შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდე 3 თავი


15-05-2016, 00:38
ავტორი du-da
ნანახია 4 965

გქონიათ ოდესმე სიმსუბუქის შეგრძნება?სათქმელისგან რომ განთავისუფლდები და თავისუფლად ამოისუნთქებ.სწორედ ესე ვგრძნობდი თავს,უნებურად გამეღიმა ყოველთვის მეგონა რომ ამ ამბის გახსენება ორმაგად მეტკინებოდა თუმცა პირიქით მოხდა თითქოს შვება ვიგრძენი.სწრაფად შევტრიალდი ოთახში და ჩუმად მსხდომთ გავხედე.
-ნაი კარგად ხარ?
-გადასარევად ლილი.მათე აქედან ქალაქამდე შორი მანძილია?
-რათ გინდა?რამე თუ გჭირდება წაგიყვან.ფეხზე წამოდგა მათე
-არა არაფერი ისე ვიკითხე.ვიცრუე ურცხვად
-ნაი წამლები ყველა გაქვს?დაეჭვებულმა მკითხა ლილიანამ
-კი მაგაზე არ იდარდო.ისადა არ დავიძინოთ?ფეხზე ძლივს ვდგევარ.
-კარგი აზრია.ჩემდა გასაკვირად მხარი ამიბა დადამ და ოთახი პირველმა დატოვა.მშვიდად ავიარე საფეხურები და ოთახში შევიკეტე.თბილი მოსაცმელი ამოვიღე ჩანთიდან ფანარი და საფულე."ეხლა რო შეგჭამოს რამემ ხო იქნები ღირსი"შემომიტია მეორე მემ.
-გინდა შეტევას და უძილობას მოვუკლივარ და გინდა რამე ცხოველა.დავიწყნარე თავი და ფეხაკრეფით გავიპარე გარეთ.

* * *
დადამ ვერაფრით შეძლო დაძინება.სასწაულად იზიდავდა ეს ენატლიკინა გოგო მითუმეტეს როცა მის შესახებ სიმართლე გაიგო. სასწაულად მოუნდა მისი თცალებიდან ის შიში გაექრო ასე კარგად რო ნიღბავდა ქალი.ის
არაკაცი რომ ჰყოლოდა ახლოს დაუფიქრებლად მოკლავდა და თავიდან წავიდოდა ციხეში.ის იყო სიგარ
ეტის მოწევა დაასრულა რომ ეზოში სილუეტი დალანდა.მხედველობა დაძაბა და როგორც კი ნაინა ამოიცნო გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა."რა სულელია ეს გოგო"სწრაფად დასწვდა იქვე დაგდებულ მაისურს და გარეთ გავარდა.

* * *
-უაზრო ხარ ნაინა უაზრო.რომელი ნორმალური გამოვა ტყეში მარტო შუაღამისას?ან ჩავაღწევ ქალაქამდე და ან ვერა.უაზრროდ ვბუტბუტებდი და მოსაცმელა მჭიდროდ მიხვევდი ტანზე.ასი მეტრიც არ მექნებოდა გავლილი რო ჩემს გვერდით მანქანა გაჩერდა და უკვე კარგად ნაცნობი მკაცრი ბარიტონი მისწვდა სმენას.
-სად მიდიხარ?
-დამდე პატივი და თავი დამანებე.გაავებულმა გავხედე
-ჩაჯექი მანქანაში.ვატყობდი როგორ უჭირდა ხმის გაკონტროლება.
-არ ჩავჯდები.სხვათაშორის არ დამვიწყებია დღეს რაც ჩაიდინე.
-მისმინე არ ვარ შენს ხასიათზე.ვატყობ რაღაც გიჭირს ამიტომ ჩაჯექი ამ დასაწვავ მანქანაში ყოველთვის ასეთი კეთილი არ ვარ.შემომიბღპვირა და წინ გაიხედა.მართალი იყო ტყეში მარტო ყოფნას მასთან ყოფნა მერჩივნა.უხმოდ მოვუარე მანქანას და ჩავჯექი.
-სად მივდივართ?თითქოს ხმა დაუთბა
-აფთიაქში.
-წამლები გაგითავდა?
-საძილე საშუალებები.ვატყობდი ხმა მიკანკალებდა რ
ას მიშვებოდა ეს ბიჭი ვერ ვხვდებოდი.
-ცუდია.იცი რო ეგ ფსიქოლოგიური პრობლემააა?
-არ მითხრა რო ერკვევი ფსიქოლოგიაში.გავხედე ირონიულად
-იმდენად მაინც რო მაგ ძლიერი და უდარ
დელი ქალის მიღმა ერთი მშიშარა არსება დავინახო.
-მშიშარა არ ვარ.სხვათაშორის დამავალებ თუ დასკვნებს შენთვის შეინახავ.
-მისმინე პატარა.გამიცანი მგონი და მიხვდი როგორიც ვარ.ყველას არ აქვს ბედნიერება ჩემი დასკვნები მოისმინოს.
-დიდად საპატივცემულოა.ისე ყოველთვის ასეთი უხეში იყავი?
-ყოველთვის.შენ კიდე სულ რატო იცინი?გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.
-სულ არ ვიცინი და.მორჩი რა პატარა ბავშვების დიალოგი გვაქვს.
-კარგი ვისაუბროთ ზრდასრულებივით.რას მალავ?წარ
ბის აწევით გამომხედა
-არაფერს.
-ნერვიულობ ეგ კიდე ნიშნავს რო რაღაცა გაწუხებს და არ ამბობ.
-მე ბევრი რამე მაწუხებს,მაგრამ არ ვაპირებ შენთან ამის განხილვას.და გთხოვ სულში ნუ მიძვრები.
ვერც მივხვდი როგორ ჩამოვედით ქალაქამდე.დადამ მანქანა გააჩერა და გამომხედა.
-მომეცი წამლის სახელწოდება.
-მეთვითონ ვიყიდი.სწრაფად შევიხსენი ღვედი
-ნუ ქაჯობ ეხლა დაეტიე მანქანში.მიყვირა და ხელიდან ქაღალდი წამგლიჯა.
-უზრდელი უტაქტო,თავი ვინ გონია?მანამდე ვლანძღავდი სანამ აფთიაქიდან არ გამოვიდა.
-ცუდი ამბები მაქვს.ძილის წამალი არ იყო.
-რა?რას ამბობ.სხვაგან წავიდეთ,მაგის გარეშე ვერ
დავიძინებ და ძალა არ მექნება შეტევას გავუმკლავდე.
-დაწყნარდი ნუ წიკვინებ შენს გახარებას რა.ხელზე დამქაჩა დადამ.რო გეუბნები ფსიქოლოგირი პრობლემები გაქ მეთქი გწყინს და ნეტა ეხლა შეგახედა შენი თავისთვის.ჯერ ერთი რა იცი რო შეტევა გემართება?
-შენ თუ ხარ დალაგებული.რო დამემართება მერე გვიანი იქნება.წამიყვანე სხვაგან
-გოგო ჭკუიდან ნუ გადამიყვან ეხლა.შენ თავი თბილისში ხომ არ გგონია?
-წამიყვანე სახლში.ხმა ამიკანკალდა და ჩემი ცრრმლები რომ არ დაენახა ფანჯრისკენ გავიხედე.
-სხვათაშორის არც დამხარების თხოვნა და არც ტირილი სამარცხვინო არ არის.მკაცრად ჩაილაპარაკა და მანქანას გასაღები მოარგო თუმცა ჩვენდა საუბედუროდ არ დაიქოქა.

* * *
-მათე გაიღვიძე რა.ოდნავ შეანჯღრია ლილიანამ
-რა იყო გათენდა?ამოზმუვლა კაცმა
-არა არა.ნაინა არაა სახლში.
-რა?აბა სადაა?სწრაგად გამოფხიზლდა მათე და საწოლზე წამოჯდა
-არ ვიცი სად უნდა წასულიყო?
-კარგაფ ნახე ყველგან?
-ვნახე ვნახე.სხვათაშორის არც მანქანა დგას ეზოში.
-ნაინამ.ტარება ხო არ იცის.ალბათ ლაშამ ან დადამ წაიყვანა სადმე.
-მიდი მერე დაურეკე რაღას დგეხარ?
შეუბღვირა ქმარს
-ვრეკავ ხო ვრეკავ.სწრაფად დასწვდა ტუმბოზე დადებულ ტელეფონს და ნაინას ნომერი.მოიძია.

* * *
-ფუ ამის.გაფუჭდა.საჭეს ხელი დაარტყა დადამ
-ხუმრობ ხო?
-მეტყობა რამე?
-რა უნდა ვქნათ?დადა რა გვეშველება?შიშის ნოტები გაკრთა ჩემს ხმაში.
-ხვალ დილამდე არც არაფერი.იქნებ რამე სასტუმრო ვნახოთ.წამოდი
-ვაიმე რა შარში ვარ.ამოვიოხრე და მანწანიდან გადავედი.ამასობაში ჩემმა ტელეფონმა დარეკა
-მათე რეკავს იქნებ გვიშველოს რამე.იმედიანად გავხედე წინ მიმავალს.დადა სწრაფად მოტრიალდა და მოვილური გამომართვა. არ ვიცი რაზე ისაუბრეს,თუმცა აშკარად არაფერი გვეშველებოდა ხვალ დილამდე.
ვერსად ვერაფერი სასტუმროს.მაგვარი ვერ ვნახეთ.
-ეხლა რა ვქნათ ტვინიკოსო?
-ხმა არ გავიგო შენი.ისედაც შენს გამო ვარ აქ.შემომიბღვირა დადამ და ერთ ერთ სახლთან დაიძახა,იქიდან შუა ხნის ქალი გამოვიდა და როგორც კი ჩვენი გასაჭირი შეიტყო მაშინვე სახლში შეგვიპატიჟა.
-თავი ისე იგრძენით ბავშვებო როგორც საკუთარ
სახლში.გაგვიღიმა ქალმა
-დიდად მადლობლები ვართ.გვერდით მომიჯდა დადა
-ნენა როგორ უხდებით ბოვშებო ერთმანეთს.
-ჩვენ იცით.სათქმელი ვერ დავამთავრე რადგან დადამ ხელი გადამხვია და ისე.მომიჭირა ტკივილისგან სუნთქვა შემეკრა.
-კარგით ოთახს გავამზადებ.
როგორც კი აღიქვა ტვინმა რომ ამ არსებასან ერთად მარტო უნდა ვყოფილიყავი ოთახში.სიბრაზისგან კინაღამ გავსკდი
-გადაირიე შენ?მომაშორე ხელი და.სთხოვე სხვადასხვა ოთახებში გაგვიშალოს
-მორჩი ისტერიკას და ნუ ხარ უზრდელი.მადლობა თქვი გარეთ რო არ გვიწევს ღამის გათენებ.არც მე მხიბლავს შენი ყურება.კამათი ფეხის ხმამ შეგვაწყვეტინა.
-მზადაა შეგიძლია დაწვეთ.
-დიდი მადლობა.გაუცინა დადამ და თითქმის ძალით წამიღო ოთახისკენ.
-ამას არასდროს გაპატიებ დადა არასდროს.ავწიკვინდი როგორც კი კარი მიხურა.
-ეგ მადარდე ეხლა.მე მეძინება.სწრაფად გადაიძრო მაისური
-რა რას აკეთებ?ენა დამება
-ვიხდი ნაინა.ჰე ეხლა გაიხადე შენც და დაწექი
-არ ხარ ნორმალური მე მივდივარ აქედან.სწრაფად მივტრიალდი კარისკენ თუმცა ვინ მაცადა.სწრაფად ამაფრიალა ხელში და საწოლზე დამაგდო
-ხელი გამიშვი რას აკეთებ?
-ეხლა არ გამაბრაზო.დროზე გაიხდი თუ მოგეხმარო?ხო იცი არ გამიჭირდება
-გავიხდი.ამოვიკნავლე საწყლად
-კარგია,მიყვარს დამჯერი გოგოები
ნელა წამოვდექი ფეხზე.თავი სიზმარში მეგონა,სწრაფად გადავიძრე ზედა და საწოლში შევწექი.
-შარვალიც.დაიგრგვინა ტირანმა
-დამანებე თავი გთხოვ.სადაცაა ავტირდებოდი
-გაიხადე.არაფრად ჩააგდო ჩემი თხოვნა.
როგორც კი შარვალიც მაისურის გზას გავუყენე.სწრ
აფად გადმოტრიალდა მუცელზე ხელი მომხვია და მიმიხუტა.აქ კი ჩააირთი განგაშის სიგნალი და ავფართხალდი.
-მოსვენე.შემომიღრინა როგორც ყოველთვის.რო არა და არ გავჩერდი უფრო მაგრად მიმიხუტა.
-მორჩი ფართხალს,ხუთი წელია ქალი არ მინახავს და ნუ მაიძულებ უფრო სასიამოვნოდ აგაფართხალო.
როოგრც კი აღვიქვი მისი ნათქვამი სწრაფად გავისუსე და ბედს დავნებდი.
-კარგი გოგო ხარ ეხლა დახუჭე თვალები,ნუ გეშინია მე აქ ვარ და ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.ხომ გრ
ძნობ როგორ გიჭერ ხელს.ეს დაგეხმარება სანამ დაიძინებ იგრძნო რო მარტო არ ხარ.ეხლა ვცადოთ.სწრაფად წამოიწია წინ ლოყაზე მაკოცა და უფრო მჭიდროდ მომეხუტა.რას ვგრძნობდი მე?ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით მცვიოდა თვალებიდან.იყო რ
რაღაც ამ ბიჭში ისეთი რაც მის მიმართ ნდობით განმაწყობდა.არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა მაგრამ ჩემდა გასაკვირად ნელ ნელა მოვდუნდი და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.



№1 სტუმარი Mariami

Istoria dzalian momwons,magram cota tavebi gazarde,pataraa chemi azrit.. Da kide toveldge tu vera,iqneb dgegamoshvebit mainc dagedo axali tavi.

 


№2  offline წევრი du-da

davdeb chemtvis problema ar aris.ubralod radgan pirad ambavze vwer.vifiqre ar mogrwonat da magito agar gavagrdzele.

 


№3  offline წევრი StrangerManiac

Dzalian kargia agar daagviano raa <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა მაგარია wink love ვგიჟდები მე შენზე love feel რამდენი ხანია ველოდები ამ ისტორიას winked feel მომწნს სასწულად love feel დადა კარგი ბიჭIა ძალიან winked love ნაინაც მომწონს საყვარლები არიან ერთAდ wink love love

 


№5 სტუმარი Mariami

Wina 2 istoriac dzalian momewona da esec momwons... Da rogorc vxedav ara marto me.aba shen ici,warmatebebi chemo kargo..

 


№6  offline წევრი du-da

didi madloba aseti tbili sityvebistvis.chemtvisac sasiamovnoa am yvelafris gaxseneba.miyvarxart

 


№7 სტუმარი ემი

და საიდან მოიტანე, რომ არ გელოდებოდით? ამ ჯერზე ძალიან დააგვიანე winked

პირად ისტორიებზე ვგიჟდები love ხოდა აღარ დააგვიანო რაააა

 


№8  offline წევრი du-da

aanamaria
ვაიმე რა მაგარია wink love ვგიჟდები მე შენზე love feel რამდენი ხანია ველოდები ამ ისტორიას winked feel მომწნს სასწულად love feel დადა კარგი ბიჭIა ძალიან winked love ნაინაც მომწონს საყვარლები არიან ერთAდ wink love love

madloba komplimentistvis sayvarelo.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent