სიყვარული თუ შურისძიება?(მეთერთმეტე თავი)
სახლთან მივედი და ასვლას ვაპირებდი, მაგრამ ვიღაცამ დამიძახა. - ლიზიი, დამელოდე... - ახლა რაღა გინდა? - ასე რატო მელაპარაკები, ლიზ, რა მოხდა? - კაი რა? მეკითხები კიდეც, დაუკითხავად მიყურებ, ყველას წინაშე შენ შეყვარბეულად მაცხადებ და კიდე არ უნდა ვიყო გაბრაზებული? - მაშინ რატო თქვი ის სიტყვები უნივერსიტეტში? - იმიტომ, რომ შენგან თავი დამეღწია. ცაბაძე, შენ ჩემთვის არაფერს ნიშნავ, ამიტომ ნუ გგონია, რომ რამე გამოგივა. - ლიზ, ასე რატო იქცევი? ასეთი რა დაგიშავე? ელიზაბედ, ძალიან მიყვარხარ, გეფიცები შენნაირად არავინ მყვარებია. შენ კი მუდამ ეგრე მექცევი, როგორ დაგიმტკიცო რომ მიყვრხარ. - ვიცი რომ ბევრი რამ გააკეთე და მადლობელი ვარ, მაგრამ მე არასდროს არავის შევიყავრებ და მათ შორის არც შენ. ასე რომ თავი დამანებე. - არ შემიძლია ლიზი, მიყვარხარ და მუდამ შენს გვერდით ვიქნები. მისი სიტყვები ძალიან მესიამოვნა, მაგრამ მე აღარაფერი ვუთხარი და იქავრობა დავტოვე. თუმცა შემდეგ შემოვბრუნდი და რატომღაც ვუთხარი - იბრძოლე ცაბაძე, იქნებ გაგიმართლოს. მან გაიღიმა, მხოლოდ ეხლა შევამცნიე რა ლამაზი ღიმილი აქვს. შემდეგ კი სახლში ავედი. ცაბაძე კი სადღაც წავიდა. სახლში რომ მივედი ყველა იქ დამხვდა. რატომღაც კარგ ხასიათზე დამაყენა ცაბაძის სიტყვებმა. ყველას მივესალამე ვივახშმე და საძინებელში შევედი. შხაპი მივიღე, მოვემზადე და დავწექი, თუმცა ვერაფრით დავიძინე. მაინც ცაბაძეზე ვფიქრობდი. შედეგ აივანზე გავედი ტელეფონით და ყურსასმენებით, თან სიმღერებს ვუსმენდი და თან ულამაზეს ვარსკვლავიან ცას ვუყურებდი. უცებ სმს მომივიდა,, მიყვარხარ, ლამაზო!“. ეს ბიჭი ჩემში უცნაურ გრძნობებს აღძრავდა, მაგრამ მათ მნიშვნელობას მეც ვერ ვხვდებოდი. ამიტომ არაფერი არ ვუპასუხე, კვალავ თვალები დავხუჭე და სიმღერის მოსმენა განვაგრძე. თვალები გავაზილე და მეორე აივანზე ცაბაძე დავინახე, რომელიც მე მომშტერებოდა. უნებურად ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ასე ვიდექით დიდი ხნის განმავლობაში, ამგრამ შემდეგ შემცივდა და შიგნით შევედი. უცებ ისევ მომივიდა სმს ,, ძილი ნებისა, ლამაზო!“ ამჯერად გადავწყვიტე მეც მეპასუხა ,, ძილი ნებისა, ცაბაძე.“ შემდეგ კი თვალები დავხუჭე და როდის ჩამეძინა ვერც მივხვდი. დილით ჩვეულებრივ ავდექი მოვემზადე და გავედი სასაუზმოდ, შემდეგ კი უნივერსიტეტში წავედი როგორც ყოველთვის. როგორც კი კლასში შევედი ნინი დავინახე, რომელიც დაბღვერილი მიყურებდა. მას ყურადღება არ მივაქციე და ჩემს ადგილზე დავჯექი. მოულოდნელად ჩემს მერხთან ვიღაც მოვიდა და ზევიდან გადმომხედა, ეს ნიკა იყო. ისეთი სახე ჰქონდა, რომ ცოტა არ იყოს შიშმა წამკრა, მაგრამ მაინც ამაყად დავუხვდი. - რა გინდა? - ციხიდან გამოხვედი, ამგრამ მაინც იქ ამოყოფ თავს ბოლოს. - მე გამოვედი, იმიტომ რომ უდანაშაულო ვარ და იქ არ დავრჩები, ტყუილად ნუ ოცნებობ მაგაზე. - ელიზაბედ, ნუ ოცნებობ თავისუფლებაზე, ცოტა ხნით გამოგიშვეს და ამლე უკან დაგაბრუნებენ. - ეგ არ მოხდება ნიკა, ასე რომ თავი დამანებე. - არასოდეს, ზედგინიძე, მაინც მოვახერხებ იმას რომ გაგანადგურო. - შენ მე ვერაფერს დამიშავებ, ვერასდროს. - მაგასაც ვნახავთ, ელისაბედ ზედგინიძე. - წამატებებს გისურვებ იქნებ გეღირსოს ოდესმე შენი არაკაცობის გამოსწორება ნიკუშა. ვუთხარი ირონიით და უცებ გამომენთო ხელი ასწია და დარტყმას მიპირებდა, მაგრამ ვიღაცამ დაუჭირა. ეს ცაბაძე იყო. ხელი მოუბრუნა და ძირს დააგდო. - მეორედ მასზე ხელის აღმართვა არ გაბედო, თორემ განანებ. - რა იყო? შენ გოგოს იცავ ცაბაძე? ნეტავი რატომ? ხომ იცი რომ არაფერში ჭირდები. პროსტა გიყენებს ჩემს წინააღმდეგ და რო აღარ დასჭირდები მოგისვრის. კარგად ვიცნობ ეგეთებს. - მოკეტე მეთქი. დაუღრიალა ცაბაძემ და დარტყმას უპირებდა, მაგრამ შევაჩერე. - არ ღირს ამაზე ხელის გასვრა. - კარგი, ლიზ. შენ როგორ ხარ? - კარგად, ცაბაძე, გამდლობ. ნიკაც და ცაბაძეც თავის ადგილს დაუბრუნდნენ და ლექტორიც შემოვიდა. ლექცია ჩვეულებრივად გავიდა და უნივერსიტეტი დავტოვე. მაგრამ უკნიდან ძახილი შემომესმა და რომ გავიხედე ცაბაძე იყო. - რა იყო, ცაბაძე? - ლიზი, სახლში მიდიხარ? - ხო, რა მოხდა? - ჩემთან ერთად ცოტა ხნითარ წამოხვალ სასეირნოდ, ლამაზო? - გააჩნია სად? - ეგ სიურპრიზია. - კაი წინააღმდეგი არ ვარ. ბევრი სიარულის შემდეგ ერთ ადგილს მივადექით, მან თვალებზე ხელი ამაფარა და ასე მიმიყვანა საჭირო ადგილამდე. თავლები გავახილე და ულამაზესი გარემო დამხვდა. იქავრობა ვარდებით იყო სავსე. ცა უალამზესად იყო მოჭედილი. ხოლო შუაში კი კიბე იყო, რომელიც ინტერესს გაგიჩენდა მისი დასასრულის მიმართ. - ვაუ, ძალიან ლამაზია. ეს ადგილი საიდან იცი? - ეს ჩემთვის უსაყვარლესი ადგილია. აქ ხსირად მოვდივარ როცა მარტო დარჩენა მინდა. - და მე რატომ მაჩვენე ეს ადგილი? - არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მინდა შენც იცოდე ეს ადგილი, რადგან ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის. - მართლა არაჩვეულებრივია აქავრობა, გამდლობ. იმ კიბის ბოლოს რა არის? - წამოდი გაჩვენებ. ბოლომდე რომ ავიარეთ იქ კარი დაგვხდვა. ცაბაძემ კარი გააღო და შიგნით უალამაზესი ოთახი იყო. იქ ნახატები იყო, რომლებიც უცნაურ შთაბეჭდილებას აღგიძრავდათ. ერთ ფოტოს კი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული. სწორედ ამ ფოტომ მიიქცია ჩემი ყურადღება. მისენ გავემართე და ნახვას ვაპირებდი, მაგრამ ცაბაძემ შემაჩერა - არა, ეგ ჯერ არ არის დასრულებული და ჯერ ვერ ნახავ. - რატომ? რა არის გამოსახული ეგ ამინც მითხარი? - არა, ვერც მაგას გეტყვი ამჟამად. მაგრამ როცა დრო დადგება აუცილებლად გეტყვი. - და დრო როდის დადგება? - არვიცი, ჯერ ვნახოთ. როცა დავასრულებ მაშინ. - ეს ყველა შენი ნახატია? - კი, მოგწონს? - კი, ძალიან ლამაზია ყველა. დიდი ხანია ხატავ? - კი ბავშვობიდან. უფო სწორად იმ დროიდან როცა დედაჩემი დაიღუპა. ხატვა სტიმულს მაძლევდა და ეხლაც ეგრეა. - ვწუხვარ და რა დაემართა დედაშენს? - არ ვიცი, საწმუხაროდ მამაჩემი მაგის შესახებ არ საუბრობს და ვერ გავარკვიე რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს. - მესმის შენი. დედა მეც დავაკრგე და ვიცი რასაც ნიშნავს უდედობა. თუმცა შენ მამა ისევ გყავს, მე კი ისიც აღარ მყავს. - ვწუხვარ, ძალიან ცუდია. - კაი დროა სახლში წავიდე გვიანია უკვე. - წამოდი მეც წამოგყვები. - კაი ერთად წავიდეთ, მაშინ. სახლამდე მივედით, შემდეგ კი ის მეორე სახლში შევიდა მე კი მოპირდაპირეში. სახლში მოვედი. არაჩვეულბერივ ხასიათზე ვიყავი. - გამარჯობა, ბიცოლა, რას შვები? - სადილს ვამზადებ, ელიზაბედ, რა იყო ასეთ კარგ ხასიათზე რამ დაგაყენა? - არაფერმა, უბრალოდ მინდა შევიცვალო, რატო გაგიკვირდა? - რაივიც, შვილო, ძალიან იშვიათად იღიმი და ამგიტო, მაგრამ თუ შეცვლა გინდა მაგაზე კარგი რა გინდა. მოდი ისადილე. - ხო გამოვიცვლი და გამოვალ ეხლავე. მოვემზადე, თუმცა ჯერ ვიმეცადინე და მერე ვისადილე. დროც დამრჩა, ამიტომ სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე. თან სიმღერებს ვუსმენდი. დიდი მანძილი გავიარე და უკან დაბრუნებას ვაპრებდი, მაგრამ მოულოდნელად ჩემს წინ შავი მანქანა გაჩერდა. მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და გზა განვაგრძე, ამგრამ იქიდან ორი ნიღბიანი კაცი გადმოვიდა, პირზე ხელი ამაფარეს, მანქანაში ჩამსვეს და მანქანა დაძრეს. კარგად ხანი უგონოდ ვიყავი, რადგან გამთიშეს. თვალები, რომ გავახილე სადღაც დანგრეულ შენობასი ვიყავი, ბოძზე მიბმული. პირიც აკრული მქონდა. იქ საშინელი სუნი იყო და კინაღამ ისევ გავითიშე, ამგრამ ძალღონე მოვიკრიბე და თავი გავიმაგრე. წინ გავიხედე და ორი კაცი იდგა ზურგით ამიტომ მათ სახეებს ვერ ვხედავდი. რაღაცაზე საუბრობდნენ და თან იცინოდნენ, რაც ჩემში ზიზღს იწვევდა. ხელების გახსნა მინდოდა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. არც ვიცოდი ვის შეიძლება შემდეგ ორივე ჩემსკენ წამოვიდა. ერთი ბიჭი ჩემთვის სრულიად უცნობი იყო, მაგრამ მეორე ვიცანი და გაკვირვებული ვიყავი. ენა ჩამივარდა და გაოცებული ვუყურებდი მას. - შენ.... *** ირაკლი სახლში იყო. შემდეგ კარზე ზარი გაისმა და მამამისი მოვიდა. ირაკლის არ ესიამოვნა, მაგრამ მაინც მიიპატიჟა, მამამისი იყო და ვერ გააგდებდა. - გაამრჯობა, მამა. - გაამრჯობა, ირაკლი. რა ქენი მოაგვარე საქმე? - მამა, მაგ თემაზე აზრი შევიცვალე. - ვიცი, ირაკლი, რომ ის გოგოშეგიყვარდა. უბრალოდ მაინტერესებდა მომატყუებდი თუ არა. - რაა? საიდან? - შენი და სანდროს საუბარი მოვისმინე. - მამა, იმედია რამე არ ჩაიდინე. შიშშერეულმა ჰკითხა ირაკლიმ მამამისს. - შენ არ ისურვე საქმის დასრულება, ამიტომ მე დავსრულებ. - რას ქვია დაასრულებ, ლიზის რამე ხომ არ დაუშავე? - ჯობია ეგ გოგო დაივიწყო, რადგან მალე მოკლავენ. - რას ქვია მოკლავენ, ხომ არ გაგიჟდი? ლიზი სადაა? არ აგბედო რამის დაშავება, თორემ არ გაპატიებ. - შენც დედაშენივით სუსტი და გრძნობებზე ამყოლი ხარ. ვცდილობდი ასეტი არ გაზრდილიყავი, მაგრამ გენები თავისას შვრება. - ლიზი სადაა მეთქი. დაუღრიალა ცაბაძემ და მამამისს პიჯაკზე სწვდა. - სანამ არ მოკლავენ ვერ გაიგე და მერე შეგიძლია დამარხო. - მითხარი თორემ გეფიცები მოგკლავ, მამა. ლიზი უნდა გადავარჩინო. - მას ვერ გადაარჩენ. ის იმ დღეს უნდა მომკდარიყო მაგრამ გადარჩა. თუმცა მალე დავასრულებ საქმეს. შემდეგ კი მის ძმასაც მივაყოლებ. - არა, არ გაბედო. ლიზის არაფერი უდნა დაემართოს. ის არაა დამნაშავე რაც მოხდა შენსა და მის მამას შორის. - მაგას არ აქვს მნიშვნელობა ისიც უნდა მოკვდეს და მთელი მისი ოჯახი. ამ დროს კარზე კვლავ ზარი გაისმა. ირაკლი გასაღებად წავიდა და იქ რომ გიო დაიანხა, არ იცოდა რა ექნა. როგორ აეხსნა ეს ყველაფერი მისთვის. - ირაკლი, ჩემი და სადაა? - გიო, შემოდი და ყვეალფერს აგიხსნი. - ჩემი და სადაა მეთქი, სახლში არ დაბრუნებულა. - გიო, ლიზი გაიტაცეს. - რაა? რას ქვია გაიტაცეს? ვინ გაიტაცა, როგორა ახლა ან სადაა? - შემოდი და აგიხსნი ყველაფერს. გიო შიგნით შევიდა და იქ დავით ცაბაძე, რომ დაინახა გაოცდა. გიომ მისი ვინაობა იცოდა, რადგან გაარკვია მისი მშობლების მკვლელი ვინც იყო თუმცა მტკიცებულება არ ქონდა მის წინააღმდეგ და ვერაფერს გააკეთებდა. მაგრამ ირაკლის რა კავშირი ჰქონდა მასთან ეს არ იცოდა. - ამ კაცს აქ რა უნდა? - შენ მამაჩემს იცნობ? - რა მამაშენს? ეს მკვლელი მამაშენია? - შენ საიდან იცნობ მას? - მან ჩემი მშობლები დახოცა, მე და ჩემს დას კი ცხოვრება დაგვინგრია. მაგრამ ის მამაშენია? - ხო გიო, მამაჩემია მან გაიტაცა ლიზი და მინდა გავიგო სადა რათა გავათავისუფლო. - ესეიგი ამდენი ხანი გატყუებდი? ლიზი მართალი იყო, რომ არ გენდობოდა. - გიო, მე ლიზი მიყვარს და მისთვის რამის დაშავების უფლებას არავის მივცემ. - მას რომ რამე დაემრთოს ორივეს დაგხცავთ, გასაგებია? შემდეგ კი დავითს მიუბრუნდა. - ჩემი და სადაა? - მას ვერ იპოვით ვერცერთი. - ახლავე თქვი ლიზი სადაა? მან რა დაგიშავა, არ გეყოფოდა, რომ ჩემი უდანაშაულო მშობლები დახოცე? ახლა ლიზის მიადექი ხო? - რაა? უდანაშაულო? როგორც ჩანს არ იცი მამაშენმა რა დააშავა ხო? ახლავე გეტყი? - რაა? მამაჩემს არაფერი დაუშავებია, ერთადერთი დამნაშავე შენ ხარ და მეტი არავინ. - მამაშენმა ყველაზე მეტი დააშავა და საზღაურიც მიიღო. - რა დანაშაულზე საუბრობ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.