შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანება (16 ნაწილი)


5-11-2015, 20:36
ავტორი ანკა
ნანახია 4 561

-ნიტა! - უეცრად ოთახის კარი გაიღო და შიგნით დემე შემოვარდა. მაშინვე ჩემთან მოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა და ძლიერად ჩამეხუტა. მეც მთელი ძალით მოვხვიე ხელები, თავი მის კისერში ჩავრგე და სასიამოვნო სურნელი ღრმად ჩავისუნთქე. ორივე ვდუმდით. ისე მიჭერდა უშველებელ ტორებს, რომ ლამის იყო გავეგუდე, თუმცა არ მანაღვლებდა, იმდენად დიდი იყო მისი მონატრება, რომ ამას ვერც ვამჩნევდი. ალბათ მეც ასე ვუხუთავდი სულს, თუმცა მთლად ასე არამგონია, ჩემი სუსტი ხელებით რას მოვახერხებდი... გული ჩიტივით მიფართხალებდა იმდენად დიდი იყო სიხარული, აღელვება და შიში იმისა, რომ დედაჩემი ნებისმიერ წამს მოვიდოდა უკან. რამდენიმე წუთი ასე ვიყავით ჩახუტებულები, შემდეგ კი ოდნავ მომშორდა და ტუჩებზე მოუთმენლად დამეწაფა. მოწყურებული მხეცივით იყო, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ერთი ხელი წელს ქვემოთ შემიცურა და თავისკენ მიმიზიდა. მე კიდევ ხელები კისერზე მოვხვიე და უფრო ავეწეპე. როდესაც მიხვდა, რომ ვიგუდებოდი, მომშორდა, ცხვირზე პატარა ბავშვივით მაკოცა და შემდეგ ცერა თითი ტუჩებზე გადამისვა. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე... სახეზე კვლავ მისი სუნთქვა დამეცა, ორი თითი ნიკაპზე მომკიდა და ცხელი ტუჩები მსუბუქად შემახო.
- ჩემი ტკბილი გოგო... - დაიჩურჩულა იქვე და თვალებში ჩამხედა. იმწამს იმდენად ვიყავი აფორიაქებული, რომ ალბათ სულ არეული მზერა მქონდა. უეცრად მოვიდა, უეცრად ჩამეხუტა და უეცრად მაკოცა... მგონი ძალიან ბევრი „უეცრად“ იყო. შემრცხვა იმის, რაც რამდენიმე წამის წინ გავაკეთეთ, ამიტომ ლოყებაწითლებულმა გავიხედე გვერდზე და დემეს ფხუკუნიც გავიგე.
-არ მითხრა რომ კიდე გრცხვენია - მითხრა თბილი ტონით. თანხმობის ნიშნად ღრმად ამოვიოხრე და მზერა გავუსწორე.
-ბიჭოო! ცოტაც და ეს მორიგე ვიღაცა შემომეცემება! - პალატაში უკმაყოფილო თოკო შემოვიდა, მას ვახო და თათიაც შემოყვნენ.
-ააა!!! ნიიტტ!! - იკივლა თათიამ და ლამის თავზე დამახტა ისე ჩამეხუტა. - გადი ბიჭო იქეთ, მეც მომენატრა! - დემე სიცილით ააგდო საწოლიდან და მისი ადგილი დაიკავა.
-გამარჯობა ბავშვებოო! მეც ძაან მომენატრეთ! - ვუთხარი გახარებულმა და თოკო და ვახოც გადავკოცნე. დემე ფანჯარასთან კედელზე აყუდებულიყო და თვალებით მჭამდა. აშკარად უკმაყოფილო იყო იმით, რომ მარტოობის წუთები ამოგვეწურა.
-როგორ ხარ? მომიყევი როგორ მოხდა, რა მოხდა.. - დაიწყო თათიამ და დაინტრიგებული მზერა მტყორცნა. ყველაფერი მოკლედ მოვყევი, რათა მათი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. - და რამე ხო არ მოხდა ისეთი? - ყურში კისკისით ჩამჩურჩულა და წარბები ეშმაკურად აათამაშა. ამის გაგებაზე სიცილით ავყირავდი. ბიჭები გაშტერებულები გვიყურებდნენ რა სჭირსო, თათიასაც ჰკითხეს, თუმცა ამან არაფერი არ უთხრა.
-კაი მოსულიერდი ახლა! - მითხრა თათიამ ოდნავ მკაცრი ტონით.
-ვერ ხარ რა! - შევეპასუხე და ცრემლები მოვიწმინდე, რომელიც სიცილისგან წამომივიდა და ლამის მთელი სახე დამისველა.
-აუუ ჩვენც გვითხარით რაა - აბუზღუნდა ვახო და ძაღლის თვალებით შემოგვხედა.
-ნწ.. - თავი გავაქნიე მაშინვე და ცოტა ისევ გადავიკისკისე, რის გამოც გაბრაზებული თათიას ჩქმეტა დავიმსახურე.
-ეე!!! - წამოვიყვირე უკმაყოფილოდ და ნატკენ ადგილას ხელი მოვისვი.
-ღირსი ხარ! - მითხრა თათიამ და კმაყოფილმა ხელები გადაიჯვარედინა. ამ დროს ოთახში ექთანი შემოვიდა და გაშტერებული შედგა ერთ ადგილას.
-კი მაგრამ, არ იცით, რომ პალატაში ამდენი კაცის შემოსვლა არ შეიძლება? - იკითხა გაკვირვებულმა.
-ყველაფერი მოგვარებულია დაიკო, არ ინერვიულო - თვალი ჩაუკრა ვახომ და ახარხარდა.
-არა! ეს დაუშვებელია! გთხოვთ გაბრძანდეთ და მარტო დამტოვოთ პაციენტთან, შემდეგ კი ერთ-ერთ თქვენგანს შეეძლება შემოსვლა. - განაცხადა მკაცრად. ეს რაღაც ნამეტანი მომთხოვნი ექთანი იყო. უკმაყოფილოდ დაემორჩილნენ მას და ბუზღუნით და დუდღუნით დამემშვიდობნენ.
-თავს როგორ გრძნობთ? - მკითხა ექთანმა საქმიანად და აპარატზე რაღაცეების შემოწმება დაიწყო.
-კარგად, მადლობა - ვუპასუხე ზრდილობიანად. რა მექნა, მაინც ვერ გავუბრაზდებოდი, ეს მისი სამუშაოა და წესებს ემორჩილებოდა.
-მონაცემები მომწონს... ხვალ ან ზეგ გაგწერთ, გააჩნია ხვალ რამდენად კარგად იქნებით - მითხრა კმაყოფილმა და კარისკენ გაემართა - ვინ შემოვუშვა?
-თვითონ იცის ვინც უნდა შემოვიდეს... - ვუპასუხე მოკლედ და საწოლში კომფორტულად მოვთავსდი. მგონი ამდენ დღეში სიარული დამავიწყდა. ნეტა გავივლი? ჰმმ... ნამდვილად საინტერესოა, თუმცა ამას ხვალ გავარკვევ, ახლა ამის დრო არაა. ოთახის კარი დემემ შემოაღო, სკამი საწოლთან დადგა, ჩამოჯდა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-დანარჩენები იქ გელოდებიან? - ვკითხე მშვიდი ტონით. არადა რა მშვიდი... მის შეხებაზე ელეთ-მელეთი მემართება...
-ვუთხარი რომ წასულიყვნენ, მე აქ ვრჩები - გამომიცხადა თავდაჯერებულად.
-ოჰჰ... რას ბრძანებთ! - მივმართე ხუმრობის ტონით. - თურმე აქ რჩები - გავიმეორე მისი ნათქვამი და გავიცინე.
-დიახ, ქალბატონო. არ ვრჩები - გამიმეორა ბოხი ხმით და თვალებში მომაჩერდა.
-და უფლება ვინ მოგცა? - წარბი ეშმაკურად ავზიდე.
-არ მჭირდება მე სხვისი ნებართვა რამის გასაკეთებლად - მოკლედ მომიჭრა და შემდეგ ჩემკენ დაიხარა. სახე ახლოს მოსწია და ცხვირის წვერი ცხვირზე გამიხახუნა, შემდეგ კი ნაზად მაკოცა. აი ისე, პირველად რომ მაკოცა... ნელა, ნაზად, მომთხოვნად და ვნებიანად.. კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა ამ მაიმუნმა ბიჭმა. კოცნაში მეც ავყევი, თითები თმებში შევუცურე და უფრო ახლოს მოვქაჩე. ნელ-ნელა უფრო გათამამდა და მხოლოდ მაშინ მოწყდა ჩემს ტუჩებს, როდესაც გაგუდვის პირას მიმიყვანა. თვალების გახელა არ მინდოდა, თუმცა მისმა ფხუკუნმა გამომიყვანა ოცნებებიდან და დაბღვერილმა შევხედე.
-რა არის სასაცილო!
-არაფერი... - ხელები დანებების ნიშნად ასწია და სიცილის შეკავება სცადა, თუმცა ძლივს ახერხებდა.
-აუ დემეე! - ავბუზღუნდი მაშინვე.
-კარგი, ჩუმად ვარ - მიპასუხა დამშვიდებულმა და ხელით სახეზე მომეფერა.
-მართლა უნდა დარჩე? - ვკითხე გაფართოებული თვალებით.
-მიზეზი დამისახელე რატომ არ უნდა დავრჩე აქ - მითხრა და გამომცდელად შემომხედა.
-შეიძლება დედაჩემი მოვიდეს - ვუპასუხე მაშინვე.
-შენც კარგად იცი, რომ მაგის შანსები არ არსებობს - მიპასუხა ნიშნისმოგებით.
-კარგი ხოო... - დავნებდი და ამოვიოხრე.
-არ გინდა რომ დავრჩე?
-არა - ვუპასუხე გაუბედავად. მეც არ ვიცი რატომ მოვატყუე, უბრალოდ გაუაზრებლად წამომცდა.
-არა ხო - გამიმეორა ჩემი პასუხი, თითქოს შანსს მაძლევდაო.
-ნწ... - თავი გავაქნიე და დავუდასტურე. უკვე უკან დასახევი გზა აღარ იყო...
-კაი წავედი მაშინ, კარგად - შუბლზე თბილად მაკოცა, ფეხზე ადგა და კარისკენ გაემართა. სახეზე ღიმილი ვერ შევიკავე. ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ამას სერიოზულად არ მეუბნებოდა და ისიც ვიცოდი, რომ ჩემი პასუხი არ დაიჯერა. - მივდივაარ... - ზლაზვნით შემობრუნდა და თვალებში დამაკვირდა.
-კარგი - ვუპასუხე მშვიდად.
-აბა წავედი - კართან დადგა და ნელა გამოაღო.
-აჰაამ... სინათლე ჩააქრე სანამ გახვალ - ვუთხარი და მის მოქმედებას დაველოდე. ცოტა დააყოვნა სინათლის ჩაქრობა, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩამოკრა თითი და ყველაფერი ჩააბნელა.
-ტკბილი სიზმრები - მითხრა ბოხი ხმით და კარი გაიხურა. გავიდა თუ არა ჩუმი ხითხითი ავტეხე.
-რამდენიმე წამში შემოვა - გავიფიქრე გულში და თვლა დავიწყე... „1..2..3..“ ორმოცდაათამდე ავედი, თუმცა არ შემოსულა და უკვე სერიოზულად დავფიქრდი მართლა ხომ არ წავიდათქო. დაფეთებული წამოვვარდი და ფეხსაცმელები ამოვიცვი. „უჰჰ... სიარულიც დამვიწყებია..“ დავიფიქრე უკმაყოფილოდ და ბანცალ-ბანცალით მივუახლოვდი ოთახის კარს, გამოვაღე და დერეფანში გავედი. ჩაბნელებულ კედლებს გავუყევი და მოსახვევში უეცრად ვიღაცამ ხელი პირზე ამაფარა რომ არ მეკივლა და ჰერში ამაფრიალა.
-მე ვარ პრინცესა.. - ჩამჩურჩულა ყურში დემემ და კისერში მხურვალე კოცნის კვალი დამიტოვა. მისი ხმის გაგებისას ერთიანად მოვეშვი, მაგრამ იმხელა შოკი მივიღე, რომ ვერც ვიაზრებდი ისე მივყავდი დემეს ხელებში აყვანილი ჩემს ოთახში. საწოლზე დამაწვინა და საბანი ფრთხილად გადამაფარა.
-გული გამიხეთქე.. - ვუთხარი უკმაყოფილოდ აზრზე მოსვლის შემდეგ.
-ვიცი - ჩაიხითხითა და ცხვირზე მაკოცა.
-საზიზღარო! - ვუთხარი სიცილით და მხარში ხელი გავკარი.
-მოდი დავიძინოთ რა - მითხრა და საწყალი თვალებით შემომხედა.
-კარგი - გავუღიმე და გვერდზე მივიწიე. ამ საქციელზე თვალები გაუფართოვდა. - რა ხდება? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-ამმ.. აქ დავიძინო? - მკითხა გაოცებულმა.
-ხო, რა მოხდა - ვუპასუხე მხრების აჩეჩვით.
-არაფერი... ჩემი პატარა გოგო ხარ.. - გამიღიმა, გვერდზე მომიწვა და გულში ჩამიკრა.


.............
ვუჰუუ!!!
ესეც შემდეგი თავი და ბეეევრ კომენტარებს ველი ჩემო ძვირფასებო!
დიდი მადლობა რომ ასე მახარებთ და არ იზარებთ შეასებას...



№1 სტუმარი რიტა

მალე დადე რააა ძალიან აგვიანებ.ისტორია კარგია ველოდები

 


№2  offline მოდერი ანკა

რიტა
მალე დადე რააა ძალიან აგვიანებ.ისტორია კარგია ველოდები

შევეცდები აუცილებლად love love love

 


№3  offline წევრი sali))

Dzalian magaria rogorc koveltvis nu tu cota malmalebdadeb mashin kidev uketesii iqneba miikvarxar

 


№4  offline მოდერი ანკა

sali))
Dzalian magaria rogorc koveltvis nu tu cota malmalebdadeb mashin kidev uketesii iqneba miikvarxar

ვეცდები აუცილებლაად <3 დიდი მადლობა საყვარელო love

 


გაიყვანეთ ნიტა საავადმყოფოდან ... მე დავიღალე მის მაგივრად და ავტორს დააჩქარებინეთ წერა.. ვინტრიგდებით ხალხი უფფ )) <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent