შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (18 თავი)

10-05-2016, 23:04
ავტორი murachashvili
ნანახია 4 073

მეთვრამეტე თავი
უცნაური შეგრძნება ყოფილა, როცა შენთვის ძვირფას ადამიანს უჭირს, შენ კი დახმარება არ შეგიძლია. იმ დროს გინდა მისი ტკივილი გაინაწილო, ან სულაც შენ გტკიოდეს და მას არა. კარგი იქნებოდა ამის უნარი რომ შეგწევდეს, თუმცა თავს ზევით ძალა არაა...
უდაოდ მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. გარდაცვლილი აკაკი, დაუსრულებელი საქმე. თუმცა ეს უკვე მეორე ხარისხოვანი გამხდარიყო, აღარავის აღელვებდა აწ გარდაცვლილი კრიმინალი.
ქეთი მარცხენა მხარში იყო დაჭრილი, თუმცა აშკარად სასურველზე მეტ სისხლს კარგავდა, სავარაუდოდ სისხლძარღვი იქნებოდა დაზიანებული. დამხმარე ჯგუფი კი ჩამოვიდა დროულად, მაგრამ სამწუხაროდ სასწრაფოს მანქანა იგვიანებდა. ალბათ სხვა დროს ყოყმანს დავიწყებდი, ნერვიულობას, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მისი დახმარება მინდოდა.
შესაშური სისწრაფით დაჭრილი კაიშაურებთან ავიყვანეთ სახლში, ჩემსდა საბედნიეროდ პედაგოგს დავუჯერე, ექიმი ყველაგან ექიმი უნდა იყოსო და პირველადი დახმარებისთვის საჭირო მცირედი რაოდენობის სამედიცინო იარაღები ყოველი შემთხვევისთვის სახლში მქონდა წამოღებული. იარაღები კაიშაურებთან მისვლამდე რამოდენიმე წამით შინ შერბენისას ავიღე. საკუთარი წინდახედულობით აშკარად ბედნიერი ვიყავი.
საოპერაციოდ მისაღებს ვიყენებდი, წინასაოპერაციოდ პაციენტის მომზადებას დიდი დრო არ დასჭირდა, რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, ასისტენტობას ჯაბა მიწევდა. სწრაფად ჩამოვბანეთ საპნით ჭრილობა, დავამუშავეთ კანი სპირტითა და ბეტადინით, საოპერაციო მაგიდად მისაღებში მდგომ მასიურ, ხის მაგიდას ვიყენებდი. ანესთეზიის შემდეგ ჭრილობა წყალბადის ზეჟანგით გავასუფთავე, იმედი მქონდა ეს ოდნავ მაინც შეამცირებდა სისხლდენას, მაგრამ ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, სხვა გზა არ მქონდა, სასწრაფოსა და მასთან ერთად დამხმარეების ჩამოსვლამდე როგორმე რეზინის ლახტი უნდა დამედო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო უფროსი კაიშაური ნამდვილად კარგი ასისტენტი გახლდა. სტერილურ იარაღებს გაფითრებული მაწვდიდა. რეზინის ლახტი ძლიერად გადავუჭირე მხარზე და მიუხედავად იმისა, რომ იმ წუთში ეს ნამდვილად არ მჭირდებოდა, გადაჭერის დროც დავაფიქსირე. როგორც იქნა სისხლდენა შეჩერდა. დანა პირს არ გვიხსნიდა, შვებით ამოვისუნთქე, როცა ზუსტი დაზიანების ადგილი დავინახე.
- მეშველა, გვეშველა! - სიხარული ვეღარ შევიკავე.
აშკარად ვხედავდი სად იყო გაჩერებული ტყვია, მოხერხებულად ვცდილობდი მინიმალური ძალისხმევით ამომეღო ჭრილობიდან უცხო სხეული, რაც მოვახერხე კიდევაც. თუმცა სისხლდენა უფრო და უფრო მატულობდა, აშკარად დავინახე, ტყვიას საკმაოდ მოზრდილი სისხძარღვიც დაეზიანებინა. ფიქრი შევწყვიტე, მექანიკურად ვმოქმედებდი, რატომღაც ინსტიქტურად გონებაში საკუთარი ბრძანებების თვლა დავიწყე:
- სკალპელი! - არც კი გამიხედავს გვერდით ისე გამოვართვი იარაღი, ჯაბას დაძაბულ სახეს ვერ ვუყურებდი.
- ლანცეტი, ტამპონი, დრენაჟი!....- არ შეიმჩნიო, კიდევ, ცოტა, სულ ცოტა... - შეძლებისდაგვარად ვამხნევებდი საკუთარ თავს, ვხედავდი მკერდზე როგორ იჭერდა უფროსი კაიშაური ხელს, ისედაც გაფითრებული უფრო გათეთრდა, ტკივილისგან სახე დაეღრიჯა.
- კარგად ხართ?! - ხმაში ბზარი გამიჩნდა, შემეშინდა ნერვიულობაზე რამე არ დამართნოდა. - ორი, სამი ოთხი... - ამჯერად უფროსი კაიშაურის გულისცემას ვისმენდი მე.
- არაფერია, უკვე გამიარა... - ღრმად ჩაისუნთქა მან, როგორც იქნა სახეზე ოდნავ დაუბრუნდა ფერი.
- თითქმის დავასრულე, გავკერავ და... თქვენი დახმარება აღარც მჭირდება, ამას ჩემითაც მოვახერხებ!... - ვცდილობდი იქვე მდგომ სკამზე დამესვა. თუმცა კაიშაური მაინც არ მომშორდა:
- ძნელი ყოფილა შვილის ასეთ დღეში ყურება!... - ისე გამიღიმა, თითქოს სისუსტისთვის ბოდიშს მიხდიდა.
- ძნელი ყოფილა!... - საკუთარ ხმას ვეღარ ვცნობდი, ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა ბოღმისგან გული ყელში, პატარა რომ ვყოფილიყავი ალბათ ავტირდებოდი, თუმცა ამჯერად ამის არც დრო იყო და არც ადგილი. მშვიდი სახით ვაგრძელებდი ოპერაციას. როგორც იქნა დავასრულე... არ მჯეროდა, ვხედავდი ლამაზად, საკმაოდ აკურატულად გაკერილ ხორცს და ვგრძნობდი, რომ შეუძლებელი შევძელი. უკვე დასრულდა ყველაფერი, პრინციპში ასეც იყო, ჩემს ხელთ არსებული იმ სამედიცინო საშუალელებით ამაზე მეტის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ნელ-ნელა ვდუნდებოდი და უნებურად შიში მიპყრობდა. თითქოს ახლაღა გავიაზერე რა ჩავიდინე, ახლაღა შემეშინდა, რა შეიძლებოდა მოსალოდნელი შედეგების.
წესით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მე კი თითქოს აქამდე შეკოწიწებული ძალა და ენერგია საბოლოოდ დავკარგე, მოვდუნდი და ყველაფერი ამტკივდა, თითოეული კუნთი, თითუეული ძარღვი.
ვუმზერდი გათიშულ ქეთას და ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ექიმად ყოფნის ბედნიერება მარგუნა წილად. ამ ეტაპზე უმცროსი კაიშაურის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, სასწრაფო დახმარებაც როგორმე მოვიდოდა, გადაიყვანდნენ სტაციონარში და....
როგორც იქნა ოდნავ შვებით ამოვისუნთქე და იქვე მდგომ ჯაბას გახარებული მოვეხვიე, ხმას ვერც ერთი ვერ ვიღებდით, თუმცა ჩვენი დუმილი ბევრად მეტყველი იყო, სიხარულისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდა კაიშაური. ახლაღა შევნიშნეთ მისაღების ფანჯრებში დაძაბული სახით ჩვენზე მოჩერებული რამდენიმე წყვილი პოლიციელის თვალი და იქვე კუთხეში სალოცავ კუთხესთან მუხლებზე მდგომი დედა. ამაზე მეტყველი გრძნობა არ არსებობდა, შიში გადაზრდილი სიხარულში. ბედნიერების სხივით გაცისკროვნებული სახეები.
ვუმზერდი მეუღლესთან ჩახუტებულ ჯაბას, მის ტკივილს და ორმაგად მტკიოდა, დავქცეროდი წამლებისგან გაბრუებულ გოგონას, რომელიც ნელ-ნელა იწყებდა ნარკოზიდან გამოსვლას და უნებურად მისი სიტყვები მახსენდებოდა:
- ძალიან მალე, შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის გადარჩენა მოგიწევს!
ვიგრძენი როგორ გამაცია გაოგნებისგან: - შეუძლებელია, ის ამას ვერ დაინახავდა! - საკუთარ თავს ვუმეორებდი მე.
თითქოს ჯიბრით სწორედ ამ დროს გაახილა თვალები ქალმა, აშკარად ისევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ იყო, რამოდენიმე წამი მაკვირდებოდა, ოდნავ შესამჩნევად, ტკივილით გამიღიმა და თითქოს მხოლოდ საკუთარ თავს უთხრაო, ისე ჩაილაპარაკა:
- მაპატიე, მე არ მინდოდა... შენი ტკივილი არ მინდოდა!...
იმდენად გამიხარდა მისი ხმის გაგონება, რომ შემეშინდა. არანორმალურად მინდოდა ჩავხუტებოდი, მისი სითბო მეგრძნო. ამ უცნაურმა შეგრძნებამ დამაფრთხო, ზუსტად ვიცოდი, რომ იქ ჩემი გაჩერება აღარ შეიძლებოდა, დენდარტყმულივით გამოვვარდი გარეთ. ცივმა ჰაერმა თითქოს გონს მომიყვანა, მესიამოვნა. იქვე ჩავიმუხლე კიბის საფეხურზე და ამხელა კაცი ავტირდი, თითქოს ვიცლებოდი ემოციებისგან, ტკივილისგან და ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი უსახელო გრძნობისგან.
როგორც იქნა ეღირსა სასწრაფოს მანქანასაც მოსვლა, უკვე გონს მოსული პაციენტი საკაცით გადაიყვანეს ავტომობილში. მასთან ერთად ყოფნის უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს მისცეს, და ალბათ ძნელი მისახვედრი არაა რომ ის ერთი ადამიანი დედამისი იყო.
მე და ჯაბა კიდევ ერთხელ დავემშვიდობეთ აწუკვე კაიშაურებთან შეკრებილ წიფრანელებსა და ჩემს ოჯახს და პოლიციის დამხმარე ჯგუფთან ერთად სასწრაფოს მანქანას გავყევით.
ფიქრებში წასული კაიშაური დაძაბული უმზერდა გზას, საუბრის განწყობაზე არც მე ვიყავი, იმ დღევანდელი ემოციებით დატვირთულს საკუთარი ემოციები უფრო მაღელვებდა.
- „რამდენად შეიძლება მის მიმართ რამეს ვგრძნობდე?!“ - ფიქრებში ვეკითხებოდი ჩემს თავს, რომელიც ჯიუტად მიმეორებდა:
- „შეუძლებელია, ის ბავშვია, მართალი განსხვავებული, ცოტა გიჟი, რისკიანი, მაგრამ მაინც ბავშვი!... უბრალოდ ზედმეტი ადრენალინის შეგრძნების ბრალია!... საერთო თავგადასავალმა დაგაბნია, მისით აღტაცებული ხარ, სულ ესაა... გაივლის დრო და ისევე დაგავიწყდება, როგორც დანარჩენები დაივიწყე“...
- ალბათ! - უხალისოდ ვეთანხმებოდი საკუთარ ხმას მე.

№1  offline მოდერი ლილიანა

ვგიჟდები ამ ისტოიაზე და შენზე❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№2 სტუმარი taso

ძალიან კარგი ისტორიაა, მოუთბენლად ველოდები შემდეგ თავს love

№3  offline აქტიური მკითხველი lalita

დაძაბულობისგან ძალა წამერთვა შეუდარებელი ხარ , ჩამოყალიბებული მწერალი იმედი მაქ ოდესმე შენს წიგნსაც დავიჭერ ხელში.

№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
ვგიჟდები ამ ისტოიაზე და შენზე❤❤❤

love მე კი თქვენ მიყვარხართ ასეთი თბილები რომ ხართ

taso
ძალიან კარგი ისტორიაა, მოუთბენლად ველოდები შემდეგ თავს love

murachashvili
ლილიანა
ვგიჟდები ამ ისტოიაზე და შენზე❤❤❤

love მე კი თქვენ მიყვარხართ ასეთი თბილები რომ ხართ

მადლობა, ჩემო საყვარლებო ასეთი სიტყვებისთვის, ვიცი რომ ბოდიშიკ მაქვს მოსახდელი, ძალიან პატარა თავი გამოვიდა, უბრალოდ ისტორიის ახალი ეპიზოდი იწყება და არ მინდოდა ამ თავში ზედმეტად კონტექსტიდან ამოვარდნილი გამოსულიყო... რაც შეეხება წიგნს, ამხელა ამბიციები ალბათ ვერ მექნება, თუმცა მე თქვენი სიტყვებიც მყოფნის

№5  offline აქტიური მკითხველი grafo

მე ზოგადად, ბევრს კი გეწუწუნები უმარილიანობაზე,მაგრამ...ფაქტია შენს ისტორიებს იმიტომ ხომ ვიწუნებ, რომ "ექშენი" აკლია და ამავდროულად იმიტომ ვკითხულობ სიამოვნებით,რომ ეს "ექშენი" აკლია. მე მგონია შენი წერის სტილიდან გამომდინარე თავებად არ უნდა დებდე ისტორიას. არ გიხდება, მართლა. ან შეიძლება დიდი-დიდი 2-3 ნაწილად დაყო. სრული ისტორიიდან უფრო შემიძლია "გეკამათო" გმირებზე, მათ ხასიათზე და ა.შ:)))). ასე თავებად დადებით, ვფიქრობ რომ როგორც ავტორი იჩაგრები სერიოზულად!

№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

grafo

ძნელია არ დაგეთანხმო...საერთოდ მხოლოდ ჩემს ისტორიებზე არა, უმეტესად ვფიქრობ რომ მთლიანად დადებული ისტორია ბევრად უკეთესად იკითხება, ალბათ გახსოვთ, მე ახალბედა მკითხველის სტატუსი არ მაქვს, შესაბამისად ჩემი ისტორიების წაკითხვა და პოვნა ასე იოლი არაა... ჯერჯერობით ჩემს ისტორიებს არც ისეთი ხილვადობა აქვს, რომ ერთად, ერთ დღეს დადებული ბევრმა წაიკითხოს, რამოდენიმე დღეში უბრალოდ ნახვები შეწყდება, და ალბათ ვეღარც იპოვიან. ასე ნაწილ-ნაწილ დადებულს მეტ-ნაკლებად ახალი მკითხველიც ნახულობს, შემდეგ ინტერესდება და წინა ისტორიებსაც ეცნობიან. ეს აშკარად შეიმჩნევა ძველ ისტორიების ნახვებში. შეიძლება თქვენთან მიმართებაში ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ამ მეთოდით ძველ ისტორიებზეც ვზრუნავ, და თითქოს მკითხევლს საკუთარი თავის მივიწყების საშუალებასაც არ ვაძლევ. შეიძლება ვცდები და შეცდომას ვუშვებ, ან საკუთარ რეიტინგს ვაგდებ კიდევაც, მაგრამ რატომღაც მაინც მგონია რომ გარკვეულ წილად ამართლებს... ცოდვა გამხელილი სჯობია, შეიძლება ჩემი დავიწყებით თქვენ არაფერი დაგაკლდეთ, აი მე კი ნამდვილად ბევრი სიამოვნება მომაკლდება თქვენი კომენტარები თუ ვერ ვნახე, ასეა ნარკომანივით 4ლოვე-ს და თქვენი ლომკა მჭირს wink love

№7  offline აქტიური მკითხველი grafo

შენ ხარ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე გულწრფელი ავტორი ავტორთა შორის. არ მეგულება ავტორი, რომელიც თავის ზრახვას ასე ხმამაღლა ამბობდეს. შენ პირველი ხარ საიტზე ჩემთვის, ვისი ისტორიების კითხვას პიროვნული ხიბლის გამო ვაგრძელებ და გავაგრძელებ :* :*.

№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მადლობა, ჩემო საყვარელო... love სიმართლე მხოლოდ ერთია და მას ვაღიარებთ, თუ არა მაინც ასე დარჩება wink

№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

vgijdebi am istoriazeeee umagresii da udzlieresiaa love j

№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნარჩიტა
vgijdebi am istoriazeeee umagresii da udzlieresiaa love j

მე კი შენზე ვგიჟდები love

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent