შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არის ქალბატონო სერჟანტო !! -სრულად-


12-05-2016, 00:06
ავტორი tsn
ნანახია 6 364

......

- მათეშვილი, მაიორი უკვე გელოდება - მეუბნება სადღაც ორმოცდახუთ წლამდე უხეში გარეგნობის ქალბატონი, თანაც თავს არ იღებს რაღაც საბუთებიდან..
- დიახ - ვპასუხობ უჟმურად და მაიორს კარზე ვუკაკუნებ. შემდეგ კარს ვაღებ და სამხედრო ჩესტით ვესალმები..
- მიხარია, რომ დროულად მოხვედი სერჟანტო..
- იმედი მაქვს, ყველაფერი რიგზეა და არაფერი დამიშავებია ბატონო მაიორო.. - თვალებს ვხუჭავ იმის მოლოდინში, რომ ისევ რაიმე საყვედურს მივიღებ , მე ხომ ასეთი ფიცხი ვარ...
- უნდა მოემზადო, ხვალ საქართველოში ბრუნდები, მნიშვნელოვანი დავალებაა, უყურადღებოდ ვერ და არ დავტოვებთ..
- დიახ ბატონო მეთაურო - ვეუბნები განაწყენებული.. მერჩია დავესაჯე, ვიდრე იქ გავეგზავნე, სადაც უკვე დიდი ხანია არავინ მელის..
- მარიამ.. ვიცი, რომ იქ წასვლა არც თუ სასიამოვნოა შენთვის, მაგრამ ამაზეა დამოკიდებული ბევრი ადამიანის სიცოცხლე -. მაიორი პროექტორს რთავს და ახლოს მიდის.. - სერჟანტო, აი აქ - რაღაც ტერიტორიას ნიშნავს - აქ მდებარეობს უნივერსიტეტი, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ქვეშ არსებობს საიდუმლო ბაზა, სადაც ჩუმად ამზადებენ იარაღს.. თანაც რეგულარულად მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები და ეს გარკვეულ საფრთხეს უქმნის შენობას და ათასობით სტუდენტს, რომლებიც იქ სწავლობენ.. ამასთან, ეს საქმიანობა უკანონო და ვერ დავუშვებთ, რომ იარაღი ბოროტ ადამიანებს ჩაუვარდეთ ცელში.. ჩვენთვის ბევრი რამ არაა ცნობილი, მხოლოდ ვვარაუდობთ, რომ რომელიღაც ლექტორი ხელს აფარებს მათ.. შეიძლება ვინმე სტუდენტიც კი და ამიტომ მათი პოვნა რთულია.. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ იარაღი იქნება ერთ-ერთი უნიკალური და ალბათ უველაზე საშიშიც კი.. შენი დავალებაა, ჩუმად შეიპარო უნივერსიტეტში, გაიჩნო ცალხი, შეაგროვო ინფორმაცია, იპოვო დამნაშავე და დააპატიმრო..
- არის მაიორო, - ისევ სამხედეო ჩესტი - მაგრამ ასე შეპარვა გამიჭირდება, - ვეუბნები მას..
- ამაზე ბიზრუნე უკვე, შენ გაჩვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტი იქნები.. ჩახვალ და მოიქცევი ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები.. გაფრთხილებ სერჟანტო - თითს მიქნევს - არანაირი აგრესია.. არავინ უნდა მიხვდეს ვინ ხარ..
- არის სერ - ვიმეორებ კიდევ ერთხელ
- არის სერ არა, არის ბატონო მაიორო - ხმას უწევს
- არის ბატონო მაიორო.. - ხმას ვუწევ მეც
- კიდევ, გიგიც შენთან ერთად იქნება - სიტყვას მაწევს კარდი
- დიახ ბატონო მაიორო.. - ვეიბნები გახარებული, რადგანაც გიგი ჩემი საუკეთესო მეგობარია..
- კი მაგრამ, მე რატომ ბატონო მაიორო..
- შენ ჩვენ ბავშვობიდან გზრდით სერჟანტო.. საუკეთესო ფორმაში ხარ.. თანაც ქართველი ხარ და ქართულს ფლობ.. შენ ყველანაირად შეესაბამები ამ დავალებას - მეუბნება ის.. მეც მალე ოთახიდან გამოვდივაღ..აშასადამე, ვიცი, რომ ფრენა დილის ხუთზეა.. გიგიც გავაფრთხილე და სავარჯიშო მოედანზე გავედი.. ასე ვარ, როდესაც რაღაცაზე ვბრაზობ, ვარჯიშს ვიწყებ, თანაც თავდაუზოგავად..
განა პატრიოტი არ ვარ? ძალიან მოყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ რატომღაც იქ დაბრუნება არ მინდა.. მე ერთი ობოლი ქართველი ბავშვი ვარ, რომელსაც ობოლთა თავშესაფარში ზრდიდნენ.. გარდატეხის ასაკში, როგორც თითქმის ყველას, სახეზე აკნე მქონდა, ამოტომ კლასში სულ დამცინოდნენ და უშნოს მეძახდნენ.. მართალია, მე ვცდილობდი მათთვის არ მიმექცია ყურადღება, მაგრამ არ გამომდიოდა... ამასთან ''წიგნის ჭიაც'' ვიყავი.. ვერკვეოდი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და მადგებოდა კიდეც..
ერთ დღესაც კლასელებმა საშინლად მატკინეს გული..ჯერ იმაზე დამჩინეს, რომ ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, მერე კი სახეზე რომ გამონაყარი მქონდა.. იმ დღეს კი სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე, ცამეტი წლის ასაკში ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე.. ინტერნეტში რაღაც პროგრამა მოვძებნე და ჩემი ცოდნის მეშვეობით ამერიკაში გადავფრინდი.. ჩასვლისთანავე შარს გადავეყარე.. იმ ადგილზე მოვხვდი, სადაც ტერაქტი უნდა მოეწყოთ.. ტერორისტი თმაში მწვდა და აპირებდა, რომ ბბი ჩემზე დაემონტაჟებინა.. მე მაშინ პოლიციელობაზე ვოცნებობდუ, ბევრი არ მიყოყმანია, ფილმებში ნანახი სცენა გავიხსენე და მოვაცერხე, რომ ტერორისტისთვის თვალებში წიწაკის სპრეი შემესხა (ასეთი უცნაური ვიყავი, უბრალოდ მომეპრიანა და იმიტომ მქონდა ნაყიდი).. პოლიციამ კი დრო იხელთა და აიყვანა.. გაცელილი არ ვიყავი ამ ტერიტორია, როდესაჩ ჩემს წინ მანქანა გაჩერდა და იქიდან ბატონი მაიორი გადმოვიდა.. მითხრა, რომ ჩემში პოტენციალს ხედავდა და მათთან წავსულიყავი, რათა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი გავმხდარიყავი.. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი.. ხომ ვთქვი, ყოველთვის პოლიციელობა მინდოდა მეთქი და ოცნება მიხდებოდა.. იმ დღის მერე აქ ვარ.. სისტრმატიურ წვრთნას გავდივარ.. ახლა ოცდაერთი წლის ვარ და ჩემი სამხედრო წოდება უკვე მთავარი სეჟანტია.. ეს სერიოზული წარმატებაა იმ დროში, რაც იქ გავატარე.. ამ ხნის მანძილზე ვისწავლე ბრძოლის სხვადასხვა სტილები, იარაღის გამოყენება და ყბელაფერი, რაც სამხედრო პოლიციელს მოეთცოვება.. თითქმის ყველა ჩემს ასაკში იწყებს კარიერას, მე კი უკვე მაქვს გარკვეული წარმატებები..
რაც შეეხება ფიზიკურობას, მე ის პატარა, გაჩხინკული, აკნეანი გოგო აღარ ვარ.. მე საკმაოდ შევიცვალე.. რაც შეეხება გიგის, ის აქ გავიცანი.. ჩემს მერე მოვიდა, ის ჯერ მხოლოდ მასტერ-სერჟანტის წოდებას ატარებს.. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს სამხრე ნიშანზე უფრო მეტი ხაზია, ვიდრე მისაზე.. სიმართლე გითცრათ არ მაკმაყოფილებს ჩემი სერჟანტის თიტული.. მინდა, რომ კაპიტნობამდე მაინც მივიდე, რაც არ გამიჭირდება..
....
დილით ადრე ავდექი, წვრთნებში დაჩვეული წამებში მობემზადე, წინა საღამოს ჩაწყობილი ბარგი ავიღე და მაიორს აეროპორტში გავყევი..
- გახსოვდეს სერჟანტო, შენ ჩვენი იმედი ხარ და არ გაქვს უფლება, რომ დაგვაღალატო.. - ხელი მხარზე დამადო - იქ ჩახვალ, როგორც სტუდენტი, ამიტომ გთხოვ, მპიქეცი, როგორც ნორმალური ადამიანი და ტყუილად არავის სცემო.. გიგის ჩემოდანში უამრავი საჭირო აპარატურა.. იცოდე ხშირად გამოდით კონტაქტზე
- არის ბატონო მაიორო.- სამხედრო ჩესტს ვუღებ და თვითმფრინავში ვჯდები.. გიგიც გვერდით მიჯდება და ხმას არ იღებს.. მერე შემატყო, რომ ვერ ვისვენებდი..
- რა არ გასვენებს მარიამ - მკითხა მან'.
- არ ვიცი.. უბრალოდ ჯარში მომენატრება..
- ხო, აბა.. რიგითებს როგორღა დაცოფავ - გამემაიმუნა გიგი..
- უუჰ, ნუ იტყვი...
- გახსოვდეს, რომ იქ ზეფმეტად აგრესიული არ იყო
-მერამდენედ უნდა გამიმეორო? - გამეღიმა მე..
- მანამ, სანამ თავადვე არ დაიჯერებ.. - არ წყვეტდა ის..
- მასტერ-სერჟანტი - ენა გამოვუყე მას..
- ოჰ, ქალბატონი მთავარი სერჟანტი - არ დამრჩა ვალში... გზა უზომოდ გაგვეწელა.. ჩასვლისთანავე ის ოჯახი დაგვხვა, სადაც უნდა გვეცხოვრა.. აღმოჩნდა, რომ მე და გიგი სხვადასხვა ოჯახებში ვიქნებოდით და არ მომეწონა..
მას მერე, რაც ოჯახი გავიცანი გიგის დავუკავშირდი და პირველ რიგში სავაჭროდ წავედით.. მიზანი- დავემსგავსო ჩვეულებრივ 21 წლის გოგოს.. უამრავი ახალი ტანსაცმელი ვიყიდეთ და გიგიმ.სალონშიც მიმათრია.. თმა ოდნავ შემისწორეს და წამოვედით..
....
უნივერსიტეტის ეზოში უამრავ ახალგარდას მოუყრია თავი.. ზოგი კიბეზე ზის, ზოგიც გრძელ სკამზე.. ზოგი უბრალოდ დგას და მეგობართან საუბრობს.. უცებ სწრაფად მომავალი მანქანა ჩერდება და პაეკინჰის ადგილზე ზუსტად ეტევა.. მანქანიდან ორი ადამიანი გადმოდის.. ძალიან ლამაზი გოგონა, წითელი, არც თუ მოკლე თმით, მუქი თაფლისფერი თვალებით.. თანაც საკმაოდ ლამაზ ფორმაში... შავი ვიწრო შარვალი, არც ძალიან მოკლე ტოპი და რუხი ფერის მოსაცმელი, პატარა ზურგჩანთით.. არც ბილია ნაკლები, მაღალუ, მხარვეჭიანი, შავი თმით და ცისფერი თვალით.. სტუდენტების ყურადღება მართლაც რომ მიიქციეს, მაგრამ ალბათ ვერც ერთი წარმპიფგენფა, რომ ამ ლამაზი მოსაცმელების უკან იარაღებს მალავდნენ..
ეს ორნი, ალბათ მიხვდით უკვე, რომ გიგი და მარიამი იყვნენ.. ორივემ თავაწეულმა აიარა კიბეები, შეაღო კარი და უნივერსიტეტში შეაბიჯა..
- ახლა რა ვქნათ - იკითცმხა გულ უბრყვილოთ გიგიმ..
- ნორმალური ადამიანებივით მოვიქცეთ.. მე ლექციაძე მივდივარ - ამოყო მარიამმა თავი ტელეფონიდან და გაუღიმა ბილს.. - წადი შენც, ან გოგო მაინც დაკერე.. მაგრამ კავშირზე დარჩი - მუშტები შეაჯაცეს ერთმანეთს და სხვადასხვა გზით წავიდნენ.. უცებ მარიამს ვიღაც ბიჭი ჩამოუდგა წინ, არცერთ მხარეა გაუშვა.. მარიამს ეცნობოდა კიდეც მისი სახე, მაგრამ ვერ იხსენებდა..
- რაო პრინცესა, არ გინდა გზად პარტნიორობა გამიწიო - ჩაიღიმა ბიჭმა და ხელი მოსჭიდა.. მარიამი ძალიან გაბრაზდა.. ვერასოდეს უბედავდნენ მსგავს რაღაცეებს.. სწრაფი რეაქციით ბიჭს ხელი ამოუბრუნა და კედელს ააკრა..
- მეორედ ზედმეტადაც არ დამელაპარაკო - უთძრა და გა განაგრძო..
ბიჭი საკმაოდ გაოცებული ჩანდა.. არც კი უფიქრია რაიმე ცუდად ეთქვა, უბრალოდ უნფოდა ახალი გოგოს ყურადღება მიექცია..
- უცნობო ნაცმობო, ამორძალობა გადაწყვიტე?.. ჰაჰ.. ძალიან მალე მოგამტვრევ მაგ სიამაყის რქებს - ჩაილაპარაკა ბიჭმა და თავის გზას გაუდგა.. .

.....

ნელ-ნელა მიდოოდა საჭირო აუდიტორიისკენ.., კარი ფრთხილად შეაღო, შევიდა და უბრალო მისალმებით შემოიფარგლა.. ირგვლივ მი-მოიხედა და გადაწყვიტა უკანა რიგში დაეკავებინა ადგილი, რადგანაც იქიდან ყველაფრის დანახვას შეძლებდა.. სემინარი ჯერ არ იწყებოდა, ამიტომ დრო ჰქონდა ვინმეს მაინც გამოლაპარაკებოდა.. ათვალიერებდა და არავინ მოსდიოდა თვალში.. ცოტა ხანში დაინახა, როგორ შემოვიდა ის ბიჭი, რომელსაც ხელი ლამის მოაძრო წუთების წინ.. ბიჭმა ირონიულად გაუღიმა, მაგრამ მარიამს ეს არ ანაღვლებდა.. საბედნიეროდ ბიჭი მისკენ არ წასულა.. ნამდვილად არ ჰქონდა ახლა მისი ნერვები, თანაც ბრძანებაა აქვს და დროს ამდაგვარ იდიოტებზე ვერ დახარჯავს..
- ჩემს ადგილზე ზიხარ წითელ თმინაო - მარიამს ფიქრებიდან ბოხი, მაგრამ მაინც სასიამოვნო ბარიტონი აფხიზლებს..
- მაშინ, როგორც ჩანს, ახალი ადგილის პოვნა და მისაკუთრება მოგიწევს - ჩვეული სიმკაცრით უპასუხა ბიჭს და ნელ-ნელა თვალიც გააპარა მისკენ.. მის წინ საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იდგა.. ბიჭი კი იღიმოდა, მაგრამ, პირველად ხედავდა მარიამი ადამიანის თვალებში ამხელა სევდას.. თვითონაც ვერ გაიგო რატომ დააკვირდა ამას.. დაინახა როგორ შეკრა ბიჭმა მუშტი, მაგრამ მალევე გახსნა და მარიამის მოპირდაპირედ დაჯდა..
სემინარი მარიამისთვის არც ისე უინტერესოდ მიდიოდა, ყოველთვის უყვარდა ახალი ინფორმაციის მიღება.. ხანდახან თუ გააპარებდა თვალს მის მოპირდაპირედ მჯდარ ბიჭზე..
- ღმერთო.. მარიამ რა სულელი ხარ.. რაში გაინტერესებს რატომ აქვს სევდიანი თვალები.. შენ აქ შენი საქმე გაქვს.. აქ ყველა ეჭვმიტანილია, რა ფერის და როგორი თვალიც არ უნდა ჰქონდეს - შემოუძახა მარიამმა თავის თავს და მთელი ყურადღება სემინარის ხელმძღვანელზე გადაიტანა.. ბიჭიც გააპარებდა ხოლმე მარიამისკენ თვალს, მაგრამ ამას მარიამი ვერც კი ამჩნევდა.. დრო სწრაფად გავიდა, მარიამმა ნივთები აიღო და კარში გაუჩინარდა.. ცოტა ხანს დერეფანში იბოდიალა, იმ იმედით, რომ რაიმეს ყურს მოკრავდა, მაგრამ უშედეგოდ..
- ო, ღმერთო არა, ისევ ის იმბეცილი - გაიფიქრა მარიამმა, როდესაც დილანდელი ინციდენტის მონაწილე დაინახა.. გოგონას მიუახლოვდა და ის ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, რომ მარიამმა დაასწრო
- მისმინე, აქ პრობლემები არ მჭირდება, უბრალოდ თავი შორს დაიჭირე..
- მე, მინდოდა...
- რომ იცოდე, როგორ არ მაინტერესებს რა გინდოდა და რა არა, მხოლოდ ერთი თხოვნა შემისრულე, მომერიდე - ბოლო სიტყვა დაუმარცვლა მარიამმა გაბრუნდა..
- იდიოტი, თავი ვინ ჰგონია.. ნეტავ ჯარში იყოს, იმდენჯერ ჩავაგდებდი გაობახტში.. სულს ამოვხდიდი ვარჯიშში, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა.. - გაიფიქრა მარიამმა და გზა გააგრძელა.. ჯერ წასვლას არ აპირებდა, რადგან მთელი შენობის დათვალიერება განიზრახა.. ნელა მიუყვებოდა დერეფანს და ყველა დეტალს აკვირდებოდა, უცებ გაჩერდა და ერთ დაფას შეხედა, რომელზეც ათამდე სტუდენტის ფოტო იყო გამოკრული, წარწერით ''ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულები''.. მარიამს გაუკვირდა.. ათი სტუდენტი, როგორ, ან რანაირად.. შებრუნებას აპირებდა, როდესაც ვიღაც სათვალიან გოგონას დაეჯახა და სწრაფი რეაქციით მისი დაჭერაც მოახერხა..
- კარგად ხარ? - ღიმილით ჰკითხა მარიამმა
- კი, გმადლობ - გოგონამაც გაუღიმა..
- მარიამ მათეშვილი - ხელი გაუწოდა გოგონას..
- ანა კევლიშვილი - ხელს ხელი შეაგება გოგონამ.. ამ დროს მარიამმა რაღაც სილუეტს მოკრა თვალი, სახეც კი ვერ შეამჩნია მისი..
- დავინახე, როგორ ათვალიერებდი ყველაფერს და მინდოდა, რომ რაიმეთი დაგხმარებოდი... - უთხრა ანამ და მარიამიც დაუბრუნდა ამ სამყაროს..
- მე, ეს ვერ გავიგე.. როგორ დაიღუპნენ ეს ბავშვები - ანის სურათებისკენ ანიშნა
- სიმართლე გითხრა, ეს ყველაფერი არც ჩვენ გვესმის.. ეს სტუდენტები სხვადასხვა ასაკის, ჯგუფის და საერთოდაც, სხვადასხვა ფაკულტეტისები არიან.. - მარიამს გაუკვირდა ძალიან და.მეტის გაგება მოუნდა.. - ბოლო ერთი წლის მანძილზე დაიღუპა ყველა - სევდიანად ჩაილაპარაკა ანამ..
- ამ ბოლო ერთი წლის? კი მაგრამ, როგორ? - ხმა ჩამწყდარმა იკითხა მათეშვილმა..
- ვირუსით.. ამბობენ ვირუსითო.. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ეს რაღაც უცნაური ვირუსი იყო, ფაქტობრივად ყველას ფილტვები დაეკეტა, ვერცერთმა ექიმმა ახსნა.. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მათზე ექსპერიმენტი ჩაატარეს.. - აი აქ დაიბნა მარიამი.. ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირა.. იქნებ იარაღი, რომელსაც ამზადებენ, სულაც არაა სასროლი.. იქნებ ეს ბიოლოგიური იარაღია, შესაძლოა ვირუსიც კი.. გული ყელში მოებჯინა.. საშინლად გაბრადა, გული აუცრუვდა ყველაფერზე, საუკუნეში, რომელშიც ცხოველებზეც კი აკრძალეს ცდები, ვიღაც შეშლილი ფსიქოპატები ადამიანებზე ატარებენ ექსპერიმენტებს.. მაგრამ ეს ძომ უბრალიდ ვარაუდია, მეტი არც არაფერი..
- ბოლო წელიწადში ათუ, ეს ხომ საშუალოდ თვეში ერთი მაინც გამოდის - ჩაილაპარაკა მარიამმა.. - იცი, მე უკვე უნდა წავიდე.. აუცილებელი საქმე მაქვს.. აი ჩემი ნომერი - სავიზიტო ბარათი გადასცა - იმედია ვიმეგობრებთ..
- კავშირზე გამოდი გიგი - აღელვებულმა ჩასზახა რაციაში, რომელსაც თან ატარებს ჩანთით..
- დიახ ქალბატონო სეჟანტო - მოესმა გიგის ხმაც..
- სასწრაფოდ მოდი, შემოსასვლელში დაგელოდები
- არის ქალბატონო სერჟანტო
- აქ არა გიგი, აქ მეგობრები ვართ მხოლოდ.. გელოდები, კავშირის დასასრული - რაცია გათიშა და შეინახა.. მალევე გაჩნდა გიგი მარიამთან.. მარიამმაც ყველაფერი უამბო..
- და ეს ხომ მხოლოდ ჭორებია - გაუკვირდა ბიჭს
- თუნდაც ასე იყოს გიგი, მე და შენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ამბავი უყურადღებოდ დავტოვოთ.. ეს შეიძლება პიდაპირ კავშირში იყოს ჩვენს საქმესთან.. შეიძლება ვიღაც ფსიქოპატი ახალგაზრდა სტუდენტებს ''საცდელ ვირთხებად'' იყენებდეს.. ამას ვერ დავუშვებ.. მე და შენ კარგად ვიცით, რომ ბიოლოგიური იარაღი უფრო საშიშია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტიპის..
- ეს ხომ ვარაუდის დონეზეა მარიამ.. მაგრამ კარგი, გამოვიძიოთ და ვინც არ უნდა იყოს ის ნაბ...ი პასუხი ვაგებინოთ.. - დაამშვიდა გიგიმ მარიამი..
- საღამოს აქ ისევ დავბრუნდეთ და ყველაფერი დავზვეროთ.. მანამ კი ამ სტუდენტებზე გავარკვიოთ რაიმე, თუნდაც ის, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს, ან ჰქონდათ თუ არა რაიმე საერთო..
- არრის სეჟანტო - სამხედრო ჩესტი აიღო გიგიმ..
ცოტა ხანში მარიამი თავის ლეპტოპს მიუჯდა და სცადა უნივერსიტეტის სიატემა გაეტეხა, რათა სტუდენტების ვინაობა დაედგინა.. თუმცა როცა დაფიქრდა, გააანალიზა, რომ ეა სულელური იდეა იყო.. ათასობით ადამიანიდან იპოვო ათი? რომლის არც სახელი იცი და არც არაფერი.. მაგრამ მაინც გაიგებდა და ისე არ დატოვებდა ამ ამბავს.. იპოვიდა ვინმეს, ვისაც მათი ვინაობა ეცოდინებოდათ... შემდეგი დღიდან ამაზეც იზრუნებდა... გიგის დაემშვიდობა და სახლში წავიდა.. საბეშნიეროდ მოსწონდა მარიამს იქაურობა.. მშვენიერი ოჯახი იყო.. სრულყოფილი, თბილი და პატიოსანი ოჯახი.. მეტი მას არც არაფერი სჭირდებოდა.. მათთან ერთად ისადილა, მერე გამოიცვალა და საღამო ჟამს გიგისთან დარეკა..
- მზად ხარ?.. - ჰკითხა გიგის
- დიახ..
- ყველაფერი წამოიღე, რაც დაგვჭირდება..
- არის ქალბატონო სეჟანტო..
ცოტა ხანში გიგი და მარიამი უნივერსიტეტის შენობაში იპარებოდნენ.. დიახ, იპარებოდნენ.. რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ ვითარების ახსნა და პირდაპირ შესვლა, მაგრამ მაშინ ყველაფრის თქმა მოუწევდათ... სავენტილაციო მილში აზვრნენ.. მარიამმა ლეპტოპი გახსნა და ყველა სათვალთვალო კამერის დისტანჩიურად გათიშვა შეძლო.. ახლა თავისუფლად ივლიდნენ.. უფრო მეტად მიწისქვეშა სართული აინტერესებდათ და იქითკენ წავიდნენ.. ათ ხელში ჰქონფათ აპარატები, რომლებით გარშემო ყველა იარაღს დააფიქსირებდა.. მთელი დაბლა სართულები მოიარეს, მაგრამ უშედეგოდ.. აპარატი იარაღს ვერ აფიქსირებდა, მარიამს კი ეჭვი ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით უფრო უმყარდებოდა.. რადგანაც ვერაფერი ნახეს, სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს.. წასვლისას მარიამმა კიდევ შენიშნა ჩრდილი.. გიგის ანიშნა და მისკენ წავიდა, თუმცა ვერაფერი იპოვა.. სახლში იმედგაცრუებულნი დაბრუნდნენ..
.....

დილიდ ადრე ადგა, ივარჯიშა და უნივერსიტეტში წასასვლელად მოემზადა.. უკვე რამდენი ხანია იქ დადის.. არა და ადრე სულ სხვა ფაკულტეტზე სწავლობდა.. მას შემდეგ კი, რაც მისი და, მისი ერთადერთი ნათესავი, საეჭვო ვითაღებაში დაიღუპა, მის ფაკუჭტეტზე გადავიდა, ღათა ყველაფერი უკეთ გაეგო და შური ეძია.. ადრე ძალიან თბილი ადამიანი იყო საბა თოდუა, მაგრამ ახლა გაცივდა.. უფრო სწორად, ბოროტმა ადამიანებმა გული შურისძიების წყურვილით აღუვსეს.. ლიზა(ასე ერქვა მის დას) სულ რაღაც ცხრამეტი წლის გოგო იყო, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.. სულ მთლად უეცრად გაცდა ცუდად და წამებში გამოეცალა ძმას ხელიდან.. ლიზა ამ ათი მსხვერპლიდან მეექვსე იყო.. პოლიცია ვერაფერს შვრებოდა, რადგან ეს ძალიან ჰგავდა ვირუსულ ინფექციას, მაგრამ თავად ძალიან კარგად ესმოდა, რომ აქ რაღაც სხვა იმალებოდა.. როგორც იქნა საბა უნივერსიტეტში ავიდა, აუდიტორიაში შევიდა და რას ხედავს, მის ადგილზე ვიღაც წითური ზის.. სთხოვა ადგომა, მაგღამ გოგონასგან უარი მიიღო.. არ იცის რატომ, მაგრამ დაუთმო.. ეს პირველი შემთხვევა იყო ლიზას გარდაცვალებიდან, როდესაც ვიღაცის მიმართ გულკეთილობა, თუ ასე ითქმის, გამოეჩინა.. ადგილი იმიტომ მოსწონდა, რომ იქიდან ყველაფერი ჩანდა.. უნივერსიტეტში ყოფნის მანძილზე, მან ცოტა რაღაც თუ გაარკვია, მხოლოდ ჭორის დონეზწჭე იცის, რომ დაღუპული სტუდწნტები რაღაც ექსპერიმენტის ნაწილი იყო.. სემინარის მიმდინარეობისას საბამ რამდენჯერმე გაიხედა გოგონასკენ.. იყო რაღაც, რაც მასში მოეწონა..
სემინარიდან გამოსულმა თვალი მოკრა, როგორ უყურებდა დაფას და ვიღაცისგან ინფორმაციას იღებდა..
- იქნებ ისიც ჩემსავითაა - გაიფირა მაშინვე - არა, სისულელეა, დაივოწყე საბა.. ასეც რომ იყოს, შენ მაინც შენი საქმე გაქვს და მარტო ხარ - შენიშნა, რომ მარიამმა შეამჩნია, ამიტომაც ჩუმად წავიდა.. საღამოს რო. შეიპარა უნივერსიტეტში, მაშინაც დაინახა ''წითელ თმიანი'' იქ, მხოლოდ სხვა ფორმაში და თანაც ბიჭთან ერთად.. არ ქონდა იმის სურვილი, რომ რაღაცეების გარჩევა დაეწყო, ამიტომ იქიდანაც ჩუმად გავიდა.. რატომღაც მოსწონდა ''წითელ თმიანი'', ის სხვებს არ ჰგავდა, ჰქონდა რაღაც განსხვავებული.. თავიდან ფიქრები მოიშორა და სახლში წავიდა.. სახლში, სადაც რამდენიმე თვეა უკვე, არავინ აღარ ელის..
....

მარიამი

სახლში დავბრუნდი, ოთახში შევიკეტე და საწოლზე დავვარდი.. შინაგანად ვერ ვისვენებდი, ერთ ადგილს მივჩერებოდი და უამრავ რაღაცაზე ვფიქრობდი... ახლა პირველ რიგში ის მაინტერესებდა, ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც ჩუმად დაგვდსევდა.. ეს საშიში იყო ჩვენი გეგმისთვის.. თუ ვინმე გაიგებდა, ეს პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანდა.. აი იმაში კი, დარწმუნებული ვიყავი, რომ რასაც ვეძებდით, მსეტად საშიში იყო, ვიდრე ნებისმიერი სასროლი ტიპის იარაღი.. ვერ გეტყვით ამაში რატომ ვარ დარწმუნებული. უბრალოდ, ინტუიციურად ვგრძნობ.. თანაც სხვანაირად შეუძლებელია, ის ბავშვები, რომლებიც დაიღუპნენ... ეს უცნაურად მეჩვენებოდა.. როგორც ანამ თქვა, ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაშინ ერთი და იგივე ვირუსით რატომ დაიღუპნენ.. ან საერთოდაც, ეს ვირუსი მათზე რატომ არ გავრცელდა, ვინც დაღუპულებთან ახლო კონტაქტში იყვნენ.. იქნევ ვირუსიც არ იყო..
ვეღარ გავჩერდებოდი ასე, უნდა გამევლო და ყურადღება რაიმეზე გადამეტანა.. თხელი მოსაცმელი ავიღე და კარი ფრთხილად გავიკეტე, არ მინდოდა, რომ ''ჩემი'' ოჯახი გამეღვიძებინა..
ნელა მივუყვებოდი თითქმის დაცარიელებულ ქუჩებს და ცუდ ფიქრებს ქარს ვატანდი.. ახლა ისეთი სიმშვიდე იყო, რომ საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა.. ცოტა ხანს მივსეირნობდი, შემდეგ კი პირველივე შემხვედრ გრძელ სკამზე ჩამოვჯექი.. რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, თურმე მომენატრა.. ყოველთვის წარმომედგინა, როგორ ჩამოვიდოდი სამშობლოში, ამაყად, როგორც მინიმუმ პოლკოვნიკი, მაგრამ აი, როგორ მომიწია დაბრუნება.. უდაოდ მნიშვნელოვანი საქმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენამდე არ მოვიდოდა და შესაბამისად, არ ჩამოვიდოდი.. იცით ჩემი პროფესია რატომ ავირჩიე?.. - იმიტომ, რომ მთელი გულით მინდა, რომ მსოფლიოში მშვიდობა სუფევდეს და ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო.. ფიქრებით ჩემს საქმესაც შევეხე.. გულდასაწყვეტია, როდესაც შენი თანამემამულე, იმ ქვეყნის შვილი, რომლითაც ამაყობ, ასეთ სულმდაბლობას სჩადის.. რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი და დავაპატიმრებ.. უეცრად სიო ამოვარდა და ცოტა შემცივდა, მხრებზე ხელი მოვისვი და ის ის იყო მისაცმელი უნდა მომესხა, ნაცნობი ხმა გავიგე..
- მასე გაცივდები წითელ თმიანო...
- მარიამი, მარიამი მქვია..
- მე საბა - მითხრა და გვერდით უკითხავად მომიჯდა, მოსაცმელი გაიხადა და მხრებზე მომასხა..
- გმადლობ - ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე..
- ასეთ დროს აქ რას აკეთებ?.- მკითხა უეცრად..
- მეც ეგ უნდა მეკითხა - ვუპასუხე და ისევ სივრცეს გავუსწორე თვალი..
- ვსეირნობდი..
- როგორი დამთხვევაა, მეც - ირონიულად გავუღიმე..
- შენ ხომ ქართველი ხარ, როგორ მიიღე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა - მკითხა მოულოდნელად..
- კი, აქედან ვარ, მაგრამ დიდი ხანია წავედი და ახლა ამერიკის მოქალაქე ვარ.. ჩვეულებრივი წესით მივიღე მონაწილეობა და აი, აქ ვარ.. - ვიცრუე უმალ და რომ არ შეემჩნია ისევ სივრცეს გავხედე.. თავს ისე კარგად ვგრძნობდი მის მოსაცმელში, ცხვირში მისი სასიამოვნო სურნელი მიღიტინებდა და მაბრუებდა.. ასე ცხოვრებაში პირველად მემართებოდა..
- შეიძლება შენც გაცივდე, ვუთხარი და მისი მოსაცმელი გავუწოდე..
- არა, გქონდეს.. ძალაინ თხლად გაცვია..- მითხრა და სასიამოვნოდ გამიღიმა, აღარ დავიჟინე და ისევ მხრებზე მოვისხი.. ისევ დუმილი ჩამოწვა.. ძალიან მინდოდა მეკითხა, რატომ იყო ასე მოწყენილი, რა სჭირდა ასეთი, მაგრამ თავის შეკავება ვარჩიე..
- ალბათ მშობლები ძალიან გენატრება - მკითხა უეცრად..
- მშობლები არ მყავს - ვუპასუხე უცებ.. სიმართლე რომ ვთქვა, ეს საკითხი ტკივილს აღარ მაყენებს, ამას შევეჩვიე...
- ვწუხვარ, არ მინდოდა..
- არაა საჭირო წუხილი, შევეჩვიე, რომ ისინი უბრალოდ არ არიან..
- როგორ თუ არ არიან? - უკვე ზედმეტ კითხვებს სვამდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ახლა ჰილწრფელი ვყოფილიყავი.. დიდი ამბავი, თუ ვინმეს ჩემს ცხოვრებაზე დაველაპარაკებოდი..
- აი ასე, არ არიან.. - მეტად აღარ ჩამეძია და ცოტა ხანს გაჩუმდა.. მომწონდა ეს ბიჭი, სხვებს არ ჰგავდა, არ საუბრობდა ზედმეტს და არც ზედმეტი კითხვებით მაწუხებდა..
- რა გჭირს?. - მკითხა უეცრად..
- არაფერი - ისე ვუპასუხე, რომ არ შემიხედავს..
- არაფერი? და ამ არაფრის გამო მოხვედი ღამის სამ საათზე აქ? - - ჩაიღიმა მან
- ჩამჭრელი შეკითხვაა.. უბრალოდ არის რაღაცეები, რაზეც ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ.. - გავუღიმე მეც.. - და შენ? - კითხვა შევუბრუნე, მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა და გაიღიმა.. ამ წამს ძალიან მომეწონა მისი ღიმილი.. არ ვიცი რა ჯანდაბას მმართებდა, მე ხომ არასოდეს მიფიქრია ამდენი ვიღაცაზე, მე უამრავ ადამიამს ვწვრთნიდი, მათ შორის მამაკაცებსაც, მაგრამ არასოდეს დავკვირვებულვარ ვინმეს თვალებზე, არავისთან ერთად ვმჯდარვარ ღამით სადმე, არც არავის ქურთუკში მიგრძვნია თავი ასე კომგორტულად.. ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა, მე სხვა რამეზე ვერ ვიქნებოდი კონცენტრირებული.. მაქვს ბრძანება, რომელიც უნდა შევასრულო.. დაუშვებელია ამდენს ვფიქრობდე ვიღაც ოდნავ ნაცნობზე.. წამოვდექი და ვუთხარი, რომ სახლში ვბრუნდებოდი..
- გაგცილებ, მაინც ერთ გზაზე მივდივართ - მითხრა მან..
- არაა საჭირო - ვუთხარი მას და ნაჩქარევად წამოვედი.. სიჩუმეში კარგად მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა, მაგრამ არ ვიმჩნევდი.. ჩემი პროფესია ისეთია, რომ საფრთხეს უქმნის ყველას, ვისთანაც ახლოს ვარ.. მიუხედავად ჩემი ასაკისა, უკვე საკმარისზე მეტი მტერი მყავს.. რამდენიმე ტერორისტი, რამდენიმე ნარკობარონი და კიდევ რა ჩამოთვლის ვინ აღარ.. უკვე გადაღლილიც კი ვიყავი ამდენი ფიქრის და სიარულისგან.. ფრთხილად შევიპარე და ბალიშზე დავდე თავი თუ არა თავი, მაშინვე დამეძინა..
მიუხედავად იმისა, რომ ასე გვიან დავიძინე, მაინც დილის ექვსზე გამეღვიძა და სავარჯიშოდ წავედი.. როცა ვვარჯიშობ მგონია, რომ თავიდან ვიბადები.. ადრე საშინლად მიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე და უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების სტილად ვაქციე.. ვარჯიშის შემდეგ შხაპი მივიღე და უნივერსიტეტისკენ დავიძარი, თანაც გიგის მივწერე შეტყობინება, რომ დამხვედროდა სადმე..
სულ ცოტა ხანში მე და გიგი უნივერსიტეტში შევდიოდით.. როგორც ყოველთვის, ერთმანეთს კიბესთან დავშორდით.. დერეფანში შევედი თუ არა წინ ისევ ის იდიოტი შემეგება..
- გამარჯობა მარიამ..
- გამარჯობა...
- ლუკა
- გამარჯობა ლუკა - გავუღიმე ირონიულად..
- აუ კარგი რა, გეყოს..
- რა უნდა მეყოს - შევბრუნდი და თვალი თვალში გავუყარე
- რა - გამაჯავრა ხმაზე- უნივერსიტეტში ტერმინატორივით შემოდიხარ.. არც კი მესაუბრები ნორმალურად.. კარგი ვიცი, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს იდიოტივით მოვიქეცი, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ვიმეგობროთ.. დაფიქრდი, მეგობრობას უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი გთხოვს - წარბები აათამაშა..
- ნუ თავისთავად, იქ სადაც ლომები არ არიან, მაიმუნები ხდებიან მეფეები..
- ჩავთვალოთ არ გამიგია.. თანაც მაიმუნი იმაზე მეტადაა განვითარებული, ვიდრე სხვა რაიმე ცხოველი.. .აბა მეგობრები ვართ?. - მუშტი გამომიშვირა და გამიღიმა..
- იცოდე, რაიმე სულელურს თუ მეტყვი, მაშინვე გცემ - ვუთხარი და მუშტი მუშტს მივარტყი..
- თანახმა ვარ - მითხრა ღიმილით და ასე განვაგრძეთ გზა აუდიტორიამდე.. ისევ იმ ადგიზე დავჯექი, როგორც წინა დღით..
- როგორც ჩანს ახალი მეგობარი გიპოვნია - წიგნები მაგიდაზე დააწყო საბამ და გვერდით მომიჯდა.. მე მხოლოდ გავუღიმე.. ლექციამ ჩვეულებრივად ჩაიარა, საბასთან ერთად აუდიტორია დავტოვე და პირდაპირ ლუკა დავინახე ვიღაც კაცთან ერთად რაღაცაზე საუბრობდა.. საბა მიხვდა, რომ მათ მივაშტერდი..
- ეს ლუკას მამაა, ცნობილი ექიმია და ასევე ბევრი მიღწევა აქვს ბიოლოგიის დარგში.. - ექიმი და მეცნიერი, იქნებ ის.. - ყველაფერი რიგზეა? - ჩამეკითხა საბა..
- კი, კი.. უბრალოდ გასაქცევი ვარ - ვეუთხარი და სწრაფად გავედი..
- გიგი კავშირზე გამოდი - მაშინვე გიგის დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე..
- მარიამ, იქნებ არაფერ შუაშია?..
- არ ვიცი გიგი, უნდა გავარკვიო.. .
- გარდაცვლილებზე რაიმე გაარკვიე? - მკითხა გიგიმ..
- ვერაფერი ჯერ.. შენ?
- მხოლოდ რამდენიმეს სახელი..
- კარგი გიგი, საქმეს მიხედე და ყურადღებით იყავი, საღამოს კიდევ უნდა მოვიდეთ.. სათვალთვალო კამერები და ჩამწერები უნდა დავამონტაჟოთ.
- გაშაგებია ქალბატონო სეჟანტო - ისევ შამხედრო ჩესტი..
- ნეტავ ბაზაზეც მასე იყო - დავეღრიჯე და ჩემი გზა განვაგრძე.. ისევ მოვხვდი გარდაცვლილთა დაფასთან.. დავაკვირდი და საშინლად ვიგრძენი თავი.. ''ისინი ვერ დაიცვეს.. მათი დაცვა ვერ შეძლეს'' მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში.. ვუყურებდი ფოტოებს და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.. ყველა ისეთი ახალგაზრდა იყო, ისეთი მხიარული'. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, რითი დაიმსახურეს, რომ ასე მოუწიათ ჩვენი სამყაროს დატოვება..
- თითქმის ყველას ვიცნობდი, ისინი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ.. - მომესმა ლუკას ხმა..
- რა, მართლა? შეგიძლია მითხრა მათი ვინაობა? - ვკითხე ისე, რომ არ მივბრუნდი მისკენ..
- რა თქმა უნდა, მაგრამ რაში გჭირდება? - ლუკას სიმართლეს ვერ ვეტყოდი, თანაც ახლა, როდესაც მამამისზე ვეჭვობდი.. თავიდან მასზეც ვიფიქრე, მაგრამ არამგონია ასე გულახდილად ეთქვა ვინმესთვის, თითქმის ყველას ვიცნობდიო..
- ვერ გეტყვი, უბრალოდ ან მითხარი, ან არა - ვუპასუხე ისევ უჟმურად..
- აი ისევ, უსევ უხეშობ მარიამ.. მე არ მითქვამს, რომ არ გეტყვი, თუ ახსნა არ გინდა არც არაუშავს..
- კარგი, ანუ მომიყვები მათ შესახებ?
- რა თქმა უნდა - გამიღიმა ლუკამ.. ვფიქრობ, რომ თავიდან მასში შევცდი, შეიძლება თავში აქვს ბევრი რამ ავარდნილი, მაგრამ ცუდი ადამიანი არ ჩანს.. რაც იცოდა მომიყვა, მეც მის საუბარს ვიწერდი.. საუბარი არ გვქონდა დასრულებული, როდესაც ყურში სიგნალის ხმა გავიგე, ეს საგანგაშო ზარი იყო, ე.ი საფრთხეში იყო და სწრაფად უნდა მემოქმედა.. ჯიპიესს მივყვებოდი.. რაღაც მიყრუებულ ჩიხში შევედი, იარაღი მოვიმარჯვე და ნელი ნაბიჯით წავედი.. უეცრად ვიგრძენი ვიღაცის მკლავები ყელზე და იარაღი შუბლზე, არ უნდა დავბნეულიყავი, იდაყვი პირდაპირ კუჭში მოვარტყი, შემდრგ იარაღიამი ხელი დავუჭირე, ის ძირს დაეცა და მეც დავყევი და მისივე იარაღი შუბლზე დავადე... ახლაღა დავაკვირდი სახეს და გავშტერდი
- ბატონო მაირო - აღმომხდა და გვერდით გადავვარდი.. ამ დროს სიცილით გიგი გამოვიდა.. - თქვენ, თქვენ რა გამამასხარავეთ? - ვიკითხე და ორივეს გადავხედე.. მაიორმაც დამცინა..
- ბატონო მასტერ სერჟანტო, ასი აზიდვა, აქ და ახლავე - ვუყვირე გაღიზიანებულმა..
- კარგი რა, ბატონო მაიორო, უყხარით რა რამე - აჭიჭყინდა გიგი
- მას აქვს უფლება - ამოილაპარაკა მაიორმა სტივმა..
- მარიაამ..- ახლა მე შემომიბრუნდა გიგი
- ქალბატონო სერჟანტო, ორმოცდაათიც შეპასუხებისთვის, ახლავე.. - გიგიც დაევა მიწაზე და აზიდვები დაიწყო..
- შემოსვლა გქონდა უბრწყინვალესი - გაიცინა მაიორმა და წამოდგა..
- თქვენც არაგიშავდათ - გავუღიმე მას..
- აქ რას აკეთებთ?
- ვიფიქრე დახმარება არ გაწყენდათ..
- და უბრალოდ რომ დაგერეკათ, არა?. - გადავეხვიე სტივს.. სტივი 40 წლამდე სიმპატიური მამაკაცია, შეიძლება ითქვას, რომ მან გაგვზარდა მეც და გიგიც..
- მისი იდეა იყო - მანიშნა გიგიზე..
- ცალი ხელით მასტერ-სერჟანტო - ''სასჯელი'' გავუმკაცრე მეგობარს..
- კარგით რა - აწუწუნდა ის..
- იცოდე თვლა ამერევა - გავუღიმე მეგობარს და წარბები ავზიდე.. უცებ გავიგე რაღაც ხმა და გიგის სათქმელი სიტყვა გავაწყვეტინე..
- თავისუფლად ჯარისკაცო - გავეცი ბრძანება და იარაღი მოვამზადე.. აშკარად ორივეს მოესმა ეს ხმა.. მე წინ წავედი და სილუეტიც დავინახე.. ნაბიჯს ავუჩქარე, ისე, რომ წამებში უკვე მივრბოდი.. ისეთი გრზნობა მქონდა, რომ ის ვიღაც არ გამირბოდა.. დავეწიე, იარაღი შუბლზე მივადე, კედეკს ავაკარი და როცა შევხედე სერიოზულად გაკვირვებული დავრჩი.. ჩემ წინ საბა იდგა, საკმაოდ დაბნეული ჩანდა.. ერთმანეთისგან ორივე ახსნა განმარტებას ველოდით და ხმას მაინც არცერთი ვიღებდით..
.....

....
- შენ? აქ საიდან? საბა აქ რას აკეთებ, ჩვენ გვითვალთვალებდი?.. - მიაყარა კითხვები მარიამმა, თანაც ისე, რომ იარაღი არ მოუშორებია..
- აგიხსნი მარიამ, უბრალოდ იარაღი დაუშვი, კარგი?.. - სთხოვა საბამ.. მარიამმაც დაუშვა იარაღი და მათკენ მომავალ სტივსა და გიგისაც ანიშნა, რომ გაჩერებულიყვნენ.. რამდენიმე წუთში მარიამი და საბა ტროტუარზე მისეირნობდნენ და საუბრობდნენ..
- არ მინდა, რაიმე ცუდად იფიქრო მარიამ.. არ მინდოდა შენი დევნა, უბრალოდ უნივერსიტეტის შენობაში დაგინახე ღამით.. შენც და გიგიც.. შემდეგ იმ დაფას ისე აკვირდებოდი, მეგონა, რომ რაიმე იცოდი ამ საქმეზე.. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გამეგო, რამე იცოდი თუ არა.. - უხსნიდა საბა..
- შენ გაქვს ამ საქმესთან რაიმენაირი კავშირი?.. - შეეკითხა მარიამი..
- კი, ლიზა, ჩემი და.. რომელიც მეექვსე დაღუპულია.. მითხრეს, რომ ის, რამაც დაღუპვა გამოიწვია, ჯერ კიდევ შეუსწავლელი ვირუსი იყო.. მაგრამ მე მის ყელზე ნემსის კვალი ვნახე.. ის ძალიან მშიშარა იყო, ნემსის ბავშვობიდან ეშინოდა.. ჩემ გარეშე ექიმთანაც კი არ ყოფილა, ნემსის გაკეთებაზე საუბარიც აღარ მაქვს.. ჩემი და ვიღაცამ მოკლა გესმის? და ამის გამო ვარ უნივერსიტეტში.. მე მინდა ვიპოვო ის, ვინც დამნაშავეა და დავსაჯო - მარიამი ხვდებოდა, რომ საბას საუბარიც კი უჭირდა ამ თემაზე, მაგრამ არ შეუჩერებია, რადგანაც ეს აუცილებლად უნდა გაეგო..
- ძალიან ვწუხვარ საბა, მართლა მესმის შენი.. ვიცი, როგორიცაა ძვირფასი ადამიანების დაკარგვა და სიმარტოვეში ცხოვრება, მაგრამ ის, რასაც შენ აპირებ, სახიფათოა... ეს სამხედრო პოლიციის საქმეა.. ის, რაც რეალურად ხდება, იმაზე მეტად საშიშია ვიდრე რაიმე უცნობი ვირუსი.. ვფიქრობთ, რომ ვიღაც ფსიქოფატი ამ ინექციებს ქმნის და ადამიანებზე ატარებს ექსპერიმენტებს..
- მარიამ, მე გაჩერება არ შემიძლია გეამის? აქ ჩვენ ყველამ მიგვატოვა. არავინ დაინტერესებულა, როგორ დაავადდა ათი ადამიანი ერთი და იმავე უნივერსიტეტიდან, ერთი და იმავე ინფექციით.. მათ არა, მე კი სამართლიანობას აღვადგენ..
- და რას იზამ? იპოვი და მოკლავ? გგონია ასე მოისვენებ? ასე ლიზა დაბრუნდება? ჩვენ არ მიგვიტოვებიხარ.. ამ საქმის გამო ამერიკიდან ჩამოვფრინდით.. მხოლოდ და მხოლოდ თქვენს დასაცავად, შესაძლოა ფედერალებმა ვერ დაგიცეს, მაგრამ ჩვენ უქმად არ ვართ.. ..
- და მე ისე ვიჯდე? მაპატიე მარიამ, ასე არ შემიძლია.. მათ ჩემი და მოკლეს.. მის გარდა არავინ არ მყავს.. ეს საშინელი გრძნობაა, როდესაც გართმევენ ერთადერთ საყვარელ და ახლობელ ადამიანს.. მე სახლში მისვლაც კი აღარ მინდა, რადგან იქ ჩემი და აღარაა გესმის?..
- მესმის -მარიამმა ხელი მკლავზე დაადო, მეორე ხელით თავი მაღლა აააწევინა და თვალებში ჩახედა - მართლა მესმის და არ გთხოვ, რომ გაჩერდე.. ვხვდები თავს როგორც გრძნობ, მე მხოლოდ თხოვნა შემიძლია, რომ მარტომ არ იმოქმედო.. მინდა, რომ ერთად მოვძებნოთ ის, ვინც ყველაფრის უკან დგას და კანონის ფარგლებში გავუსწორდეთ.. არ მინდა, რომ კიდევ იყოს მსხვერპლი, არც ის მინდა, რომ ხელი შეგიშალო.. მაგრამ თუ ჩუმად იმოქმედებ ისევ, მომიწევს ხელი შეგიშალო.. ეს საქმე სახელმწიფოების დონეზეა მნიშვნელოვანი.. ახლაც, როცა გესაუბრები, გარანტია არ მაქვს, რომ ამის გამო არ დავისჯები'.
- ამერიკა რატომაა დაინტერესებული ამ ყველაფრით.. - იკითხა გაკვირვებულმა საბამ..
- ამერიკა არა.. სამხედრო პოლიციაა.. რადგანაც, ერთ-ერთი დაღუპული, როგორც გავარკვიეთ, , თანაც სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია, მეტი არც არაფერი ვიცი, მასწავლეს, რომ.ზედმეტი კითხვებიც არ უნდა დავსვა და ბრძანებას დავემირჩილო.. აი მეც ვემოეჩილები ბრძანებას და აქ ვარ.. მართლა არ ვიცი, სხვა რა კავშირია, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობაა და არ მჭირდება რაიმე დამატებითი მიზეზი, რომ შევაჩერო..
- და შენც ჯარისკაცი ხარ? თუ ჯარის ქალი? ან როდიდან - თითქოს ახლა გააცნობიერა საბამ..
- არც ისე ცოტა ხანია.. წვრთნის ცამეტი წლიდან გავდივარ.. - უპასუხა მარიამმა
- რიგითი?
- მთავარი სერჟანტი - გაიღიმა გოგონამ - რას გადაწყვეტ? ჩვენთან ერთად იქნები?..
- კი, ვიქნები - ცოტა ყოყმანის შემდეგ თქვა საბამ..
- რაც მთავარია, არავისთან არაფერი უნდა თქვა, შემთხვევითაც კი.. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო ზომებს მივიღებ..
- არის ქალბატონო სერჟანტო - სამხედრო ჩესტი აიღო საბამ..
- თავისუფლად - გაუღიმა მარიამმა.. რამდენიმე წუთში კი ორივე სტივისა და გიგისკენ გაემართნენ..
- ახლა გასაგებია - გაიღიმა უცებ საბამ, მარიამი კი დაიბნა'.
- რა არის ახლა გასაგები?..
- შენი სიმკაცრე, სიდინჯე, განსხვავებულობა, ყველაფერი..- მარიამმა რაღაცის -თქმა დააპირა, მაგრამ გიგი და სტივი გამოჩნდნენ და მათკენ წავიდა.. შექმნილი სიტუაცია აუხსნა და ''გუნდის'' ახალი წევრიც გააცნო..
არცერთი აღარ დაბრუნებულა უნივერსიტეტში.. ყველა თავის გზაზე წავიდა.. მარიამმა გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტთან ახლის რაიმე შტაბივით უნდა მოეწყოთ და გეგმის შესრულებაც დაიწყო.. უნივერსიტეტის მახლობლად პატაარა ბინა იქირავა.. ერთ ოთახში ვარჯიშისთვის საჭირო ნივთები შეიტანა.. მეორეში კი რამდენიმე კომპიუტერი და ყველა საჭირო მოწყობილობა.. ამას დიდი დრო სჭირდებოდა.. ამიტომაც გვიანობამდე დარჩა.. სახლში მისულმა ცოტა დაისვენა, პატარა ზურგჩანთაში ის მოწყობილობები ჩადო, რომლებიც სათვალთვალოდ დასჭირდებოდა და უნივერსიტეტში წავიდა.. ამ ჯერად გიგი მასთან ერთად არ იყო, რადგან მაიორს მისი დახმარება სჭირდებოდა..
ნელა და გააზრებულად მოძრაობდა.. ცდილობდა, რომ შეცდომა არ დაეშვა, ან ვინმეს არ დაეჭირა.. თავიდანვე შეამჩნია მარიამმა, რომ დაცვა განსაკუთრებით მობილიზებული იყო ამ საღამოს.. ისევ სავენტილაციო მილში აძვრა და ამჯერად ბატონი დავითის კაბინეტისკენ წავიდა.. აი ესეც კი აეჭვებდა მარიამს.. კაცს, რომელიც ამ კორპუსში საერთოდ არაფერს ასწავლიდა, კაბინეტი ჰქონდა.. ოთახს კი მიაღწია, მაგრამ გაჩერება მოუწია, რადგან იქიდან ორი ადამიანის ხმა გაიგო.. ორივე უცნობი ხმა იყო მისთვის და დიალოგსაც ვერ მიხვდა წესიერად..
- და შედეგი როდის იქნება? - კითხულობდა ერთი ხმა..
- ძალიან მალე - პასუხობდა მეორე ხმა.. როცა ოთახში ჩაიხედა, იქ ორი ადამიანი დაინახა, არცერთის სახე არ ჩანდა, ორივე ზურგით იდგა.. ერთ-ერთი კი ოთახიდან გაიდიოდა.. ახლა ვერაფერს იზამდა მარიამი.. უნდა გაჩერებულიყო მანამ, სანამ მეორეც არ წავიდოდა, ან უკეთეს შემთხვევაში, ამ უკანასკნელის სახეს არ დაინახავდა.. რამდენიმე წუთს უშედეგოდ იცადა, შემდეგ იმ კაცს მობეზრდა კაბინეტში და გავიდა.. მარიამმა დრო იხელთა, ოთახში რაც შეეძლო სწრაფად დააყენა ჩამწერები და ისევ მილით დერეფანში გავიდა.. იმედოვნებდა, რომ მათ ისევ შეამჩნევდა.. ნაბიჯების ხმა გაიგო, შემდეგ სინათლეც დაინახა, ეს დაცვა იყო და უნდა გასულიყო, თუმცა ხმაურის გარეშე.. ადგილს ზვერავდა და ფიქრობდა, თუ საით უფრო ისაფრთხო იყო წასვლა, როდესაც ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა და სიბნელეში შეითრია.. მარიამს არ ეშინოდა, პირიქით, მამაკაცის ძლიერი ხელი მუცელზე საშინლად სიამოვნებდა.. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდრსაც ასე ''დაესხნებ'. თავს და წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია.. მამაკაცმა შეატრიალა ნელა და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიუტანა, იმის ნიშნად, რომ არ ეკივლა.. არც გაკვირვებია მარიამს, როდესაც მის წინ საბა დაინახა.. ის ხომ ერთადერთი იყო, ვინც ასეთ ემოციებს იწვევდა მარიამში და თავიდან ბოლომდე აბნევდა..
არც საბა იყო კარგ დღეში.. მასშიც უამრავ ახალ გრძნობას მოეყარა თავი.. თავიდანვე მოიხიბლა მარიამით.. სულ ფიქრობდა, რომ მას ჰქონდა ის, რაც დანაეჩენებში ვერ იპოვა..ამაში ყოველ წამს რწმუნდებოდა, როდესაც ჩუმად დაჰყვებოდა თან.. დასდევდა იმ მიზეზით, რომ გაეგო, რა კავშირსი იყო ''საქმესთან'', მაგრამ ხან საერთიდაც ავიწყდებოდა ეს და მისი ცეცხლისფერი თმის გარდა ვერაფერს ამჩნევდა.. ახლაც, როდესაც კვლავ უკან გაჰყვა და დაინახა, რომ საფრთხეში იყო და დაეხმარა კიდეც, მაგრამ გულისსიღრმეში იმ წამს მხოლოდ მის ტუჩებზე ეფიქრებოდა.. ფიქრებში თავის თავს დასცინოდა კიდეც, რომ თექვსმეტი წლის ბავშვივით იყო არეული, მაგრამ მისი კოცნის სურვილი უფრო დიდი იყო, დაიხარა და უეცრად აკოცა, თუმცა თავი მალევე მოთოკა და მოშორდა, ის ის იყო უნდა აეხსნა მისი საქციელი, როდესაც დაცვაც გამოჩნდა და მოუწიათ უსაფრთხოდ გასვლაზე ეზრუნათ.. ფრთხილად და სიტყვის უთქმელად მიდიოდნენ.. როგორც იქნა გააღწიეს გარეთ, მაგრამ კარგი სიტუაცია არ დაუხვდათ.. საშინლად წვიმდა.. უეცრად არეულა ამინდი, ისე, რომ ვერცერთმა ვერ გაიგო..
- სახლში გაგაცილებ - სიჩუმე საბამ დაარღვია..
- ჯერ სახლში არ მივდივარ - მოკლედ უპასუხა მარიამმა - მაგრამ შეგიძლია გამომყვე - დაამატა და გზა განაგრძო.. მარიამმა საბა მისსავე გაკეთებულ ''შტაბში'' მიიყვანა..
- ვაუ - აღმოხდა ნანახით გაოცებულ საბას..
- ჯერ სად ხარ.. - გაეღიმა გოგონას.. კომპიუტერები ჩართო და უნივერსიტეტის ვიდეოკამერების სიხშირე დაიჭირა.. მონიტორებზე უკვე კარგად ჩანდა უნივერსიტეტის ყოველი კუთხე, ყოველი დერეფანი შესასვლელი თუ შემოგარენი.. მარიამმა ისევ რაღაც აკრიფა და ახლა ის კადრები ჩართი, რომელსაც უნივერსიტეტის შენობაში შეესწო..
- ჯანდაბა - მუშტი მაგიდას დასცხო გოგონამ .- არც აქ ჩანს სახები, მხოლოდ ზურგიდან ჩანდნენ... თუმცა ყველაფერს თვალი რპმ გადაავლო, შენიშნა მანქანა, რომლის ნომრებიც, არც თუ მკვეთრად, მაგრამ მაინც სჩანდა.. ეს დროს, თავისთავად, წაიღებდა, მაგრამ უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაივლიდა..
ორივე ძალიან იყო დაღლილი და ხმას არცერთი იღებდა.. მარიამს გულს უღრღნიდა იმაზე ფიქრი, თუ რატომ აკოცა საბამ, საბას კი მარიამის გულგრილობა აგიჟებდა.. ამინდი კი უარესდებოდა და უარესდებოდა.. საშინელი თავსხმა იყო.. ზაფხულის წვიმა რომ ყოდილიყო, კიდეც გარისკავდა მარიამი და ფეხით გაუყვებოდა გზას, მაგრამ შემოდგომის მიწურულს თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა.. არა იმიტომ, რომ ვერ შეძლებდა, მას ხომ უამრავჯერ ურბენია წვიმაში, ქარში თუ თოვლში, უბრალოდ ახლა რომ ცუდად გამხდარიყო და ეს საქმე ბოლომდე ვერ მიეყვანა, კიდეც შეიშლებოდა.. ბინაში საძინებელიც იყო და ტანსაცმელიც მარიამისთვის, მაგრამ საბასთვის ვერაფერს იპოვიდა..
- შეგიძლია შხაპი მიიღო და ტანსაცმელები დაკიდო სადმე რომ გაშრეს..
- საერთოდაც, წასვლას ვაპირებდი - უპასუხა საბამ..
- ახლა წასვლა არ ღირს, დამიჯერე.. აქ ყველანაირი პირობაა, რომ დარჩე.. - მშვიდად მიუგო მარიამმა..
- კარგი - ღიმილი შეეპარა საბას.. ეს სჭირდებოდა.. უნდოდა სცოდნოდა, რომ მარიამშაც აღელვება ის.. სინამდვილეში ასეც იყო.. მარიამს ყველას თავიდან მოშორება შეეძლო, ასეთ ამინდშიც კი, მაგრამ საბასთან მიმართებაში თავისსავე დაწესებულ ყველანაირ წესს უგულებელჰყოფდა.. საბა შხაპის მისაღებად შევიდა.. მარიამმაც დრო იხელთა და გამოიცვალა..ორი ფინჯანი ცხელი შოკოლადი მოამზადა და ერთ-ერთი იმ წამისგამოსულ საბას დაუდგა წინ.. ცდილობდა სიცილი შეეკავებინა და ვერც ახერხებდა..
- მიდი ჰა, გულიანად გადაიკისკისე - ამის თქმა იყო და ორივეს სიცილი აუვარდათ..
- იისფერი ხალათი ძალიან გიხდება - დასცინოდა მარიამი და აქამდე ვერც წარმოედგინა, რომ მის ფუმფულა ხალათში ვინმეს დაინახავდა, განსაკუთრებით კი საბას.. ცოტა ხანში ისევ სიმშვიდე ჩამოწვა.. ისხდნენ და ნელ-ნელაიირთმევდნენ ცხელ შოკოლადს..
- მომიყევი შენზე რამე - სიმშვიდე საბამ დაარღვია..
- მაინც რა გაინტერესებს - კითხვა შეუუბრუნა მარიამმაც..
- აი მაგალითად, სად დაიბადე, ან ამერიკაში რატომ წახვედი.. თუნდაც ის მითხარი, რატომ აირჩიე სამხედრო ძალები - სულმოუთქმელად დააყარა ბიჭმა კითხვები..
-სიმართლე გითხრა, არ ვიცი სად დავიბადე, რაც თავი მახსოვს, ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი.. ჩვეულებრივ საჯარო სკოლადი დავდიოდი, თუმცა იქ მაინც იყვნენ ისინი, ვინც იმაზეც კი დამცინებდა, რომ ბავშვთა სახლიდან ვიყავი.. 12-13 წლის ასაკში კი, როგოღც ყველა მოზარდს, სახეზე გამონაყარი მქონდა.. ერთ დღესაც კი მომბეზრდა ასე ყოფნა და გადავწყვიტე, რომ ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და ამრიკაში წავედი.. იქ კი ისე მოხდა, რომ მომავალ შამხედროთა მომამზადებელი ჯგუფი ჩემით დაინტერესდა.. - მოკლედ უამბო მარიამმა ყველაფერი.. - ახლა შენი ჯერია, მითხარი შენზე რამე.. - დაამატა გოგონამ და შოკოლადი მოსვა..
- რა გითხრა - სევდა შეეპარა ბიჭს.. - თბილისში დავიბადე.. თბილ და მოსიყვარულე ოჯახში.. მყავდა ხუთი წლით უმცროსი და, ლიზა.. მე და ლიზამ მშობლები რამდენიმე წლის წინ დავკარგეთ, ავია კატასტროფაში.. ლიზას მეტი აღარავინ მებადა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისიც გამომაცაკეს ხელიდან.. - მარიამაც შეეცვალა სახე.. ეს ამბავი ძალიან ძნელი მოსასმენი იყო მისთვის... არც კი წარმოედგინა, ექნებიდა თუ არა მას ადამიანის სახე, თუ ამ ყველაფერს გადაიტანდა..
- იცი, მე მჯერა, რომ ისინი სხვა სამყაროში ბედნიერად ცხოვრობენ.. ალბათ არც კი არსებობს რაიმე სიტყვა, რომელიც ახლა შვებას მოგგვრის.. არ მესმის, რატომ მოაქვთ ადამიანებს ერთმანეთისთვის სიკვდილი და სიავე, როდესაც შეუძლიათ ახალი სიცოცხლის შექმნა, სიკეთის კეთება, შენება ნგრევის ნაცვლად'.. არ მესმის, რითაა ის ადამიანი ტერორისტზე მეტი, რომელმაცც ახალგაზრდა, უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწირა.. მაგრამ თუ კი არსებობს სადმე რაიმე ძალა, ის დაუსჯელი არ დარჩება.. რომ შევეწირო ამ საქმეს, მაინც არ დავტოვებ გამოუძიებელს.. - საუბრობდა მარიამი და ფინჯანს თვალს არ აცილებდა.. თითქოს ათივეს მაგიერ მარიამი მოეკლათ, ისე გრძნობა იმ წამს თავს..
ისევ სიჩუმე ჩამოწვა.. უკვე ძალიან გვიანი იყო და ორივეს ეძინებოდა.. საბამ.მარიამს პლედი სთხოვა და დივანზე დაწვა.. მარიამი კი საწოლში მოთავსდა და დაიძინა.. მალე უსიამოვნო გრძნობამ გააღვიძა მარიამი.. სციოდა, ქარს ფანჯარა შემოეღი და წვიმას ფარდებიც დაესველებინა.. მაშინვე საბა გაახსენდა.. ის ხომ სულ ერთი თხელი პლედის ამარა იწვა დივანზე.. ფრთხილად მიუახლოვდა და გააღვიძა..
- სულ მთლად გაყინულხარ.. საწოლი საკმარისად დიდია, რომ დაეტიო.. თანაც უკეთ მოთავსდები და გათბები - თბილად უთხრა მარიამაა.. საბას ძალიან ესიამოვნა მისი ყურადღება და მზრუნველობა.. რამდენი ხანია, რაც არავინ დაინტერესებულა, სცივა თუ არა, ან მშიერია თუ არა.. უყურებდა მარიამს და ხედავდა უდრეკ ქალბატონ სერჟანტს, რომელიც გულის სიღრმეში, ისევ პატარა მზრუნველი გოგონა იყო.. ორივე ფრთხილად დაწვა საწოლში.. სასაცილოც კი იყო ის დაშორება მათ შორის, რაც ხელოვნურად შექმნეშ..
- შეგიძლია ცოტა მოიწიო აქეთ - უთხრა საბამ..
- ხო, შენც - ჩაიღიმა გოგონამ.. ბალიშს ჩაეხუტა და ტკბილად დაიძინა....
....

.......
დილით მარიამს შედარებით ადრე გაეღვიძა.. საბასთან ძალიან ახლოს იწვა.. მართალია არც მის მკერდზე სდებია თავი და არც მისი ხელები უგრძვნია წელზე, მაგრამ ისევ მისთვის ამოუცნობი გრძნობები მოეძალა.. ხელები სახეზე მოისვა, საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ადგა.. პირველ რიგში სავარჯიშოდ გავიდა. ვარჯიშის შემდეგ შხაპი მიიღო და ყავაც კი მოამზადა.. აპირებდა საბა გაეღვიძებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაიღვიძა უკვე..
- დილამშვიდობისა - დაბოხებული ხმით მიესალმა მარიამს და სკამზე მოთავსდა..
- დილამშვიდობისა - დაუბრუნა გოგონამ პასუხად და მისთვის მომზადებული ყავა მიაწოდა..
- ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა საბამ ჩაფიქრებულ მარიამს..
- არც ერთ კადრში არ ჩანდა მათი სახე.. თითქოს იცოდნენ, საით უნდა გარხედათ, რომ არ გამოჩენილიყვნენ.. - უპასუხა ისევ ფიქრებში წასულმა მარიამმა.. - თუმცა არის რაღაც დეტალები, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია.. ხმა, ერთ-ერთის საათი და ქამარი.. ხმა აშე თუ ისე ნაცნობი მეჩვენა.. რაც შეეხება საათს და ქამარს, საათი საკმაოდ ძვირფასი ჩანს.. თუ სწორად ამოვიცანი, დემანდონიტის ქვებით იყო გაფორმებული, რაც ძვირი სიამოვნებაა.. ხოლო ქამარის თავი უცნაური, ნამგლის ფორმის..- იხსენებდა დეტალებს მარიამი..
- ეგ ყველაფერი კადრებზე დაკვირვებით დაასკვენი? იქნებ შეგეშალა..
- არ ვიცი საბა, არა მგონია.. საათმა იქვე მიიქცია ჩემი ყურადღება.. ქამარს კი ყურადღება ერთ-ერთ კადრში მივაქციე, იმედი მქონდა, რამე ხელჩასაჭიდს ვიპოვიდი.
- მოგვიანებით.. მოდი ახლა უნივერსიტეტში წავიდეთ.. იქნებ ვიპოვოთ ის საათი და მისი პატრონი..
მსუბუქად ისაუზმეს და უნივერსიტეტში წავიდნენ.. შესულები არ იყვნენ, როდესაც მარიამს ლუკამ დაუძახა.. ლუკას ხელში რაღაც ფაილები ეჭირა და მარიამს უახლოვდებოდა..
- შენი მეგობარი მოდის - უცნაურად თქვა საბამ..
- ეჭვი მამამისზე მაქვს, თუ საჭიროა დავუახლოვდები კიდეც - უთხრა მარიამმა წარბშეუხრელად და ლუკასკენ წავიდა.. გულში საოცრად გაუხარდა ასეთი რეაქცია.. თითქოს იეჭვიანა საბამ..
- როგორ ხარ? - ჰკითხა ლუკას და გაუღიმა..
- გმადლობ მარიამ.. შენ როგორ ხარ?..
- კარგად.. გმადლობ'.
- აი ესენი შენ - ფაილების დასტა გააწოდა..
- ეს რა არის? - გაუკვირდა გოგონას..
- არ ვიცი, როგორ გაიგებ.. დაღუპული ბავშვებით დაინტერესდი და მე რაც შემიძლია ისაა, რომ მათი ჯანმრთელობის მონაცემები გაჩვენო.. მხოლოდ მინდა, რომ.დღესვე დამიბრუნო, ჩუმად ავიღე..
- შენ რა მოიპარე?..
- არა, რა თქმა უნდა, ცოტა ხნით ვითხოვე.. უბრალოდ აქ მხოლოდ მათი გარდაცვალებამშე მდომარეობაა. ვერსად ვნახე ის ჩანაწერები, სადაც მათი სიკვდილის მიზეზი მაინცაა ახსნილი. - მარიამისთვის უცნობი იყო, რატომ აკეთებდა ამას ლუკა, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ეს დახმარება იყო..
- გმადლობ.. გადავხედავ - უთხრა გოგონამ - და აუცილებლად დაგიბრუნებ- დაამატა და დაემშვიდობა.. მარიამმა ფაილების ქსერო ასლწბი გადაიღო.და ლუკას დედანი ქაღალდები დაუბრუნა..

.......

არავინ იცოდა, რატომ აკეთებდა ამას ლუკა, მაგრამ თავად ძალიანაც კარგად იცოდა ამის მიზეზი.. უკვე დაიღალა, რომ ვიღაც მის მეგობრებს ნელ-ნელა ართმევს.. ათივე დაღუპულს იცნობდა, ათივე ძალიან უყვარდა.. ათივეს მეგობარი იყო.. ვერ იჯერებდა ექიმების ნათქვამ ''უცნობი ვირუსით დაიმფიცირდნენს''.. სწორედ მან შეატყობინა სამხედრო ძალებს ამ სიტუაციის შესახებ, რადგანაც იცოდა, რომ ისინი მაინც დაინტერრშდებოდნენ.. მარიამზეც მალევე გაიგო სიმართლე და ახლა ყველანაირად დახმარებას ცდილობს.. მართალია ბევრი ვერაფეღი გააკეთა, მაგრამ გზა მაინც უჩვენა, როგორ ემოქმედა..
.......

საღამოს მარიამი, გიგი, საბა და სტივი ''შტაბში'' ისხდნენ.და საბუთებს უკვე მეასედ კითხულობდნენ..
- ყველა აბსოლიტურად ჯანმრთელი იყო.. - ჩაილაპარაკა მარიამმა..
- ჩემი დის გარდაცვალების თარიღი ძალიან ახლოსაა ამ ცნობის გაცემის თარიღთან.. გამოდის, რომ გვითხრეს, ლიზა ჯანმრთელი იყო, მაგრამ ორ დღრში სასიკვდილო ვირუსით დაიღუპა - ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა საბამ..
- თუ დავაკვირდებით, ყველა გარდაცვლილის ჯანმრთელობის ცნობა ერთნაირია.. ისეთივე დეტალური, როგორიც ჩვენი, ჯარისკაცების.. თანაც გარდაცვალებამდე ორი-სამი დღით ადრე აღებული.. - თქვა გიგიმ..
- სადაც არსებობს ეგ საბუთი.. არსებობს ისიც, სადაც გარდაცვლილთა მდგომარეობაა აღწერილი - თქვა სტივმა..
- ამას მოვახერხებთ?- იკითხა საბამ..
- მარიამი რისთვისაა - გაიღიმა გიგიმ.. მარიამი მთავარ კომპიუტერთან მივიდა.. ქსელურად საავადმყოფოს კომპიუტერულ სისტემას დაუკავშირდა და ფარულად ჩაერთო.. ერთი საათი მაინც წაიღო სისტემის გატეხვამ.. საბოლოოდ კი კმაყოფილი მარიამი საჭირო ქაღალდებს უკვე პრინტერზე ბეჭდავდა..
- დიაგნოზები თითქმის ერთანაირია... ფილტვის კოლაფსი.. მაგრამ ეს რამ გამოიწვია, ისინი ხომ სრულიად ჯანმრთელები იყვნენ? - გაუკვირდა მარიამს.. - ძალიან გავს ეს სიმფტომები პნევმონიასაც, მაგრამ ეს ხელოვნურადაა შექმნილი და ვირუსია, თუ ბაქტერია, უფრო აგრესიულია.. ეს ცოტა საეჭვოა.. შეუძლებელიც კი არის ფილტვების ანთებით ორ-სამ დღეში ლეტალური შედეგი დადგეს.. - მშვიდად საუბრობდა მარიამი..
- '''სხეულის დათვალიერებისას აღმოჩენილია სილურჯე მკლავზე''- ამოიკითხა გიგიმ ერთ-ერთ ბლანკზე.. - ეს შეიძკება ძალადობის ნიშნადაც ჩაითვალოს..
- ღმერთო, როგორი ჩახლართულია ეს ყველაფერი.. - აღმოცდა მარიამს.. შემდეგ თითქოს გონება გაუნათდა.. - კი მაგრამ, ამ ინფორმაჩიას ასე საიდუმლოდ ვინ ინახავს.. ეს ხომ ჩვეულებრივი საბუთია, რომელიც ოჯახის წევრებმა მაინც უნდა ნახონ..
- დამიჯერე მარიამ, ამას მეც პირველად ვხედავ.. - თქვა საბამ და მუშტი ძლიერად შეკრა..
ცოტა ხანს ასე ისაუბრეს და დაასკვნეს, რომ ის, ვინც ამ საბუთებს ასე საიდუმლოდ ინახავს, აუცილებლად არის კავშირში ამ საქმესთან.. ამიტომ ახლა ამ გზით წავიდოდა გამოძიება..
მარიამმა გადაწყვიტა, რომ ''შტაბში'' გადაბარგებულიყო.. იქ ხ ყველანაირი პირობა ჰქონდა, თანაც არავინ აღაღ შეუშლიდა ხელს.. ასეც მოიქცა, ''ოჯახის წევრებს'' დაემშვიდობა და ნივთები აწ უკვე თავის ბინაში გადაიტანა..
ღამე კარე კაკუნმა გააღვიძა.. ისევ წვიმდა გართ, ისევ საშინლად ციოდა და ქარიც ქროდა.. მარიამმა კარი გააღო და ხელში საბა შერჩა.. შეატყო, რომ კარგად არ იყო, გზა დაუთმო და სულ მთლად სველი საბა ოთახში შეიყვანა.. ადრე რომ ასე ნოსდგომოდა კარზე ვინმე, იარაღით გაეკიდებოდა.. ახლა კი საბას ტკივილი თავადვე სტკიოდა.. უსიტყვოდ შეუშვა მარიამმა სააბაზანოში და მშრალი ტანსაცმელიც მიუტანა.. დივანზე იჯდა და ნახევრად მძინარი ელოდა, როდის გამოვიდოდა სააბაზანოდან საბა.. ცოტა ხანს ისევ ელოდა.. შემდეგ კარის ხმაც გაისმა და საბაც გამოჩნდა, ცოტათი მაინც დაებრუნებინა ადამიანის იერი..
- დღეს საშინელი მეოთხე თვეც გავიდა - ჩაილაპარაკა საბამ და მარიამს მუხლებზე თავი დაადო.. მხოლოდ მასთან გრძნობდა თავს ასე კარგად.. მხოლოდასთან აძლევდა თავს სისუსტის უფლებას.. ახლაც ყველაზე მეტად ის სჭირდებოდა და მოაკითხა კიდეც.. მარიამმა კი ფრთხილად შეაცურა ხელი მის თმაში და კიდევ დიდ ხანს დააცოცებდა ხელებს იქ..
...

დილით ორივეს დივანზე გაეღვიძა, თანაც ერთ დროულად.. სავარჯიშოდ შევიდნენ.. მარიამი კიდევ ერთხელ მოიხიბლა საბას ათლეტური აღნაგონით.. საბასაც ძალიან მოსწონდა მარიამის ფიგურა, მისი წითელი თმა, რომელიც ახლა მაღლა შეეკრა, მისი თვალები.. მის მიმართ განსხვავებულ სიახლოვეს გრძნობდა.. აინტერესებდა, მარიამიც იმავეს გრძნობდა თუ არა.. ამას იშვიათად, მაგრამ მაინც ამჩნევდა.. სხვა დროს გაიცინებდა, რომ ეთქვათ 3-4 დღის გაცნობილი გოგო აგირევს თავგზას და აგაფორიაქებსო, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო....

........

გიგი მარიამის ''შტაბიდან'' პირდაპირ სახლში წავიდა.. ეს დღეები რატომღაც სულ ეჩქარებოდა შინ... მიზეზი კი ერთი იყო, სახელად ნუცა... როცა ამ სახლში დაბინავდა გიგი, მაშინ ნუცა სტუმრად იყო წასული და ისე მოხდა, რომ მისი ოთახი დაიკავა.. მეორე დღეს კი როდესაც ვიღაც გიგის საძინებწლში შეიპარა და გიგი შეანჯღრია, დაფეთებულმა ბიჭმა ეგრევე საწოლზე დააგდო ის და ოარაღსაც დასწვდებოდა, რომ არა გაოცებული ლურჯი თვალები და შიშისგან დამუნჯებული ულამაზესი გოგონა.. შემდეგ იყო ჩხუბი, არა ჩემი ოთახია, არა ჩემი და ა.შ.. მოსწონდა გიგის გოგონა და ხშირად აწვალებდა მას.. ასე მის ყურადღებასაც იქცევდა.. მაგრამ ასე არ უნდოდა გაგრძელწბა, რადგან ისეთი საყვარელი იყო ნიცა, რომ თუ შემთხვევით აწყენინებდა, მთელ დღეს თავადაც ცუდ ხასიათზე დგებოდა..
- სულ ნერვებს ღატომ მიშლი გიგი - ჰკითხა ერთ დღეს გოგონამ..
- იმიტომ, რომ როცა ბრაზობ, ძალიან საყვარელი ხარ - გულახდილად გასცა ნუცას პასუხი.. ამის შემდეგ აღარ ჩხუბობენ, მეტიც, ურთიერთობა დაულაგდათ და ახლა მეგობრებზე ცოტა მეტი არიან..
......

.....

საბა უეცრად მიუახლოვდა მარიამს.. უკნიდან მიეკრო და ხელები მუცელზე მოხვია..
- ეგ ვარჯიში აი ასე უნდა - ჩასჩირჩულა გოგონას და მისი ტანიც აიყოლია.. მარიამს სუნთქვა ეკვროდა.. ვერ გაეგო, ასე როგორ აგიჟებდა ეს ბიჭი, თუნდაც ამ ერთი უბრალო შეხებით.. უეცრად შებრუნდა მისკენ.. მათი სახეები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ისე, რომ ორივე გრძნოდა მის წინ მდგომის სუნთქვას... საბამ თავი დასწია და ფრხილად შეეხო გოგონას ტუჩებს.. ამ ჯერად არც მარიამი იყო უარზე.. ორივე ნაზად და ფრთხილად კოცნიდა ერთმანეთს.. ცვდებოდნენ, რომ იყო ამ კოცნაში რაღაც გრძნობა, რაღაც ძლიერი გრძნობა.. საბას მარიამისთვის მჭიდროდ მოეჭიდა ხელი და არ უშვებდა.. ცოტა ხანს გაგრძელდა ასე.. მაგრამ ხმის ამოღება არცერთს არ დასცალდა.. კარზე ზარი დარეკეს.. ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა გიგი..
- ვაუ - ჩასჩურჩულა მარიამს საბას დანახვისას გიგიმ..
- მოკეტე , თორემ დაისჯები.. - ირონიულად გაუღიმა მარიამმა..
- არის ქალბატონო სერჟანტო - ჩესტი აიღო გიგიმ.. - ხო, აი რისთვის მოვედიი.. - სიტყვა გაწელა მან.. - გავარკვიე, ვინ ინახავდა საბუთებს საიდუმლოდ.. გაოცდებით.. ლუკა დევდარიანის ბიძა, რომელიც მისსავე ძმის, ანუ ლუკას მამის, ბ. დავითის კლინიკაში მუშაობს.. ანუ მართალი იყავი ჩემო მარიამ.....
- ჯანდაბა.. და ეს ლუკამ არ იცის.. ლუკას ყველა მეგობარი დაიღუპა.. ეს ყველაფერი მყარი მტკიცებულება ვერაა, მაგრამ თუ მართლა ისინი არიან, ეს ხომ სისასტიკეა..- მკაცრად თქვა მარიამაა'.
- სპონტანურად არ იმოქმედო - ხმა ამოიღო საბამ.. - ყველაფერი კარგად დავგეგმოთ..- დაამატა თან..
- ვიცი, ყველაფერს მივხედავ.. რაც მთავარია, მსხვერპლი აღარ იქნება.. - ჩაილაპარაკა გოგონამ
- მაინც რას ვაპირებთ? - იკითხა გიგიმ..
- რას და შემდეგი მსხვერპლი ან მე ვიქნები, ან აღარავინ.. - ისევ უდრეკი იყო მარიამი.. ბიჭები კი პირდაღებულნი შესცქეროდნენ.. ორივეს მხოლოდ ის უელავდა თავში, რომ მარიამი სატყუარას როლში აპირებდა ყოფნას.. ეს კი მაინც და მაინც არ მოსწონდათ....

......

......

გიგიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ახლა მარიამთან საუბარს აზრიც არ ჰქონდა.. ასეთი ჯიუტი იყო მარიამი, რაიმეს რომ აიჩემებდა, მთელი სიცოცხლე თუ არა, ნახევარი მაინც, მის განხორციელებას ეცდებოდა.. გიგისგან განსხვავებით საბას იმედი ჰქონდა, რომ გადაარწმუნებდა.. აქამდე მთელი სულით და გულით ის უნდოდა, რომ შური ეძია, მაგრამ ახლა, როცა მარიამმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ მისი დაცვის სურვილმა მოიცვა..
- ამას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება - ხმა ამოიღო მაიორმა..
- რაა? - გაკვირვებულმა იკითხა გიგიმ..
- რატომ გიკვირს გიგი? რამდენჯერ გაგვიკეთებია ასე? შემდეგი მსხვერპლიც მალე იქნება, მარიამი კი გაევრთნილია, მან ბრძოლა იცის, იარაღის მოხმარება.. თავის დაცვა შეუძლია, ჩვენ ვყავართ და არ დავუშვებთ, რომ ნამდვილად მსხვერპლი გახდეს.. - მშვიდად და დამაჯერებლად საუბრობდა სტივი...
- მშვენიერია, ე.ი შევთანხმდით - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა მარიამმა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ ასე მშვიდად ეს ყოველივე არ ჩაივლიდა.. ამიტომ, ჩუმად ყველას მოსასმენი მოწყობილობები დაუყენა და დამშვიდაა.. იმისთვის, რომ სატყუარა ყოფილიყო, მაქსიმალურად უნდა დამსგავსებოდა წინა მსხვერპლებს.. პირველ რიგში, ლუკას მამის კლინიკაში მივიდა და გამოკვლევები ჩაიტარა, მათ ხომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები სჭირდებოდათ.. შემდეგი ნაბიჯი კი ლუკასთან დაახლოვება იყო..

-გიგისთან-

- მაიორო, რატომ დართეთ ნება.. ხომ იცით ეს საშიშია..- შეშფოთებულმა იკითხა გიგიმ.. მარიამი მისი ერთადერთი და ნამდვილი მეგობარი იყო, მაშაც ვერ დაკარგავდა..,
- გიგი, საშიშია, გრთანხმები.. მაგრამ ხომ იცუ მარიამი როგორია.. მარტო იმოქმედებდა, ისე, რომ არავის გვეტყოდა და ეს შესაძლოა ფატალურადაც დამთავრებულიყო.. შენი აზრით აქ რისთვის ვარ? ერთადერთი მიზეზით ჩამოვედი.. ორივე უნდა დაგიცვათ, ეს ჩემი სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდეს.. უმჯობესია, რომ ჩჩენთან ერთად იმოქმედოშ, ვიდრე ცალკე, ეს ხომ გესმის?..
- რაღა მარიამი, შემიძლია მეც ვიყო სატყუარა - ხმა ამოიღო საბამ..
- და ამას მარიამი დაუშვებს? თითქოს არ ვიცნობდეთ- გაიკვირვა გიგიმ
- ყოველთვის ისე ვერ იქნება, როგორც მარიამს სურს.. - გაბრაზდა საბა და ოთახი დატოვა.. ახლა ნამდვილად არ სურს მარიამის ჭკუაზე გავლა, მაგრამ სტივი ერთ მხრივ ხომ მართალია, ახლა ჩუმად ხომ აღარ იმოქმედებს ის გოგო და საქმის კურსში იქნება.. როგორ გადაეღალა გონება ამდენი ფიქრით... აუცილებლად დაეხმარება მარიამს, თუნდაც ეს მას საერთოდ არ სურდეს...

...........

- გამარჯობა ლუკა - მიესალმა მარიამი დერეფანში მოსიარულე ლუკას..
- გამარჯობა მარიამ - გაუღიმა ბიჭმა.. მარიამს კი გული დასწყდა, ლუკა ხომ აზრზე არ იყო, როგორი საშინელი მამა ჰყავდა..
- ლექციაზე მიდიხარ?..
- კი, შენ მოდიხარ? თუ ისევ გასაქცევი ხარ?..
- არა, მეც მოვდივარ - გაუღიმა და გზა მასთან ერთად განაგრძო.. ბევრ რამეზე ისაუბრეს მარიამმა და ლუკამ.. გასვლისას კი გაოცდა, რადგან ლუკას მამა პურდაპირ მათკენ წავიდა..
- როგორ ხართ? - ჰკითხა ორივეს
- გმადლობთ, კარგად - გასცა მარიამმა პასუხი..
- მარიამ მათეშვილი შენ.ხარ არა? - იკითხა კაცმა
- დიახ - ჩვეულად მკაცრად უპასუხა მარიამაა მისთვის უკვე საძულველ პიროვნებას..
- ეს ანალიზების პასუხებია.. პირველ რიგში მე გავეცანი, გარწმუნებ, რომ სრულიად ჯანმრთელი ხარ..
-გმადლობთ, სასიამოვნოა ამის გაგება.. - გაუღიმა მარიამმა..
- ლუკა შვილო, დაპატიჟე მარიამი ჩვენს წვეულებაზე - ახლა ლუკას შეუბრუნდა..
- არა მამა - მობეზრებული პასუხი გასცა ლუკამ..
- აუცილებლად დაპატიჟე.. ხო და წამოდი, შენთან საქმე მაქვს.. - ლუკა მამამისმა წაიყვანა, მარიამი კი თავის გზაზე წავიდა.. ცოტა ხანში ლუკასგან შეტყობინება მიიღო << აუ წამომყევი რა იმ საღამოზე, შემჭამა მამაჩემაა :-D>> მარიამიც დათანხმდა.. გრძნობდა, რომ ორ დღეში ყველაფერს დაასრულებდა და ეს ძალიან ახარებდა.. ამის შესახებ ბიჭებსაც უამბო და გადაწყვიტეს, რომ ისინი ჩუმად შეიპარებოდნენ და მუდმივ კონტაქტზე იქნებოდნენ.. მხოლოდ საბას ეშინოდა მარიამის გამო და აპირებდა, რომ თავად ყოფილიყო სატყუარა.. ანალიზებიც კი აიღო და წვეულებაზე მიწვევის შეთავაზებაც მიიღო.. ეს ყველაფერი კი მარიამის ჩუმად ხდებოდა.. მთელი ორი დღე გეგმუს შემუშავებას მოუნდნენ.. წვეულების საღამოს კი მარიამი გულმოდგინედ იპრანჭებოდა.. მჭიდრო კაბა იდეალურად კვეთდა მის ფიგურას.. მხრებამდე წითური თმა ჩამოიშალა და რამდენიმე ლამაზი ხვეულიც გაიკეთა.. მაკიაჟოც და ულამაზესი იყო.. ლუკას უნდა გამოევლო, ესეც გეგმაში შედიოდა.. ცოტა ხანში კიდეც გაისმა კარზე ზარი.. ცოტა ადრე იყო, ამიტომ გაუკვირდა კიდეც.. კარი რომ გააღო კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩა, რადგანაც საბა დაინახა..
- მოდი - გაუღიმა გოგონამ და გვერდზე გაიწია, რომ შემოეშვა..
- ძალიან ლამაზი ხარ - აღფრთოვანებით უთხრა ბიჭმა.. მარიამმა კი გაუღიმა და დივანზე ჩამოჯდა..- შენც კარგად გამოიყურები - თითქოს ახლა შეათვალიერა საბა..
- ყავას ხომ დალევ- ჰკითხა მარიამაა და დადებითი პასუხიც მიიღო.. ცოტა ხანში გაზქურასთან იდგა და ელოდა, როდის ამოვიდოდა ყავა.. ცოტა ხანში მარიამმა უკნიდან საბას მიახლოვება იგრძნო.. ნაზად ჩაატარა ბიჭმა მარიამის ხერხემალზე თითები.. მარიამს თითქოს დენმა დაარტყა.. საბამ მარიამს წითური თმა მხარს იქით გადაუტანა და კისერში სველი კოცნის კვალი დაუტოვა.. ძალიან რთული იყო ორივესთვის თავის გაკონტროლება.. მარიამი მისკენ შებრუნდა, საბამ კი დრო არ დაკარგა და მის ტუჩებს დასწვდა.. კოცნაში მარიამიც აჰყვა.. ღრმად და მთელი გრძნობით კოცნიდნენ ერთმანეთს.. მაგრამ, ყავა ამოვიდა და მისმა შხრიალმა მათი გამოფხიზლებაც გამოიწვია.. მარიამს ამაზე გაეღიმა.. არცერთს არაფერი უთქვამს.. უხმოდ დაასხა მარიამმა ყავა და უხმოდ მიუსხდნენ მაგიდას..
- შეგიძლია შაქარი მოიტანო? მემწარა ყავა- ხმა ამოიღო საბამ..
- რა თქმა უნდა - გაუღიმა გოგონამ და შაქრის მოსატანად წავიდა.. საბამ დრო იხელთა და მარიამის ყავაში საძილე ფხვნილი ჩაყარა, მართალია მცირე დოზით, მაგრამ ეს დრო ეყოფოდა, რომ მარიამი შეეცვალა და მის მაგიერ ყოფილიყო სატყუარა.. ყავა დალიეს, თანაც ისე, რომ მარიამი არ დაეჭვებულა.. მის გვერდით იჯდა საბა და აკვირდებოდა მარიამს.. დაინახა, როგორ მოერია ძილი მარიამს.. მან თავი საბას მხარზე დადო და ჩაეძინა.. საბამ ფრთხილად ააწევინა თავი და დივანზე დააწვინა.. თმებზე ეფერებოდა და მისი სახის ნაკვთებს სწავლობდა..
- იმედია მაპატირბ.. ამას მხოლოდ შენთვის ვაკეთებ.. შენც ვერ დაგკარგავ.. ყველაფერს შეველევი, შენ ვერა.. მირჩევნია ჩემი სიცოცხლით გავრისკო, ვიდრე შენი სიცოცხლე იყოს საფრთხეში - ჩუმად უთხრა მძინარე გოგონას და მის ბაგრრბს კიდევ ერთხელ დასწვდა.. ამ ჯერად მალევე მოშორდა და სახლიდან გავიდა..
ცოტა ხანში მარიამის კარზე ისევ გაისმა ზარის ხმა.. ლუკა იდგა და განუწყვეტლად რეკდა ზარს.. ძალიან უკვირდა, რომ მარიამი არ უღებდა.. იცოდა, რომ არ იყო მარიამი უპასუხისმგებლო და არ დააღალატებდა.. გადაწყვიტა კარი ძალის გამოყენებით გაეღო, მაგრამ ჩამოსწია თუ არა სახელური, კარი გაიღო.. ფრთხილად შევიდა და დივანზე მარიამი დაინახა.. პირველ რიგში პულსაცია შეუმოწმა და დაადგინა, რომ ცოცხალი იყო.. სამზარეულოდან ჭიქა წყალი აიღო და მარიამს ლოყები დაუსველა.. ცოტა ხანი დასჭირდა და მარიამმა თვალები გაახილა.. ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე, მაგრამ.მალევე წამოჯდა დივანზე და სახეზე ხელები ჩამოისვა.. თვალებით საბას ეძებდა, მაგრამ.ამაოდ,.მის წინ ლუკა იდგა..
- კარგად ხარ? - ჰკითხა ლუკამ და წამოაყენა..
- კი, კი.. მე ახლავე მოვალ.. მაკიაჟს გავისწორებ.. მაპატიე.. არ ვიცი, როგორ ჩამეძინა - ძლივს გადააბა მარიამმა სიტყვები და აბაზანაში შევიდა..
- მაიორო, ვიძახებ მაიორს - იძახებდა მარიამი სტივს მიკრო გადამცემით.. მალევე გაისმა სტივის ხმაც და მარიამმა ყველაფერი უამბო.. დაახლოვებით ხვდებოდა, რასაც აპირებდა საბა.. უბრალოდ მიზეზი ვერ გაეგო.. მათ ხომ ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდათ.. ძალიან იყო გაბრაზებული.. რა გამოდის, საბა მის გეგმას ხელს უშლიდა.. ფიქრობდა გაბრაზებული გოგონა და სველ პირსაწმენს სარკეს ურტყამდა.. სწრაფად მოიწესრიგა თავი და ლუკასთან ერთად წვეულებაზე წავიდა.. თუმცა იქ მისულს აღც საბა დაუნახავს და არც ლუკას მამა...

საბასთან..

საბა მარიამისგან პირდაპირ წვეულებაზე მივიდა.. მნიშვნელოვანი არაფერი.ხდებოდა.. ხალხს ათვალიერებდა და ლუკაშ მამას ეძებდა.. რატომღაც ის წვეულებაზე არ იყო, ან იყო და უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის ემზადებოდა.. ფანჯრიდან გაიხედა შემთხვევით და იქ მოკრა ბატონ დავითს თვალი.. ქამრიდან იარაღი ამოიღო და ჩუმი ნაბიჯებით იწყო მისკენ მიპარვა, ცოტაც და მიუახლოვდებოდა, როდეშაც თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გონდაკარგული დაენარცხა მიწაზე... გონს სიბნელეში მოვიდა.. ჯერ თავბრუ ესხმოდა.. ხელის გამოძრავება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო.. სამედიცინო მაგიდაზე იწვა და ხელები საწოლზე ჰქონდა მიბმული.. თვალებიდან ჯერ კიდევ ვერ იხედებოდა.. მალე კი გამოსახულებათა გარჩევა შეძლო.. მის წინ ბატონი დავითი იდგა, სამედიცინო ხალათსა და ხელთათმანებში.. საბამ ხელები მთელი ძალით აიქნია, რომ გათავისუფლებულიყო, თუმცა უშედეგოდ..
- ნუ გეშინია, ჯერ არ მოგკლავ - ბოროტი ღიმილით დაასაჩუქრა დავითმა საბა..
- ამდენი სისხლი არ გეყო? - ირონია გაურია ხმაში საბამ..
- იცუ, თქვენ არ გესმით.. ამას სისხლის ღვრას ეძახი.. სინამდვილეში მე ისტორიას ვქმნი - უშფოთვრლად ჩაილაპარაკა დავითმა და ჩუმად დაამატა - ჩემს ისტორიას.. - საბამ რატიმღაც ვერ გაიგო რა ისტორიაზე ითო საუბარი.. ალბათ კიდევ შეეკითხებოდა, მაგრამ დავითი სადღაც გავიდა, საბა კი სრულ გაურკვევლობაში დარჩა, თანაც უცნაურ საწოლზე მიბმული..

მარიამი...

მისვლისთანავე მარიამმა საბას ძებნა დაიწყო.. სადინლად ბრაზობდა და ღელავდა კიდეც.. არც დავითი ჩანდა სადმე და არც საბა.. სამაგიეროდ დათოს ძმა შეამჩნია.. მარიამისთვის ისიც დათოსნაირი დამნაშავე იყო, ამიტომ მისი თვალთვალი დაიწყო და, როდესაც ის წავიდა უკან გაყვა.. ნელა და შეუმჩნებლად მიჰყვებოდა უკან.. მამაკაცმა სიბნელეში შეიტყუა მარიამი და უცნობ შენობაში, ქვედა სართულებისკენ წაიყვანა.. ერთ ერთ შესახვევში კი მიიმალა და მარიამს დაელოდა, წინ გაატარა და თავს ზურგიდან დაესხა.. ძლიერი იყო ლაშა(ლუკას ბიძა), მაგრამ მარიამი სათანადო წინააღმდეგობას უწევდა.. საბოლოოდ მარიამმა იმარჯვა, ფეხებს შორუს ძლიერად დაარტყა და შუბლზე იარაღი მიადო.
- წინ იარე, იმ მიმართულებით, სადაც მიდიოდი, სწრაფად - ბოლო სიტყვა ხმამაღლა თქვა მარიამაა და შეშინებული ლაშაც წინ წავიდა.. საბოლოოდ კომპიუტერებით და ლაბორატორიული დანადგარებით სავსე ოთახში შევიდნენ.. უეცრად ლაშა შებრუნდა, მარიამს იარაღიანი ხელი დაუკავა და მაგიდას მიაყუდა, თავისთავად არ ნებდებოდა მარიამი..
- იცი შენნაირ ლამაზ ქალებს რას ვუშვრები?.. - ბოროტად უთხრა მამაკაცმა..
- მალე ვეღარაფერსაც ვერ უზამ - ისევ მტკივნეულ.ადგილზე მიარტყა მარიამმა ფეხი და ლაშაც ტკივილისგან მოიკეცა.. მარიამმა იარაღი შუბლზე მიადო და გადატენა, მაგრამ ეს მხოლოდ შესაშინებლად.. თავში ჩაარტყა და გათიშა.. შემდეგ კომპიუტერი ჩართო და ყველა ფაილის გადაწერა დაიწყო.. ერთ-ერთ ღილაკს უნდა დაეჭირა თითი, როდესაც დავითის ხმა მოესმა..
- არ გირჩევ წითურო ლამაზმანო - მარიამი შეკრთა, შებრუნდა და დაინახა, რომ დავითს საბა მუხლებზე დაეყენებინა და კისერთან წამლით სავსე შპრიცი მიედო.. -იარაღი დადე და მოშორდი მანდ ყვეკაფერს - ბრძანება გასცა კაცმა.. მარიამი წინ წავიდა და ჰკითხა
- ამას რატომ აკეთებ? რას ცდილობ..
- მე შევქმნი ახალ დაავადებას და ასევე მასთან ბრძოლის ხერხს, მე ისტორიაში შევალ - საუბრობდა მამაკაცი..- მე ცნობილი გავხდები, ჩემზე წიგნებს დაწერენ..
- იცი? ერთი გადმოცემის თანახმად, ადრე, ერთ კაცს ისტორიაში შესვლა სურდა.. ამის გამო კი ტაძრები გადაწვა.. მხოლოდ და მხოლოდ იმ იმედით, რომ მისი სახელი ყველას ეცოდინებოდა მომავალში - ამბობდა მარიამი და მისკენ მიდიოდა, შემდეგ დაიხარა და იარაღი ძირს დადო.. - და იცი რა მოხდა?.. არცერთ გადმოცემაში არაა ნახსენები მისი სახელი.. დღეს მასზე არაფერი იციან.. შენზეც ასე იქნება.. არავის ეცოდინება ვინ ხარ - ეს თქვა მარიამმა, ადგა და შპრიციან ხელზე ჩაეჭიდა.. საბა გვერდით გადავარდა, აშკარად რაღაც სჭირდა.. მარიამმა საბას მიაქცია ყურადღება და დავითმა დრო იხელთა, დაიჭირა და ახლა მას მიადო კისერთან შპრიცი, მტკივნეულად ჩაასო კისერში და უნდა შეეშვა წამალი, როდესაც გაისროლეს..
- ვწუხვარ მამა, მაგრამ აღარანაირი მსხვერპლი არ იქნება, მადინ, როცა შამხედროებს დავურეკე, არც კი ვიცოდი, რომ შენ იყავი.. მე უბრალიდ მრცხვენია შენი და გპირდები, პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ შენი სახელი არავის არასოდეს გაახსენდეს - გაისმა ლუკას ხმა, დავითი ფეხში დაიჭრა და გვერდით გადავარდა, თუმცა ეს არ იყო სასიკვდილო ჭრილობა.. მხარზე ხელი მოიჭიდა და ოთახიდან გაიქცა.. ლუკა არ დასდევნებია, მარიამთან მივიდა..
- ხომ.კარგად ხარ? - ჰკითხა გოგონას..
- მე კარგად ლუკა და შენ? - დაუბრუნა შეკითხვა.. საშინლად იყო ამ წამს ლუკა.. თითქოს თავზე ცა ჩამოექცა.. თუმცა ძალა მოიკრიბა და მარიამს თავისი ტკივილი არ აჩვენა.. მარიამმა მკკავზე ხელი მოსჭიდა თანაგრძნობის ნიშნად.. მარიამი სტივს და გიგის დაუკავშირდა და დავითზე დევნა გამოაცხადა.. შემდეგ საბასკენ შებრუნდა.. ბიჭი უკვე ფხიზლდებოდა, წამოდგა და მარიამთან მივიდა..
- მარიამ შენ.. - დაიწყო საბამ..
- ჩუმად - უთხრა გოგონამ - იმედები გამიცრუე საბა.. შენთვის შენი შურისძიება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე.. შენ მე დამაძინე, ჩემი გეგმები, ფაქტობრივად, ჩაშალე..
- მარიამ აგიხსნი.. ისე არ ყოფ..
- უბრალოდ წადი, მანამ, სანამ სამხედრო მისამსახურისთვის მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისთვის დაგაპატიმრე - მკაცრად უთხრა გოგონამ და ზურგი აქცია.. საბას სხვა გზა არ რჩებოდა, წავიდა...
- შენც წადი - შეუბრუნდა ლუკას.. - ვიტყვი, რომ გამექეცი, თანაც დათო ამას იმსახურებდა..- ლუკა ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული.. მარიამი ახლოს მივიდა და გამოაფხიზლა ფიქრებიდან.. - წადი გესმის? ამ ქვეყნიდანაც წადი.. ახალი ცხოვრება დაიწყე, წარსულს კი ზურგი აქციე..
- მარიამ, ამას ვერ ვიჯერებ.. მე თავს ვიდანაშაულებდი.. მის გამო..
- ვიცი.. მაგრამ წარსული ვერანაირად შეიცვლება.. დაუვიწყე წარსული, მაგრამ არა ის გაკვეთილი, რაც მან მოგცა.. წადი და ბედნიერად იცხოვრე - ესაუბრენოდა მარიამი თანაც მხრებზე ეჭიდებოდა და თვალებში უყურებდა.. ლუკამ ერთი ხელი მის ხეკს ჩასჭიდა
- გმადლობ.. მიხარია, რომ შენნაირი მეგობარი შევიძინე.. იზრუნე, რომ ეს ფსიქოპატები სამაგალითოდ დაისაჯონ..
- კარგი.. წადი...
- არის ქალბატონო სერჟანტო - გაუღიმა ლუკამ და ისიც მალევე წავიდა.. მარიამს გიგი დაუკავშირდა და და აცნობა, რომ დავითი დაიჭირეს..

.....
მარიამაა, გიგიმ და სტივმა ლაშა და დათო სამხედრო პოლიციას გადასცეს და მათი სამხედრო ტრიბუნალზე წარდგენა ითხოვეს.. საბა ცდილობდა მარიამთან საუბარს, მაგრამ ისევ გაბრაზებული იყო ქალბატონი სერჟანტი.. გიგი საქართველოში დარჩა.. მარიამი და მაიორი კი ამერიკაში დაბრუნდნენ.. მარიამს საბა ძალიან ენატრებოდა და გაბრაზებაც ნელ-ნელა უვლიდა..
საბაც ასე იყო, ჯერ სწყინდა, რომ მარიამმა არ მოუსმინა.. თან ესმოდა, რომ ისიც რაღაცნაირად მართალი იყო.. თავს მარიამის გარეშე მარტოსულად გრძნობდა.. რამდენიმე დღეში ისე შეაღეია მარიამმა მის არსებაში, რომ ვერა და ვერ ივიწყებდა.. ორი კვირა იყო მარიამის წასვკიდან გასული.. საბა ისევ მიუყვებოდა იმ სახლუს გზას, სადაც არავინ ელოდა.. ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაიგი, შებრუნდა და ლუკა დაინახა..
- იცი, მარიამაა მითხრა, რომ უნდა დავივიწყოთ წასრსული, მაგრამ გვახსოვდეს მისი გაკვეთილი.. - უთხრა საბას ლუკამ..
- ანუ?..
- ვინ მიდის ამერიკის სამხედრო შეიარაღებებში?.. - უთხრა და ორი ბილეთი ჰაერში ააფრიალა..

.....

- სერჟანტო, დღეო ორი ახალწვეული მოვა - გააფრთხილა მაიორმა გოგონა..
- ორი?..კარგით რა, ეს ორი წითელი კვერცხია?.. რამდრნი ხნის წინ მივიღეთ ახალწვეულები.. - გაჯავრდა მარიამი... ოთახში შევიდა, სადაც ახალი რიგითები ელოდნენ.. მათთვის არ შეუხედავს..
- ჯარისკაცებო, სწრაფად აიღეთ ნივთები და თქვენი ოთახისკენ გამომყევით.. სწრაფად - უთხრა მარიამმა და ისე შებრუნდა, რომ არცერთი დაუნახავს.. ოთახში შეუძღვა და მალევე გამობრუნდა.. ვიწრო დერეფანში მიდიოდა, უცებ ხელი ჩასჭიდეს და კედელს მიანარცხეს..
- ქალბატონო სერჟანტო - გაისმა მისთვის ასე მონატრებული ხმა..
- საბ..
- ჩუუ - თითი ტუჩებთან მიუტანა გოგონას.. - იმ დღეს, მხოლოდ იმიტომ ვიმოქმედე ისე, რომ შენი დაკარგვის შემეშინდა.. იმიტომ, რომ.. იმიტომ, რომ მიყვარხარ და ერთადერთი ხარ, ვისაც არაფრის ფასად არ დავთმობ.. მე არ შემეძლო შემეძლო შენი სიცოცხლის გარისკვა.. - მარიამს გაეღიმა.. აღარაფერი ესმოდა, მხოლოდ მისი ''მიყვარხარ'' უტრიალებდა გონებაში..
- მე.. მეც მიყვარხარ.. მაგრამ არ მინდა.. აღარ მინდა ოდესმე მომატყუო.. მინდა, რომ მენდობოდე და გენდობოდე...
- არის ქალბატონო სერჟანტო - გაიღიმა საბამ და მარიამის ბაგეებს დასწვდა..


დ ა ს ა ს რ უ ლ ი..




......


იმედია მოგეწონათ.. მაპატიეთ, ცუდად ვარ და შეცდომების გასწორებასაც კი ვერ ვახერხებ.. თქვენს შეფასებებს ველოდები...



№1 სტუმარი მიკა

მაგარია ძალიან

 


№2 სტუმარი nini

sheni yvela istoria momwonstqo gitxari ai es kii ragacc sxvanairiaa da dzalian sainteresooo yochag kargi gogo xaarr dzaliann

 


№3  offline მოდერი tsn

მიკა
მაგარია ძალიან

გმადლობ ♥♥

nini
sheni yvela istoria momwonstqo gitxari ai es kii ragacc sxvanairiaa da dzalian sainteresooo yochag kargi gogo xaarr dzaliann

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგეწონა love

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან მაგარი და განსხვავებული იყო მომეწონა. love lol

 


№5  offline მოდერი tsn

ანი ანი
ძალიან მაგარი და განსხვავებული იყო მომეწონა. love lol


გმადლობ ♥

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargii iyoo

 


№7  offline მოდერი tsn

uchveulo
kargii iyoo

გმადლობ ♥

 


№8  offline წევრი Devil Queen

შენი ისტორიების ახალი მკითხველი ვარ და ვაღიარებ რომ საუკეთესო ისტორიები გაქვს

 


№9  offline მოდერი tsn

Devil Queen
შენი ისტორიების ახალი მკითხველი ვარ და ვაღიარებ რომ საუკეთესო ისტორიები გაქვს


ძალიან დიდი მადლობა.. მიხარია, თუ ასეა ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent