შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმრის ვალი გავისტუმრე (11 თავი)


10-05-2016, 18:48
ავტორი zia-maria
ნანახია 4 421

ახლა ამ კარის იქით, ახალი სამყაროს კარი იღებოდა.
---არაფერს არ შევცვლი. ეს რასაც აქ ტოვებ და როგორც, ყველაფერი შენ დაგელოდება დედა, თუ დაგჭირდე არ მოგერიდოს დამირეკე სადაც იქნები იქ მოვალთ გვპირდები?
----გპირდებით. გეფიცებით რომ არ დაგივიწყებთ. ოღონდ თქვენც დამპირდით რომ თავს და ერთმანეთს გაუფრთხილდებით. ის თქვენი შვილია და გაუგეთ მასაც, ისიც იტანჯება .ის მსხვერპლია, ძალა იხმარეs და მერე ცხოვრებამ არ დაინდო. ვიცი გტკივათ, მაგრამ ყველაზე მეტად ის დაიჩაგრა ამ ცხოვრებისგან!- თვალცრემლიანი დაემშვიდობnენ ერთმანეთს.
ბონდო ძიამ ჩამოართვა ჩანთ, უკან მოთავსდა და ფიქრებში ჩაიძირა.
---სად მიგიყვანო ნათია შვილო!
---სადაც გინდა იქ წამიყვანე. ოღონდ აქედან შორს, რომ არავინმა მომაგნოს და მარტო ვიყო. ძალიან გთხოვ ბონდო ძია. ეხლა არა მერე აგიხსნი ყველაფერს!- ცრემლებს ძლივს იკავებდა ნათია, და მუცელზე შემოეჭდო ხელები.
---კარგი შვილო ჩემთან რომ მიგიყვანო ნიკა იქ მოვა. ამიტომ მე ვიცი სადაც წაგიყვან!
უკვე საკმაოდ გვიანი იყო რომ ორსართულიან სახლს მიადგა ტაქსი. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა.
---სადავართ ბონდო ძია.- გარემო მოათვალიერა და ძალიან მოეწონა იქაურობა.
---ეხლა დაისვენე, გამოიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ. ხვალ გეტყვი სად ვართ. ყველაფერს გავაკეთებ რომ თავი კომფორტულად იგრძნო!
---მადლობა ძალიან ლამაზია აქაურობა!-მოხიბლა ნათია სახლის დიზაინმა. ძველი სახლი იყო მაგრამ კარგად შენახული.
--ხომ არავის ეტყვი აქ რომ ვარ?- შეშინებული თვალები შანათა ნათიამ
---მოდი ასე ვქნათ .კვირაში ერთხელ მოვალ ან ორ კვირაში ეჭვი რომ არ აიღოს ვინმემ. არ ვიცი რას ან ვის ემალები, მაგრამ მინდა ვიცოდე რამდენი ხანი აპირებ აქ გაჩერებას?
---ამას დრო გვიჩვენებს. -ნათიას არ დაუმალია მისი ორსულობა.
---ოოო შენ გაძლიერებული კვება გინდა. ხვალ ჩემს ახლობელ ცოლ-ქმარს მოვიყვან და ისინი მოგხედავენ, არ მოიწყენ პატარა გოგონა ყავს და გაგართობს. ეხლა კი გეტყვი რომ თეთრი წყაროში ხარ შვილო. აქ 10-15 კმ-ში ლამაზი ადგილია ვაჟას წყაროს ეძახია. სამოთხეა იქ ასვლა მაგრამ შენ ვერ შეძლებ. მომისმინე რაც არუნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, სადამდის არ უნდა დაიმალო ყოველთვის გახსოვდეს რომ ,,ცხოვრება გრძელდება''.ცხოვრებას და პრობლემებს კი არ უნდა გაექცე, თავი ამაყად უნდა აწიო და ჯიქურად უნდა წაიწიო წინ. უშიშრად უნდა იყო. ამ პატარა წერტილმა დაგაფრთხო? მოვა დრო რომ მის გამო მკერდით აღუდგები წინ ყველაზე საშიშ მტერსაც კი! -თბილად აკოცა შუბლზე და მისი საძინებელი აჩვენა. ვერ მოისვებნა, არ დაეძინა და დაფარული ნომრით საბას დაურეკა.
---გისმენთ!- მოესმა საბას მოლოდინით სავსე ხმა
.--საბ მე ვარ და არ შეიმჩნიო მარტო თუ არ ხარ!
---მარტო ვარ გარეთ გამოვედი. არ გეკითხები სად ხარ? როგორ ხარ ამას კი შეგეკითხები. ნიკა გიჟს გავს და გეძებს. ეჭვი აქვს რომ მე ვიცი სადაც ხარ!
---ჯერ არაფერი არ უთხრა. უთხარი რომ კარგად ვარ და მე თავად დაურეკავ. კარგად ვიმგზავრე. თუ მოვიდეს ის მითხარი კარგი?
---შენ მას გაექეცი. ეხლა კეთილი ინებე შენს თავს და ბავშვს მიხედე გესმის? თავს მიხედე უნდა შევიდე. გაკოცე ბურთი!- ბოლო სიტყვებზე ორივეს თბილად გაეციათ
ილოს მშობლებსაც დაურეკა და უთხრა რომ კარგადაა და კიდევ შეეხმიანებოდა. დილით ადრე ადგა და ეზოში სუფთა ჰაერზე გაიარა. შორიდან დალანდა ძია ბონდო ერთ ლამასზ გოგონასთან ერთად.
---ადექი ჩემო ლამაზო?- შუბლზე ეამბორა მოხუცი. -აი გაიცანი ეს ლიზაა აქვე ცხოვრობს. ესენი იცხოვრებენ დროებით შენთან ერთად და მოგხედავენ. ეხლა მაღაზიაში წავალთ და ყველაფერს მოვიმარაგებთ.
ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. ნათია ნელა-ნელა იბერება და უფრო და უფრო მშვენდება. ხშირად ჩაფიქრებული დადიოდა, ეთიშებოდა სამყაროს და თავისთვის გულში ლაპარაკობდა. მის გრძნობებს გულში იხვევდა ,,უშენოდ ყველა დღე, მხოლოდ ცარიელი თარიღია''
ჭკვიანი ქალი ისევე ჩუმად გაუჩინარდენბა როგორც გამოჩნდა. მაგრამ გაუჩინარებისას ის აუცილებლად ტოვებს საკუთარ კვალს. არა იმიტომ რომ იპოვნონ, არამედ იმიტომ რომ ის არასოდეს დაივიწყონ. დემეტრე გიჟს გავდა როცა გაიგო ნათიას გაუჩინარება.
---ნუკრი ჩემი ბრალია, არ დავურეკე. არ ავუხსენი სიტუაცია. მას ეგონა რომ გამოვიყენე და მივატოვე, ვისარგებლე მისი უმწიკლობით, ვიპოვნი, აუცილებლად ვიპოვნი.
ნიკა ყოველ დღე სვავდა. საბა ხედავდა მის ჩაწითლებულ თვალებს. გაუპარსავ პირს და მოუწესრიგებელს. უნდოდა მისულიყო და ეთქვა ყველაფერი, მაგრამ ეშინოდა ნათია საერთოდ არ გამქრალიყო.. დემეტრემ კი ყველაფერი გაიგო და დააზუსტა ვინ მიითვისა ნათიას მთელი ქონება. ერთ დღეს იმ ადვოკატსაც მიაკვლია, ვინც გააყალბა ნათიას მემკვიდრეობის საბუთები და სულ მშრალზე დატოვა 3 წლის ბავშვი. ბედის ანაბარად მიგდებული ბავშვთა სახლში სამოწყალოდ და ისიც დამადლებული. არც მორიდებია ირინასთან დარეკვას, ეს საქმეს ასე სჭირდებოდა. ირინა მანამ იყო მის გვერდით სანამ არ დაადგინა და არ დაამტკიცა ის ყველაფერი რაც აინტერესებდა. აი რატომ გაუჩინარდა დემეტრე. ისევ იპოვა ირინა და თვს ძალას ატანდა მასთან ურთიერთობას.
---ირინა შემახსენე მამაშენი ვინ არის?
---რა დაგავიწყდა ვისი შვილი ვარ?
---ხო, შეხსენება მინდა .რადგან ის სახლი სადაც ეხლა ცხოვრობთ ძალიან მომწონს.კარგი პროექტით ნაშენებია . ეხლა შენ დაურეკე მამაშენს და ეტყვი რომ მე მის გასაცნობად მივდივარ შენთან ერთად!
---მართლა?- გაუბრწყინდა თვალები ირინას.
---მართლა ძვირფასო!- არ უყვარდა დემეტრეს მსახიობობა, მაგრამ რა ექნა მას ეხლა მსახიობობა სჭირდებოდა.
---წავედიიით, მაშვინ ეს მოულოდნელი სიურპრიზი მინდა რომ იყოს. დღეს სახლშია არ მუშაობს.
---დარწმუნებული ხარ რომ გინდა ეს ყველაფერი, რაც ჩვენს შორის მოხდება დღეს? გამომცდელად კითხა აჟიტირებულ ქალს
---მინდა, ძალიან მინდა. როგორც იქნა გადავლახეთ რთული პერიოდი.---დემეტრეს ჩაეცინა და თვალებით ანიშნა წავედითო.
ვარკეთილში ცხოვრობდა ირინა და მამამისი. მშვენიერ სამ ოთახიან ბინაში. დემეტრემ მოათვალიერა ბინა და გულში გაიფიქრა. ,,მალე მოგივა შენი ნამდვილი მფლობელი''.
--მამაააა, სახლში ხარ მამიკო, დეეეე?- შესასვლელიდან აყვირდა აჟიტირებული ირინა.
---აქ ვართ შვილო -მისაღებიდან მოისმა მამაკაცის ბოხი ხმა. პატარა ჩია კაცი იყო ბ.შალვა მაგრამ ძალიან გაიძვერა. თუ ატყობდა რომ საქმე მის სასარგებლოდ გაკეთდებოდა უკან არ იხევდა.
---მობრძანდით გაკვირვებულად შეხედა მის წინ მდგარ ბრგე და დაკუნთულ, მთასავეთ მამაკაცს.
---დე, მა თქვენთან სალაპარაკო გვაქვს! -სახე უცინოდა ირინას. წამოდი დედიკო ჩვენ ყავა მოვადუღოთ!
---მე დემეტრე დემეტრაძე ალბად გექნებათ გაგონილი ჩემი სახელი და გვარი!- შალვას ხელი გაუწოდა დემეტრემ და თავი წარუდგინა.
---დიახ, დიახ გამიგონია. მობრძანდით, აქეთ დაბრძანდით. რამ შეგაწუხათ ბ.დემეტრე?!- სიამოვნების ხმებ გამოსცემდა, კმაყოფილი ღიმილით დაეფარა შალვას სახე.
---ბ.შალვა არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბარი და ამიტომ პირდაპირ მინდა გითხრათ. თქვენ წლების წინ აწარმოებდით ერთი უსუსური ბავშვის საქმეს, რომლის თან დამცველიც იყავით, უნდა დაგეცვათ 3 წლის გოგონა და მისი მემკვიდრეობა. რომელიც კი არ დაიცავით, გაქურდეთ და მისი ქონებაც მიითვისეთ, არა მარტო ეს სახლი არამედ მისი მამის მცირე ბიზნესიც და ბანკში სოლიდური თანხაც. ალბად გემახსოვრებათ 20 წლის უკან ავტო ავარიაში დაიღუპა მოქალაქე ჰამლეტ ბურჯანაძე და მისი მეუღლე რომელსაც დარჩათ 3 წლის გოგონა ნათია და ამ ბავშვმა 16 წელი გაატარა უპატრონო ბავშვთა სახლში! -დემეტრე წარბსაც კი არ ხრიდა და ჯიქურ უყურებდა თვალებში.
---არაფერი მესმის. როგორ მკადრებთ ასეთ რამეს, ახლავეს მიბრძანდით ჩემი სახლიდან. - თავიდან დაბნეულობა, შიშ აღიბეჭდა შალვას სხეზე, მაგრამ უცებ მოთოკა ნერვები- ეს, ეს ხომ, ეს ეს ცილისწამებაა!- ენა დაება ბ შალვას და ფერი დაეკარგა. სამზარეულოდან ფერდაკარგული ირინა და დედამისი გამოვიდა და დემეტრეს წინ დადგა.
---ეს რას ნიშნავს დემეტრე ,შენ მე გამომიყენე? გაფრთხილებ, არ შეგარჩენ! ისტერიკას მოყვა ირინა.
---საკმარისია ყელში ამომიხვედი!
--მე შენ მიყვარხარ დემეტრე. შენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი!- კარებზე ზარი იყო. დემეტრემ უბრძანა რომ კარები გაეღო. წელმოწყვეტილი წავიდა კარებისკენ გასაღებად. გააღო და კარში ნუკრი იდგა ცისფერი საქაღალდით ხელში.
---ყველაფერზე ხარ წამსვლელი? ამ სახლსაც დათმობ და დაუბრუნებ პატრონს?
---გიყვარს? რა აქვს მას ჩემნაირი, მე რითინ მჯიბია ჰა?
---რითინ გჯობია? მაშ დავიწყოთ. მას მაღალ დონეზე აქვს განვითარებული პიროვნული თვისებები. მას აქვს კონკრეტული ხასიათი, მისივე პრინციპებით და ნიშან თვისებებით. მან იცის რა უნდა ცხოვრებაში. არ უშინდება საზოგადოებას და სხვა რთულ პირობებს. ის იღწვის მისი მიზნის მისაღწევად, სხვის დაუხმარებლად და არასოდეს არ უყურებს არავის ჯიბეს. ის მუდამ თავაწეული აგრძელებს ცხოვრებას. აი შენ კი მუდამ სხვას შეჰყურებ ხელებში. შენ რომელიც სექსსაც ფულზე ყიდი. უკვე ამაზრზენი ხარ, რა გეგონა მას შემდეგ, რაც შენ გააკეთე მე მართლა დავბრუნდებოდი შენთან? გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, აორთქლდდი. აი შენ კი -მიუბრუნდა იქვე გაშეშებულ და დაპატარავებულ ბ.შალვას რომელიც თვალებს უაზროდ ატრიალებდა.
---ამ საქაღალდეში ყველა შენი ბინძური საქმე დევს .რაც უკანონოდ გაგიკეთებია. რამდენი ოჯახი გააუბედუირე, რამდენ ოჯახს ადინე ცრემლი. სამუდამო პატიმრობა გიკავია ხელში ამ საქაღალდით. ეხლა შენი ჩაოხრებული საქმე შენვე გამოასწორე და იმ ბავშვს მისი წილი ქონება დაუბრუნე. იმ წლებისთვის უნდა აგო პასუხი რომელი წლებიც უპატრონოდ გაატარებინეთ ბავშვთა სახლში. მისი ბავშვობის ლამაზი წლები შენ, შენ წაართვი. წაართვი მას ოჯახი. ეხლა კი თუ კიდევ შეგრჩენია ადამიანობა მისი კუთვნილება დაუბრუნე. ეს როგორ გააკეთე, გულმა როგორ გიკარნახა ეს სიბინძურე გაგეკეთებინა როცა შენც თავად მისი ასაკის შვილი გყავდა სახლში. შენს შვილს სხვის ლუკმას როგორ აჭმევდი. როგორ გეძინა ღამე მშვიდად როცა ის ციცქნა ბავშვი ქუჩაში იყო მიუსაფარი!- დემეტრე მხეცს გავდა, გალიიდან გამოვარდნილ მხეცს. რომელიც მზადაა მის წინ მდგარი აკანკალებული მსხვერპლი კბილით დაგლიჯოს.
---მე მარტო არ ვყოფილვარ. ეს ჩემი იდეა არ ყოფილა. ჰამლეტ ბურჯანაძე იმ ბავშვის ნამდვილი მამაა. მაგრამ მას მისი ძმა და რძალი ემტერებოდა. ქონებაზე ქონდათ დავა.
---იქნებ მათმა მოკლენ ზაკაზად ისინიც?- იკითხა ეჭვნარევი ხმით დემეტრემ.
---ეგ არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ეს ბინა მომცეს მე და თავად ის ბიზნესი დაიტოვა ძმამ სადაც დღემდე მუშაობს.
---და ვინ ყავს ოჯახში?
---მეუღლე ელენე და ორი შვილი რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ კერძო სკოლაში.
---ხედავ რა უსამართლოა ზოგჯერ ცხოვრება ნუკრი?- მედეტრე ახლა მეგობარს მიუბრუნდა -ობოლი გოგონათი ისარგებლეს, ხელი მოითბენ. იმის გამო სახლში მიეყვანათ, სახლიდან გააგდეს და მისი ქონებით შვილები ცხოვრება მოაწყვეს. საზღვარ გარეთ ასწავლიან. რა ადამიანები ხართ თქვენ? ჩაიცვი მათთან უნდა მიმიყვანო. -მარიონეტივით დადიოდა ეს პატარა კაცი. ერთ დროს რომ მისი ხმა ხალხს აშინებდა, ეხლა კურდღელივით ცახცახებს და შიშისაგან ძლივს უყრის სათქმელს თავს. მისამართი უთხრა დემეტყრეს და თავად მანქანის უკანა სალონში მოიკუნტა.
ავთანდილ ბურჯანაძის ოჯახი მოულოდნელ სტუმრებს არ ელოდა. აგვისტოს ცხელი დღეები იდგა ბეწვზე მიუსწრენ ოჯახს. აგარაკზე აპირებდნენ გადაბარგებას. თბილისის აუტანელ სიცხეებს გაურბოდნენ.
---გამარჯობათ!- ომახიანად მიესალმა დემეტრე იქ მყოფებს
--გამარჯობათ, ვინ გნებავთ!- უხეშად იკითხა ოჯახის დიასახლისმა.
---თქვენ, თქვენთან ვართ მოსულები!- შეუვალი და ცივი იყო დემეტრეს ხმა.
ისეთივე სიუხეშით დაუბრუნა პასუხი დემეტრემ.
---რა ხალხი ხართ.- დიასახლისისან ამზერით შემოხედვა, არანაირი მიპატიჟება, და ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო- ძმიშვილი არ შეიცოდე და გარეთ გაგდე, მისი მშობელი მამის ქონება მიითვისე და შვილები გზაზე დააყენე. ამაყობ და მედიდურად დადიხარ ხალხში თითქოს უცოდველი კრავი იყო. არადა რამდენი გაფურთხებს ზრუგს უკან?
---ვინ ხარ და რამდენს ბედავ! -წამოდგა ფეხზე ბ.ავთანდილი.
---რაო გიკვირს? ასე არ იყო? ბავშვს ბავშვობა წაართვი, ბავშვთა სახლში გამოკეტეთ და მისი ცხოვრებით ცხოვრობთ, მისი ქონებით კი ტკბებით,-შემდეგ კი ბავშვებს მიუბრუნდა- თქვენ იცით სხვისი წართმეული ბავშვობის წლებით რომ ცხოვრობთ ორივე ძმები? იცით ამას რა ქვია? სხვისი ცხოვრების მოპარვა, რომელიც მოიპარა თქვენმა დიდებულმა მშობლებმა და ერთი უსუსური 3 წლის ბავშვი გააუბედურეს იმისთვის რომ თქვენ გეცხოვრათ ბედნიერად. გიღირთ თქვენ ასეთი ბედნიერი ცხოვრება?
---მამა, დედა რას ამბობს, რა გაქვს მიქარული ეს სიმართლეა?-აღშფოთებას ვერ მალავდნენ ბიჭები- ვინ გააუბედურე და ვისი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვის ლუკმას გვაჭმევ ან თქვენ როგორ ჭამთ თუ ეს სიმართლეა!
---სიმართლეა. მე გიპასუხებთ.-დაიწყო მშვიდად დემეტრემ- თქვენ გყავთ ბიძაშვილი თქვენივე ტოლი. რომელიც სახლიდან გააგდო თქვენმა სტუმართ მოყვარე მშობლებმა და იქ გამოკეტეს. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ მის კუთვნილ ულუფას ამადლიდა. ყველა მძიმე საქმეებს აკეთებინებდა. მუხლ დაჩოქილი ახეხინებდა ბეტონებს, ცემდა უმოწყალოდ როცა იცოდა კარგად, რომ მისი წართმეული ცხოვრებით თავისი შვილები ცხოვრობდნენ. ბევრს აღარ შეგაწუხებთ, ეხლა სამივემ დაჯექით და თქვენს ცოდვებზე აგეთ პასუხი. ათი დღის ვადას გაძლევთ და ყველაფერს დაუბრუნებთ იმ ადამიანს, რაც ოდესღაც წაართვით და მისი საკუთრება რაც კი გააჩნდდა, საკმარისად იბაირამეთ სხვისი ქონებით და ეხლა დროა ნამდვილმა მფლობელმაც მიიღოს ის, რაც წესით მას ეკუთნის, არც იფიქროთ სადმე- წასვლა მიუახლოვდა ზიზღით გადახედა სამივეს და უთხრა
---მიწიდანაც ამოგთხრით, გახსოვდეთ თქვენს წინ ვინ დგას, დემეტრე დემერტაძე მკვდარსაც გახსოვდეთ ეს სახელი და გვარი! ჩემს თავს არ ვაკადრებ, თორემ ფურთხის ღირსები ხართ, არა ადამიანებო. ნათია ჩემი საცოლეა, ამიტომ მიფრთხილდით. უხმაუროდ გააკეთეთ ყველაფერი თუ არ გინდათ ციხეში ამოლპეთ სამივე და ეს უცოდველი ბავშვები ქუჩაში დაგრჩეთ. თუმცა ყველაფრის ღირსები ხართ, მე თქვენს მსგავსად, ბოროტი სულით არ გავუზრდივარ მშობლებს, რომ ვტკბებოდე სხვისი უსუსურობით. ეს თქვენი სტილია ქ.ელენე და არა ჩემი. შანსს გაძლევთ რომ ნათიას დაუბრუნოთ ის რაც წაართვით. ათი დღე, მხოლოდ ათი დღე, ჩემს მაგიდაზე უნდა იდოს ყველა ის საბუთი, რაც მისი ქონების უფლებობას დაამტკიცებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქაღალდე წავა პირდაპირ პროკურატურაში და გაკეთდება გვამის ეგზკუმაცია რომ ისინი მოკლულია თქვენგან და არა უბედური შემთხვევით. არჩევანი თქვენზეა, გელოდებით. ეს ჩემი სავიზიტო ბარათი და ჩემს მდივანს დაუკავშირდით. ჩემთან შეხვედრას მასთან შეათანხმებთ. თქვენ კი ცალკე გნახავთ სალაპარაკოდ როცა დრო მოვა ამისი!- მიუბრუნდა ბოლოს ბიჭებს და წყნარად უთხრა რომლებიც გაშეშებულები იდგნენ და თავი სიზმარში ეგონათ, უსიამოვნო სიზმარში. კიდე ერთხელ გადახედა ზიზღით და საჩქაროდ დატოვა იქაურობა.
გარეთ გამოსულმა ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. ნუკრი სიგარტს ეწეოდა და თან დემეტრეს უყურებდა.
---რას მიყურებ, ვერ მიცანი?
---მართლა ვერ გიცანი, წეღან დემეტრე. იცი რომ საშიში კაცი ხარ?არ ურჩევ არავის შენთან შეტაკებას, ჩემი თვალით შეგეხედა როგორი უსუსურები გახდნენ სამივე, სიმართლე გითხრა მაგ დროს სხვებს კი არა მეც მეშინია შენი, მეშინია კონტროლი არ დაკარგო საკუთარ თავზე და რაიმე სისულელე არ ჩაგადენინოს უკონტროლობამ. ისეთი მრისხანე და შეუვალი ხდები. ზედმეტია შენს სიახლოვეს მოსვლა. შეიძლება ვეღარ მოზომო და ნიყვივით წამაცალო თავი. ამიტომ ვზივარ შორი ახლოს და არ მოვდივარ სიახლოვეს სანამ არ დაცხრები!- უთხრა სიცილით ნუკრიმ და დემეტრეც აიყოლია სიცილში.
--მე მაიასთან წავალ ცოტას დავისვენებ დამღალა ამდენმა ფიქრმა ნუკრი.
---წადი, წადი მე მივხედავ საქმეს!-
--იცოდე ზარი მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეზე!- მკაცრად გააფრთხილა.
---არის სერ, როგორც მიბრძანებ!- ნუკრი პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა სოფოსთან. სოფოს კაბინეტში ფანჯარასთან იდგა და ისე საუბრობდნენ.
---ოჰოოო როგორ გაბერილა ჩემი პაციენტი!- ჩაილაპარაკა სოფომ. რომელიც გარეთ იხედებოდა.ნუკრიმ თვალი გააყოლა მის თვალს და მის წინ უჩვეულო სურათი გადაიშალა. ნათია და საბა.
---მიკვირს ეს გოგო რამდენჯერ მოვიდა. ქმარი არ მოყოლია. ძმა მოყვება ყოველთვის.
---სოფო ეს გოგო ნათიაა ხო?- გაოცებული სახე ქონდა როცა ეუბნებოდა. -რომ მოვა კითხე მეუღლე სად არისთქო. სხვას მერე გეტყვი. მე არ გამოვჩნდები, არ მინდა აქ მნახოს. სოფ იცი ეხლა შენ ვინ ხარ ?შენ ჩვენი და უფრო დემეტრეს ანგელოზი ხარ!
--რა ხდება ნუკრი გამაგებინე!
---ის ხდება რომ ძალიან მიყვარხარ. აქ არ ვარ, საერთოდ არ მახსენო! -თქვა და გარეთ გავიდა.
---შეიძლება?- ოთახში საკმაოდ გაბერილი ნათია შემოვიდა.
---მობრძანდი, იცი როგორ გიხდება ორსულობა?ძალიან ლამაზი ხარ ნათია.- თბილად უთხრა სოფო ექიმმა.
---მადლობა. იცით ამ ბოლო დღეებში ძალიან მაწუხებს შემეშინდა და წამოვედი.
---იცი ეხლა მე შენ რას გიზამ? აი ჩემი სავიზიტო ბარათი. დღის ან ღამის განუსაზღვრელი დროით შეგიძლია დამირეკო და მითხრა რა გაწუხებს. სადაც იქნები იქ მოვალ!
---იცი? მე შორს ვარ ცოტა თბილისიდან. არ მინდა შეგაწუხოთ, დანიშნულებას თუ მომცემთ იმის მიხედვით მივიღებ წამლებს და ჩაწყნარდება!
---სად ცხოვრობ რომ ვერ შევძლო მოსვლა? -გაუკვირდა სოფოს. საბამ ყურები დაცქვიტა, რადგან მასაც აინტერესებდა სად იყო ნასთია მთელი ეს დრო.
---თეთწყაროში ვცხოვრობ ჯერ-ჯერობით.
---უუუფ არც ისე შორსაა. ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. შენ ეხლა საყვარელი ადამიანის საჩუქარს ატარებ შენივე სხეულით, ძლიერი უნდა იყო გესმის?
---მესმის მადლობა თქვენ ძალიან თბილი ხართ!
---თუ საიდუმლო არ არის, მეუღლე სად არის ისევ ძმა რომ მოგყვა?
---მივლინებაშია მალე დაბრუნდება!--უთხრა საბამ, სოფო თან კომპიუტერს აკვირდებოდა. უკვე საკმაო დრო გავიდა და უცებ თქვა.
---აი შენ სად ყოფილხარ პატარა მაიმუნო. ნათ დარტყმას მარტო ერთ მხარეზე გრძნობ?
