შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურთიერთობა გრძნობების გარეშე. ( 6 თავი )


9-05-2016, 00:40
ავტორი ninaa --
ნანახია 2 275

როგორც იქნა დემეტრე ჩემს წინ დადგა,ძალიან ძალიან ახლოს..მეგონა კოცნას აპირებდა,მაგრამ...

-საკუჭნაო დერეფნის ბოლოშია და შეგიძლია საქმეს შეუდგე.. (დემეტრე)

თავიდან ვერ მივხვდი რა მითხრა,ან საკუჭნაო რა შუაში იყო,ამიტომ თვითონ წავიდა და სახლის დასალაგებლად რაც იყო საჭირო ყველაფერი მოიტანა....რასაც ქვია პირი ღია დამრჩა,რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი,შემდეგ კი როგორც იქნა ხმა ამოვიღე..

-შენ რა აქ დასალაგებლად მომიყვანე? (განო)

-რა თქმა უნდა,ხო უნდა გამოგცადო ყველაფერში. (დემეტრე)

-უკაცრავად,მაგრამ მგონი მოახლეში გეშლები (განო)

-შეგიძლია დაიწყო !! (დემეტრე)

-კი,ნამდვილად გეშლები... (განო)

მოსაცმელს ხელი დავავლე და კარისკენ წასვლას ვაპირებდი ,მაგრამ ხელის ძლიერმა ტკივილმა ადგილზე გამაჩერა..რა თქმა უნდა ხისთავიანი დემეტრე იყო ჩემს მკლავს ჩაფრენილი...თავიდან ტკივილს ვითმენდი,მაინტერესებდა სადამდე "გაქაჩავდა"...როდესაც მივხვდი რომ უკან დახევას არ აპირებდა ძალა მოვიკრიბე და ხელის გაშვება ვთხოვე,თუმცა ხმაც არ გამცა..რამდენიმე წამში მკითხა ისევ ვაპირებდი თუ არა წასვლას თან ხელს კიდევ უფრო ძლიერად მიჭერდა...რა თქმა უნდა ვიუარე..გულში კი ჩემს ბედსაც ვწყევლიდი და ამ მხეცსაც...სხვა რა გზა მქონდა სახლის დალაგება დავიწყე...ბოლოსდაბოლოს ხუმხობა ხომ არ არის ამხელა სახლის დალაგება..მაინც ვერ ვხვდები რაში ჭირდება ამას რომ მაკეთებინებს,როგორც ვიცი ფული არ აკლია და შეეძლო დამლაგებელი დაექირავებინა..მაგრამ მე ხომ არაფერში მაქვს ბედი და ამ ჩემმა უიღბლობამ აქაც იჩინა თავი...







ძალიან რომ დავიღალე მდივანზე ჩამოვჯექი დასასვენებლად,თუმცა ვინ რას გაცდის ..ის მხეცი დაბარებულივით შემოვიდა მისაღებ ოთახში და ჯაჯღანი დამიწყო...

- მე აქ დასასვენებლად კი არ მოგიყვანე ადექი და მორჩი შენს საქმეს (დემეტრე)

- სხვათაშორის დავიღალე და ვისვენებ (განო)

- სხვათაშორის არ მაინტერესებს,ადექი მალე (დემეტრე)

- ღმერთო ეს რა შარში ვარ..(განო)

- დარჩენას არავინ გაძლებს,მე შენ არჩევნის უფლება მოგეცი.. (დემეტრე)

- მე მონობა არ ამორჩევია (განო)

- ამ..ალბათ შენ მონობა არ იცი რა არის თორემ ამას არ იტყოდი..შეგიძლია ახლავე წახვიდე არ გაკავებ,თუმცა აქედან თუ გახვალ ჩათვალე რომ სამსახურიც დაკარგე... (დემეტრე)

მეც ავდექი და "ჩემი საქმე" გავაგრძელე... ვგრძნობდი როგორ დაჟინებით აკვირდებოდა დემეტრე ჩემს ყოველ მოძრაობას,რაც ნერვებს მიშლიდა..უეცრად წელზე შეხება ვიგრძენი და ხელში მოქცეული წყლით სავსე სათლი იატაკზე აღმოჩნდა..ჩემს ამ რეაქციაზე დემეტრეს ჩაეცინა,თუმცა ყურადღება არ მივაქციე..თავისკენ შემომაბრუნა..ერთმანეთთან იმდენად ახლოს ვიდექით რომ მის აჩქარებულ გულის ფეთქვასაც კი ვგრძნობდი..მისი ცხელი ხელები კი,რომელიც წელზე ქონდა შემოხვეული გონებას მირევდა და საღად აზროვნების უნარს მართმევდა....ვგრძნობდი რომ თავს დიდხანს ვერ გავაკონტროლებდი,დემეტრეც მიხვდა ჩემს წადილს და მალე მისი ცხელი ბაგეები ჩემსას შეეხო..რომ გითხრათ მუცელში პეპლების ფარფატი ვიგრძენითქო მოგატყუებთ...მსგავსი არაფერი... როგორც ასე მოულოდნელად მეძგერა ბატონი დემეტრე ასევე მოულოდნელად მომშორდა და დამტოვა გაბრუებული...

-დღეისთვის საკმარისია..მიდი ჩაიცვი და სახლში წაგიყვან. (დემეტრე)

-რა...მე ჯერ არ დამიმ.. (განო)

-ვიცი..წადი ჩაიცვი (დემერტრე)

-კარგი.. (განო)

გზაში სულ რაღაც ნახევარი საათი ვიყავით... სახლის კართან ვიყავი როცა გავაცნობიერე რომ 3 დღეა სხვასთან მძინავს და უცნაურმა გრძნობამ შემომიტია...არ მინდოდა მეღიარებინა,მაგრამ ცხადი იყო რომ ალექსი მენატრებოდა...სახლში შესვლისთანავე აბაზანაში შევედი,სადაც საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი...როდესაც აბაზანიდან გამოვედი ჩაი გავიკეთე,ლეპტობში ფილმმი ჩავრთე..ვცდილობდი ყურადღება კინოზე გადამეტანა,მაგრამ არაფერი გამომდიოდა..გონებაში სულ ალექსის სახელი ფიგურირებდა..ამ ფიქრებში კი ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი...

საღამო იყო როცა გამომეღვიძა..რასაც ქვია ოფლში ვცურავდი..სიზმრიდან მხოლოდ ფრაგმენტები მახსოვდა,მაგრამ ახალგამოღვიძებულს ამ სიზმრის აზრი არ დამვიწყებია...გამოვიცვალე და ეგრევე ალექსისთან წავედი...არ მაინტერესებდა რომ გვიანი იყო,მხოლოდ პასუხები მინდოდა სიზმრით გაჩენილ კითხვებზე...როგორც იქნა მივედი, ალბათ 15 წუთი კარებზე ვაბრახუნებდი..გათიშული ვიყავი..გონზე რბილ "რაღაცაზე" შეხებამ მომიყვანა...ალექსს არაფერი ვუთხარი ისე შევაჭერი მის სახლში...გიჟივით მხოლოდ ერთ წინადადებას ვიმეორებდი ..

-შენ ის ხარ..ღმერთო შენ ის ხარ...ყველაფერი გამახსენდა..ვერ ვიჯერებ..ამდენი ხნის მერე.. (განო)

-განო რა მოხდა..დაწყნარდი და ამიხსენი (ალექსი)

-შენ ის ხარ... (განო)

-გავიგე მაგრამ ვინ ვარ? ან რა გაგახსენდა ? (ალექსი)

-სანდრო. (განო)

ალექსი გაშეშდა..ხმას ვერ იღებდა,ან რა უნდა ეთქვა.. ამდენი ხნის მერე რატომ დაბრუნდა ?თვითონაც არ იცის...ეგონა ამ დროის განმავლობაში განო გათხოვდებოდა და ბედნიერი იქნებოდა,მაგრამ სიმართლის გაგების შემდეგ თავს ვერ აპატიებდა განო რომ არ ენახა,თუმცა აქ ჩამოსულს სულ სხვა სიტუაცია დახვდა...



გამარჯობაა... იმედია მოგეწონებათ,გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარის სახით გამოთქვათ :* :*



№1  offline წევრი mani156

ეხლა გადავიკითხე ყველა თავი და საინტერესოქ, უბრალოდ ძალიან პატარა თავებს წერ :დ

 


№2  offline წევრი anaana

Momwons dade shemdegi aucileblaad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent