შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყარო უშენოთაც ბრუნავს!


9-05-2016, 01:47
ავტორი IZZ¥
ნანახია 1 390

სამყარო რომ ჩემს გარშემო რომ არ ბრუნავს ყოველთვის კარგად ვიცოდი.თუმცა მაინც ჯიუტდ ვაგრძელებდი იმის მტკიცებას რომ სამყაროს არსებობაში მეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ ვარ,მაგრამ როგორც ყოველთვის ღმერთი საპირისპიროს მიმტკიცებს.ალბათ ის რაც ჩვენ დაგვემართა ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო.არმოგახვევთ თავს იმას თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და რაღაცეები.უბრალოდ ის რომ სკოლაში გადმოვიდა ყველას ცხოვრება აირია.ზოგს უყვარდა ზოგს ძულდა.ჩემთვის რომ გეკითხათ არავინ იყო.მაგრამ მერე იყო ის ვისი დაკარგვაც არ მინდოდა.მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იყო.ჯერ სყვარული მერე დაშორება და ასე გრძელდებოდა მანამ სანამ საერთოდ ყველაფერი არ დაგვენგრა თავზე.
888
ერთ დღეს სავსე მთვარი იყო და ჩვენ როგორც ყოველთვის მდინარესთან ახლოს ვიჯექით.მთვარე კი ისე ახლოს იყო ვფიქრობდი რომ სადაცა ჩვენს გვარდით დასაკუპდებოდა.
-ჰეი ნახე მთვარე რა ახლოსა და თან რა შორს.ახლა რომ იქ ვიყოთ მე და შენ მარტო.
-ჰმ,არვიცი.ალბათ იქაც მოგვაგნებდნენ.-ჩაეცინა მიყვარდა მის სახეზე ღიმილს რომ ვხედავდი.
მარტოები არასდროს ვყოფილვართ ვიღაც მაინც იყო ვინც იცოდა სად ვიყავით რას ვლაპარაკობდით და ა.შ მაგრამ არ გვაღელებდა უფროსწორად არ აღელვებდა,მეკიდევ...როცა ყველაფერს ვიხსენებ ვბრაზდები რომ ყველას ბრძანბას დებილი გოგოსავით ვუქნევდი თავს თითქოს ჩემი აზრი არ მქონდა,ის სხვანაირი იყო იცოდა ჩემები რასაც იზავდნენ თუ გამეკარებოდა მაგრამ მაინც არ მიდიოდა.ერთხელ როცა ვიჩხუბეთ და ამას ჩემებმაც ბევრი დაამატეს და კიდევ ეს ჭორები უკვე ყელში მქონდა ყველაფერი და შეიძლება გავგიჟებულიყავი,მაშინაც მან გადამარჩინა.ისევ თვთონ გარისკა და ღამის 3 საათზე ჩემ სახლთან იდგა.ჩემებს რომ ენახათ ალბათ მართლაც ასრულებდნენ დაპირებულს და უჩივლებდნენ ან მე გამაგზავნიდნენ ჩემს ბედოვლათ "მამიკოსთან"მაგრამ არ უნახით. ფანჯრიდან ჩუმად გადავხტი და მისკენ გავიქეცი.ისე ჩამეხუტა სუნთქვის უნარი დავკარგე და ლამის ხელებში ჩავაკვდი.
ერთად დავდიოთით ყველგან.კლუბებში,ქუჩებში ყველგან.ვეწეოდით,ვსვავდით,ვიცი ჩემზე საშინლად მოქმედებდა მაგრამ მეც მომწონდა badgirl-ობა.მის გვერდით ნამდვილად ვგრძნობდი თავს.მომწონდა ყველაფერი რასაც ვაკეთებდით.
888
მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა.სახლში ჩემები გაუთავებლად ჩხუბობდნენ.ისევ ჩემს საკითხს განიხილავდნენ.ზუსტად ამ დროს მომწერა:
-ცოლად გამომყვები?
-რატომღაც ვერ გხედავ ჩემ წინ მუხლებზე იდგე და ისე მთხოვდე.-ჩუმად ვხითხითებდი მათ რომ არ გაეგონათ.
-ფანჯარასთან მოდი.
გარეთ იდგა,წვიმაში.სანამ ჩემები ყურადღებას მომაქცევდნენ გავიქეცი.
ამდროს ჩემები გარეთ გამოცვივდნენ.ხელი ჩამკიდა და სადღაც გამაქანა.
მეც მივყვებოდი. პარკში ავღმოჩნდით. არავინ იყო თუმცა ფეხი ავდგი თუარა ბორბალი დაიძრა და რატომღაც ზუსტად შუაში გაჩერდა.
-ცოლად გამომყვები?-ახლა უკვე მუხლებზე იდგა და ბეჭედიც ქონდა.
-კი-სახეგაფითრებულმა ძლივს ამოვიკნავლე.