--არ ვიცი. ასე მგონია ხანდახან ერთი კიარა რამდენიმე ბავშვი ძის ერთად და ერთად დარბიან, როცა მოშივდებათ!
---და დანაყრებასაც ვერ გებულობ ხო?
---კი ასეა და რა ხდება, ხომ ყველაფერი კარგადაა?
---კარგადაა ნათი, კარგად., უბრალოდ კარგად კი არა, სუპერ კარგადაა. ბიჭი ძალიან ეშმაკია არ ცდილობს დამალვას. ეს დიდი ბაბნიკი ვინმე იქნება, გაგიჭირდება მოთოკვა მისი, ისე გადამიშალა ფეხები კაცი ვარ შემხედეო, არანაირი რიდი არ აქვს. -გადაიკისკისა სოფომ აი გოგოები კი ძმას ეფარებიან უკან და არ უნდათ გამოჩნდნენ. დედის მუცლიდანვე იწყებს ვაჟკაცი დაიკოების დაცვას და ის ფერიებიც იფერებენ. ნათი ტყუპები გყავს ბიჭი და ორი გოგო. გყავთ ვინმე ტყუპები? ---ღმერთო ჩემო ეს ხომ საოცრებაა!- ცრემლები წამოუვიდა ნათიას და საბასაც აუცრემლიანდა თვალები.
---ძმა მყავს ტყუპის ცალი და ალბად გენებით გადმოვიდა.
---რა კარგია ვგიჟდები ტყუპ და-ძმაზე. სახელებზე გაქვს მარტო მოსაფიქრებელი, სხვა ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის. ერთ თვეში აუცილებლად მოხვალ.
ნათიას სიარული შესამჩნევად უჭირდა, საბა ეხმარებოდა, ,,ჩემი ბურთი, ბურთიო“, ყვიროდააჟიტირებული საბა. სოფო განთავისუფლდა თუ არა მისი კაბინეტის კარი თითქოს შეგლიჯესო.
---შენ საოცრება ხარ სოფიო, -ნუკრი მის ტუჩებს დაწვდა და გემრიელად დაუკოცნა.
---ველურო, იქნებ ვინმეს ველოდები, როგორ იქცევი,- ძლივს მოწყდა ნუკრი სოფოს ტუჩებს.
---არ მაინტერესებს, -ღიმილით უთხრა ნუკრიმ და ისევ ტუჩებისკენ წაიწია, მაგრამ, ხელი ააფარა სოფომ- ახლა ვგავარ მე ისეთ კაცს ვისაც სხვისი აზრი აწუხებს?
---აქ რაღაც ხდება. ეს გოგო რაღაცას ან ვიღაცას გაურბის!- სოფო ახლა თავის სავარძელს დაუბრუნდა და ცნობისმოყვარე თვალები მიანათა ნუკრის.
---ეს გოგო ჩვენი რძალი გახდება მალე სოფიო- ეშმაკურად გახედა ნუკრიმ და თვალი ჩაუკრა.
---რააა? ვინ არის ბავშვების მამა!- კითხა და მოლოდინით სავსე თვალებით მიაჩერდა....
---იცი, დიდი ხანია უკვე ჩვენი სამეგობროს წევრი, თავად მისტერ უჟმურობა, ამ პატარა გოგოზეა შეყვარებული- თავისუფლად მოკალათდა ნუკრი ორსულთა სავარძელზე.
---და ეს ბავშვები ვისია?- თვალები დაუწვრილდა სოფოს.
ცხოვრება იმდენ სიურპრიზს გვიმზადებს თავადაც არ ვიცით რისთვის უნდა ვიყოთ მზად.



№1  offline წევრი Saxeli1

Vaimeee shen xar saoocrebaaa :**malee dadeee raaa

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

რამაგარია ტყუპები მეც მინდა.

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Vaimee raa magarii raviii iyooo .... Shemdegiccc males dadee raa
--------------------
G.ke

 


№4 სტუმარი avadmyofi

აეეე თეთრიწყაროდან ვარ მეც :Dდდდდ რამაგარია აეეეეე Dდდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent