გიჟი დაქალის გვერდით... ნაწილი მეხუთე (თ.ჯ)
დილით უთენია გამეღვიძა, მთელი ღამე ვბორგავდი, მგონი ვიღაცას თუ რაღაცას გავურბოდი სიზმარში... ასე მახსოვს, რაღაც ბინდისფერი, ოდნავ გაუფერულებული მოგონებების მოჭარბება იყო, გული ცუდს მიგრძნობდა, თუმცა იმედი მქონდა ეს დღეც უბრალო ლამაზ მოგონებად დარჩებოდა ჩემთვის, ლამაზ მოგონებად, თუ არა ერთ ჩვეულებრივ მშვიდ დღედ მაინც... ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი ლამაზი დღე თენდებოდა, „გვირილობა“ შევთანხმდით და ამ დღეს მე და სალო ერთად უნდა შევხვედროდით, რევაზ მიშველაძის საღამოზე... დილით აწეწილი თმებით სარკეში ჩახედვისას ჩემი თხაბუცა გამახსენდა, ჩემი გიჟი გოგო, მასაც ჩემნაირი პუწია თმები აქვს, ჩემი სულელი, დღეს იმედი მაქვს კარგ დროს გავატარებთ ერთად, ჩემი ღიმილის და იმედების წყარო ხარ სალ, რომ იცოდე როგორ ძალიან მენატრები ხოლმე, ზოგჯერ კი არა თითქმის ყოველთვის, მაშინაც კი როცა გამაბრაზებ და შენზე მებუტინება ხოლმე... ფიქრებში გართულს დროის შეგრძნება დამკარგვია, როგორც ყოველთვის ვაგვიანებ, ამ ბოლო დროს დაგვიანება ჩემი ცხოვრების ყოველდღიურ მინუსად მექცა, სიჩქარეში მთლად ამერ დამერია მთელი სახლი, ყირაზე დავტოვე ყველაფერი და თითქმის მზად ვიყავი უკვე სალოსთან შესახვედრად, ძალიან დამაგვიანდა, გონებაში დაგვიანების მიზეზებს ვიგონებდი, რომ ცოტათი თავის მართლებით გამომძვრალიყავი ჩემს მიერ შექმნილი უხერხული სიტუაციიდან, ზოგადად როგორც ყველას თავის მართლება არ მიყვარს, მითუმეტეს, თუ საკუთარ დანაშაულს ვხდები, თან სალოს მთელი დღე ამ თემის ირგვლივ ხუმრობებს რა აიტანს?! სალოს ზარმაც არ დააყოვნა: __როგორ ხარ თამ, სად ხარ? __ვაგვიანებთ, მაპატიე ჩემი ბრალია, მალე მოვალ . __კარგი, მე მოგაკითხავ მითხარი სად ხარ? __მწერალთა კავშირთან, შენ სად ხარ? __მე მარტო არ ვარ. __ეგ რა პასუხია, ისევ სიურპრიზები?! __დიახადაც... __არა ვარ მზად შენი ყოველდღიური სიურპრიზებისთვის, ეგებ და ზოგჯერ მეც მომცე უფლება რამე სიურპრიზი მოგიწყო?! __კარგი, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ დღეს ისევ მე დაგასწარი ქალბატონო... __კარგი დღეს როგორმე გავუძლებ შენს მოულოდნელობებით აღსავსე დიალოგებს, მაგრამ იმედია მეტყვი ვინ მოგყვება თან? __დათო და ბარბი... __მართლა?! ეს სიურპრიზი, ჩაგეთვალა სალ, ჩემს თხაბუცელას ვნახავ, დეიდას გოგოს... __თითქმის მოვედით. __უკვე გხედავთ. მოულოდნელი იყო დღევანდელი დღის დაუგეგმავი ნაწილის დაწყება, ზოგადად არ მიყვარს გეგმებიდან გადახვევა, ან უბრალოდ ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელიც დაგეგმილი არ მაქვს, თავს უხერხულად ვგრძნობ, მით უფრო მაშინ თუ იმ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებსაც კარგად ან საერთოდ არ ვიცნობ, ერთია, როცა სალოს ხედავ, რომელთანაც დიდი ხნის ლამაზი მეგობრობა მაკავშირებს, რომლის შესახებაც თითქმის ყველაფერი ვიცოდი, უფრო სწორედ მეგონა ვიცოდი, მაგრამ არა ასე სულაც არ ყოფილა, დღეს მის დათოს გავიცნობდი უფრო უკეთ და გავიგებდი ალბათ ბევრ რამეს მასზე, ყველაზე მეტად მაინტერესებდა, როგორი ხასიათები ჰქონდა მას, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ორივეს ერთმანეთის მიმართ, რა იყო ის ძალა რითაც ერთად ამდენ ხანს იყვნენ, მაინტერესებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა მენახა, რომ ჩემი სალო ბედნიერი იყო, ძალიან მინდოდა რომ ის ბედნიერი მენახა, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც მისი ცხოვრების ნაწილად ითვლებოდნენ. დათო ჩემს წარმოდგენაში ყველაზე კარგი ადამიანი იყო, ყველაზე კარგი, იმიტომ, რომ ჩემი სალო ცუდს არ აირჩევდა და თან მეც მინდოდა, რომ ის ყველაზე კარგი ყოფილიყო, რადგან ჩემი გოგოსთვის ყველაფერი კარგი მინდოდა, მინდოდა რომ იმედები და მოლოდინები არ გამცრუებოდა, ჩემი მოლოდინები გამართლდა... დათო და სალო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი წყვილი არის დედამიწაზე, ვინც კი რეალურად მინახია, საოცარია, ზოგჯერ ადამიანებს რაღაც უმნიშვნელო დეტალებით გადატვირთულებს გვავიწყდება, რომ ჩვენ ერთი ყველაზე ლამაზი გრძნობა „სიყვარული“ გაგვაჩნია... მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ, ეს თვალშისაცემი გრძნობა გადამდები იყო... დავმშვიდდი, ვფიქრობდი რომ სალო ბედნიერი იყო, და ეს მხოლოდ ჩემი ფიქრები არ იყო, მე ვგრძნობდი და ნათლად ვხედავდი მის ღიმილიან სახეს, გვირილებ მორთულ განწყობას, და მათ პაწაწინა პრინცესას, ბარბის... ბარბი... ეს სხვა თემაა, მასზე საოცარი ბავშვი იშვიათია, თვალები გასაოცრად ბავშვური და გაბუტული ტუჩები, არც კი ვიცი როგორ გადამირჩა შეჭმას... პაწაწუნა ანგელოზი... საღამოს დაგვიანებული სტუმრები ვიყავით, თუმცა კიდევ დიდხანს მოგვიწია ცდა სხვებთან ერთად სხვა დაგვიანებული სტუმრებისთვის, საღამოც დაიწყო, მართალია ამ საღამოს ჩვენი „ბოლო ხმაზე ღიმილი“ მეტ-ნაკლებად კი არა, სრულიად არ შეესაბამებოდა, მაგრამ როგორც ამბობენ „ჩვევა რჯულზე უმტკიცესია_ო“ ეგეთი შემთხვევა იყო ეს დღეც, ირგვლივ გვირილების თავბრუსდამხვევი სილამაზე, რაღაც არამქვეყნიურად ზღაპრული ბუნება, თითქოს წიგნის ფურცლებიდან გადმოწერილი იყო იქ ყველა და ყველაფერი... ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა უფალს მადლობას ვუხდი სიცოცხლის კიდევ ერთი დღისთვის... __კარგი რა თამ, როგორ დაგავიწყდა მაკიაჟის გაკეთება, საერთოდ არ მომწონს ეგრე... __ვიცოდი, რომ რაღაც ნაკლს მოძებნიდი... __არ გეწყინოს, მაგრამ არ გეპატიება, ძილისგუდა. __არის ხალხი, რომელიც ძილსაც ასწრებს და ქმარ-შვილის მოვლასაც, მე ვამაყობ შენით._ოჰ როგორ მომწონს ხოლმე ჩემი ეშმაკური ხმა, იუმორ ნაკრავი სიტყვების შემდეგ. __სულაც არ იყო ჩამჭრელი ხუმრობა, მე უკეთ მოფიქრებაც შემიძლია, ცოტა მადროვე და... __კარგი, რიგში ჩადექი, ჩემს მერე პირველი ხარ ... თან ჯერ არ დამვიწყებია, რომ დათოს კაფის ამბავი მოუყევი... __რა მერე, ეგრე არ იყო? __ეგრე არ იყო სალ, ყველაფერი მე დამაბრალე, რას იფიქრებდა ჩემზე? __იმაზე ბევრს და განსხვავებულს არაფერს, რასაც მე ვეუბნები უშენოდ შენზე. __დარწმუნებული ვარ ყველაზე გიჟ ადამიანად მთვლის დედამიწაზე. __დიახ, რატომაც არა შენ ხომ ყველაზე გიჟი გოგო ხარ მთელ მსოფლიოში. __დიახ, ოღონდ შენს მერე სალ. __ოჰ, არაა ეგრე პირველი შენ ხარ და მეორე მე. __ტყუილად ირჯები, აქ რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს, გიჟი გიჟია... ვფიქრობ არ არსებობს, ნახევრად გიჟი, ან ძალიან გიჟი ადამიანები, თანაც ეს სიგიჟე თუ ხელს არავის უშლის, ნეტავ ასეთი სიგიჟით დაავადებული ბლომად იყვნენ, და სხვა სენი არ სჭირდეთ ადამიანებს, სხვა მომაკვდინებელი სენი, თორემ სიგიჟე მე თუ მკითხავ ერთ-ერთი ყველაზე ღვთიური დაავადება არის ამ სამყაროში, სიგიჟე ხომ სიყვარულთან ასოცირდება, თუ გიჟი ხარ ე.ი ვიღაც გიყვარს, და პირიქით, თუ გიყვარს ვინმე ე.ი სიგიჟის მთავარი სიმპტომიც სახეზე გაქვს. არ მეთანხმები?! __რაღაც ორაზროვნად ჭიკჭიკებ დღეს თაამ სიყვარულზე, რაღაც რაღაცეებს ვერ ვხვდები, ბუნდოვნად მიტოვებ... __არაფერი, არ მინდა განწყობა გაგიფუჭო... ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი რაზეც საუბარი არ უყვარს, უბრალოდ არ უნდა და მორჩა, ცხოვრებაში ღიმილიანი სახის მიღმა, ზოგჯერ გაცილებით დიდი ტკივილი დგას, ვიდრე რომელიმე შავებიანი ქალის გულში... __ვერ მიგიხვდი, შენ? რა გჭირს თქვი ახლა... __მოვა დრო, ან შეიძლება ვერც ვერასდროს მოვიდეს ის დრო, როდესაც გიამბო ის, რაზეც ვდუმვარ ახლა, არის ტკივილები, რომლებიც სჯობს იქ დარჩეს სადაც არის, ზოგჯერ იარაზე მარილის მოყრასავით ეფექტს გვაძლევს წარსულის ტკივილის ხელახლა მოგონება. საოცრად სევდიანი იყო იმ წამს ცა, მე არ ვიცოდი როგორ მოვრეოდი თავს და არ მეტირა, არ მეტირა იქ იმ დროს, იმ საზოგადოებაში, თვალები ზეცას მივაპყარი, რომ ცრემელის წვეთების დენა შემეჩერებინა, თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სახლში მისულს ცრემლების შეკავება აღარ მომიწევდა, იქ ჩემს ოთახში, სადაც მე და ჩემს ტკივილებს ჩემი მესაიდუმლე, ჩემი ტკივილებით დანამული უსულო სამყარო მელოდა, ჩემი ოთახი, ჩემს სიმარტოვეს, რომ ლამაზ ელფერს აძლევდა, ეს ჩემი სამყარო იყო, სამყარო სადაც მხოლოდ შავ-თეთრი ფერები არსებობდა... __რა დაგემართა თამ?! განსაკუთრებული არაფერი, წავიფანტაზიორე ხომ მიცნობ, რაღაც მუზები გამეხსნა, სევდა მომერია უმიზეზოდ..._წინადადება დავასრულე და ძლივს შევძელი ღიმილის დაყოლება ბოლოს, ეს პირველი მოჩვენებითი ღიმილი იყო, რაც კი სალოს გვერდით მიღიმია, ყველა გულიდან ამოსული მისით დაწყებული და დასრულებული, დღეს კი მაინც გამკრა გულზე ჯერ კიდევ ვერ გადავიწყებულმა იარებმა, არც კი ვიცოდი ოდესმე შევძლებდი, თუ ვერა ამ ტკივილის მარტო ტარებას, თუმცა ეს ხომ მხოლოდ ჩემი ტკივილი იყო, და სხვა იარებს ვერ დამიშუშებდა და თუნდაც ეს სხვა ჩემი სალო ყოფილიყო. ის დღე მართლა ლამაზი იყო, ლამაზი და მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ბედნიერია, როცა ბუნებით ტკბება, ტკბება საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებით, ან უბრალოდ ტკბება იმ „არაფრით“ რომელიც ბედმა არგუნა. დრო ალბათ ყველა ტკივილს ქარს გაატანს, მეც წლებია ველი ჩემს ცხოვრებაში იმ ქარს, რომელიც ჩემს ტკივილებს გუდასავით უკან მოიკიდებს და წაიღებს, წაიღებს სადმე შორს უკაცრიელ კუნძულზე და ვერავინ ვერასდროს შეძლებს იმ ტკივილების ისევ ჩემთან მოტანას... ალბათ გუშინდელი სიზმრის ბრალია, რომ ისევ გამახსენდა, ნეტავ დრომ ჩემი გულის ტკივილების განადგურება შეძლოს ღმერთო... ჩემს თხაბუცელას, ჩემს ღიმილა გოგოს რამდენიმე საათის შემდეგ დავშორდი, რაც მთავარია უამრავი სელფის გადაღება შეძლო, დროში ჩაეტია და გვირილებიც მოირგო ფონად, ყველაზე დადებითი ადამიანი ხარ ვინც კი დღემდე ჩემს გვერდით ყოფილა, შენი სახელიც კი ახლა ღიმილს მგვრის, ყველაზე ლამაზ და სასიამოვნო ღიმილს... იმედი მაქვს მალე შეგხვდები ჩემო თხაბუცა, მშვენიერი სახელი შეგირჩიე სამომავლოდ, რომ გულის ტკივილების გახალისება შევძლოთ, თურმე, რამდენად ბევრს ნიშნავს ერთი ადამიანის ღიმილი მეორე ადამიანისთვის, როგორ მინდა რომ ყველას უყვარდეს ერთმანეთი, მინდა ჩემს ქალაქში ბევრ მომღიმარ და შეყვარებულ სახეს ვხედავდე, „გვირილობას“ გილოცავ ჩემო, მიყვარხარ სალ... თამარ ჯიშკარიანი 12.05.2016. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.