პასუხი გავეცი და დაიძრა ბორბალიც.მიწასთან ახლოს დავიგულე თუარა ვისკუპე.საშინელება.ისკი სიცილით ვეღარ სუნთქავდა.
888
როგორც არუნდა გვყვარებოდა ერთმანეთი 16 წლის ასაკში ოჯახს ვერ შევქმნიდით.ეს ორივემ კარგად ვიცოდით.არ უნდოდა ჩემი მარტო გაშვება,მაგრამ ის ჩემი ოჯახი იყო ცუდი არ იყო მაგრამ რაღაცნაირი პრინციპები ქონათ.მაინც ჩემი ოჯახი იყო რომელთანაც მარტო უნდა მელაპარაკა,უნდა მეთქვა რომ არ შემეძლო მათ დავმორჩილებოდი და მასთან ურთიერთობა გამეწყვიტა.ჩემი გავიტანე და სახლში მარტო მივედი.ბებიჩემის ლექციები დიდხანს არ გაგრძელებულა და არც მე მომისმენია რამე.
მამაჩემი...მამაჩემი...ოღონდ ის არა.მასთან გამიშვებენ ეგ კიდევ არაფერი მაგრამ მასზე რომ გაიგოს მოკლავს,ხომ ვიცი როგორიცა,მოკლავს.და მაინც რატომ მიკრძალავენ მასთან ყოფნას.იმიტომ რომ ეშინიათ თუ მასთან ვიქნები მათთვის საამაყო შვილი არ ვიქნები.
-ან შეეშვები ან მამაშენს ვეტყვი?-მხოლოდ ეს სიტყვები მიტრილაებდა თავში.
888
ყოველ წელიწადს ავდიოდი იმ პარკში,ზუსტად 26 თებერვალს.წლები გადიოდა.ის საერთოდ წავიდა-ქვეყნიდან.მეკი დავრჩი მარტო.მხოლოდ მოგონებები და ბრაზი.ამ ბრაზით ვიცოცხლე 5წელი.ისე ვიქცეოდი როგორც მათ სურდათ.თუმცა მაინც ვეწეოდი,ვსვავდი,კლუბებში დავდიოდი,და ბრაზს რომელიც დამრჩა ამდენი ხნის მანძილზე გულში ასე ვიკლავდი.
სამედიცინოზე მოვეწყვე და მათთვის საამაყო გავხვდი.
ონკოლოგობა მინდოდა.ჩემი ოჯახი ისევ ისეთი იყო.ახლა ჩემ ძმას ზრდიდნენ საამაყო შვილად.
როცა ონკოლოგიური ავირჩიე ყველა ერთად აღნიშნავდა რომ ასეთი ჭკვიანი გოგო ვიყავი.ღრეობა დაიწყეს ყველას გააგებინეს როგორი წარჩინებული ვიყავი და რომ მამის სახელი გამოვასწორე.მეც ძალით ვუღიმოდი ყველას.
სუფრაზე როგორც ყოველთვის ჩემი გათხოვებაც ახსენეს ახლა უკვე ნება დამრთეს მეფიქრა შეყვარებულზე.არვიცი რა დამემართა როცა ყველაფერმა ისევ წინ გამირბინა.
პირველი დანახვა,სიყვარული,ბედნიერება,ხელის თხოვნა,დაშორება.თვალწინ დამიდგა ის საღამო როცა გამოვუცხადე რომ ყველაფერი დამთავრებული იყო,და ის რაც ჩვენს შორის იყო უბრალოდ გართობა იყო და არა სიყვარული.ყველაფერი ისე მოვისროლე სანაგვეში როგორც გაფუჭებულ სათამაშოებს ყრიდა დედაჩემი.ოთახიდან გამოვედი და ჩემ ოთახში შევედი.ფანჯარაზე წამოვსკუპდი და ქუჩას გავხედე.წვიმდა.დღესაც 26 თებერვალი იყო,თუმცა დღეს არ ავსულვარ პარკში.პირველი წელი იყო როცა არ ავედი.ფანჯრიდან მამაკაცის სილუეტი მოჩანდა.დავნახე რომ ის იყო.წვიმაში იდგა და მიყურებდა.
კარები გავაღე და მისკენ გავიქეცი თუმცა იქ აღარ იყო.
888
ონკოლოგი ვიყავი და ბევრი პაციენტი მყავდა საავადმყოფოში ყველას ერთი დიაგნოზი ქონდა სიმსიმნე,განსხვავებული მხოლოდ სტადია და სიმსვნს ადგილმდებარეობა იყო.რამდენიმე პაციენტიც გარდამცვლია და ისევე მიგლოვია და მივლია გასვენებებში როგორც მათ მშობლებს.ბევრის მხიარულებაც გამიზიარება.მაგრამ როდესაც გავიგე რას მიმზადებდა ღმერთი კიდევ უარესად მეტკინა გული.
-გიორგი ნუცუბიძეა შემდეგი.
-ვინ არის?
-გიორგი ნუცუბიძე.
-შემოუშვი-მხოლოდ იმიტომ ვჩქარობდი რომ მეგონა უბრალოდ ჩემს სანახავად მოვიდა,თუმცა როგორც ყოველთვის ღმერთმა საპირისპირო დამიმტკიცა.დავინახე თუარა ვიცანი,არ შეცვლილა.ისეთივე თვალები ქონდა როგორც მაშინ ოღონდ ახლა იმ ქარაფშუტა მომღიმარი 16 წლის ბიჭის მაგივრად 28 წლის სახეგადაღლილი მამაკაცი მედგა.
-შენ ხარ?
-როგორც ჩანს წარდგენა აღარ დამჭირდება.
მაშინვე საქმეზე გადავიდა და მივხვდი რომ ნამდვილად არ მოსულა აქ ჩემს სანახავად,სურდა მალე გაქცეულიყო ჩემი ოთახიდან.
როდესაც პასუხები ვნახე ლეიკემია აღმოაჩნდა,არც კი ვიცი რა დამემართა.ვიცოდი ვერ გადავარჩენდი და ამასთანავე დროსაც ვუდგენდი რამდენ ხანს შეეძლო სიცოცხლე,მე იმ ადამიანმა რომელმაც ერთხელ უკვე ვატკინე გული ახლა დროს ვუდგენდი სადამდე იცოცხლებდა.
დიდი დრო არ იყო რამდენიმე თვე შეიძლება წელიც.მაგრამ არა იმდენი რამდენიც მინდოდა რომ ქონდა.მარტივი არაფერი ყოფილა.მკურნალობაზე უარ განაცხადა და არც საავადმყოფოში დაწოლაზე დამთანხმდა.მასთან ყოველდღე მივდიოდი.იმ საღამოს კი დარჩენა მთხოვა.ვგრძნობდი როგორ უჩერდებოდა თანდათან სუნთქვა.
-ყოველთვის მიყვარდი.ახლაც ზუსტად ისე მიყვარხარ როგორც მაშინ 16 წლის ქარაფშუტა ბიჭი რომ ვიყავი,არაფერი მქონდა ახლა კიდევ საერთოდ ვკვდები.ასე რომ... თუმცა ის რაც სხვებისგან განმასხვავებდა იყო ის რომ ყოველთვის მიყვარდი.არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო სიყვარული,ვნება თუ უბრალოდ აკვიატება მაგრამ ახლაც ზუსტად იგივეს ვგრძნობ შენს მიმართ რაც მაშინ ვიგრძენი პირველად რომ დაგინახე 12 წლის წინ.ზუსტად ვიცი 98 წლამდეც რომ მეცოცხლა მაინც შენ მეყვარებოდი და მაინც ეს იქნებოდა ჩემი ბოლო სიტყვები...
888
არასდროს მჯეროდა სიყვარულის.ახლა კი წვიმაში ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი რაც წარსულში დამრჩა,რაც ვერ გავაკეთე.მივხვდი რომ იმისთვის რაც მაშინ მნიშვნელოვნად მიმაჩნდა უნდა მებრძოლა.ვოცნებობდი რომ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდებოდა,მეგონა როგორც ზღაპრებში იყო ისე იქნებოდა და ჩვენ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდით,მაგრამ ასე არ ხდება.თუ არ იბრძოლებ იმისთვის რაც გინდა თავისით არ მოვა,არასოდეს.გვიან მივხვდი და მივიღე კიდეც სასჯელი.ხელებში უამრავი პაციენტი ჩამკვდომია მაგრამ არა ასეთი.დედამიწა ჩვენთან ერთად თუ ჩვენს გარეშე მაინც ბრუნავს,ჩვენზე კი მხოლოდ ისა დამოკიდებული თუ როგორ ვიცხოვრებთ.ჩვენს ბედს თავად ვქმნით და ერთი სიცოცხლე სხვისი ხუშტურებისა და ცოდვების გამოსასყიდად არ უნდა გაიმეტოთ.ვინც არ უნდა იყოს ის მას თავის წილი დრო ქონდა ყველაფრისთვის ჩვენ კი ჩვენი წილი გვაქვს.იცხოვრეთ ისე როგორც გსურთ ნუ მოუსმენ ნურავის ვინც არ უნდა იყოს ის.ბედნიერებას,სიყვარულს,სიცოცხლეს,სამყაროს თქვენ თავად ქმნით და ნუ მისცემთ მისი წართმევის უფლებას ნურავის.



№1  offline წევრი remarki

Kargixar... Momewona sheni bolosityvaoba. Mec analogiurad vfiqrobb,,

 


№2  offline წევრი Educated

სათაური წავიკითხე თუ არა, იმ წამსვე გამიქრა ისტორიის წაკითხვის სურვილიც.
"სამყარო უშენოთაც ბრუნავს!" -არ არის სწორი!
სამყარო უშენოდაც ბრუნავს!

 


№3  offline წევრი Educated

ninaka loves u
სამყარო არ ბრუნავს!

ცდები.
ზოგისთვის სამყარო კი არა, ტვინიც ბრუნავს. fellow

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent