ჩემი-ანი (6)
*** ერთ ადგილას გაშტერებული იჯდა ანუკა და კედელს უყურებდა. რამდენად სასიამოვნო იყო კაკისგან წამოსული სითბო ვერ ხვდებოდა. თუმცა, ძალიან კარგად ხვდებოდა ამ სითბოს მნიშვნელობას. და თავს თავისუფლების საშუალებას აძლევდა. რა იყო თავისუფლება ანუკასთვის? უკვე დრო იყო გადაედგა ნაბიჯი და ყოფილიყო წარუმატებელი „ლავსთორის“ მერე ბედნიერი. ემოციები არ დაეტოვებინა მასში და გაესაჯაროებინა. იყო ბედნიერი? გაეგო ყველას! უხაროდა? გაეგო ყველას! სწყინდა? გაეგო ყველას! მზად იყო დედამიწისთვის გაეგებინებინა ყველა ის გრძნობა და ემოცია, რაც მის გულსა თუ ტვინში ხდებოდა. ეს ყველაფერი კი კაკის დამსახურება იყო. რაღაცნაირი კარგი ბიჭი იყო კაკი. ისე მოულოდნელად შემოიჭრა მის ცხოვრებაში და მოულოდნელად გახსნა ბოქლომით დაკეტილი ანუკას გული, რომ თვითონაც ვერ იაზრებდა. წაკითხული ჰქონდა, რომ სიყვარული ზუსტად ეს იყო. მოულოდნელი და გასაოცარი.. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ რისკავდა ამ სიყვარულის მიღებას. -ანიჩკა, რას ჩაფიქრებულხარ სავარძლის პირას?-ფიქრებიდან მაშოს ხმამ გამოიყვანა. -ა, რავიცი ვფიქრობდი რაღაცებს,-უპასუხა და თან თვალები კაკისკენ გააპარა, რომელიც ტელევიზორს თვალს არ აშორებდა. როგორი დაძაბული მატჩი იყო და გიორგი ცოტაც და ტანსაცმელს შემოიხევდა, ილია შეძახილებით ამკობდა თამაშის მიმდინარეობას, კაკი კი მშვიდად და აუღელვებლად უყურებდა ფეხბურთს. არადა, ყური მოჰკრა ანუკამ რომ კაკის ფავორიტი გუნდი თამაშობდა და კაკის ნერვიც კი არ უტოკდებოდა. „ეს ბიჭი მუდმივად ასეთი მშვიდია, ნეტა?“-გაიფიქრა ანუკამ და კაკისკენ გააშტერა თვალი. როგორი სერიოზული იყო.. დაძაბული უყურებდა ტელევიზორს, ფეხები განზე გაეშალა და სავარძელში კომფორტულად მოწყობილიყო, ხელში ლუდის ჭიქა ეჭირა და ნელ-ნელა წრუპავდა. აი, ლუდის სმაც კი რაღაცნაირი ჰქონდა! -აუ, რას აკეთებ,ტო..-წამოიყვირა გიორგიმ და თავში ხელი შემოირტყა,-ეხლა ეს ნორმალურია? რა ბურთი ააცილა, რა! -მამი, შენ ესე თუ ინერვიულე ყველა თამაშზე დამეწევი ჭაღარებში ხო იცი,-სიცილით უთხრა ილიამ შვილს. -ილია ბიძია, რომელ ჭაღარაზე ლაპარაკობთ გიორგიზე პატარას გავხართ,-ჩაერთო საუბარში მაშო. -გაჩერდი მაშო, ნუ გამაწითლებ ეხლა! -მაშინკა, ჭაღარაც ხო კაი ბიჭი ვიქნები?-ჰკითხა გიორგიმ მაშოს და თვალები აათამაშა. -ეხლა ხო ეთამაშები ვარსკვლავებს და ჭაღარა რას იზამ აზრზე ხარ?-უპასუხა მაშომ. -ამას უყურე ერთი! როგორ ატლიკინებულა,-თითი დაუქნია გიორგიმ. -ილია ბიძიას ასაკში შენ თუ მისსავით იქნები მაშინ შეიძლება კიდე კაი ბიჭი იყო. -შე, მაწაკო,-გაეცინა ილიას და თვალი ჩაუკრა მაშოს,-არასოდეს გაიზრდებით თქვენ! -კაროჩე მამა! ეს გოგო მომყავს ცოლად და უარს მეუბნება და რა გავაკეთო?-დაიწუწუნა გიორგიმ და მაშოს გახედა, რომელსაც თვალები გადმოუცვივდა და ილიას გახედა. -ჭკვიანი გიო, ჭკვიანი! -აუ, შეენც ტო? წავალ სოფიკო მაინც ხო იქნება ჩემკენ,-ბუზღუნით წამოდგა გიორგი და მოფუსფუსე დედასთან გავიდა. -აუ, სუპერი ხარ რა!-კმაყოფილმა უთხრა მაშომ ილიას და ანუკას მხარზე თავი ჩამოსდო. -შენკენ ვარ მე, მაგრამ ჩემი სარძლო რო ხარ ხო არ გავიწყდება? -აუ, კარგი რა ილია ბიძია!-დაიბუზღუნა მაშომ. ანუკა და კაკი შორიდან ადევნებდნენ ტრიოს თვალს და ეცინებოდათ მათ დიალოგზე. მომენტებში კაკი გახედავდა მომღიმარ ანუკას და რაღაცნაირად ჩხვლეტდა გული. ალბათ, ისიც ანუკასავით ფიქრობდა.. გაურბოდა და თან მისკენ მიიწევდა.. უნდოდა, მაგრამ ბოლომდეც ვერ რისკავდა.. არასოდეს ეკიდა სხვების აზრი, მაგრამ ყოველთვის ითვალისწინებდა გარშემომყოფებს ამა თუ იმ თემაზე. ანუკას შემთხვევაშიც გიორგი გაითვალისწინა და შესაბამისად დიდსა და სერიოზულ ნაბიჯებს, ჯერ ვერ დგამდა. აი, ასეთი იყო კაკი. ბევრს ფიქრობდა, ცოტას აკეთებდა. აკეთებდა ცოტას და კარგად.. კარგად აკეთებდა და იღებდა მაქსიმუმის მაქსიმუმ შედეგს. იდგა ანუკა მაღალი შენობის წინ და თან გიორგის ურეკავდა, რომელიც არ იღებდა ტელეფონს. -თავი რატო არ დაგრჩა გიორგი, თა-ვი!-დაიბუზღუნა და ხელში დაჭერილ ქაღალდებს შეხედა. კიდევ სცადა დარეკვა, მაგრამ გიორგიმ არ უპასუხა და ამიტომაც პირდაპირ შენობაში შევიდა. გაიარა კონტროლი და შენობის საშვთა ბიუროში მივიდა. -გამარჯობა, საშვი უნდა იყოს დაშვებული ანა ლაკირბაიაზე.. -გამარჯობა, მაგრამ არ არის,-უპასუხა ხნიერმა ქალმა გადამოწმების შემდეგ. -თუ არ შეწუხდებით იქნებ გადაამოწმოთ. გიორგი ლაკირბაიასთან ვარ მოსული და მას უნდა დაერეკა თქვენთან,-უთხრა ანუკამ. -სამწუხაროდ, არ არის თქვენზე საშვი..-მშვიდად მიუგო ქალბატონმა. -შეგიძლიათ, რომ დაურეკოთ? თუ ძალიან არ შეგაწუხებთ? -კი, რა თქმა უნდა,-უპასუხა ქალმა და ტელეფონის ნომერი აკრიფა. გაეღიმა ქალს და ანუკას უთხრა: -7-ე სართულზე ადი გოგონა და პირდაპირ ბოლო კარში შედი,-უთხრა ღიმილით და ლიფტისაკენ მიუთითა. ანუკაც შევიდა ლიფტში და დაელოდა სანამ ავიდოდა მეშვიდე სართულზე. გაიღო თუ არა ლიფტის კარი პირდაპირ გაემართა მითითებული ოთახისაკენ, რომლის შესასვლელშიც ყავის მანქანასთან ლიზი დაინახა. -ლიზი! -ვაიმე, ანუკა! როგორ გამიხარდა შენი ნახვა!-შესძახა ლიზიმ და მაშინვე მისკენ გამოიწია. -მეც ძალიან! რას შვები როგორ ხარ? -რავიცი, კარგად. რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? -გიორგის დარჩა საბუთები სახლში და ამაფეთქა დედას გეფიცები, რა! -მერე აქ რა გინდა? გიორგი 5-ე სართულზე ზის,-გაეცინა ლიზის. -5-ზე? აი, ქვემოთ საშვებში რო ქალია იმან მითხრა 7-ზე ადი პირდაპირ კარშიო,-მხრები აიჩეჩა ანუკამ. -ამ სართულზე ბატონი კაკი ზის,-ჩაერთო ლაპარაკში ლიზის გვერდზე მდგომი გოგო. -უი, ალბათ შეეშალა! -არამგონია ნანას რამე შეშლოდა,-ჩაეღიმა ლიზის,-წამოდი, მიგაცილებ კაკისკენ. -არა, იცი მე უნდა გავიქცე საქმეები მაქვს ბევრი. მირჩევნია გიოს დავუტოვო ესენი და კაკის მერე ვნახავ,-სასწრაფოდ თქვა ანუკამ და შემოტრიალდა. ის-ის იყო უნდა გადაედგა ერთი ნაბიჯი, რომ საყვარელმა ბარიტონმა წამებში გააშეშა. -ანი..! -გამარჯობა ბატონო კაკი,-მორიდებით მიესალმნენ ლიზი და მის გვერდზე მდგომი გოგონა. ანუკა მისკენ შემოტრიალდა და პირი ღია დარჩა. კაკი ვიდზე იყო? აი, ეგეთზე არც ერთი მოდელი ბიჭი რომ არ დგას! სასწაული პიჯაკი და შარვალი ეცვა, წვერი გაეპარსა და თმაც გვერდზე ჰქონდა გადავარცხნილი. რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი კაკის სუნამოც კი ცხვირს სასიამოვნო აგიწვავდა ადამიანს.. მოკლედ, შევთანხმდეთ რომ სასწაული ბიჭია კაკი! -გამარჯობა, კაკი..-მიესალმა ანუკა. -გამარჯობა ლიზა და ნატა. აქ რა გინდათ? -ჩვენ ყავისთვის ამოვედით, ბატონო კაკი..-მორიდებით უთხრა ნატამ და ლიზის თვალები დაუქაჩა. -კი და გავდივართ უკვე. ანუკ, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა!-უთხრა ლიზიმ, გადაკოცნა ანუკა, ნატას ხელი ჩაავლო და ლიფტში გაუჩინარდა. -წამოდი, ოთახში შევიდეთ..-უთხრა კაკიმ ანუკას და ხელი გაუწოდა. ხელი ხელს შეეხო და იქ მოხდა მესამე მსოფლიო ომი! დაიწყეს პეპლებმა უმისამართოდ ფრენა, ლომმა გალობა და იადონმა ღმუილი! რაღაც სასწაული განცდა იყო.. დენის დარტყმას ჰგავდა წამში რო გადახეთქებს მიწაზე..! კაკის ოთახი მისი შესაფერისი იყო. მუქ ფერებში გადაწყვეტილიყო, სადაც ძირითადად სჭარბობდა ნაცრისფერი და შავი, აქა იქ კი ღია კრემისფერი. -კარგი ოთახი გაქვს,-ამოილუღლუღა ანუკამ. -მადლობა, ჩემი გემოვნებით გავაკეთებინე,-შეიფერა კაკიმ,-აბა, როგორ ხარ? -კარგად შენ როგორ ხარ? -მეც კარგად ვარ. ყავას ხო არ დალევ? -არა, იყოს.. -ნუ, გერიდება. ვიცი, ყავა გიყვარს ძალიან და თან ეხლა არ გაწყენდა გიორგის საქციელის გამო!-გაეცინა კაკის და ყავის პატარა მანქანასთან მივიდა. მოუმზადა ანუკას ყავა და მის წინ მაგიდაზე დადო. -გიორგი სად არის?-იკითხა ანუკამ. -გიორგი თავის ოთახშია,-მშვიდად უპასუხა კაკიმ. -მე აქ რას ვაკეთებ? -ყავას სვამ.. -მაგას ვხედავ. მე გიორგისთან მოვედი! -ნუ ხარ უხეში ანი! -ა-ნუ-კა!-დაუმარცვლა ანუკამ და მოსვა ყავა, რომელმაც ენა ისე დაუწვა მოსასულიერებელი გახდა კინაღამ. -ჩვენ შევთანხმდით, რომ ანი-ს დაგიძახებდი და ისიც მარტო-მე!-ხმა გაუმკაცრდა კაკის. -ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ.. შენ ვისთან დადე შეთანხმება ეგ არ ვიცი..! -ანი, ანი ჩემი-ანი..!-გაეღიმა კაკის. -კარგი, კაკი მადლობა ყავისთვის მაგრამ იქნებ შიდა ნომერზე დაურეკო ჩემს ძმას? -რა იყო სად გეჩქარება? -მეჩქარება, რა.. ათასი საქმე მაქვს,-იცრუა ანუკამ. -რა საქმე გაქვს? მიხვალ სახლში, დაიძინებ, შენს ვარდისფერ პიჟამაში. გაიღვიძებ, მერე რამე კერძს მოიფიქრებ, რომ მორჩები კულინარიული შედევრების მომზადებას ჩაუჯდები წიგნს და მერე მაშოც დაგირეკავს და ამოვა შენთან. -როგორ? შენ რა იცი?-დაიბნა ანუკა,-ან.. ან ჩემი პიჟამა რა იცი? -ანი, ანი.. ბევრი რამე ვიცი მე. -წავედი, კაკი..-წამოდგა ანუკა და მაშინვე კარებისაკენ გაემართა, როცა ხელში ძლიერი ხელი იგრძნო და ისევ დაიწყო პეპლებმა ფრენა. -ნუ, გამირბიხარ რა..-უთხრა კაკიმ და თვალებში ჩახედა ანუკას. კანკალებდა უკვე ანუკა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ებღაუჭებოდა ხელში დაჭერილ ქაღალდებს და ცოტაც და დაკუჭავდა. კაკის მას მიუახლოვდა. თვალი თვალის წინ.. ცხვირი ცხვირის წინ.. ტუჩი ტუჩის წინ.. ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა ანუკას სახეზე და ნათლად ხედავდა კაკის ამღვრეულ თვალებს. გრძნობდა ემოციების მოზღვავებას და გრძნობდა, რომ ამ ბიჭს ჩვეულებრივად ადნებოდა ხელებში! იგრძნო კისერში სველი კოცნა და იქ დატრიალდა დედამიწა.. იქ მიხვდა, რომ კაკი ნიჟარაძე მისთვის ერთადერთი იქნებოდა რაც არ უნდა მომხდარიყო და ვერასოდეს ვერავინ მას ვერ შეედრებოდა! -5-ე სართული, მეორე კარი.. დაიკუჭა საბუთები ანი..-უჩურჩულა კაკიმ და გაიწია მისგან. ერთიანად კანკალებდა ლიფტში შესული ანუკა, რომელის გვერდზეც გაწონასწორებული და მუდამ სერიოზული კაკი იდგა. თანამშრომლებმა დაინახეს თუ არა მათი უფროსი მაშინვე ფეხზე წამოიშალნენ და აქამდე თუ მხოლოდ ბუზის ბზუილის ხმა ისმოდა, ახლა ბუზიც კი გაჩუმებულიყო. საოცარი წესრიგი იყო დამყარებული! შეგლიჯა ის „მეორე“ კარი კაკიმ და ოთახში ანუკა შეატარა. -ვა, ანიჩკა!-წამოდგა მისკენ ბაჩო და ჩაეხუტა გაშტერებულ გოგოს,-და ჩვენი ბოსი კაკი! -გამარჯობა,-სერიოზულად მიმართა კაკიმ და ოთახში შევიდა. კარი მიკეტა თუ არა ბაჩოს და გიორგის მიუტრიალდა,-აბა, რას შვებით თქვე უსაქმურებო?! -ეგრე რა, ტო.. ისე მძაბავ ხოლმე!-შვებით ამოისუნთქა ბაჩომ. -ანუკა, რა გჭირს? ცუდად ხო არ ხარ?-ჰკითხა გიორგიმ ანუკას, რომელიც ხმას არ იღებდა. -არა. საბუთები მოგიტანე,-უპასუხა და გაუწოდა საბუთები ძმას. -აუ, იმენა შენზე ოქრო-მოქრო გოგო დედამიწას თუ ჰყავდეს არვიცი რა..! და კიდე მაშინკა..-ჩაეცინა გიორგის და გამოართვა საბუთები. -რა იყო გოგო რა სახე გაქვს? ამ დესპოტმა ხო არ შეგაშინა?-სიცილით დაკრა ხელი მხარზე ბაჩომ ანუკას. -შენც, ტო?-გაეცინა კაკის. -რა მეც? დესპოტს რო გეძახიან ეხლა გაიგე? იმენა „პალაჟენია“ გაქვს რაღაც ისეთი სტალინი მიმიქარავს, რა..-სიცილით უპასუხა ბაჩომ. -კაი, წავედი მე..-თქვა ანუკამ და კარისაკენ გაემართა. -გაგაცილებ,-უთხრა კაკიმ და კარი გაუღო. უხმოდ მივიდნენ ლიფტამდე და საშვთა ბიურომდე, რომ პირადობის მოწმობა აეღო ანუკას. -ანუკა..-მიმართა კაკიმ. -გისმენ. -რაღაც მინდა გთხოვო.. -რა იყო? -ხვალ შუადღისას გეცლება 1 საათით? -რა ხდება? -ჯერ მითხარი თუ გეცლება. შესვენებაზე გამოგივლი და სადღაც მინდა წაგიყვანო.. -კარგი,-დათანხმდა ანუკა და წამოვიდა. მთელი ღამე იმაზე ფიქრობდა მეორე დღეს სად უნდა წაეყვანა კაკის ანუკა. აზრზე ვერ მოდიოდა, ვერც რომანტიულ სადილზე იფიქრებდა, ვერც სადმე აი მოკლედ ვერაფერზე ფირქობდა! 2 საათი ხდებოდა კაკიმ რომ დაურეკა მოვდივარ და მოემზადეო, ოღონდ თავისუფლად ჩაიცვიო. ანუკამაც ჯინსები ამოიცვა, ბალეტკები და ცისფერი პერანგი ჩაიცვა. თმა გაიშალა და მსუბუქად შეიღება სახე. ზუსტად 20 წუთში უკვე კაკის მანქანაში იჯდა და გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდნენ. მანქანა ქალაქგარეთ გავიდა, სადღაც თბილისიდან 15 წუთის მოშორებით და გაჩერდა დიდ გალავანთან. კაკი გადავიდა და ანუკას კარი გამოუღო და ზარი დარეკა. კარი გაიღო და მასთან ერთად გალავანში შევიდა. ანუკა გაოცებული უყურებდა გემოვნებით მოწყობილ ეზოს, სადაც ბევრი სკამები და დასასვნებელი „ფანჩატურები“ იდგა. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ ამ სკამებზე და მოსასვენებელ ფანჩატურებში მოხუცებს მოეყარათ თავი. გაოცებული უყურებდა ანუკა და ათვალიერებდა გარშემო ყველაფერს. მათკენ ახალგაზრდა ბიჭი ასე 30-35 წლის მამაკაცი მოვიდა და კაკის ხელი ჩამოართვა: -ბატონო კაკი, გამარჯობა! -როგორ ხარ მინდია? -მადლობა, კარგად თავად როგორ ხართ? -მეც, კარგად. გაიცანი, ჩემი მეგობარი ანუკა. -გამარჯობა,-მიესალმა ანუკა და საპასუხოდ თავი დაუკრა მინდიამ. -სხვათაშორის გიკითხეს, ბატონო კაკი.. ძალიან მოენატრეთ,-ღიმილით უთხრა მინდიამ კაკის. -მეც ძალიან მომენატრნენ. აი, გასაღები და ბიჭებს უთხარი საბარგულში ათასი რამეა და გადმოიტანეთ რა.. მანამდე მე ჩემს მეგობრებს ვნახავ,-გაუწოდა კაკიმ გასაღები მინდიას. ანუკას ხელი ჩასჭიდა და შეკრებილი მოხუცებისკენ გაემართა. საოცარი სიხარული გამოიწვია კაკის გამოჩენა მოხუცებში! ანუკას წინ იდგა ერთი პატარა ბავშვი, რომელიც დიდი სითბოთი ეხუტებოდა და კოცნიდა მოხუცებს. ეფერებოდა და ტკბილად კითხულობდა მათ.. სათითაოდ სულ ყველა მოიკითხა კაკიმ, სულ ყველას მოუსმინა რა უჭირდათ და რა უნდოდათ... კაკი ყოველ მათთაგანს აბედნიერებდა! მისი გამოჩენა და მოხუცების სიხარულის ცრემლები ერთი იყო. ანუკამაც გაიცნო მოხუცები და გული ბავშვივით აუართხალდა, როდესაც ლოცავდნენ ისინი. განსაკუთრებით კი ლალი ბებოს დაუმეგობრდა. -ძალიან კარგი ბიჭია, ბებო..-უთხრა ლალიმ ანუკას და მოხუცებთან მოსაუბრე და მომღიმარ კაკის გახედა,- დღეს აქ რომ ვართ მისი დამსახურებაა.. მე მეუღლე დავკარგე ომში და ჩემი შვილიც ახლა რომ იყო აგვისტოში ომი მაშინ დამეღუპა.. არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი.სახლ-კარიც დავკარგე და დავდიოდი ქუჩაში. სანამ კაკი არ გამოჩნდა.. ბებო, რაც კი რამე მაქვს მისი დამსახურებაა.. უანგაროდ აკეთებს ყველაფერს.. მისი გამოჩენა და ჩემი სიცოცხლის მომატება ერთია! კვირა არ გავა, რომ არ მოვიდეს და არ გვნახოს. არ გაატაროს ჩვენთან ერთად რამდენიმე საათი ან მთელი დღე. აი, იმ ბაბუას ხედავ? გრიშას.. ფეხებზე ჰქონდა პრობლემა.. ისიც მარტოხელაა და აუცილებელი იყო, რომ ევარჯიშა. აქ კი არიან მინდია, ლაშა, თამარი და სხვები, მაგრამ იცი, რა ქნა ბებო კაკიმ? დღეს გრიშა რომ დადის მისი დამსახურებაა! ძალიან მარტივი ოპერაცია დასჭირდა ეგეც გაუკეთა! ყოველდღე მოდიოდა ერთი საათით და მას ავარჯიშებდა.. უბრალოდ, დადიოდნენ და სეირნობდნენ. ვინ მოსთვლის რამდენი სიკეთე აქვს ჩვენთვის გაკეთებული? ღმერთმა დალოცოს კაკი.. მიხედე ბებო.. კაი ბიჭია მაგი.. უყურებდა ანუკა მომღიმარ კაკის, რომელიც მოხუცებში იჯდა და მათთან ერთად იცინოდა. როგორი სუფთა და კარგი იყო კაკი! არადა, სამსახურში ჩვეულებრივი დესპოტი და სამსახურს გარეთ „ამოუხსნელი ობიექტი“. აქ კი.. აქ კი ანუკამ კაკის რეალური სახე დაინახა. სუფთა, გამჭირვალე, კეთილი და საოცრად გულუხვი ადამიანი.. უკან ბრუნდებოდნენ, როცა კაკიმ ლაპარაკი დაიწყო. -მამა ვიღაც ქალთან გაიქცა, როცა პატარა ვიყავი. დედა კი ნერვიულობას გადაჰყვა. ვერ გადაიტანა ქმრის ღალატი და თავის თავს ადანაშაულებდა ამაში. ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს.. ბაბუა რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა.. მე და ბებია ვცხოვრობთ ერთად. ეს მოხუცთა თავშესაფრის იდეა მაშინ მომივიდა, როცა ბაბუა მიწას მივაბარეთ. იმხელა ამაგი აქვთ ამ ადამიანებს ჩემზე, რომ რაღაცით მაინც მინდოდა წვლილი შემეტანა. არვიცი, ეს გამომივიდა თუ არა, მაგრამ ვიყიდე სახლი ცოტა გავარემონტე და ყველა უსახლკარო მოხუცი აქ მოჰყავთ ან მოდის. ბებიამ იცის ამ სახლის არსებობის შესახებ და ისიც ხშირად მოდის აქ ხოლმე.. უბრალოდ, იმდენად კარგები არიან მოხუცები. რაღაცნაირები.. თბილები.. დადებითი ენერგეტიკა მოდის მათგან.. მიუხედავად მძიმე განვლილი ცხოვრებისა, მაინც ცდილობენ რომ თავიანთი ერთი ტკბილი სიტყვით გასიამოვნონ! მეც მინდა წვლილი შევიტანო მათ ბედნიერებაში და თუნდაც ის დარჩენილი წლები, თვეები თუ დღეები ტკბილად ვაქციო.. არავინ იცის ბებიაჩემის გარდა აქაურობის შესახებ.. მინდოდა, რომ კარგად გაგეცანი და მინდოდა, გენახა ყველანაირი „მე“. რაღაცნაირად ვგრძნობ თავს შენთან.. მინდა, გამჭირვალე ვიყო და ყველანაირად გულწრფელი. ბევრი საერთო მაქვს შენთან ასე მგონია და ალბათ, ეს იყო მიზეზი რატომაც აქ მოგიყვანე,-უთხრა კაკიმ და მანქანა ანუკას სახლთან გააჩერა. ანუკა კაკის უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ნამდვილი მამაკაცი ეჯდა გვერდზე! ძლიერი ადამიანი, რომელმაც მშობლების ტრაგედიას გაუძლო და სხვებს ეხმარება! ადამიანი, რომელიც სხვას ულამაზებს დარჩენილ დღეებს და ადამიანი, რომელიც უბრალოდ საუკეთესოა დედამიწაზე.. -კაკი... -უთხრა ანუკამ და მისკენ მიიწია. ისევ ახლოს იყო ერთმანეთთან თვალი.. ცხვირი.. ტუჩი.. და კოცნა, რომელიც ემოციებმა აიძულა ანუკას და რომელიც არც კი უნანია მანქანიდან გადმოსვლის მერე და კოცნა, რომელმაც დიდხანს დატოვა გახურებული ტუჩები. აი, ეს არის ის, რომ ადამიანი რასაც გრძნობ გამოხატო და არასოდეს არაფერი ინანო! რატომ უნდა ინანო, როდესაც მაშინ მთელი გულით გინდოდა და ამიტომ გააკეთე? სინანულს აზრი არ აქვს. რაც იყო მოხდა და მორჩა და არაფერი შეცვლის! მით უმეტეს ენდორფინების მიერ ჩადენილ გემრიელ „დანაშაულს“. *** ესეც შემდეგი თავი! რამდენიმე დღე ვერ დავდებ და ვეცდები ძალიანაც არ დავაგვიანო!:) მადლობა თქვენ და ვგიჟდები იმდენად კარგები ხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.