emotions -it's love (სრულად)
დეკემბრის 28 იყო, მე დედაენის ბაღში "book corner-ში" ვიჯექი მარტო, ერთი ფინჯანი ლიმნიანი ჩაისა და ჩარკვიანის "მშვიდი ცურვით" ხელში. მთლიანად ჩაკარგული წიგნში, ვერც კი ვხედავდი ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხს, გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილს მესმოდა Damien Rice-ის Cheers darlin' და ვკითხულობდი ჩარკვიანს, როცა სრულიად მოულოდნელდ ჩემს ფინჯანზე ჩამოწყობილ თითებს, რაღაც გაყინული შეეხო. გაოცებულმა დავხედე ჩემს თითებზე ჩამოდებულ უგრძელეს და ულამაზეს თითებს, შემდეგ კი თითქმის პირღია გაოცებისგან თითების პატრონს შევხედე და ზღვისფერ თვალებში ჩავიკარგე... ისე მივშტერებოდი უცნობს ვერც კი ვიაზრებდი ჩემს საქციელს და ვერც ჩეს იმჯამინდელ მდგომარეობას. ბოლოს, როგორც იქნა გონდა მოვეგე, ხელები ფინჯანს სწრაფი მოძრაობით მოვაშორე და ჩემს აკანკალებულ მუხლის თავზებზე ჩამოვდე. მას გაეღიმა, აი იცით როგორ?! გვერდულად ჩაეღიმა და თვალები ჩემს თითებს გამოაყოლა. ჩუმად ვისხედით, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ისიც არ იღებდა ხმას, ცოტახანში კი ჩემ ლიმნიან ჩაის დასწვდა და ძალიან მშვიდად მოსვა. მე გაოცებისგან ენა ჩამივარდა. -რრას აკეთებ? სრულიად სხვა ხმით და ენის ბორძიკით ვკითხე უცნობს , მან კი მშვიდი სახით გამომხედა და ღიმილით მიპასუხა. -ჩაის ვსვამ, სხვათაშორის ძალიან გემრიელია. -ვინ მოგცა უფლება ? სიმშვიდეს ჯერ კიდევ ვინარჩუნებდი. -უფლება რისთვის? -ყველაფრისთვის. სხვაგან ადგილი ვერ ნახე? ან რატომ სვამ ჩემს ჩაის, ჩემივე ჭიქიდან?! -ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მიპასუხა და მრავლის მთქმელად ჩამიკრა თვალი. ამაზე გავცოფდი, სასწრაფოდ ავდექი, უთხელეს სარაფანზე პალტო შემოვიცვი, ჩაის ფული მაგიდაზე დავტოვე, ჩემს ლუგზაკსა და წიგნს ხელი მოვკიდე და ვითომდა გრაციოზულად დავტოვე კაფე . მხოლოდ გარეთ გამოსვლისას ვიგრძენი და მივხვდი, თუ როგორი სიქაჯე გამოვავლინე, ისიც ვიფიქრე იქნებ ფული არ ქონდა და ამიტო მოიქცა ასეთქო, მაგრამ უაზრობად ჩავთვალე ჩემი ეს ფიქრები... ხასიათიც გამიფუჭდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, გასეირნების პერსპექტივა კი მხიბლავდა. Arctic Monkeys- 505 ჩართე ბოლო ხმაზე, გზას გავუყევი და ტირილი მომინდა, ან როგორ შეიძლება ამ სიმღერაზე ტირილი არ მოგინდეს?! მიუხედავად იმისა, რომ მთელი გზა სხვადასხვა რამეზე ვფიქრობდი, მაინც მახსენდებოდა უცნობის ულამაზესი, წყლიანი თვალები და მისი უგრძელესი თითები. 31-ში ოთხ დაქალთან ერთად ვიჯექი და უემოციოდ ვსვამდი არაყს, როცა უცხო ნორიდან შეტყობინება მომივიდა: "გილოცავ ტატა".ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, იქნებ უცნობი იყოსთქო, მაგრამ თავი გავაქნიე და კიდევ ერთხელ მოვსვი მწარე სითხე. საერთოდ არ გამოჩენილა "ის" მეც თითქოს აღარც მახსოვდა მისი არსებობა, როცა ისევ გამონდა და ისევ ყველაფერი ამირია. ისევ 28 იყო მხოლოდ თებერვალი, ილიაუნიდან გამოვედი და გადავწყვიტე ცოტახანს მზიურში დამეცადა მეგობრისთვის, ამინდიც მშვენიერი იყო... ჰოდა მეც გავიყევი გზას და ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი, კვლავ წიგნს ვკითხულობდი "სამოსელ პირევლს " ვეწეოდი და დეისაძეს ვუსმენდი მგონი, როცა კვლავ ვიგრძენი გაყინული ხელები ჩემს მაჯაზე, გავხედე და ისევ ისე მიღიმოდა, თავისებურად. ყურსასმენი მოვიხსენი და შევხედე, ის კი გაუნძრევლად მომჩერებოდა, მისი სუნთქვა კი სახეზე მეფინებოდა, ბოლოს კი სრულიად მოულოდნელად დაარღვია სიჩუმე. -გჯერა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს ? -მჯერა -გყვარებია? -არა! -აბა რატო ხარ ასე დარწმუნებული ? -აუცილებლად შემიყვარდება და იმიტომ. აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ჩემი თითებით დაიწყო თამაში. მე კი გაუცნობიერებლად მის მხარს ჩამოვადე თავი და თვალები დავხუჭერ. ვგრძნობდი მის თითებს ჩემსაზე, მის სუნამოს ვისუნთქავდი და გული ყოველ წამს უფრო და უფრო სწრაფად მიცემდა. უეცრად მან ისევ დაიწყო ლაპარაკი. -იცი?! მე მჯერა არ სიტყვების. -შენ გყვარებია ? -ალბათ კი, ალბათ ახლაც მიყვარს. მიუხადავ იმისა, რომ თვეები გავიდა და უცნობი არ ჩანდა იმედს არ ვკარგავდი. დარწმუნებული ვიყავი რო აუცილებლად გამოჩნდებოდა, არ მეგონა ასეტ ადამიანს თუ შეეძლო, რომ ასე გაუჩინარებულიყო. მაისი იყო უკვე, მე კი ჩეს ცხოვრებისეულ რუტინას მივყვებოდი სრულიად მშვიდად და აუღელვებლად, რატომღაც ყველაფრის მიმართ მქონდა ინტერესი დაკარგული, აღარაფერი მაინტერესებდა. მთელ დღეებს ჩემს ბლოგზე ვატარებდი, სადაც ჩემი "სამყარო" მქონდა შექმნილი და ვცხოვრობდი ასე ჩემთვის კომფორტულად. მაგრამ კომფორტი ხომ იქ მთავრდებდა სადაც იწყება საინტერესო ცხოვრება, ჩემ შემთხვევაშიც დაახლოებით ასე მოხდა. ერთ დღესაც სრულიად უაზრო და დაულაგებელი ტექსტით შემოიჭრა ჩემს ბლოგზე "ანონიმი". -იღბლიანი რომ ყოფილიყავი და მარტში დაბადებულიყავი, მაინტერესებს 10 თვის მანძილზე რა 10 საჩუქარს ისურვებდი იმ რიცხვში რომელ რიცხვშიც დაიბადე.თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქ. შემთხვევით შემხვდა შენი ბლოგი და ძაან დამაინტერესა. -იღბლიანი ვარ და მარტში დაბადებული არვიცი მგონია რომ ყველაზე მეტად წიგნები გამიხარდებოდა და ვისურვებდი… ანანომით ისე რატო ? -ათივე თვეში წიგნები? რატო და არ ვიცი ამ ბლოგის გამოყენება. -არვიცი მგონი რო ყველაზე მეტად გამიხარდებოდა :დ ნუ ერთ თვეში რომელმე კარგი ჯგუფის ლაივზე ბილეთებიც არ იქნებოდა ცუდი -წიგნები ცოტა რთულია, მაგრამ 28მდე 13 დღეა განათლებისთვის -ეეე დამენახეეე -როგორ უნდა დაგენახო თავისით დამარქვა საიტმა სახელი, მეტს აღარ დაგიპოსტავ შენი ნაქები ბლოგი ჩატს დავამსგავსე :დ ბევრი წიგნები გექნება გპირდები. 28 მაისი 28 ივნისი 28ივლისი 28 აგვისტო 28 სექტემბერი 28 ოქტომბერი 28 ნოემბერი 28 დეკემბერი 28 იანვარი 28 თებერვალი (28 მარტი). -ეეეეეეემ 28ს ველოდები და იმედია მაშინ მაინც გავიგებ ვინ ხარ ამით დასრულდა იმ დღეს რამოდენიმე დღეში კი კვლავ გამოჩნდა ჩემს გვერდზე ანონიმი -რა მაგრად გყვარებია შოკოლადი რომელი შოკოლადები გიყვარს? -კიდე ანონიმი :დ :დ შავი შოკოლადის გარდაა ყველანაირ შოკოლადზე ვგიჟდები ^^ -მოდი თამაშს გეთამაშები მე მიყვარს ტვიქსი, მარსი, კიტკეტი და ნესკვიკის პლიტკები დანარჩენები იმდენად არა.. ხვალ ერთ საათში ამ შოკოლადებიდან თუ ყველას შენ შეჭამ :დ ანონიმით აღარ მოგწერ. შოკოლადები თავისით გაჩნდება.თამაშია ასეთი ჭამე ბევრი შოკოლადი ქვია. -კაი მოგყვები თამაშიი :დ ხვალ შენს გამოჩენას ველი. ამით დასრულდა ჩემი და უცნაური ანონიმის "დიალოგი". მართლა ვერ ვხვდებოდი ვინ შეიძლება ყოფილიყო, ან საიდან იცოდა ჩემი დაბადების დღე, რომ 28 ში იყო. ნაცნობი ვერანაირად ვერ იქნებოდა, არავინ იცოდა ჩემი ბლოგის შესახებ და ბოლოს მაინც დავიჯეერე, რომ უბრალოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერი. დილით კი კარის წინ დამხვდა ბანტიანი შოკოლადები, ვითომ არც არაფერი იყო, მაგრამ საოცრად გამაბედნიერა. მეორე დღეს ილიაუნში დამხვდა ერთ-ერთ აუდიტორიაში, შემდეგ კი კვლავ კარის წინ. ბლოგზე მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, მეც ვერ ვწერდი და ვიყავი ასე გაურკვევლობაში. ჩარკვიანის "emotions" ვუსმენდი ბოლო ხმაზე და სრულიად სხვა ემოციებში ვიყავი წასული, მობლურში ვიყურებოდა როდესაც აშკარად ვიღაცის მკერდს ავეკარი ცხვირით. სუნამოს სუნმა ცხვირი ამიწვა და გულიც ამიჩქარა რატოღაც, ნაბიჯი უკან გადავგდი და ბოდიშის თქმას ვაპირებდი როცა სიტყვები ტუჩეზე შემეყინა და პირღია დავრჩი. (არა აშკარად იფიქრებს ეს ბიჭი, რო სულელი ვარ.) ის კი კვლავ მიყურებდა, ვიდექით ასე დაჰიპნოზებულებივით ილიას წინ და შევყურებდით ერთმანეთს, როგორც იქნა მეც გავუღიმე და თითქოს გაუკვირდა კიდეც. -მომენატრე იცი? საოცრად ხავერდოვანი ხმით მითხრა, ჩემმა გულმა კი "ფართხალი" დაიწყო. -არ ველოდი. მეტი არაფერი მითქვამს ღიმილით ავუარა გვერდი და მზიურისკენ ავიღე გეზი, ისიც წამომყვა. მოდიოდა ჩემს გვერდით საოცარი აღნაგობის ბიჭი, საოცარი ღიმილით და ძალიან ნაცნობი სუნამოს სუნით... მზიურში ისევ იმ სკაზე ვისხედით, ისევ ისე ეჭირა ჩემი ხელი და თამაშობდა ჩემი თითებით, მე ისევ მის მხარზე მედო თავი და ვისუნთქავდი მის სუნამოს სუნს. თითქოს მშვიდად ვიყავი, მაგრამ რაღაც მჭამდა შიგნიდან, ალბათ ეს შიში იყო. ისევ მისი გაქრობის შიში, ამდენ თვიან განშორებას ალბათ ვერც გავუძლებდი. ასე ვიჯექით ცოტახანს, ჩვენს ახლართულ თითებს ვუყურებდი და ვოცნებობდი, რომ ეს წუთები სამუდამო ყოფილიყო. უეცრად მისი ხმა გავიგონე, აშკარად ნაცნობ მელოდიას ღიღინებდა, ბოლოს კი ჩემს გასაგონადაც წაიმღერა სიმღერის მონაკვეთი -"ეგ შენი ხელები ვეღარ გრძნობენ ვერაფერს ეგ შენი პეპლები ცოცხლად ჭამენ ჩემს გულს..." მაშინვე მივხვდი მელოუს პეპლებს, რომ მღეროდა და გული საოცრად ამიჩქარდა. ამიჩქარდა არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექით ასე გაუნძრევლად, როცა ჩუმად მითხრა მან. -ტატა წასვლის დროა უკვე. -უკვე? -აჰამ, უკვე. თავი წამოვწიე და თვალებში ჩავხედე, არ ვიცი, მართლა არ ვიცი რას ვგრძნობდი მის მიმართ. ისიც მიყურებდა, თვალებით ბოდიალობდა ჩემს სახეზე, ლავიწზე, თითებზე... მისი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა. თითები ჩემს თითებს მოაშორა და ახლა ფრთხილად შემეხო ლოყაზე, ლოყიდან ტუჩებზე გადაინაცვლა ბოლოს კი ლავიწზე გადავიდა. მე მონუსხულივით ვიჯექი და შინაგად ვკანკალებდი, ვერც ვინძრეოდი ვიჯექი ასე გათიშული და გაქვავებული. ნელ-ნელა მომიახლოვდა, სველი ტუჩები შემახო ყელზე და ფრთხილად მაკოცა, მერე კი ჩემს მხარზე ჩამოდო თავი ისე, რომ მისი სუნთქვა ყელს მიწვავდა. -არა მართლა წასვლის დროა. კვლავ გაიმეორა, ახლა უფრო თავისთვის, ადგა და მეც ხელი გამომიწოდა, მეც დაჰიპნოზებულივით წამოვდექი ფეხზე და ახლა გავაცნობიერე, რომ მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იყო. ერთად გავუყევით გზას, მივდიოდით ჩუმად, ზოგჯერ თუ შევხედავდით ხოლმე ერთმანეთს და ორივეს გვეღიმებოდა. დიდი მანძილი არც გვქონდა გავლილი,ჩემს ერთ ძველ ნაცნობს,რომ გადავაწყდი . -ეე ტატა როგორ ხარ ? სად დაიკარგე? გახარებული ჩანდა სანდრო , მთელი 10 წლის უნახავივით ჩამეხუტა. -შენ როგორ ხარ? რას შვები ? უი გაიცანი ეს... და მისკენ გავიხედე მაგრამ ჩემს გვერდით აღარავინ იდგა, გარემო რომ მოვათვალიერე მხოლოდ მისი მიმავალი ზურგი დავინახე და გული საოცრად მეტკინა. სანდროს ცოტახანს ველაპარაკე, მოვიკითხე და დავემშვიდობე იმ აუცილებელი პირობის დადებით, რო არ დავიკარგებოდი და იმ დღეებში აუცილებლად ვნახავდი. ტირილი მინდოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა ისევ რამდენიმე თვე დაიკარგებოდა, მერე ისევ უეცრად გამოჩნდებოდა და ასე უსასრულოდ. ჩემი განიყრელი ყურსასმენები მოვირგე და mellow-ს problems and stuff ჩავრთე, რომელიც ჩემი ანტიდეპრესანტია ყოველთვის. სადარბაზოში უნდა შევსულიყავი, როცა ისევ გამეღიმა და ამიჩქარდა გული, ღიმილიანი სახით იდგა, შოკოლადებით ხელში. მივუახლოვდი მაგრამ გაუაზრებლად. -ანუ ანონიმიც შენ ხარ ? წარბაწეულმა ვკითხე და მის გაყინულ ხელს ახლა მე შევახე ჩემი არც თუ ისე თბილი თითები. თავისებური ღიილით დახედა ჩვენს თითებს. ხელი გამაშლევინა შოკოლადები მომცა, შუბლზე მოულოდნელად მაკოცა და გზას გაუყვა. მე კი ვიდექი და მივჩერებოდი მის ზურგს კვლავ. ეს გრძნობა რასაც მე იმ წუთას განვიცდიდი ბედნიერების რომელიმე სახეობაში თუ შედის ნამდვილად არ ვიცი დღემდე. გაგიკვირდებათ და ისევ არ გაუჩინარებულა. უეცრად გამოჩნდებოდა, გამიღიმებდა და ხალხში გაუჩნარდებოდა ხოლმე, ან შოკოლადები მხვდებოდა კარებთან ულამაზე წარწერით "feel happines" და მართლაც ბედნიერი დავაბიჯებდი იმ დღეს ქუჩაში. ერთ დღესაც არსაიდან გაჩნდა ილიას წინ, როცა ჩემ კურსელებთნ ერთად მივდიოდი და რაღაცაზე ვიცინოდი, უკნიდან მომესმა მისი ხავერდოვანი ხმა. -ტატა. მივტრიალდი და ისევ ანონიმი შემრჩა ხელში. ბავშვებს დავემშვიდობე და მას მივუახლოვდი ღიმილით. მან კი მაშინვე თითები ყელზე შემახო და უეცრად მაკოცა, მერე კი სრულიად დადებილებული მიმატრიალა და ჩემთან ერთად განაგრძნო სვლა. ისევ "book corner-ში" ვისხედით, მხოლოდ ახლა 2 ლიმნიანი ჩაის ფინჯნით. -იცი ჩაი უკვდავებიდ ერთი მთავარი ელემენტთაგანია. მითხრა მან და თავის თითებს დახედა. -ანუ უკვდავები ვართ? -დაახლოებით. -მე არ მინდა, რომ უკვდავი ვიყო . -ჰოდა ჩაი აღარ დალიო, ლიმნიანი მითუმეტეს. -ამ ერთმა ჭიქამ რაუნდა გადაწყვიტოს? -ზუსტად ეგ ერთი ჭიქა გადაწყვეტს შენს უკვდავებას. -ოო, უაზრობაა. ამაზე კი უბრალოდ გამიღიმა და ჩაი მოსვა. - "ვისხედით როგორც ბედუინის ოჯახში, უდაბნოს ოაზისში პალმის ქვეშ და ჩინურ ჩაის შევექცეოდით." -პორცელანი ? -დიახ თავის ქნევით დავუზუსტე. -და მუსიკა? -მუსიკა ?! ეხლა რატომღაც mardy bum მახსენდება -monkeys ? -აჰამ. ცოტახანს დუმილი ჩამოწვა და მე გაუბედავად დავსი ის კითხვა რომელიც სულს მიღღრნიდა. -არ მეტყვი არაფერს შენზე? -მაგალითად რას ? -სახელს... არ ვიიცი, მე ხო შენი სახელიც კი არ ვიცი. -და ეს პრობლემაა შენთვის? -არვიცი, არა! მაგრამ ხოუნდა ვიცოდე. -ალბათ. -ჰო ალბათ. -ლუკა. -ლუკა? -ჰო ლუკა. თუ გინდა ლუ, თუგინდა ლუკა რავი. აღარც მქონდა იმის იმედი, რომ გავიგებდი მის სახელს მაგრამ არამც და არამც. ლექციაზე ვიყავი, რომ მომწერა სასწრაფოდ უნდა გნახოო. ავფორიაქდი არ მწერდა ხოლმე ხშირად. როგორც იქნა დამთავრდა ლექცია, სასწრაფოდ გამოვვარდი გარეთ და მის უბედნიერეს სახეს მოვკარი თვალი. ჩემკენ წამოვედა, მთელი ძალით ჩამეხუტა და ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო. -წამო რა ჩემთან. თავი გავინთავისუფლე მისი ხელებისგან და გაკვირვებულმა ავხედე. -ჰო რა, კინოს ვუყუროთ, ან ჩაი დავლიოთ ან რავი რაა. -კაი. მხრების ჩეჩვით დავეთანხმე და მის მხარს ჩამოვეკიდე, რომ ლოყაზე მეკოცნა. ვერცერთი ვერ ვიყანდით ტრანსპორტით მგზავრობას, ამიტომ ამის შესაძლებლობა თუ გვქონდა, ყოველთვის ფეხით დავბოდიალობდით. მივდიოდით და რაღაცზე უაზროდ ვიცინოდით, უცბად ჯიბიდან, რომ რაღაც ამოიღო და გაბრწყინებულმა გამომიწოდა. -ხო მაგარია ? -და რო არ ვიცი რა არის ? -ყურსასენების შესაერთებელია. ერთად მოვუსმენთ ხოლმე მუსიკას. ისე გამიხარდა სიტყვით ვერ აღვწერ. მაშინვე მოვარგე ორივეს ყურსასმენები და ჩარკვიანის "ზღვას გავხარ" ჩავრთე. მივდიოდით და ვიკარგებოდით ტალღებისა და ირაკლის ხმაში. სულ სხვა ემოციით ვუსმენდი ირაკლის და სულ სხვა ემოციით ვუყურებდი ლუკას, სულ სხვანაირად მიცემდა გული... მალევე მივედით მის სახლში , იქვე ცხოვრობდა კეკელიძეზე. შევაბიჯე თუ არა მის ბინაში სრულ ჰარმონიაში დავიგულე ჩემი თავი. საოცარი ნახატებითა და საოცარი ხედით მქონე სახლდი, სხვანაირი ვერც წარმომიდგენია. -heaven... i'm in heaven, and my heart beats so, that i can hardly speak. წავიღიღინე ჩემთვის. -გშია? -სასწაულად. -ბლინები? -მიყვარხარ. არვიცი ეს მისადმი განცდილი გრძნობის თუ შიმშილის ბრალი იყო, რომ ბლინები ასეთ გემრიელი მომეჩვენა. -ბედნიერება როგორც ასეთ. ვთქვი და ცხვირი ყელზე გავუსვუ,არ დამინახავს მაგრამ ვიცი, რომ გამეღიმა. არ ამბობდა მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბედნიერი იყო. ყოველი წუთით თუ წამით. არასდროს უთქვამს, რომ ვუყვარდი, მაგრამ მისი თვალები, შეცვლილი ხმა და ყოველდღიურად შოკოლადების ჩუქების ტრადიცია ზუსტად ამას მოწმობდა, ყოველდღე ილიას წინ ყურყუტიც. -წამო სახურავზე. გაცისკროვნებული თვალები მომაპყრო და ჩემი თმის წვალება დაიწყო. მეც უბრალოდ ავდექი და გავყევი. არ დაგვვიწნია ერთი პლედი და არც ბევრი შოკოლადი. საოცარი დასანახები ვიყავით ალბათ ჩენ ორნი, ერთმანეთზე მიხუტებული წყვილი, გართხმული ერთ პლედზე ცისკენ მიპყრობილი თვალებით და damien rice-ის ჰანგებით გარშემორტყმული. -იცი ყოველთვის ვოცნებობდი შენნაირ ბიჭზე, უბრალოდ სამეგობროდ მაინც. აი ისეთზე ოდნავ მაინც, რომ მგავს მე ან ხასიათით, შოკოლადის სიყვარულით, მუსიკალური გემოვნებით ან არ ვიცი... -და მე ყველა წინაპირობას ვაკმაყოფილებ ცოტატი მაინც. -ჰო სულ სულ ცოტათი. ვიწექით თითქმის სრულ სიჩუმეში. მის მუცელზე მედო თავი, თვითონ კი ჩემი თმით თამაშობდა და მაინც, ალბათ ბევრს მოეჩვენება ეს ბანალურობად, მაგრამ ბანალურობა ჯერ ასეთი კარგი არასდროს ყოფილა. უცბად გაქრა ისევ, სიტყვის უთქმელად. ბოლოს, რომ ვნახე ჩამეხუტა, თმაზე მომეფერა და წავიდა. სულ ეს იყო... 2 ან 3 თვე იყო ალბათ გასული, საერთოდ არსად ჩანდა : არც ჩემს ბლოგზე, არც კაფეში, არც მზიურში და არც ილიას წინ, როგორც სჩვეოდა. მე, მე არ ვიცი ჩემს მდგომარეობას რა ერქვა, ეს არც დეპრესია იყო და არც ფსიქოზი. როგორც სიყვარული იყო უცნაური ანალოგიური იყო მონატრებაც და წყენაც. მაგრამ არ მწყინდა, უფრო ვერ, უბრალოდ არ შემეძლო, თავიდანვზე ვიცოდი, რომ წავიდოდა, აუცილებლად წავიდოდა. ვიცოდი ეს, ვიცოდი რომ ბოლოდე ვერ გაძლებდა ჩემთან. მე არ ვიყავი მისნაირი . მასაც თავისნაირი სჭირდებოდა და არა უბრალო გოგო, ჩვეულებრივი ფიქრებითა და გარეგნობით. მე არ მქონია არასდროს მისნაირი ოცნებები. მის თავში სულ რაღაც ხდებოდა, არ ვიცი ეს რაიყო აფეთქებები თუ კიდევ ამაზე უარესი მაგრამ, მას იქ სადღაც თავისი სამყარო ქონდა შექმნილი სადაც მე საერთოდ არაფერი მესაქმებოდა, იქ ჩემი ადგილი არ იყო და არც ახლა არის. იქ მოხვედით უბრალოდ წავბილწავდი მისთვის წმინდას , მის სამყაროს და მთლიანად გავანადგურებდი მას. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვეძებდი მას ყველგან, სულ თვალებს ვაცეცებდი, იქნებ დამენახა შემთხვევით სადმე , ისიც ხომ ჩვეულებრიცი ადამინი იყო და იქნებ ქუჩაში სადმე შემთხვევით გადავწყდომოდი. ხომ შემეძლო მიმეწერა, მაგრამ არ ვწერდი, არა იმიტომ, რომ ჩემს თავს ვერ გადავაბიჯებდი. არა! უბრალოდ ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო. ზუსტად მაშინ გავაცნობიერე, თუ როგორ ვიყავი დამოკიდებული მასზე და როგორი ძნელი არის ასე ცხოვრება. ისევ ისე, უაზროდ გადიოდა დღეები , უნივერსიტეტი, მზიური ან კაფე, სახლი. ბლოგზე ბოდიალი და ძილი, ჰო სულ ეს იყო. ღამის 2 იყო, ვერაფრით ვიძინებდი, რაღაცნაირად ვიყავი, რომ არ იცი რა გაწუხებს ან რა გტკივა მაგრამ მაინც ცუდად, რომ ხარ. მესმოდა იორკის ხმა და ლოყები ნელ-ნელა მისველდებოდა. მინდოდა, რომ დამეხატა, დავიწყე კიდევ მაგრამ ოდნავადაც არ გავდა მას/. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ბლოგზე დავწერე:"მონატრება ძველი ადამიანების , ძველი "მე"-სი, სივრცითი, დაუსრულებელი მონატრება. ძვლების ატკიებამდე, ცხარე ცრემლით ტირილამდე მონატრება, სხეულისა და სულის დაცარიელებამდე მონატრება ... " არვიცი რატომ დავწერე, მაგრამ ფაქტია ცოტათი მიშველა და შვება ვიგრძენი, სულ ოდნავ მაინც. გადავწექი საწოლზე და ჩემს კედელზე გაკრულ სურათებს მივაშტერდი, მერე კი მორფეოსის სამყაროში გადავეშვი და რა თქმა უნდა ის ვნახე. მიღიმოდა, მაგრამ შორიდან. არ მოვიდა ჩემთან , ძალიან გავბრაზდი და გზას გავუყევი, მერე კი მაღვიძარამ გამაღვიზა. მეგონა, რომ წაიკითხავდა ჩემს ნაწერს და ახლა მაინც გამოჩნდებოდა, მაგრამ არა ! უკვე დარმუნებულიც კი ვიყავი მის არარეალურობაში. მეგონა კიარა უკვე დარწმუნებულიც ვიყავი, რომ შიზოფრენია მჭირდა, ან უბრალოდ ჩემი ცნობიერებიდან წამომდგარი ადამიანი იყო, რომელიც ჩემს ტვინს შეექმნა და მისით არსებობდა. საბოლოოდ 5 თვე იყო გადაკარგული ბოლოს როგორც იქნა ისევ გამოჩნდა, ისევ მოულოდნელად,ისევ თავისებურად. ზღვიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, რა რიცხვი იყო არ მახსოვს Rooms Hotel-ში Luna 9 -ის ლაივი იყო და არაფრით არ შემეძლო ამ ლაივზე არ წავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მარტო მივდიოდი. მათ წინ ვიდექი და ვუსმენდი, მგონი ასტრალში ვიყავი გადასული, საოცარი ჰარმონია იყო, იქ ჩემთის, ჩემს სამყაროში paper cranes-ს ჰანგებით გარშემორტყმული, სასმლით და სიგარეტით ხელში, უაზროდ ვირხეოდი და ვიგრძენი, რომ ისევ შემეხო ვიღაცის ხელი და მივხვდი, რომ ის იყო. თვალები არ გამიხელია ისე გამეღიმა, ვგრძნობდი რომ ძალიან ძალიან ახლოს იყო ჩემს ყელთან, მისი სუნთქვა ტაოს მაყრიდა და გულს მიჩქარებდა. ვიგრძენი, როგორ შემეხო ტუჩებით არტერიაზე და ლამის გულმა დამარტყა. არადა მთელი 5 თვის განმავლობაში ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა ამ ამბების მერე და ყოველთვის ბანალური, ჩვეული სიტუაცია მიდგებოდა თვალწინ: ის დგას და მიყურებს ზევიდან, მე კი მას მკერდზე ვურტყამ ხელს და ვტირი. ჩემს ყელს მოშორდა და მეც გავახილე თვალები , როგორც იქნა როგორც პირველად ისევ ისე ჩავიძირე მის თვალებში, ის კი კვლავ თავისებურად მიღიმოდა და ჩემ თითებს ეთამაშებოდა. არაფერი არ გვითქვამს საერთოდ, უბრალოდ ვიდექით გვერდი-გვერდ და გვესმოდა " i fall in love too easily" იქიდან კი ისევ სახურავზე მოვხვდი, ჩვენს სახურავზე, ისევ ისე ვიწექით და ვუყურებდით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. -i have fallen in love too easily -it's your problem ჩვეულებრივად გავეცი პასუხი, არადა ჩემს გონებაში ვინ იცის რა ხდებოდა. გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია, წამოიწია და ზევიდან დამხედა, ისევ მიღიმოდა. მე არ ვიცი ეს ლაპარაკი საერთოდ რატო დავიწყე , რა მინდოდა, მაგრამ ალბათ მაშინ იმოქმედა და მაშინ აფეთქდა ჩემი ყველა ნერვი. -ხოიცი რო უაზრობაა არა ?! ხოიცი რო არშეიძლება მე და შენ ერთად ვიყოთ, არ შეიძლება გვიყვარდეს ერთმანეთი, არ შეიძლება ასე არა! არა !! შენ მაინც ხომ იცი, რატომ მტკენ ასე გულს და საერთოდ რატომ მაინცდამაინც მე? ხომ შეიძლებოდა სულ სხვა მჯდარიყო მაშინ კაფეში და მასთან მისულიყავი არა?! მე უკვე ცრემლებს მუჭით ვიწმენნდი და ისევ ღვრიდი ცრემლს, არვიცოდი რას ვლაპარკობდი სლუკუნით, ის კი გაკვირვებული შემომცქრეოდა, მერე კი ჩამეხუტა , მაგრამ სულ სხვანაირად. სულ სხვა სითბოთი, სულ სხვა ემოციით, სულ სხვა მუხტით. ჩემი აფარებული ხელები ჩამომაღებინა სახიდან და ცრემლები ღიმილით მომწმინდა. -არადა იცი, რომ ზუსტად ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც არის. მე ხმას ვერ ვიღებდი ვიჯექი 4 წლის ბავშვივით, რომელსაც შოკოლადი არ უყიდეს და ახლა ამის გამო სლუკუნებს და ტირილისგან მხრები უცახცახებს. -ჩაი? სლუკუნით ძლივს ამოვთქვი ერთი სიტყვა და მას შევხედე, ჯერ კიდევ წყლიანი თვალებით. მან კი ისევ ისე გამიღიმა, წამოდგა ხელი გამომიწოდა და ერთად გავუყევით გზას. მაღალი, უცნაური, მორიჯაო თმით და წვერით ბიჭი და დაბალი, ჩვეულებრივი, მხრამდე ყავისფერი თმით, მხრებ მოცახცახე გოგო… ვისხედით ჩემს იასამნისფერ ოთხში , კვლავ ვსვავდით ჩაის და ვუსმენდით მანქებს. ეს ის მომენტი იყო მშობლები 1 კვირით, რომ წავლენ და შენ ჭკვიანად რომ უნდა იყო, არადა პირველივე დღეს შანს ხელიდან არ უშვებ და შეყვარებულს პატიჯებ ჩაიზე. სხვათაშორის მოიხიბლა ჩემი ოთახით . იწვა ჩემს საწოლზე რომელსაც ძირს დაგდებული მატრასი წარმოადგენს და შეჰყურებდა ფრიდას სურათს. -ტატა იასამნისფერი ხარ. უბრალოდ გამეცინა ამაზე და მეც ჩემი ოთახის თვალიერება დავიწყე, ისე თითქოს პირველად ვყოფილიყავი აქ. -მაგრამ არა! ფერადი ხარ , მარტო იასამნისფერი არა. -ოთახის და ბლოგის გამო ფიქრობ ალაბთ ასე. -ნოუფ. ბლოგის და ოთახის გარეშეც ფერადი ხარ. მითხრა და ისევ ფრიდას შეხედა. დიდი ხნის დუმილის შემდეგ კი როგორც იქნა ამოიღო ხმა. -ფრიდა მოგწონს? -ჰო… ძალიან, შენ არა? -არ ვიცი,ხან მომწონს ხან ვერ ვიტან ამ ულვაშებით და წარბებით სავსე ქალს. სიცილით გამცა პასუხი, წამოდგა და ჩემი შირმისკენ წავიდა. -გაააჩეე! ესენი სულ შენი ნახატებია? -ჰო, რავი ვჯღაბნი ჩემთვის. -კაი რა ტატა, ესაა ნაჯღაბნი? რა კაი რაღაცეებია. გაცისკროვნებული თვალებით შემომცქერის ხან მე, ხან ჩემს ნახატებს შირმაზე. Radiohead-ის reckoner-ი ჩაირთო და მე ტრანსში გავედი, ჩემსავე პუფში ჩაფლული. თვალები დავხუჭერ და მეც ავყევი სიმღერას, ის კი თურმე ამ დროს სურათებს მიღებდა, არადა სურათების გადაღების კომპლექსი მაქვს, თან როგორი. მან ისევ მიისაკუთრა ჩემი საწოლი, მეც დავწექი მასთან ერთად და ჩავეხუტე. -remember cuddles in the kitchen yeah წავიღიღინე ახლაც, როგორც მჩვევია და კიდევ უფრო მოვეხვიე მას. -remember cuddles in the purple room yeah. -საერთოდ არ ჯდება რითმში. სიცილით გავაპროტესტე ტექსტის შეცვლა. -მერე რა, მთავარია ამ მომენტს ასახავს და უხდება. ტერნერმა თავისი თქვა, მე ჩემსას ვამბობ. სერიოზულად გამცა პასუხი და სერიოზულადაც დაასაბუთა. მე კი მის ასეთ საქციელზე სიცილი ამიტყდა. ვიწექით ასე, ორივესთვის პატარა საწოლზე. ის როგორც ყოველთვის თმაზე მეთამაშებოდა, მე კი მის კერდზე მედო თავი, მივშტერებოდი კედელს და ვფიქრობდი არაფერზე.ჰო საერთოდ არაფერზე. -შენს თმას გვირილის სუნი ასდის. ღიმილით მითხრა კვლავ . მე კი ახლა იმაზე დავფიქრდ, რომ "ჩვენ" სულად არ იყო შეცდომა. მივხვდი, რომ ამდენი ხანი მე ჩემი ცხოვრებით არ ვცხოვრობდი, არ ვაკეთებდი იმას რაც მომწონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და ეს მისი დამსახურება იყო. ორი იდიოტი, ჰო ზუსტად ორი უსაქმური იდიოტი... კეკელიძიდან სააკაძემდე და იქიდან ჭავჭავაძეზე, სრულიად უაზროდ ვიბოდიალეთ, უაზრო დიალოგებით და ამით ჩვენ ბედნიერები ვიყავით. ვიდექით ზოოპარკის წინ და შევყურებდით 3 დათვს, ის კი იდგა გაცისკროვნებული თვალებით, იღიმოდა მთელი გრძნობით და მეც თითით მაჩვენებდა მათ. მას ხომ ასე უყვარს დათვები. ძლივს წავიყვანე იქიდან. კიბეებზე ჩავდიოდით, მე მის უკან მივდიოდი და მას მრებზე დავადე ხელები, მას ხომ მაინც ვიცი როგორ მოსწონს ეს, გადავიღეთ ზე უაზრო სურათები, მაგრამ ამითაც უზომოდ ბედნიერები ვიყავით. ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ მზიურს და ჩვენი საყვარელი ადგილისკენ გავემართეთ. ის ჩემი თითებით თამაშობს, მე კი უაზროდ ვუღიმი და ვუყურებ, მის უგრძელეს თითებს,რომლებიც ჩემსას ფარავს. -თითებზე გაფეტიშებული ადამიანი. ჩავიბურტყუნე ჩემთვის. ის კი თითებიდან თმაზე გადავიდა. უცბად შემომაბრუნა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ღიმილით ჩამომხედა. -თვალები დახუჭე რა. მეც დავყევი მის ნებას და ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემს ქუთუთოზე. -იცი ქუთუთო ყველაზე მგრძნობიარე ადგილია. მე კი ამაზე მეცინება, ის კი კვლავ მკოცნის მაგრამ ახლა ლოყაზე. ბოლოს სწორდება და ისევ ჩემს თმას ეხება. გვერდით მიწევს თმას და ვგრძნობ, რომ მიახლოვდება, მისი ცხელი ტუჩები კი ხერხემლის პირველ მალაზე მეხება. მიკოცნის პირველ სამ მალას, მე კი მბურძგლავს, ის იღიმის, ვიცი, ვგრძნობ, რომ იღიმის... უკვე კარგად ციოდა, ვერ ვიტან ზოგადად ზამთარს, გადაფუთნული რომ უნდა იყო, რომ არ იცი რა უნდა ჩაიცვა, ან რა რაოდენობით, რომ ვეღარ მოძრაობ უკვე. ლუ კი უზომოდ ბედნიერი დააბიჯებდა, ყოველდღიურად თოვლის მოლოდინში, მაგრამ არ ეღირსა, ჰოდა რათქმაუნდა გუდაურში წამათრია. დამტანჯა გინდა თუარა უნდა გასწავლო თხილამურებზეო, მაგრამ სასწაულად უნიჭო გამოვდექი ამ საკითხში. 1 კვირა ვიყავით გუდაურში, მგონი ყველაზე ბედნიერები ვიყავით, მაგრამ თბილისში დავბრუნდით და ყველაფერი ერთიანად შეიცვალა. არ ვიცი ყველაფერი გადატრიალდი ლუკას თავში მგონი... საერთოდ შეიცვალა, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ კვირა გავიდოდა ისე, რომ ერთხელაც არ გამოჩნდებოდა. ათასში ერთხელ მიწერილ მესიჯებზეც ძალიან ცივად მწერდა. ერთი ორჯერ ძალიან გვიან დამირეკა ჩამოდი გთხოვო, ისეთი ხმა ქონდა გული გამისკდა და პიჯამოებით ჩავვარდი ქვევით, რომ მივედი ხმა არ ამოუღია უბრალოდ იჯდა და ეწეოდა, მეც მოვუკიდე და დავიწყე მოწევა, ვიცოდი, რომ ჭირდებოდა უბრალოდ ახლა ასე ჯდომა ჩემთან ერთად. 1 საათის შემდეგ კი უბრალოდ მითხრა წადიო და მეც უსიტყვოდ წამოვედი.... იმის მერე 1 წელი გავიდა ამ სულ გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. მე უბრალოდ ვცხოვრობდი, ამას თუ ცხოვრება ქვია რა თქმა უნდა. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარც გამოჩნდებოდა მაგრამ გუშინ ისევ გამოჩნდა ჩემს ბლოგზე ანონიმი -იღბლიანი,რომ ყოფილიყავი და.... -სამწუხაროდ არ აღმოვჩნდი იღბლიანი. -ნუ ამბობ ასე. -მენატრები. და ისევ გაუჩინარდა, დღეს კი ისევ ისე ვიჯექი corner-ში 505 ვუსმენდი და ცრემლები ნიღვარივით მომდიოდა, მის ნაჩუქარ წიგნს ჩავყურებდი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი, უეცრად კი ისევ ვიგრძენი გაყინული ხელი მაჯაზე, თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და კიდევ უფრო ამიტყდა ტირილი. არ მინდოდა თვალების გახელა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მელანდებოდა, რამოდენიმე წამში კი ხელზეც სიმსუბუქე ვიგრძენი, გავბედე და თვალები გავახილე, რომ ცრემლებისთვის გზა მიმეცა, წინ კი ისე ისე,როგორც მაშინ, იჯდა ჩემს წინ, ისევ ჩემი ლიმნიანი ჩაი ეჭირა ხელში და მოსმას აპირებდა, რომ ავხედე. პირი დავაღე ისევ. მან კი როგორც იცოდა ისეც ისე გამიღიმა, ხელი გამომიწოდა და დაელოდა ჩემს მოქმედებას. -სასიამოვნოა ლუ. მითხრა თავისი ხავერდოვანი ხმით, მე კი წინ გადავიხარე და მთელი ძალით ჩავეხუტე. მანაც ხელები მომხვია და ძალიან ჩუმად მითხრა. -გახსოვდეს, რომ უკვადევი ვართ და წინ მთელი მაარადისობა გველის, ასე რომ დაფიქრდი თანახმა ხარ თუ არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.