიკავებდი და სასაცილოდ დამანჭულმა გავუთიშე. სარკესთან დიდხანს ტრიალი არასდროს მხიბლავდა, ამიტომ სრადად ჩავიცვი მუქი ლურჯი მუხლამდე კაბა და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი და ის დარჩენილი დრო როგორ გამეყვანა აღარ ვიცოდი. როგორც იქნა მომწერა "ჩამოხვალ თუ ჩამოგიყვანო?"
"ჩამოვდივარ" მივწერე და კიბეზე დავეშვი. დაბლა ჩასულს იმის ნაცვლად რომ რამე ნორმალური ეთქვა სახეზე აიფარა ორივე ხელი და ზურგით უკან გადაიხარა
-უკან დაიხიე თორემ დავბრმავდი.
-მასხარა ხარ, რა.-სიცილით ვუთხარი და მანქანის მეორე მხარეს ჩავჯექი.
-ასე რატომ გამომპრანჭე? დღეს რომ შაბათი იყო მეგონა ანასტასია უნდა გაგეცნო ჩემთვის.
-გარტყმაში ხარ. დაბადების დღე აქვს და იქ მიმყავხარ.
-ალე, ახლა მეუბნები მაგას?
-რა დამიძახე?
-ალე.. აბა იმხელა სახელი გაქვს მანამ ბოლომდე ვიტყვი ვიღლები.
-თათ, კარგი.-სიცილით მითხრა. მერე საბავშვო მაღაზიაში შევიარეთ და საჩუქარი ავარჩიეთ ანასტასიასთვის.-ამასაც რამხელა სახელი აქვს-მეთქი გავიფიქრე და შუა გზაში ავტეხე სიცილი.
-ხომ ხედავ რომ ყურადღებას არ გაქცევ, არაა?-ალექსანდრემაც სიცილით გადმომხედა.

რესტორანში შევედით თუ არა მაშინვე ტასო მომხვდა თვალში რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამას.
-ფოტოებში რა სხვანაირი იყო.-ალექსანდრეს გადავჩურჩულე.
-ისინი, 2 წლის წინანდელი ფოტოები იყო.-მითხრა და ჩვენთან მოსული იუბილარი ხელში აიტაცა. მე საჩუქარი მივაწოდე და მივულოცე
-ანასტასია, გილოცავ.
-დედინაცვალო, დიდი მადლობა..-ამის თქმა იყო ალექსანდრე ჩაბჟირდა. ვიცოდი მისი დარიგებული რომ იყო და გვარიანად ვუჩქმიტე. მაინც ვერ გავაჩერე. კიდევ კარგი მაგიდასთან ახლოს არ ვიყავით. თორემ საშინლად შევრცხვებოდით. მანამ ახალგაზრდა გოგო და მამაკაცი არ წამოვიდა ჩვენკენ მანამდე სული ვერ მოითქვა.
-გამარჯობა. მობრძანდით. ალექსანდე, სტუმარი შემოსასვლელში უნდა დააყენო?!-ჰკითხა და გადაკოცნა.
-ელენე, ეს სტუმარია?-უთხრა და წელზე მომხვია ხელი.
ამ საღამოს ელენეც გავიცანი, ანასტასიაც, და მისი ქმარი გიორგიც. ასევე დედინაცვლის წოდებაც მივიღე. ისე, რა ჭკუაში მოსდიოდა ბავშვს რომ ამას არიგებდა ახლაც ვერ ვხვდები. გვიანი იყო უკვე რომ დავიშალეთ, საჭესთან მე დავჯექი. ალექსანდრე ნასვამი იყო. სახლამდე მივაცილე და წამოსვლას ვაპირებდი მაგრად რომ მომიჭირა ხელი ხელზე.
-არ გაგიშვებ.
-არ წავალ.-ვუთხარი და მასთან ერთად კომფორტულად მოვეწყვე საწოლზე. მის წელზე მქონდა ორივე ხელი შემოხვეული და ბედნიერს თვალები მეხუჭა.



№1  offline მოდერი Amalthea

ძლივს დავწერე რა კომენტარი :დ
მდაჰ, რა სიდამპლეა რა არის. ცოტა მეტი ვერ დაწერე? მომიკვდა გული :დდდ
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline მოდერი -ნინაკა

Yvavi.
ძლივს დავწერე რა კომენტარი :დ
მდაჰ, რა სიდამპლეა რა არის. ცოტა მეტი ვერ დაწერე? მომიკვდა გული :დდდ


მართლა სიდამპლეა :დდ
მთელი საღამო ვწერდი და ასეთი პატარა გამომივიდა, ზატო დღეს გავათენებ :3 :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent