შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (19 თავი)


14-05-2016, 19:18
ავტორი murachashvili
ნანახია 4 053

მეცხრამეტე თავი

სათქმელად ზედმეტად მარტივი იყო, შესასრულებლად კი ძნელი. მინდოდა თუ არა, უნდა მეღიარებინა, რომ ამ ორ კვირიანმა ურთიერთობამ, თუმცა მას ურთიერთობასაც ვერ დავარქმევდი, ჩემში ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა. ჩემი ჭირვეული სტუმარი ამჯერად ჭირვეული პაციენტის სტატუსით მომევლინა. საველე პირობებში ჩატარებული ნაოპერაციევი ბატონმა თამაზმაც შეამოწმა, მისი შექება დავიმსახურე და არ დავმალავ საკუთარი ნაშრომით ორმაგად ბედნიერი დავრჩი.
ამჯერად კაიშაურების პირად ექიმად ვიქეცი. წესით უნდა გამხარებოდა ჩემი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება, ასეც იყო, თუმცა....
ქეთისთან მუდმივად ვიღაც ტრიალებდა. ოჯახის წევრები იმდენ მადლობას მიხდიდნენ, რომ უკვე უხერხულადაც კი ვგრძნობდი თავს. უნებურად აღმოვაჩინე, რომ მისი სამყარო სრულიად განსხვავდებოდა ჩემი სამყაროსგან, გაცილებით უმცროსი ასაკის მეგობრები, რომლთა შორის რამოდენიმე მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ისე უმზერდა ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ აშკარად არ იყვნენ მის მიმართ გულგრილნი.
ალბათ, მეტყვი, რომ ეჭვიანობისგან გონება მებინდებოდა, იქნებ ასეც იყო. უბრალოდ იმ დროს ჩვენი ასაკობრივი სხვაობა იმდენად შესამჩნევი იყო, რომ... მინდოდა თუ არა, უნდა მეღიარებინა რომ ის ერთი ჩვეულებრივი თხუთმეტი წლის მოზარდი იყო, რომელსაც აშკარად სხვა ინტერესები და სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილი ჰქონდა.
უნდა ვაღიარო ამის საბოლოოდ გააზრებაში საკმაოდ მოხერხებულად „დამეხმარნენ“. ერთ საღამოს სახლში წასვლამდე ქეთისთან შევლა გადავწყვიტე, მისი პალატიდან ახალგაზრდების სიცილის ხმა ისმოდა, როგორც ყოველთვის მნახველები ჰყავდა, იმდენად ხმამაღლა საუბრობდნენ, ძნელი იყო არ გაგეგონა. რატომღაც ვიფიქრე, რომ მათი დიალოგი მე მეხებოდა და ჩემსდაუნებურად მივაყურადე, არც შევმცდარვარ.
- არაფრის მოყოლა არ გსურს? - მეტიჩარა ტონით ეკითხებოდა ვიღაც გოგონა.
- ვერ ვხვდები რისი გაგება გსურთ! - აშკარად თავს არიდებდა პასუხს ქეთი.
- აუ, კარგი რა... დავიჯერო იმ ზესიმპატიურ ექიმთან არაფერი გაქვს? - გოგონას შეფასებაზე უნებურად გამეღიმა, როგორ არ დავუხასიათებივარ, მაგრამ იმ დღემდე ჩემთვის ზესიმპატიური ნამდვილად არ უწოდებიათ.
- ზღაპრებს ნუ იგონებ, გთხოვ, ჩვენს შორის რა უნდა იყოს, უბრალოდ ჩემი მეგობრის ძმაა...
- კარგი, რა... ხომ ვხედავ როგორი თვალებით გიყურებს, დავიჯერო ვერ ამჩნევ?! -არ ჩუმდებოდა უცნობი გოგონა.
- აზროვებ რას ამბობ? იმ ბაბუასთან რა საერთო უნდა ჰქონდეს?! - საუბაში საკმაოდ გაცხარებული ჩაერია მამაკაცი, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ იმ ვაჟბატონებიდან ერთ-ერთი იქნებოდა.
- ასეთი ბაბუა იყოს ყველა არ გინდა?! - აშკარად ჩემს მხარეს იყო უცნობი გოგონა. რომელსაც მართალია არ ვიცნობდი, მაგრამ უკვე მიყვარდა ამ სიტყვების გამო.
- გეუბნები ბაბუაა იმენნა... - არც ცხრებოდა ბიჭი - მეტიც არც მინდა რამე ზედმეტი მიქაროს, მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ქალის ახევა!... -მემუქრებოდა ბიჭი.
- ნეტა მკვეხარა ქოთანივით არ იქცეოდე... - გაღიზიანება შეეტყო ხმაში კაიშაურს - სისულელეზე რომ კამათობთ ვერ ხვდებით?! ბაბუაა თუ ბიძა, ჩვენს შორის მაინც არაფერია, ასე რომ ტყუილად ნუ ჩხუბობთ!...
არ მეგონა მისი სიტყვები ასე თუ იმოქმედებდა, ვიგრძენი როგორ დამიარა მთელ სხეულში, რაღაც ჩამწყდა. ალბათ, რომ ეკითხათ, გეტკინა თუ გეწყიაო, ზუსტ პასუხს ვერ გავცემდი.
ამ ყველაფერმა სასურველზე მეტადაც კი იმოქმედა, პალატაში აღარ შევსულვარ, ცივად მოვბრუნდი და წამოვედი. თავს პირობა მივეცი, რომ კაიშაურებისგან, განსაკუთრებით კი უმცროსი კაიშაურისგან თავს შორს დავიჭერდი, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ იქნებოდა მასთან არ შევსულიყავი.
საერთოდ ბოღმისგან სმა არ მახასიათებდა, თუმცა იმ დღემდე ხომ არც ბოღმა ვიცოდი რა იყო, თბილისელ მეგობრებს, კახას და ოთოს დავურეკე და ბარში წავედით.
ბიჭები მაშინვე მიხვდნენ ხასიათზე რომ ვერ ვიყავი, თუმცა ზედმეტი კითხვები არ დაუსვამთ. უბრალოდ სასმელს ვსვავდით, ვისმენდით ხმამაღალ მუსიკას, ფერადი განათება თვალს გვჭრიდა, ნელ-ნელა ალკოჰოლმა მოქმედება დაიწყო. მოცეკვავე წყვილებში ჩვენც შევერიეთ, მუსიკას აყოლილი შემთვრალი სხეულები ჩვენს გარშემო გამომწვევად მოძრაობდნენ.
ვუმზერდი შემოსასვლელში დაცვასთან მოლაზღანდარე თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის მოზარდებს, როლებიც შეგნებულად იმატებდნენ ასაკს, რომ როგორმე ბარში ამოეყოთ თავი, გამომწვევად უღიმოდნენ კარებში ატუზულ ახმახებს, ყველანაირი მისაღები თუ მიუღებელი მეთოდით ცდილობდნენ დაეყოლიებინათ და როგორმე დარბაზში შემოსულიყვნენ.
გული კინაღამ ამერია ამის დაახვაზე. ისედაც გაღიზიანებულს ბრაზი ორმაგად მომერია. რა უნდოდათ აქ?! ან მე რატომ ვიყავი, რისთვის მოვედი?! პრინციპში ზუსტად ვიცოდი რასაც ვეძებდი, მოფერებას, ალერსს, თუნდაც უცნობი ქალის, აი რა მჭირდებოდა მე.
მინდოდა ქეთის მეგობრის ირონიული „ბაბუა“ დამევიწყებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი...
- ბაბუაა თუ ბიძა, ჩვენს შორის მაინც არაფერი ხდება!... - ყურებში ჩამესმოდა ისევ ქეთის სიტყვები.
უნდა ვაღაირო „ბაუების“ კვალობაზე, მიზიდულობის ძალა ნამდვილად გვქონდა, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევისა და მცდელობის გარეშე, დარბაზში შესვლისთანავე სამი ლამაზმანი საკუთარი ინიციატივით შემოგვიერთდნენ. ირონიულად კი შევავლე თვალი, ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ. მათი კომპანიონობა ნამდვილად არ გაგვიპროტესტებია.
სიტუაცია ნელ-ნელა ხურდებოდა, ჭიქას ჭიქაზე ვცლიდით. ვხტუნაობდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით, თუმცა ამას ალბათ ბღავილი უფრო ერქვა, მაგრამ ვინმეს ეს რომ ეთქვა, არაფრით დავიჯერებდით, იმდენად მოგვწონდა საკუთარი ნამღერი.
უკვე საკმაოდ შეზარხოშებულმა ვინ იცის უკვე მარამდენე სრულიად უცნობი ქალბატონის მხარზე დაკიდებული ჩვენს მაგიდასთან ჩამოვჯექი, ვეღარ მოვითმინე და ენის ბორძიკით ბიჭებს ვკითხე:
- ძმობას გაფიცებ, კახა, მე ბაბუა ვარ?!
- გაგიჟდი?! რა ბაბუა, ტო?! - შემთვრალი თვალებით ფოკუსის გასწორებას ცდილობდა და რამოდენიმე წუთი აშკარად გაოცებული მიყურებდა კახა.
- დედას გაფიცებ, „ვზროსლის“ ვიდი მაქვს?! - არ ვჩუმდებოდი მე.
- რა გჭირს, შე ჩემა, აღარ იტყვი?! რას ჩაიხვიეს ეს ბაბუა?- ნერვებმა უმტყუნა ოთოს.
- როგორ ფიქრობთ თხუთმეტი წლის გოგო არ შემიყვარებს? მის შებმას ვერ მოვახერხებ?! -ჩემთვის აშკარად ზედმეტად მტკივნეული კითხვა დავუსვი ბიჭებს.
- ეეე... კაი, ტო... - ხარხარი ვერ შეიკავა ოთომ - თხუთმეტი წლის, ლაწირაკი გოგოს გამო ხარ ასეთ დღეში?!
- აშკარად მოიკოჭლებ, ძმაო... -სიცილში არ ჩამორჩა კახაც - ვინაა?! დედას გაფიცებ გვითხარი რა?! - მუდარით მიმზერდა ის.
- არაა ეგ თქვენი საქმე!... - მათმა ზერელე დამოკიდებულებამ გამანაწყენა.
- კაი, რა ... ძმობას გაფიცებ... არ უნდა ვიცოდეთ პოტენციური რძლის ვინაობა?! - თავი მოისაწყლა ოთომ.
- რძალი არა ის კიდევ...ერთი მეტიჩარა, ენაგრძელი გოგოა!... - ისევ მომაწვა წყენა.
- ენაგრძელია თუ ენამოკლე, კი გადაგრია ამხელა ფილარმონია კაცი!... - ჩემს დაცინვას არ წყვეტდა ოთო.
- მართალია, მაგარი ყოფილა, რას ერჩი?!.... - არ ჩუმდებოდა კახაც, თან ხმამაღლა მსჯელობას აგრძელებდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი გულთამპყრობელი. - სალომე?! არა შანსი არაა... ისეთი ჩლუგია არ მოგეწოებოდა. ეკა?! ბრიკეტები აქვს შენი ზომა, მაგას როგორ უნდა ეზასაო?!... - საახლობლოში თუკი ვინმეს ამ ასაკის და ან ბიძაშვილ -დეიდაშვილი ჰყავდა ყველა ჩამოთვალა და ყველა თვითონვე დაიწუნა.
- იმდენად საზიზღარი ადამიანი ხარ, ცხოვრებაში შეყვარებულას არ გაგაცნობ! - მისი ცნობისმოყვარეობისგან გაწამებული სახის შემხედვარე მეც კი ვეღარ ვიკავებდი სიცილს.
- არ მითხრა ეხლა, რომ ეგ თხუთმეტი წლის ლაწირაკი, როგორც შენ უწოდე, ის შენი ფშაველი პაციენტია!... - საკუთარი აღმოჩენისგან თვალები გაუბრწყინდა ოთოს.
- ეეე... კარგით რა! - აშკარად ზედმეტად შევიცხადე მე და თავიც გავყიდე.
- აი, თურმე ასე განსაკუთრებულად რატომ დაჰგურგურებს!... - თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა კახამ ოთოს.
- არაა მართალი! - შეძლებისდაგვარად ისევ ვაპროტესტებდი, თუმცა მე მაინც არცერთი აღარ მისმენდა.
- ანუ რაო, ჩვენმა ძუძუმწოვარამ, ბაბუა ხარო?! - ამჯერად უკვე სერიოზული სახით მკითხა ოთომ.
სხვა რა გზა მქონდა, დაწვრილებით მოვუყევი ბიჭებს ჩემი გასაჭირის შესახებ. ამბის დასრულება და მათი ხარხარიც ერთი იყო. სიცილის ტალღამ გადაუარათ თუ არა, ისევ კახამ ამოიღო ხმა:
- არა, ძმაო, იმენნა შარში ხარ!... თხუთმეტი წლის ბავშვებთან „სხადნიაკზე“ სიარულიღა გვაკლდა... ისე რას ერჩი, მაგარი გოგოა... - მომიწონა არჩევანი მან.
- უნდა ვაღიაროთ, ეს ამბავი თუ გამოვა, საუკეთესო წყვილი იქნებით!...- არ ჩამორჩა ოთოც.
- შენვე ამბობ, თუ გამოვა!... - უიმედოდ ვეუბნებოდი ოთოს.
ეხლა რომ ვფიქრობ, მეცინება. თუმცა მაშინ აშკარად ზედმეტად ვიყავი ნაწყენიც და გაბრაზებულიც... არ ვიცი რატომ მიჭირდა იმის გაგება, რომ თხუთმეტი წლის ბიჭისთვის საკმაოდ უფროსად ვითვლებოდი. პრინციპში ცოდვა გამხელილი სჯობს, ჩემზე მისმა სიტყვებმა კი არა, ქეთის პასუხმა იმოქმედა.
ისიც კი არ ვიცი, როდის მოვასწარი ოცნებებში მხოლოდ მისი სახების დანახვა, ან როდის შეისხა მისმა ზმანებამ ასე ფრთები, თითქოს გაუაზრებლად გაზრდილიყო ჩემში გრძობა და ეხლა ასე ფაქიზად ნალოლიალევი თავზე ერთი ხელისმოსმით ჩამომემხო.
ვამჩნევდი, რომ ზედმეტად მიჭირდა ემოციების და გრძნობების მოთოკვა. თავს პირობა მივეცი და ვასრულებდი კიდევაც, მის ამბებს ექთნისა და პალატის ექიმისგან ვიგებდი, კაიშაურებთან შეხვედრას თავს ვარიდებდი. ალბათ ჩემი ასეთი ქცევა ეხამუშებოდა უმცროს კაიშაურს, იქნებ სწყინდა კიდევაც, არ ვიცი, არ მიკითხავს. არც თვითონ უცდია ჩემი ცვლილების მიზეზის დადგენა, ამის გამო ორმაგად ვებუტებოდი, ვღიზიანდებოდი. ვისღა ახსოვდა მე, როგორც მკურნალ ექიმს სრულიად სხვა ვალდებულებებიც რომ უნდა მქონოდა.
თითქოს ჩემი ჯიბრით საავადმყოფოში ყოფნისას უმცროსმა კაიშაურმა მთელი სამედიცინო პერსონალის სიმპატია და სიყვარული დაიმსახურა, მინდოდა თუ არა, წარა-მარა მისი სახელი მესმოდა, როგორი თბილი და როგორი საყვარელი იყო. პაციენტების ანალიზების პასუხები შემომიტანეს, ყურადღებით ვათვალიერებდი ქეთის პასუხებს, მოთმინებით ელოდა ექთანი ჩემს მითითებებს:
- კაიშაურებს შეგიძლიათ უთხრათ, რომ ხვალ გავწერთ!... - მისთვის არც კი შემიხედავს ისე გამოვუცხადე.
- კარგია, უკვე ვეღარ ისვენებდა ქეთი, გავალ, გავახარებ! - აშკარად მასზე ნაკლებად არ უხაროდა ექთანსაც.
- სავარაუდოდ, გაუხარდება! - ყრუდ ჩავილაპარაკე ოთახიდან ექთნის გასვლისთანავე.
მე კი... მე მისი ერთად-ერთი ნახვის საშუალებასაც ვკარგავდი. კიდევ ერთხელ მეტკინა და ჩამწყდა გულში. თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ვფიქრობდი, რა უნდა მექნა? როგორ მოვრეოდი საკუთარ სევდას, საკუთარ გრძობას?!
ეხლანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ სულ ტყუილად ვკარგავდი დროს, სჯობდა გავსულიყავი, მასთან ყოფნით დავმტკბარიყავი, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, ვერ ვიაზრებდი, რომ ჩემი სიჯიუტითა და ბუტიაობით ხელს საბოლოოდ ვკრავდი და ვაძლევდი საშუალებას დავევიწყებინე.
ფიქრი კარებზე კაკუნმა შემაწყვეტინა, არავისი ნახვა არ მსურდა, თუმცა როცა განმეორებითაც უფრო ჯიუტად და ძლიერად დააკაკუნეს, ვიკადრე და მობრძანდითო დავუძახე.
- შეიძლება?! - გაოცებულმა ავხედე კარებში გაუბედავად მდგომ ქეთის, ნეტკენი მხარი სახვევით ჰქონდა დამაგრებული, ზედმეტი ძალა რომ არ დასდგომოდა ხელი ბინდით ჩამოკიდებული, მხრებზე ხალათი ჰქონდა მოსხმული.
- შენ?! მობრძანდი... - მთელი ძალისხმევა მოვიკრიფე, მისი მოსვლით გამოწვეული სიხარული რომ არ შემმჩნეოდა.
- როცა მუჰამედი არ მიდის მთასთან... - ხუმრობა სცადა კაიშაურმა, თუმცა მის სიტყვებში ფარული საყვედური მაინც ვიგრძენი.
უსიტყვოდ ვანიშნე ჩემს წინ მჯდომ სკამზე. ჩვეულზე მეტად ფერმკრთალი მეჩვენა ქეთი, ალბათ ამდენი ხნის ავადმყოფობის გამო. თითქოს ღელავდა, ტუჩები ოდნავ უთრთოდა, ხალათის კალთას ნერვიულად სრესდა ჯანმრთელი ხელით.
არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში. მივხვდი როგორ ძლიერად მომნატრებოდა, უფლება რომ მქონოდა ჩავეხუტებოდი, მოვეხვეოდი... სიჩუმეს არც ერთი არ ვარღვევდით. უხერხული დუმილი იდგა.
- ლევან, რა ხდება?!-როგორც იქნა გაბედა კითხვის დასმა.
- რამე ხდება?! - ვერ ვიტანდი ასე რომ იქცეოდნენ, მაგრამ ამჯერად საკმაოდ ცივი ხმით მეც კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხე.
დავინახე როგორ აევსო თვალები ცრემლებით, თუმცა თავი შეიკავა, არ ატირდა.
- თავს რატომ მარიდებ?! - ახალი კითხვა დამისვა მან.
- კაიშაურის ქალბატონო, თავს რატომ უნდა გარიდებდე?! შემთხვევით მართლა ხომ არ დაიჯერე შენი მეტიჩარა დაქალის სიტყვები?! საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს?! - არ ვიცი ამდენი აგრესია საიდან მქონდა, რატომღაც მინდოდა მისთვის გული მეტკინა და ეს აშკარად გამომდიოდა. - უკაცრავად თუ ვერ მოგინახულეთ, უბრალოდ ბევრი საქმე მქონდა!... - ოდნავ შევარბილე ტონი, როცა დავინახე ისევ ცრემლებით როგორ აევსო თვალები - რამდენადაც ვიცი უჩემობა ნამდვილად არ გიგრძვნიათ, თქვენს გართობაზე მეგობრები ზრუნავდნენ... - თავი მაინც ვერ შევიკავე და საბოლოოდ გულში დაგროვილი ბოღმა და ეჭვი მაინც ამოვანთხიე.
- მართალი ხარ, მეგობრები მოდიდნენ, როგორც შენ ამბობ, მართობდნენ, თუმცა მეგონა ჩვენც ვმეგობრობდით...
- ბოდიშს გიხდით, არასწორად თუ გამიგეთ!.. - ისევ ვიღრინებოდი მე - ჩვენს შორის იმხელა ასაკობრივი სხვაობაა, რომ მთლად ბაბუას თუ არ დამიძახებთ, მინიმუმ თქვენობით უნდა მელაპარაკოთ!...- დაუფარავი ირონიით გამოვუცხადე.
ჩემი მონოლოგი და ეჭვიანობის შეტევა მყისვე შევწყვიტე, როგორც კი დავინახე, რომ სასოწარკვეთილი გამოხედვა ნელ-ნელა აშკარად დაუფარავი სიხარულით შეეცვალა,
მივხვდი თავი გავყიდე და ორმაგად გავბრაზდი.
- კარგით, თქვენი სიბრაზის მიზეზი მხოლოდ ეს თუა, დღეიდან ბაბუას დაგიძახებთ!... - თვალებში ჭინკები უხტოდა ქეთის.
- მაიმუნი, ენატლიკია ბავშვი ხარ! - ამჯერად საკუთარ თაბზე გავბრაზდი მე, ასე დილეტანტივით რომ ვიეჭვიანე.
- ეს შეურაწყოფაა, თუ კომპლიმენტი? - აშკარად სიამოვებდა ჩემს ნერვებზე თამაში.
- ნორმალური ადამიანისთვის შეურაწყოფა იქნებოდა!...
- აშკარად ზედმეტად იბერები, არადა ვერ გავიგე რას მერჩი?! - ამჯერად კაიშაურმა აუწია ტონს.
- რას უნდა გერჩოდე?! უფროს - უმცროსი უნდა იცოდე, ეგაა და ეგ!... - არ ჩამოვრჩი მეც.
- კარგი, ლევან ბაბუ... - კბილებში საბოლოოდ გაბრაზებულმა გამოსცრა მან - ერთი ხეპრე ბიჭი ხარ!
- შეურაწყოფებს არ ვართ! - პატარა ბიჭივით უშნოდ წამოვეყინჭე მე.
- რას მელაპარაკებით?! ხეპრე, უმადური და უხეში ბიჭი ხარ, უკაცრავად - კაცი, ან და სულაც ბაბუა! - უტიფრად გამიმეორა მან.
- ზედმეტები მოგდის...
- კიდევ მე მომდის?! ერთი კვირაა აქ ვარ და შემოსვლაც კი არ იკადრე, ბოდიშის მოხდის ნაცვლად კიდევ იქით მებუტები. დებილი ვარ, რა მინდოდა, რას შემოვდიოდი?!... - ამჯერად ცრემლები ვეღარ შეიკავა კაიშაურმა და პატარა ბავშვივით ატირდა.
- კარგი რა!... - მართლა არ ველოდი თუ ატირდებოდა, საკუთარი თავი შემზიზღდა მისი ცრემლების გამო. მას კი იმის ნაცვლად რომ დამშვიდებულიყო, გული უფრო და უფრო აუჩვილდა და გულამოსკვნილი სლუკუნებდა. ვეღარ მოვითმინე, მასთან ჩავიმუხლე: - ქეთი, ნუ ტირი გთხოვ.. არ მინდოდა გწყენოდა... დედას გეფიცები მართლა არ მინდოდა! - მუდარაზე გადავედი მე.
- ჩემზე იყავი ნაწყენი და ამიტომ არ მნახულობდი? ასე როგორ შეძელი? ეხლაც ნაწყენი ხარ?! - როგორც იქნა ცრელებს შორის ამოისლუკუნა მან. ღიმილით შევცქეროდი ცრელმებით სავსე, ულამაზეს თვალებში.
- არა, სულელო... - თმები ავუჩეჩე მას.
- კარგი, მაშინ წავალ... - გასასვლელად წამოდგა კაიშაური - ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ... არ მინდა ნაწყენი იყო... - თითქოს ზედმეტი წამოსცდაო, საკუთარი სიტყვების თვითონვე შერცხვა და გაწითლდა, დანაშაულზე წასწრებულივით უხერხულად გამიღიმა მან.
იმდენად გულწრფელი იყო, რომ თავი ვეღარ შევიკავე, გულში ძლიერად ჩავიკარი. ვგრძნობდი, როგორ სწრაფად უცემდა გული და ეგოისტურად მიხაროდა.
- ჩემი ჩურჩუტი გოგო ხარ, მხოლოდ ჩემი... - ვნებამორეული უკვე მერამდენედ ვუმეორებდი.
- მაპატიე, გთხოვ!... - თითქმის ყვრიმალთან ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება.
არ ველოდი მისგან ასეთ საქციელს, ახლოს მივიზიდე და თვალებში ჩავაცერდი, თითქოს იქ მსურდა მისი ქცევის ზუსტი მიზეზის დადგენა. ძნელია ამ ემოციისთვის სახელის დარქმევა, იქ ყველაფერი იყო, ვნება, ჟრუატელი, სიამოვება.
მივხვდი სახიფათო ზღვარზე ვიდექით, რომელიც ნელ-ნელა იშლებოდა, ქრებოდა. კიდევ ერთი ზედმეტი მოძრაობა და ვეღარც გავჩერდებოდით. ჩემში საგულდაგულოდ დამალულ გრძნობას საბოლოოდ გავაშიშვლებდი. ამის კი პანიკურად შემეშინდა. დენდარტყმულივით მოვიშორე ქეთი. ალბათ ასეთ რეაქციას არ ელოდა, გაოცებული მიმზერდა.
- წამლების სუნი გიდის!... - სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე ესღა ვუთხარი მას.
- უკაცრავად... - მივხვდი ჩემი სიტყვები ეწყინა.
- მომისმინე ქეთი, არის რაღაც რასაც ახსნას ვერ ვუძებნი, სახელს ვერ ვარქმევ...
- მაგ რაღაცას სახელს რომ დაარქმევ მეტყვი?! -ისევ ჭინკები უხტოდა კაიშაურს.
- ალბათ... - ღიმილი ვეღარ შევიკავე მისმა შემხედვარემ.
- ალბათ?! - ეჭვი გაუკრთა ხმაში.
- კარგი, რაც უფრო მეტს მალაპარაკებ, მით მეტ სისულელეს ვიტყვი... უბრალოდ ასეა... შენთვის ამდენხანს ფეხზე ყოფნა არ შეიძლება, უნდა დაწვე!...
- კარგით, ლევან ბაბუ! - თითის წვერებზე აიწია, ფრთხილად მაკოცა ლოყებზე და კაბინეტიდან გავიდა.
- ეს გოგო გამაგიჟებს, თუ უკვე გიჟი არ ვარ! - საკუთარ თავს სიცილით დავისვი დიაგოზი და ნაკოცნ ადგილზე ხელი მოვისვი.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან დააგვიანე და შენ ამხელა დაგვიანებას თუ გავითვალისწინებთ პატარა თავი იყო

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

რა საყვარლები არიან რა და მორცხვები, ვერაფრითვერ შევეგუე ამ პატარა თავებს სულ არ მყოფნის და რავქნა. აი შენ კი საოცრება ხარ ჩემო კარგო.

 


№3  offline ადმინი ano23

გამაგიჟა მე ამ ისტორიამ, უზომოდ მომწონს, ლევანი კი მიშლის ნერვებს,მაგრამ საოცრად მხიარია ყველა ახალი თავის დადება და უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ, ათი ამდენი რომ იყოს თითო თავი,მაიცნ არ მეყოფოდა..უმოოუთმენლესად ველოდები ახალ თავს love love love შეყვარებული ვარ მე შენზე და ამ ისტორიაზე

 


№4 სტუმარი taso

ძალიან კარგი თავია. სიყვარულით და ემოციით სავსე <3 ველოდები შემდეგს :*

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

უბრალოდ მიყვარს ეს ისტორია, შენც შემიყვარდი, ეს ბიჭიც მიყვარს კაიშაურის ქალბატონიც მიყვარს და საერთოდ იმხელა ემოციით ვივსები როცა ვკითხულობ,მიუხედავად იმისა რომ პატარა თავები არ არის ვერ "ვნაყრდები" მინდა სულ ვიკითხო .თან მალ მალე არ დებ ,ნუ არც ძალიან იგვიანებ მაგრამ მაინც არ მყოფნის და რა გავაკეთო. ვიფიქრე შევწყვეტ კითხვას და რომ დასრულდება მერე ჩავუჯდები და ერთიანად ავივსები ემოციითთქო მაგრამ ვერ მოვახერხე . რას მიშვები? ნორმალურია ეს?
გელოდები იმედია მალე დადებ wink რომც არ დადო მალე მაინც ვერ ვბრაზდები love love

 


№6 სტუმარი Nana

Dzalian kargia veli shemdegs

 


№7  offline მოდერი ლილიანა

მთავარია დადო,დროს არა აქვს მნიშნველობა,საოცრებაა❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8 სტუმარი Mari

ველოდებით. მალე დადე ახალი თავები... ;)

 


№9 სტუმარი ananiko

auuu interesma momklaa raaa :d daa mec vipikre modi daasrulos mere cavikitxotqo mara veeer vdzleeb arada sul upro da upro vinteresdebi da azartshi vardebi

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ანი ანი
ძალიან დააგვიანე და შენ ამხელა დაგვიანებას თუ გავითვალისწინებთ პატარა თავი იყო

ano23
გამაგიჟა მე ამ ისტორიამ, უზომოდ მომწონს, ლევანი კი მიშლის ნერვებს,მაგრამ საოცრად მხიარია ყველა ახალი თავის დადება და უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ, ათი ამდენი რომ იყოს თითო თავი,მაიცნ არ მეყოფოდა..უმოოუთმენლესად ველოდები ახალ თავს love love love შეყვარებული ვარ მე შენზე და ამ ისტორიაზე

ano23
გამაგიჟა მე ამ ისტორიამ, უზომოდ მომწონს, ლევანი კი მიშლის ნერვებს,მაგრამ საოცრად მხიარია ყველა ახალი თავის დადება და უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ, ათი ამდენი რომ იყოს თითო თავი,მაიცნ არ მეყოფოდა..უმოოუთმენლესად ველოდები ახალ თავს love love love შეყვარებული ვარ მე შენზე და ამ ისტორიაზე

taso
ძალიან კარგი თავია. სიყვარულით და ემოციით სავსე <3 ველოდები შემდეგს :*

ananiko
auuu interesma momklaa raaa :d daa mec vipikre modi daasrulos mere cavikitxotqo mara veeer vdzleeb arada sul upro da upro vinteresdebi da azartshi vardebi

Nana
Dzalian kargia veli shemdegs


დიდი მადლობა თქვენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ჩემი დაგვიანების მიზეზთან დაკავშირებით აღარ გავმეორდები, სიმართლე გითხრათ ძალიან მიხარია თქვენი კომენტარები, ნამდვილად არ ველოდი ამ ისტორიას ასეთი სიმპატია თუ მოჰყვებოდა. love ცოტა არ იყოს, შევშინდი და დავიძაბე კიდევაც, იმ მოსალოდნელი რეაქციებით რაც შეიძლება შემდეგ თავებს მოჰყვეს. მიყვარხართ ძალიან და იმედი მაქვს "სასტიკად" არ გამაკრიტიკებთ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent