შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

sms 9 თავი


13-05-2016, 00:15
ავტორი ლორელაი
ნანახია 7 054

თბილისში გვიან ვბრუნდებით, ჯერ სალომე მიგვყვავს სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩემი სახლი უნდა გავიაროთ და შემდეგ სალომესი. რა თქმა უნდა, ამას არც სალომე აპროტესტებს და არც მე.
- ჭკვიანად! - მანქანიდან გადასვლამდე მეჩურჩულება სალომე. მერე გიორგის უღიმის, ხელს გვიქნევს და სადარბაზოში უჩინარდება. გიორგი ნელა აგრძელებს გზას.
- ირაკლის ბინაში მინდა ასვლა, ამოხვალ? - მეუბნება და დაძაბული ელის პასუხს.
- გვიანია, მგონი აჯობებს ხვალისთვის გადავდოთ. - მასთან განმარტოების რატომღაც ძალიან მეშინია, მით უფრო ირაკლის ბინაში. გიორგი არაფერს ამბობს, თუმცა ვგრძნობ, რომ ელოდა გავყვებოდი. მანქანას ჩემს კორპუსთან აჩერებს და ჩემკენ ბრუნდება, გადასვლას არ ვჩქარობ, მომწონს მასთან ასე ახლოს ყოფნა და ეს სიტუაცია, რაღაცნაირად მივეჯაჭვე და მგონია საუკუნეა ვიცნობ.
- ხვალ გნახავ. - ვეუბნები და კარს ვაღებ.
- თეკლა.
- ბატონო? - გადასასვლელად გამზადებული, ადგილზე ვჩერდები და თვალებს ვერ ვუსწორებ.
გიორგი ჩემკენ ბრუნდება და ლოყაზე მკოცნის, ძალიან ნაზად და ფაქიზად. ვგრძნობ როგორ მიხურს მისი ნაკოცნი ადგილი და ტანშიც სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის.
- ნახვამდის, გიორგი. - ვეუბნები დაბალი ხმით და სასწრაფოდ გადავდივარ მანქანიდან. ფეხები მიკანკალებს, ემოციებს აყოლილი ისე სწრაფად შევდივარ სადარბაზოში ვერც ვხვდები, უკან არ ვიყურები. მცხვენია, რატომ უნდა მცხვენოდეს ვერ ვხვდები, მაგრამ მცხვენია მისთვის შეხედვის.
კარს ფრთხილად ვაღებ და მინდა ჩუმად შევიპარო, ახლა არც ბებიას თავი მაქვს, არც ბაბუას უთქმელი მზერის. გამიმართლა. არც ერთს სცალია ჩემთვის. ბებია ქურასთან ფუსფუსებს და სადილს ამზადებს, როგორც ჩანს. ბაბუა კი ჩართულ ტელევიზორთან თვლემს. ჩემს ნივთებს შემოსასვლელში ვტოვებ, კმაყოფილი სახით ჩუმად ვიპარები ოთახში და მაშინვე საწოლზე ვეცემი. ახლა ნამდვილად მჭირდება მარტო ყოფნა, უნდა გავაანალიზო ყოველი წვრილმანი, გიორგის საქციელი, თუ მოქმედება.
ფიქრს ვინ მაცლის, ტელეფონის ზუზუნი ტკბილი ბურანიდან მაფხიზლებს. სალომეა, აინტერესებს ქალბატონს განვითარებული მოვლენები.
- გისმენ.
- მისმენ კი არა, ჩქარა მომიყევი რა მოხდა? გაკოცა? - ქშინავს სალომე მეორე მხრიდან.
- გაგიჟდი? რა მაკოცა. უბრალოდ სახლამდე მომიყვანა და წავიდა. - სალომეს სიტყვებზე ვწითლდები და ვბრაზობ კიდეც.
- თეკლა! - ხმა კატეგორიული უხდება სალომეს.
- ხო, კარგი, დამშვიდობებისას ლოყაზე მაკოცა. - ვამბობ და ვიწურები.
- რა მაგარია! - აღფრთოვანებას ვერ მალავს სალომე. კიდევ ცოტა ხანს მელაპარაკება ამ სიტუაციაზე, გიორგიზე და მერე მემშვიდობება. ღიმილით ვდებ ტელეფონს მაგიდაზე და სინათლეს ვანთებ. დაღამებულა. გამოსაცვლელად ვბრუნდები და კარადაში მაისურს ვეძებ, როდესაც მესიჯი მომდის.
- „ დაისვენე, ხვალ დაგირეკავ.“ - გიორგია, გული უცნაურად მიცემს. ეს რატომ მომწერა? ჩემს თავს კითხვებს ვუსვამ და ოთახში ბოლთას ვცემ. იქნებ აქაა? აღელვებული მივდივარ ფანჯარასთან და ფრთხილად ვიხედები ფარდის ღრიჭოდან. გული მიქანდება, გიორგის მანქანა ეზოდან გადის. მელოდა, მელოდა, სიხარულისგან კივილს ვიწყებ. ამ ბიჭს ჭკუიდან გადავყავარ.

რა თქმა უნდა, ღამე ძილს ვერაფრით ვერ ვახერხებ, გიორგის კოცნის შემდეგ ეს წარმოუდგენელი არც უნდა იყოს. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. საკუთარი ოცნებებისაც კი მცხვენია, რა გჭირს თეკლა? დამშვიდდი, ჯერ ნუ ააგებ ოცნების კოშკებს. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა მასთან დაკავშირებით ილუზიები შევიქმნა, ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ.
გამთენიისას ცოტა ხნით მეძინება და ტელეფონის ხმაზე თვალს ძლივს ვახელ.
„ ჩემს სახლში.“ - ირაკლის ნომრის დანახვაზე უსიამოდ მაჟრჟოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ძილი არ მეყო და საშინლად მეძინება, ამ მესიჯის შემდეგ ძილს ვეღარ ვახერხებ. ტანსაცმელს საჩქაროდ ვიცმევ და სახლიდან ფეხაკრეფით გამოვდივარ. ირაკლის სახლამდე ტაქსით მივდივარ, მაგრამ მანქანიდან გადასვლას და ირაკლის ბინაში ასვლას ვერ ვბედავ.
- გოგონა, მოვედით. - ფიქრებიდან მძღოლის ხმას გამოვყავარ და საფულეში ვიქექები.
- ინებეთ. - საჩქაროდ ვაჩეჩებ ხელში ფულს და მანქანის კარს ვკეტავ. მობრუნებისას თვალში თეთრკაბიანი გოგო მხვდება, რომელიც იქვე მდგარ მანქანაში ჯდება და მიდის. რატომღაც მნუსხავს მისი დანახვა და ერთ ადგილას ვშეშდები, მანამდე ვაყოლებ თვალს მანქანას, სანამ თვალს არ მიეფარება. მერე კი ზემოთ ირაკლის ფანჯრებისკენ ვიყურები. გული გამალებით მიცემს, სუნთქვა მეკვრის, მგონი ჟანგბადის უკმარისობას ვგრძნობ.
რა უნდა იყოს საშიში ვერ ვხვდები, ირაკლის სულს უკვე შევხვედრილვარ, აბა ასე რა მაფორიაქებს?
რაღაც იდუმალება ახლავს ამ ბინას და ესაა სწორედ ის, რაც ასე მაშინებს.
ნაბიჯებს ფრთხილად ვადგამ და მერეც ლიფტში აწურული ვდგავარ. ლიფტის გაღებისთანავე გამოვდივარ და აქეთ-იქით ვიყურები. მთელი სხეული მიკანკალებს, დაძაბულობისგან კისრის ძარღვებიც მტკივა. კარებს ვუყურებ და მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ გასაღები არ მაქვს რომ შევიდე, უკან გამობრუნებას ვაპირებ, მაგრამ ფეხები უკან მრჩება, შინაგანად რაღაც მაიძულებს, რომ არ წავიდე. გაუბედავად ვბრუნდები უკან და კარის სახელურს ვკიდებ ხელს. შეხებისთანავე მთელს სხეულში დენის დარტყმას ვგრძნობ და სასწრაფოდ ვუშვებ ხელს. ხელის გულებზე თითებს ვისვამ და გულს ვიმშვიდებ და ისევ სახელურს ვკიდებ ხელს, ამჯერად არაფერი. არ ვიცი რატომ მგონია, რომ გავაღებ, მაგრამ სახელურს დაბლა მაინც ვწევ. კარი იღება. ვკრთები, მაგრამ მოულოდნელი არ არის. შინაგანდ თითქოს ველოდი.
ირაკლიმ რადგან მომწერა, იცოდა, რომ მოვიდოდი, უნდა მცოდნოდა, რომ კარიც ღია იქნებოდა. მეცინება, ვერაფრით მივეჩვიე ირაკლის არამატერიალურ არსებობას ჩემს ცხოვრებაში და მის გამოვლინებას. კარს ფრთხილად ვაღებ და ჩაბნელებულ ოთახში ახლა უკვე თამამად მივაბიჯებ. სწრაფად ვჭრი მისაღებს და ფანჯრებზე ჩამოშვებულ, მუქ ლურჯ ფარდებს ვწევ, ფანჯარას ვაღებ და მხოლოდ შემდეგ, ჰაერის შემოსვლისას ვბრუნდები უკან. ირაკლის სამყაროში მარტო ყოფნა, ცოტა არ იყოს მთრგუნავს, მაგრამ მაინც მომწონს. ის რასაც გიორგისთან ერთად ვერასდროს გავბედავდი, ახლა ვაკეთებ. ყველა კუთხე-კუნჭულს ვათვალიერებ და ვცდილობ გამოვიცნო რას გულისხმობდა ირაკლი.
მისაღებში ინსტრუმენტებისკენ მივდივარ და გიორგის ნათქვამი მახსენდება, ირაკლი კარგად უკრავდაო. ინსტრუმენტებს ხელს ვუსვამ და ღიმილით ვცდილობ წარმოვიდგინო ირაკლი აქ მჯდომი, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, ირაკლის მაგივრად გიორგი მიდგება თვალწინ, ეს იმდენად სასიამონო წარმოდგენაა, რეალობაში დაბრუნება არ მინდა. განცხრომიდან, ნაცნობ სურნელს გამოვყავარ, იისა და ნაწვიმარი მიწის სურნელს. ირაკლი! ყურები მიგუგუნებს და გულის ცემა მიხშირდება, ხელის გულების გაოფლიანებასაც ვგრძნობ და სუნთქვაც მეკვრის, ასე მგონია, პირველად ვხვდებოდე, ასეთი რეაქცია ალბათ იმის ბრალი, რომ მის სახლში ვარ. ოთახს თვალს ვავლებ და ვცდილობ გამოვიცნო სად დგას, სად არის. ინტუიცია მკარნახობს, რომ მის ოთახში უნდა შევიდე, მგონი ირაკლი ჩემს გონებაში ძვრება, ფიქრებზე ზემოქმედებას ახდენს.
ირაკლის ოთახის წინ ვდგავარ და შიგნიდან გამოსულ იის სურნელს ხარბად ვისუნთქავ, კარს ფრთხილად ვაღებ და თვალდახუჭული შიგნით შევდივარ, ღია კარში მდგარს გარშემო ნიავი მივლის, წრიულად, ირაკლის სუნია, ვგრძნობ, რაღაცას ცდილობს. წამწამებს ფრთხილად ვაშორებ ერთმანეთს და თვალები საწოლზე მიშტერდება. გიორგის გასწორებულ საწოლზე, თეთრ გადასაფარებელზე, ლურჯი იების კონა დევს. ახლა ნამდვილად გავგიჟდები. ერთიანად აკანკალებული ვერც წინ წასვლას ვახერხებ და ვერც აქედან გაქცევას. გონება მიკივის, რომ გავიქცე, მაგრამ სხეული არ მემორჩილება. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ამაში ირაკლის ხელი ურევია, არ მჯერა, რომ ამდენი შეეძლოს, თუმცა რატომაც არა, განა გამორთული ნომრიდან სმსებს ის არ მწერს? ჩემი ქვეცნობიერი ნიშნის მოგებით მიმართავს პოლემიკას. არა, აქ სხვა ამბავია. გაფართოებული თვალებით დავცქერი ყვავილებს და მერე ფრთხილად ვეხები თითის წვერებით.
ოთახში ისევ ნიავი იწყებს ქროლვას, ისევ წრიულად და მერე უეცრად მასის სახეს იღებს, გამჭვირვალე ჰაერი ფერს იღებს, მკრათალს, მაგრამ მაინც ლურჯ ფერს და მთელი სისწრაფის საწოლის კიდეებს ეხეთქება, ჰაერის ნაკადის შეჯახება გადასაფარებლის ბოლოებს აფრიალებს, მერე კი ჰაერში აწეულს აჩერებს, ისე თითქოს ვიღაცის ხელს აუწევია და შიგნით იყურებაო. საწოლის გვერდით ვიმუხლები და სანამ შიგნით შევიხედავ ვცდილობ დავმშვიდდე, მერე კი ხელისგულებს ვადებ იატაკს და საწოლის ქვეშ ვიყურები. სიბნელეში რაღაც ჩანს, თუმცა ვერ ვარკვევ რა არის. მარჯვენა ხელს ფრთხილად ვყოფ და ნივთს ორი თითით ვეხები, მის აღქმას თითებით ვერ ვახერხებ, ამიტომ სინათლეზე გამომაქვს და წელში ვსწორდები. ხელში პატარა პაკეტით ფხვნილი მიჭირავს; ღმერთო, ეს ხომ? ფიქრადაც ვერ ვივლებ, რომ ეს შეიძლება ნარკოტიკი იყოს და აღელვებისგან ერთიანად დაძაბული დავყურებ პაკეტს.
- რის თქმას ცდილობ, ირაკლი? რა გინდა? - ვკითხულობ სივრცეში, მაგრამ პასუხი არ არის, მხოლოდ ახლა ვაკვირდები, რომ ჰაერში მიწის და იის სურნელი აღარ ტრიალებს.
- თეკლა? - შიშისგან ადგილზე ვხტები, ჩემი სახელის ხსენებას გონზე მოვყავარ. - აქ რა გინდა? - გიორგის გაკვირვებულ ხმაზე, მისკენ ვბრუნდები და პაკეტს ზურგს უკან ვმალავ.
- გიო? - თვალებს დაბნეული ვახამხამებ და არ ვიცი რა ვუპასუხო. რით ავხსნა ჩემი აქ ყოფნა, კარგი ირაკლის სმსზე ვეტყვი, მაგრამ იისა და ამ პაკეტის ამბავს როგორ ავუხსნი? ნუთუ ირაკლი ნარკომანი იყო? გიორგიმ იცის? ღმერთო, მიშველე, რა გავაკეთო, ასე პირში როგორ მივახალო?
- თეკლა, ჩემი გესმის? - გიორგი ჩემ წინ დამდგარა, და ხელის აქნევით ცდილობს გონებაზე მომიყვანოს. - შეგაშინე?
- არა, არა. - პაკეტს საჩქაროდ ვინახავ შარვლის უკანა ჯიბეში და დაბნეული ვუღიმი. - წავიდეთ აქედან, რა?
- მიპასუხებ, აქ რა გინდა? - ხმა მკაცრი უხდება და თვალებში გაჩენილი ეჭვის ნაპერწკლის დანახვაზე, უსიამოდ მაჟრჟოლებს. - წუხელ მე უარი მითხარი და დღეს კი მარტო მოსულხარ? რატომ? - ჯანდაბას, ახლა რა ვქნა? ნუთუ ირაკლიზე ისევ ეჭვიანობს?
- აქედან წავიდეთ, გთხოვ და ყველაფერს მოგიყვები. - ხმაში მუდარა მერევა და ხელზე ვექაჩები, რომ გარეთ გავიყვანო. გიორგი ეჭვით მიცქერს, ხელს ფრთხილად მაშვებინებს და საწოლს დაჰყურებს. მერე ჩემკენ ბრუნდება და ვხვდები პასუხს ელის. - აქ დამხვდა. - თავის მართლებასავით გამომდის და ნერვები მეშლება. გიორგი ცალ წარბს მაღლა სწევს და ტუჩებს მაგრად კუმავს. გაბრაზებულია.
- ყველაფერს ამიხსნი. - ამბობს გაბრაზებული და ოთახიდან გადის, ჰაერს ღრმად ვსუნთაქავ და იის კონას დავყურბ, ერთ წამს ვფიქრობ, რომ ავიღო და წავიღო, მაგრამ მერე ამ აზრს უკუვაგდებ და მეც გიორგის მივყვები. მკაცრი სახით დგას კართან და ჩემი გასვლის შემდეგ გასაღებით კეტავს. ლიფტს არ ელოდება, კიბეებზე ჩარბის და მეც უკან მივყვები.
- სანამ რამეს იფიქრებ, ჯერ მომისმინე. - მანქანაში მის გვერდით ვჯდები და რაღაცის სათქმელად გამზადებულს ვაჩერებ, გიორგი ხმამაღლა ოხრავს და თავს აქნევს. ყველაფერს დაწვრილებით ვუყვები, მხოლოდ პაკეტის ამბავს არ ვამბობ და ვჩუმდები. ველოდები მის რეაქციას, ის კი დუმს და მხოლოდ წინ იყურება.
- გიო, არაფერს მეტყვი?
- რა უნდა გითხრა, აშკარაა ირაკლის რაღაცის მინიშნება უნდა, საინტერესოა როგორ გაიღო კარი, გასაღები ხომ მხოლოდ მე მაქვს. თუმცა ალბათ ესეც შეუძლია.
- მე კი ვფიქრობ, რომ ეს ირაკლის გაკეთეული არ არის. - ვამბობ და თვალს მისკენ ვაპარებ, გიორგი ჯერ ხმას არ იღებს, მერე კი გაკვირვებული სახით ჩემკენ ბრუნდება.
- რა?
- არ ვიცი, უბრალოდ ვფიქრობ , რომ ირაკლი არ იქნებოდა, აბა დაფიქრდი, მესიჯი მომწერა და აქ გამომიშვა, მხოლოდ იმიტომ რომ იები მენახა, რომელიც თავად დადო? სადაა აქ ლოგიკა? ვგონებ, რაღაცას მანიშნებს. - ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე განუწყვეტლივ რეკავს და ვპასუხობ.
- ხო, სალო.
- არ მოხვალ?
- მოვდივართ. - ჩემდაუნებურად მრავლობითში ვსაუბრობ და ვწითლდები.
- გიორგისთან ერთად ხარ? - შეთქმულივით ჩუჩულებს სალომე.
- ხო, მოვალ მალე. - ტელეფონს უხერხული ღიმილით ვაბრუნებ ჩანთაში და ჩემზე მოშტერებულ გიორგის ვუყურებ.
- კარგი, ახლა უნივერსიტეტში დაგტოვებ და მერე გამოგივლი. - გიორგი მანქანას ქოქავს. - რომელზე ამთავრებ?
- 4ზე, მაგრამ არაა საჭირო, მადლობა.
- საჭიროა, - მიღიმის გიორგი. - თანაც ეს საუბარი უნდა განვავრცოთ, არ მეთანხმები?
ხმას აღარ ვიღებ, უარყოფას და თავის გამოდებას ვერ დავიწყებ, ფაქტი ერთია, მე ეს ბიჭი მომწონს და მიხარია მის გვერდით ყოფნა. მადლობა ირაკლის, რომ გიორგი მაპოვნინა. ჩემს ფიქრებზე უნებურად მეღიმება.
უნივერსიტეტთან ვჩერდებით, მე გიორგისკენ ვიხრები, ლოყაზე ვკოცნი და მანქანიდან გადავდივარ, ის კი თვითკმაყოფილი სახით მაცილებს და ადგილს სწყდება.
საღამოს გიორგი ისევ შემოსასვლელთან მელოდება. სალომე ეშმაკურად მიყურებს და მუჯლუგუნს მკრავს.
- მგონი, ჩემი წამოსვლა ახლა სასჯელი იქნება თქვენთვის. - მის ენამახვილობაზე ორივეს გვეცინება, სალომეს ვემშვიდობები და გიორგისკენ მივდივარ. ჩემ დანახვაზე ერთი ნაბიჯით შორდება მანქანას, მხარზე ხელს მხვევს და მანქანის კარს მიღებს. ბედნიერებისგან სუნთქვა მეკვრის.
- სახლში ხომ არ გეჩქარება? - მეკითხება, მას შემდეგ რაც მანქანას ქოქავს.
- არა, რა იყო?
- რაღაც უნდა გაჩვენო. - ისევ მიღიმის და ხელს ჩემი თითებისკენ აცოცებს. მისი შეხებისგან გამოწვეულ ბედნიერებას და სიამოვნებას ვერაფრით ვმალავ და თვალები თავისთავად მეხუჭება. რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანა ავტოპროფილაქტიკასთან ჩერდება და გიორგი მანქანიდან გადადის.
- აქ დამელოდე, ახლავე მოვალ. - მე მხოლოდ თავს ვუქნევ და მის ზურგს თვალს ვაყოლებ. „ ღმერთო, რა მამაკაცურია“ , ვფიქრობ და ისევ ვწთილდები.
ცოტა ხნის შემდეგ გიორგი მოტოთი გამოდის და მანიშნებს, რომ მანქანიდან გადავიდე.
- დაჯექი, - მეუბნება, როცა ვუახლოვდები და ჩაფხუტს თავის ხელით მაფარებს. მეც უკან ვუჯდები. - ხელები მაგრად შემომხვიე. - თქმაც არ მჭირდება, ისე უცებ ვასრულებ სიტყვას და მის ბეჭზე თავმიდებული ვიტრუნები. მოტო ადგილს სწყდება და მანქანებს შორის მოხერხებულად ვძვრებით. საერთოდ არ მეშინია, ვენდობი და ამიტომ, ერთი პროცენტიტაც არ ვღელავ. განა ახლა შიშზე ფიქრის დროა? თბილისს უკან ვიტოვებთ და მერე მცხეთასაც. კითხვებს არ ვსვამ, არ ვარღვევ მყუდროებას, რადგან გიორგი ჩემთანაა, არაფრის მეშინია. რატომღაც უსიტყვოდ ვენდობი. მის ზურგზე თავმიდებული, თვალებს ვხუჭავ და მონაბერ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. მის მუცელზე შემოხვეული ხელები მიდუნდება და მეშვება.
- „თეკლა გაიღვიძე“ - ირაკლის ხმა ყურებში მიწუის და დაფეთებული ვსწორდები, თვალის გახელასთან ერთად, გვერდით ვქანდები, გიორგი ჩემს დაჭერას ცალი ხელით ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, მერე საჭესაც ვერ იმორჩილებს.
- მომეჭიდე, თეკლა. - ყვირის გიორგი და მოტო გვერდით ვარდება, დაღმართზე მივსრიალებთ. შიშისგან ვერც ვკივი, ვერც რამეს ვაკეთებ, გიორგი რაღაცნაირად ჩემკენ ბრუნდება და ისე მიჭერს, რომ ნაკლებად დავშავდე. კლდის ძირას მოწყვეტით ვენარცხებით, უფრო სწორედ გიორგი ენარცხება, ჩემით, რადგან მე მის მკერდზე ვარ აკრული.
- გიო,- ტირილამდე მისული ხმით ძლივს ვამბობ მის სახელს და ვანჯღრევ. - გიორგი.
- კარგად ვარ, - ტკივილისგან სახე ემანჭება, ოხრავს და გახეთქილი ტუჩიდან გაჭირვებით იწმენდს სისხლს. - შენ როგორ ხარ?
- მე კარგად, - მხოლოდ ახლა ვდუნდები და ცრემლებისგან ხმა მიწყდება. - ჩემი ბრალია. ხომ კარგად ხარ, რამე ხო არ მოიტეხე? - მის წინ დაჩოქილი ვუსინჯავ სხეულს და ხმამაღლა ვქვითინებ.
- მორჩა, არაფერია, ნუ ტირი. - ხელს თავზე მხვევს და გულში მიკრავს. - მთავარია ცოცხლები ვართ. მასზე მიკრული უარესად ვტირი და თავს ვწყევლი, რომ ჩამეძინა. ზემოდან ხალხის ყვირილი და პოლიციის სირენის ხმა გვესმის. ნახევარი საათის შემდეგ, მაშველების დახმარებით ხევიდან ამოვყავართ და სასწრაფო დახმარების მანქანაში გვათავსებენ, უფრო სწორად გიორგის აწვენენ, მე კი გვერდიდან არ ვშორდები. როგორც ჩანს ხელი აქვს მოტეხილი, სხეულის დაჟეჟილობასთან ერთად.
- პირველი პაემანი საავადმყოფოში. - თვალების გაუხელლად ამბობს და ტუჩის კუთხეებში ეღიმება.
- პირველი კოცნა სასწრაფოს მანქანაში, დანაშაულის გამოსყიდვას ეყოფა? - ვეუბნები და მისკენ ვიხრები.
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეპეტიციები მის გასაუმჯობესებლად დიდხანს გაგრძელდება. - ისევ არ კარგავს იუმორის გრძნობას, მე კი მის ტუჩებს ჩემი ტუჩებით ოდნავ ვეხები. - მოულოდნელობებით ხარ სავსე. - მეუბნება და თვალებს ახელს.



№1  offline წევრი kora

სუნთქვა მეკვრის ისე ძალიან მომწონს ეს ისტორია. საოცარზე საოცარია love
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი eleonor

უუუმაგრესიიი <3 აუ ამდეხანს ნუ დააგვიანებ ხოლმე რაა :**

 


№3  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Auu ra kargiaa da male dade raaa

 


№4  offline წევრი evangelista

ამ ისტორიას რომ ვკითხულობ ჩემდა უნებურად ცრემლები მომდის. ძალიან მიყვარს და ძალიან მიხარია ყველა ახალი თავის გამოჩენა.

 


№5 სტუმარი shore shore

Ra magaria vgijdeby magari gogo xar

 


№6  offline წევრი eni

შენ არ იცი როგორ მაბედნიერებს ეს ტკბილი ისტორიააა <3 <3 <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

აუ ვისიამოვნე, მართლა...
არ ვიცი ეს ბოლო ნაწილი რას ნიშნავს, შეიძლება სულაც არაფერს, მაგრამ მაინც მომეწონა ^^
თეთრკაბიანი გოგოს ბოლომდე გამოჩენას სულმოუთქმელად ველოდები ^^

 


№8  offline წევრი Ignifex

კარგია ძალიან,ძალიან,ძალიან ♥
თეთრკაბიანი გოგოს გამოჩენას მეც სულმოუთქმელად ველოდები :დდ <3 <3

 


№9  offline წევრი FunnyGirl

ვგიჟდები ამ ისტორიაზე უმაგრესი გოგოხარ შენ ❤!

 


№10  offline წევრი მეDina

დაახლოებით როდის დაიდება გაგრძელებააა? ♡♡♡
--------------------
☆NaT☆

 


№11 სტუმარი Black

Au magaria ra..<3

 


№12  offline წევრი shakala

სასწაულია ! სასწაული <3

 


№13  offline წევრი სალოო

აი ეს იყო რაღაც სასწაული ^_^ ესეთი ჯერ არწამიკითხია ^_^ ძააან ძააან მაგარი და ნიჭიერი ხარ ^_^ ის დრო რაც ამას ვკითხულობდი მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა ^_^ ირაკლის და გიორგის შეხვედრაზე იმდენი ვიტირე ვეღარ ვწყნარდებოდი ^_^ თან თეკლას ემოციები ისე დეტალურად იყო გადმოცემული რო უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი რო არმეტირა ^_^ მალე გააგრძელე გთხოოოვ ^_^ <3 <3

 


№14  offline წევრი shakala

მალე დადე შემდეგი! სასწაულიააა

 


№15  offline წევრი Panda777

Au male dade ra gtxov
..ase rato agvianeb.. sulmoutmenlad velii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent