შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთ პარატა ქამას შენს თავზეც ამოვიყვანდი, იქნებ ფერფლიც კი არ დარჩეს შენგან! III ნაწილი


15-05-2016, 01:48
ავტორი luza
ნანახია 1 417

მეორე კურსი რომ დავამთავრე ის მაშინ მორჩა სწავლას. ვიცოდი მისი გეგმების შესახებ, სულ მინდოდა ჯერ არ დაემთავრებინა სწავლა. იმიტომ რომ მეშინოდა, მეშინოდა იმის რომ წავიდოდა , დაიკარგებოდა დიდი ხნით, მე კიდევ მომენატრებოდა და რა მექნა?  ვიცოდი რომ, ან მეგონა, რომ ვერ დავუკავშირდებოდი ან თვითონ არ გამოთქვამდა ამის სურვილს. არ მინდოდა შორსს ყოფილიყო. არ მინდოდა მასთან შემთხვევით შეხვედრის შესაძლებლობა დამეკარგა. ვფიქრობდი რომ როცა მე იქ ვიქნებოდი ის არ იქნებოდა და ა.შ. ახლაც ხომ შორსაა, მაგრამ მაინც ერთ ქვეყანაში ვართ. ყოველთვის შეიძლება სადმე გადავეყარო. და რომ წავა რა იქნება? არაფერი. ვერც ვნახავ, ვერც დაველაპარაკები. მომენატრება. მეშინია რაღაცნაირად. არა, ვიცი რომ ასე უკეთესია, დამავიწყდეს იქნებ და გადავერთო სხვა ტალღაზე, მაგრამ მე სწორედ იმ პერიოდის მეშინია სანამ გადავერთვები იმ სხვა ტალღაზე. გაძლება ხომ მინდა ადამიანო! ზოგჯერ მგონია რომ ზედმეტად ვფანტაზიორობ და კაი ხო ვინ არ ყოფილა შეყვარებული, მაგრამ მე ისიც ვერ გამირკვევია რას ვგრძნობ. სულ ვეკითხები ხოლმე მეგობრებს რას გრძნობენ ამ დროს მაგრამ ყველას ერთიდაიგივე პასუხი აქვს. ხო გასაგებია, მეც ვგრძნობ მაგ დაბუჟვებს და გულის ფრიალებს , მაგრამ ზოგჯერ რომ სულ მავიწყდება ხოლმე ეს რატომ? მაშინ რა ხდება? შეიძლება მთელი კვირა ისე გავიდეს რომ არც გამახსენდეს.
იქნებ არ მიყვარს და მასაც ვაწვალებ და საკუთარ თავსაც. აბა მთელი ცხოვრება ხომ არ დაველოდები როდის იგრძნობს ჩემს მიმართ რამეს. ასე არ მინდა, მსხვერპლი ხომ არ ვარ რომ ცხოვრება მას შევწირო. არა მადლობთ, თუნდაც რომ არ დამავიწყდეს მაინც არ ვიზამ ასე და არ დავდგები გზაზე ლოდინით გახევებული. მე რომ იმედი მქონდეს კიდევ შეიძლება , მაგრამ ასე არა. ის ერთი ბეწო სიამაყე რომ მაქვს სადღაც შერჩენილი ის არ მომცემს ამის უფლებას და მართალიც იქნება.
მოკლედ მეორე კურსის დასრულების მერე სულ რაღაც 1 თვე მომიწია სახლში ყოფნა. ვაღიარებ ამ ერთ თვეში რომ ტყუილი მაქვს ნათქვამი ალბათ მთელი 20 წლის მანძილზე არ მითქვამს. ტყუილს ვინ ჩივის, ამდენი გრძნობა ერთად ასე მოკლე პერიოდში არ განმიცდია: ყველაფერი ერთად იყო, შიში, ნდომა, სურვილი, მოთმინება, რაღაც ახალი დ აუცნობი დავლები მთელს სხეულში. ყველაფერ ამის მიზეზი ეს კრეტინი იყო. დილაობით სირბილი მინდოდა, ვიცოდი ღამე არ გამიშვებდნენ და დილით მაინც ვირბენთქო ვიფიქრე, მოვიმატე და მინდოდა გავმხდარიყავი. თან მარტოც მეხამუშებოდა, დილის 5 საათზე ადგომა და თან ასე ეულად სირბილი არაა რა. ჩემი მეგობრები შორს ცხოვრობენ ჩემგან და ვერ ირბენდნენ. ვიცოდი რომ ქალაქში იყო და ისე სასხვათაშორისოდ ვუთხარი, დამთანხმდა და გამიხარდა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მე როგორ ვემზადებოდი იმ დილისთვის. ალბათ ასეთი სიხარულით და ასე თავისუფლად გამთენიისას ჯერ არ ავმდგარვარ..
ავდექი , თავი მოვიწესრიგე, თვალებიც კი შევიღებე. მთლად ნამძინარევი სახით ხო არ წავიდოდი, თან ვეპრანჭებოდი ბოლოსდაბოლოს :დ დავურეკე რომ ამდგარიყო და გავედი სახლიდან. ძალიან რომანტიკულ ტერიტორიაზე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს-სასაფლაოებთან :დ უბრალოდ გზა მანდ გადიოდა და ვერავინ გვნახავდა. ვიდექი ამ უკუნ სიბნელეში და ვფიქრობდი რა უნდა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი, რა მეთქვა. იმდენი რაღაც მირტიალებდა თავში, რომ ნორმალურად აზროვნების საშუალებას არ მაძლევდა.
შორიდანვე შევნიშნე, მისი სიარული მანერას ათას კაცში გამოვარჩევდი. შორტებით და მაისურით იყო, ციოდა. ვიდექი შუა გზაზე , მისკენ შებრუნებული და ისეთი მოხევით ჩამიარა, ვიფიქრე ალბათ ვერ მიცნოთქო :დ მიცნო კაცო, აბა მეტი ვინ დებილი დადგებოდა 6 ის ნახევარზე და ვინ დაუცდიდა :დ ისეთი თბილი იყო მისი შეხება, იმდენად სასიამოვნო. ხელმკლავი გამიკეთა და ასე მივდიოდით, სიმართლე გითხრათ არც ვიცი სად :დ ისეთი საყვარელი იყო ის დღეები, აი რაღაცნაირად, თითქოს გამოცვალესო. ისე მომწონდა, ისე მათბობდა, მისი სუნი მომწონდა. მე კოცნა მქონდა მასთან წაგებული. შევასრულე, მაგრამ მაგას კოცნას ვერ დავარქმევთ, ეს უფრო ისეთი რაღაც იყო აი ლოყაზე რო აკოცებ ადამიანს რა :დ
მე არ ვიცოდი სხვანაირად და რა მექნა, ისე მრცხვენოდა. თვითონ რომ დააპირა გამეცინა, მეც არ ვიცი რატომ მეცინებოდა, უბრალოდ არ ვიცოდი რა და როგორ მექნა, მრცხვენოდა, სულ ყველაფრის მრცხვენოდა. დებილივით მეცინებოდა, თითქოს ამ სიცილით რაღაცას ვმალავდი, არ მინდოდა რამე არასწორად მექნა და მერე უფრო მეტად შემრცხვებოდა. მინდოდა მას ეკოცნა, ოღონდ ჩემგან დაუკითხავად, მოწყვეტით და არა ისე ნებართვას რომ იღებდა, ასე უბრალოდ ვერ შევეწინააღმდეგებოდი და იქნებ ავყოლოდი კიდეც. არა კი ვიყავი დიდი მაგრამ გამოცდილება არ მქონდა და შემინდეთ :დ მის ტუჩებს მარილის გემო ჰქონდა.და ვუთხარი კიდეც. ვიცოდი რომ ეს ჩემი სისულელეები არ ხიბლავდა მაგრამ თავს ვიდებილებდი. მართლა არ ვიცოდი რა მექნა, მე მასთან ყოფნა მსიამოვნებდა. მისი მკლავები მომწონდა. რომ მეხებოდა მბურძგლავდა. მუცელი მიბუჟდებოდა და მიდუნდებოდა. ვერ ვიტანდი ყელზე რომ მეხებოდა , არა ვიტყუები პირიქით სწორედ ის მომწონდა რომ ვერ ვიტანდი, მისი თითები სულ სხვანირი იყო, რაღაცას ვგრძნობდი ყოველ შეხებაზე და ეს მომწონდა. მინდოდა სულ ასე ყოფილიყო. უბრალოდ ჩავხუტებოდი მეტი კი არაფერი. დანარჩენი არ ვიცი, ან ვიცი და საკუთარ თავსაც არ ვუტყდები. პატარა ხომ არ ვარ რაღაცეებზე ვერ დავფიქრდე და ვერ გავაანალიზო ის რომ გულგრილი არ ვიყავი, ის კაცი იყო მე ქალი. მოდი ერთი წამით შევეშვათ იმას რომ მე გამოუცდელი ვარ, მაგრამ მაინც ხომ ქალი ვარ, ხომ მაქვს რაღაც ჩემეული განცდები და რეაქციები თუნდაც მის შეხებაზე. ხომ არ ვარ ქვა მიწაზე უსულოდ რომ აგდია და ყველა გამვლელი ზედ აბიჯებს. მეც ადამიანი ვარ და ჩემი სისუსტეები მახასიათებს. არის ძალიან ბევრი რამ რასაც შეიძლება არ ვემხრობი, ან არ მომწონს, მაგრამ მე ის მიზიდავს. მახსოვს ერთი პერიოდი ჩემი სამყარო გამოვიგონე. კეთილ რჩევას მოგცემთ: არ გინდათ ოცნება, ეს ყველაზე ცუდი რამაა თქვენი ჯანმრთელობისთვის. არ შეიძლება არარეალურზე იფიქრო და იმედი გქონდეს იმის რაც არ იქნება, ან რისი არსებობის შესაძლებლობაც 1 % ზე ნაკლებია. ზოგისთვის ეს 1 % -ც იმედია , მაგრამ სანამ ახდება, ან საერთოდ თუ ახდა , გაგანადგურებთ. ფუჭი იმედებით, სხვა განზომილებაზე ფიქრით და მისტიური შესაძლებლობების ქონის სურვილით შეპყრობილებმა საკუთარ თავს მაინც ეცით პატივი და დაუბრუნდით ამ მატერიას. მყარად უნდა იდგეთ და არა ღრუბლებში დაფრინავდეთ, ეს საქმეს მაინც ვერ უშველის სამწუხაროდ.
ახლა საღამოა, 7 აკლია 12 წუთი. ვზივარ საწერ მაგიდასთან და კლავიატურაზე ვკრეფ ამ სიტყვებს. თითქოს სხვისთვის, არადა გულში ვოცნებობ ეს არავინ წაიკითხოს. საგულდაგულოდ ვმალავ ფაილიდან ფაილში და ამ ლეპტოპთან მიახლოებული ნებისმიერი ადამიანის გამო მეშინია: ვაითუ ნახოს, ვაითუ წაიკითხოს და ასე უცაბედი თანაზიარი გახდეს ჩემი ფიქრების. აქ დაწერილიდან ალბათ 1 წინადადებაც კი არ მითქვამს სხვისთვის. ვფიქრობ, გვერდზე ტელეფონი მიდევს. ხშირ-ხშირად დავხედავ ხოლმე. იქნებ ვინმემ მომწერა, ვინმემ? თუ ერთმა განსაკუთრებულმა?. არ ვიცი. არა ნამდვილად ვიცი, რომ არ მომწერს. ალბათ არც კი მოუვა აზრად. მაშინ რატომ ველოდები? იმიტომ რომ სადღაც იქ ღრმად ჩემს მეორე ნაწილს უნდა, რომ მომწეროს და სჯეროდეს, რომ მომწერს კიდეც. მახსოვს ადრე ყოველი მოსული წერილის ხმაზე ელდანაკრავივით წამოვვარდებოდი ხოლმე და პულს აჩქარებული დავხედავდი ეკრანს, იმედი მქონდა და სულ მიცრუვდებოდა ეს უკანასკნელი. არცერთხელ არ გავუხარებივარ, არცერთხელ არ ჩამღვრია ეს სითბო გულში და არცერთხელ არ დამიბრუნებია მისთვის აკანკალებული თითებით პასუხი. ზოგჯერ ხმას დავუწევდი ხოლმე, იმის იმედით რომ გვერდზე ჩავლილი ასე შემთხვევით დავხედავდი და დამხვდებოდა ნანატრი სმს. თქვენ არც კი იცით რამდენჯერ გამიკეთებია ასე, რამდენჯერ ჩავლილს მინატრია და მიფიქრია ახლა ვნახო თუ ცოტა გვიანმეთქი. არც კი იცით რამხელა ნებისყოფა მჭირდებოდა იმ ერთი გარდამავალი წუთისთვის. იმედია არც გამოცდით.



№1 სტუმარი Black

Dzalian kargi iyo,udzalianesad,bravo,veli shemdeg tavs;)

 


№2  offline წევრი tekka

საკმაოდ ნაცნობი სიტუაციები იყო ჩემთვის მაგალითად wink გამოუცდელობა,მორცხვობა თუ რაღაც მაგდაგვარები,მაგრამ ყველაზე ტკბილად გასახსენებელი ზუსტად ეგენია.მეღიმებოდა რაღაცებზე.საყვარლოდ სასაცილო იყო.
პ.ს.
ვინმემ რამე არ წაიკითხოს შიში მეც მქონდა.მერე მომაფიქრდა,რომ შეიძლება პაროლის დადება და 12სიტყვიანი მიყენია ახლა :დდდდდ გუდ ლაქ!
რატომღაც "ერთ თავიანი" მომეჩვენა,მაგრამ თუ გააგრძელებ კაი იქნება winked

tekka
საკმაოდ ნაცნობი სიტუაციები იყო ჩემთვის მაგალითად wink გამოუცდელობა,მორცხვობა თუ რაღაც მაგდაგვარები,მაგრამ ყველაზე ტკბილად გასახსენებელი ზუსტად ეგენია.მეღიმებოდა რაღაცებზე.საყვარლოდ სასაცილო იყო.
პ.ს.
ვინმემ რამე არ წაიკითხოს შიში მეც მქონდა.მერე მომაფიქრდა,რომ შეიძლება პაროლის დადება და 12სიტყვიანი მიყენია ახლა :დდდდდ გუდ ლაქ!
რატომღაც "ერთ თავიანი" მომეჩვენა,მაგრამ თუ გააგრძელებ კაი იქნება winked

უი ახლა წავიკითხე წინა ორიც ყოფილა :დდდ კაი ხარ და გააგრძელე რა წერა არ დაგეზაროს ხოლმე <3

 


№3  offline წევრი luza

მადლოობა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent